მეფუტკრეობის დარგი საქართველოში და მისი განვითარების პერსპექტივები

ავტორის სტილი დაცულია
თეკა არველაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულეტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი

tekaarveladze@gmail.com

ანოტაცია

საქართველო თაფლის ტრადიციული მწარმოებელი ქვეყანაა. საქართველოში გავრცელებულია რამდენიმე ადგილობრივი სახის თაფლი, რომელთაგან აღსანიშნავია: აკაციის თაფლი, წაბლის თაფლი, მდელოს თაფლი და სხვა. ქართული თაფლის ძირითადი უპირატესობებია: შესანიშნავი ბუნებრივი გარემო, კლიმატი და ფლორა, ხელსაყრელი მდებარეობა მდებარეობა შავი ზღვის რეგიონში. მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების ნაკლებობა, დაბალი მწარმოებლურობა და ხარისხი, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობა, ქართული თაფლის მთავარ ნაკლოვანებებად შეიძლევა ჩაითვალოს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქართული პროდუქციის წარმოებისა და შეფუთვის ხარისხი დაბალია, რაც აუცილებელია პირდაპირი გაყიდვებისთვის საკონდიტრო და საკვები პროდუქციის ინდუსტრიაში.

საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობის თაფლი იწარმოება კახეთში. საქართველოსთვის თაფლს მაღალი ეკონომიკური ღირებულება აქვს და დიდი შემოსავლის მოტანა შეუძლია. ძირითადად ქართული თაფლის ექსპორტი ხდება მეზობელ ქვეყნებსა და აზიის რამდენიმე არამეზობელ ქვეყანაში. თუმცა არის იმის პერსპექტივა, რომ ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე აღმოჩნდეს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის დიდი მოთამაშე მსოფლიო თაფლის ბაზარზე, მას აქვს პოტენციალი, რომ იყოს თაფლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპორტიორი ქვეყანა.

Georgia is a tradicional producer country of honey. There are several local types of honey in Georgia, some of which are noteworthly: Acacia honey, Chesnut honey, Meadow honey, etc. The main advantages of Georgian honey are the perfect natural environment, climat conditions, favoriable location in black – sea region, but lack of modern technologies, low productivity and quality, compliance with international standarts, can be considered as the main disadvantages of Georgian honey. It must be mentioned, that Georgian production lacks some of the processing quality and packing that is required for direct sales to confectionery and food industries.

The biggest amount of honey is produced in the region of Kakheti. For Georgia, honey has a high economic value and also brings a lot of income. Mainly, Georgian honey is shipped to neighbour countries and several Asian regions. But in future prospective, here is a chance to export in EU.

Despite the fact, that Georgia currently is not a big player in the global honey industry, it has a high potential to be one of the leader exporters.

დღესდღეობით საქართველოში თაფლის წარმოებით ძირითადად მცირე და საშუალო მეფუტკრეები არიან დაკავებულნი. თაფლის წარმოება და რეალიზაცია პრიმიტიულ დონეზეა და ახასიათებს მასშტაბის უარყოფითი ეფექტი. პროდუქტიულობის დაბალი დონე განპირობებულია კვების არასათანადო პრაქტიკით და პარაზიტების წინააღმდეგ ბრძოლის არაადეკვატური ზომებით. წარმოების ხარჯები მაღალია, ხოლო ფასწარმოქმნის სტრატეგია მიწოდების ჯაჭვში არაკონკურენტული. შესაბამისად, დღეს არსებული მეფუტკრეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა განახლებას მოითხოვს, რადგანაც მოძველებული ტექნოლოგიები ვერ უზრუნველყოფს შრომის ნაყოფიერების ზრდას, პროდუქციის წარმოების თვითღირებულების შემცირებას და უარყოფითად მოქმედებს წარმოებული პროდუქტების რაოდენობასა და ხარისხზე. აგრეთვე, აუცილებელია ქვეყანაში განვითარდეს მეფუტკრეობისთვის საჭირო და სათანადო ინვენტარის, მოწყობილობებისა და ხელსაწყოების ადგილობრივი წარმოება, რადგან მათი უცხო ქვეყნებიდან იმპორტირება იწვევს პროდუქციის გაძვირებას. [1]

საქართველოში წლის განმავლობაში თითო სკიდან საშუალოდ 11-12 კილოგრამ თაფლს იღებენ, რაც ნამდვილად ცოტაა, იმის გათვალისწინებითაც, რომ გერმანიაში თითო სკიდან დაახლოებით 34კგ თაფლს იღებენ, შვედეთში – 31კგ და ა.შ. ზოგიერთი მეფუტკრის მტკიცებით, შესაფერისი ამინდის, ფლორის და ახალი ტექნოლოგიების პირობებში თითო სკიდან შესაძლებელია 50 კილოგრამამდე თაფლის მიღება.

საქართველოში ფუტკრის ოჯახების რაოდენობამ 2020  წლის ბოლოსთვის 205,300 ერთეული შეადგინა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი სკა კახეთში, იმერეთსა და სამეგრელი-ზემო სვანეთშია. ხოლო ყველაზე ცოტა რაოდენობის სკა ფიქსირდება შიდა ქართლში და აჭარაში, შესაბამისად 10 200 და 14 100.

აგრეთვე, მნიშვნელოვან ყურადღებას იპყრობს თაფლის წარმოების მონათესავე სექტორების არსებობა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში რამდენიმე ფერმერმა თაფლის წარმოების დივერსიფიკაცია მოახდინა და ამჟამად მსგავს პროდუქციას აწარმოებს. ამგვარი პროდუქციის წარმოების მნიშვნელობა საქართველოშიუჩვეულოდ მნიშვნელოვანია იმ ფაქტის წყალობით, რომ მიუხედავად იმისა, მეფუტკრეობა დიდი ხნის ტრადიციას წარმოადგენს, თაფლის ბაზარი ჯერ კიდევ არ არის განვითარებული.

მაგალითად, არსებობს რამდენიმე მეფუტკრე მეურნე, რომლებმაც დაიწყეს ფიჭის წარმოება. ისინი საკუთარ პროდუქციას ადგილობრივ მაღაზიებში (ერთერთი მაღაზია ქუთაისში ფიჭის მწარმოებლის საკუთრებაშია), ან უშუალოდ სხვა მეფუტკრეებზე ყიდიან. პატარა სოჯახო ბიზნესის წარმოებას შეუძლია წელიწადში დაახლოებით 4-7 ტონა ფიჭის მიღება და დასაქმება საწარმოში 1-2 ადამიანის დასაქმება. სეზონზე დასაქმებულთა რიცხვი შესაძლოა 5- 6-მდე გაიზარდოს. ისინი ძირითადად იმავე სოფლის მაცხოვრებლები არიან. იმერეთში ერთმანეთის კონკურენტი მხოლოდ 2-3 ფიჭის მწარმოებელია, ხოლო მთელს საქართველოში – დაახლოებით 10.

რამდენიმე მეწარმემ ბოლო პერიოდში დაიწყო დედა ფუტკრების გამრავლება და გაყიდვა. ეს ახალი ბიზნეს-შესაძლებლობა თაფლის წარმოებას მხოლოდ მეორად საქმიანობად აქცევს. მეწარმეებს დედა ფუტკრები სპეციალურ ხელით-ნაკეთ სკებში ჰყავთ. თითოეული ფერმერის სკა ერთმანეთისგან განსხვავებულია. მეწარმეები ცდილობენ, სხვადასხვა მეთოდით წარმოებული ექსპერიმენტების მეშვეობით შეიმუშაონ დედა ფუტკრების მოშენების ტექნიკა. წელიწადში შესაძლებელია 1500მდე დედა ფუტკრის მოშენება. ზოგი დედა ფუტკარი ადგილობრივი ბაზრისთვის არის გამიზნული, ხოლო მათგან საუკეთესო, შუამავლების მეშვეობით თურქეთში, ან აზერბაიჯანში გადის. თურქეთის საზღვარზე არსებობს რამდენიმე ადგილი სადაც ქართველი მეწარმეები და თურქი მყიდველები ვაჭრობენ. თუმცა დედა ფუტკრების, ისევე როგორც თაფლის ექსპორტი, არალეგალურია. წარმოება ძალიან მომგებიანია, როდესაც თითოეული მათგანის ფასი 10 – 11 აშშ დოლარს შეადგენს. თურქეთში დედა ფუტკრები ძალზე პოპულარობით სარგებლობენ, მათი თურქულ სახეობებთან შეჯვარების შედეგად მიღებული ეფექტის გამო. სხვა მხრივ კი, საზღვარზე ფუტკრით უნებართვო ვაჭრობასთან დაკავშირებული საერთაშორისოდ აღიარებული რეგულაციების მიხედვით, სხვა ჯიშების იმპორტმა შესაძლებელია, საფრთხე შეუქმნას ადგილობრივი სახეობების თვისობრივი მახასიათებლების შენარჩუნებას. ცოცხალი ფუტკრით ვაჭრობა ევროკავშირის ქვეყნებში მკაცრად არის რეგულირებული. [2]

ზოგიერთი ფერმერი დამატებით შემოსავალს იღებს ხის სკებისა და ცარიელი ჩარჩოების წარმოებით. ისინი საკუთარ ნაწარმს ყიდიან უშუალოდ სხვა ფერმერებზე, ან ადგილობრივი მაღაზიების მეშვეობით ქუთაისში. ჩარჩოების დასამუშავებლად და ასაწყობად მათ სჭირდებათ სპეციალური დანადგარები. ზოგიერთი მათგანის რეალიზაცია მოხდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარების პროექტების ჩარჩოებში.

საკონსულტაციო კომპანია „ექსპერტოს“ მიერ მეფუტკრეობის დარგის კვლევისა და ანალიზის საფუძელზე მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების (გარდა თაფლისა) ფასი შემდეგნაირია:

  • 1 გრამი სადედე რძის ფასი 4-5 ლარია. იმპორტირებული სადედე რძის

შეძენა შესაძლებელია კომპანია „ტენტორიუმში“ – 300გ ბოთლი 75 ლარად;

  • ყვავილის მტვერის 150-155 გრამიანი შეფუთვა საშუალოდ 14 ლარია;
  • 1 კილოგრამი თაფლის ცვილი საშუალოდ 25 ლარამდე ჯდება;
  • 1 კილოგრამი პროპოლისი – 99 ლარი;
  • 100 გრამი დინდგელი – 22 ლარი;
  • 1 გრამი ფუტკრის შხამი – 25 აშშ დოლარი (საქართველოში მისი ფასი უცნობია)

მეფუტკრეობის დარგის შეუფერხებელი განვითარებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია დარგის სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის არსებობა. სამწუხაროდ, დღესდღეობით ქვეყანაში არ არსებობს ამგვარი ბაზა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს დარგის განვითარებას.

ქართული თაფლის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით აუცილებელია თაფლისა და ფუტკრის სხვა პროდუქტებისთვის სახელმწიფო სტანდარტების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებას და პროდუქციის ფალსიფიცირების შემთხვევების შემცირებას. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობა მიმდინარეობდა თაფლის ტექნიკურ რეგლამენტთან დაკავშირებით, რომელიც დაადგენს მოთხოვნებს ნატურალური თაფლის მიმართ და მოაწესრიგებს ურთიერთობებს ბიზნესოპოერატორებს, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსა და მომხმარებელთა შორის.

მეფუტკრეობის განვითარებას უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის და ადგილობრივი წარმოების აღორძინებისათვის. მეფუტკრეობაზე დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ და ამ სფეროს განვითარებაზეც დიდ იმედებს ამყარებენ. თუმცა საქართველოში ამ დარგის გაძლიერება მხოლოდ სპონტანურად და ერთეული პიროვნებების ინიციატივებით ხდება.

სახელმწიფო, სოფლის მეურნეობის დარგის ხელშეწყობის სხვა პროგრამებთან ერთად,მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც განაცხადების მიღება ამჟამადაც მიმდინარეობს. პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს მეფუტკრეობის დარგში დასაქმებულ კოოპერატივებს, რომლებიც სხვა პირობებთან ერთად შემდეგსაც უნდა აკმაყოფილებდნენ: იმ სოფლებში, თემებსა და დაბებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, კოოპერატივის წევრი არ უნდა იყოს 5-ზენაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – 11-ზე ნაკლები. ამასთან, ამ კოოპერატივებს მთიან სოფლებში საკუთრებაში უნდა ჰქონდეთ (ბალანსზე აყვანილი) არანაკლებ 30 სკა, ფუტკრის ოჯახით, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ კოოპერატივებს – არანაკლებ 60 სკა, ფუტკრის ოჯახით. [3]

ბოლო პერიოდში საქართველოში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის გამო მეფუტკრეობა ისევე, როგორც სხვა დარგები, დაკნინდა რაოდენობრივადაც და თვისობრივადაც. სათანადო ყურადღება არ ექცევა სელექციურ მუშაობას მაღალპროდუქტიული ფუტკრის ოჯახების გასამრავლებლად, ფუტკარს თითქმის არ იყენებენ სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯვარედინი დამტვერვისათვის მაშინ, როდესაც ცდებით დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა ფუტკრებისაგან დამტვერვის მეშვეობით იზრდება: ხილის მოსავალი 60%-ით, მზესუმზირისა – 25%-ით, სხვადასხვა ბოსტნეულისა – 300-500%-ით და ა.შ. საფუტკრეებისათვის დიდი ზიანის მომტანია დაავადებები, მავნებლები და მოწამვლები, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა სუსტად მიმდინარეობს,რის გამოც მეფუტკრეობის როლი ქვეყნის ეკონომიკაში უმნიშვნელოა.

ბოლო 4-5 ათეული წლის წინ დიდი ყურადღება მიიქცია ყვავილის მტვერმა და დინდგელმა, როგორც სამკურნალო მნიშვნელობის პროდუქტებმა. ამჟამად სხვადასხვა სახელმწიფოები ყვავილის მტვერს ტონობით ამზადებენ და სათანადო გადამუშავების შემდეგ ადამიანის კეთილდღეობას ახმარენ. [4]

ჩვენს ქვეყანაში მუშაობა ამ მიმართულებით ფაქტობრივად არც დაწყებულა, ბოლო ხანებში სამოყვარულო დონეზე დაიწყეს ყვავილის მტვრის მიღება სამკურნალო დანიშნულებით.

დინდგელი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომლის გამოყენებაც მედიცინაში დიდი ხნის წინ დაიწყო. დინდგელს იყენებენ კუჭის წყლულის, ჭრილობებისა და სხვათა სამკურნალოდ, როგორც ძლიერ ბუნებრივ მედიკამენტს.

უნდა მივიჩნიოთ, რომ ამ საკითხების გადაწყვეტა უზრუნველყოფს დარგს იაფი ბუნებრივი სამკურნალო საშუალებებით, რაც გაზრდის ფუტკრის პროდუქტების წარმოების მასშტაბებს და გააუმჯობესებს მეფუტკრეობის დარგის ეკონომიკურ მდგომარეობას. [5]

მეფუტკრეობის სექტორში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, ქართული თაფლის ექსპორტის მაჩვენებელი 3,4-ჯერ გაზრდილია. ლაბორატორიული კვლევების კუთხით არსებული პრობლემების დიდი ნაწილი გადაჭრილია. 2020 წელს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ მოახდინა ახალი კვლევების დანერგვა და მიიღო აკრედიტაცია. დღეისათვის, უკვე დანერგილია თაფლის კვლევა 120-მდე პარამეტრზე, აქედან დიდი ნაწილი უკვე აკრედიტებულია; 13 კვლევაზე აკრედიტაციის მიღება უახლოეს პერიოდში მოხდება, დარჩება მხოლოდ 30 პარამეტრი, რომელიც რეფერენტული მეთოდით იქნება აკრედიტებული. ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ამ კუთხით აღარ არსებობდეს  ბარიერი სექტორის განვითარებისთვის.

ის პროგრესი, რაც ბოლო პერიოდში მეფუტკრეობის სექტორში შეიმჩნევა, სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის შედეგია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩატარებული კვლევები  ევროკავშირმა აღიარა.

მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. 2020 წელს, საქართველოდან განხორციელდა 21.7 ტონა თაფლის ექსპორტი, რაც 15.3 ტონით (3.4-ჯერ) აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს; ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა ევროკავშირის ქვეყნებში (12.9 ტონა) და აშშ-ში (4.9 ტონა), ასევე, კანადაში (1.8 ტონა) და ყატარში (1.2 ტონა). 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული თაფლის ექსპორტი 6.7-ჯერ გაიზარდა. [6]

ქართული თაფლის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის კოლეგა უწყებასთან ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და სერტიფიკატების შეთანხმების/აღიარების მიმართულებით. გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია  სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, აშშ-თან, კანადასთან, იაპონიასთან.

დასკვნა

დღესდღეობით საქართველოში მეფუტკრეობის დარგის განვითარებას დიდი პოტენციალი გააჩნია და ამ მხრივ, შესაძლებელია მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მიღება. ქართული თაფლი ბოლო წლების განმავლობაში ექსპორტზე ძირითადად თურქეთში, აზერბაიჯანში, ლიბიაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთში, ერაყში და ლიბანში გადიოდა. 2016 წლიდან კი ამ სიას ევროკავშირიც შეუერთდა. შესაბამისად, საჭიროა იმ ახალი სტანდარტების დანერგვა და ნორმების დაცვა რასაც ევროკავშირის ბაზარი ითვალისწინებს. დარგში ამგვარი „რეფორმები“ საშუალებას მისცემს ქართულ პროდუქციას აითვისოს ახალი ბაზრები და დააკმაყოფილოს სურსათის უვნებლობის თანამედროვე მოთხოვნები. აგრეთვე ძალზედ მნიშვნელოვანია არსებულ კლიენტებთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება და მათ ბაზრებზე ქართული პროდუქციის გასაღების შესაძლებლობა.

ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტის შემაფერხებელი ძირითადი ფაქტორებია მაღალი ფასი, პროდუქციის არაერთგვაროვნება, შეფუთვა. აგრეთვე თაფლის წარმოებას შესაძლოა ახლდეს არაჰიგიენური გარემო (სოფლის ეზოებში ღია საპირფარეშოები, დაბინძურებული გარემო და ა.შ.), რაც განსაზღვრავს წარმოებული თაფლის შემადგენლობას.

თაფლის წარმოებაში და მარკეტინგში არსებული გამოწვევების დასაძლევად და ამ დარგის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად საჭიროა რიგი ღონისძიებების განხორციელება:

  • მეფუტკრეობის ცოდნის ამაღლება დაავადებების და პარაზიტების, თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის ციკლის, საკვების დამუშავების მოთხოვნების შესახებ, ასევე მათი ბიზნესის და ფინანსური უნარების გაუმჯობესება;
  • შემუშავდეს პრიორიტეტული ტრენინგებისა და განათლების მხარამჭერი პროგრამები;
  • სათანადო პოლიტიკის განხორციელება, რომელიც საშუალებას მისცემს ამ დარგს მიაღწიოს მასშტაბის ეკონომიას წარმოებასა და მარკეტინგში;
  • უნდა შეიქმნას საერთაშორისო სტანდარტებით აკრედიტირებული ლაბორატორია, რომელიც შეამოწმებს თაფლს ყველა საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად;
  • შესაბამისი ორგანოს მიერ უნდა განხორციელდეს თაფლის შემოწმება და სათანადო სერტიფიკატის გაცემა. აღნიშნული სერტიფიკატის გარეშე არ უნდა მოხდეს თაფლის რეალიზაცია;
  • დაინერგოს ახალი ტექნოლოგიური საშუალებები პირველად წარმოებასა და გადამუშვების სექტორში;
  • უნდა მოხდეს მწარმოებელთა კონსოლიდაცია ან გამსხვილება კოოპერატივებსა და ასოციაციებში;
  • უნდა მოხდეს კოოპერატივების ასოციაციების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფენ დიდი რაოდენობით ერთგვაროვანი თაფლის წარმოებას და ამ მხრივ ექსპორტის შესაძლებლობას;
  • უნდა მოხდეს ქართული თაფლის ბრენდის ჩამოყალიბება, რომელიც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივად წარმოებულ და აუცილებლად სათანადოდ შეფუთული თაფლის სახით;
  • კერძო სექტორის დახმარება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული თაფლის პოპულარიზაციაში სახელმწიფო და კერძო სექტორების პარტნიორობის საშუალებით;
  • განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიენიჭოს სხვადასხვა ქვეყნებში წარმატებული პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. http://enpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/HoneyValueChain-GEO.pdf
  2. http://livelihood.gov.ge/res/uploads/drc_gzamkvlevi/1610210417237445.pdf
  3. https://mepa.gov.ge/Ge/Page/AntiCrisisPlan
  4. http://impervet.ge/ka/produqcia/futkris-produqtebi/article/3219
  5. http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/157073/1/Disertacia.pdf
  6. https://mepa.gov.ge/Ge/News/Details/20248