კომპანია “Netflix”-ის საქმიანობის ანალიზი
ავტორის სტილი დაცულია
ანი შანიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
Ani.Shanidze105@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
ნაშრომში განხილული მაქვს კომპანია “Netflix”-ის წარმოშობა, მისი განვითარების ისტორია, თავისებურებანი, ვსაუბრობ მის ნიშასა და ღირებულებებზე, აღწერილი მაქვს კომპანიის მომსახურება და ვსაუბრობ იმ მიდგომებზე, რაც მომხმარებლებთან მიმართებაში გააჩნიათ. ასევე ყურადღებას ვამახვილებ იმ კონკურენტ კომპანიებზე, რომლებიც მას ბაზარზე ჰყავს. გარდა ამისა, ვისაუბრებ “Netflix”-ის მარკეტინგსა და მენეჯმენტზე. საბოლოოდ, გავაკეთებ მის „SWOT” და „PESTEL” ანალიზებს და განვიხილავ ყველა იმ დამატებით ინფორმაციას, რაც კომპანიის შესახებ გაგვაჩნია.
Annotation
In this article I discuss the origins of “Netflix”, its development history, features, also I talk about its niche and values, I describe the company’s services and talk about the approaches it has towards customers. Also I focus on the competing companies. In addition, I will talk about “Netflix” marketing and management. Finally, I will do its SWOT and PESTEL analysis,and discuss all the additional information we have about the company.
კომპანიის წარმოშობა, ისტორია
“Netflix” , ეს არის კომპანია ,რომელმაც თავის დროზე კინოინდუსტრიას ახალი მნიშვნელობა მიანიჭა და განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანა. ის გამომწერებზე დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც აწვდის მომხმარებლებს ფილმებს, სერიალებს, ტელეგადაცემებს და სხვა. შესაბამისად, მათი მთავარი მიზანია მოიზიდონ კლიენტურა, რომელიც მათ მიერ მიწოდებულ პროდუქტს სხვა გზებით იღებს, ამიტომ იგი უპირისპირდება უდიდეს ინდუსტრიას, კაბელურ ტელევიზიასა და კინოთეატრებს. იმისთვის, რომ “Netflix”-მა მათ კონკურენცია გაუწიოს, იგი მომხმარებელს სთავაზობს ულიმიტო რაოდენობის ფილმებსა თუ გადაცემებს ნებისმიერ დროს.
ნეთფლიქსი დაფუძნდა 1997 წლის 29 აგვისტოს კალიფორნიაში, მარკ რენდოლფისა და რიდ ჰასტინგსის მიერ. რენდოლფი მუშაობდა მარკეტინგის დირექტორად ჰასტინგსის კომპანიაში. ის მოგვიანებით “Borland International”-მა ვიცე პრეზიდენტად დანიშნა. ჰასტინგსმა 1997 წელს საკუთარი კომპანია “Pure Atria” 700$ მილიონად “Rational Software Corporation”-ს მიჰყიდა რაც Silicon Valley-ს ისტორიაში ყველაზე სარფიანი გარიგება გახლდათ. სწორედ ამის შემდეგ მოუვიდა თავში ნეთფლიქსის შექმნის იდეა და მისი რეალიზება, მან 2.5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო ამ ყველაფერში. ვიდეო გაქირავების ბიზნესი უკვე საკმაოდ განვითარებული იყო, თუმცა ონლაინ გამოწერის სერვისები თითქმის არ არსებობდა, თანაც “DVD” ფორმატით ფილმები არცერთ ვიდეო გაქირავების ჯიხურში არ იყო, რადგან ხალხს ჯერ არ ჰქონდა “DVD” წამკითხველი . ამას ემატებოდა ისიც, რომ მცირე მოცულობის “DVD” დისკების ფოსტით გაგზავნა საკმაოდ იაფი ჯდებოდა. რენდოლფი და ჰასტინგსი კი ვარაუდობდნენ, რომ ეს ფორმატი და ონლაინ გამოწერის სერვისი ამ ინდუსტრიის მომავალი უნდა ყოფილიყო. მათი მოლოდინი მალევე გაამართლა ნეტფლიქსმა. ნელ-ნელა მოიპოვა პოპულარობა რადგან ხალხს უკვე სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტით შეეძლოთ ექირავათ ან ეყიდათ სასურველი ფილმი, თანაც გაცილებით უკეთესი ხარისხით. ნეთფლიქსმა 1998 წლის 14 აპრილს დაიწყო ფუნქციონირება, როგორც მსოფლიოში პირველმა ონლაინ “DVD” გაქირავების მაღაზიამ, რომელსაც მხოლოდ 30 თანამშრომელი ჰყავდა. თუმცა განვითარების კუთხით ამ კომპანიას ხელი ვერაფერმა შეუშალა, მუდმივად ცდილობდა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო და ხარჯების მაქსიმალური დაზოგვის მიზნით ახალი სისტემების დანერგვით იყო დაკავებული. დღეს ნეთფლიქსი იმდენად პოპულარულია, რომ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ჩვენ დღევანდელ რეალობასთან თუ გავავლებთ პარალელს, ნეთფლიქსი იმავე როლს ასრულებს მსოფლიოს მასშტაბით, რასაც საქართველოში აჭარანეთი, უბრალოდ განსხვავება იმაშია, რომ ნეთფლიქსზე 8-14 ევროს გადახდა გიწევს იმისათვის, რომ მომსახურებით ისარგებლო.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰასტინგსი და რენდოლფი 1997 წელს იწყებენ ონლაინ “DVD”-ის ფოსტის მეშვეობით გაქირავების სერვისს, კომპანიას ნეტფლიქსს არქმევენ და იწყება მათი ისტორია, თუმცა საგულისხმოა ის ფაქტი, რoმ მათი გამოჩენისას ბაზარზე უკვე არსებობდა ანალოგიური კომპანიები, როგორებიც იყო : “Blockbuster”, “Hollywood Video”, “Movie Gallery”, თანაც მათი სერვისის მიღება ინტერნეტის გარეშე რეჟმშიც შესაძლებელი იყო, რაც ამცირებდა ნეტფლიქსის ბაზარზე დარჩენის შანსს, მაგრამ, როგორც ვხედავთ, მან ეს დიდი წარმატებით მოახერხა. “Dot-com”-ის აქციების ფასების მკვეთრად ვარდნამ არაერთი კომპანია იმსხვერპლა და ნეტფლიქსს კონკურენტები ჩამოაშორა, თითქოს ის ამ შტრომს მოჰყვა, რამაც განაპირობა მისი დაწინაურება. პერსპექტივის დანახვის შემდეგ ვოლმარტი, ამაზონი და სხვა გიგანტებიც დაინტერესდნენ, მაგრამ ნეტფლიქსმა ამ გამოწვევასაც გაუძლო, ბაზარზე პირველობა მოიპოვა და ბოლო 20 წელში 140 მილიონი გამომწერით ორჯერ და მეტჯერ აღემატება ნებისმიერ კონკურენტ ბრენდს.
ნიშა, ღირებულებები, მომხმარებლებთან მიდგომა და მომსახურება
კომპანიის წარმომადგენლებმა იპოვეს თავიანთი ნიშა: როცა ისინი მიხვდნენ, რომ კომერციული დანიშნულების საიტები, როგორიც იყო მაგალითად “Amazon” საკმაოდ ამართლებდა, რენდოლფმა გადაწყიტა, რომ ინტერნეტის მეშვეობით მას გაეყიდა რაღაც ამაზონის წიგნების მსგავსი. მათ უნდა ჰქონოდათ:
1. ულიმიტო მარაგი, საკმარისად დიდი იმისთვის რომ გიგანტურ მაღაზიას ვერ დაეტია;
2. პოტენციურ კლიენტები, რომელთა მოთხოვნა მოსახერხებლობა იქნებოდა;
3. პოტენციური შანსი იმისა, რომ კლიენტები მათ პროდუქტს ოდესმე ონლაინ შეიძენდნენ.
ამით შემქმნელებმა ზუსტად გათვალეს თუ რა ბაზარზე გაჰქონდათ პროდუქტი. თავიდან მათ დაიწყეს პატარა სეგმენტით, მიიღეს გარკვეული გამოცდილება, მიხვდნენ რა იქნებოდა სწორი და არასწორი და შემდეგ გაფართოებაზე დაიწყეს ფიქრი. ასე მივიდნენ ონლაინ ფილმებამდე. მომხმარებლებს ამ პერიოდში არ ჰქონდათ მსგავსი ხერხით ყიდვის საკმარისად კარგი გამოცდილება იმისთვის, რომ ნდობა ჰქონოდათ ონლაინ მიმწოდებლებისა, მაგრამ ფილმის კასეტა ისეთი რამ იყო, რაც უხარისხო ფიზიკურად ვერ იქნებოდა, შესაბამისად უნდობლობას აზრი ეკარგებოდა. მომხმარებელში ნდობის გამოსაწვევად თავიდან “Netflix”-ის საიტზე განთავსებული ყველა ფილმი ჩანდა, როგორც DVD-ის ყუთის და კასეტის სურათი, რათა ნაცნობი სახე ჰქონოდა მომხმარებლისთვის, შემდეგ კი ფილმების კადრებიდან საინტერესო სცენა ჩანდა, რაც უფრო იზიდავდა მაყურებლის თვალს. მაგრამ ყველაფრისთვის მათ სჭირდებოდათ ლიცენზიები ფილმებსა თუ სერიალებზე. ისინი ყიდულობდნენ 1 ან მრავალწლიან ლიცენზიებს, შეისწავლიდნენ მათ აქტუალობას მაყურებელში, თუ ტრენდული იყო ესა თუ ის ფილმი, განაგრძობდნენ ლიცენზიაზე კონტრაქტს. მათ ასევე შეძენილი აქვთ ექსკლუზიური ლიცენზიები, რაც გულისხმობს, რომ მოგვიანებით ბაზარზე შემოსული “Netflix”-ის მსგავსი კონკურენტი კომპანიები ვერ შეიძენდნენ ამავე ლიცენზიას. ბუნებრივია ისინი,რომ ისინი უფრო ძვირიც ჯდებოდა.
კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვი 2019 წლის მონაცემების მიხედვით არის 8600 ადამიანი. ისინი წარმატების მისაღწევად იკვლევდნენ და გამოკითხვებს ატარებდნენ მომხმარებლებზე, მათ ქცევაზე, თუ რატომ ირჩევდნენ კონკრეტული სათაურის ფილმებს, რატომ ანებებდნენ ზოგიერთი ფილმის ყურებას თავს, რა არ მოსწონდათ და ა.შ. ეს ანალიზი იყო გადამწყვეტი, სწორედ ამ დეპარტამენტის კომპანიაში არსებობის გამო ახერხებს “Netflix” პირველობას. მათ დაიქირავეს ექსპერტები, რომლებსაც მაყურებლების შესწავლის 10000 საათის გამოცდილება ჰქონდათ.
ჩვეულებრივ მაღაზიებში არ არსებობდა ერთგვარი გზამკვლევი, რომელიც მომხმარებელს რეკომენდაციას გაუწევდა იმის მიხედვით თუ რა ტიპის ფილმებს ანიჭებდა უპირატესობას, ამ კომპანიამ მოახერხა ფილმის თითოეულ მომხმარებელზე მორგებული ავტომატური რეკომენდაციის დაპროგრამება, რომელიც ეფუძნებოდა მომხმარებლის გამოცდილებას, ანუ რას უყურებდა მანამდე. ამ მეთოდით კომპანია მომხმარებლის მიზიდვიდან მათ შენარჩუნებაზე ორიენტირდებოდა. რეკომენდაციების ფუნქცია კი ამისთვის საუკეთესო საშუალება იყო. რაიმე ფილმის ყურების შემდეგ ის გამოიმუშავებს ალგორითმს, მომხმარებელს რეკომენდაციას აძლევს და რაც უფრო მეტ ფილმს ნახავს, მით უფრო სრულყოფილ ინფორმაციას ადგენს პროგრამა მომხმარებლის პრეფერენციების შესახებ. დღეს სწორედ 80% “Netflix”-ზე ნანახი კონტენტისა არის რეკომენდაციებიდან არჩეული ფილმები.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ის იყო, რომ როდესაც მომხმარებელი რამდენიმე ფილმს ერთად ქირაობდა უკან განსაზღვრულ დროში უნდა დაებრუნებინა ან დროის გადაცილების შემხთხვევაში მაღალ გადასახადს იხდიდა, რაც უკმაყოფილებას იწვევდა, ნეტფლიქსმა ამგვარი გადასახადები არ დააწესა, მომხმარებლებს შეეძლოთ იქამდე ჰქონოდათ დვდ-ები სანამ არ მობეზრდებდათ.
ამ ყველაფრის შექმნის შემდეგ ბევრი ტელე მიმწოდებელი ბაზრიდან გავიდა. მაგალითად “Charter Communications”-მა, რომელიც საკაბელო სერვისს უზრუნველყოფს, განაცხადა, რომ 122 000 მომხმარებელი დაკარგა 2018 წლის პირველ მეოთხედში. “AT&T”-ის “DirecTV”-მ 188 000 მომხმარებელი და 660$ მლნ-ის ზარალში წავიდა. ეს ყველაფერი მაშინ, როცა “Netflix”-ს 1.96 მლნ გამომწერი ემატება. ჩვეულებრივი ტელევიზიის გარდა სხვა მსგავსი სერვისებიც მოიაზრება ნეტფლიქსის კონკურენტად, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია „youtube”. [https://www.macrotrends.net/stocks/charts/NFLX/netflix/number-of-employees]
ბაზრის აღწერა, კონკურენტები
“Netflix”-ის ამჟამინდელ ანალოგებად შეგვიძლია “Hulu” და “Amazon prime” მოვიაზროთ, ისინი მომხმარებელს დიდი რაოდენობით ფილმებისა თუ ტელე გადაცემების მარაგს სთავაზობს, ყველას აერთიანებს ინტერნეტ ნეიტრალობა,თუმცა მათ განასხვავებთ როგორც შექმნის ისტორია, ისე ფინანსები და ბიზნეს მოდელები. მაგალითად, “Hulu” შეიძლება საკმაოდ წარმატებული კომპანიაა, მაგრამ მისი ბიზნეს მოდელი საკაბელო ტელევიზიის ჩამნაცვლებელს უფრო ჰგავს, თვიური სააბონენტო გადასახადით, ხოლო “Amazon Prime”-ის დადებითი მხარეა ის, რომ მომხმარებელს საშუალება ეძლევა გადმოწეროს სასურველი პროგრამა და მოგვიანებით, უყუროს თუნდაც ინტერნეტის გარეშე,რაც უფრო პოპულარულს ხდის მას. თუმცა “Netflix”, როგორც ინოვატორი ამ სფეროში, ყველაზე მოხერხებული და კომფორტულია მომხმარებლისთვის, რაც მის პირველობას განაპირობებს. თავდაპირველი გათვლა ფილმების მოყვარულებზე იყო, რომლებიც დიდ დროს ატარებდნენ ონლაინ და აფასებდნენ სიახლეებს, ამჟამად ნეტფლიქსი მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე ასაკისა და სქესის მიუხედავად საერთაშორისო მასშტაბით, თუმცა ბევრ ქვეყანაში შეუძლებელია ნეტფლიქსით სარგებლობა, ერთ-ერთი ასეთი საქართველოც იყო ბოლო დრომდე.
მარკეტინგი
კომპანიის მარკეტინგული სტრატეგია და ხრიკები საკმაოდ საინტერესოა, რადგან გარკვეულწილად სწორედ მან განაპირობა გლობალურ ბაზარზე მისი ლიდერობა. “Netflix” ბევრს ხარჯავს მარკეტინგზე, ის იყენებს აგრესიულ ტაქტიკას, სთავაზობს ახალ კლიენტებს ერთ თვიან ულიმიტო უფასო მომსახურებას, რაც რეალურად ძალიან კარგად ამართლებს, რადგან კლიენტი იმდენად კმაყოფილია იმ ერთთვიანი მომსახურებით, რომ აგრძელებს ნეთფლიქსის ყურებას. გარდა ამისა, ბაზარზე შესვლისას სახელის გათქმას არ ცდილობდა რაიმე ინტენსიური სარეკლამო პროგრამებით. ჰასტინგსი მონდომებით ცდილობდა, რომ ავტორიტეტული პირებისთვის, კრიტიკული საიტებისთვის, ონლაინ საზოგადოებებისთვის, სადაც ხალხი განიხილავდა ფილმებს, გადაეხადა თანხა, რათა რეგულარულად ეხსენებინათ “Netflix”-ი ბლოგებსა და არტიკლებში. ასევე იაპონური “DVD-Player”-ის მწარმოებლებს დაუკავშირდა და შეუთანხმდა, რომ ფლეიერების ყუთში “Netflix”-ის კუპონები ჩაეყოლებინათ.
დღეს ”Netflix”-ის და მისი ორიგინალი პროდუქტის რეკლამირების მაგალითია ვიდეო-რეკლამები. საშუალოსტატისტიკურად თითოეული ამერიკული ოჯახი ხარჯავს 5 საათს ვიდეო კონტენტის ყურებაში, შესაბამისად, ნეთფლიქსის მთავარი რეკლამირების არხს ვიდეოები წარმოადგენს. კომპანიის პოპულარობის გამომწვევი მთავარი მიზეზი შეიძლება აგრეთვე იყოს მისი ძირითადი სეგმენტი: ახალგაზრდები, რომლებიც მნიშვნელოვნად აპიარებენ კომპანიას თავისდაუნებურად. თუნდაც გავიხსენოთ ცნობილი ფრაზა “Netflix and Chill”, რომელმაც უკვე ცნობილ ნეთფლიქსს ბევრად დიდი პოპულარობა მოუპოვა.
მარკეტინგულ ხრიკებად შეგვიძლია აღვიქვათ აგრეთვე მომხმარებელზე გაცემულ გარანტიები, მომხმარებელთათვის მარტივი საიტი, რაც ძალიან აადვილებს ფილმების მოძებნას და კონკრეტული სერვისის მიღებას. კომპანიის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელი მომხმარებლის მიმართ ყოველთვის მეგობრული დამოკიდებულების ქონაა, ისინი არ ცდილობენ მუდმივად იყონ ფორმალურები და ამით ინარჩუნებენ უამრავ ერთგულ კლიენტს. ”Netflix” მაქსიმალურად ცდილობს გაითვალისწინოს მომხმარებელთა რჩევები და კრიტიკა და მათი მოსმენა ერთგვარ მარკეტინგულ სტრატეგიადაც კი მიაჩნია. ამის ერთ-ერთი მაგალითია “Netflix socks”, სპეციალური წინდები, რომელიც ხვდება როდის ეძინება ადამიანს და შესაბამისად ამ დროს აპაუზებს ნეთფლიქსზე მიმდინარე ფილმს თუ სხვა რამეს. მისი მთავარი მარკეტინგული ნაბიჯი კი იყო გლობალურ ბაზარზე ეფექტურად გასვლა. ”Netflix” საიტი არის ხელმისაწვდომი 23 ენაზედა ფილმების ყურებაც შესაძლებელია არამარტო ინგლისურად.
მენეჯმენტი
კომპანიის მენეჯმენტის სტრატეგია მთლიანად მიმართულია იმისკენ, რომ მის კადრებს ჰქონდეთ ყველანაირად ხელსაყრელი გარემო რათა მაღალი ხარისხი შექმნან. ორგანიზაციული სტრუქტურა ერთგვარი “flat” წრული ფორმისაა, რაც იმას ნიშნავს რომ გადაწყვეტილების მიმღებები არა მხოლოდ მენეჯერები არიან, არამედ შედარებით ქვემო საფეხურებზე მყოფი ადამიანებიც. კომპანია მომუშავე პერსონალს უხდის მაღალ ხელფასებს, რაც კვლავ მოტივაციის ამაღლებისთვის კეთდება. აგრეთვე მათთვის თანამშრომელთა თვითგანვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია, შესაბამისად კომპანიაში საკმაოდ მარტივია დაბალი რანგი პოზიციიდან მაღალი რანგის კომპანიის მმართველ პოზიციაზე გადანაცვლება. თუმცაღა, რაც ყველა მნიშვნელოვანია არის კორპორატიული კულტურა, რაც მათთვის უმთავრესი პრინციპია. ისინი ყველანაირად ცდილობენ კომპანიის ყოველ თანამშრომელს ჰქონდეს იგივე პრინციპები მუშაობისას და იყოს პასუხისმგებლობის მქონე გუნდის წევრი და არა უბრალოდ მატერიალური უზრუნველყოფისთვის მოღვაწე. უამრავ კომპანიას აქვს გარკვეული დევიზები, თუმცა მათი უმეტესობა არ არის ავთენტური და კომპანიის საქმიანობის შესაბამისი. რაც შეეხება ნეთფლიქსს მისი 10 ღირებულება შეუვალია და კომპანიის ყველა წევრი ვალდებულია ეს ღირებულებები დაიცვას. ესენია:
1. განაჩენი-Judgement
2. კომუნიკაცია-Communication
3. ცნობისმოყვარეობა-Curiosity
4. გამბედაობა-Courage
5. აღტაცება-Passion
6. თავდაუზოგაობა-Selflessness
7. ინოვაცია-Innovation
8. ჩართულობა-Inclusion
9. ზემოქმედება-Impact
10. მთლიანობა-Integrity
კომპანიის “SWOT“ ანალიზი
კომპანიის ძლიერი მხარეები ( S-trengths)
ექსპონენციური ზრდა – ბოლო ათი წლის განმავლობაში, “Netflix” გახდა გავლენიანი ბრენდი არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში.
გლობალური მომხმარებელთა ბაზა – ”Netflix” ემსახურება მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანას, აქვს გლობალური მომხმარებლების ბაზა. ”Netflix” ჰყავს180 მილიონზე მეტი გამომწერი .
ორიგინალობა – მისი კიდევ ერთი სიძლიერე ისაა, რომ “Netflix” წლების განმავლობაში აწარმოებს ორიგინალურ შინაარსს, უმაღლესი ხარისხით. როგორიცაა ორიგინალური შოუები “Stranger things”, “Narcos”, “Mindhunter” და “Orange”.
ადაპტირება – ”Netflix” ადაპტირებულია სხვადასხვა ტექნოლოგიაზე მარტივად, ინტერნეტის საშუალებით დაკავშირებულ ყველა მოწყობილობაზე, როგორიცაა პერსონალური კომპიუტერები, “iPads”, მობილური მოწყობილობები და ტელევიზორები. ამის გამო მათი ბიზნესი წლების განმავლობაში უზომოდ გაიზარდა.
კონკურენტული ფასები – აბონენტებს შეუძლიათ დაათვალიერონ შეუზღუდავი ფილმები, ხელმისაწვდომი ფასი არის 8.99$ თვეში. ეს იაფია, ვიდრე საკაბელო ფილმები ან კინოში წასვლა და ასევე უფრო მეტის გადახდის შემთხვევაში არის პრემიუმ შეთავაზებებიც.
კომპანიის სისუსტეები (W-eaknesses)
ეზღუდული საავტორო უფლებები – ”Netflix” არ ფლობს მისი თავდაპირველი პროგრამირების უმეტესობას და ეს უარყოფითად მოქმედებს კომპანიაზე.
სესხის გაზრდა – ”Netflix” ემსახურება თავის დივერსიფიცირებულ შინაარსს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რაც დიდ თანხებს მოითხოვს.ყოველწლიურად გრძელვადიანი დავალიანების გაგრძელებისას იმატებს ვალები სიახლეების შემოტანასთან ერთად. ვალის ზრდა კი სისუსტის ნიშანია.
მწვანე ენერგიის ნაკლებობა – ”Netflix”-მა ჯერ კიდევ არ გამოიყენა განახლებადი ენერგია და არ შექმნა ბიზნესის მოდელი გარემოსდაცვითი მდგრადობის შესაქმნელად. ამის საწინააღმდეგოდ, ტექნიკურმა კომპანიებმა, როგორიცაა “AMAZON”,“GOOGLE”,“APPLE” და “FACEBOOK”, უკვე დაიწყეს განახლებადი ენერგიის გამოყენება . ოთხმა ტექნიკურმა გიგანტმა შეასრულა 100% განახლებადი ენერგიის გამოყენება მათი ბიზნესისათვის. მწვანე ენერგიის გამოყენების ნაკლებობამ უარყოფითი გავლენა მოახდინა “Netflix”- ის ბრენდის იმიჯზე.
კომპანიის ის შესაძლებლობები (“Netflix”’s O–pportunities )
ნიშა მარკეტინგი – რეგიონის სპეციფიკური შინაარსის შექმნა ადგილობრივ ენებზე ასევე წარმოადგენს კიდევ ერთ დიდ შესაძლებლობას “Netflix”- ისთვის. ნიშა მარკეტინგი სასარგებლოა მათთვის ,რისი მაგალითიცაა ის,რომ მან დაიწყო ორიგინალური სერიალი “Sacred Games” ინდოეთში და ესპანური სერიალები (“La casa de paper” (“Money Heist”)), რომლებიც მასიური ჰიტებია.
ალიანსები – მას ასევე შეუძლია პარტნიორობა გაუწიოს სხვადასხვა ტელეკომუნიკაციის მიმწოდებლებს და შესთავაზოს სხვადასხვა პაკეტები სხვადასხვა ქვეყანაში. მოკავშირეები და პარტნიორობები შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს “Netflix”– ისთვის და მისი მომავლისთვის.
გაფართოების მომხმარებელთა ბაზა – ”Netflix”– ს შეუძლია შეაღწიოს სხვა ქვეყნებში და გააფართოვოს მომხმარებელთა რაოდენობა და მომსახურება ამ კონკრეტულ ქვეყანაში . ახლახან “Netflix”– მა გააფართოვა თავისი ოპერაციები და კიდევ რამდენიმე ქვეყანა დაემატა თავის სიაში. თუმცა, ის ჯერ კიდევ მიუწვდომელია ჩინეთში, ყირიმში, ჩრდილოეთ კორეასა და სირიაში.
კომპანიის საფრთხეები -(“Netflix” T-hreats)
კონკურენტული წნევა – ”Netflix” არ არის ერთადერთი, რომელიც ციფრული ნაკადის საშუალებით უზრუნველყოფს მომსახურებას მთელ მსოფლიოში. მისი კონკურენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება .მაგალითად : “HBO” , “AMAZON” , “Hulu” , “AT&T” და “YOUTUBE” დიდ კონკურენციას უწევს “Netflix”- ს.
მთავრობის შინაგანაწესი – მკაცრი სამთავრობო წესები და დებულებები, რომლებიც მრავალ ქვეყანაში მომსახურების მიმწოდებლებს ეხებათ, როგორიცაა “Netflix”, შეიძლება იყოს მათთვის დიდი საფრთხე. მაგალითად, “Netflix”- ის გაფართოება ჩინეთში ნაკლებად სავარაუდო გახდება, რადგან ის შეზღუდულია.
მეკობრეობა – ციფრული მეკობრეობა კვლავ პიკს აღწევს და დღითიდღე იზრდება და ეს არის კიდევ ერთი დიდი საფრთხე, რომელსაც ნეტფლიქსი ემუქრება. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად კი საჭიროა “Netflix”-მა გააძლიეროს უსაფრთხოება.
კომპანიის Pestel ანალიზი
“PESTEL” ანალიზი საშუალებას გვაძლებს კომპანია სიღრმისეულად შევისწავლოთ და შევაფასოთ მისი ღირებულებები ყველა კუთხით . განვიხილოთ ამ ანალიზის თითოეული ფაქტორი დეტალურად :
პოლიტიკური: პოლიტიკური მხარე მეტად მნიშვნელოვანი საკითხია განსაკუთრებით იმ შემთხვევაში ,როდესაც შენს პროდუქციას სთავაზობ უამრავ ქვეყანას, რადგან ქვეყნის პოლიტიკას, კანონებს და ზოგადად მთავრობას დიდი გავლენა აქვს ბიზნესზე, დაწყებული პროდუქციის რეკლამირებით, დამთავრებული მისი რეალიზაციით , ამიტომაც აუცილებელია კომპანიამ წინასწარ განსაზღვროს ის,თუ რა კანონები და როგორი პოლიტიკა მოქმედებს კონკრეტულ ქვეყანაში,რადგან მკაცრ მთავრობას შესაძლოა დიდი გავლენა ჰქონდეს კომპანიის მარკეტინგულ ეფექტიანობაზე, ვინაიდან მთავრობის ცუდი რეპუტაციის გამო შესაძლოა ეს პროდუქტი არ მიიღოს საზოგადოებამ. “Netflix”-ის შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეა, სირია და ყირიმი დაზარალებული სამი ქვეყანაა. ეს არის აშშ-ს მთავრობის გამო. მან შეზღუდა, რომ ეს და ნებისმიერი სხვა ამერიკული კომპანია ამ სამ ქვეყანაში ბიზნესის წარმოებას შეძლებდნენ. ასე რომ, მაშინაც კი, თუ ეს კომპანია ისურვებს მათთან ურთიერთობას , მათ ლეგალურად არ შეუძლიათ . ზოგადი თვალსაზრისით მათ პოლიტიკურად სტაბილური მდგომარეობა აქვთ,ამავდროულად საკმაოდ დაცულია მათი საკუთრების უფლება. ხშირია შემთხვევა როდესაც კომპანიები რეპუტაციას პოლიტიკური ჟესტებით იფუჭებენ ,თუმცა მსგავში შემთხვევა “Netlix”-ს არ შემთხვევია ,რადგან ის მეტად მაღალ საფეხურზე დგას და თუ გადავხედავთ ამ კომპანიის მიმართ შეტანილ საჩივრებს ,ვნახავთ, რომ არცერთი წაგებული საქმე ,რომელიც პოლიტიკას ეხება არ გააჩნიათ.
ეკონომიკური: ეკონომიკა უდიდეს გავლენას ახდენს გაყიდვებზე იმ ქვეყანაში,სადაც ეს კონკრეტული პროდუქტი იყიდება. ეკონომიკური თვალსაზრისით “Netflix”-ის გამოყენების ფასი შედარებით იაფია ვიდრე სხვები,რაც მას უპირატესობას ანიჭებს და მეტად მიმზიდველია მომხმარებლებისთვის. 2020 წლის მდგომარეობით, ამჟამად “Netflix”– ს ჰყავს 195,15 მილიონზე მეტი გამომწერი , მისთვის მთავარი შემოსავალი გამომწერთა სისტემაა, თუმც კონკურენციას დიდი როლი უჭირავს მათ ფინანსურ მდგომარეობაში, რადგან ის არაა ერთადერთი კომპანია ბაზარზე.
სოციალური: სოციალური ფაქტორები ამ შემთხვევაში ფოკუსირებულია როგორც მომხმარებლებზე, ასევე პოტენციურ მომხმარებლებზე, რომლებიც იმყოფებიან გარკვეულ გეოგრაფიულ ადგილას. გასათვალისწინებელია ბევრი ფაქტორი, მაგალითად: სოციალური კლასი,სქესი,ასაკი,ინტერესი და ა.შ ეს და სხვა მრავალი ეხმარება კომპანიებს და მათ პიარ მენეჯერებს გააკეთონ შესაბამისი რეკლამირება და ხელი შეუწყონ გაყიდვებს. “Netflix”– ის წარმატება გამოწვეულია იმ გავლენით, რაც მას ჰქონდა სოციალურ მედიაში , ასევე იმ ფაქტს, რომ ის უფრო მეტს ემსახურება ახალგაზრდა თაობას . მათ იცოდნენ, თუ როგორ უნდა მოეზიდათ სასურველი აუდიტორია, ასევე როგორ შეეთავაზებინათ მათთვის ის, რაც სურთ. ახალგაზრდა თაობა ყველაზე პოზიტიურ მოსაზრებას გამოთქვამს. ეს ნიშნავს, რომ ისინი ასევე არიან აუდიტორია, რომლებიც ყველაზე მეტად სარგებლობენ “Netflix”- ით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის საშუალებას აძლევს “Netflix”-ს იცოდეს, თუ როგორ უნდა შეუწყოს ხელი მათ მომსახურებას და, რაც მთავარია, ვის უნდა შეუწყოს ხელი. სოციალური ფაქტორი გვეხმარება კომპანიებს სწორად წარმართვაში და ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ როგორ გავზარდოთ მომსახურება.
ტექნოლოგიური : ეს სექცია ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ციფრულ ეპოქაში. ტექნოლოგია უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ოდესმე, და ამან შეიძლება გავლენა იქონიოს ბიზნესზე სხვადასხვა თვალსაზრისით. ამ განყოფილებაში გასათვალისწინებელია ის ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება ბიზნესში, პროდუქციის წარმოებისთვის. სოციალური მედია დიდ როლს ასრულებს ციფრული განვითარებიკს პერიოდში. მარკეტინგის თვალსაზრისით , ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებელთან კომუნიკაცია. ტექნოლოგიური თვალსაზრისით, “Netflix” საკმაოდ მარტივია. ვებსაიტზე ან პროგრამაზე წვდომა შეუძლია ინტერნეტში ჩართულ ნებისმიერ მოწყობილობას ან კომპიუტერს. მათ აქვთ საკმარისზე მეტი სერვერები, რომ შესთავაზონ და შეინარჩუნონ ნაკადის მყარი კავშირი მომხმარებელზე.
გარემოს: იმის გამო, რომ “Netflix” ნამდვილად არ აწარმოებს რაიმე პროდუქტს, ისინი არ ხარჯავენ ბუნებრივ რესურსებს. ამასთან, ისინი წარმოქმნიან ნახშირბადის დიოქსიდს ელექტროენერგიის გამოყენებით, მათი სერვერების გამართვისთვის. 2019 წელს კომპანიამ მოახერხა ელექტროენერგიის 50% სუფთა ენერგიის გამოყენებაზე გადაეყვანა მრავალი ქარის ტურბინისა და მზის პანელის სისტემის დამონტაჟებით. ისინი აპირებენ 2022 წლისთვის ამ რიცხვის 80%-მდე გაზრდას, ხოლო 2025 წლისთვის აპირებენ გამოიყენოთ 100% სუფთა ენერგია.
იურიდიული: 2016 წელს ნეტფლიქსმა ძვირადღირებული პიარ შეცდომა განიცადა სამომხმარებლო სარჩელის გამო. წლის დასაწყისში კომპანიამ გამოაცხადა, რომ გაიწევს გამოწერის ფასები, თუმცა არ იყო ცნობილი, თუ რა გავლენას მოახდენდა ეს ახლანდელ
მომხმარებლებზე. შედეგად, “Netflix”-ის წინააღმდეგ დაიწერა სარჩელი იმ მომხმარებლებისგან, რომლებიც გაბრაზდნენ, გარდა ამისა, კომპანიამ მიიღო ფართოდ გავრცელებული მედია კრიტიკა მათი დამაბნეველი სამომხმარებლო ხელშეკრულებების გამო .
კომპანიასთან დაკავშირებული დამატებითი ინფომაციები
კომპანიის მთავარი განმასხვავებელი იყო მოხერხებულობა, მომხმარებელზე მორგებულობა, მომენტალური წვდომა და დიდი არჩევანი დაბალ ფასად.საშუალებას იძლევა ნებისმიერ დროს ნებისმიერი რამ ნახო და გადასახადიც არ განსხვავდება პრინციპულად ტელევიზიის მოხმარებისა “Netflix”-ის გამოწერის საფასურისგან. გარდა უკვე შექმნილი ფილმებისა და სერიალებისა “Netflix” საკუთარსაც იღებს. მან 2018 წელს 13 მილიარდი დოლარი დახარჯა ორიგინალი კონტენტის შესაქმნელად. ყველა სხვა პროდუქტი, რასაც ის გვთავაზობს სხვაგანაც შეიძლება ვნახოთ, მაგრამ ორიგინალ პროდუქციაზე მხოლოდ “Netflix”-ზე მიგვიწვდება ხელი. ასეთი ფილმია “Bird box”. გამოშვებისთანავე პირველ კვირაში 45-მა მილიონმა მომხმარებელმა ნახა და იმაზე მეტი შემოსავალი ჰქონდა ვიდრე დღეს ნებისმიერ ფილმს კინოთეატრებში. მსგავი ქმედებებით იგი მაყურებლებს აიძულებს მიეჯაჭვონ ეკრანებს დამოკიდებულებას იწვევს მათში, რაც გამოიხატება ცნობილ ფრაზებში როგორიცაა: “Binge watching”, “Netflix” and chill”.
ზემოაღნიშნული და მსგავსი სხვა მიზეზების გარდა, არის სხვა ფაქტორები, რაც ქმნის მის პროდუქტს:
- ხელმისაწვდომი ფასი,მინიმალური პაკეტი 8 დოლარი ღირს, ასევე საინტერესო პაკეტია პრემიუმ პაკეტი, რომელიც 12 დოლარი ღირს და შეუძლია 4მა ადამიანმა გაინაწილოს, ანუ თითოს 3 დოლარი, რაც დიდი შეღავათია. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ყოველი მეოთხე ოჯახი იყენებს ნეტფლიქსს ამერიკაში.
- წვდომა – ნებისმიერ მოწყობილობაში, ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს.
- ორიგინალური მიდგომები – მომხმარებლის მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებები. თუნდაც ის, რომ ახლახანს უკვე მაყურებელი ჩართეს კინოში. ამის მაგალითია მაგალითად „Black Mirror”, სადაც მაყურებელს სიუჟეტის მართვის სრული სიამოვნება ხვდა წილად და საბოლოოდ სხვადასხვა გადაწყვეტილებების ხარჯზე, რომლებსაც მაყურებელი გააკეთებს, ვიღებთ 5 განსხვავებულ დასასრულს.
- არანაირი რეკლამები,კომპანია გამოირჩევა იმით,რომ მომხმარებლებს არ აწუხებს ზედმეტი რეკლამებით.
დასკვნა
რადგანაც “Netflix”-ის წარმატების იდეა მოწყობილია ადამიანის კომფორტზე, ცხადია, ხვდებიან, რომ მიწოდებაც ძალიან მარტივი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ ნებისმიერი მოწყობილობით შეგვიძლია გვქონდეს წვდომა მის აპლიკაციასა და საიტზე. კომპანია მუდამ ბევრ ფულს ხარჯავს, რადგან მისთვის ხარისხი მთავარია. ის არ ცდილობს იყოს მოგებაზე ორიენტირებული და შესაბამისად მოგების მაქსიმიზებისგენ არ ისწრაფვის. ამის ნათელი მაგალითია ის ფაქტი, რომ 2017-ში კომპანიამ დაანონსა 15.7 მილიარდი დოლარის ოდენობის ხარჯი მომდევნო წლისთვის, სატელევიზიო შოუებისა და ახალი ფილმების გადასაღებად.
საბოლოოდ, მიუხედავად იმ ყველა შეცდომისა რაც ყოფილა , განსხვავებულობით, კარგი მენეჯმენტით, მომხმარებელთა ინტერესებზე ფიქრით და ბევრი გათვლილი დეტალით “Netflix” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კომპანიაა. მსოფლიოს მასშტაბით ალბათ ვერ ვნახავთ ადამიანს, ვინც მის შესახებ არაფერი იცის, ეს ყველაფერი კი მისი განვლილი წარსულიდან გამომდინრეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას შეცდომებზე მეტად კარგი და წარმატებული გზისკენ წამყვანი ნაბიჯი გადაუდგამს. ვფიქრობ,რომ ეს რეიტინგულობა და წარმატება საზოგადობაში კიდევ დიდი ხნის მანძილზე გასტანს მსგავსად,მითუმეტეს მაშინ, თუ ისევ განაგრძობენ მომხმარებლის ინტერესებზე ფიქრს და გაითვალისწინებენ ბევრ უმნიშვნელო მაგრამ მარკეტინგული განხრით მნიშვნელოვან დეტალს.
გამოყენებული ლიტერატურა :
- https://media.”Netflix”.com/en/about-”Netflix”
- https://www.britannica.com/topic/”Netflix”-Inc
- https://interestingengineering.com/the-fascinating-history-of-”Netflix”
- https://www.evolutionpartners.com.au/”Netflix”-core-values-and-culture-statement-a-core-values-example.html
- http://robertdaigle.com/wp-content/uploads/2014/01/BowenDaigleDionValentine_”Netflix”CaseStudy.pdf
- https://innovationtactics.com/”Netflix”-business-model-canvas/