სოციალური დაცვის ანალიზი საქართველოს მაგალითზე

ავტორის სტილი დაცულია
ცერცვაძე თამარი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
IV კურსის სტუდენტი
Tamari.Tsertsvadze109@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

დღევანდელ დროში ხშირად შეხვდებით გადაცემებს, სიუჟეტებს, პოსტებს სოციალურ ქსელებში, სადაც ნახსენებია საქართველოს მოსახლეობის სოციალური პრობლემები, რაც ნათლად მიგვანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში ამ კუთხით ნამდვილად არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა, ისევე როგორც ამ საკითხის მნიშვენლობაა სახარბიელო. სწორედ თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, სტატიაში ვსაუბრობ სოციალური დაცვის არსსა და გამომწვევ მიზეზებზე, ასევე, პოლიტიკზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, სოციალური დაცვის კუთხით არის მიმართული.

Annotation

Nowadays, there are frequent programs, posts on social networks, where the social problems of the Georgian population are mentioned, which clearly indicates that we do not really have a favorable situation in this regard in the country. That is why, due to the urgency of the topic, in the article I talk about the essence and causes of social protection, as well as the policy that is aimed at social protection in our country.

სოციალური დაცვის არსი და გამომწვევი მიზეზები:

სოციალური დაცვა გულისხმობს ღარიბთა და დაუცველთა დაცვას და დახმარებას, სადაც იგულისხმება-ბავშვები, ქალები, მოხურები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე პირები, დევნილები, უმუშევრები და ავადმოფები.
სოციალური დაცვა საყოველთაოდ გაგებულია, როგორც – ყველა საჯარო და კერძო ინიციატივა, რომელიც უზრუნველოფს შემოსავლის ან მოხმარების გადარიცხვას ღარიბებისთვის, იცავს დაუცველებს საარსებო რისკებისან და აძლიერებს მარგინალურიზებულთა სოციალურ სტატუს და უფლებებს. ღარიბი, დაუცველი და მარგინალიზირებული ჯგუფები, ეკონომიკური და სოციალური დაუცველობის შემცირების საერთო მიზანს წარმოადგენს.
სოციალური დაცვა მოიცავს პოლიტიკისა და პროგრამების მთელ რიგს, რომლებიც საჭიროა სიღარიბისა და მისი შედეგების შესამცირებლად. აქ იგულისხმება ისეთი პროგრამები, როგორიც არის ფულადი დახმარება, ჯანდაცვის პროგრამები, საკვებით უზრუნველყოფა, საგანმანათლებლო პროგრამები. სოციალურ დაცვაზე საუბრისას დიდ ყურადღებს უთმობენ საკუთრივ ბავშვებს და მათ მდგომარეობას, ეს ყველაფერი გათვლილია იმისათვის, რომ ბავშვებს, მიუხედავად იმისა თუ სად და როგორ პირობებში დაიბადნენ, სამართლიან პირობებში ცხოვრების შანსი მიეცეთ. [1]
 სოციალური მეცნიერების მკვლევარებმა აღმოაჩინეს საერთო მიზეზები, რომლებიც, როგორც ჩანს, ხელს უწობს საერთო სოციალურ პრობლემებს და ესენია:

  • ჭარბი პოპულაცია
  • ეკონომიკური უთანასწორობა და სიღარიბე
  • გაუნათლებლობა და განათლების ნაკლებობა
  • გენდერული უთანასწორობა
  • უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლები [2]

სოციალური დაცვა – საქართველო

საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალურ მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ და უსახლკარო პირებზე სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარების მიზნით ხორციელდება სხვადასხვა სოციალურ დახმარება, რომლის სახეებიც არის:

რეინტეგრაციის შემწეობა – ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს რეინტეგრაციის შემწეობა, რომელიც არის ფულადი სოციალური დახმარება, და მიეცემა სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბიოლოგიურ ოჯახს, მეურვეს (მზრუნველს), რომელიც ამ პირს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.

მინდობით აღზრდის ანაზღაურება – მინდობით აღზრდის ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა დედობილს ან მამობილს შვილობილის მოსავლელად და აღსაზრდელად.

სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება – სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება ფულადი სოციალური დახმარებაა, რომელიც მიეცემა პირს, რომელიც სრულწლოვანს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.

არაფულადი სოციალური დახმარება – სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირი შეიძლება იყოს არაფულადი სოციალური დახმარების მიმღები. პრევენციისა და რეინტეგრაციის მიზნით არაფულადი სოციალური დახმარება შეიძლება გაეწიოს აგრეთვე ბავშვს ან მის ოჯახს, როდესაც ოჯახში არსებული მდგომარეობა ბავშვის მზრუნველობა მოკლებულად ცნობის დასაბუთებული წინაპირობაა, ან მზრუნველობამოკლებულ ბავშვს მისი ოჯახურ გარემოში ცხოვრების უზრუნველსაყოფად.

სოციალური პაკეტი – სოციალური პაკეტი არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა რომელიც ინიშნება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო და მარჩენალის გარდაცვალების საფუძველზე. 

საარსებო შემწეობა – ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა თუ მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია კანონმდებლობით გათვალისწინებულ ოდენობაზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება სარეიტინგო ქულის ოდენობის შესაბამისად. ოჯახს, რომელიც მინიჭებულ ქულას არ ეთანხმება, შეუძლია განმეორებით მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მოითხოვოს ოჯახის ხელახალი გადამოწმება ბოლო შემოწმებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ. [3]     საინტერესოა როგორ ხდება სარეიტინგო ქულების მიხედვით დახმარების დანიშვნა, ამისათვის გავეცნოთ ინფორმაციას, რომელიც 2021 წლით თარიღდება:

  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 120 001-ზენაკლებია: 120 001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახი, ყოველ 16 წლამდე ასაკის წევრზე მიიღებს 100 ლარის ოდენობის შემწეობას. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1 ივლისამდე 100 00-ზე ნაკლები ქულის მქონდე ოჯახი 16 წლამდე ასაკის წევრზე 50 ლარის ოდენობის შემწეოას იღებდა, რაც მუნიციპალიტეტების ფულის სახით გაიცემა, რომელიც ოჯახის საბანკო ბარათზე ირიცხება. [4]

უკვე გავიგეთ როგორ და რის მიხედვით ხდება სოციალური დაცვის პროგრამების დანიშვნა, ახლა ვნახოთ თუ რამდენი ადამიანი სარგებლობს ამ პროგრამით საქართველოს მასშტაბით:
სოციალური პაკეტის მიმღებთა საერთო რაოდენობაა 177 897 ადამიანი, საიდანაც 34,7 პროცენტს ქალები, ხოლო 65,3 პროცენტს მამაკაცები შეადგენს. სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 71.9 პროცენტი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, 12.4 პროცენტი კი მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 9.9 პროცენტი – ომის მონაწილეები, 5.5 პროცენტი – სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, 0.3 პროცენტი კი სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირია. [5]
როგიონების მიხედვითკი სოციალური პაკეტის მომხმარებელთა გადანაწილება შემდეგია – 26.7 პროცენტი თბილისში, 16.9 პროცენტი იმერეთში, 11.4 პროცენტი აჭარის რაიონში, 9.7 პროცენტი სამეგრელო ზემო სვანეთში, ხოლო დანარჩენ რეგიონებში ჯამურად 35.3 პროცენტია დაფიქსირებული. [5] თვალსაჩინოებისთვის იხილეთ დიაგრამა:

დიაგრამა 1 – სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა განაწილება რეგიონების მიხედვით ( 2021 წელი, % )

წყარო: : https://www.geostat.ge/media/43044/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98—2021.pdf

შედეგები გასაკვირი არ არის თუ გავითვალისწინებთ მოსახლეობის რიცხოვნობის გადანაწილებას რეგიონების მიხედვით. ამისათვის იხილეთ დიაგრამა:

დიაგრამა 2 – მოსახლეობის გადანაწილება რეგიონების მიხედვით (2021 წელი. ათასი კაცი)

რეგიონითბილისიიმერეთიქვემო ქართლიაჭარის რაიონისამეგრელო-ზემო სვანეთიკახეთიშიდა ქართლისამცხე-ჯავახეთიგურიამცხეთა-მთიანეთირაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
მოსახლეობის რაოდენობა1 202.7481.5437.3354.9308.4309.6254.1151.1107.193.428.5

წყარო : https://www.geostat.ge/ka/modules/categories/41/mosakhleoba

     პირველ ადგილზე სოციალური პაკეტის მიმღები პირების რაოდენობით, რასაკვირველია, დედაქალაქი – თბილისია; მეორე ადგილზეა იმერეთი ისევე, როგორც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. თუმცა მოსახლეობის რაოდენობით მესამე ადგილზეა ქვემო ქართლის რაიონია, სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა გადანაწილების მიხედით კი ის მე-7 ადგილს იკავებს , ამიტომ, მეტად სავარაუდოა ფაქტი, რომ ამ რეგიონში ნაკლებად ვხვდებით სოციალური პრობლემების გამომწვევ მიზეზებს, რაც ზემოთ უკვე ვახსენე და როგორიც არის, მაგალითად, ჭარბი პოპულაცია, გენდერული უთანასწორობა, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი.
ვიფიქრე, ჩემი ანალიზისთვისმ საქართველოში ამ კუთხით არსებული მდგომარეობის  სურათის უკეთ დასანახად საინტერესო იქნებოდა გამოკითხვის ჩატარება, რომელიც დაგვანახებს, თუ რას ასახელებს მოსახლეობა საქართველოში სოციალური პრობლემის გამომწვევ მიზეზად ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან. გთავაზობთ კვევის შედეგებს:

კველავში მონაწილეობა მიიღო სულ – 97-მა ადამიანმა, მათი სქესობრივი და ასაკობრივი გადანაწილებისათვის იხილეთ შესაბამისად დიაგრამები 3 და 4

დიაგრამა 3 – კვლევაში მონაწილეთა სქესობრივი გადანაწილება (%)

წყარო:https://docs.google.com/forms/d/1gxB5rvXdAvknlqC8JONqOlPA4VwrXSJafvDZUPLizlo/viewform?fbclid=IwAR0x_Ops01WrNuA6dHNHi1lrcIF-Uv1mWq954DN-kTlxy8Gl3c4_g0HYH3A&edit_requested=true

გამოკითხულთა 45.5%-ს შეადგენს მდედრობითი სქესის წარმომადგენლები, 54.6 პროცენტი კი – მამრობითია

დიაგრამა 4 – კვლევაში მონაწილეთა ასაკობრივი გადანაწილება

წყარო:https://docs.google.com/forms/d/1gxB5rvXdAvknlqC8JONqOlPA4VwrXSJafvDZUPLizlo/viewform?fbclid=IwAR0x_Ops01WrNuA6dHNHi1lrcIF-Uv1mWq954DN-kTlxy8Gl3c4_g0HYH3A&edit_requested=true

გამოკითხულთა 7,2% არის 18 წლამდე ასაკის, 18-20 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 20,6%-ია, 20-25 წლამდე 37,1%, 25+ ასაკის კი 35.1%.

ახლა კი მთავარი კითხვა, თუ რას ასახელებენ საქართველოში სოციალური პრობლემის მთავარ მიზეზად, გთავაზობთ პასუხების პროცენტულ გადანაწილებას, ამისათვის იხილეთ დიაგრამა –

დიაგრამა 5 – მოსახლეობის აზრით, სოციალური პრობლემების გამომწვევ მიზეზთა პროცენტული გადანაწილება

წყარო:https://docs.google.com/forms/d/1gxB5rvXdAvknlqC8JONqOlPA4VwrXSJafvDZUPLizlo/viewform?fbclid=IwAR0x_Ops01WrNuA6dHNHi1lrcIF-Uv1mWq954DN-kTlxy8Gl3c4_g0HYH3A&edit_requested=true

გამოკითხულთა 1% ფიქრობს რომ საქართველოში არსებული სოციალური პრობლემების მიზეზი ჭარბი პოპულაციაა, 21.9% კი მიიჩნევს რომ მიზეზი გაუნათლებლობა და განათლების ნაკლებობაა, გენდერული უთანასწორობა მიზეზად 32.3%-მა დაასახელა, უმრავლესობამ, 83,3%-მა კი აღნიშნა, რომ ამის მიზეზი უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელია.
გამოკითხვამ ნათლად დაგვანახა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყანაში სოციალური პრობლემების გამომწვევ მთავარ მიზეზად უმუშევრობას მიიჩნევს, რაც ვფიქერობ, ყველაზე ლოგიკური პასუხია ჩამოთვლილ ვარიანტებს შორის, რადგან, ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ მართლაც სერიოზულად დგას უმუშევრობის პრობლემა, ახლა რაც მოგახსენეთ არც ჩემი აზრია და არც ვინმე კონკრეტულის, ამას ამბობს სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს ქვეყანაში უმუშევრობის დონეს, იხილეთ დიაგრამა 6, სადაც გამოსახულია საქართველოში 2017 წლიდან, 2021 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით უმუშევარობის დონე ქვეყანაში:

დიაგრამა 6 – 2017-2021 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში არსებული უმუშევრობის დონე

წელი20172018201920202021 (Iკვარტალი)2021 (IIკვარტალი)2021 (IIIკვარტალი)
უმუშევრობის დონე (%)2321,921,721,619,217,618,5

წყარო : https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba

      ჩემი მსჯელობა კი ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემამდე დავიდა, რადგან ვსაუბრობთ საქართველოში სოციალური დაცვის პოლიტიკაზე, საინტერესოა იმის განხილვაც, თუ რას აკეთებს ჩვენი ქვეყანა ამ პრობლემის მოსაგვარებლად.       

     გაგაცნობთ ამ კუთხით უახლეს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საქართელოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 1-ლი მარტიდან, სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა ამოქმედდება და 200 ათასი ადამიანი დასაქმდება. მისივე თქმით, ეს ყველაფერი გამოიწვევს სოციალური შემწეობის მიმღებ უმუშევართა შემოსავლების ზრდას და ასევე ახალი ინფრასტრუქტურის შემქნას, ან არსებული გასაუმჯობესებლად შექმნის მნიშვენლოვან საზოგადოებრივ სიკეთეს.
       ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ – „საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება და გულისხმობს ისეთ სამუშაოს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონდე პირს შეუძლია. ეს ხელს შეუწყობს მათ მოტივაციის ამაღლებას, წაახალისებს მათ შრომის ბაზარზე გასააქტიურებლად. პროგრამა საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესაბამისად შევიმუშავეთ. ამ პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული შშმ სტატუსი ან არ აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები“. ასევე, მისივე თქმით, ვაკანსიებს მუნიციპალიტეტები და სამინისტროები შექმნიან პირველ ეტაპზე კი დაიდება 50 000 ვაკანსია. [9]

დასკვნა

სტატიამ ნათლად დაგვანახა, რომ ქვეყანაში სოციალური პრობლემების კუთხით არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს, ისევე როგორც სოციალური პრობლემების მნიშვენლობა არ არის სახარბიელო. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემა სოციალურ პრობლემებს იწვევს და ამისათვის მნიშვენლოვანია ქვეყანაში კონკრეტული პოლიტიკის და პროგრამების არსებობა, მე სტატიაში უახლეს მომავალში განსახორციელებელი პროგრამა ვახსენე, და ჩვენ, რაღა დაგვრჩენია იმაზე მეტი, რომ საქართველოში, სოციალური პრობლემების მოგვარება ამ გზით მაინც ვიმედოვნოთ.

გამოყენებული ლიტერატურა :

  1. https://gsdrc.org/topic-guides/social-protection-2/what-is-social-protection/
  2. https://www.google.com/search?q=coses+of+social+problems&oq=coses+of+social+problems&aqs=chrome..69i57j0i13l9.4809j0j1&sourceid=chrome&ie=UTF-8
  3. http://www.legalaid.ge/ka/services/185/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90
  4.    http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=35
  5. https://www.geostat.ge/media/43044/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98—2021.pdf
  6. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/41/mosakhleoba
  7. https://docs.google.com/forms/d/1gxB5rvXdAvknlqC8JONqOlPA4VwrXSJafvDZUPLizlo/viewform?fbclid=IwAR0x_Ops01WrNuA6dHNHi1lrcIF-Uv1mWq954DN-kTlxy8Gl3c4_g0HYH3A&edit_requested=true
  8. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
  9. https://formulanews.ge/News/64491