ტექნოლოგიური პროგრესის გავლენა დასაქმებაზე
ავტორის სტილი დაცულია
სალომე მაისურაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
salome.maisuradze059@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
ჩვენს დროში ტექნოლოგიური პროგრესი გახდა გლობალური მნიშვნელობის ფაქტორი,რომელიც აყალიბებს ეკონომიკას.მეცნიერული და ტექნოლოგიური რევოლუციის ერთ-ერთი სოციალურ-ეკონომიკური შედეგია დასაქმების პრობლემები.ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად აქტუალური გახდა კითხვა-რამდენად ჩაანაცვლებენ ისინი ადამიანს და გამოიწვევს თუ არა ეს ყველაფერი მსოფლიოში უმუშევრობის გაზრდას.სტატიის მიზანია,სამუშაოებისა და ავტომატიზაციის ისტორიის გაცნობის საფუძველზე ტექნოლოგიური უმუშევრობის როლის გააზრება და მისი გავლენა დასაქმებაზე.ასევე,ახლადგაჩენილი პროფესიების მნიშვნელოვნების დადგენა თანამედროვე მსოფლიოში უახლესი სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე.ამასთან ერთად,პანდემიის გავლენის გავრცელება თანამედროვე პროფესიების როლის განვითარებაზე.
Annotation
In our time technological progress has become a factor of global importance,which shapes the economy.One of the Socio-economic consequences of the scientific and technological revolution is employment problems.With the development of technology,the question has become relevant-how much they will replace people and whether all this will lead to an increase in unemployment in the world.The main goal of this article is to understand the role of technological unemployment and it’s impact on employment based on the history of work and automation.Also deciding role of newly born professions based on statistics.With it spread of influence of pandemic on role of modern profession.
ტექნოლოგიური უმუშევრობა
სტრუქტურული უმუშევრობის ერთ-ერთ ნაირსახეობად განიხილავენ ტექნოლოგიურ უმუშევრობას,რომლის წარმოშობის მიზეზს მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი წარმოადგენს.ამ უკანასკნელის გავლენა კი საკმაოდ დიდია როგორც დასაქმებაზე,ისე უმუშევრობაზე.იგი განსხვავებულად მოქმედებს წარმოებისა და მომსახურების სფეროზე.მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის გავლენა უმუშევრობაზე ვლინდება იმაში, რომ ახალი ტექნიკის დანერგვისა და შრომის მწარმოებლურობის ზრდის შედეგად იქმნება პირობები გარკვეული რაოდენობის მომუშავეების გამოთავისუფლებისათვის,რაც საბოლოოდ,განაპირობებს მომუშავეებზე მოთხოვნის შემცირებას.მეორე მხრივ,მაღალმწარმოებლური ტექნოლოგიის დანერგვის შედეგად ეკონომიკის ახალი და ზოგიერთი ტრადიციული დარგების გაფართოება იწვევს სამუშაო ძალაზე მოთხოვნის გადიდებას და,შესაბამისად,დასაქმების დონის ამაღლებას.[1]
სამუშაოებისა და ავტომატიზაციის ისტორიის კვალდაკვალ
მეოცე საუკუნეში ავტომატიზაციამ ძირითადად რუტინული, მონოტონური და ძალისმიერი სამუშაო ამოიღო ადამიანის ცხოვრებიდან.სოფლის მეურნეობაში საქმიანობა შეიცვალა ვაჭრობითა და ქსოვილის წარმოებით,რაც მოითხოვდა ნაკლებ ფიზიკურ ძალას.იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ქსოვილის წარმოების დიდი ნაწილი ავტომატური გახდა,მკერავების რიცხვი გაიზარდა,რადგან პროდუქტიულობის გაზრდამ გამოიწვია ტანსაცმლის ფასის კლება.ამან კი ადამიანებისთვის მეტი რაოდენობის ტანსაცმელი ხელმისაწვდომი გახადა.შესაბამისად მოთხოვნა გაიზარდა პროდუქტზეც და მკერავებზეც.
მომპოვებელ ინდუსტრიაში უფრო ცოტა ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც მაღაროელები აღარ არიან იძულებულნი,წერაქვები ურტყან ქვებსა და ტალახს,ამავდროულად გასწიონ უზარმაზარი თანმდევი რისკები.ახლა უკვე მუშაობენ მანქანები,რომლებიც ზრუნავენ ამ საქმეზე და მინიმალურ ზედამხედველობას მოითხოვენ.ფერმები აწარმოებენ მეტ პროდუქტს ნაკლებ დროში და მათი ჯანმრთელობა არ ზიანდება.[2]
ამ ყველაფრის გასაანალიზებლად შეგვიძლია განვიხილოთ აშშ-ს დასაქმების 150-წლიანი ისტორიის ვიზუალიზაცია.
გრაფიკი 1: აშშ–ში დასაქმების წილი სექტორების მიხედვით 1850-დან 2015 წლამდე
წყარო:https://www.visualcapitalist.com/visualizing-150-years-of-u-s-employment-history/
გრაფიკი 1-ის მიხედვით,ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ პროცენტულ ცვლილებებს პროფესიებში 1850-2015 წლებში აშშ-ში.1850 წელს სოფლის მეურნეობის სექტორი აშშ-ს დასაქმების 60%-ს შეადგენდა.2015 წელს კი აქვს ყველაზე დიდი პროცენტული სხვაობა.მეორე მხრივ,დასაქმების მოთხოვნა ვაჭრობის(+12.8),განათლების(+9.9), ჯანდაცვის სფეროებში(+9.3) გაიზარდა.1850 წლიდან 2015 წლამდე ახალმა ტექნოლოგიებმა დაასუსტა გაბატონებული ინდუსტრიები.საკვანძო სექტორებში სამუშაო ადგილები გაქრა და შეიცვალა ახალი სამუშაო ადგილებით სხვა სექტორები.
ახალი ტექნოლოგიების მოსვლასთან ერთად გაცილებით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა,ვიდრე გაქრა.
იმისათვის,რომ დავინახოთ რამდენად დიდია ახლადგაჩენილი პროფესიების როლი, შეგვიძლია ვნახოთ US News-ის 2022 წლის საუკეთესო ტექნოლოგიური ვაკანსიები,რომლებიც მაღალანაზღაურებადი და ძალიან მოთხოვნადია.
საუკეთესო ტექნოლოგიური სამუშაოები:
- ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსი
- პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი
- მონაცემთა მეცნიერი
- IT მენეჯერი
- კომპიუტერული სისტემის ანალიტიკოსი
- ვებ დეველოპერი
- მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი[4]
საინტერესო სტატისტიკა ტექნოლოგიების შესახებ 2021 წლის მონაცემებით:
- მუშათა 93% ენდობა რობოტის მიერ მიცემულ შეკვეთას.
- დამსაქმებელთა 40%-მდე მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი იქნება უნარების ხარვეზის აღმომფხვრელი.
- ყველა სამუშაოს მხოლოდ 5% შეიძლება იყოს მთლიანად ავტომატიზირებული.
- დასაქმებულთა ორი მესამედი მზადაა დისტანციურად მუშაობას ანაზღაურების შემცირების სანაცვლოდ დასთანხმდეს.
- მუშათა 64%-მდე უფრო ენდობა რობოტს, ვიდრე მენეჯერს.[5]
როგორ იმოქმედებს ავტომატიზაცია დასაქმებაზე?
მომდევნო 10 წლის განმავლობაში კარიერულ ტენდენციებს წარმოადგენს რიგი სამუშაო ადგილების შემცირება და სხვა პროფესიების გაზრდა,რაზეც აუცილებელია ყურადღება გაამახვილონ დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა.
მრეწველობის სექტორებში მრავალი სახის საქმიანობას აქვს ავტომატიზირების ტექნიკური პოტენციალი,მაგრამ ეს პოტენციალი მნიშვნელოვნად განსხვავდება საქმიანობის მიხედვით.მენეჯმენტისა (9%) და გამოცდილების გამოყენებით (18%) პროგნოზირებად ფიზიკურ სამუშაოებამდე (78%),ავტომატიზაცია გავლენას მოახდენს სამუშაოებზე სხვადასხვა ხარისხით.
ამ გარემოში წარმატების მისაღწევად,დამსაქმებლებმა უნდა გადაჭრან მთელი რიგი პრობლემები.დამსაქმებლებმა ყურადღებით უნდა შეისწავლონ ეს საკითხები ავტომატიზაციამდე:
- ტექნიკური მიზანშეწონილობა
- განვითარებისა და განლაგების ხარჯები
- შრომის მიწოდება-მოთხოვნის დინამიკა
- სარგებელი,რომელიც არ არის დაკავშირებული შრომასთან
- სოციალური და მარეგულირებელი საკითხები[6]
გრაფიკი 2 :ტექნიკური პოტენციალი ავტომატიზაციისთვის აშშ-ში 2019წ.(საერთო საშუალო)
წყარო:https://financesonline.com/career-trends/
მოცემულ გრაფიკზე დაყრდნობით,ყველაზე დიდი 78% წილი უკავია პროგნოზირებად ფიზიკურ სამუშაოს.მონაცემთა დამუშავება მეორე ადგილს იკავებს 69%-ით.სამეულს კი ამთავრებს მონაცემთა შეგროვება,რომლის პროცენტული წილი 64%-ია.ბოლო ადგილს იკავებს მენეჯმენტი(სხვების მართვა),რომელიც 9%-ია.[6]
პანდემიის გავლენა თანამედროვე პროფესიების როლის განვითარებაზე
წლების წინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა,იმას რომ ადამიანი შეძლებდა დისტანციურად ემუშავა.თუმცა ტექნოლოგიურმა განვითარებამ,განსაკუთრებით კოვიდ-19-ის გამოჩენის შემდეგ ეს ყველაფერი ძალიან მარტივი გახადა.
დისტანციური სამუშაოები არსებითად გაფართოვდება პანდემიის დასრულების შემდეგ პანდემიამდელ დონეებთან შედარებით.ორგანიზაციებმა დიდწილად განიცადეს გაზრდილი პროდუქტიულობა სამუშაო ძალისგან,რომლებიც ძირითადად მუშაობდნენ სახლიდან.ამ პერიოდის განმავლობაში კი თანამშრომლებმა აღმოაჩინეს,რომ მათ ძალიან მოსწონდათ ამგვარი სამუშაო პროცესი.
2019 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე შეგროვებული 538,438 ონლაინ სახელფასო პროფილის მონაცემების გამოყენებით,Payscale-მა გააანალიზა,თუ როგორ შეიცვალა მოლოდინი დისტანციური მუშაობის შესახებ და განსაკუთრებით რომელ პროფესიებზე,რადგან ყველა სამუშაოს შესრულება არ შეიძლება დისტანციურად.გარდა ამისა,მათ შეისწავლეს არიან თუ არა დისტანციურად მომუშავე თანამშრომლები თავიანთი სამუშაოთი უფრო კმაყოფილი და ავლენენ თუ არა ახალი სამუშაოს ძიების უფრო დაბალ მაჩვენებლებს.
საერთო ჯამში, დასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი (43 პროცენტი) ელის, რომ მეტი ორგანიზაცია შესთავაზებს დისტანციურ მუშაობას პანდემიის დასრულების შემდეგ.[7]
გრაფიკი 3: მოსალოდნელი ზრდა დისტანციური მუშაობის მსურველთათვის(2021წ.)
წყარო:https://www.payscale.com/research-and-insights/remote-work/#remote-report
გრაფიკი 3-ის მიხედვით,იმ პროფესიული ჯგუფებისთვის,როგორიცაა მარკეტინგი და რეკლამა და ინფორმაციული ტექნოლოგიები,პროცენტული მაჩვენებელი იზრდება 75%-დან 71%-მდე.შემდეგ მოჰყვება ხელოვნება და დიზაინი,განსაკუთრებით გამოირჩევა გრაფიკული და UI/UX დიზაინი,რომლის წილი 69%-ია.როგორც ვხედავთ, მოწინავე ადგილას არის ისეთი პროფესიები,რომლის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის თანამედროვე ტექნოლოგიებს.
Payscale-ის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ,რომ თანამშრომლები, რომლებსაც შეუძლიათ დისტანციურად მუშაობა,უფრო კმაყოფილები არიან თავიანთი სამუშაოთი.
გრაფიკი 4:არადისტანციური მუშაკების პროცენტული გადანაწილება უკმაყოფილების დონეების მიხედვით(2021წ.)
წყარო:https://www.payscale.com/research-and-insights/remote-work/#remote-report
გრაფიკი 4-დან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ,რომ არადისტანციური თანამშრომლების პროცენტი იზრდება ყოველი უკმაყოფილების დონესთან ერთად.ყველაზე დიდი პროცენტული წილი 69% ვერ იტანს თავის სამუშაოს,62% არის უკმაყოფილო,57%-მცირედით კმაყოფილი,50%-საშუალოდ კმაყოფილი და 46% მოდის მაღალი კმაყოფილების მქონე თანამშომლებზე.
დასკვნა
ზემოთ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე,შეიძლება დავასკვნათ,რომ ტექნოლოგიური პროგრესი წლების განმავლობაში უფრო შესამჩნევი ხდება.მიუხედავად იმისა,რომ ავტომატიზაციამ კარიერული ტენდენციები შეცვალა და სამუშაო ადგილები შეამცირა,მით უფრო თვალსაჩინო გახდა ტექნოლოგიების გავლენა პროფესიებზე.ამასთან ერთად,განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის როლი,რამაც ხელი შეუწყო სამუშაო გარემოს ფორმირებასა და დისტანციური პროფესიების გაფართოებას.
გამოყენებული ლიტერატურა:
- მ.ცარციძე,დასაქმება და შრომის ბაზრის რეგულირება,2020.
- https://newideal.aynrand.org/bring-on-the-robots-why-automation-is-good/
- https://www.visualcapitalist.com/visualizing-150-years-of-u-s-employment-history/
- https://money.usnews.com/careers/best-jobs/rankings/best-technology-jobs
- https://digitalintheround.com/technology-in-the-workplace-statistics/
- https://financesonline.com/career-trends/
- https://www.payscale.com/research-and-insights/remote-work/#remote-report