Covid-19 და განათლების სისტემის გამოწვევები

ავტორის სტილი დაცულია

ცერცვაძე თამარი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
Tamari.tsertsvadze109@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია
დღევანდელი მსოფლიო ყოველდღიურობა კოვიდ პანდემიამ მოიცვა, ისევე როგროც ვირუსმა – ყველა საზოგადო სფერო, სადაც კი ადამიანი ადამიანთან ურთიერთობდა. კოვიდ-19-მა ახალი რეალობის წინაშე დააყენა სრულიად მსოფილიო, გამონაკლისი ამ კუთხით განათლების სისტემა ნამდვილად არ არის.
განათლება არის ის, რის მისაღებადაც ადამიანები საკუთარ საცხოვრებელსაც კი ტოვებდნენ, უცხოეთში მიემგზავრებოდნენ, რაშიც დროით, ფსიქოლოგიურ თუ ფულად რესურსებს აბანდებდნენ, რაც მის მნიშვნელობას მსოფლიო საზოგადოებისთვის კარგად გვაჩვენებს. ახალი ტექნოლოგიების დახმარებით, მსოფლიომ შეძლო გამოენახა ალტერნატიული გზა იმისათვის, რომ მოსწავლეებს და სტუდენტებს სასწავლო დაწესებულებებში მიუსვლელად (რაც კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე ერთ-ერთი რეგულაცია იყო მსოფლიოს მსაშტაბით) შეძლებოდათ განათლების პროცესში ჩართულიყვნენ. ხოლო თუ როგორ მოხერხდა ეს მსოფლიოში და საქართველოში, და როგორი შედეგები მოიტანა ამან, დეტალურად ვისაუბრებ ნაშრომში.

Annotation
Nowadays, the world  is covered by the Covid Pandemic, as well as the virus has Spread into the all public spaces where people interacted with each other. Covid-19 has led to a new reality the whole world, and the education system is not exception.
Because the education, people left their homes, traveled abroad, invested time, psychological or monetary resources, Therefore, it can be said that it is very important for humans. Because of new technologies the world has been able to find an alternative way for pupils and students to be able to engage in the education process without having to go to educational institutions (which was one of the regulations of the Covid pandemic worldwide). And how it was done and what was the results, I will talk about details in the article.

 განათლების სისტემის ახალი რეალობა

კოვიდ 19-მა ახალი რეალობის წინაშე დააყენა სრულიად მსოფილიო, გამონაკლისი ამ კუთხით განათლების სისტემა ნამდვილად არ არის.
პანდემიის გამო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, მათ ან სწავლის პროცესი უნდა შეეჩერებინათ, ან გაეგრძელებინათ ის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში. პანდემიის პირობებში საგანმანათლებლო პროცესის გასაგრძელებლად ონლაინ სწავლება უალტერნატივო გზას წარმოადგენს. COVID-19-ის პანდემიამ მნიშვენლოვანი ნაპრალი გააჩნია განათლების სისტემის ისტორიაში, რომელმაც გავლენა მოახდინა თითქმის 1,6 მილიარდ მოსწავლეზე, 190-ზე მეტი ქვეყნიდან, უკლებლივ ყველა კონტინენტზე. [1] [3]
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, ელექტორნული სწვლება უკვე ათეულობით წლების განმავლობაში მიმდინარეობს, შესაბამისად, ესეთ ქვეყნებს არ გაუჭირდათ უშუალოდ იმ რეგულაციების შესრულება, რომელიც მსოფიოში განათლების კუთხით დაწესდა. ჩვენს ქვეყანაში კი ამ კუთხით გამოცდილება აქამდე არ არსებობდა, შესაბამისად სიტუაცია ბევრად უფრო რთულია. ზოგიერთ ქვეყანაში დისტანციური უნივერდიტეტები აქამდეც არსებობდა, მაგალითად თურქეთში სტუდენტთა დიდი ნაწილი სწორედ მსგავს უნივერსიტეტებში იღებს განათლებას, ხოლო აშშ-ში უმაღლესი სასწავლებლების 81% სტუდენტებს სულ მცირე ერთ დისტანციურ კურსს მაინც სთავაზობს, ასეთი უნივერსიტეტების რიცხვს მიეკუთვნება მსოფლიოს წამყვანი უნივესიტეტებიც, მაგალითად როგორიც არის MIT, ასევე, იელის უნივერსიტეტი და სხვა. მაშინ როდესაც, ჩვენს ქვეყანაში დისტანციური სწვლების შესახებ ჩანაწერები პირველად 2016 წელს გაჩნდა და მხოლოდ სინქრონულ მეთოდს მოიაზრებდა, იმ ფონზე, როდესაც საკმაოდ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში დიდი მნიშველობა ასინქრონულ სწავლებას ენიჭებოდა, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ დისტანციური სწავლების შესახებ კანონი პანდემიის პროცესმა დახვეწა.  [2]
კოვიდ 19-მდე განათლების მიღების არატრადიციულ ფორმებთან დაკავშირებული ტერმინები  არ არსებობდა, თუმცა დღეს მის აღსანიშნად მრავალი ტერმინი გამოიყენება, ესენია:
ელექტრონული სწავლება (e-learning), დისტანციური განათლება/სწავლება (distance education/distance learning); ონლაინ განათლება/სწავლება (online education/learning); შერეული სწავლება (blended learning); ჰიბრიდული სწავლება (hybrid learning). [3]

ბავშვთა და მოზარდთა ინტერნეტთან წვდომის ხარისხი სახლის პირობებში

2,2 მილიარდ მოსწავლეს, რაც საერთო რაოდენობიდან რომ განვიხილოთ 3-იდან 2 მოსწავლეს გულისხმობს, არ აქვს ინტერნეტთან წვდომა სახლის პირობებში, მონაცემები ასახავს მსოფლიო მოსწავლეთა რაოდენობას 25 და ნაკლები ასაკის მოსწავლეებისთვის. [4]
  ამ კუთხით ჩატარებული უახლესი შინამეურნეობების კვლევის მონაცემებმა აჩვენა უთანასწორობა ქვეყნების, რეგიონებისა და ცალკეული ჯგუფების მიხედვით, მაგალითად, დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში მოსაწავლეთა და მოზარდთა მხოლოდ 5%-ს აქვს ინტერნეტთან წვდომა სახლში, მაშინ, როდესაც ამ კუთხით გლობალური საშუალო 33%-ია. განსხვავებები ნათელია მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის. დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ინტერნეტთან წვდომა ახალგაზრდების მხოლოდ 6%-ს აქვს, მაშინ როდესაც მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ეს მონაცემი 87%-ს უდრის. სწორედ ამ მონაცემებს ასახავს დიაგრამა 1 – დიაგრამაზე გამოსახულია ახალგაზრდებისა და მოსწავლეთა სახლის პირობებში ინტერნეტთან წვდომის პროცენტულობა ქვეყნის შემოსავლის მიხდევით, სადაც მუქი ლურჯი ფერი 0-25 წლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს აღნიშნავს, ცისფერი ფერი – 15-24 ასაკის მოსწავლეებს, ხოლო ყვითელი ფერი –  3-17 წლამდე, სკოლის ასაკის ბავშვებს. მონაცემები წარმოდგენილია ქვეყანათა შემოსავლების ზრდის მიხედვით (LOW – HIGH), ბოლოს კი მოცემულია გლობალური, საშუალო მაჩვენებლები. [5]
დიაგრამა 1 – მოსწავლეთა და სტუდენტთა ინტერნეტთან წვდომის პროცენუტლობა

წყარო : https://data.unicef.org/resources/children-and-young-people-internet-access-at-home-during-covid19/

აშშ განათლების სისტემა და პანდემია

პანდემიამ მოსწავლეები და სტუდენტები აიძულა დისტანციურ სწავლებას მორგებოდნენ, მათმა ნაწილმა კი საერთოდ დატოვა სასწავლებელი. მშობლებმა, რომლებსაც ამის საშუალება ჰქონდათ, შვილები კერძო სკოლებს გადააბარეს ან საშიანო სწავლების შემოღება გადაწყვიტეს. 20 შტატში 60-ზე მეტ სკოლაში ჩატარებულმა NPR-ის კვლევამ აჩვენა, რომ 2020 წელს, საბავშვო ბაღებში ჩარიცხვები საშუალოდ 16 პროცენტით შემცირდა.

გაზაფხულისა და ზაფხულის განმავლობაში, დიდი ძალისხმევა დაიხარჯა იმისათვის, რომ მომხარიყო შტატებსა და რაიონებში მოწყობილობის განაწილება სტუდენტების ინტერნეტთან დასაკავშირებლად და დისტანციური ინსტრუქციების შესახებ ახალი რეგულაციების და ნიშნების შემუშავება, სადაც ჯერ კიდევ არის გარკვეული ხარვეზები.
კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტთა 91%-ს ყოველთვის ან ჩვეულებრივ აქვს წვდომა მოწყობილობებთან და ინტერნეტთან. მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზები ამ კუთხით შემცირდა, შავკანიან და ესპანურ ოჯახებს სამი-ოთხი პუნქტით ნაკლებად აქვთ წვდომა მოწყობილობებზე ვიდრე თეთრკანიან ოჯახებს, ინტერნეტთან წვდომა კი სამ-ექვს პუნქტანმდე ნაკლებია.
გამოყოფენ საუკეთესო განათლების სისტემის მქონე ქვეყნების ათეულს, სადაც პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, მას მოსდევს შვეიცადია, დანია, გაერთიანებული სამეფო, შვედეთი, ფინეთი, ნიდერლანდები, სინგაპური, კანადა და ავსტრალია. [6]
ვფიქრობ საინტერესო ინქება, მისი პირველობიდან გამომდინარე, თუკი ამერიკის შეერთებული შტატების განათლების სექტორზე ვისაუბრებთ, საინტერესოა რა გავლენა ჰქონდა პანდემიას ყველაზე ძლიერ სეგმენტზე.
გასული წლის გაზაფხულს, ამერიკაში ყველა მშობელმა და დასაქმებულმა მოულოდნელად გააცნობიერა, თუ რამდენად ძლიერად იყო დამოკიდებული მათი ცხოვრება და საარსებო წყარო  დაწასებულებებზე. ადამიანები აღმოჩნდნენ ექსპერინეტის მონაწილენი სწავლის ახალი გზების და პასუხისმგებლობის საკითხში, სკოლებში, სახლებში, უნივერსიტეტებში თუ სამსახურში.
 ერთი წლის შემდეგ, აშკარაა, რომ კოვიდ -19 პანდემიან ამერიკაში განათლება ხანგრძლივი გზით შეცვალა. სასკოლო რაიონებში ვითარება მუდმივარ ვირტუალურია ან მის მოლოდინშია. ასობით კოლეჯმა პირველად მიიღო პირველკურსელი SAT ან ACT ქულების მოთხოვნის გარეშე. პანდემია მრავალი სტუდენტის განათლებისთვის დამაბრკოლებელი ბარიარი აღმოჩნდა, სტუდენტთა ისტორიება, რომლებიც სწრაფი კვების ობიექტებში ან ავტოსადგომებზე მუშაობენ, გამოავლინა რამდენად ღრმად აყალიბებს უთანასწორობა ამერიკის სტუდენტების გამოცდილებას და შედეგებს, რადგან მათ არ ჰქონდათ წვდომა ინტერნეტთან (Wi-Fi).
ახლა კი, 1 წლის შემდეგ, სკოლები იწყებენ ხელახლა გახსნას და ამისათვის მიღებულია 1,9 ტრილიონი დოლარის სტიმულირების პროექტი. [7] [8]
 2019-2020 სასწავლო წლის განმავლობაში 50-მა შტატმა დახურა სკოლები და უნივერსიტეტები
2021 წლის 11 მარტს კი პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს – American Rescue Plan (ARP)-ს, რომელიც მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს რაიონებს, სკოლებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, და ოჯახებს, გამომდინარე კოვიდ პანდემიით შექმნილი სიტუაციისა.
2021 წლის 17 მაისის მდგომარეობით, მასაჩუსეტსში სკოლებს გაეგზავთან მოთხოვნა, რომლის თანახმადაც მათ სრული დროით პირდაპირი სწავლება უნდა განეხორციელებინათ საშუალო სკოლებში, ანუ დისტანიცური სწავლება გაუქმდა. ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა, ფილ მერფიმ, ასევე გამოაცხადან, რომ ყველა საჯარო სკოლას 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში მოუწევდა დისტანიცური სწავლების გაუქმება და პირისპირ სწავლებაზე გადასვლა, ასევე მან განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მშობლები უშუალოდ მოითხოვნენ ონლაინ სწავლებას, მათი მოთხოვნა არ იქნებოდა მიღებული.
2021 წლის 19 აპრილი – ნიუ ჰემფშირის საჯარო სკოლებში 19 აპრილამდე შეთავაზებული იქნა პერსონალური სწავლების ინსტრუქციები. გუბერნატორმა, კრის სუნუნუმ, განაცხადა, რომ მშობლებს ჯერ კიდევ ჰქონდათ შესაძლებლობა დისტანიცური სწავლება მოეთხოვათ.
როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატები, ნელ-ნელა განათლების ტრადიციულ ფორმატს უბრუნდება.  [9]

 კოვიდ-19 და საქართველოს განათლების სისტემა

1. ზოგადი განათლება საქართველოში და კოვიდ პანდემია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისრტომ Covid-19-ის პანდემიის პირობებში, ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებების, აქტოვებებისა და პროგრამის შესახებ ანგარიში წარმოადგინა, სადაც მოცემულია დისტანციური სწავლების განვითარების კუთხით უწყების თანმიმდევრული პოლიტიკის, მუშაობისა და მიღწეული შედეგების შეფასება.
ნაშრომში ყურადღებაა გამახვილებული სამინისტროსა და Microsoft-ს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე დისტანიცური სწავლების პროცესის უზრუნველმყოფი მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც, ყველა საჯარო სკოლის კლასებისა და საგნებისთვის ვირტუალური საკლასო ოთახები და მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის microsoft office 365-ის მომხმარებლების 580 000-ზე მეტი პროფილი შეიქმნა, სადანაც 528 327 მოსწავლეებისათვის, ხოლო 52 125 მასწავლებლებისთვის იყო.
სამინისტრომ მოახდინა ზოგადი განათლების საფეხურზე სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების იდენტიფიცირება, დროულად მოამზადა რეგულაციები და სისტემაში დისტანციური სწავლების არაერთი საშუალება დანერგა, მათ შორის აღსანიშნავია ვებსკოლა, რაც იმას გულისხმობს, რომ აბიტურიენტებისთვის 2 თვის განმავლობაში 400-მდე ონლაინ ვებინარი ჩატარდა.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც ითვალისწინებდა სკოლის მოსწავლეებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანში გამოცდილი პედაგოგების მიერ ტელეგაკვეთილების ჩატარებას, უნდა აღინიშნოს, რომ გათვალისწინრებული იყო ეროვნული უმცირესობის მქონდე მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ცალკე განსაზღვრა (სომხური და აზერბაიჯანული), ასევე, სმენის პრობლემის მქონდე მოსწავლეებისთვის ყველა გაკვეთილი ადაპტირებულია ჟესტურ ენაზა. სატელევიზიო გაკვეთილების მაყურებელი მოსწავლეების 70%, მსგავსად მშობლების უმეტესობისა, (57.3%), თვლიან რომ მსგავსი გაკვეთილები საინტერესო და სახალისოა.[10]
აღნიშნულის მიუხედავად, რა თქმა უნდა, არსებობდა გარკვეულის სახის პრობლემები. 2020 წლის მარტში სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ზოგადი განათლების სისტემაში 528 426 მოსწავლე იყო რეგისტრირებული, ხოლო მათგან 36 272 მოსწავლეს, რომელიც საერთო რაოდენობის 12%-ია, ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდა, 14%-ს კი ( 71 796 მოსწავლე) არ გქონდა კომპოუტერულ მოწყობილობასთან წვდომა. ნოემბრის თვეში ასევე ჩატარდა გამოკვლევა, ამ დორისათვის დისტანციური სწავლება მხოლოდ დიდ ქალაქებში მიმდინარეობდა, შესაბამისად სტატისტიკა მხოლოდ დიდი ქალაქების მოკვლევის შედეგებს ასახავს, რაც შემდეგია: ონლაინ სწავლებაში ჩართულ მოსწავლეთა 94%-ს არ ჰქონია ინტერნეტთან და ტექნიკასთან ხელმისაწვდომობის პრობლემა, მოსწავლეთა 3,4%-ს არ გქონდა ინტერნეტი, ხოლო 2,4-ს – ტექნიკა, რაც გამოსახულია დიაგრამა 2-ზე [11]

დიაგრამა 2 – ონლაინ სწავლებაში ჩართული მოსწავლეების ხელმისაწვდომობა
 


წყარო : http://mes.gov.ge/mesgifs/1609239131_2020_Angarishi.pdf

რაც შეეხება მასწავლებლებთა მდგომარეობას ამ კუთხით, მათ 97%-ს ინტერნეტთან და ტექნიკასთან ხელმისაწვდომობის პრობლემა არ აქვს, 1,7%-ს არ აქვს ინტერნეტი, 0,9%-ს – ტექნიკა, ხოლო 0,7%-ს – შესაბამისი სივრცე, ეს ყველაფერი კი ასახულია დიაგრამა 3-ზე. [11]

დიაგრამა 3 – ონლაინ სწავლებაში ჩართული მასწავლებლების ხელმისაწვდომობა

წყარო : http://mes.gov.ge/mesgifs/1609239131_2020_Angarishi.pdf

ასევე საინტერესოა თავად მშობლები თუ არიან კმაყოფილები მიწოდებული სერვისით. დიაგრამაზე 4 წარმოდენილია კვლევის შედები, სადაც მშობლები დისტანიცურ სწავლებას აფასებენ, როგორც ჩანს უმეტესი მათგანს მოსწონს შეთავაზებული ალტერნატივა. [11]

დიაგრამა 4 – ასახავს რამდენად კმაყოფილია მშობელი მიწოდებული სერვისით

წყარო : http://mes.gov.ge/mesgifs/1609239131_2020_Angarishi.pdf

პანდემიის პირობებში სამინისტრომ დისტანტიური სწავლების წესი დაამტკიცა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა სწავლა-სწავლებისა და შეფასების სისტემის დისტანციურ რეჟიმზე მორგება და ამ მიმართულებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის რამდენიმე მოდელის შეთავაზება. ასევე, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს დიდ ქალაქებში (აჭარის გარდა) I-VI კლასის მოსწავლეების მშობლებს საშუალება მიეცათ, თავად გაეკეთებიდანთ არჩევანი დისტანციურ და არადისტანციურ სწავლებას შორის. [10]

დისტანციური სწავლების პლათფორმები

Microsoft office 365 Teams – შეიქმნა ვირტუალური საკლასო ოთახები ყველა საჯარო სკოლის კლასელებისა და საგნებისათვის, სკოლებისათვის შეიქმნა Microsoft office 365-ის მომხლარებლის პროფილი, Teams-ში ინტეგრირდა პლათფორმა  www.el.ge
Oline school – დაიწყო ელექტრონული ჟურნალის დანერგვა – „ონალინ სკოლა“ (www.emis.ge)
შეიქმნა ელექტრონული ჟურნალის მობილური აპლიკაცია, რომელსაც დაემატა შესაბამისი მოდულები, რომელიც მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვის და შეფასები საშუალებას იძლება, როგორც პირისპირ, ასევე დისტანციური სწავლების ფორმატში.
Minecraft – საქართველოს მასშტაბით 100-მდე მასწავლებელი და V-X კლასის 1500-ზე მეტი მოსწავლე ჩართო საპილოტე პროექტში Minecraft, რომელიც გამოიყენებოდა კომპლექსური დავალებების შესასრულებლად და შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად.„ვებსკოლა“ – ჩატარტა აბიტურიენტებისათვის ვებინარები. 2 თვის განმავლობაში აბიტურიენტებს 400-მდე ვებინარი ჩაუტართად. Ischool – პროექტის ფაგლებში I-XII კლასის მოსწავლეებისთვის კომპლექსური საშიანო დავალებების კრებული შეიქმნა, რომელიც ელექტორნული ბიბლიოთეკის პორტალზე განთავსდა.  [10]

2. უმაღლესი განათლება საქართველოში და კოვიდ პანდემია

ბოლო ათწლეულში საქართველოს უსდ-ების საქმიანობაში ციფრული ტექნოლოგიის დანერვა ერთ-ერთი უმნიშვენლოვანესი ფაქტორი იყო, რამაც კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში ინტერნეტზე დაფუძნებული სწავლება შესაძლებელი გახადა. სწავლების ახალი ფორმების შემოღება და სასწავლო პროცესის თანამდეროვე ტექნოლოგოების საშუალებით განხორციელება მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აყენებს უმაღლესი განათლების სისტემას.
ონლაინ და შერეული სწავლების პროგრამები შინაარსისა და მისაღწევი შედეგების მიხედვით მსგავსი უნდა იყოს ტრადიციული განათლების საგანმანათლებლო პროგრამის. მსგავსების მიუხედავად, სწავლების განსხვავებული ფორმატით განხორციელება ამ ფორმატის შესაბამის სწავლა-სწავლებისა და შეფასების მეთოდებსა და შესაბამის რესურსებს მოითხოვს, რაც მიუთითებს განსხვავებაზე, რომელიც ტრადიციული და ონლაინ სწავლების პროგრამების შიდა და გარე ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებს შორის არსებობს.
ონლაინ სწავლებაზე სასწრაფოდ გადასვლა მოულოდნელი პრობლემის სასწრაფოდ გადაწყვეტა იყო. სავარაუდოა, რომ საგანგებო სიტუაციის დროს ინტერნეტით სწავლებამ სასწავლო კურსების/მოდულების სწავლების ხარისხი შეამცია, მაგალითად საშემსრულებლო პროგრამები, მედიცინის და ლაბორატორიული თუ პრაქტიკული მეცადინეობების მქონდე სხვა პროგრამები გართულდა და შეუძლებელი გახდა სწავლის შედეგის მიღწევა. აღსანიშნავია ფაქტი, რომ არ არსებობდა საჭირო ელექტორნული სახელმძღვანელოები, ისევე, როგორც სხვა დამხმარე ელექტორნული მასალები და ვირტუალური ლაბორატორიები.
იმისათვის, რომ ონალინ კურსების/მოდულების სწავლება ტექნლოგორიების ეფექტურად გამოყენების გზით მოხდეს, აკადემიურ პერსონალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს არა მარტო თანამედროვე ტექნოლოგების ცოდნისა და გამოყენების უნარი, არამედ ასევე საჭიროა სათანადო პედაგოგიური ცოდნა-უნარები ონლაინ სასწავლო კურსის ეფექტურად წარმართვისათვის, რაც გულისხმობს იმას, რომ სწავლა-სწავლება და შეფასების სტრატეგიები ინტერნეტის მეშვეობით სწავლებაზე უნდა იყოს მორგებნული, აკადემიურ პერსონალს კი სხვადსხვა დონის ცოდნა-უნარი აქვს. კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში, ინლაინ სწავლებაზე გადართვამ აჩვენა, რომ აკადემიური პერსონალი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოსაყენებლად მზად არ იყო, ეს პრობლემა კი მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი არ გახლდათ, მაგალითად ირლანდიის QQI-ის მიერ პანდემიით გამოწვეული გავლენების შესასწავლად განხორციელებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ ყველა უმაღლეს დაწესებულებას აქვს შერეული სწავლების პროგრამების განხორციელების გამოცდილება, მაგრამ კოვიდ 19-ის პანდემიის გამო ინტერნეტის მეშვეობით სწავლის გამოცდილება აკადემური პერსონალის გარკვეული ნაწილისთვის მაინც სერიოზული გამოწვევა აღმოჩნა. პერსონაპის 60%-მა აღნიშნა, რომ მათ ონლაინ სწავლების შეზღუდული გამოცდილება აქვთ, ან საერთოდ არ აქვთ გამოცდილება ამ კუთხით. [3]
რაც შეეხებათ სტუდენტებს, მათ ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლოა გარკვეული სახის პრობლემა შეექმნათ – არ ჰქონდეთ შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა, ინტერნეტ კავშირი, ან შესაბამისი სივრცე. კვლევა, რომელიც ირლანდიაში ჩატარდა, მიუთითებს, რომ სტუდენტთა უმეტესობას ჰქონდა ონლაინ სწავლებასთან წვდომა, თუმცა საქართველოში არ ჩატარებულა ეროვნულ დონეზე კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ნაწილდება სტუდენტთა პროცენტულობა ამ კუთხით, თუმცა შემიძლია შემოგთავაზოთ მცირე კვლევის შედეგი, რომელიც მე, თავად ჩავატარე, ეს ყველაფერი კი ასახულია დიაგრამა 5 – ზე

დიაგრამა  5 –  ონლაინ სწავლებაში სტუდენტთა ჩართულობის შესაძლებლობა

წყარო : https://docs.google.com/forms/d/1nEiGpFS0d5vNvfJyRh1PfFvocimDBmmMVayOaGMfxKo/edit#responses

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 228 სტუდენტმა. მათგან უმრავლესობას 72,8%-ს (166 სტუდენტი) ყველანაისი საშუალება აქვს დისტანიცურ სწავლებაში ჩასართველად, 18% (41 სტუდენტი ) ამბობს რომ არ აქვს შესაბამისი სივრცე, 6,6%-ის (15 სტუდენტი) თქმით, მათ არ აქვთ ტექნიკა, ხოლო 3,6% (6 სტუდენტი) აღნიშნავს, რომ არ აქვს ინტერნეტი.
ასევე, საინტერესოდ ჩავთვალე, რომ დასკვნის სახით დისტანციური სწავლება ჩვენს ქვეყანაში კვლევის შედეგებით გამემყარებინა და მეორე კითხვა, რომელზეც კვლევაში მონაწილე სტუდენტებმა უპასუხეს, შეეხებოდა სწავლის ხარისხს. გთავაზობთ კვლევის შედეგებს, რაც ასახულია დიაგრამა 6  – ზე

დიაგრამა 6 – ონლაინ სწავლების ხარისხის შეფასება სტუდენტების მხრიდან

წყარო : https://docs.google.com/forms/d/1nEiGpFS0d5vNvfJyRh1PfFvocimDBmmMVayOaGMfxKo/edit#responses

228 სტუდენტიდან, 69,7% (159 სტუდენტი) თვლის, რომ სწავლის ხარისხი ონლაინ სწავლების დროს გაუარესდა,  22,8%-ის (52 სტუდენტი) აზრით მდგომარეობა არ შეცვლილა, ხოლო 7,5% (17 სტუდენტი) მიიჩნევს, რომ სწავლების ხარისხი დისტანიცური სწავლების რეჟიმში გაუმჯობესებულია.

დასკვნა

როგორც აღმოჩნდა, კოვიდ პანდემიამ დიდი ზეგავლენა მოახდინა განათლების სისტემაზე მსოფლიოს მასშტაბით. 2020 წლის აპრილისთვის, 188 ქვეყანაში შეჩერდა სასწავლო დაწესებულებებში სწავლების პროცესი, უმეტეს შემთხვევასი კი ალტერნატიული გზა, ტექნოლოგიების გამოყენებაა, როგორიც არის ინტერნეტი და ტელევიზია. სწორედ ამ დროს გამოიკვეთა მოსწავლეთა და სტუდენტთა დიფერენციაცია შემოსავლების და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. განსხვავებები კი ნათელია მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ინტერნეტთან წვდომა ახალგაზრდების მხოლოდ 6%-ს აქვს, მაშინ როდესაც მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ეს მონაცემი 87%-ს უდრის, რაც მსოფლიო მონაცემებს ასახავს.
რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ონლაინ სწავლებაში ჩართულ მოსწავლეთა 94%-ს (იგულისხმება დიდი ქალაქები) არ ჰქონია ინტერნეტთან და ტექნიკასთან ხელმისაწვდომობის პრობლემა, მოსწავლეთა 3,4%-ს არ გქონდა ინტერნეტი, ხოლო 2,4-ს – ტექნიკა. აღმოჩნდა, რომ დისტანციურ სწავლებაში ჩასართველად მასწავლებლებსაც ჰქონდათ გარკვეული სახის პრობლემები – 97%-ს ინტერნეტთან და ტექნიკასთან ხელმისაწვდომობის პრობლემა არ აქვს, 1,7%-ს არ აქვს ინტერნეტი, 0,9%-ს – ტექნიკა, ხოლო 0,7%-ს – შესაბამისი სივრცე.
რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში სტუდენტთა დისტანციურ სწავლებაში ჩართულობას, ამ კუთხით  საქართველოში არ ჩატარებულა ეროვნულ დონეზე კვლევა, თუმცა ჩემი ჩატარებული კვლევით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 228 სტუდენტმა, პროცენტულობა შემდეგნაირად გადანაწილდა – მათგან უმრავლესობას 72,8%-ს (166 სტუდენტი) ყველანაისი საშუალება აქვს დისტანიცურ სწავლებაში ჩასართველად, 18% (41 სტუდენტი ) ამბობს რომ არ აქვს შესაბამისი სივრცე, 6,6%-ის (15 სტუდენტი) თქმით, მათ არ აქვთ ტექნიკა, ხოლო 3,6% (6 სტუდენტი) აღნიშნავს, რომ არ აქვს ინტერნეტი. ასევე, საინტერესოდ ჩავთვალე, რომ დასკვნის სახით დისტანციური სწავლება ჩვენს ქვეყანაში კვლევის შედეგებით გამემყარებინა და მეორე კითხვა, რომელზეც კვლევაში მონაწილე სტუდენტებმა უპასუხეს, შეეხებოდა სწავლის ხარისხს – 228 სტუდენტიდან, 69,7% (159 სტუდენტი) თვლის, რომ სწავლის ხარისხი ონლაინ სწავლების დროს გაუარესდა,  22,8%-ის (52 სტუდენტი) აზრით მდგომარეობა არ შეცვლილა, ხოლო 7,5% (17 სტუდენტი) მიიჩნევს, რომ სწავლების ხარისხი დისტანიცური სწავლების რეჟიმში გაუმჯობესებულია.
საბოლოოდ კი შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობას აქვს ყველანაირი საშუალება იმისათვის, რომ განათლება დისტანციურ რეჟიმში მიიღოს, თუმცა მათი ნაწილი მაინც ფიქრობს რომ მსგასვად მიღებული ცოდნის ხარისხი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე პირისპირ სწავლების დროს, რაც კოვიდ პანდემიამ შეუძლებელი ან რთულად განსახორციელებელი გახადა.
   

გამოყენებული ლიტერატურა

1. https://www.un.org/development/desa/dspd/wp-content/uploads/sites/22/2020/08/sg_policy_brief_covid-19_and_education_august_2020.pdf
2. https://forbes.ge/blogs/e1-83-93-e1-83-98-e1-83-a1-e1-83-a2-e1-83-90-e1-83-9c-e1-83-aa-e1-83-98-e1-83-a3-e1-83-a0-e1-83-98-e1-83-92-e1-83-90-e1-83-9c-e1-83-90-e1-83-97-e1-83-9a-e1-83-94-e1-83-91-e1-83-98-e1-83-a1-e1-83-92/
3.http://erasmusplus.org.ge/files/files/HERE/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%20%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90_2020.pdf
4. https://data.unicef.org/topic/education/covid-19/
5. https://data.unicef.org/resources/children-and-young-people-internet-access-at-home-during-covid19/
6. https://www.mckinsey.com/industries/public-and-social-sector/our-insights/covid-19-and-learning-loss-disparities-grow-and-students-need-help#
7 https://www.politico.com/news/2021/04/15/covid-changed-education-permanently-479317
8 https://www.brookings.edu/blog/brown-center-chalkboard/2021/03/12/coronavirus-and-schools-reflections-on-education-one-year-into-the-pandemic/
9 https://ballotpedia.org/School_responses_to_the_coronavirus_(COVID-19)_pandemic_during_the_2020-2021_academic_year#Most_recent_actions
10. https://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=11488
11. http://mes.gov.ge/mesgifs/1609239131_2020_Angarishi.pdf
12. https://docs.google.com/forms/d/1nEiGpFS0d5vNvfJyRh1PfFvocimDBmmMVayOaGMfxKo/edit
13.https://docs.google.com/forms/d/1nEiGpFS0d5vNvfJyRh1PfFvocimDBmmMVayOaGMfxKo/edit#responses