ინვესტიციები – ნაბიჯი ეკონომიკის განვითარებისკენ
ავტორის სტილი დაცულია
ქეთი ზაუტაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის III კურსის სტუდენტი
zautashviliq@gmail.com
ანოტაცია
უცხოური ინვესტიციები არის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მისაღწევად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა. ეს ზრდის კაპიტალის მიწოდებას ქვეყანაში, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს შედარებით მაღალ პროდუქტიულობას და დასაქმების მაღალ დონეს. უცხოური ინვესტიციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვს და მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვისაც.
მოცემულ სტატიაში თავდაპირველად, განვიხილულია ზოგადად ინვესტიციები, მისი სახეები და მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკისათვის. შემდეგი ნაწილი, ეთმობა საქართველოს საინვესტიციო გარემოს დახასიათებას და გაანალიზებულია მიმდინარე ტენდენციები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე. ბოლოს განვიხილავ ეკონომიკურ თეორიაში ცნობილი მოდელის ჩემებურ ვარიაციას საქართველოს მონაცემებზე.
Annotation
Foreign investment is one of the most important ways for the country to achieve economic growth. This increases the supply of capital to the country, which in turn ensures relatively high productivity and a high level of employment. Foreign investment is especially important for less developed countries, including our own.
This article first discusses investment in general, its types, and its importance to the country’s economy. The next part is dedicated to the characterization of the investment environment in Georgia and analyzes current trends based on the analysis of foreign direct investment statistics. Finally, I will discuss the variation of the model known in economic theory on Georgian data.
ინვესტიციების არსი და მნიშვნელობა
ინვესტიცია ლათინური წარმოშობისაა (investire – შემოსვლა) და ნიშნავს კაპიტალის ხანგრძლივ დაბანდებას ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. დროთა განმავლობაში აღნიშნულმა ტერმინმა მნიშვნელობა არაერთხელ შეიცვალა და დღევანდელი გაგებით „ინვესტიცია“ ეს არის მოგების მიღების მიზნით ფინანსური ან/და არაფინანსური აქტივების დაბანდება.
ინვესტიციები მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ყველაზე ცვალებადი კომპონენტია, რომელებიც ხელს უწყობენ საწარმოო, ინოვაციური და სოციალური პროექტების რეალიზაციას, მონაწილეობენ წარმოების მოცულობის ზრდაში და საზოგადოებირი წარმოების ეფექტიანობის ამაღლებაში. [1]
ინვესტიციები სხვადასხვა ტიპისაა. დაბანდების ადგილის მიხედვით ინვესტიციები არსებობს ორი სახის, ესენია: ადგილობრივი და უცხოური. ადგილობრივია ინვესტიცია, რომლის დაბანდებასაც ახორციელებს მოცემული ქვეყნის რეზიდენტი პირი, ხოლო ინვესტიცია უცხოურია, თუ მის დაბანდებას ახორციელებს მოცემული ქვეყნის არარეზიდენტი პირი.
შინაარსობრივად ინვესტიციები არსებობს: კერძო და შერეული. ინვესტიციები კერძოა თუ ესაა ადგილობრივი, არასახელმწიფო ინვესტიციები, რომლებიც ინვესტირებულია აღნიშნული ქვეყნის საზღვრებს გარეთ. შერეული ინვესტიციები ესაა ერთობლივი (კერძო და სახელმწიფო) ინვესტივციები, რომლებიც ინვესტირებულია მოცემული ქვეყნის საზღვრებს გარეთ. [2]
ასევე არსებობს სამეწარმეო ინვესტიციები, რომლებიც არის პირდაპირი და არაპირდაპირი სახის. აღნიშნული ინვესტიციები მიზნად ისახავს მოგების გარკვეული უფლების მოპოვებას დივიდენდის სახით.
ადგილობრივ ინვესტიციებს უმრავლეს ქვეყნებში ბაზრის დიდი ნაწილი უჭირავს, ხოლო უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებს ნაკლები. მიუხედავად ამისა, ყველა განვითარებული ქვეყანა უდიდეს ყურადღებას მაინც უცხოურ ინვესტიციებს უთმობს, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის საწარმოების მეტ ქმედითუნარიანობას და ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას. უცხოური ინვესტიციები თავის მხრივ იყოფა: პირდაპირ უცხოურ და პორთფელურ ინვესტიციებად.
პირდაპირია ინვესტიცია, რომელიც კაპიტალდაბანდების შემდეგ, ინვესტორს აძლევს გარკვეულ სარგებელსა და ასევე კონტროლის დაწესების უფლებას, თუ მისი წილი კომპანიაში მინიმუმ 10%-ია. პორთფელური ინვესტიციები – ინვესტორისთვის იძლევა მოგებას, თუმცა არ აძლევს უფლებას, რომ კომპანიაში კონტროლი მოიპოვოს მისი წილის მიუხედავად.
პირდაპირი უცხოურ ინვესტიციებს პოზიტიური გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე, ქვეყანაში ზრდის კაპიტალის მოცულობას და ამ გზით, ხელს უწყობს გამოშვების ზრდას. ასევე ხელს უწყობს ინვესტიციების მიმღებ ქვეყანას ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით, გლობალურ ეკონომიკაში საგარეო ვაჭრობის ზრდის ხელშეწყობით. [3]
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ზრდის დასაქმებას და მნიშვნელოვანია ადამიანისელი კაპიტალის განვითარებისთვის. ქვეყანაში ისეთი ტიპის დასაქმება, რომელიც მაღალპროდუქტიულია იძლევა მაღალი ხელფასისა და უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნის გარანტიას.
მზარდი გლობალიზაციის პირობებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, სასიცოცხლო როლს ასრულებს ქვეყნის განვითარების პროცესში, იგი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე. შესაბამისად, განვითარებადი ქვეყნები ხშირად მიდიან საკმაოდ დიდ დათმობაზე, ინვესტიციების მოზიდვის პროცესში, რას აისახება საკანონმდებლო ცვლილებებისა თუ საგადასახადო შეღავათების დაწესებაში და სხვა.
როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, უცხოური ინვესტიცეიები გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე, რაც გამოიხატება მისი ეკონომიკური პარამეტრების პოზიტიური ცვლელებით. ინვესტიციების გავლენის ასახვა, დამოკიდებულია მიმღები ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალზე და მოცულობაზე, ეკონომიკური საქმიანობის ხასიათზე და იმაზე, თუ როგორი საბაზრო სტრუქტურით ხასიათდება აღნიშნული ქვეყანა.
ინვესტიციების მიმღებ ქვეყნებში მისი გავლენა აისახება შემდეგ ფაქტორებზე:
- ტექნოლოგიური სფერო, სადაც ინვესტიციები ხელს უწყობს, აღნიშნული სფეროს გაძლიერებას და მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვას;
- ხელს უწყობს მეურნების პროგრესული დარგების სტრუქტურიზაციას;
- ქვეყნის საერთო ინვესტიციური აქტივობას აძლიერებს, რაც ხელს უწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას;
- ზრდის ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც ვლინდება ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე, იგი დადებით გავლენას ახდენს სააგადამხდელო და სავაჭრო ბალანსის მოცულობაზე.
უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებს დადებითთან ერთად, შეიძლება თან ახლდეს უარყოფითი ეფექტებიც, რომელთა შორისაცაა გამოდევნის ეფექტი, რადგან მოგეხსენებათ უცხოური ფირმები მაღალკონკურენტუნარიანია. ადგილობრივი ინვესტიციის ბაზრიდან განდევნას აქვს ორი მიზეზი:
- უცხოელი კონკურენტის მიერ წარმოებული პროდუქციის მაღალი ხარისხისა და პროდუქტიულობის გამო;
- უცხოელი ინვესტორებს აქვთ წვდომა საერთაშორისო ბაზრებზე და ფინანსური რესურსების მოპოვებაზე;
პირველ შემთხვევაში ქვეყანა მომგებიან პოზიციაშია, რადგან მის ბაზრებზე ოპერირებს მაღალი ხარისხის მქონე კომპანიები, რომლებიც წარმოების სტაბილურობას უზრუნველყოფენ. მეორე შემთხვევაში კი, ქვეყანაში ჩდება უმუშევრობა, რომლის დაბალანსებასაც ადგილობრივი საშუალო და მცირე ბიზნესი ცდილობს. [2] [3]
უცხოური პირდაპირი ინვესტიციები თავისი ბუნებით, შიდა ბაზრებზე არიან ორიენტირებულნი და ნაკლებად ჩართულნი საექსპორტო საქმიანობაში, რასაც შეიძლება მოჰყვეს მიმღები ქვეყნის საგდამხდელო ბალანსის დეფიციტი.
ინვესტიციების განხილვისას მნიშვნელოვანია იგი განვიხილოთ ინვესტიციები, როგორც საფრთხის მომტანი კომპონენტი ქვეყნისთვის. უცხოური დაბანდებები ხელს უწყობს ქვეყნის სტრატეგიული დარგების ინვესტორის ხელში გადასვლას, რაც ქვეყნისთვის არასასურველი შედეგის მომტანია.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გავლენა მიმღებ ქვეყანაზე საერთო ჯამში დადებითია.ქვეყანაში უცხოური კაპიტალის შემოსვლა ამ ფორმით ყველაზე უსაფრთხო და სასარგებლოა, რადგან უზრუნველყოფს გრძელვადიან სტაბილურობას. შესაბამისად, უმეტესი ქვეყნები და მათ შორის საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს ინვესტიციების მოზიდვას და ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. [2] [3]
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკური ანალიზი საქართველოში
გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში საქართველოსთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს. ის დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ფინანსური სტაბილურობისა და ლიბერალიზაციის დონე, ინფრასტრუქტურის განვითარების დონე, წარმოების ფაქტორების ფასების დონე და სხვა.
საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობაც. ის უცხოელ ინვესტორებს მრავალ უპირატესობას სთავაზობს. კერძოდ, ქვეყანას გააჩნია გასასვლელი მსოფლიო ბაზარზე, როგორც საზღვაო, ისე საჰაერო, სარკინიგზო, სახმელეთო ტრანსპორტითაც. ჩვენს ქვეყანას გააჩნია ბევრი ისეთი რესურსი, რომელიც აუთვისებელია და მათი ადგილობრივი ძალებით ექსპლუატაციაში ჩაშვება, სათანადო სახსრების არარსებობის გამო, ვერ ხერხდება. უცხოელ ინვესტორებს ეძლევათ მეტად სახარბიელო შესაძლებლობები, რათა საქართველოში არსებული რესურსები სათავისოდ გამოიყენონ და შესაბამისი სარგებელიც მიიღონ.
საქართველოს საინვესტიციო გარემო განსაკუთრებით გამოცოცხლება 2003 წლიდან გატარებული რეფორმებისა და ინიციატივების შემდეგ შეინიშნება, რაც ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევებითა და შეფასებებითაც დასტურდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოში ინვესტიციების ხელშემწყობი ფაქტორებია: დაბალი გადასახადები; მარტივი და სამართლიანი საგადასახადო ადმინისტრირება; ეფექტიანი, ბიზნესის მხარდამჭერი მთავრობა; სტაბილური საბანკო სექტორი; კრიმინალის დაბალი დონე და სხვა. საქართველოს კონკურებტული სისუსტეები, ბაზრის ზომა და გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ჯანსაღი ბიზნესკლიმატით უნდა დაბალანსდეს.
ქვემოთ მოცემულია ცხრილი 1, რომელიც გვიჩენებს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას, 2010-2021 წლებში. 2010 წლიდან ქვეყანაში შეინიშნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა, 2014 წელს კი იმ დროისათვის ყველაზე მაღალ მაჩვენებელი, 1837.0 მლნ აშშ დოლარი, დაფიქსირდა. 2015 და 2016 წელს 2014 წელთან შედარებით ნაკლები ინვესტიცია შემოვიდა, თუმცა, 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიული მაქსიმუმი 1978,3 მლნ აშშ დოლარი დაფიქსირდა, რაც ძირითადად განპირობებული იყო აზერბაიჯანიდან განხორციელებული ინვესტიციით, როცა დაიწყო შაჰ-დენიზის გაზსადენის მაგისტრალის მშენებლობა. 2018 წლიდან ინვესტიციები კვლავ შემცირდა, ხოლო კორონავირუსის ეპოქა ინვესტიციების მაჩვენებელზე კიდევ უფრო უარყოფითად აისახა და 2020 წელს წინასწარიი მონაცემებით 616.9 მლნ. აშშ დოლარი დაფიქსირდა. [4]
ცხრილში ასევე მოცემულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემები 2021 წლის I კვარტალის, რომლის მიხედვითაც, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 28,3%-ით შემცირდა და 125.4 მილიონი დოლარი შეადგინა. აღნიშნული შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რეინვესტიციის მოცულობის შემცირება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა ქვეყნის რეზიდენტ პირზე და კოვიდ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი.
ცხრილი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა საქართველოში (2010-2021) წლები)
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/191/pirdapiri-utskhouri-investitsiebi
ცხრილი 2-ში პირდაპირი უცხოურ ინვესტიციები ჩაშლილია კომპონენტების მიხედვით 2019-2021 წლებში.
ცხრილი 2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კომპონენტების მიხედვით (2019 -2021 წლები)
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/191/pirdapiri-utskhouri-investitsiebi
2021 წლის I კვარტლის წინასწარი მონაცემებით საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა გადანაწილდა შემდეგნაირად:
- გაერთიანებული სამეფო – 88.4 მლნ. აშშ დოლარი
- რუსეთი – 31.9 მლნ. აშშ დოლარი
- თურქეთი – 24.5 მლნ. აშშ დოლარი
მათ მიერ განხორციელები ინვესტიციების მოცულობა მთლიან პირდაპირი უცხოური ინვესტიციებში მნიშვნელოვან წილს იკავებს, კერძოდ გაერთიანებული სამეფო – 70.5%; რუსეთი – 25.4%, ხოლო თურქეთი – 19.5%.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება 2021 წლის I კვარტალში, ეკონომიკის სექტორების მიხედვით მოცემულია დიაგრამა 1-ის სახით. დიაგრამის ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ 2021 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 93.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგინა რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 74.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი – 35.5 მლნ. აშშ დოლარით (28.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.9 მლნ. აშშ დოლარით (22.2 პროცენტი). [4]
დიაგრამა 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში (2021 წლის I კვარტალი)
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/191/pirdapiri-utskhouri-investitsiebi
მე, როგორც მკვლევარს, დამაინტერესა ინვესტიციებთან დაკავშირებულმა კიდევ ერთმა საკითხმა. მაკროეკონომიკიდან ცნობილია ე.წ. „აქსელერატორის მოდელი“. ის გულისხმობს, რომ ფირმა ფლობს მარაგებს, რომელიც მისი გამოშვების მოცულობის პროპორციულია. ეს რომ უფრო განვაზოგადოთ და მაკროდონეზე განვიხილოთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქვეყნის მასშტაბით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, შეიძლება მთლიანი შიდა პროდუქტის პროპორციული იყოს. ამისათვის მივმართოთ რეგრესიულ ანალიზს და მის საშუალებით განვიხილოთ შემდეგი სახის მოდელი:
აქსელერატორის მოდელიდან გამომდინარეობს, რომ ინვესტიციები წარმოების მოცულობის ცვლილების პროპორციულია. წარმოების მოცულობის ზრდის შემთხვევაში, სხვა თანაბარ პირობებში, ინვესტიციების მოცულობაც იზრდება (ერთ ერთეულზე 0.41 ერთეულით). თავისი სახელწოდებიდან გამომდინარე, ეს მოდელი ასახავს ე.წ. წარმოების აჩქარებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინვესტიციების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, ჩქარდება თუ ყოვნდება ეკონომიკის განვითარება. მოდელის შედეგი, ცხადია 100%-იან რეალობას არ ასახავს, თუმცა რეალურ მნიშვნელობას მიახლოებულია, რადგანაც, როგორც ეკონომიკური, ასევე სტატისტიკური თვალსაზრისით, მოდელი მისაღებს წარმოადგენს.
დასკვნა
ამრიგად, ვნახეთ, რომ ინვესტიციები ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი და საკვანძო ინსტრუმენტია, რომლის გარეშეც, ალბათ, ვერცერთი ქვეყანა წინ ვერ წავიდოდა. ცხადია, რომ ქვეყნების ეკონომიკური წინსვლა განვითარებასა და ინფრასტრუქტურებში ჩადებული ინვესტიციების გარეშე თეორიულადაც კი ვერ მოიაზრება. სწორედ ამიტომ, დიდი ყურადრება უნდა მიექცეს ინვესტირების სწორი და რაციონალური პროცესების მაქსიმიზაციას.
გამოყენებული ლიტერატურა:
- „ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება“ (ნ ხადური, მ.ჩიქობავა, თსუ)
- ხაჯიშვილი ლ. სამაგისტრო ნაშრომი – „ინვესტიციები – საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზები“ თბილისი 2019. https://openscience.ge/bitstream/1/663/1/samagistro%20khajishvili%20liana.pdf
- სუხიტაშვილი მ. სამაგისტრო ნაშრომი – „უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ტენდენციები საქართველოში“ თბილისი 2020. https://openscience.ge/bitstream/1/2004/1/Samagistro%20Sukhitashvili.pdf
- https://www.geostat.ge/ka/modules/categories/191/pirdapiri-utskhouri-investitsiebi