ოლიმპიადის გავლენა მასპინძელი ქვეყნების ეკონომიკაზე

ავტორის სტილი დაცულია

უჩა ჯავახიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
ბაკალავრიატის სტუდენტი
uchajavaxidze@gmail.com

ა ნ ო ტ ა ც ი ა

თანამედროვე ოლიმპიური თამაშები არის წამყვანი საერთაშორისო სპორტული ღონისძიება, სადაც წარმოდგენილია ზაფხულისა და ზამთრის სპორტული შეჯიბრებები და მასში მონაწილეობას იღებს ათასობით სპორტსმენი. ოლიმპიური თამაშები ითვლება მსოფლიოში უმთავრეს სპორტულ შეჯიბრად, რომელშიც 200-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. ოლიმპიური თამაშები ჩვეულებრივ ტარდება ოთხ წელიწადში ერთხელ, ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიადის მონაცვლეობით ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ოთხწლიან პერიოდში.(1)  დღეს მინდა ვისაუბრო იმ ეკონომიკურ ხარჯებსა თუ მოგებაზე, რომლებსაც იღებენ ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყნები და შევეცდები დაგანახოთ ის რეალური გარემო, რისი გამოვლაც მასპინძელ ქვეყნებს უწევთ ან მოუწიათ წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით.

The modern Olympic Games are leading international sporting events featuring summer and winter sports competitions in which thousands of athletes from around the world participate in a variety of competitions. The Olympic Games are considered the world’s foremost sports competition with more than 200 nations participating. The Olympic Games are normally held every four years, alternating between the Summer and Winter Olympics every two years in the four-year period. Today I would like to talk about the economic costs or profits incurred by the host countries of the Olympics and I will try to show the real environment that the host countries have to face or have had based on past experience.

ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ პირველი ოლიმპიური თამაშები საბერძნეთში ძვ.წ 776 წელს ქალაქ ოლიმპიაში ჩატარდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ოლიმპიადა მკვეთრად განვითარდა მას შემდეგ, რაც პირველი თანამედროვე თამაშები ჩატარდა 1896 წელს. ამ პერიოდში უკვე მნიშვნელოვნად განვითარდა სპორტსმენების პროფესიონალური მიდგომა შეჯიბრებების მიმართ, განვითარდა ტრანსპორტი და ტექნიკა, რამაც საშუალება მისცა მსოფლიოს ყველა წერტილიდან ნაკრები სპორსტმენების შეკრებასა და მათი თამაშების სატელევიზიო არხებით გადაცემას, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა როგორც ღონისძიების ჩატარების ხარჯები, აგრეთვე მისგან მიღებული შემოსავლებიც. (2)

ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც  ქვეყნებს ოლიმპიადის ჩატარება თავიანთ ქვეყანაში ან ქალაქში შეიძლება მოუნდეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაზე გამოკვეთილი მიზეზი, რაც მის მასპინძლობას ახლავს თან, მისგან მიღებული ეკონომიკური სარგებლის მიღებაა.(3) ვინაიდან ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა საკმაოდ პრესტიჟულად ითვლება, ქვეყნები და ქალაქები მილიონობით დოლარს ჩამოდიან ამ შანსისათვის. ისინი მიიჩნევენ, რომ ოლიმპიადის შედეგად ტურიზმი და უცხოური ინვესტიციები იმდენად დიდი იქნება, რომ ეკონომიკას საბოლოო ჯამში მოგებას მოუტანს(4).

 თუმცა ზოგიერთი თვლის, რომ ოლიმპიადის ჩატარება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ის ნაკლებ მომგებიანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ხშირ შემთხვევაში ოლიმპიადის მასპინძელ ბევრ ქალაქს ვალი ედება. განსაკუთრებით წამგებიანია მასპინძლობაზე ფსონის ჩამოსვლა ისეთი ქალაქებისთვის, სადაც არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

მასპინძელი ქალაქები შეირჩევა ღონისძიებამდე დაახლოებით შვიდი წლით ადრე ღია სატენდერო პროცესის მეშვეობით. მასპინძელი ქალაქები პასუხისმგებელნი არიან ღონისძიების ორგანიზებისთვის მთელ კანონპროექტზე, თუმცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, როგორც წესი, აწვდის გარკვეულ სახსრებს ხარჯების დასაფარად(3)

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში მასპინძლობაზე ფსონის დადება მილიონობით დოლარი ღირს. გარდა ამისა, ქალაქები 50-დან 100 მილიონ აშშ დოლარამდე ხარჯავენ კონსულტაციებში, ღონისძიებების დაგეგმვაში და მგზავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებში.

თავად ოლიმპიადის მასპინძლობა კიდევ უფრო ძვირია, ვიდრე ფსონის გაკეთება. 2008 წელს ბეიჯინგმა ოლიმპიური თამაშების ჩატარებისთვის დაახლოებით 40 მლრდ $ დახარჯა. მას შემდეგ, რაც ქალაქის ფსონი წარმატებული აღმოჩნდება და ოლიმპიადის მასპინძლად აირჩევენ, ქალაქში მთელი რიგი განახლებები იწყება – აგებენ გზებს, რკინიგზებს, აუმჯობესებენ აეროპორტებს და ა.შ.(4)

მასპინძელი მთავრობების მიერ თამაშების დაწყებამდე ჩატარებული ან დაკვეთით ჩატარებული ზემოქმედების კვლევები ხშირად ამტკიცებს, რომ ღონისძიების მასპინძლობა დიდ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნით, ტურისტების მოზიდვით და საერთო ეკონომიკური პროდუქტიულობის გაზრდით. თუმცა, თამაშების შემდეგ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს სავარაუდო სარგებელი საეჭვოა.

მაგალითად, 2002 წლის სოლტ ლეიკ სიტის თამაშების შესწავლისას, მეთესონმა, მასაჩუსეტსის წმინდა ჯვრის კოლეჯის ეკონომისტებთან რობერტ ბაუმანთან და ბრაიან ენგელჰარდტთან ერთად, აღმოაჩინა, რომ ამ პროცესებს მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტის მოხდენა შეუძლიათ უმუშევრობაზე. კერძოდ, ამ პერიოდში შეიქმნა მხოლოდ შვიდი ათასი ახალი დამატებითი სამუშაო ადგილი,ეს გახლდათ თანამდებობის პირების მიერ რეალურად დაპირებული ახალი სამუშაო ადგილების  მხოლოდ მეათედი. აგრეთვე 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის დროს შექმნილი ორმოცდარვა ათასი დროებითი სამუშაო ადგილიდან მხოლოდ 10 პროცენტი მიიღეს ადრე უმუშევარმა ადამიანებმა.  როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კვლევა განმარტავს, ოლიმპიადის მშენებლობით შექმნილი სამუშაო ადგილები ხშირად დროებითია. აგრეთვე, თუ მასპინძელი რეგიონი არ განიცდის მაღალი უმუშევრობის პრობლემას, სამუშაოებს ძირითადად უკვე დასაქმებული მუშები იღებენ, რაც ამცირებს გავლენას უმუშევრობის შემცირების გრძელვადიან ეფექტზე.

ეკონომისტებმა ასევე დაადგინეს, რომ ოლიმპიადის გავლენა ტურიზმზე არაერთგვაროვანია. უსაფრთხოების ნაკლებობა, ხალხმრავლობა და მაღალი ფასები, რაც ოლიმპიადებისთვისაა დამახასიათებელი, შეიძლება ბევრი ვიზიტორისათვის დამაბრკოლებელიც კი აღმოჩნდეს.

აღსანიშნავია, რომ ბარსელონამ, რომელიც  1992 წლის ოლიმპიადას მასპინძლობდა, მნიშვნელოვანად დიდი ბენეფიტები მიიღო ტურიზმის კუთხით. ოლიმპიადის თამაშების შემდეგ ბარსელონამ მე-11 ადგილიდან მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, როგორც ყველაზე მიმზიდველმა და პოპულარულმა ადგილმა ევროპაში.  რაც შეეხება სიდნეისა და ვანკუვერს, მათ მხოლოდ მცირე ზრდა ნახეს ტურნირის მასპინძლობის შემდეგ, ხოლო ლონდონმა, პეკინმა და სოლტ ლეიკ სიტიმ მხოლოდ ტურიზმის კლებით დაასრულეს ოლიმპიადა.

ბრაზილია გახლდათ სამხრეთ ამერიკის პირველი ქვეყანა, რომელიც მასპინძლობდა 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებს. დაახლოებით ამ თამაშების ღირებულებამ 20 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, მხოლოდ ქალაქ რიოში მინიმუმ 13 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ეს ხარჯები საკმაოდ მძიმედ დააწვა ბრაზილიას და ღრმა რეცესია გამოიწვია. რიომ ფედერალური მთავრობისგან 900 მილიონი დოლარის დახმარება მოითხოვა, რათა დაეფარა ოლიმპიური თამაშების საპოლიციო ხარჯები და აენაზღაურებინა საჯარო თანამშრომლების ხელფასები. ქალაქს ასევე მოუწია დიდი ინვესტიციების ჩადება ინფრასტრუქტურის ფართო სპექტრში, რომელიც მიზნად ისახავდა რამდენიმე ძველი უბნის განახლებასა და რესტავრაციას, თუმცა შემდგომში ამ ადგილების უმეტესობა მიტოვებული ან ნაკლებად გამოყენებადი გახდა.(2)(5)

თუ ტოკიოს მაგალითს განვიხილავთ, მას მასპინძლობაზე ფსონის დადება 12 მლრდ$ დაუჯდა. ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, მხოლოდ საოპერაციო ხარჯებზე დაყრდნობით, 2020 წლის ტოკიოს თამაშები გახლდათ “ყველაზე ძვირადღირებული რეკორდული თამაშები“. აღსანიშნავია, რომ ტოკიოს ოლიმპიადა ჯამში 26 მლრდ დოლარი დაჯდა. საკმაოდ დიდი იყო აქტიურობა სატელევიზიო ტრანსლაციებისა და სპონსორებისა, საიდანაც ქვეყანამ საკმაოდ დიდი შემოსავალი დააგენერირა. თუმცა ტელევიზიიდაან შემოსული შემოსავლების ნახევარი ყოველთვის საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მიაქვს და რეალურად ხარჯებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა(6). უნდა აღინიშნოს აგრეთვე, რომ COVID-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა ხარჯების გადაჭარბების საკითხი: თამაშების ერთწლიანმა გადადებამ ტოკიოს დაახლოებით 2,8 მილიარდი დოლარი დააკარგვინა. ამ პერიოდშივე  ქალაქმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსული შემთხვევების გაზრდის გამო, ამ გადაწყვეტილებამ გულშემატკივრების მოლოდინები შეცვალა. აკრძალვამ დაახლოებით 800 მილიონი დოლარის შემოსავალი დააკარგვინა იაპონიას, რომელიც გაყიდული ბილეთებიდან და ათიათასობით გაუქმებული სასტუმროს ნომრებიდან უნდა შემოსულიყო. იმავდროულად, პანდემიის პირობებში გაიზარდა უკმაყოფილება თამაშების მასპინძლობის გამო. საზოგადოება და  მომიტინგეები აკრიტიკებდნენ მთავრობას ვინაიდან მათ პრიორიტეტი მიანიჭეს თამაშების ჩატარებას, ნაცვლად ჯანდაცვის მოგვარებისა და ვაქცინაციის ტემპის გაზრდისა. განსაკუთრებით აღმაშფოთებელი მომიტინგეებისათვის ის გახლდათ,რომ თამაშების ჩატარების პერიოდისათვის, კონკრეტულად 2021 წლის ივნისისათვის, იაპონიამ სრულად აცრა თავისი მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 8 პროცენტი. (3)

მნიშვნელოვანია შევეხოთ, ახლა მიმდინარე პეკინის ზამთრის ოლიმპიადასაც. დაახლოებით თოთხმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პეკინმა 2008 წლის 40 მილიარდი დოლარის ღირებულების ზაფხულის ოლიმპიადას უმასპინძლა (შემოსავალი3.6 მლრდ$). წლევანდელ ოლიმპიადას კი რაც შეეხება, ოფიციალური ბიუჯეტი მხოლოდ 3,9 მილიარდი დოლარია.  რაც მნიშვნელოვანი გონივრული ფინანსური დაგეგმვისა და ჭკუის სწავლის მანიშნებელია. თუმცა, როგორც წინა თამაშებში, რეალური ხარჯები სავარაუდოდ აქაც  გაიზრდება.(2)

დასაწყისში ვახსენე, რომ ოლიმპიადის მასპინძლობის მთავარი მიზეზი ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყოველთვის ასე არ არის. თამაშების მასპინძლობის სურვილი შესაძლოა განპირობებული იყოს ქვეყნის ლიდერების ეგოებით ან ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების სადემონსტრაციოთაც. ძნელია სხვაგვარად აიხსნას რუსეთის მიერ 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე 51 მილიარდი დოლარის დახარჯვა ან 2008 წლის პეკინის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ჩინეთის 40 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. იმ ქვეყნებში, სადაც მთავრობა არ არის ანგარიშვალდებული ამომრჩევლების ან გადასახადის გადამხდელების წინაშე, სავსებით შესაძლებელია, რომ მთავრობა ჩაერთოს უსარგებლო ხარჯებში, რაც ამდიდრებს კერძო მრეწველების ან მთავრობის ლიდერების მცირე ჯგუფს შედეგების გარეშე. უცნაურია, თუმცა მიუხედავად ასეთი დიდი ხარჯისა, განსხვავებით პეკინისაგან, რუსეთმა სოჭის ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლით დაასრულა, კერძოდ ეკონომიკური მოგება 60 მილიონ დოლარს უდრიდა.(3)

ეკონომისტები თანხმდებიან იმის თაობაზე, რომ ოლიმპიურ თამაშებს სჭირდება რეფორმები, რათა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მასპინძელი ქვეყნებისათვის. ბევრმა აღნიშნა, რომ IOC სატენდერო პროცესი ხელს უწყობს ფულის ფუჭად ხარჯვას და საჭიროებს ცვლილებებს.

ამის საპასუხოდ, IOC-მა პრეზიდენტ თომას ბახის ხელმძღვანელობით ხელი შეუწყო რეფორმების განმახორციელებელი პროცესების გატარებას. კერძოდ, 2020 წელს გაიწერა ოლიმპიური დღის წესრიგი. მასში მოცემულია რეკომენდაციები ტენდერის ღირებულების შემცირებასთან დაკავშირებით, რაც მასპინძელ ქვეყნებს აძლევს საშუალებას გაზარდონ მოქნილობა არსებული სპორტული ობიექტების გამოყენებაში, აგრეთვე წაახალისოს პრეტენდენტები თამაშების ჩატარების მდგრადობის განვითარებაში. რეკომენდაციები ეხება აგრეთვე  გარე აუდიტისა და სხვა გამჭვირვალობის ზომების გაზრდასაც.(2)

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუ ქალაქში არ არსებობს ოლიმპიური თამაშებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ოლიმპიადის ჩატარება უფრო დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ვიდრე მისგან მოგების მიღებაა შესაძლებელი. ამიტომ, მიუხედავად პრესტიჟულობისა, ოლიმპიადის მასპინძლობა ყოველთვის არ არის გონივრული იდეა. მას თან ახლავს ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯები. დროის დიდი მონაკვეთის გამო კი თითქმის შეუძლებელი ხდება ამ რისკებისგან თავის დაღწევა. აგრეთვე ნათლად გამოჩნდა, რომ ზოგიერთი ქვეყანა ასეთ მასშტაბურ ღონისძიებებს იყენებს თავისი ძალების სადემონტრაციოდ, რითაც ცდილობენ მსოფლიოს თავიანთი პომპეზურობა დაუმტკიცონ, ხოლო ოლიმპიადა და ოლიმპიადის ეკონომიკა კი ნამდვილად იძლევა ამის საშუალებას.

გამოყენებული ლიტერატურა

1)https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98
2) https://www.cfr.org/backgrounder/economics-hosting-olympic-games
3)https://pubs.aeaweb.org/doi/pdfplus/10.1257/jep.30.2.201
4) https://orjerori.ge/ekonomika/olimpiadis-ekonomika
5)https://www.investopedia.com/articles/markets-economy/092416/what-economic-impact-hosting-olympics.asp#citation-11
6)https://olympics.com/ioc/funding