სოციალური პოლიტიკის კავშირი უმუშევრობასთან საქართველოში

ავტორის სტილი დაცულია

უჩა ჯავახიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი
uchajavaxidze@gmail.com

ანოტაცია

თანამედროვე მსოფლიოში სოციალური პრობლემატიკა მზარდი აქტუალობით გამოირჩევა. მიუხედავად მსოფლიო ეკონომიკისა და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდისა, სოციალური პოლიტიკა სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს თითოეული ქვეყნისათვის. მსოფლიო სტატისტიკური სააგენტოს ცნობით, დღეს მთელი მსოფლიოს სიმდიდრის ნახევარი მოსახლეობის 1%-ზე, ხოლო მთელი სიმდიდრის 85% მოსახლეობის 10%-ზე მოდის(1). მსოფლიოში არსებული სიმდიდრის არათანაბარმა გადანაწილებამ საჭირო გახადა ქვეყნებს უფრო აქტიურად ეზრუნათ თავიანთი სოციალური პოლიტიკის განვითარებაზე.

აქ წარმოდგენილ ნაშრომში საუბარი მექნება ზოგადად სოციალური პოლიტიკის არსზე, ვისაუბრებ სოციალური პოლიტიკის მიმართულებებზე საქართველოში, შევეხები აგრეთვე სიღარიბისა და საარსებო მინიმუმის საკითხს. ვიმსჯელებ საქართველოში არსებული სოციალური პოლიტიკის არსებულ უარყოფით მხარეზე და გავავლებ პარალელს უმუშევრობასთან. საუბარი მექნება და განვიხილავ კვლევას, რომელიც ეხება სოციალური პოლიტიკით გამოწვეული ბენეფიტების მიღების დაკარგვისა და ალტერნატიული ნაბიჯების გადადგმის საკითხებს.

In the modern world, social issues are becoming increasingly relevant. Despite the growth of the world economy and GDP per capita, social policy is becoming more and more important for each country. According to the World Statistics Agency, today half of the world’s wealth falls on 1% of the population and 85% of the total wealth falls on 10% of the population (1). The unequal distribution of wealth in the world has made it necessary for countries to take a more active role in developing their social policies.

In this article I will talk about the essence of social policy in general, I will talk about the directions of social policy in Georgia, I will also touch upon the issue of poverty and subsistence. I will discuss the negative side of the social policy in Georgia and draw a parallel with unemployment. Finally, I will review my research and analyze it.

სოციალური პოლიტიკის არსი

სოციალური პოლიტიკა განისაზღვრება, როგორც სახელმწიფო ღონისძიებათა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს რესურსების გადანაწილებას საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის და მიმართულია მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისაკენ. სოციალური პოლიტიკის მთავარი დატვირთვა და ფუნქცია გახლავთ ქვეყანაში არსებული სოციალური უთანაბრობის დარეგულირება, რაც გულისხმობს ხელმოკლე და ღარიბი ოჯახების როგორც მატერიალურ ისე ფსიქოლოგიურ დახმარებას. იგი ტარდება ურთიერთდახმარების, თავშესაფრების შექმნის ფორმით და მისი მომხმარებლები, არიან ღარიბები და განსაკუთრებულ სიტუაციაში (ხანძარი, ეპიდემია, მიწისძვრა, ომი) მოხვედრით დაზარალებული ადამიანები.(შელია 2020)

ნებისმიერი ქვეყნის სოციალური დაცვის შინაარსს და მისადმი მიდგომებს განაპირობებს შემდეგი ფაქტორები: ისტორია, ტრადიციები, ფასეულობათა სისტემა, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, სოციალური დაცვის სისტემის შინაარსი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესაბამისად მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. ზოგადად, სოციალური დაცვის სისტემები არ არის მიმართული ცხოვრების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად. იგი გამიზნულია მხოლოდ გარანტირებული მინიმუმის შესაქმნელად. ცხოვრების მაღალი ხარისხი ინდივიდუალური ზრუნვის საგანია, რომლის პირობებსაც სახელმწიფო ქმნის, მაგ. საგადასახადო სტიმულებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობით და სხვ. სოციალური დაცვის სისტემის დანიშნულება კი ისაა, რომ შექმნას სოციალური რისკების მართვის მექანიზმები და დაიცვას მოსახლეობა სიღარიბისგან. განვითარებული ქვეყნების სტანდარტებით  სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას სოციალური საფრთხის წინაშე მდგომი მოსახლეობა. ევროპის სოციალური დაცვის კოდექსი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 102-ე კონვენცია ადგენს სოციალური დაცვის მინიმალურ სტანდარტებს. ორივე დოკუმენტში თითქმის იდენტური სოციალური რისკების ჩამონათვალი ერთნაირად ავალდებულებს სახელმწიფოებს მათ დაცვას. ამ დოკუმენტების მიხედვით, სოციალური დაცვა ემყარება სოციალური საფრთხისგან საზოგადოების დაცვას, ასეთი საფრთხეა: ჯანმრთელობის დაცვა, დროებითი შრომისუუნარობა, ინვალიდობა, მარჩენალის დაკარგვა, მოხუცებულობა, სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევა, უმუშევრობა, ორსულობა, ბავშვის შეძენა (საოჯახო დახმარება).(გაგნიძე,კეთილდღეობის ეკონომიკა)

სოციალური პოლიტიკის მიმართულებები საქართველოში

2003 წლის ნოემბერში, ქუჩის გამოსვლების შედეგად, საქართველოში შეიცვალა პოლიტიკური რეჟიმი. ეს მოვლენა გარდამტეხ წერტილად შეიძლება მივიჩნიოთ  საქართველოს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ისტორიისთვის. ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ ქვეყანაში კაპიტალიზმის ახალი მოდელის დამკვიდრება დაისახა მიზნად

ამ მოდელის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს სოციალური პოლიტიკის ახლებური მოწყობა წარმოადგენდა. ახალი ხელისუფლების დროს დაწყებული პროგრამები, პირველ რიგში  კი სახელმწიფო შემწეობის პროგრამა, ძირითადად, საზოგადოების ყველაზე ღარიბი ფენის წარმომადგენლების დახმარებას ისახავდა მიზნად. ამ თვალსაზრისით, იმ პერიოდის ხელისუფლების სოციალური პოლიტიკის ხედვა კეთილდღეობის სახელმწიფოს ნეოლიბერალურ მოდელთან იყო თანხვედრაში.  2004 წელს შეიქმნა სოციალური უზრუნველყოფის ქსელი, 2006 წლიდან კი დაინერგა მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა. (3)

საქართველოში სოციალური დაცვა მოიაზრება როგორც ყოვლისმომცველი ცნება, რომელიც თავის თავში აერთიანებს: სოციალურ დაზღვევას, სოციალურ დახმარებას, შემწეობებს, შეღავათებს, სოციალურ სერვისებს, ბავშვების (ოჯახების) განვითარებას და სხვა. საქართველოში სოციალური დაცვის საკითხებს კურირებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. მის დაქვემდებარებაში შედის სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ადმინისტრირებას უწევს რამდენიმე ათეულ სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას. სააგენტო მრავალმილიონიანი ხარჯების განმკარგავი სამსახურია, რომელიც მიმართულია მრავალფეროვანი, მომსახურებისა თუ დახმარების საჭიროების მქონე კონტინგენტის ბენეფიციართა სოციალური გასაცემლებით, ჯანდაცვისა და სოციალური სახელმწიფო პროგრამებით მაქსიმალური უზრუნველყოფისკენ. სახელმწიფო პენსია, სოციალური დახმარება, ჯანმრთელობის დაზღვევა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სათანადო უზრუნველყოფა, ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მზრუნველობამოკლებული ბავშვების მეურვეობა-მზრუნველობა და სხვა(2).

სიღარიბე და საარსებო მინიმუმი

სიღარიბე მსოფლიო პრობლემაა და მისი მასშტაბები გამუდმებით იზრდება. დღეს ეს პრობლემა მილიონობით ადამიანს ეხება. ყველა ქვეყანაში არსებობს მინიმალური სტანდარტი, რომლის ქვემოთაც ხალხი „ღარიბთა“ კატეგორიაში ხვდება. როდესაც ადამიანის ან ოჯახის შემოსავალი გარკვეული დონის, ნორმალური ცხოვრების სტანდარტებისთვის მიჩნეული აუცილებელი მინიმუმის ქვემოთაა, ასეთი პიროვნება ან ოჯახი ღარიბად მიიჩნევა.

სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში

ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისაა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა მიზანმიმართულად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით შექმნილია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა და დამტკიცებულია მისი ფორმირების  წესი.

მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები.

სოციალური დახმარება ეს არის ნებისმიერი სახის მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც მიმართულია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ;(3)

დიაგრამა #1 სიღარიბის აბსოლუტური ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი %

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/192/tskhovrebis-done

დიაგრამაზე დაყრდნობით ვხედავთ, რომ საქართველოში იზრდება იმ ადამიანთა პროცენტული რაოდენობა, რომლებმაც თავი დაააღწიეს სიღარიბეს. კერძოდ, 2004-2005 წლებში ის 35-40 % შეადგენდა, ხოლო დღესდღეობით ეს მაჩვენებელი 20%-მდეა ჩამოსული. ეს მაგალითი  ნათლად მიუთითებს, იმაზე რომ ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი უკეთესობისაკენ მიდის.

საკვირველია აქ მხოლოდ ისაა, რომ მიუხედავად ამ პროგრესებისა აგრეთვე განვითარებისა და ერთ სულზე შემოსავლების ზრდისა ქვეყანაში, გაზრდილია იმ ადამიანთა პროცენტული წილი, რომლებიც საარსებო შემწეობებს იღებენ.

დიაგრამა #2 საარსებო შემწეობების მიმღები მოსახლეობის წილი, %

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/55/sotsialuri-uzrunvelqofa

ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ თუ რატომ ხდება ასე, ამის ასახსნელად  დაგვჭირდება ჯინის კოეფიციენტი, რომელიც შემოსავლების თანაბარ თუ არათანაბარ გადანაწილებაზე მიგვანიშნებს.

დიაგრამა #3 ჯინის კოეფიციენტი მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/192/tskhovrebis-done

როგორც ვხედავთ, შემოსავლების გადანაწილების საკითხი დიდად არ შეცვლილა, პირიქით გაზრდილი შემოსავლები ერთ სულ მოსახლეზე და ჯინის კოეფიციენტის გარკვეულ წილად უცვლელობა მიგვანიშნებს იმაზე, რომ გაიზარდა შემოსავლების არათანაბარი გადანაწილების პროცენტული მაჩვენებელი, რის გამოც ქვეყნის მოსახლეობის მცირე რაოდენობა გამდიდრდა, სწორედ ამან გამოიწვია ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდა.

სოციალური პოლიტიკის შესაძლო უარყოფითი მხარეები და კავშირი უმუშევრობასთან, კვლევის შედეგები

სიღარიბისა და სოციალური მდგომარეობის გაურესების ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ უმუშევრობა. კვლევებით დადგენილია, რომ ხანგრძლივ უმუშევრობას მივყავართ ღარიბთა დიდი ფენის ფორმირებისკენ. ხანგრძლივ უმუშევრობაზე რიგ შემთხვევაში მოქმედებს სოციალური შემწეობები, რომელიც ეძლევა უმუშევარ ადამიანებს. ზოგჯერ, ეს ასტიმულირებს საზოგადოებას თავი დაანებონ სამუშაოს ძიებას და იცხოვრონ სახელმწიფოს ხარჯზე. ეს იმიტომ ხდება, რომ რიგ შემთხვევაში ადამაინებს ეშინიათ სისტემატიური ფიქსირებული დახმარების დაკარგვის და უარს ამბობენ სამუშაოს დაწყებაზე. (შელია 2020)

დიაგრამა #4 სოციალური დაცვის ხარჯების განაწილება

წყარო:https://www.geostat.ge/ka/

ამ დიაგრამაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხვი სტაბილურია ამ წლების განმავლობაში. რაც იმის დადასტურებაა, რომ გარკვეულწილად სახელმწიფოს სოციალური დახმარების ხარჯები მოტივაციას უკარგავს ბევრ მათგანს, რათა დაიწყოს სამუშაო და ჩაერთოს შრომით საქმიანობაში. სოციალური პაკეტის მიმღებთა უმეტესობას ურჩევნია ბიუჯეტის ხარჯზე იცხოვროს, ვიდრე საკუთარი შრომით გაიუმჯობესოს არსებული მდგომარეობა. ეს გარკვეულ წილად იწვევს ადამაინთა გარკვეული მასის სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრებას. ისინი ეგუებიან ასეთ საყოფაცხოვრებო პირობებს და არ ცდილობენ რაიმეს შეცვლას. აქედან ვასკვნით, რომ სოციალური შემწეობების გაცემამ უმუშევრებზე შეიძლება გარკვეულ წილად ხელი შეუშალოს შრომისუნარიანი მოსახლეობის სამუშაო ძალაში ჩართულობას.

კვლევის შედეგები

ჩემ მიერ ჩატარებულ კვლევაში სულ მონაწილეობა მიიღო 34-მა რესპოდენტმა. მათი განაწილება ასაკობრივ ჭრილში გახლვათ შემდეგი: 18 დან 25 წლამდე ასაკის ადამიანების პროცენტული წილი შეადგენდა 84.4%, 25 დან 35 წლამდე ასაკის იყო 6.3%, ხოლო 35+ შეადგენდა გამოკითხულთა 9.4%-ს. კვლევის ჩატარების დროს მაქსიმალურად იყო დაცული რესპოდენტთა ანონიმურობა, აქედან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათი პასუხები გახვლავთ სრულიად გულწრფელი და მიუკერძოებელი. კვლევა შეეხებოდა სოციალური დახმარების პაკეტების გაცემასთან დაკაშირებით არსებული ტრენდული გარემოებების გამოკვეთას და საზოგადოებრივი აზრის გაგებას უმუშევრობის ზეგავლენაზე შრომის მოტივაციასთან დაკაშირებით.

დიაგრამა #5 სოციალური დახმარების მიმღებთა პროცენტული წილი გამოკითხულთა შორის

გამოკითხულთა 42,4% აცხადებს, რომ მათ სახელმწიფოსაგან აქვთ მიღებული გარკვეული სახის სოციალური დახმარება. ამის შემდეგი კითხვა ადგენდა თუ როგორ მოქმედებდა ეს სოციალური დახმარებები ადამიანთა შრომით მოტივაციაზე. გამოკითხულთა უმეტესობა 42.4% ფიქრობდა, რომ სოციალური დახმარებები შრომისუნარიანი ადამიანების შრომის მოტივაციაზე უარყოფითად ზემოქმედებდა. აგრეთვე გამოითქვა რესპოდენტთა 2 განსხვავებული აზრიც, ერთნი ფიქრობდნენ 27.3%, რომ ასეთ დახმარებებს არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლიათ შრომით მოტივაციაზე, ხოლო მეორენი 24,2% ფიქრობდნენ, რომ პირიქით სოციალური დახმარებები დადებით ზეგავლენას ახდენდნენ შრომით მოტივაციაზე.

დიაგრამა #6 სოციალური დახმარებების ზემოქმედება შრომით მოტივაზიაზე

აგრეთვე მნიშვნელოვანი იყო განგვეხილა სოციალური დახმარებების დანიშვნისა და მოხსნის ეფექტები კეთილდღეობასთან მიმართებაში, ამიტომ კითხვებზე: არსებობის შემთხვევაში, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება სოციალური პაკეტის დაკარგვის შემდეგ? და არსებობის შემთხვევაში, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება სოციალური პაკეტის მიღების შემდეგ? შედეგები ასე გადანაწილდა.

დიაგრამა #7,8 სოციალური პაკეტების მიღებისა და დაკარგვის ზეგავლენა კეთილდღეობაზე

გამოკითხულთა 65% ამბობს, რომ სოციალური პაკეტის დაკარგვამ მათი ცხოვრების დონეზე არანაირი ზემოქმედება არ მოახდინა, 25% სათვის კი გაუარესდა კეთილდღეობის დონე ვინაიდან დაკარგეს ფიქსირებული შემოსავალი, ხოლო გამოკითხულთა მხოლოდ 10%-მა რომელმაც დაკარგა სოციალური დახმარება შეძლეს და უკეთესობისკენ განავითარეს თავიანთი ცხოვრება, დაიწყეს მუშაობა უფრო კარგი შემოსავლით და ა.შ.

აგრეთვე შემდეგი დიაგრამიდან ჩანს, რომ გამოკითხულთა ნახევარზე მეტისთვის სოციალური პაკეტის მიმღებთა ცხოვრება არ შეცვლილა. დარჩნენ იგივე დონეზე როგორც მიღებამდე იყო და არც კი შეეცადნენ რაიმეს შეცვლას. ამ ორ დიაგრამაზე დაყრდნობით ვასკვნით, რომ არც ისე პროდუქტიულად იხარჯება ბიუჯეტიდან ის ხარჯები, რომელიც სოციალურ პაკეტებს ხმარდება. ადამიანები სრულად ვერ გრძნობენ და აღიქვამენ კეთილდღეობის ხარისხს პაკეტის მიღების შემდეგ, რაც მიანიშნებს სახელმწიფოს ბიუჯეტის არაეფექტიან ხარჯვაზე.

დასკვნა

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ნებისმიერი ქვეყნისათვის, იქნება ეს დაბალ თუ მაღალ განვითარებული სახელმწიფო, სოციალური პოლიტიკა ორივესათვის მნიშვნელოვან სახელმწიფო პოლიტიკურ მიმართულებასა და ძალიან დიდ თავსატეხს წარმოადგენს. სოციალური პოლიტიკის გატარება და მისი ფორმის შერჩევა მნიშვნელოვან კვლევებზე უნდა იყოს დაფუძნებული და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ხდებოდეს კონკრეტული ღონისძიებების პრაქტიკაში განხორციელება.

როგორც კვლევებიდან გამოჩნდა, ადამიანების უმრავლესობა თანხმდება, რომ სოცილური გასაცემლები, სხვადასხვა სახის პაკეტები თუ სოციალური დახმარებები, შრომის უნარიანი მოსახლეობის შრომით მოტივაციაზე ან საერთოდ არ მოქმედებს, ან უარყოფით ზეგავლენას ახდენს. აგრეთვე ყურადსაღებია ის ტრენდული მიმართულებაც, რომ ძალიან დიდი რაოდენობისთვის, დაახლოებით 70%-ზე მეტი გამოკითხულისთვის სოციალური დახმარებებით გამოწვეული კეთილდღეობის ეფექტი ვერ აღიქმება და რაიმე მნიშვნელოვან ზეგავლენას მათ ცხოვრებაზე ვერ ახდენს.  მხოლოდ 10%-მა დააფიქსირა მოსაზრება, რომ მათი კეთილდღეობა სოციალური პაკეტის მიღების ან დაკარგვის შემდეგ უკეთესობისაკენ შეიცვალა. (დიაგრამა #7,8)

კვლევის ბოლო შეკითხვა მთავრდებოდა ასე, რომელს ანიჭებთ უპირატესობას, სახელმწიფო ზრუნავდეს შეჭირვებულ ადამიანებზე ფინანსური სოციალური დახმარებებით თუ სახელმწიფომ ამ ფულით შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და დახარჯოს იგი უმუშევართა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში? შედეგები კი გამოიყურება ასე.

დიაგრამა: #9 სოციალური ხარჯების ალტერნატიული გამოყენების გზები %

შედეგების თანახმად გამოკითხულთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა, ემხრობა იმ ფაქტს, რომ ის რესურსი რაც სოციალურად დაუცველებსა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი შრომის უნარიანი ადამიანების დახმარებაზე იხარჯება, სახელმწიფომ ეს ხარჯები უკეთესი იქნება მიმართოს დასაქმების პოლიტიკისაკენ და უზრუნველყოს ამ პოლიტიკის უფრო ეფექტიანად გატარება, კერძოდ: ამავე ადამიანებისათვის სამუშაო ადგილების შექმნა, მათი გადამზადება და კვალიფიკაციის მინიჭება.

სოციალური უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს მთავრობის პოლიტიკაა სოციალური დაცვის სისტემის შექმნით უზრუნველყოს ადამიანთა ღირსეული ცხოვრებისა და შრომის პირობები, შეამციროს მოსახლეობის სიღარიბითა და ხანდაზმულობით გამოწვეული სოციალური რისკები და ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.(2)

ნათლად გამოჩნდა ის ფაქტიც, რომ შეიძლება სოციალურმა დახმარებებმა გააზარმაცოს ადგილობრივი სამუშაო ძალა და გაზარდოს იმ ადამიანათა წილი, რომლებიც ეგუებიან უმოქმედობასა და ბიუჯეტის ხარჯზე ცხოვრებას. ამიტომ ამისგან თავის ასაცილებლად საქართველოს სოციალური პოლიტიკა უნდა დაიხვეწოს ისეთნაირად, რომ, იმ ადამიანთა კატეგორია, როგორიცაა ხანდაზმულები, შშმ პირები, ვეტერანები, ეს ადამიანები სრულიად მოიცვას ამ პოლიტიკამ, რათა არ შეილახოს მათი უფლებები და მოხდეს მათი ღირსეული ინტეგრაცია საზოგადოებაში, ხოლო იმ ადამიანთა კატეგორია, რომლებიც შეადგენენ სამუშაო ძალის ნაწილს და იღებენ სოციალურ შემწეობებს, ამ ადამიანებისათვის სახელმწიფომ იზრუნოს როგორც სამუშაო ადგილების შექმნით, ისე გადამზადებისა და კვალიფიკაციის მინიჭებისათვის საჭირო პროფორიენტაციული ტრენინგების ჩატარებით.

გამოყენებული ლიტერატურა

1)https://orjerori.ge/ekonomika/jinis-indeqsi?fbclid=IwAR11EiGdhyM5xhSjto28NuA635E9ZhJLfbITKF_aJx2mkAaYogjIDDkVi30

2)http://geoeconomics.ge/?p=12799

https://socialjustice.org.ge/ka/products/sotsialuri-politika-sakartveloshi-chareva-chaurevlobis-debatebis-mighma

3)სამოქალაქო განათლება ყველასათვის თავი 4 გაკვეთილი 45

https://www.civiceducation.ge/ka/lessons/4-45

4)დისერტაცია ნონა გელიტაშვილი ევროკაშირთან თავსებადი სოციალური დაცვის მოდელი საქართველოში (2011)

6)„სოციალური პოლიტიკა“-მზია შელია 2020

7)„კეთილდღეობის ეკონომიკა“ ინეზა გაგნიძე თბილისი

8)https://www.geostat.ge/ka/