სოციალური მეწარმეობა საქართველოში
ავტორის სტილი დაცულია
თამარ აბრამიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
tamar.abramishvili620@eab.tsu.edu.ge
მეწარმეობის ახალი მიმართულება – სოციალური მეწარმეობა აერთიანებს მრავალ მიმართულებას და მოიაზრებს ისეთი საწარმოების შექმნას, რომლებიც იქნება ფინანსურად თვითმყოფადი. მისი საშუალებით ხდება სოციალური პრობლემების მოგვარება, ინკლუზიური ზრდა, უთანასწორობის შემცირება, ეკონომიკის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, ადგილობრივი სოციალური კაპიტალის განვითარება, სიღარიბესთან ბრძოლა, გარემოსდაცვა და ა.შ.
სოციალურ მეწარმეობას საქართველოში დიდი ისტორია არ აქვს. მისი დანერგვა დაიწყო 2010 წელს და დღეს ქვეყანაში სოციალური საწარმოების რაოდენობა 46-ს უტოლდება. სამწუხაროდ, სოციალური მეწარმეობისა და სოციალური საწარმოს დეფინიცია არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ გვხვდება, რის გამოც ორგანიზაციებს თავად უწევთ ინდივიდუალურად განმარტონ ეს ცნებები.
საქართველოში სოციალური მეწარმეობის განსავითარებლად საჭიროა განხორციელდეს სხადასხვა სახის ღონისძიებები, კერძოდ: მოწესრიგდეს სოციალური მეწარმეობის საკანონმდებლო ბაზა, წახალისდეს კერძო ბიზნეს-სექტორის ჩართულობა სოციალურ მეწარმეობაში, ამაღლდეს საზოგადოებრივი ცნობიერება. ეს ყველაფერი მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან სოციალური მეწარმეობის განვითარებაში აქტიურ ჩართვას საწყის ეტაპზე. სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული მსგავსი ჩართულობა დახმარებისა და განვითარებისთვის გამოყოფილი ფულის ეფექტიანი ინვესტირების საშუალება იქნება.
Introduction
A new direction of entrepreneurship – social entrepreneurship combines many directions and implies to create industrial enterprise that will be financially independent. It can solve social problems, grows inclusiveness, reduces inequality, develops the economy, creates jobs, develops local social capital, fights against poverty, protects the environment, etc.
Social entrepreneurship does not have a long history in Georgia. It has been working since 2010, and there are 46 social enterprises in our country. Unfortunately, there is no definition social entrepreneurship and social enterprise in any official document so that organizations usually define these notions by themselves.
In order to develop social entrepreneurship in Georgia various measures should be implemented, such as: the legal framework of social entrepreneurship needs to be regulated; there should be support for the involvement of the private business in social entrepreneurship; public awareness should also be raised. For that it is better if the state develops social entrepreneurship initially because such approach stipulates money investment which will be used for both service and development.
სოციალური მეწარმეობისა და სოციალური საწარმოს არსი
სოციალური მეწარმეობა არის ბიზნეს მოდელი, რომლის მიზანია იპოვოს სოციალური პრობლემის მოგვარების გზა. ის აერთიანებს ეკონომიკურ, სოციალურ და მმართველობით მიმარულებებს და ეყრდნობა ევროკავშირის მიერ მიღებულ განმარტებას. მოდელი მოსახერხებელია ნებისმიერი იდეისთვის, ფართო სოციალური პრობლემიდან მცირე თემის განვითარების პროექტამდე – სიღარიბის დაძლევა, სასიცოცხლო რესურსებზე წვდომა, ტრადიციული კულტურის გადარჩენა, გარემოსდაცვა, ჯანდაცვა, და სხვა.
სოციალური საწარმო ქმნის კონკურენტუნარიან პროდუქტს, რომლისთვისაც მომხმარებელი იხდის ფულს. სოციალური საწარმოსთვის შემოსავლის უზრუნველყოფის სამი სტანდარტული წყარო არსებობს:
- დონაცია (გრანტი, სპონსორი, შემოწირულობა);
- პროდუქტის/მომსახურების რეალიზაცია;
- ბენეფიციარებიდან მიღებული შემოსავალი. [1]
მიუხედავად იმისა, რომ სოციალური საწარმო შეიძლება აერთიანებდეს მოხალისეებს, ის არ უნდა იდგეს მოხალისეობრივ საწყისებზე და უნდა ჰყავდეს მინიმუმ ერთი დასაქმებული მაინც რათა მივიჩნიოთ სოციალურ საწარმოდ.
საწარმოებისთვის სტატუსის მინიჭება ხდება გარკვეული ინდიკატორებით. იმისათვის, რომ სოციალური საწარმოს სტატუსი გააჩნდეს, საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ჰქონდეს მკაფიო სოციალური მისია/მიზანი;
- ჰქონდეს ეკონომიკური აქტივობები: შემოსავლის მიღება, ანაზღაურებადი თანამშრომლები, სხვა;
- მართვა უნდა ხდებოდეს თანამშრომელთა და ბენეფიციართა ჩართულობით;
- შემოსავალი ორიენტირებული უნდა იყოს მხოლოდ საოპერაციო ხარჯების დაფარვაზე;
- წმინდა მოგების განაწილების სქემა უნდა იყოს გამჭვირვალე და ემსახურებოდეს საწარმოს სოციალური მისიის რეალიზაციას. [3]
სოციალური საწარმოები საქართველოში
საქართველოში დღეის მდგომარეობით, ზემოთ აღნიშნული ინდიკატორების მიხედვით, 46 სოციალური საწარმოა დარეგისტრირებული მონაცემთა ბაზაში. მათ რეგისტრაციას აწარმოებს სოციალურ საწარმოთა ალიანსი, რომელიც არის ქოლგა ორგანიზაცია და აერთიანებს საქართველოში მოქმედ ყველა სოციალურ საწარმოს. იგი დაფუძნდა 2016 წლის ნოემბერში. [5]
საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების მიზნებია ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა, სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობა, განათლების, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფებისათვის თვითრეალიზების ხელშეწყობა.
საქმიანობის ტიპის მიხედვით სოციალურ საწარმოები მრავალფეროვანია – ზოგი ქმნის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოს, სამკაულებს, ტანსაცმელს, აქსესუარებს, შესაფუთ მასალას, საკვებ პროდუქტს, დეკორატიულ ჭურჭელს, ავეჯს, ბავშვთა სათამაშო მოედნებს და სხვა.
სერვისის მიწოდების მიზნით შექმნილი საწარმოები, შეიძლება დაიყოს შინაარსობრივად: არაფორმალური განათლება, სოციალური კაფეები და სახლი, ეზოებისა და ბაღების მოვლა, ტურისტული სერვისები და ა. შ.
ხოლო თუ შევადარებთ საწარმოებს ტიპების მიხედვით პროცენტულად, პროდუქტის მწარმოებელი საწარმოები 57%-ია, ხოლო სერვისების მიმწოდებელი 43%.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ დღეის მდგომარეობით ალიანსში 46 საწარმოა რეგისტრირებული. განვიხილოთ ზოგიერთი სოციალური საწარმო, რომლებიც დაარსების დღიდან განაგრძობენ ფუნქციონირებას. [2]
“აგამა” დაფუძნდა 2017 წ. „აფხაზ ინტერკონტინენტის“ მიერ. საწარმო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მდებარეობს. მისი მისიაა წვლილი შეიტანოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში და ასევე დაასაქამოს იმერეთის რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული, იძულებით გადაადგილებული პირები. ამჟამად, სოციალურ საწარმოში დასაქმებულია სამიზნე ჯგუფის 5 წარმომადგენელი. 2017 წლიდან დღემდე, სამიზნე ჯგუფის 70-მდე წარმომადგენელმა “აგამაში” გაიარა პრაქტიკული სწავლების კურსი. მათ შორის 10 პირი დასაქმდა სოციალური საწარმოს ხელშეწყობით, ხოლო დანარჩენმა წამოიწყო საკუთარი საქმიანობა. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერისტეტის აგრარული ფაკულტეტის 50-მდე სტუდენტმა სოციალურ საწარმოში გაიარა პრაქტიკული სწავლების კურსი. [4]
სოციალური საწარმო “ბაბალე” 2014 წელს შეიქმნა “საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის” მიერ. მისი დამფუძნებლები და წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მშობლები არიან. შემოქმედებითმა სივრცემ გააერთიანა სამხატვრო სახელოსნო – სასწავლო და სამუშაო პროცესისთვის და მაღაზია-სალონი, სადაც მომხმარებელს “ბაბალეში” შექმნილი პროდუქციის შეძენა შეუძლია. შემოქმედებითი იდეების ავტორები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები არიან, რომლებიც აქტიურად ერთვებიან “ბაბალეს” ყოველდღიურ საქმიანობაში. საწარმოს მისიაა ინტელექტუალური დარღვევებისა და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა პროფესიული გადამზადების, დასაქმებისა და მათი ოჯახების გაძლიერების გზით. ბაბალეს 20 მოზარდი ბენეფიციარიდან 5დასაქმდა, ხოლო დანარჩენები კი პროფესიულ სასწავლებელში სწავლობენ.
- ბაბალეში დასაქმებულია 16 შტატიანი თანამშრომელი, მათ შორის 6 შშმ პირი, 5 შშმ პირის მშობელი და ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი;
- პერიოდულად, საწარმო დროებით სამუშაო შესაძლებლობას ქმნის სტუდენტებისთვის;
- ბავშვთა ინკლუზიურ სამხატვრო სტუდიაში, რომელიც ფუნქციონირებს “ბაბალეს” ფარგლებში, 21 მოზარდს შორის 7 შშმ პირს შესაძლებლობა აქვს უფასოდ ისარგებლოს ხატვის შემსწავლელი კურსით. [4]
სოციალური საწარმო „კავკასიური სოჭის სანერგე მეურნეობა“ ხელს უწყობს საქართველოში კავკასიური სოჭის განვითარებას, მის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების ჩართვას ბუნების დაცვის საქმეში. საწარმო შეიქმნა ა(ა)იპ „Green Life”-ის ბაზაზე 2016 წელს და წამოწყებამ წარმატებით გაიარა პირველი ეტაპი, რომელიც კავკასიური სოჭის ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას გულისხმობდა.
„Green Life“ არის კომპანია, რომელიც თანამშრომლობს ევროპულ ორგანიზაციებთან. ის ასევე, არის ინოვატორი საქართველოს ბაზარზე კავკასიური სოჭის ნერგების პოპულარიზაციის მხრივ. მათი მისიაა საქართველოში დანერგოს სოჭის გირჩებიდან საშობაო ხის გამოყვანის მრავალწლიანი ევროპული გამოცდილება.
- მათი მონაწილეობით კავკასიური სოჭის ნერგები დაირგო ბორჯომის პარკში;
- კომპანიამ დაიწყო კავკასიური სოჭის ნერგების გამოყვანა და ასევე ევროპული სანერგეებიდან შემოტანილი, ქართული თესლიდან გაზრდილი ნერგების ადაპტირება ქართულ კლიმატზე;
- მათ დაასაქმეს სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები, გადამზადდა სტუდენტთა ჯგუფები, სადაც მათ შეისწავლეს სასათბურე მეურნეობის მართვა. [4]
სოციალური საწარმო ,,გუმბათი” ჩამოყალიბდა წალკის მუნიციპალიტეტში, რათა ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო ხარისხიანი განათლება. წალკის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა დიდ ნაწილს წარმოადგენს 90-იან წლებში სვანეთისა და აჭარის რეგიონებიდან გადმოსახლებული ეკომიგრანტები. წლების განმავლობაში ახალგადმოსახლებულებს უწევდათ ეკონომიკურ სიდუხჭირესთან ბრძოლა და დროთა განმავლობაში აუცილებელი გახდა განვითარებასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. “გუმბათის” მისიაა წალკის მუნიციპალიტეტის მრავალფეროვანი მოსახლეობის დაახლოვებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა და ამ გზით დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა. დღეს საწარმოში დასაქმებულია 6 ადგილობრივი ქალი.
- მათ განახორციელეს 550-მდე აქტივოვა/ღონისძიება, რომლებშიც ჩართული იყვნენ როგორც ქართულენოვანი, ასევე არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეები;
- “გუმბათის” ხელშეწყობით 15-მა მასწავლებელმა წარმატებით ჩააბარა მასწავლებეთა სასერტიფიკატო გამოცდა, ხოლო 65-მა აბიტურიენტმა – ერთიანი ეროვნული გამოცდები;
- 10-მა მასწავლებელმა გაიარა საოფისე პროგრამების კურსი;
- წალკის მუნიციპალიტეტის 15-მა ახალგაზრდამ მონაწილეობა მიიღო ერასმუსის საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში. [4]
სოციალური საწარმო “თებე” ფუნქციონირებს ბორჯომში არსებული შშმ პირთა დღის ცენტრის ბაზაზე. „თებეს“ მისიაა, შშმ პირთა/ბავშვთა სოციალიზაცია, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარება და მათი ოჯახების მხარდაჭერა. [4]
მწვანე სოციალური საწარმო “ტენე” ორი წლის წინ გაიხსნა და მეორადი ნარჩენებისგან დამზადებულ USB კაბელებს აწარმოებს. მისი მთავარი მიზანი გარემოს დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაა. საწარმო გარემოში პლასტმასის ნარჩენების ფიზიკურად შემცირებას უწყობს ხელს და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებულ ადამიანებს ასაქმებს. [4]
სოციალურ საწარმოთა ალიანსის (Social Enterprise Alliance Georgia) ორგანიზებით 2022 წლის 17 ნოემბერს სოციალური მეწარმეობის მე-11 ფორუმი ჩატარდა. ღონისძიებაზე “წლის სოციალური საწარმო 2022”-ის დაჯილდოების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა. სამი ფინალისტიდან გამარჯვებული საწარმო „ტენე“ გახდა. ფინალისტებს შორის იყვნენ სოციალური საწარმო “დედიკო“, რომელიც 2021 წელს შექმნილი სამკერვალოა და მარტოხელა დედებს განვითარებაში ეხმარება, და ასევე სამკერვალო საწარმო „ლიდერი“, რომელიც შიდა ქართლში მცხოვრებ სოციალური საჭიროების მქონე ქალების გაძლიერებას, დასაქმებას და ტექსტილის ნარჩენის შემცირებას ისახავს მიზნად, საწარმოში დასაქმებულია 86 ადამიანი.
ალიანსში დარეგისტრირებულ საწარმოებში დღეის მდგომარეობით დასაქმებულია 451 ადამიანი. [6]
თუ გავაკეთებთ სოციალური საწარმოების ანალიზს პრობლემების მოგვარების მიხედვით, საწარმოების რაოდენობა შემდეგი სახით გამოიყურება.
ცხრილი 1: სოციალური საწარმოს მონაცემები პრობლემური კატეგორიების მიხედვით
# | კატეგორია | საწარმოს რაოდენობა | საწარმოს რაოდენობა პროცენტულად | კატეგორიის განსაზღვრება |
1 | ეკონომიკა | 16 | 34.8% | სიღარიბე / ცუდი სამუშაო პირობები / უმუშევრობა |
2 | ჯანმრთელობა | 2 | 4.3% | დაავადებები / დამოკიდებულებები, არასაკმარისი ინფრასტრუქტურა და ადამიანური რესურსები ჯანდაცვის სისტემაში |
3 | სამოქალაქო საზოგადოების განვითარება | 7 | 15.2% | სამოქალაქო საზოგადოების განუვითარებლობა, არაეფექტურობა, სამოქალაქო ცხოვრებაში შეზღუდულად მონაწილეობა |
4 | განათლება | 9 | 19.6% | განათლების და პროფესიული უნარ-ჩვევების დეფიციტი / არშემდგარი საგანმანათლებლო სისტემა / განათლების მიღების არასაკმარისი შესაძლებლობები |
5 | კულტურა | 6 | 13% | ტრადიციული ფასეულობების დანაკარგი, კულტურული თვითშეგნების (თვითიდენტიფიკაციის) არარსებობა |
6 | გარემო პირობები | 3 | 6.5% | გარემოს ექსპლუატაცია / მდგრადი განვითარება / გარემოს დაცვის არშემდგარი პროგრამები |
7 | ოჯახი | 1 | 2.2% | კრიზისი ოჯახებში |
8 | საცხოვრებელი პირობები | 2 | 4.3% | საცხოვრებელი ადგილების დეფიციტი ქალაქში |
წყარო: http://www.seageorgia.ge/social-enterprises/all-enterprises
ზემოთ მოყვანილი საწარმოების სამიზნე ჯგუფები შესაბამისად არის ის საზოგადოების ნაწილი, ვისთვის ან რისთვისაც შეიქმნა ეს საწარმო: თუ ეკონომიკის მიმართულებითაა ეს საწარმო უმუშევრობის აღმოსაფხვრელადაა გამიზნული, ამასთანავე მისი სამიზნე შეიძლება იყოს სოფლის მეურნეობის განვითარება, კორპორაციების განვითარების ხელშეწყობა, პროექტი ასევე შეიძლება დაეხმაროს შშმ პირების ჩართულობას საზოგადოებაში, ახალგაზრდებს, სტუდენტებს დასაქმებაში, ბავშვებს საინტერესო და სახელოვნებო საქმეებში ჩართულობაში, უსახლკაროებს თავშესაფრის მოძიებაში, სიღარიბის დაძლევაში და ა. შ. [4]
სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი ორგანიზაციები საქართველოში
საქართველოში სოციალურ საწარმოების მხარდამჭერაზე პასუხისმგებელი პირი სახელმწიფო უწყებიდან არ არსებობს, თუმცა მისი ფინანსური მხარდამჭერი ორგანიზაციები სხვადასხვაა. სოციალური საწარმოების დიდი ნაწილი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიღებული გრანტებით ან ქვე-გრანტებით ფინანსდება. ასევე ისინი ზრუნავენ საწარმოების განვითარებაზე, გაძლიერებაზე და დასაქმებულების უსაფრთხოებაზე. [2]
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ფინანსდება სხვადასხვა შინაარსის მიხედვით, თუმცა უპირობო ლიდერი სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდია. მან დააფინანსა 210 პროექტი, მათ შორის 42 სოციალური საწარმო.
სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი ორგანიზაციებია:
1. ა(ა)იპ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) – მათი მიზანია სოციალური მეწარმეობის ცნების დამკვიდრება და პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობა საქართველოში.
2. ა(ა)იპ სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA) – სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი, წევრობაზე დაფუძნებული ქოლგა ორგანიზაცია, მიმართულებების სხვადასხვა პრიორიტეტებით.
3. ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) – საქმიანობს სოციალური მეწარმეობის საკანონმდებლო რეგულირების გაუმჯობესების მიმართულებით და დაინტერესებულ პირებს სთავაზობს იურიდიულ საკითხებზე საკონსულტაციო მომსახურებასა და ტრენინგებს.
4. ა(ა)იპ Impact Hub – საქართველოში ყოველწლიურად ახორციელებს საერთაშორისო კონკურსს „Social Impact Award“, რომლის მიზანია ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია და ჩართვა.
5. ა(ა)იპ ევროპის ფონდი – ფინანსურად და საკონსულტაციო მომსახურებით მხარს უჭერს მოქმედ სოციალურ საწარმოებს. წელიწადში ერთხელ კონკურსის წესით არჩევს სამიზნე სოციალურ საწარმოებს.
6. სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს აკადემიურ სივრცეში პირველად დაინერგა სოციალური მეწარმეობის პრაქტიკული კურსი, რომელიც 2019- 2020 წლის შემოდგომის სემესტრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე განხორციელდა. სასწავლო კურსი წარიმართა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) და ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის (BERI) წარმატებული თანამშრომლობის შედეგად.
7. საერთაშორისო ორგანიზაცია არბაითერ სამარიტერ ბუნდი (ASB Georgia) – 2020-2022 წლებში ანხორციელებდა პროექტს ევროკავშირის EU4Youth პროგრამის ფარგლებში – „სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში“. პროგრამის მიზანი იყო სომხეთსა და საქართველოში 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერება სოციალური მეწარმეობის სფეროში.
8. საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“ – საგრანტო კონკურსის გზით წელიწადში 5 სოციალური საწარმოს დასაფინანსებლად გამოყოფს საფონდო ბიუჯეტს, და ასევე, აფინანსებს სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს.
9. კრისტალი – სოციალურ მეწარმეებს სთავაზობს საჭიროებებზე მორგებულ მოქნილ საკრედიტო პროდუქტს – „სოციალური კრედიტი’’. [2]
შეიძლება დავასკვნათ, რომ სოციალური მეწარმეობა ეს გრძელვადიან დაგეგმვაზეა დაფუძნებული. მისი მისია და მიზანია კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, რომლის აღმოფხვრა ვერ ხერხდება სახელმწიფოს მხრიდან სრულყოფილად, ხოლო ფინანსური სტაბილურობა შესაძლებელია მასზე სხვადასხვა მიდგომით და წახალისებით, რომელსაც ახორციელებს სოციალურ საწარმოთა ალიანსი.
ასევე, საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიური მუშაობის შედეგად, სოციალური მეწარმეობის დეფინიცია უფრო და უფრო პოპულარული გახდება, რის შედეგადაც გაიზრდება სოციალურ საწარმოთა რაოდენობაც. სახელმწიფოს მიერ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება კი ხელს შეუწყობს სოციალური მეწარმეობის განვითარებას, რაც გამოიყვანს საწარმოს ეკონომიკური კრიზისიდან, უფრო სტაბილურს გახდის მის არსებობას, და შემცირდება სიღარიბის მაჩვენებელი და უმუშევართა რაოდენობა.
გამოყენებული ლიტერატურა
- https://forbes.ge/blogs/e1-83-a1-e1-83-9d-e1-83-aa-e1-83-98-e1-83-90-e1-83-9a-e1-83-a3-e1-83-a0-e1-83-98-e1-83-9b-e1-83-94-e1-83-ac-e1-83-90-e1-83-a0-e1-83-9b-e1-83-94-e1-83-9d-e1-83-91-e1-83-98-e1-83-a1-e1-83-98-e1-83-9c/
- http://www.seageorgia.ge/uploads/files/research_sea_csi_5f0da812d3a20.pdf
- https://asb.ge/sites/default/files/sakartveloshi_socialuri_mecarmeobis_arsebuli_praktikebi_da_gamocvevebi.pdf
- http://www.seageorgia.ge/social-enterprises/all-enterprises
- https://csogeorgia.org/storage/app/uploads/public/5d9/5c3/0d6/5d95c30d6e099804138921.pdf
- https://www.entrepreneur.com/ka/siakhleebi-da-tendentsiebi/sotsialur-satsarmota/440206