შრომის ბაზარი ცვალებადია!
ავტორის სტილი დაცულია
ცერცვაძე თამარი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
IV კურსის სტუდენტი
Tamari.tsertsvadze109@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
ვფიქრობ, არ არსებობოს ადამიანი, რომლისთვისაც ბავშვობაში არ უკითხავთ – „რა გინდა გამოხვიდე?“. პროფესიის არჩევისას, საკუთარი თავის და ინტერესის კარგად ცოდნაა საჭირო, ერთია ჩვენ რა პროფესიას ავირჩევთ, და მეორე ის თუ რამდენად მოთხოვნადია ის შრომის ბაზარზე. როგორც ვიცით, შრომის ბაზარი უზრუნველყოფს მოთხოვნა-მიწოდების კანონის საფუძველზე სამუშაო ძალის განაწილებას, გამოყენებას და კვლავწარმოებას. თუ გვინდა რომ ჩვენი პროფესია იყოს დაფასებული და ანაზღაურებადი, მასზე უნდა არსებობდეს მოთხოვნა, სწორედ ამას ეხება ჩემი სტატიაც, სტატიაში იხილავთ პროფესიებს, რომელზეც მოთხოვნა იყო ადრე, არის ახლა, და იქნება სამომავლოდ, რაც ადასტურებს ფაქტს, რომ შრომის ბაზარი ცვალებადია.
Annotation
I think, all of us have answered the question – “ Which profession do you choose? “ I wonder if we managed to fulfill the wish. When you choose a profession, you need to know yourself and your interest’s well, one is what profession we choose, and other is how much is it required in the labor market. If we want, that our profession be valued an remunerated, it must be required, this is what my article is about.
თავდაპირველად დავიწყებ საუბარს პროფესიებზე, რომლებიც ადრე დამსაქმებლებს არ სჭირდებოთად, და შესაბამისად არ არსებობდა შრომის ბაზარზე მოთხოვნაც, თუმცა ახლა არსებობს და შეგვიძლია მისი სიჭარბეც ვივარაუდოთ სამომავლოდ, აქტუალურობიდან გამომდინარე. ტექნოლოგიების განვითარებამ, და არამარტო, ბევრი სიახლე დანერგა შრომის ბაზარზე, უფრო დეტალურად კი განვიხილავ უშუალოდ ახლად დაარსებულ პროფესიებს:
Instagram infuencer – უწინ, მსოფლიო ბრენდების რეკლამებს მხოლოდ ცნობილი ადამიანები აკეთებდნენ, 2010 წელს კი ეს ტენდენცია ბაზარზე Instagram -ის გამოჩენამ ჩაანაცვლა. მალევე, ზოგიერთი მომხმარებლის გამომწერთა რაოდენობა გაიზარდა იმდენად, რომ მსოფლიო ბრენდებმა რეკლამისთვის მათი Instagram გვერდები აირჩიეს. საბოლოოდ „ინფლუენსერები“ ძალიან პოპულარულები გახდნენ და დღეს, ზოგიერთი მათგანი საკუთარ კოსმეტიკის ხაზსაც კი აწარმოებს, ზოგი კი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით წიგნებს წერს. ქართველი „ინფლუენსერებიდან“ მახსენდება ნუკი კოშკელიშვილი, რომელმაც მართლაც დაიწყო საკუთარი კოსმეტიკური ხაზის გამოშვება – nukicosmetics, და სარეალიზაციოთ სწორედ Instagram გვერდის გამოყენება გადაწყვიტა. [1] [8]
აღსანიშნავია, რომ ლექსიკონსაც დაემატა სიტყვა „Influencer“ 2019 წლიდან. [1]
ვფიქრობ, საინტერესო იქნება განვიხილოთ 2022 წლისათვის ინსტაგრამის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ვარკსვლავების ათეული :
- კრიშტიანუ რონალდუ – $619 497 – $1 000 000
- დუეინ ჯონსონი – $504 790 – $841 317
- არიანა გრანდე – $500 077 – $833 461
- კაილი ჯენერი – $491 789 – $819 648
- სელენა გომესი – $483 972 – $806 620
- კიმ კარდაშიანი – $469 076 – $782 793
- ლეო მესი – $459 340 – $765 567
- ბიონსე ნოულსი – $ 383 813 – $639 689
- ჯასტინ ბიბერი – $363 471 – $605 786
- კენდალ ჯენერი – $345 944 – $576 574 [2]
Youtuber – Youtube მსოფლიო ბაზარზე 2005 წელს გამოჩნდა, ბევრმა „იუთუბერმა“ ამ პლათფორმაზე ვიდეოების ატვირთა ოჯახის და მეგობრებისათვის სწორედ ამ დროიდან დაიწყო, ძალიან მალე კი მათი გამომწერთა რაოდენობა გაიზარდა. მათ Youtube არხებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან გამოუჩნდნენ მაყურებლები, ამიტომ ის რაც ადრე მხოლოდ ჰობი იყო, პროფესიად იქცა. „ იუთუბერები „ ფულს Google Adsence პარტნიოტი პროგრამის, სპონსორების და სხვადსხვა კომპანიასთან პარტნიორობის საშუალებით გამოიმუშვებენ. Forbs-ის მიხედვით კი , 2017-2018 წლებში 10-მა ყველაზე პოპულარულმა „იუთუბერმა“ ჯამში 180 მილიონი დონალირი გამოიმუშავა. [1] საინტერესოა უახლესი მონაცემები ამ კუთხით, ვნახოთ რამდენი მილიონი დოლარი გამოიმუშავეს 2021 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადმა „იუთუბერების“ ათეულმა. ამისათვის იხილეთ დიაგრამა 1, სადაც მოცემულია „იუთუბერების“ არხების სახელწოდებები. [3]
დიაგრამა 1 – ცნობილი იუთუბერების წლიური შემოსავალი 2021 წელს (მილიონი $)
წყარო : https://www.statista.com/statistics/373772/youtubers-monetization-earnings-celebrity/
2021 წლის შეფასებით, იუთუბერმა Mr. beast ( ჯიმი დონადსონი ) შემოსავლებით პირველი ადგილი დაიკავა, როგორც ყველაზე მაღალშემოსავლიანმა „იუთუბერმა“ მსოფლიოში, მის მიერ გამომუშავებული თანხა წლის განმავლობაში დაახლოებით 54 მილიონი ამერიკული დოლარია. მეორე ადგილი ჯეიკ პოლმა დაიკავა, გასული წლის განმავლობაში, მან წელიწადში 45 მილიონი ამერიკული დოლარის გამომუშავება სწორედ Youtube არხის მეშვეობის მოახერხა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში მეექვსე ადგილას მყოფი, ანასტასია რაძინსკაია, მხოლოდ 7 წლის არის და გასულ წელს 28 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება შეძლო. [3]
საინტერესოა რა ხდება ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში, და „რა ღირს“ ქართველი „იუთუბერების“ შრომა. როგორც ერთ-ერთი ცნობილი ქართველი „იუთუბერი“ – გიორგი სარიშვილი აღნიშნავს, მას Youtube 100 000 ნახვაზე 50-დან 100$-მდე უხდის, თუმცა არიმე კონკრეტული ფორმულა ან კალკულაცია არ არსებობს, რითაც შევძლებთ გამოვითვალოთ რამდენს გადაგვიხდის „ოუთუბი“ ვიდეოს ნახვებიდან გამომდინარე. [9]
User Experience (UX) designer – ტერმინი, „მომხმარებლის გამოცდილება“ 1990 წლიდან გაჩნდა, მაშინ, როდესაც Apple-ში დონალდ ნორმანი მომხმარებლის გამოცდილების არქიტექტორის პოზიციაზე დასაქმდა, ამ პროფესიის მნიშვნელობა ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად გაიზარდა და საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეიძინა. დღეს კი, UX დიზანერები, სხვადასხვა აპლიკაციების და ვებ-გვერდებისთვის მარტივად გამოსაყენებელ დიზანს ქმნიან. [1]
სოფიალური მედიის მენეჯერი – დღეს დღეობით, დიდი ბრენდები, პოლიტიკური თუ არასამთვრებო ორგანიზაციები, Instagram-ზე Facebook-ზე, Twitter-სა Youtube-ში ბრენდის პრეზენტაციებს და რეკლამებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან იციან, რომ კარგად წარმოებული სოციალური მედიის კამპანია დიდ ეფექტს ახდენს ზოგადად კომპანიის იმიჯზე. ამ გვერდების სამართვად კი სოციალური მედიის მენეჯერის დაქირავებაა საჭირო. [1] ჩვენს ქვეყანაში უფრო ხშირად, ვფიქრობ, მსგავსი პროფესიის ადამიანები Facebook გვერდებს მართვენ, რადგან ყველაზე ხშირად სწორედ ამ პლათფორმაზე მინახავს მსგავსი შინაარსის სიახლეები.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში სოციალური მედიის მენეჯერის საშუალო ხელფასი წელიწადში დაახლოებით $50 000-ია, ამის გარდა, სოციალური მედიის მენეჯერების 18%, წლიურად ბონუსის სახით დაახლოებით $2 000-ს იღებს. [4]
რა თქმა უნდა, დამსაქმებლები არ არიან გულღია, რომ თანამშრომლებს მაღალი ანაზღაურება დაუნიშნონ. ამ კუთხით გამონაკლისი არც სოციალური მედიის მენეჯერები არიან. მათი შემოსავალი გამოცდილების მიხედვით ცვალებადია. ერთ წელზე ნაკლები გამოცდილების მქონდე კანდიდატებს აშშ-ში საშუალოდ წლიური ხელფასი 40 000 აშშ დოლარი აქვთ. ამის საპირისპიროდ კი, გამოცდილ სოციალური მედიის მენეჯრებს, რომლებიც ამ სფეროში 10 – 19 წლის მანძილზე მუშაობენ, წლიურად საშუალოდ $67 000 შეუძლიათ გამოიმუშავონ. [4]
მაგრამ, რა ხდება ამ კუთხით საქართველოში, და რამდენია ქართველი სოციალური მედიის მენეჯრების ანაზღაურება? – ამაზე რაიმე კონკრეტული კვლევა და მონაცემები არ არსებობს, თუმცა ამ კითხვაზე საპასუხოთ შეგვიძლია გადავხედოთ ახლა არსებულ ვაკანტურ ადგილებს, სადაც სოციალური მედიის მენეჯერებს ითხოვენ და ვნახოთ, თუ რამდენია შემოთავაზებული ანაზღაურება დამსაქმებლების მხრიდან, ამისათვის მოდი ერთ-ერთ ცნობილ ქართულ ვებ-გვერდს ვეწვიოთ, სადაც ყოველდღიურად სხვადასხვა კომპანიათა ვაკანსიები თავსდება, ეს არის ვებ-გვერდი – https://jobs.ge/ აქ სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებს ნამდვილად შევხვდებით, როგორც ჩანს, ანაზღაურება მერყეობს თვეში 500-დან 1000 ლარამდე, [10] [11] [12] ხოლო ამერიკაში, როგორც ზემოთ აბზაცში აღვნიშნე, ანალოგიური „შრომა“ დამწყებებისათვის წელიწადში საშუალოდ 40 000 აშშ დოლარი ღირს, რაც თვეში, რომ დავიანგარიშოთ, გამოდის 3333,3$, განსხვავება ცალსახაა, ქართველი სოციალური მედიის მენეჯერების შრომა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე კოლეგებზე „იაფია“.
ვირტუალური თამაშების დეველოპერი – ვირტუალური რეალობა არსებობს 1990-იანი წლებიდან, მაგრამ ხელსაწყოების ღირებულება მერყეობდა 200 000-500 000 დოლარამდე, მისი ხელმისაწვდომობა 2012 წელს, ბაზარზე Oculus Rift- ის გამოჩენისას დაიწყო, ახლა კი მისი ფასი 200-დან 400 ამერიკულ დოლარამდე მერყეობს.
რეკრუტერი – რეკრუტერი, ანუ დამქირავებელი, რომელიც კომპანიასა და ორგანიზაციაში კადრების აყვანაზეა პასუხისმგებელი, ის არჩებს სამსახურში შესულ რეზიუმეებს, ატარებს გასაუბრებებს, და შემდეგ უკვე ირჩევს თავისუფალი პოზიციებისთვის შესაბამის კანდიდარებს. ადამიანური რესურების მენეჯერი ადრე თუ ყველა HR ფუნქციას აერთიანებდა, დღეს HR-ის მოვალეობების ფუნქციურად დაყოფა ტრენდული გახდა, რაც დიდი ხანია, საერთაშორისო ტენდენციაა. რეკუტერი არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია და სავარაუდოა, რომ მალე საქართველოშიც საკმადო მოთხოვნადი გახდება. [5]
უკვე ვისაუბრეთ პროფესიებზე, რომლებიც ადრე არ არსებობოდა თუმცა ახლა არსებობს, რა თქმა უნდა დროის სვლასთან ერთად შესაძლოა ეს კონკრეტული პროფესიები მომავალში აღარც არსებობდეს. ამიტომ ვფიქრობ საინტერესო იქინება, თუ განვიხილავთ ვარაუდს, რომლის მიხედვითაც 2050 წლისთვის ბევრი პროფესია აღარ იქნება მოთხოვნადი და შესაბამისად აღარ იარსებებს. [4]
სამყაროს სრულიად შეცვლა შეუძლია ტექნოლოგიურ განვითარებას. ხელოვნურმა ინტელექტმა, ავტომატიზაციამ და რობოტიზაციამ, ბევრი პროფესია არააქტიური გახადა და სავარაუდოა, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდება. თუ შენარჩუნდება რობოტიზაციის არსებული ტემპი, 2030 წელს მსოფლიოში 375 მილიონ ადამიანზე მეტი უმუშევარი დარჩება, ხოლო 800 მილიონზე მეტ დასაქმებულს ახალი სპეციალობის ათვისება მოუწევს. ეს პროგნოზი ეკუთვის – McKinsey Global Institute-ს. სამსახურის დაკარგვა შემოქმედებითი სამუშაოს მქონე ადამიანებს არ ემუქრებათ და ეს განსაკუთრებით პრობლემატური ჩინეთსა და ინდოეთში იქნება. ახლა კი უშუალოდ განვიხილოთ ამ პროფესიების მცირე ჩამონათვალი :
მაღაზიის მოლარე – მსოფლიოში უკვე არსებობს მაღაზიები, სადაც ვერ შეხვდებით მოლარეს. აქ ადამიანები პროდუქტზე დატანილ შტრიხ-კოდს თავად ატარებენ, ხოლო მაღაზიის ხელოვნური ინტელექტი თანხის მიღებას და ხურდის დაბრუნებას თავად უზრუნველყოფს.
მშენებელი – დღეს უკვე 3 D პრინტერს კედლების აშენება ადამიანზე უკეთ და ზუსტად შეუძლია, სპეციალისტების ვარაუდით, ასეთი პრინტერები რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლებს თავად ააგებს.
საბანკო ოპერაციების ოპერატორები – ამ პროფესიის ადამიანებს ჭკვიანი ტერმინალები შეცვლიან, რომლებიც მარტივად შეასრულებენ სასურველ ოპერაციებს.
დაცვის სამსახურის და ტრანსპორტის კონტროლის თანამშრომლები – მათ დიდ ნაწილს დაცვის ავტომატიზირებული სისტემა ჩაანაცვლებს.
ფოსტის თანამშრომელი – უკვე არსებობს ჭკვიანი დრონების რამდენიმე პროგრამა, რომლებიც მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწევა, დრონები ყოველგვარი შეფერხების გარეშე დაარიგებენ გზავნილებს, ერთ-ერთ მსგავს პროექტზე კი Amazon.com-იც მუშაობს.
მძღოლი – Tesla-ს ბოლო წარმოების ელექტორონულ სატვირთო მანქანების კოლონას გადაადგილებისთვის მხოლოდ 1 მძღოლი სჭირდება, რომელიც პირველ მანქანას მართვს, დანარჩენ ავტომობილებს ავტომატურად შეუძლიათ მის კვალს მიჰყვნენ, ისე რომ თავისი და სხვისი უსაფრთოება არ დაარღვიონ. [6]
ვისაუბრე პროფესიებზე, რომელიც ახლა არსებობს, სამომავლოდ აღარ იარსებებს და საინტერეოს ჩავთვალე განმეხილა უკვე მოძველებული, მივიწყებული და შეიძლება ითქვას დღეისათვის წარმოუდგენელი პროფესიები. ახლა კი განვიხილავ უშუალოდ ამ უკანასკნელს:
ადამიანი მაღვიძარა – რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ასეთი პროფესია ნამდვილად არსებობდა, ოჯახი ადამიანს დაიქირავებდა, რომელსაც შესაბამის დროს ყველანაირი საშუალებით უნდა მოეხდინა პირის გაღვიძება. ადამიანი მაღვიძარა კარზე კაკუნით ან ფანჯარაზე კენჭების სროლით თუ ჯოხის კაკუნით, ცდილობდა სახლში მცხოვრები ადამიანის გაღვიძებას
მტრის ვერტმფრენის აღმომჩენი – რადარის გამოგონებამდე, ძალიან რთული იყო სამხედრო სამსახურისთვის მათკენ მომავალი ვერტმფრენის დაფიქსირება, ამიტომ, ამისთვის სპეციალური აპარატის საშუალებით ხდებოდა მათი მოსმენა, რომელსაც ადამიანი ირგებდა.
ვირთხების დამჭერი – ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მომრავლებული ვირთხების გამო, საჭირო გახდა ამ პროფესიის შექმნა, ვირთხების დამჭერები ქალაქს ვირთხებისაგან ათავისუფლებდნენ.
ლამპიონის წამკიდებელი – ელექტროენერგიის გამოგონებამდე ქუჩების განათება ამ პროფესიის ადამიანებს ევალებოდათ. ისინი უბრალოდ ჩამქრალ ლამპიონებს ნავთის მეშვეობის კვლავ ანთებდნენ.
ადამიანი, რომელიც ქარხნის მუშებს ართობდა – ამ პროფესიას არ ჰქონდა შესაბამისი სახელი, თუმცა ყველაფერი ნათელია. გამრთობი ქარხნის მიერ იყო დაქირავებული, რადგან მომუშავეებისათვის მუშაობის პროცესის დროს არსებული მოსაწყენი სიტუაცია განემუხტა, რაიმე წაეკითხა ან მოეყონა, რათა გაერთო ისინი. [7]
რას გვაძლებს ეს ინფორმაცია? ფაქტობრივად, ახლა მე შრომის ბაზარი სამ ფაზად დავყავი, ვახსენე ძველი პროფესიები, რომლებიც ახლა აღარ არსებობს, ასევე პროფესიები, რომლებიც ახლა გაჩნდა და საკმაოდ აქტუალურია, ვისაუბრე სამომავლოდ შეცვლილ შრომის ბაზარზე, როდესაც რობოტიზაცია გარკვეულ პროფესიებს ადამიანს ხელიდან გამოსტაცებს და თავად მოირგებს. ჩემი მიზანი იმის ჩვენება იყო, თუ რამდენად ცვალებადია ბაზარი, რომელზეც მთელი ქვეყნის ეკონომიკა და მოსახლეობის კეთილდღეობაა დამოკიდებული, რომ არა შრომის ბაზარი, და არა პროფესიები მოსახლეობა ფულის გამომუშავებას როგორ შეძლებდა? თვალწინ მიდგება ქვის ხანა, როდესაც ადამიანები საკვების მოსაპოვებლად მხოლოდ ნადირობდნენ და სხვა არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ, ეს ნათლად აჩვენებს თუ რამხელა გზა განვლო ცივილიზაციამ, თუ ადრე საკვებისთვის მჭრელი ბასრი იარაღის ქონა იყო საჭირო, რომ მსხვერპლი რამენაირად მოგენადირებინა, ახლა ხელში შეგიძლია კალამი აიღო, რომელიც თანამედროვე იარაღი მგონია, შეიძინო პროფესია, და კონკურენტებს ამით ებრძოლო, უკვე კონკურენტულ შრომის ბაზარზე და არა ასევე სანადიროდ გამოსულ უცნობს, რომელსაც შენი ნადავლის მისაკუთრება შეუძლია.
ვიფიქრე, საინტერესო იქნებოდა აქვე, ჩამეტარებინა კვლევა, რომლის მიზანიც იმის დადგენაა, თუ რა ფაქტორს აქცევს ყურადღებას მოსახლეობა პროფესიის არჩევისას, შედეგებს გთავაზობთ:
კვლევაში მონაწილეობა მიიღო სულ 87-მა ადამიანმა, საიდანაც მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იყო 69%, ხოლო 31% – მამრობითი, ვიზუალიზაციისთვის იხილეთ დიაგრამა 2
დიაგრამა 2 – კვლევაში მონაწილეთა სქესობრივი გადანაწილება (%)
წყარო : https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdXPg5V1ff0Msv1vTKMbBwF2wMXITjiNGqPQzp1466ghAKHkA/viewform
ასაკობრივი დიფერენციაცია კი ასე გამოიყურება (იხილეთ დიაგრამა 3):
დიაგრამა 3 – კვლევაში მონაწილეთა ასაკობრივი გადანაწილება (%)
წყარო : https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdXPg5V1ff0Msv1vTKMbBwF2wMXITjiNGqPQzp1466ghAKHkA/viewform
15-17 წლამდე 25,3%, 18-21 ასაკის ჭრილში 21,8%, 21-25 წლამდე 25,3% და 25+ ასაკის იყოს გამოკითხულთა 26,4%
ხოლო მთავარ კითხვას, თუ რომელ ფაქტორს მიანიჭეს, ან ანიჭებენ უპირატესობას პროფესიის არჩევისას უპასუხა 87-მა ადამიანმა და პასუხები პროცენტულად შემდეგნაირად გადანაწილედა(იხილეთ დიაგრამა 4) :
დიაგრამა 4 – პროფესიის არჩევისას გათვალისწინებული ფაქტორების პროცენტული მაჩვენებელი (%)
წყარო : https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdXPg5V1ff0Msv1vTKMbBwF2wMXITjiNGqPQzp1466ghAKHkA/viewform
უმეტესობა, 37,2% აღნიშნავს, რომ პროფესიის არჩევისას გაითვალისწინა საკუთარი ინტერესები, 33,7% ამბობს, რომ პროფესია ანაზღაურების მიხედვით შეარჩია, 17,4% აღნიშნავს, რომ ოჯახის წევრებსა და ახლოვლებს მიენდო, ხოლო ყველაზე ცოტა ადამიანმა -11,6%, დააფიქსირა, რომ გაითვალისწინა ამ კონკრეტულ პროფესიაზე არსებული მოთხოვნა შრომის ბაზარზე, რაზეც მთელი ჩემი სტატიაა აგებული. სწორად ამიტომ შეიძლება ითვას, რომ რობოტიზაცია არ არის საკმარისად სერიოზულად აღქმული საზოგადოებაში, და რატომღაც არსებობს მოსაზრება რომ შრომის ბაზარი მუდმივი და მონოტონურია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, და სწორედ ამიტომ უქმნის ტექნოლოგიების განვითარება საფრთხეს მოსახლეობის დასაქმებას. მაგრამ თუ კვლევაში ყველაზე მეტი პასუხის მქონე ვარიანტს დავაკვირდებით, საკუთარი ინტერესებიც საკმაოდ მნიშვნელოვანია, და მაინც, რა აკეთოს ადამიანმა, რაც თავად ანიჭებს სიამოვნებას და უყვარს, თუ ის რაც შრომის ბაზარზე მოთხოვნადია? ვფიქრობ, ორივე ვარიანტი ღირსეულად იმსახურებს არსებობის უფლებას, მაგრამ თუ გაქრება მოთხოვნა იმაზე, რისი კეთებაც მოგწონს, მაშინ შენს პროფესიას ფასი ეკარგება, სამწუხაროა, მაგრამ შრომის ბაზარიც ბრძოლაა გადარჩენისთვის, რომ გადარჩე, მას უნდა მოერგო, ამიტომ ვფიქრობ მაინც უპირატესი, შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნაა.
დაკსვნა
ჩვენ ვიცით, რომ შრომის ბაზარზე წონასწორობის მისაღწევად მოთხოვნა მიწოდებას უნდა შეესაბამებოდეს, მაგრამ რა მოხდება მაშინ თუ მოთხოვნა მუდმივად ცვალებადია, ის რაც დღეს სჭირდებათ დამსაქმებლებს, ხვალ შესაძლოა აღარ დასჭირდეთ, ან რაც სჭირდებათ ახლა შესაძლოა ადრე სრულებითაც არ სჭირდებოდათ. მე სტატიაში ის პროფესიებიც ვახსენე, რომლებიც ადრე არსებობოდა და დღეს არც კი გაგვიგონია, მაგრამ ვინ იცის, დღეისათვის, ჩვენს რეალობაში, თუნდაც ჩვენი ქვეყნის მაგალითზე არსებულ ძალიან ცნობილ პროფესიებზე მსგავსს როდის იტყვიან.
საბოლოო ჯამში, ეჭვგარეშეა, რომ შრომის ბაზარი ცვალებადია, შორი და რთულია ადამიანი მაღვიძარადან – იუთუბერამდე განვლილი გზა, ჩვენ არ ვიცით ადამიანი მაღვიძარას შრომის ანაზღაურება როგორ განისაზღვრებოდა (თუმცა სავარაუდოა რომ არც ისე მაღალი არ ყოფილა) სამაგიეროდ ვიცით რომ 2021 წელს, „იუთუბერებს“ შორის ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონდე ადამიანმა 54 მილიონი ამერიკული დოლარის გამომუშავება შეძლო. ახლა კი, როდესაც ტექნოლოგიები ასე განვითარდა, ჩვენ, ყველა, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, კარგად უნდა დავფიქრდეთ და ისე გავცეთ პასუხი კითხვას – „რა გინდა გამოხვიდე?“
გამოყენებული ლიტერატურა :
1. http://insource.ge/ge/node/412
2. https://influencermarketinghub.com/instagram-highest-paid/
3. https://www.statista.com/statistics/373772/youtubers-monetization-earnings-celebrity/
4. https://www.agorapulse.com/blog/social-media-manager-salary/
5. https://www.allnews.ge/sazogadoeba/164657-5-axali-propesia-romelic-msopliosa-da-sakartveloshi-bolo-at-celicadshi-gachnda/
6. https://agora.ge/new/20026-profesiebi-romlebic-2050-tslistvis-saertod-aghar-iarsebebs
7. https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/79657-10-%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A1/49/
8. https://www.instagram.com/nukicosmetics/
9. https://report.ge/economics/ramdens-gamoimushaveben-kartveli-youtube-erebi/
10. https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=353907
11. https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=353321
12. https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=351852
13. https://docs.google.com/forms/d/1w71lH9EvrZkL4ekoNnZdfFewwyLGD66P83Ae1-1GGRA/edit
14.https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdXPg5V1ff0Msv1vTKMbBwF2wMXITjiNGqPQzp1466ghAKHkA/viewform