საქართველოს მშენებლობის სექტორის ანალიზი

ავტორის სტილი დაცულია

მარიამი მანუკოვი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
III კურსის სტუდენტი
marimanukova24@gmail.com

ანოტაცია

მშენებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია ადამიანების ცხოვრებაში, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას. სამშენებლო პროცესები მოიცავს მთელ რიგ ორგანიზაციულ, საპროექტო, სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოებს, ასევე საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან ურთიერთქმედებას ასეთი სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მშენებლობის დარგი უდიდეს გავლენას ახდენს თანამედროვე ეკონომიკაზე, კერძოდ, საწარმოო ძალების განვითარებასა და გადაადგილებაზე, ქვეყნის საწარმოო პოტენციალის შექმნაზე, ხალხის ცხოვრების დონის მუდმივი აღმავლობის უზრუნველყოფაზე. ვფიქრობ, ეს თემა საკმაოდ აქტუალურია თანამედროვე ეკონომიკური სისტემის პირობებში, განსაკუთრებით Covid პანდემიის პერიოდში. მოდით, თვალი გადავავლოთ იმას, თუ რა მდგომარებაა საქართველოში ამ მხრივ და დეტალურად განვიხილოთ ის.

Annotation

Construction is one of the most important sectors in people’s lives, providing economic growth and development. Construction processes include a range of organizational, design, construction and installation work, as well as interaction with public and private organizations to carry out such work. Therefore, the field of construction has a great impact on the modern economy, in particular, on the development and movement of productive forces, on the creation of the productive potential of the country, on ensuring a constant rise in the standard of living of the people. I think this topic is quite relevant in the conditions of the modern economic system, especially during the period of the Covid pandemic. Let’s take a look at the situation in Georgia in this regard and discuss it in detail.

შესავალი

სანამ უშუალოდ ვისაუბრებთ ამ საკითხზე უმჯობესია განვმარტოთ, რა არის მშენებლობა და გავაანალიზოთ მისი ობიექტები.

მშენებლობა არის მატერიალური წარმოების დარგი, რომლის დანიშნულებაა სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოთა მთელი კომპლექსის შესრულება, ახალი საწარმოო და არასაწარმოო ძირითადი ფონდების ამოქმედება და არსებულის გაფართოება-რეკონსტრუქცია. მშენებლობის მზა პროდუქციას წარმოადგენს საექსპლუატაციოდ გამზადებული ნაშენი (სამრეწველო საწარმოები, საცხოვრებელი სახლები, საზოგადოებრივი შენობები, სხვადასხვა ნაგებობები). [1]

მშენებლობის ობიექტებია: 

  • შენობების მშენებლობა – მოიცავს მსხვილ სამშენებლო ობიექტებს მიწისქვეშა ან მიწისზედა ნაწილებით, საინჟინრო და ტექნიკური საშუალებებით, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა ინდუსტრიის მოსაწყობად, პროდუქციის ან ხალხის შესანახად, ისევე როგორც ადამიანის ცხოვრების მრავალი სხვა მიზნებისთვის.
  • კონსტრუქციების მშენებლობა – მოიცავს სამშენებლო სისტემებს  მიწისზედა ან მიწისქვეშა ტერიტორიით, რომელიც შედგება მზიდი კონსტრუქციებისგან სხვადასხვა საწარმოო და სამრეწველო პროცესების განსახორციელებლად. ამ ტიპის მშენებლობა ასევე მოიცავს გზების, ელექტროგადამცემი ხაზების, რკინიგზის, მილსადენების მშენებლობას და ა.შ. [2]

სტატისტიკური ინფორმაცია მშენებლობის დარგსა და მასზე მოქმედ ფაქტორებზე

მოდით თვალი გადავავლოთ 2014-დან 2021 წლის მესამე კვარტალამდე საქართველოში მშენებლობასთან და მასზე მოქმედ ფაქტორებთან დაკავშირებულ მდგომარეობას და ცვლილებებს.

ცხრილი 1. მშენებლობის დარგი და მასზე მოქმები ფაქტორები

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/80/mshenebloba

როგორც ცხრილიდან ჩანს, მრეწველობის დარგის ბრუნვაზე მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: გამოშვებული პროქუცია, დამატებული ღირებულება, შუალედური მოხმარება, ფიქსირებული აქტივები, დასაქმებულთა რაოდენობა და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.

2014-დან 2020 წლამდე ბრუნვის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა 4.0 მლრდ. ლარიდან 8.2 მლრდ. ლარამდე. თუმცა 2021 წლის პირველივე კვარტლიდან დაიწყო მნიშვნელოვანი კლება და 1.5-მდე დაეცა. თუმცა მესამე კვარტალში 2.3-მდე გაიზარდა.

ბრუნვის მოცულობის პირდაპირპროპორციულად გამოშვებული პროდუქციის მოცულობაც 2021 პირველ კვარტალში 2020 წელთან შედარებით 9.1-დან 1.6 მლრდ. ლარამდე შემცირდა, თუმცა მესამე კვარტალში მცირედით გაიზარდა 2.5 მლრდ. ლარამდე.

რაც შეეხება დამატებულ ღურებულებასა და შუალედურ მოხმარებასა  ცხრილიდან ჩანს, რომ ისინი ბრუნვის მოცულობის პირდაპირპროპორციულია და 2014-დან 2020 წლამდე მათი მოცულობაც გაიზარდა.

ფიქსირებული აქტივები 2015-2016 წლებში 2014-თან შედარებით უმნიშვნელოდ შემცირდა 2.1-დან 1.8 მლრდ. ლარამდე, თუმცა შემდეგ ისევ ზრდა დაიწყო და 2020 წელს 4.6-მდე გაიზარდა. სამწუხაროდ 2021 წლის მონაცემები მათ შესახებ ჯერჯერობით არ მოგვეპოვება, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რიმ ისინიც შემცირებულია.

დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა წლების განმავლობაში. 2014-დან 2019 წლამდე ის იზრდებოდა. 2020 წლიდან უმნიშვნელო შემცირება დაიწყო, თუმცა 2021 წლის მესამე კვარტალში 62.6 ათას კაცამდე გაიზარდა.

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების შემცირება შეინიშნება მხოლოდ 2021 წლის პირველ კვარტალში 1726.0 ლარიდან 1665.2 ლარამდე და უმნიშვნელო შემცირება მესამე კვარტალში 2008.5-დან 2005.3 ლარამდე.

შენობის ხარისხის კონტროლისა და  მშენებლობის ღირებულების ინდექსი

შენობის ხარისხის კონტროლის ინდექსი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  • სამშენებლო რეგულაციების ხარისხი;
  • ხარისხის კონტროლი მშენებლობამდე;
  • ხარისხის კონტროლი მშენებლობის დროს;
  • ხარისხის კონტროლი მშენებლობის შემდეგ;
  • პასუხისმგებლობისა და დაზღვევის რეჟიმები;
  • პროფესიული სერტიფიკაცია; [3]

შენობის ხარისხის კონტროლის ინდექსი იზომება 0-დან 15-მდე და საქართველოში ის 7-ის ტოლია.

ცხრილი 2. შენობების ხარისხის კონტროლის ინდექსი საქართველოსთვის

წყარო: https://www.transparency.ge/sites/default/files/construction_sector_in_georgia.pdf

დიაგრამა 1. მშენებლობის ღირებულების ინდექსი საქართველოსთვის

წყარო: https://www.ceicdata.com/en/georgia/construction-cost-index/construction-cost-index-prev-qtr100-construction-materials

მშენებლობის პროცესი სამშენებლო კომპანია „ანაგის“ მაგალითზე

დამკვეთთან მიღწეული საბოლოო შეთანხმების შემდეგ, კომპანიაში ყველაზე აქტიური პროცესი იწყება, რაც სამშენებლო სამუშაოებისთვის მომზადებასა და მისი უშუალო წარმოებას მოცავს. ეს პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მასში სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებაა ჩართული. კომპანია “ანაგის” გუნდური მუშაობის პრინციპი სწორედ ამ ეტაპზეა ყველაზე მეტად თვალსაჩინო.

  • მშენებლობის წარმოების ჯგუფის შექმნა-დამტკიცება;
  • პროქტის მენეჯერის დანიშვნა;
  • სამშენებლო ტექნიკით და ინვენტარით უზრუნველყოფა;
  • დოკუმენტაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;
  • მასალების და მომსახურების შესყიდვების უზრუნველყოფა;
  • შრომის უსაფრთხოების და დაცვის უზრუნველყოფა;
  • ხარისხის კონტროლის და ტექნოლოგიების პროცედურების დაგეგვმა;
  • იურიდიული მხარდაჭერა; [4]

2022 წლის სამშენებლო პროგნოზები

  • მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა 2022 წელს დაიწყება;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განმარტებით, მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პირველი ფაზა მომდევნო წელს არის დაგეგმილი. დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, მოლაპარაკებები დონორ ორგანიზაციებთან აქტიურად გრძელდება. [5]

  • მთაწმინდა-რუსთაველის 50-მილიონიანი საბაგიროს მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება;

თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მისი თქმით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და საბაგიროს მშენებლობა 2022 წლის ბოლოსთვის დასრულდება. პროექტის განხორციელება 50 მილიონი ლარი ჯდება და ის თითქმის 9 წლის წინ დაიწყო, თუმცა მისი განვითარება განსაკუთრებულად ნელი ტემპებით წარიმართა. ამჟამად, მერიის ინფორმაციით, საბაგიროს გახსნა ერთი წლის ვადაში უნდა მოხდეს. [6]

  • ნიგოზას ქარის სადგურის მშენებლობა 2022 წელს დაიწყება;

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF) პროექტებიდან ქარის ელექტროსადგურებს შორის, სამშენებლო ეტაპზე გადასვლის ყველაზე მეტი პერსპექტივა სოფელ ნიგოზასთან დაგეგმილ სადგურს აქვს. ამის შესახებ BM.GE–ს ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა განუცხადა. მისივე განმარტებით, 2030 წლამდე საქართველოში, დაახლოებით 1300-მდე მეგავატის სიმძლავრის – ქარის სადგურების და 550 მეგავატის მზის ელექტროსადგურების მშენებლობა იგეგმება. [7]

  • საქართველოში პირველი გაზსაცავის მშენებლობის დაწყება 2022 წელს იგეგმება;

გარდაბანში საქართველოს პირველი მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პირველი ეტაპი 2022 წელს იგეგმება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა. მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 250 მლნ ევროს შეადგენს, დაფინანსება მოხდება „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” სახსრებით, რომლებსაც ის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოიძიებს. [8]

საქართველოს მშპ მშენებლობიდან

მშპ საქართველოში მშენებლობიდან საკმაოდ დაბალი იყო 2019 წლის პირველ კვარტალში და 410.7 მლნ. ლარი შეადგინა. შემდგომ კვარტალში ის მნიშვნელოვნად გაიზარდა 673.5 მლნ. ლარამდე. 2020 წლის პირველ კვარტალში ის ისევ შემცირდა 496.1-მდე. მშენებლობიდან მშპ-სთვის შემდეგომშიც დამახასიათებელი იყო რყევები. მაგალითად, 2021 წლის მესამე კვარტალში 440.20 მლნ. ლარამდე შემცირდა 2021 წლის მეორე კვარტალში 507.80 მლნ. ლარიდან.

დიაგრამა 2. საქართველოს მშპ მშენებლობიდან

წყარო: https://tradingeconomics.com/georgia/gdp-from-construction

დასკვნა

აქედან გამომდინარე დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშენებლობა გლობალურ როლს ასრულებს მრავალი ინდუსტრიის განვითარებაში, როგორიცაა: მეტალურგია, სამთო, სამშენებლო მასალების ტრანსპორტირება, სამშენებლო ტექნიკის და სამშენებლო მასალების წარმოება, რაც უდავოდ დიდ ეკონომიკურ ეფექტს ახდენს და მილიონობით სამუშაო ადგილს ქმნის მთელ მსოფლიოში. კაცობრიობის განვითარებასთან ერთად სამშენებლო ინდუსტრიამ ახალი ფორმები შეიძინა და ერთსართულიანიდან მრავალსართულიან მშენებლობამდე გადაიზარდა. ასევე მნიშვნელოვნად შეიცვალა მიდგომა, გამოყენებული სამშენებლო მასალები და მშენებლობის პროცესის დონე.

მშენებლობის სექტორი საქართველოს ეკონომიკაშიც ერთ-ერთი მსხვილი სექტორია. სტატიაში მოცემულ ინფოორმაციაზე დაყდრდნობით, ეს სექტორი საქართველოში საკმაოდ პერსპექტიულია და საჭიროა ამ მხრივ სხვადასხვა სახის ღონისძიების გატარება, რაც, როგორც ვნახეთ, უკვე დაგეგმილია.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. თავისუფალი ენციკლოპედია „ვიკიპედია“. მშენებლობა
  2. АЛЬФА-СПК – производство и поставка оборудования. „Строительство“. 2021
  3. TRANSPARENCY INTERNATIONAL GEORGIA. “Construction sector in Georgia”. 2021
  4. სამშენებლო კომპანია „ანაგი“. მშენებლობა
  5. REPORT NEWS AGENCY. მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა 2022 წელს დაიწყება. 2021
  6. BUSINESS MEDIA GEORGIA. მთაწმინდა-რუსთაველის 50-მილიონიანი საბაგიროს მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება. 2021
  7. BUSINESS MEDIA GEORGIA. ვიმედოვნებთ, რომ ნიგოზას ქარის სადგურის მშენებლობა 2022 წელს დაიწყება – გიორგი ჩიქოვანი. 2021
  8. SPUTNIK საქართელო. საქართველოში პირველი გაზსაცავის მშენებლობის დაწყება 2022 წელს იგეგმება. 2021
  9. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/80/mshenebloba
  10. https://www.transparency.ge/sites/default/files/construction_sector_in_georgia.pdf
  11. https://www.ceicdata.com/en/georgia/construction-cost-index/construction-cost-index-prev-qtr100-construction-materials
  12. https://tradingeconomics.com/georgia/gdp-from-construction