საქართველოს მრეწველობის დარგი და მასზე მოქმედი ფაქტორები

ავტორის სტილი დაცულია

მარიამი მანუკოვი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
III კურსის სტუდენტი
marimanukova24@gmail.com

ანოტაცია

მრეწველობა არის ეროვნული ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი, რომელიც გადამწყვეტ გავლენას ახდენს საზოგადოების პროდუქტიულობის დონეზე. სწორედ ამიტომ, მრეწველობის დარგი, კერძოდ ენერგეტიკა, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, ქიმიური მრეწველობა, კვების მრეწველობა და ა.შ. უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს თანამედროვე ეკონომიკაში. ვფიქრობ, ეს თემა საკმაოდ აქტუალურია თანამედროვე ეკონომიკური სისტემის პირობებში, განსაკუთრებით Covid პანდემიის პერიოდში.  მოდით, თვალი გადავავლოთ იმას, თუ რა მდგომარებაა საქართველოში ამ მხრივ და განვიხილოთ, რა ფაქტორები მოქმედებს მასზე.

Annotation

Industry is one of the most important sectors of the national economy, which has a decisive impact on the level of productivity of society. That is why the industry, namely energy, metallurgy, mechanical engineering, chemical industry, food industry, etc. Plays an important role in the modern economy. I think this topic is quite relevant in the conditions of the modern economic system, especially during the period of the Covid pandemic. Let’s take a look at the situation in Georgia in this regard and consider what factors affect it.

შესავალი

სანამ უშუალოდ ვისაუბრებთ ამ საკითხზე უმჯობესია განვმარტოთ, რა არის მრეწველობა და რა დარგებისგან შედგება ის.

 მრეწველობა ანუ წარმოება მიკროეკონომიკაში არის  საგანთა შექმნის აქტი, კერძოდ კი ისეთი პროდუქტებისა, რომელიც შემდგომში კომერციულად გაიცვლება ან გაიყიდება. მაკროეკონომიკაში კი მრეწველობა არის საქმიანობა, რომლითაც ტრანზაქტორები (ანუ, გაცვლის აგენტები) იყენებენ რესურსებს პროდუქციის გამოსაშვებად; უფრო სპეციფიკურად, ეკონომიკური მრეწველობა საქმიანობაა, რომელსაც კონტროლს უწევს (ასევე პასუხისმგებელი) ინსტიტუციონალური რგოლი, რომელიც იყენებს მუშახელს, კაპიტალს, საქონელსა და მომსახურებას (წარმოების ფაქტორები) სხვა საქონლისა და მომსახურების შესაქმნელად.

მრეწველობის დარგებია:

  • მეტალურგია – შავი მეტალურგია, ფერადი მეტალურგია;
  • ენერგეტიკა – ელექტროენერგეტიკა, ნავთობის მრეწველობა, ატომური ენერგეტიკა;
  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა – სამთო-ქიმიური მრეწველობა;
  • მანქანათმშენებლობა – გემთმშენებლობა, ავიამშენებლობა, ავიამშენებლობა;
  • ქიმიური მრეწველობა;
  • კვების მრეწველობა;
  • მსუბუქი მრეწველობა – საფეიქრო მრეწველობა, ტყავ-საგალანტერიო; მრეწველობა, სამკერვალო მრეწველობა; [1]

სტატისტიკური ინფორმაცია მრეწველობის დარგსა და მასზე მოქმედ ფაქტორებზე

მოდით თვალი გადავავლოთ 2014-დან 2021 წლამდე საქართველოში მრეწველობასთან და მასზე მოქმედ ფაქტორებთან დაკავშირებულ მდგომარეობას და ცვლილებებს.

ცხრილი 1. მრეწველობის დარგი და მასზე მოქმები ფაქტორები

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/77/mretsveloba

როგორც ცხრილიდან ჩანს, მრეწველობის დარგის ბრუნვაზე მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: გამოშვებული პროქუცია, დამატებული ღირებულება, შუალედური მოხმარება, ფიქსირებული აქტივები, დასაქმებულთა რაოდენობა და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.

2014-დან 2020 წლამდე ბრუნვის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა 9.0 მლრდ. ლარიდან 15.9 მლრდ. ლარამდე. თუმცა 2021 წლის პირველივე კვარტლიდან დაიწყო მნიშვნელოვანი კლება და 4.1-მდე დაეცა. თუმცა მესამე კვარტალში 5.6-მდე გაიზარდა.

ბრუნვის მოცულობის პირდაპირპროპორციულად გამოშვებული პროდუქციის მოცულობაც 2021 პირველ კვარტალში 13.9-დან 3.3-მდე შემცირდა, თუმცა მესამე კვარტალში მცირედით გაიზარდა 4.7 მლრდ. ლარამდე.

რაც შეეხება დამატებულ ღურებულებას, შუალედურ მოხმარებასა და ფიქსირებულ აქტივებს, ცხრილიდან ჩანს, რომ ისინი ბრუნვის მოცულობის პირდაპირპროპორციულია და 2014-დან 2020 წლამდე მათი მოცულობაც გაიზარდა. სამწუხაროდ 2021 წლის მონაცემები მათ შესახებ ჯერჯერობით არ მოგვეპოვება, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რიმ ისინიც შემცირებულია.

დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა წლების განმავლობაში. 2020 წლიდან 2021 წლის პირველ კვარტლამდეც კი უმნიშვნელოდ შემცირდა. ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 2014 წლიდან 2021 წლის მესამე კვარტლამდე მუდმივად იზრდება.

საქართველოს სამრეწველო წარმოება

სამრეწველო წარმოება საქართველოში 2021 წლის მესამე კვარტალში 34.30 პროცენტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით.

დიაგრამა 1. სამრეწველო წარმოება საქართველოში

წყარო: https://tradingeconomics.com/georgia/industrial-production  

საქართველოში სამრეწველო წარმოება ზომავს ეკონომიკის ინდუსტრიულ სექტორში ინტეგრირებული ბიზნესების გამომუშავებას, როგორიცაა წარმოება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და კომუნალური მომსახურება.

ცხრილი 2. სამი ტიპის წარმოება საქართელოში, ცვლილებები მარაგებში  და მასთან დაკავშირებული ინდექსი.

წყარო: https://tradingeconomics.com/georgia/industrial-production

მრეწველობის დარგის თანამედროვე მდგომარეობის მიმოხილვა საქართველოში

როგორც უკვე აღვნიშნე, მრეწველობა მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, რამდენადაც მისი ეფექტიანი ფუნქციონირების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის წინსვლა, მოსახლეობის კეთილდღეობა, ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოება მისი განმტკიცება, დაცვა და შენარჩუნება, სიღარიბის დაძლევა, ქვეყანაში არსებული შრომითი რესურსების დასაქმების უზრუნველყოფა. ქვეყნის მრეწველობის წინაშე არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სტრატეგიული ხასიათის მრავალი ამოცანა დგას, რომელთა მნიშვნელობა განსაკუთრებით ისეთ პერიოდში იზრდება, როგორშიც ამჟამად საქართველოა.

საქართველოში სამეწარმეო საქმიანობა უძველესი პერიოდიდან იწყება. ვითარდებოდა ოჯახური მეწარმეობა და ხელოსნობა, რასაც ჩვენს ერამდე მოღწეული ნაკეთობები მოწმობს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებელი სამრეწველო პოლიტიკა არასოდეს ჰქონია. მისი სამრეწველო დარგობრივი სტრუქტურა, განვითარების პრიორიტეტები, მასშტაბები განისაზღვრებოდა ერთიანი საკავშირო სახალხო მეურნეობის კომპლექსის განვითარების საერთო ინტერესებით. ქვეყნის მრეწველობა, როგორც ცენტრში მისი შემადგენელი ნაწილი (იგი იძლეოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სამრეწველო პროდუქციის 1,6-1,8%), განისაზღვრებოდა ორგანიზაციულ-ეკონომიკურ ურთიერთობათა სქემაში “თამაშების წესების” მისთვის წინასწარ მინიჭებული უფლებით, ხოლო ახალი სამეურნეო კავშირების მოშლის შედეგებმა სამრეწველო წარმოების მკვეთრი დაცემა გამოიწვია.

დღეს სამრეწველო წარმოება, როგორც საერთოდ ეკონომიკა, მართვის როგორც მიკრო, აგრეთვე მაკროდონეზე, ღრმა კრიზისს განიცდის. გამოაშკარავდა საბაზრო მექანიზმების “ღვთაებრივი” ხასიათის, ბაზრის თვითრეგულირების უნივერსალური ბუნების, “უხილავი ხელის” განსაკუთრებულობის და სხვა თეორიების უარყოფითი შედეგი.[2]

სამრეწველო პოლიტიკა

საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში აქტუალური იქნება აქტიური სამრეწველო პოლიტიკის გატარება, რომლის ხელშემწყობი იქნება:

  1. ხელისუფლების მხრიდან მრეწველობის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად მიჩნევა;
  2. გადამმუშავებელი დარგებისა და ქვედარგების აქტიური განვითარებისათვის მხარდაჭერა, რომელთა პროდუქციაზე მოთხოვნა ფიქსირდება და საქართველოს შეუძლია მისი წარმოება;
  3. ინვესტორებისათვის შესაბამის სამრეწველო წარმოებაში სახსრების დასაბანდებლად გარკვეული შეღავათების დაწესება;
  4. სასურველი და აუცილებელია, ეკოლოგიაზე ზიანის მიუყენებლად ელექტროენერგეტიკის განვითარება;
  5. საჭიროა მანქანათმშენებლობის იმ ქვედარგების უპირატესი განვითარება, რომელთაც შეუძლიათ ახალი ტექნოლოგიების საფუძველზე შექმნილი საწარმოების საშუალებით უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ეს ეხება ელექტროტექნიკურ მრეწველობასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობას;
  6. უპირატესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მეცნიერებატევადი დარგების განვითარებას;
  7. ქიმიური და ნავთობქიმიური მრეწველობის დარგებიდან, რომლის ნედლეულია ბარიტი, კალციტი, ცელოლიტი და სხვ. ქვედარგების განვითარების ხელშეწყობა. კადრები და სიმძლავრეები ნაწილობრივ ქვეყანას ჯერ კიდევ გააჩნია;
  8. შავი და ფერადი მეტალურგიის საწარმოების განვითარების უზრუნველყოფა და სხვა.

ასევე მნიშვნელოვანია მსუბუქი მრეწველობის განვითარებისათვის სანედლეულო ბაზის გაძლიერება და მისი რაციონალური გამოყენება. ყველაზე კარგი პერსპექტივები კი კვების მრეწველობას გააჩნია როგორც ნედლეულის მრავალფეროვნების, ისე ეკოლოგიური ფაქტორის გათვალისწინებით. [2]

ეკონომიკური ზრდა სამრეწველო სფეროში

2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემ­­ცირდა. 2020 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობა პროგნოზირებდა, რომ 2021 წელს ეკონომიკა 4.3%-ით გაიზრდებოდა. პანდემიის გამო დაწესებული ეკო­ნომიკური შეზღუდვებიდან გამომდინარე, იანვარ­­ში ეკონომიკა 11.5%- ით შემცირდა, თებერვალში კი 5.1%-ით. მარტიდან ეკონომიკამ ზოგადად და მათ შორის სამრეწველო სფეროშიც ზრდა დაიწყო, რაც სამი მიზეზით იყო განპირობებული:

  1. შეზღუდვები შემ­­სუბუქდა;
  2. 2020 წლის გაზაფხულიდან დაფიქსირე­ბულმა ეკონომიკურმა კლებამ, ე.წ. საბაზისო ეფექტის როლი ითამაშა და წელს ზრდის მიღწევა გაამარტივა;
  3. მსოფლიო ეკონომიკამ ზრდა დაიწყო;

დიაგრამა 2. საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი

წყარო: https://forbes.ge/gasuli-tseli-da-2022-tslis-gamotsvevebii/

მიმდინა­რე წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა. ჯამში, პირველ კვარტალში ეკონომიკა 4.1%-ით შემცირდა.

მე-2 კვარტალში ეკონომიკა 29%-ით გაიზარდა, რა­შიც ყველაზე დიდი წვლილი საბაზისო ეფექტმა შეიტა­ნა – 2020 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებულმა ეკონომიკის 14.5%-იანმა კლებამ.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მე-3 კვარ­­ტალში ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა. 10 თვის (იანვარ-ოქტომბრის) მონაცემებით კი ეკონომიკური ზრდა 10.5%-ია, რაც მიანიშნებს, რომ 2021 წლის წლიური ეკონომიკური ზრდა 10-11%-ს შორისაა.

ცნობილია, რომ 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა შემდეგ დარგებ­­ში დაფიქსირდა: ხელოვნება, გართობა და დასვენება – 47%, საფინანსო საქმიანობა – 29%, ინფორმაცია და კომუნიკაცია – 28% და ჯანდაცვა – 27%. 14%-იანი კლე­ბა დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში. სოფლის მეურნეობა 2.4%-ით შემცირდა.[3]

დასკვნა

აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთსამრეწველო საწარმოებისათვის უახლესი ამოცანაა საწარმოთა გამოყვანა გაჭიანურებული კრიზისიდან. ამასთან, აუცილებელია მათი აქტიური მხარდაჭერა და რეაბილიტაცია, შესაბამის წარმოებათა დაჩქარება, ხელსაყრელი გარემოს შექმნა ინვესტიციების მოზიდვისა და ეფექტიანი საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად.
აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ გააცნობიეროს მრეწველობის, როგორც მთავარი მამოძრავებელი სექტორის, მნიშვნელობა ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების და კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნის სტრატეგიაში.
თანამედროვე ტექნოლოგიებსა და უნარჩვევებზე დაფუძნებული, რესურსების დამზოგველი და ენერგოეფექტური, გარემოსადმი უსაფრთხო და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული სამრეწველო პროდუქტების წარმოებამ კომპასის როლი უნდა შეასრულოს სხვა სექტორებისათვის.
მხოლოდ ეკონომიკურად, სოციალურად და ეკოლოგიურად დაბალანსებული წარმოება (ინფრასტრუქტურა) უნდა იყოს დასაშვები და მიზანშეწონილი, რათა უზრუნველვყოთ რეალური ზრდა და მდგრადი განვითარება.
ახალი პროდუქტების შექმნა და ინდუსტრიული მოდერნიზაცია უნდა განხორციელდეს ინვესტიციებით ინოვაციებში, ახალ ტექნოლოგიებში, კვლევებსა და განვითარებაში, სწავლებაში, რაშიც წამყვანი როლი უნდა იკისროს სახელმწიფომ ამ სფეროს კომერციალიზაციასთან ერთად.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მრეწველობა – ვიკიპედია (wikipedia.org)
  2. შ. მინდიაშვილი. „საქართველოს მრეწველობის ისტორიული განვითარება და თანამედროვე მდგომარეობის კვლევა“
  3. ბ. ნამჩავაძე. „გასული წელი და 2022 წლის გამოწვევები“. 2022
  4. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/77/mretsveloba
  5. https://tradingeconomics.com/georgia/industrial-production
  6. https://forbes.ge/gasuli-tseli-da-2022-tslis-gamotsvevebii/