ტანსაცმლის ინდუსტრიის ეკონომიკური ასპექტები

ავტორის სტილი დაცულია

მარიამ მამულაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
mamuladzemari13@gmail.com


ანოტაცია

ტანსაცმელი არის ყოველდღიური ცხოვრების ფუნდამენტალური  და ასევე  ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი.შესაბამისად, არ არის გასაკვირი,რომ ტანსაცმლის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე გლობალური, მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანია თანამედროვე სამყაროში. მოცემულ სტატიაში  საუბარია ყველა იმ ტენდენციასა და ზეგავლენაზე,რომელსაც აღნიშნული სექტორი ახდენს ეკონომიკაზე, განხილულია მისი ეკონომიკური ღირებულება და  სტატისტიკური ინფორმაციები.

Annotation
Textiles and clothing are a fundamental part of everyday life as well as an important part of the economy. Consequently, it is not surprising that the clothing industry is one of the most global, in demand and competitive in the modern world.This article discusses all the trends and impacts that the sector has on the economy ,also its economic value and statistics information.

შესავალი
სამყარო ძნელი წარმოსადგენია  ყოველგვარი ტექსტილის გარეშე. ტანსაცმლის კომპანიები ქმნიან მრავალმილიარდ დოლარიან ინდუსტრიას,რასაც მოაქვს ძალიან დიდი სარგებელი,ქმნის უამრავ სამუშაო ადგილს და გამოიმუშავებს უზარაზარი რაოდენობის თანხას.
2018 წლის მონაცემებით მასში დასაქმებული იყო 300 მილიონზე მეტი ადამიანი,რაც ხაზს უსვამს მის მაშტაბურობას, ხოლო  ბოლო 15 წლის განმავლობაში ტანსაცმლის წარმოება თითქმის გაორმაგდა.(1) ეს ყველაფერი კი გამოწვეული იყო  საშუალო კლასის მოსახლეობის ზრდით მთელს მსოფლიოში.
აღსანიშნავია,რომ ტექსტილის წარმოება შრომატევად ინდუსტრიად ითვლება, შესაბამისად განვითარებად ქვეყნებს, ჭარბი იაფი მუშახელის არსებობის გამო, ეძლევათ შესაძლებლობა შეაღწიონ ამ ბაზარზე, დაიწყონ განვითარება და  უფრო ეფექტურად გამოიყენონ იაფი მუშახელით შექმნილი კონკურენტული უპირატესობა. სწორედ ამიტომ არ არის გასაკვირი,რომ განვითარებადი ქვეყნების მთლიან ექსპორტში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტექსტილს.

მოდის ინდუსტრია ქმნის სამუშაო ადგილებს

მოდასთან და ტანსაცმლთან დაკავშირებული ინდუსტრიები ასაქმებენ ადამიანებს პროფესიებში, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ ზრდასა და განვითარებას,როგორც პროფესიულად ასევე, ტექნიკური განხრით. შესაბამისად  საჭიროა მუდმივი განათლება და ტრენინგები,რაც ამ ინდუსტრიას ხდის მაღალანაზღაურებადს.
2018 წლის  მონაცემებით, აშშ-ში, მოდის ინდუსტრიის მომუშავეები ყოველწლიურად გამოიმუშავებენ საშუალოდ $78,870, ხოლო ტანსაცმლის წარმოების ინდუსტრიაში დასაქმებულთაგან თითქმის 123,000 თანამშრომელი მოღვაწეობს შეერთებულ შტატებში.(წყარო: https://www.jec.senate.gov/)
მოდის და ზოგადად ტანსაცმლის ინდუსტრიაში დასაქმება მოიცავს,როგორც პროფესიებს, რომლებიც ტრადიციულად ასოცირდება ტანსაცმლის წარმოებასთან,ასევ სხვა მაღალანზაღაურებად პოზიციებსაც.
მაგალითად , ერთ-ერთი ასეთი პროფესიის წარმომადგენლები არიან  ანალიტიკოსები,რომლებიც გამოიმუშავებენ საშუალოდ $67,200 ყოველწლიურად და პროგრამისტები, რომლებიც გამოიმუშავებენ საშუალოდ $77,270 ყოველწლიურად.(2)


პანდემიის გავლენა
შეუძლებელია არ შევეხოთ კოვიდ 19-ის ეფექტს,რომელმაც შეცვალა სრულიად მსოფლიოს ეკონომიკა.  ტანსაცმლის სექტორი, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებულ მწვერვალებს აღწევდა, დაზარალდა, რადგან ბევრმა ქვეყანამ შემოიღო ჩაკეტვის ზომები და დახურა არასასურველი მაღაზიები, რათა შეეზღუდა პანდემია. მომხმარებელთა სუსტმა მოთხოვნამ განაპირობა ბრენდებისა და მაღაზიების დაბალი შემოსავალი, რომლებიც იძულებულნი გახდნენ შეემცირებინათ, გადაედოთ ან გაეუქმებიათ ტანსაცმლის შეკვეთებიტექსტილის მრეწველობისთვის. ეს მოვლენები ნათლად აისახა სტატისტიკაში,რაც გამოსახულია ცხრილი1-ზე. საბოლოოდ, ტანსაცმლის გლობალური ბაზარი 2019-2020 წლებში  შემცირდა 22%-ით, 1.635 მილიარდი დოლარიდან 1.280 მილიარდ დოლარამდე.(3)

ცხრილი1:ტანსაცმლის გლობალური ბაზრის ღირებულება რეგიონების მიხედვით (2019-2020)

რეგიონი2019წ (მლრდ.აშშ დოლარი)2020წ (მლრდ.აშშ დოლარი)ცვლილება(%)
ევროპა2642191%
აშშ2351712%
ჩინეთი18117311%
იაპონია106830.50%
ინდოეთი785510%
ბრაზილია48344%
კანადა33272%
ROW6905172%
მსოფლიო1,6351,2803.50%

წყარო:https://aepcindia.com/system/files/Annual%20T%20and%20A%20Industry%20Report-2021.pdf

2021 წლის შესაჯამებლად კი საუკეთესო მაგალითი იქნება ჩინეთი,რადგან ამ ინდუსტრიაში სწორედ ის არის ყველაზე დიდი ექსპორტიორი.
ჩინეთის მრეწველობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს მონაცემებით, ჩინეთის ტექსტილის ინდუსტრია განაგრძობდა სტაბილურ გაფართოებას 2021 წლის პირველ 10 თვეში. სტატისტიკამ აჩვენა,რომ ძირითადი ტექსტილის საწარმოების ერთობლივი საოპერაციო შემოსავალი გაიზარდა 14,2%-ით წელიწადში და მიაღწია 650,4 მილიარდ დოლარს.ასევე,  ფირმებმა მიიღეს მთლიანი მოგება 198,3 მილიარდი იუანი, რაც იყო  29,7% ზრდა  წინა წელთან შედარებით.
რაც შეეხება ონლაინ საცალო გაყიდვებს, იგი  გაიზარდა 14.1%-ით 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში.(4)სტატისტიკა 2021-2025
საინტერესოა,გავიგოთ რას უნდა ველოდოთ ამ სექტორისგან მომავალში.
დიაგრამა1: ტანსაცმლის გლობალური მარკეტის ზომა (2012-2025)


წყარო:https://www.oberlo.com/statistics/apparel-industry-statistic

მოცემულ დიაგრამაზე ჩანს,რომ 2012 წლიდან შემოსავალი იზრდებოდა ყოველწლიურად , საშუალოდ 4,46%-ით, სანამ პანდემია და მის გამო გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა შეაჩერებდა ამ ზრდას.
საბოლოოდ,  ტანსაცმლის ბაზარი აღდგა და დაუბრუნდა ზრდას2021 წლიდან. ასევე, 2022 წელს შემოსავალი პროგნოზირებულია თითქმის 1,9 ტრილიონ აშშ დოლარად – რაც არის 10,45 % ზრდა წელიწადში.(5)ეს არის მნიშვნელოვანი ზრდა ტანსაცმლის გლობალური ბაზრისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საშუალო წლიური ზრდის ტემპი 2012-დან 2025 წლამდე არის 4.43%. მოსალოდნელია, რომ გლობალური შემოსავალი 2023 წელს 2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს, 2025 წელს კი 2,25 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.
აღსანიშნავია,რომ  2021 წლიდან 2025 წლამდე, ტანსაცმლის გლობალური ბაზრის ზომის საშუალო წლიური ზრდის ტემპი პროგნოზირებულია 9,09%, ეს კი თითქმის ორჯერ აღემატება COVID-19 პანდემიის წინა წლებში დაფიქსირებულ ზრდას.

დასკვნა
როგორც ვნახეთ, ტანსაცმლის ინდუსტრია არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მოთხოვნადი სექტორი,რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ეკონომიკურ სამყაროში. ეს არის დარგი,რომლის წარმატება არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული და ასევე არის მაღალკონკურენტუნარიანიც. ნათელია, რომ პანდემიამ ძლიერი დარტყმა მიაყენა მოცემულ სეტორს,მაგრამ ის დიდი ტემპით აგრძელებს აღდგენასა და განვითარებას, რაც ასახულია სტატისტიკაში.
საბოლოოდ, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ,რომ ამ ინდუსტრიაში წარმატების საწინდარი თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება,ბაზრის ღრმად შესწავლა,სწრაფი ადაპტაციის უნარი და ადამიანთა მოლოდინების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაა.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. https://archive.ellenmacarthurfoundation.org/explore/fashion-and-the-circular-economy
2. https://www.jec.senate.gov/
3. https://aepcindia.com/
4. https://www.fibre2fashion.com/
5. https://www.oberlo.com/statistics/