მწვანე ეკონომიკა – ნარჩენების მართვა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები
ავტორის სტილი დაცულია
ცერცვაძე თამარი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
tamari.tsertsvadze109@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
გარემოს დაბინძურება საკმაოდ აქტუალური საკითხია მსოფლიოს მასშტავით, ვფიქრობ რთული იქნება ისეთი ქვეყნის მონახვა, სადაც ერთხელ მაინც არ გაკეთებულა რეპორტაჟი, მოხსენება ან პოლიტიკური დაპირება მაინც ამ თემასთან დაკავშირებით.
ნაშრომში ყურადღებას გავამახვილებ ნარჩენების მართვის პრობლემაზე, რაც გარემოს საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს. დღესდღეობით, საყოფაცხოვრებო ნარჩენების პრობლემა სულ უფრო შემაშფოთებელი ხდება და ის სერიოზულ პრობლემას უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას და მათ საცხოვრებელ გარემოს. მოსახლეობის ზრდასთან ერთად იზრდება მოხმარებული პროდუქტის რაოდენობაც და ეს, საბოლოო ჯამში, სულ უფრო მეტ ნარჩენს წარმოქმნის. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ნარჩენები უსარგებლო სულაც არ არის და მისი დახარისხდებით და გადამუშავებით ბევრი საჭირო პროდუქტის მიღება შეიძლება.
Annotation
Environmental pollution is a very topical issue all over the world, I think it will be difficult to find a country where at least once there has been no report or political promise about this topic.
In the article, I will focus on the problem of waste management, which causes quite a lot of damage to the environment. Nowadays, the problem of household waste is becoming more and more worrying and it poses a serious problem to human health and their living environment. As the population grows, so does the amount of product consumed, and this ultimately generates more and more waste. However, it should be noted, that this waste is not useless at all, and by sorting and processing it, many necessary products can be obtained.
ნარჩენების კომპლექსური მართვა
მწვანე ეკონომიკა ეკონომიკური განვითარების მოდელია, რომელიც დამყარებულია მდგრად გავითარებასა და ეკოლოგიური ეკონომიკის ცოდნაზე. მისი განვითარება ხელს უწობს ბუნებრივი რესურების გონივრულ გამოყენებას და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას, ითვალისწინებს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას, აჩქარებს სუფთა მოხმარების და წარმოების პრაქტიკის განხორციელებას, იზიდავს მწვანე ინვესტიციებს და ქმნის ახალ მწავენ სამუშაო ადგილებს, ასევე, ის აფასებს გარემოს დეგრადირებას და ნატურალური რესურების გამოფიტვას, რაც მოსახლეობის კეთიდლღეობას უწყობს ხელს.
მწვანე ეკონომიკა ცდილობს მოძებნოს ეკონომიკური გადაწყვეტილების პოზიტური ალტერნატივა, მისი მთავარი რეგულატორი არა სახელმწიფო ან კერძო ბიზნესია, არამედ საზოგადოებაა, რომელიც ირჩევს და თავად მართავს მას.
მწვანე ეკონომიკის სექტორებია:
1. ნარჩენების მართვა
2. მწვანე შენობები
3. სუფთა ტრანსპორტი
4. წყლის მენერჯმენტი
5. განახლებადი ენერგია
6. მიწის მართვა [4]
შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით პრობლემები არ ჰქონდეს, ამას განსაკუთრებით დიდ ქვეყნებში ვაწყდებით, სადაც უამრავი ადამიანი ცხოვრობს და საყოფაცხოვრებო თუ სამრეწველო ნარჩენები უზარმაზარ მასშტაბებს აღწევს.
ნაგავსაყრელები კი ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა დაავადებების და ეპირემიების გამომწვევი მიზეზია, ასევე, საკმაოდ დიდ ფართობს იკავებს, აბინძურებს ნიადაგს, ატმოსფეროს და წყლის რესურსებს. სწორედ ამიტომ, მსოფლიო კონცენტრირებულია, რომ მონახოს ნარჩენების მართვის სწორი მიდგომა და თავიდან აიცილოს უამრავი პრობლემა.
2005 წელს იაპონიაში 3R-ის მოდელის დანერგვის იდეა გაჩნდა, რომელიც აღნიშნავს : Reduce -შემცირება, Reuse- ხელახლა გამოყენება, Recycle – გადამუშავება. ცალ-ცალკე ვისაუბროთ თითოეულ მათგანზე:
შემცირება – წარმოადგენს მთვარ ფაქტორს საყოფაცხოვრებო თუ საწარმოო ნარჩენების შემცირებისთვის, რომლის მიზანია ოპტიმალური რაოდენობის სურსათის თუ საქონლის შეძენა, იმისათვის, რომ არ მოხდეს ჭარბი ნარჩენების წარმოქმნა.
ამ კუთხით საკმაოდ მნიშვენლოვანი კითხვაა თუ როგორ შეგვიძლია შევამციროთ ის რასაც ვფლანგავთ( How can I reduce the amount of waste I produce? ), ამისათვის რამდენიმე რჩევა არსებობს : ვიყიდოთ მხოლოდ ის რაც გვჭირდება; ვეძებოთ პროდუქტი, რომლის თავიდან გამოყენებასაც შევძლებთ და ავარჩიოთ პროდუქცია, რომელსაც ნაკლები შეფუთვა აქვს.
ხელახლა გამოყენება – ის უკვე გამოყენებული მეორადი ნივთის ხელახლა გამოყენებას გულისხმობს, მაგალითად მინის ბოთლების უკან, საწარმოში, ჩაბარება მისი ხელახალი გამოყენებისათვის (ჩვეს ქვეყანაში ხშირია მსგავსი ფაქტები). ამ დროს ფულის, ენერგიის და რესურსების დაზოგვა ერთიანად ხდება, რადგან პროდუქტის ტექნოლოგიური დამუშავება საჭირო აღარ არის. [3]
მნიშვენლოვანია, როგორ შევძლებთ ჩვენი პროდუქციის თავიდან გამოყენებას (How can I reuse what I have?) განვიხლავ რამდენიმე რჩევას: ახალი წყლის ყიდვის ნაცვლად, სახლში არსებული ბოთლი გავავსოთ წყლით; ახლის შეძენის ნაცვლად განვაახლოთ ჩვენი კომპიუტერი ან სხვა ტექნოლოგიური მოწყობილობები, უარი ვთქვათ პლასტმასის ჩანთებზე და გადავერთოთ ეკონოლიურად სუფთა პროდუქტით წარმოებულზე. [2]
გადამუშავება – ის მეორადი ნივთების ტექნოლოგიურ დამუშავებას გულისხმობს, რომლის შედეგადაც სხვა პროდუქტის მიღებას შევძლებთ. ამ შემთხვევაში მთვარი უპირატესობა ნედლეულის და რესურების მოხმარების შემცირებაა, რადგან უკვე არსებული ნივთის დამუშვება ხდება. [3]
საინტერესო მაგალითია ქუთაისში არსებული ქაღალდის ქარხანა, სადაც ქაღალდის ყველანაირი სახეობის გადამუშვება ხდება და მიიღება ერთჯერადი ხელსახოცი და სხვა ახალი პროდუქცია. [1]
სამწუხაროდ, საქართველოში მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია ქალაქში განთავსებული მწვანე ყუთების შესახებ, რომელიც უშუალოდ ქაღალდის ჩასაყრელად არის განკუთვნილი, ამ ყუთებს შეხვდებით სასწავლო უნივერსიტეტებშიც, მაგალითად, ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში. [1]
3R-ს კიდევ 2 პრინციპი დაემატა, ესენია ენერგიად გარდაქმნა და განთავსება. ენერგიად გარდაქმნის დროს ნარჩენების სპეციალური ტექნოლოგიებით დამუშავება ხდება და მიიღება ენერგია, ხოლო განთავსება გულისხმობს, ნარჩენების განთავსებას მიწის ზადაპირზე სპეცალურ მეთვალყურეობასთან ერთად. [3]
ნარჩენების ჩარჩო დირექტივა ქმნის ნარჩენების მართვის და პრევენციის ზოგად ჩარჩოს. დიაგრამა 1-ზე გამოსახულია დირექტივა, რომელიც ნარჩენების მართვის ძირითად კონცეფციებს და პრინციპებს გვთავაზოვს, ეს კი ნარჩენების იერარქიაა, მის მიხედვით, ნარჩენების მართვის მეთოდებს შორის უპირატესობა პრევენციას ენიჭება, შემდეგი პრიორიტეტებია პროდუქტის ხელმეორედ გამოყენებისთვის მომზადება, რეციკლირება, აღდგენა (მაგალითად ენერგიის) და ბოლოს ნაგავსაყრელზე განთავსებაა, რაც უკანასკნელი საშუალების სახით განიხილება. [5]
დიაგრამა 1. ნარჩენების ჩარჩო დირექტივა
წყარო: http://environment.cenn.org/app/uploads/2016/08/WMTR_EU-approaches-to-waste-management_201506029.pdf
ნარჩენების კომპლექტური მართვის კონცეფციის მიხედვით, საყოფაცხოვრებო ნარჩენები სხვადასხვა კომპონენტებისაგან შედგება, რომლებიც, იდეალურ შემთხვევაში, არ უნდა შეერიოს ერთმანეთს და მათი რეციკლირება უნდა მოხდეს განცალკევებით, ყველაზე მისაღები ეკოლოგიური და ეკონომიკური მეთორების გამოყენებით.
იმისათვის, რომ ნარჩენების კომპლექსური მართვა მოვახდინოთ, საჭიროა შეიცვალოს შეხედულება საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესახებ, პრობლემისადმი არატრადიციული მიდგომით უფრო იოლია გაკონტრლოდეს რა ხვდება ნაგავსაყრელზე, ვიდრე ის, თუ რა ხვდება ნაგავსაყრელიდან გარემოში.
არსებობ ნარჩნეების კომპექსური მართვის პრინციპები:
1. მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენის შემადგენელი სხვადასხვა კომპონენტისადმი განსხვავებული მიდგომა გამოიყენება
2. მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ამა თუ იმ სპეციფიკური კომპონენტის რეციკლირებისათვის საჭიროა ტექნოლოგიათა და ღონისძოიებათა კომბინაციის გამოყენება (ნარჩენების რაოდენობის შემცირები, მეორადი გადამუშავებისა და კომპოსტირების, პოლიგონებზე დამარხვისა და ნაგვის წვის ჩათვლით)
3. მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების რეციკლირების მუნიციპალური სისტემა უნდა შემუშავდეს კონკრეტული ადგილობრივი პრობლემების გათვალისწინებით და უნდა დაეფუძნოს ადგილობრივ რესურსებს.
4. ნარჩენების გადამუშავების მიმართ კომპლექსური მიდგომა უნდა ემყარებოდეს გრძელვადიან სტრატეგიულ დაგეგმვას, ასევე, უნდა იყოს მოქნილი იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემადგენლობის და რაოდენობის მოსალოდნელ ცვილილებებთან ადაპტაცია და მზადყოფნა რეციკლირების ტექნოლოგიების მისაღებად. [6]
ნარჩენების მართვა საქართველოში
ისევე, როგორც ნებისმიერი ქვეყანაში, საქართველოშიც, მყარი ნარჩენების მართვა ეროვნული, რეგიონული და ადგილობირი მნიშვნელობის გამოწვევაა, რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ და გარემოსდაცვით პრობლემებთან. [7]
საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ქალაქებში და რაიონულ ცენტრებში აგროვებენ, სოფელთა საკმაოდ დიდი ნაწილს კი არ მიეწოდება დასუფთავების სერვისი, სწორედ ამიტომ, მოსახლეობა იძულებულია, რომ ნარჩენები ხეობაში და მდინარის კალაპოტებში გადაყაროს, რაც ასობით არაკონტროლირებად ნაგავსაყრელს წარმოქმნის. ასევე, მცირე ზომის ქალაქებსა და სასოფლო დასახლებებში საკმარისი რაოდენობის ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და ნაგავმზიდი მანქანები არ არის. [7]
ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას თან სთევს წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობის ზრდა. 2015 წელს ქვეყანაში თუკი წარმოებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობა დაახლოებით 900 000 ტონა იყო და ნაგავსაყრელზე აქედან 700 000 ტონა განთავსდა, 2017 წელს ეს მონაცემი – 960 318 ტონამდე გაიზარდა. ექსერტთა შეფასებით ქალაქსა და რაიონებში ნარჩენები რაოდენობით და შემადგენლობით განსხვავდება და 100-280 კგ/სულზე მერყეობს წელიწადში. გასაკვირი არ არის, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით ნარჩენები ერთ სულ მოსახლეზე დედაქალაქში წარმოიქმნდება. [7]
ეკონომიკა ვითარდება და ნარჩენების პრობლემაც იზრდება, ამიტომ საჭიროა სახელმწიფომ მოახდინოს ნარჩენების წარმოქმნის მინიმუმადე დაყვანა და უკვე არსებული ნარჩენებისათვის ეფექტიანი რეგულაციების შემუშვება. აუცილებელია, ვალდებულებები კერძო სექტორებზეც გადანაწილდეს. [7]
პლასტმასის ნაწარმის წარმოება კი ეკონომიკის მზარდი დარგია და მთლიანად იმპორტირებული ნედლეულით ხდება, იმპორტი დივერსიფიცირებულია და ნაწილდება თურქეთს, ჩინეთს, რუსეთს, აზერბაიჯანს და ევროპის სხვა ქვეყნებს შორის. (7)
პლასტმასის წარმოებამ 2018 წელს 357 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქცია შექმნა და წინა წლებთან შედარებით 10%-ით გაიზარდა. 2009-2019 წლებში პლასტმამსის წარმოება ყოველ წლიურად 7%-ით იზრდებოდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მაშტაბით ყოველ წუთს 1 მილიონზე მეტი პლასტმასის ბოთლი იყიდება. ჩვენს ქეყანაში პლასტმასის ტარის წარმოების განვითარება კარგად განვითარებული ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, გაზიანი, მინერალური და სასმელი წყლის წარმოებით არის განპირობებული, რაც პლასტმასის ნაწარმის ექსპორტის მნიშველოვანი ნაწილია. [7]
ნარჩენების მართვის სტრატებიის მიხედვით (2016-2030), საქართველომ ქაღალდის, პლასტმასის, მეტალის და მინის რეციკლირების შედეგად მინიმალურ მიზანს უნდა მიაღწიოს.[7]
2010 წელს ინიციატივა გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ულტრათანამედროვე ნაგვის გადამამუშვებელი ქარხნების მოწყობა მომხდარიყო, შედეგად კი მოსახლეობა გათავისუფლდებოდა დასუფთავების გადასახადისაგან, მიიღებდა უფასო აირს და რაც ყველაზე მთავარია, გარმოს და მოსახლეობას ამ კუთხით ზიანი არ მიადგებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი ქარხნების აშენება ვერ მოხერხდა და დღეს-დღეობით საქართველოში ღია ნაგავსაყრელები გვაქვს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. განასკუთებით საყურადღებო და საფრთხისშემცველი ნაგავსაყრელებიდან გამოჟონილი წყალია, რომელიც სამგორის მაგისტრალის არხში ჩაედინება, შემდეგ კი თბილისის ზღვაში, საიდანაც ნახევარი თბილისი სასმელი წყლით მარაგდება. [1]
უნდა ითვას, რომ გარემოს დაბინძურების მნიშვნელოვანი წყაროა ვადაგასული სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატებიც, განსაკუთრებით კი პესტიციდები, რომელთა ნარჩენების საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში დიდი რაოდენობით შემორჩა. [8]
ევროპის ქვეყნებში ნარჩენების დახარისხება და მათი შემდგომი გადამუშავება საკმაოდ მაღალ ხარისხშია აყვანილი და ნაგავსაყრელზე ნარჩენთა უმცირესი ნაწილი ხვდება, დანარჩენი კი გადამუშავებას ექვემდებარება. საქართველოში კი აქამდე ნარჩენების შესახებ კანონი არ არსებობდა, შესაბამისად ვერ ხერხდებოდა მისი რეგულირება. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნა საქართველოს კანონი – „ნარჩენების მართვის კოდექსი“, რომელიც ნარჩენების მართვისათვის საკანონმდებლო ჩარჩოს განსაზღვრავს. [8]
საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით. ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოს ჩართულობის ზრდას ევროკავშირის სტრატეგიებში, პროგრამებსა და ორგანიზაციებში. ასოცირების შეთანხმების 301-ე პარაგრაფის მიხდევით, მხარეები ურთიერთობებს ააგებენ და გააძლიერებენ მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით. ასევე, მდგრადი განვითარების პრინციპების უპირატესობები და მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაშია აღნიშნული – „საქართველო 2020“ [10]
საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის მიზანია ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს ნარჩენების პრევენციას და მათ ხელახალი გამოყენების ზრდას, მის დამუშავებას უსაფრთხო გზით. ხოლო კოდექსის ამოცანა გარემოზე და ადამანისთან ჯანმრთელობაზე ზრუნვაა: ნარჩენების წარმოქმის და მათი უარყოფითი გავლენის პრევენციით ან შემცირებით, მართვის ეფექტიანი მექანიზმის შექმნით და რესურსების ეფექტიანი გამოყენებით. ეს ყველაფერი კი კოდექსის პირველ მუხლშია გაერთიანებლი, სადაც მოცემული გვაქვს მიზნები და ამოცანები. შემდეგი მუხლი კი რეგულირების სფეროს ეთმობა.
კოდექსის თანახმად, ნარჩენების მართვა ისე უნდა განხორციელდეს, რომ გარემოს და ადამანის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, რაც უფრო კონკრეტულად გულისხმობს:
*საფრთხე არ უნდა შეუქმნას წყალს, ჰაერს, ფლორას, ფაუნას და ნიადაგს
* არ გამოიწვიოს ზიანი
* არ მოახდინოს უარყოფითი გავლენა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი დაცულ ტერიტორიებზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე.
აქვე ვხვდებით დანაგვიანების აკრძალვას: აკრძალულია ნარჩენების გარემოში დაგდება, ან/და მიტოვება. მუნიციპალიტეტი, რომლის ტერიტორიაც დანაგვიანდა, უფლება მოსილია დამნაგვიანებელს მოსთხოვოს ამ ტერიტორიის დასუფთავება, ასევე, ღონისძიების შემდგომი დანაგვიანების შემთხვევაში, ორგანიზატორს აქვს ვალდებულება, რომ დანაგვიანებული ტერიტორია დაასუფთავოს, თუკი გარემო მის მიერ ორგანიზებული ღონისძიების შედეგად დანაგვიანდა და სხვა. [11]
საკვების ნარჩენებად ქცევა და შესაფუთი მასალების ნარჩენების განკარგვა
ადამანთა უმრავლესობა ვერ იაზრებს თუ რამდენ პროდუქტს აგდებს ნაგავში ყოველდღიურად. EPA-ს შეფასებით, 2018 წელს პროდუქტების 42,8 მილიონი ტონა ნაგავსაყრელზე ან დაწვის ობიექტებზე აღმოჩნდა. საკვები პროდუქტების ნარჩენების შემცირებით, ჩვენ შევძლებთ ბიზნესის დახმარებას და საკუთარი ფულადი რესურსების დაზოგვას, ასევე მოვახერხებდით ხიდის გადებას ჩვენსა და იმ საზოგადოებას შორის, რომლებსაც არ აქვთ გამოსაკვებად საკმარისი საკვები. [13]
საკმაოდ რთულად წარმოსადგენია ფაქტი, რომ წარმოებული საკვები პროდუქციის 1/3 ნარჩენებად იქცევა, აღსანიშნავია, რომ ეს მსოფლიო მასშტაბს აღწერს. ნარჩენებად ქცეული პროდუქციის ღირებულება კი 1 ტრილიონი დოლარია, რომელიც 1,3 მილიარდ ტონა საკვებ პროდუქტს გულისხმობს. მსოფლიოს მასშტაბით, 1 მილიარდი მშიერი ადამანის გამოკვება შეიძლება იმ საკვები რესურსით, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრატანეთსა და ზოგადად ევროპაში ნარჩენებად იქცევა. იმ საკვების მოსაყვანად საჭირო ფართობი კი, რომლითაც არავინ იკვებება, ფართობით ჩინეთსაც აღემატება. მსოფლიოს წყლის რესურების 25% იხარჯება იმ პროდუქტის მოსარწყავად, რომელიც საბოლოოდ ნარჩენებად იქცევა, ასევე, არსებობოს პროგნოზი, რომ 2050 წლისათვის დედამიწის მოსახლეობას 2,3 მილიარდი ადამიანი დაემატება, რაც გლობალური სურსათის წარმოების 60-70%-მდე ზრდას მოითხოვს, ან მოსახლეობა უბრალოდ საკვების „გაფუჭებას“ შეწყვეტს. [12]
რაც შეეხება უშუალოდ გზებს, თუ როგორ უნდა შევამციროთ საკვების ნარჩენებად ქცევა:
დაგეგმვა – თუკი შევადგენთ ყოველკვირეულად სიას, თუ რა საკვებს მოვიხმართ, შევძლებთ დროის და ფულადი სახსრების დაზოგვასაც და თუ არ ვიყიდით იმაზე მეტს, ვიდრე ვფიქრობთ რომ მოვიხმართ, შევძლებთ ხელი შევუწყოთ პროდუქტთა ჯანსაღ რეალიზაციას.
მოსამზადებელი რჩევები – უკეთესი იქნება თუკი შევიტყობთ, თუ როგორ უნდა შევინახოთ ხილი და ბოსტნეული სწორად, რათა დიდი ხნის განმავლობაში იყოს გამოყენებადი, ასევე უნდა გავითვალისწინოთ პროდუქტის მალფუჭებადობა, თუ პროდუქტი საკმაოდ მალფუჭებადია უნდა ვეცადოთ რომ მალე მივირთვათ და მაგალითად ხორცეული, რომელიც სწორი შენახვის პრიობებში ბევრად დიდხანს არის ვარგისი, კვირის ბოლოს მოსამზადებლად გადავინახოთ.
შენახვის რჩევები – ჭარბი ხილისა და ბოსტნეულის გაყინვით შევძლებთ მათ გავუხანგრძლივოთ გამოყენების ვადა, განსაკუთრებით ეს ეხება უხვ სეზონურ პროდუქციას. ასევე, ხშირად, საკვებ პროდუქტთა ნაწილი მალე ფუჭდება, ამიტომ მათი სახეობების განცალკევება უნდა მოვახდინოთ, მაგალითად, ბანანი, ვაშლი და პომიდორი ცალკე განვათავსოთ, დანარჩენი ხილი და ბოსტნეული კი მათგან მოშორებით, სხვადასხვა ყუთებში. [13]
რაც შეეხება შესაფუთი მასალების ნარჩენების განკარგვას, 2015 წელს ჩატარებული შეფასების თანახმად, ყოველწლიურად 78 მილიონი ტონა შეფუთვა მზადდება, რაც საბოლოოდ ნარჩენად გადაიქცევა. ზოგადად ნარჩენების ანალიზისას, შეფუთვა გლობალური ნარჩენების ნახევარზეა პასუხისმგებელი, თანაც ყოველწლიურად. შეფუთვის ნარჩენების ნახევარი გადამუშავებადია, რაც ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. 2017 წელს ამერიკაში 51%-ის გადამუშვება მოხდა, დაიწვა ნარჩენების 23% და მხოლოდ 26% განთავსდა ნაგავსაყრელზე. [9]
ზოგადად შესაფუთი მასალის ნარჩენები, რომლებიც არ ექვემდებარება გადამუშავებას, სერიოზულ პრობლემას უქმნის გარემოს, ჰაერს, წყალს, რაც გლობალური პრობლემას წარმოადგენს. ასევე, მნიშვენლოვანია ფაქტი, რომ 1950 წლიდან, მსოფლიოში სულ 9,9 მილიარდი პლასტმასის ნივთი დამზადდა, საიდანაც უმეტესობა შესაფუთად გამოიყენებოდა, ის ყველაზე ცუდი ტიპის რეციკლირებადი შეფუთვაა და კლასიფიცირდება როგორც ბიოდეგრადირებადი, სამწუხაროდ მხოლოდ 9%-ის გადამუშავება მოხერხდა, დანარჩენი 91% კი არის ოკეანეებში, ნაგავსაყრელებსა და ქუჩებში. ასევე შესაფუთი მასალების ნარჩენებიდან უდიდესი წილი მუყაოს ყუთებზე მოდის. გოფრირებული მუყაოს გადამუშავების პროცენტულობა შთამბეჭდავად მაღალია და 89%-ს შეადგენს. ალუმინის და ფოლადის შეფუთვები ასევე დიდი პროცენტულობით გადამუშავებადია და შეადგენს 74%-ს, თუმცა მათი 22% ნაგავსაყრელზე თავსდება. რაც შეეხება მინის შეფუთვას, რომელიც გამოიყენება მაგალითად გაზიანი სასმელებისათვის, ღვინისათვის, საკვებისა და კოსმეტიკისათვის – სრულად გადამუშვებადია, თუმცა, სამწუხაროდ მხოლოდ 34%-ს გადამუშვევბა ხდება, ნახევარზე მეტი კი ბოლოს ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება, რაც მილიონობით დოლარის ეკოლოგიურად მდგრადი პროდუქტის გაქრობას ნიშნავს. [9]
დაბინძურებული გარემო – სიკვდილიანობის მიზეზი
მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული 10 ქალაქი დასახლედა, აქედან 9 მათგანი ინდოეთში მდებარეობს. დაბუნძურების ხარისხი განისაზღვრა ჰაერის და გერმოს – ხმელეთისა და წყლის დაბინძურების დონით.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 100 ქვეყნის 4000 ქალაქი შეისწავლა და სწორედ ამ ქალაქებში, სიკვდილოანობის მთავარ პრობლემად დაბინძურებული გარემო მიიჩნია.
რაც შეეხება უშუალოდ, მსოფლიოში ყველაზე დაბუნძურებულად აღიებულ ქალაქებს, ესენია:
1. კამპური (ინდოეთი), რომელიც ინდოეთში მოსახლეობის რაოდენობით მე-11 ქალაქია.
2. ფრიდაბარი (ინდოეთი)
3. ვარანასი (ინდოეთი)
4. გაია (ინდოეთი), სადაც 470 000 ადამანი ცხოვრობს.
5. პატნა (ინდოეთი), ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი
6. დელი (ინდოეთი) – ინდოეთის დედაქალაქი
7. ლაქნაუ (ინდოეთი)
8. ბამენდა (კამერუნი)
9. აგრა (ინდოეთი)სიდიდით მე-19 ადგილზე მყოფი ქალაქი, 1 686 976 მოსახლებით (2010წ)
10. მუზაფარპური (ინდოეთი) [14]
იაპონიის განსხვავებული მიდგომა ნარჩენების გამოყენების თვალსაზრისით
მაშინ, როდესაც ნარჩენები და დაბინძურებული გარემო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სიკვდილიანობის მიზეზად დაასახელა და მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ქალაქები გამოყო და ასევე მიჩნეულია, რომ ნარჩენების მართვის პრობლემას განსაკუთრებით დიდ ქვეყნებში ვაწყდებით, იაპონიამ მოახერხა და ნარჩენების გამოყენებით კნძულზე ქალაქიც კი ააშენა, სწორედ ამიტომ, ვიფიქრე, საინტერესო იქნებოდა იაპონიის ეს განსხვავებული მიდგომა და ნარჩენების გამოყენების გზა განმეხილა.
იაპონიის საზღვაო ქალაქ კობეში გაკეტებულია ხელობნული კუნძული Port island. მისი მშენებლობა 1966 წელს დაიყსო და 1981 წელს დასრულდა. მშენებლობის პრინციპი კი შემდეგია – მთელი კუნძული დაკონსერვებული ნაგავია, რომლის ფართობიც 436 ჰექტარს შეადგენს. აქ განთავსებულია აეროპორტი შვეულმფრენებისთვის, სხვადასხვა სასტუმრო, უნივერსიტეტები, მუზეუმი, სპორტული გამაჯანსაღებეი ადგილები, დასასვენებელი პარკები და რამდენიმე კაფე. ტურისტებისთვის კუნძულის დასათვალიერებლად გამოყოფილია პატარა მატარებელიც, მასთან დაკავშირება ასევე საავტომობილო ხიდითაც შესაძლებელია.
1987 წელს იაპონიაში მეორე ხელოვნული კუნძულის აშენება დაიწყო და 1989 წელს დასრულდა, სადაც განთავსებულია კანსასი საერთაშორისო აეროპორტი. კუნძული 4 კილომეტრის სიგრძისაა და მის საძირკველში უამრავი ტონა დაკონსერვებული ნაგავია მოთავსებული. ხელოვნული კუნძული მთლიადან აეროპორტს უკავია, მასზე აშენებულია ორი ასაფრენ-დასაფრენი ზონა და აეროპორტის შენობა. სპეციალურად მოწვეული ინჟინრების დამსახურებით კუნძულს მიწისქვეშა ბიძგები არანაირ საფრთხეს არ უქმნის და ნგრვება მოსალოდნელი არ არის. [6]
დასკვნა
მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც ნარჩენების მართვიასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს, რასაც განსაკუთრებით დიდ ქვეყნებში ვაწყდებით. თუმცა, როგორც აღმოჩნა დიდ და განვითარებულ ქვეყნებს უკეთესად შეუძლია ნარჩენების მართვა განახორციელოს, მაგალითად იაპონიამ ნარჩენების გამოყენებით კუნძულზე ქალაქიც კი ააშენა, მაშინ როდესაც ნარჩენები და დაბინძურებული გარემო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სიკვდილიანობის მიზეზად დაასახელა და მსფლიოში ყველაზე დაბინძურებული ქალაქები გამოყო.
მაშინ, როდესაც ადამინთა ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და საკმარისი საკვები არ აქვთ საკვები პროდუქტების 1/3 ნარჩენებად გადაიქცევა, და ის საკვები რესურსები, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში ნარჩენად იქცევა 1 მილიარდ მშიერ ადამიანს გამოკვებავდა, რაც ორმაგ პრობლემას წარმოშობს.
იმისათვის, რომ გარემო არ იყოს საზიანო ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის, საჭიროა ნარჩენების მართვა სწორად მოვახდინოთ, პირველ რიგში მათი ნაგავსაყრელზე სრული განთავსება უნდა მოხერხდეს, შემდეგ კი შეძლებისდაგვარად მათი გადამუშავება, რა დროსაც ფულის, ენერგიის და რესურსების დაზოგვა ერთიანად ხდება, რადგან პროდუქტის ტექნოლოგიური დამუშავება საჭირო აღარ არის.
შეიძლება ჩვენი ქვეყანა იაპონიის მსგავსად არ არის განვითარებული იმდენად, რომ ნარჩენებისგან ქალაქის აშენება შევძლოთ, თუმცა ის მაინც შეგვიძლია, რომ ნარჩენები ნაგვის ურნებში მოვათავსოთ ან მათ შემცირებაზე ვიფიქროთ თუნდაც იმით, რომ არ შევიძინოთ იმაზე მეტი საკვები პროდუქტი ვიდრე გვჭირდება, მოვიძიოთ ინფორმაცია საკვების მალფუჭებადობის და შენახვის პირობების შესახებ, შევიძინოთ პროდუქტი რომელსაც ნაკლები შეფუთვა აქვს, რადგან მეტი პროდუქტის შეძენა ყოველთვის მარტივია, თუმცა მათი შედეგები სამყაროზე – ძალიან რთული.
გამოყნებული ლიტერატურა
1. https://studentresearch.iliauni.edu.ge/ra-aris-narchenebis-marthva-da-3r-initsiativa/
2. https://www.solarschools.net/knowledge-bank/sustainability/reduce-reuse-recycle
3. https://www.isoconsulting.ge/single-post/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90
4.http://www.eiec.gov.ge/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94-%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90.aspx
5. http://environment.cenn.org/app/uploads/2016/08/WMTR_EU-approaches-to-waste-management_201506029.pdf
6. https://www.gfsis.org/files/my-world/14/07.pdf
7. https://ge.boell.org/ka/2020/06/25/narchenebis-martva-sakartveloshi
8.http://www.eiec.gov.ge/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/Waste.aspx
9. https://www.alsoknownas.ca/12-interesting-facts-about-packaging-waste-and-disposal/
10. http://www.economy.ge/?page=ecopolitic&s=43
11. https://matsne.gov.ge/ka/document/view/2676416?publication=11
12. https://olioex.com/food-waste/food-waste-facts/
13. https://www.epa.gov/recycle/reducing-wasted-food-home
14. https://imedinews.ge/ge/teqnologiebi/59947/msoplios-kvelaze-dabindzurebuli-qalaqebi-dasakhelda