უმუშევრობის დონე და გამოწვეული პრობლემები საქართველოში (2021 წლის მიხედვით)

ავტორის სტილი დაცულია

ანა დუმბაძე
ივანე ჯავახიშვლის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
III კურსის სტუდენტი
adumbadze2001@gmail.com

ანოტაცია

ნებისმიერი ადამიანის ყოველდღიურობა სხვადასხვა მნიშვნელოვან, ცხოვრებისეულ საკითხებთან არის დაკავშირებული. ალბათ, ყველა ზრუნავს იმაზე თუ რა სჭირდება, რას იყიდის და რა ფასად. ცხადია, ეს უკანასკნელი თანხებთან არის დაკავშირებული. ფულის გარეშე კი დღევადელი ცხოვრება ფაქტობრივად წარმოუდგენელია. მისი მოძიების საუეთესო წყაროა სამუუშაო ადგილები. ამიტომაც ცხადია, რომ ადამიანებისთვის ეს საკითხი ძალიან საინტერესო და საჭიროცაა. მოდით, თვალი გადავავლოთ იმას, თუ რა მდგომარებაა საქართველოში ამ მხრივ, რაზე მოქმედებს ის და როგორ შეიძლება გამსწორდეს.

Annotation

Human’s daily life is associated with various important, life issues. Probably everyone cares about what they need, what they will buy and at what price. Clearly, this depend on salary. Even, life is virtually unimaginable without money today. The best source for finding it is jobs. It is therefore clear that this issue is very interesting and necessary for people. Let’s take a look at the situation in Georgia in this regard, what it affects and how it can be remedied.

მიმოხილვა

სანამ უშუალოდ ვისაუბრებთ ამ საკითხზე უმჯობესია განვმარტოთ ვის ეწოდება უმუშევარი, ვინაიდან ადამიანის მიერ საკუთარი უმუშევრობის აღქმა ზოგეჯრ არ ემთხვევა ოფიციალური სტატისტიკური მეთოდოლოგიით განმარტებულ უმუშევრობას. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებით, უმუშევრად ითვლება 15 წლის და უფრო მეტი ასაკის პირი, რომელიც საანგარიშო პერიოდში აკმაყოფილებდა შემდეგ კრიტერიუმებს: (ა) არ მუშაობდა (არ ეწეოდა შემოსავლის მომტან საქმიანობას); (ბ) ეძებდა სამუშაოს; (გ) მზად იყო დაუყოვნებლივ შედგომოდა მუშაობას. შესაბამისად ნებისმიერი სტატისტიკურად დათვლილი მონაცემი, რომელიც შემდგომში შეგვხდება გაანგარიშებულია ამ პირობის მიხედვით.

მოდით თვალი გადავავლოთ 2021 წელს საქართველოში უმუშევრობასთან დაკავშირებულ მდგომარეობას და ცვლილებებს.

I კვარტალი

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 21.9%-მდე გაიზარდა – ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. წინა კვარტალთან შედარებით უმუშევრობის დონე 1.5 პროცენტული პუნქტით, ერთი წლის წინ არსებულ მაჩვენებელთან შედარებით კი უმუშევრობა 3.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. 

საქსტატის თანახმად, უმუშევრობის ზრდასთან ერთად, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილიც შემცირებულია. 

“2021 წლის I კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 48.3 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 4.2 პროცენტული პუნქტით და 37.7 პროცენტს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 3.8 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 4.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 3.3 პროცენტული პუნქტით.

2021 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 5.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 0.4 პროცენტული პუნქტით”, – ნათქვამია საქსტატის ანგარიშში. 

საქსტატის ანგარიშში საუბარია დასაქმების დონეზე გენდერულ ჭრილში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში, კაცებს შორის დასაქმების დონე 45.5%-მდე არის შემცირებული, ხოლო ქალებში დასაქმების წილი 30.9%-ია.[1]

II კვარტალი

2021 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8% პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 22.1% შეადგინა.

„საქსტატის“ შედეგების მიხედვითვე, 2021 წლის II კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 51.4% შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1.0 პროცენტული პუნქტით და 40.1%-ს შეადგენს.

ამასთან, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.3 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.7 პროცენტული პუნქტით.

„2021 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.5%-ს შეადგენდა, რაც 0.7 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 2021 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 6.2 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 5.7 პროცენტული პუნქტით. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში.

2021 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.7%-ს, ხოლო კაცებში 63.7%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებში გაზრდილია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.0 პროცენტული პუნქტით. 2021 წლის II კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 0.3 და 2.0 პროცენტული პუნქტით“,- აღნიშნულია „საქსტატის“ ანგარიშში.[2]

III კვარტალი

2021 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 19.5 პროცენტი შეადგინა. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმუშევრობის დონე 2018-2021 წლებში კვარტალების მიხედვით.

დიაგრამა 1: უმუშევრობის დონე საქართველოში

წყარო:https://www.geostat.ge/media/41649/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9D-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98—2021-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-III-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98.pdf

2021 წლის III კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 52.8 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 0.7 პროცენტული პუნქტით და 42.5 პროცენტს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.8 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 0.7 პროცენტული პუნქტით.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია სამუშაო ძალის მონაწილეობის დონისა (აქტიურობის დონის) და დასაქმების დონის მაჩვენებლები 2018-2021 წლებში კვარტალების მიხედვით.

დიაგრამა 2:სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე და დასაქმების დონე %

წყარო: https://www.geostat.ge/media/41649/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9D-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98—2021-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-III-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98.pdf

2021 წლის III კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.3 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.7 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დასაქმებულთა განაწილება დასაქმების სტატუსის მიხედვით 2018-2021 წლებში, კვარტალურ ჭრილში.

დიაგრამა 3: დასაქმებულთა განაწილება დასაქმების სტატუსის მიხედვით

წყარო:https://www.geostat.ge/media/41649/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9D-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98—2021-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-III-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98.pdf

ასევე,2021 წლის III კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამისს პერიოდთან შედარებით გაზრდილია 1,9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში -3,5 პროცენტული პუნქტით.

ქვემოთ მოცემულ დაგრამაზე წაროოდგენილია უმუშევრობის დონე ქალაქ-სოფლის 2018-2021 წლებში, კვარტალურ ჭრილში.

დიაგრამა 4: უმუშევრობის დონე ქალაქ-სოფლის მიხედვით

წყარო:https://www.geostat.ge/media/41649/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9D-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98—2021-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-III-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98.pdf

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 2,1  პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში-2,9 პროცენტუი პუნქტით.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენია უმუშევრობის დონე სქესის მიხედვით 2018-2021 წლებში, კვარტალურ ჭრილში.[3]

დიაგრამა 5: უმუშევრობის დონე სქესის მიხედვით

წყარო:https://www.geostat.ge/media/41649/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9D-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98—2021-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-III-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98.pdf

დასაქმება და უმუშევრობა ბოლო 4 წლისთვის

ცხრილი 1: დასაქმება და უმუშევრობა

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba

მოცემულ ცხრილს თუ დავაკვირდებით, მარტივად შეიძლება ითქვას, რომ 2021 წლის III კვარტლის სამუშაო ძალის მაჩვენებელი წლის დასაწყისტან შედარებით მაღალია, მეტიც ის 2019 და 2020 წლის მაჩვენებლებსაც აჭარბებს.იგივე შეიძლება ითქვას დასაქმებულთა რაოდენობაზეც (თუ არ ჩავთვლლით 2019 წლის მონაცემს). საერთო ჯამში, რომ შევაჯამოთ ის, რაც უკვე აღვნიშნეთ, უკეთესია თუ ცხრილის მეოთხე სტრიქონსს მივაქცევთ ყურადღებას. უმუშევრობის დონე წლის დასაწყისთან შედარებით შემცირებულია. თუმცა მაღალია 2018 და 2019 წის მაჩვენებლებთან.

მიგრანტები

აქვე,აუცილებლად უნდა შევეხოთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს. კერძოდ, ქართველი მოსახლეობის მიგრაციას საზღვარგარეთ სამუშაოს ძიების მიზნით. ცხადია, რომ ამ ნაბიჯის მიზეზი ქვეყანაში არსებული მდგომარეობაა დასაქმებიის კუთხით.

ცხრილი 2: მიგრაცია

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/322/migratsia

ცხრილის მიხედვით ნათელია, რომ 2018 და 2019 წლებში შემოსული პირების რაოდენობა ნაკლები იყო გასული პირების რაოდენობაზე. ეს ერთი მხრივ იმაზე მეტყველებს, რომ ბევრი ადამიანი გადის სხვა ქვეყნებში სამუშაოს საძიებლად. 2020 წლის ეს მაჩვენებელი კი შეიძლება ავხსნათ შემდეგნაირად:1. COVID-19 ის გამო ქვეყანაში „ჩაკეტილი“ იყო საზღვრები, 2. ბევრი ქართველი მოქალაქე, რომელიც უცხოეთში იყო  დასაქმეული პანდემიის გამო უკან დაბრუნდა. ცხადია, სალდო 2021 წელსაც არ იქნება დიდი ბოლოს ჩამოთვლილი მიზეზების გამოც.

უმუშევრობის პრობლემა

უმუშევრობა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულად მოგვარებადი პრობლემაა. ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოში ზედა ასაკობრივი ზღვარი არ არის დაწესებული, რადგან საპენსიო ასაკის მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობა საკმაოდ მაღალია. პენსიონერიც შეიძლება უმუშევრად ჩაითვალოს.საქართველოს შრომის ბაზარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია: არ არის დაწესებული მინიმალური ხელფასის სავალდებულო ზღვარი, იოლია სამუშაოზე აყვანა- გათავისუფლება, არ არის უმუშევრობის დახმარება, სამუშაო საათების მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია, მაგრამ მკაცრად არ კონტროლდება. 

უმუშევრობის პრობლემის სწრაფად გადაჭრასთან დაკავშირებით, გააზრებულად თუ გაუაზრებლად გულისხმობს მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევას მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში. შესაბამისად, მოსახლეობა უნდა აქცევდეს ყურადღებას, თუ რა ტემპით ვითარდება მისი ქვეყნის ეკონომიკა. ასევე უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ უმუშევრობის პრობლემის სრულად გადაჭრა შეუძლებელია (თუ ადამიანებს არ აიძულებ, უფასოდ ან სასურველზე დაბალ ხელფასად იმუშაონ), ხოლო მნიშვნელოვნად შემცირება შესაძლებელია, ოღონდ არა მყისიერად ან 1-2 წელიწადში. მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებშიც კი (მაგალითად, ნორვეგია, სინგაპური) მოსახლეობის 2-3% უმუშევარია. ეს მოსახლეობის ის ნაწილია, რომელიც უკეთ ანაზღაურებად სამსახურს ან მისი პროფესიის შესაფერის სამსახურს ეძებს, ასე ვთქვათ, მობილობის პროცესშია. ასეთ დროს მიჩნეულია, რომ ქვეყანაში უმუშევრობა არ არის გამოწვეული ეკონომიკაში არსებული პრობლემებით. საქართველოში კი, როგორც აღვნიშნეთ, უმუშევრობის მიზეზი მცირე ეკონომიკაა და, შესაბამისად, პრობლემის გადაჭრის გზაც ეკონომიკის ზრდაა. აქვე არ დაგვავიწყდეს, რომ კარგი განათლების მქონე ადამიანს არამხოლოდ გაუიოლდება სამუშაოს პოვნა, ის სხვა ადამიანებისთვისაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. რეცეპტი ნაპოვნია: მეტი განათლება, უკეთესი ეკონომიკური პოლიტიკა და უკეთესი ბიზნესგარემო.[4]

დასკვნა

საბოლოოდ იმის თქმა სჯობს, რომ უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად უკეთესი, მზრდადი ეკონომიკა გვჭირდება. აქ კი აუცილებელია, რომ უმუშევრობის დონე დაბალი იყოს.

მთავრობას უმუშევრობის პრობლემის თანდათანობით გადასაჭრელად ერთადერთი გზა რჩება: ხელი შეუწყოს ქვეყნის მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის მიღწევას და პარალელურად განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე იზრუნოს. ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა კი მრავალ კომპონენტს გულისხმობს, როგორიცაა: პოლიტიკური სტაბილურობა, უსაფრთხოება, კერძო საკუთრების უკეთესად დაცვა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საერთაშორისო სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების გაფართოება და აშ. მთავრობას არ შეუძლია უმუშევრობის პრობლემა საჯარო სექტორში დასაქმების ზრდით გადაჭრას, ეს მხოლოდ ბიუროკრატიული ხარჯების ზრდას გამოიწვევს და ისევ ეკონომიკას დააწვება ტვირთად, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმების ზრდის გამო კერძო სექტორში დასაქმებულები სამუშაო ადგილებს დაკარგავენ.

შესაბამისად, უმჯობესია თუ რაღაც გზებით ეს მაჩვენებელი შემცირდება, ეს კი ეკონომიკურ ზრდას ერთგვარად შეუწყბს ხელს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. 2021 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობა 21,9 %-მდე გაიზარდა, 2021
  2. 2021 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 3,8%-ით გაიზარდა და 22,1% შეადგინა, 2021
  3. სამუშაო ძალის მავენებლები(დასაქმება და უმუშევრობა) 2021 წლის III კვარტალში, 2021
  4. უმუშევრობის პრობლემა, თ. გ.
  5. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
  6. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/322/migratsia