კიდევ კრიზისი?!

ავტორის სტილი დაცულია
ყაჭიაშვილი ანა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
მეოთხე კურსის სტუდენტი
akhachiashvili@gmail.com

რეზიუმე

„ისტორიკოსებისთვის თითოეული მოვლენა უნიკალურია“ _ წერდა ჩარლზ კინდელბერგერი თავის ნაშრომში კრიზისების შესახებ. ყველაზე უნიკლაურ და განსაკუთრებულ მოვლენად ჩვენი თაობისთვის კორონა ვირუსის პანდემია იქცა. 2019 წლიდან მოყოლებული, ნებისმიერი საუბარი იწყება და მთავრდება კითხვებით: „დღეს რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა?“, „აცრილი ხარ?“, „ახალი შტამის შესახებ შეიტყვე?“ და კიდევ მრავალი სხვა. ეს ყველაფერი ჩვენს ყოველდღიურობად იქცა, ჩვენ ვისწავლეთ პანდემიასთან ერთად ცხოვრება. მსოფლიოს ეკონომიკაზე რომ პანდემიამ უდიდესი გავლენა მოახდინა, ეს უკვე ყველასთვის ნაცნობი და გაცვეთილი თემაა, მაგრამ შეუძლებელია დაკვირვებულ ადამიანს მხედველობიდან გამორჩეს ის პროცესები, რომელიც დღესდღეობით მიმდინარეობს მსოფლიოში. კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული დეფიციტი წითელი სიგნალია მსოფლიოს ეკონომიკისათვის, ჯერ კიდევ ვერ ეწევა პროდუქციისა და მომსახურების მიწოდება მოთხოვნას. ქმნის ეს პანიკის საფუძველს? უნდა ველოდეთ ახალ კრიზისს?

Abstract: „For historians each event is unique,” wrote Charles Kindleberger in his study of financial crises. The most unique and special event for our generation has become the Corona virus pandemic. From 2019, any conversation starts and ends with the questions: “How many cases have been reported today?”, “Are you vaccinated?”, “Did you find out about the new strain?”and others.  It all became our daily routine, we learned to live with a pandemic. That the pandemic has had the greatest impact on the world economy is already a familiar and faded topic to everyone, but it is impossible for an observant person to ignore the processes that are taking place in the world today. The deficit caused by the Corona virus pandemic is a red signal to the world economy, still unable to supply the supply of products and services in demand. Does this create a basis for panic? Should we expect a new crisis?

მსოფლიო ინფლაცია კრიზისისკენ მიგვაქანებს

კორონა ვირუსის პანდემიის ასეთი მძიმე შედეგები გამოწვეული იყო ფაქტობრივად წარმოების პროცესების სრული პარალიზებით. პანდემიის პირველი დარტყმა ჩინეთის ეკონომიკამ მიიღო, რადგან როგორც ვიცით ვირუსი სწორედ, რომ ჩინეთიდან გავრცელდა. ეს ფაქტი თითქოს საზიანო უნდა ყოფილიყო ჩინეთის ეკონომიკისათვის, მაგრამ მოულოდნელად მსოფლო ახალი რეალობის წინაშე დადგა. ჩინეთი ფაქტობრივად ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელმაც პანდემიის ფონზე არნახულ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. ჩინეთი დღესდღეობით მხოლოდ აშშ-ს ჩარმორჩება მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით, თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ ჩინეთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანაა მთელს მსოფლიოში. ჩინეთს უმსხვილესი დადებითი სავაჭრო სალდო აქვს, რომელიც აშშ-სთან სავაჭრო ბრუნვას უკავშირდება. ჩინეთის მიერ აშშ-ში განხორციელებული საქონლის ესპორტი სამჯერ აღემატება ამ ქვეყნიდან საქონლის იმპორტს. ჩინეთის სავაჭრო პარტნიორები არიან ასევე ევროპის მსხვილი ქვეყნებიც. ჩინთეს მსოფლიო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტის 13% და იმპორტის 11% უკავია. ამ ქვეყანას ესპორტზე გააქვს ძირითადად საოფისე ინვენტარი და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები. რაც შეეხება იმპორტს, ჩინეთის იმპორტში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ნავთობის იმპორტს. სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ის ფაქტი, რომ როდესაც ჩინეთმა წარმოება გააჩერა, ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე ისტორიულ მინიმუმს მკვეთრად ჩამოსცდა. მეორეს მხრივ ჩინეთის გაჩერებულმა წარმოებამ სამომხმარებლო საქონლის დეფიციტი შექმნა, რამაც ხელი შეუწყო მსოფლიოში ინფლაციური პროცესების განვითარებას, განსაკუთრებით მოიმატა ფასებმა სამომხმარებლო საქონელზე. {4}

ინფლაცია იზრდება მთელს მსოფლიოში, მაგრამ განსაკუთრებული ზრდა აშშ-ში ფიქსირდება. ფიუ რისერჩის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ 2021 წლის ოქტომბერში, წლიური ინფლაციის დონემ აშშ-ში 6,2%-ს მიაღწია, რაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ინფლაციის ყველზე მაღალი დონეა (გამოთვლილი CPI ინდექსით). {5}

იმის გაგება თუ რატომ იზრდება ინფლაცია ასე სწრაფად, დაგვეხმარება შევიტყოთ თუ რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ეს და ასევე ეს დაგვეხმარება იმის გარკვევაში, თუ რა შეიძლება მოიმოქმედონ პოლიტიკის გამტარებლებმა ამ საკითხთან მიმართებაში. ინფლაციის ტემპის ბოლოდეოინდელი აჩქარება ფუნდამენტალურად განსხვავება სხვა ინფლაციური პერიოდებისგან, რომლებიც უფრო მეტად მიბმული იყო რეგულარულ ბიზნეს ციკლზე. ამჟამინდელი ფენომენი აიხსნება კორონა ვირუსის შედეგად გამოწვეული შეფერხებით მიწოდების ჯაჭვში, ასევე ამის მიზეზია არეულობა შრომის ბაზარზე. ფაქტია, რომ დღეს ფასები ფასდება კოვიდ 19-ით გამოწვეული ჩაკეტვების დროინდელი ფასებით, იმ ფონზე როცა ახლა გვაქვს გაძლიერებული სამომხმარებლო მოთხოვნა ეკონომიკის ხელახლა გახსნის პირობებში.

ერთი რამ ცხადია: ეს ინფლაცია აშშ-სთვის შემაშფოთებელი არაა. ფიუ რისერჩი (Pew Research Center) აქვეყნებს 46 ქვეყნის მონაცემების ანალიზს, რომლის მიხედვითაც 2021 წლის მესამე კვარტალში ინფლაციის დონე ამ ქვეყნების უმეტესობაში (39) მაღალი იყო ვიდრე 2019 წლის მესამე კვარტალში. აქედან 16 ქვეყანაში და მათ შორის აშშ-ში ინფლაციის დონე 2 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალი იყო გასულ კვარტალში, ვიდრე იმავე პერიოდში 2019 წელს. 5.3%-ით შეერთებულ შტატებს ჰქონდა მერვე ყველაზე მაღალი წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2021 წლის მესამე კვარტალში 46 გამოკვლეულ ქვეყანას შორის, ამ მაჩვენებლით იგი ცოტათი ჩამორჩება პოლონეთს. აშშ-ს ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა – 3,58 პროცენტული პუნქტით 2019 წლის მესამე კვარტალსა და 2021 წლის მესამე კვარტალს შორის – იყო მესამე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლევის ჯგუფში, იგი მხოლოდ ბრაზილიასა და თურქეთს ჩამორჩება, ორივე მათგანს აქვს არსებითად მაღალი ინფლაციის მაჩვენებლები ზოგადად, ვიდრე აშშ-ს. მიუხედავად ინფლაციის აბსოლუტური დონისა თითოეულ ქვეყანაში ბევრი ცვლილებები მიდის: შედარებით დაბალი ინფლაცია ფიქსირდებოდა COVID-19-ის პანდემიამდე 2020 წლის პირველ კვარტალში; უცვლელი იყო ან/და ეცემოდა დანარჩენი წლის განმავლობაში და 2021 წლამდე, რადგან ბევრი ქვეყნის  მთავრობამ მკვეთრად შეზღუდა ეკონომიკური აქტივობის უმეტესობა; შედეგად ინფლაცია იზრდება მიმდინარე წლის მეორე და მესამე კვარტალში, რადგან მსოფლიო იბრძვის, რომ დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე შეგიძლიათ იხილოთ წლიური ინფლაციის დონე, 2021 წლის მესამე კვარტალში, ზემოთ ხსენებული 46 ქვეყნის მიხედვით (იხილე ნახ. #I){5}

ნახ.#I წლიური ინფლაციის დონე, 2021 წლის მესამე კვარტალში

წყარო: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, ძირითადი, მაღალგანვითარებული, დემოკრატიული ქვეყნების ჯგუფი

აშშ-ს მსოფლიოში ერთ-ერთი უძიერესი ეკონომიკა აქვს და იგი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გლობალურ ეკონომიკურ კლიმატს. ბოლო დროს ამერიკის ფინანსურ ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიმჩნევა. დღეს ამერიკის ფინანსური სისტემის მდგომარეობა არ ჰგავს 2001 ან 2008 წლის კრიზისებამდე არსებულ სიტუაციას, მაგრამ ბოლო დროს უოლ სტრიტზე გამოჩნდა შიშის ნაცნობი ნიშნები: „ველური“ ვაჭრობის დღეები რეალობის გარეშე, ფასების უეცარი რყევა და ივნესტორების უსიამოვნო შეგრძნება, რომ მათ გადააჭარბეს ტექნიკურ ოპტიმიზმსს. 2021 წლის ზრდის შემდეგ, აქციებს ჰქონდათ ყველაზე ცუდი იანვარი 2009 წლის შემდეგ, მათი ფასი დაეცა 5.3%-ით. საცალო ინვესტორების მიერ მოწონებული აქტივების ფასები, როგორიცაა ტექნიკური აქციები, კრიპტოვალუტები და ელექტრომობილების მწარმოებლების აქციები, დაეცა. ოდესღაც თავბრუდამხვევი განწყობა r/wallstreetbets-ზე, ციფრული დღის ტრეიდერების ფორუმზე, ახლა სამწუხაროა. ამერიკის ახალი ფინანსური სისტემა კვლავ დატვირთულია რისკებით. აქტივების ფასები მაღალია: ბოლოს, როდესაც აქციები ასე ძვირი იყო გრძელვადიან მოგებასთან შედარებით, იყო 1929 და 2001 წლების კრახამდე, ხოლო სარისკო ობლიგაციების მფლობელობის დამატებითი ანაზღაურება, თითქმის მეოთხედი, საუკუნის ყველაზე დაბალ დონეზეა. ბევრი პორტფელი დატვირთულია „გრძელვადიანი“ აქტივებით, რომლებიც მოგებას მხოლოდ შორეულ მომავალში მოაქვს. ცენტრალური ბანკები კი ზრდიან საპროცენტო განაკვეთებს ინფლაციის შესამცირებლად. ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა წელს, სავარაუდოდ, ხუთ მეოთხედ პუნქტით გაიზრდება. გერმანიის ორწლიანი Bund-ის შემოსავალი 0,33 პუნქტით გაიზარდა, რაც მათი ყველაზე დიდი ნახტომია 2008 წლის შემდეგ. ამერიკის საფონდო ბირჟაზე მიმდინარე მოვლენები, ელვის სისწრაფით ჰპოვებს ასახვას სხვადასხვა ქვეყნის ფინანსურ ბაზრებზე. ეს მოვლენები მკაფიო სიგნალებია იმისა, რომ მსოფლიო მალე შეიძლება ახალი გლობალური კრიზისის ზღვარზე აღმოჩნდეს. {6}

გლობალური პროცესების გავლენა ქართულ ეკონომკიკაზე

მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ასახვას პოვებს ქართულ რეალობაშიც. კორონა ვირუსის პანდემიას არც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დაუნდია, უფრო მეტიც იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გარდამავალი ეკონომიკა გვაქვს, მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე რყევები უფრო მძაფრად აისახება ჩვენს ყოველდღიურობაზე. კორონა ვირუსმა მნიშვნელოვნად დაამუხრუჭა ადგილობრივი წარმოება, ტურიზმის სექტორის ჩაძირვამ, საძირკველი გამოაცალა ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს. რთულად გადასალახი აღმოჩნდა სამომხმარებლო პროდუქტსა და მომსახურებაზე გაჩენილი დეფიციტი და ისევე როგორც სხვა ქვეყნებში ჩვენს ქვეყანაშიც ინფლაციური პროცესები დაჩქარდა. საქსტატის (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური) მიერ 2021 წლის ნომებერში გამოქვეყნებულ მოხსენებაში ვკითხულობთ, რომ 2021 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზრო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზრო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.2 პროცენტით განისაზღვრა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ისეთ ჯგუფებზე, როგორიცა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები. კერძოდ ამ ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.96 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ისეთ ქვეჯგუფებზე, როგორებიცაა ბოსტნეული და ბაღჩეული, პური და პურპროდუქტები, თევზეული, რძე, ყველი, და კვერცხი, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული. მეორეს მხრივ, ფასები შემცირდა ხილზე და ყურძენზე. ეს ორმაგი განგაშის საფუძველს ქმნის, რადგან ფაქტიურად ყველა პროდუქტი, რომელზეც ფასები გაიზარდა არის იმპორტული, ანუ საქართველოს იმპორტი გაუძვირდა, ხოლო რაც შეეხება ხილს და ყურძენს, რომელიც საქართველოში სასოფლო მეურნეობის მთავარი დარგების _ მეხილეობის და მევენახეობის პროდუქტებია, გაიაფდა. ეს ნიშნავს, რომ ქართული ექსპორტი იაფდება. საქართველოს ისედაც უარყოფითი სავაჭრო სალდო აქვს ( იმპორტი სჭარბობს ექსპორტს) და შესაბამისად აღნიშნული მოვლენები კიდევ უფრო გაზრდის ამ სხვაობას, რაც თავისთავად უარყოფით გავლენას პოვებს ქართულ ეკონომიკაზე. ფასები გარდა საკვები პროდუქტებისა გაზრდილია ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე. 9.2 პროცენტით არის გაზრდილი ფასები ამ ჯგუფის პროდუქციაზე, რომლის უმეტესი ნაწილი ასევე იმპორტულია. იმპორტულ საქონელზე ფასების ზრდა არც არის გასაკვირი, რადგან მსოფლიოში მიმდინარე ინფლაცია პირდაპირპროპორციულად აისახება ქართულ ინფლაციაზე. თუმცა ეს საქართველოს მთავრობას და პოლიტიკის გამტარებლებს არ აძლევს მოდუნების უფლებას, საჭიროა დროული და ეფექტური პოლიტიკის შემუშავება, რათა აღნიშნული დეფიციტი ადვილად დაძლევადი გახდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ის ზარალი, რომელიც შეიძლება მიადგეს ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს ან ზოგადად ეკონომიკას. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ნათლად ჩანს გარდატეხა კორონამდელ და კორონას შემდეგ პერიოდში (იხილე ნახ. #II){1}

ნახ. #II წლიური ინფლაციის დონე საქართველოში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ბოლო პერიოდში ადგილი ჰქონდა უჩვეულო მოვლენას. 2022 წლის 21 იანვრიდან ლარის კურსმა დაიწყო გამყარება დოლართან მიმართებაში. იმ ფონზე როცა ქვეყანაში ინფლაციური პროცესები გამძაფრებულია და ეროვნული ვალუტა უნდა უფასურდებოდეს, ქართველი მოსახლეობა აღმოჩნდა აბსოლუტურად საპირისპირო რეალობის წინაშე. 2021 წლის 21 იანვარს ეროვნული ბანკის მონაცემებით 1 აშშ დოლარის ღერბულება 3.0825 ლარი იყო, მაშინ როცა უკვე 2022 წლის 9 თებერვალს 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9200 ლარი შეადგინა. ამ მინიმუმის მიღწევის შემდეგ ლარმა კვლავ დაიწყო გაუფასურება და დღეს უკვე 1 აშშ დოლარის ღრებულება სამ ლარს აჭარბებს.{2} ერთმნიშვნელოვნად ძნელია იმის თქმა რა იყო ამ უჩვეულო მოვლენის გამომქვევი მიზეზი, მაგრამ ფაქტია კორონა ვისრუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული არასტაბილურობა, დაბნეულობა და სწრაფვა ახალი წესრიგისაკენ, დროდადრო მნიშვნელოვან რყევებს იწვევს მსოფლიო ეკონომიკაში. ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოვლენას, რომელიც ლარის კურსის გამყარებას უკავშირდება, თითქოს დადებითი გავლენა უნდა ჰქონოდა ქართულ ბაზარზე, მაგრამ ლარი კურსის გამყარება იმდენად მცირე ხნიანი და არასტაბილური იყო, რომ გაზრდილ ფასებზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია და არც ინფლაციის საპირისპირო პროცესები დაწყებულა. ლარის კურსის გამყარების ფონზე ფასები კვლავ განაგრძობდნენ ზრდას, მაშინ როცა იმ ადამიანების რეალური შემოსავლები, რომლებიც უცხოურ ვალუტაში იღებენ ანაზღაურებას, მცირდებოდა. ეს რყევა, რომ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს არ გამუწვევია და იგი გლობალური ცვლილებების შედეგია, ცხადია. მსგავსი პარადოქსული მოვლენები შეიძლება მცირე ბიძგები იყოს დიდ მიწისძვრამდე. {3}

დასკვნა

კორონა ვირუსის პანდემია და მის შედეგებთან გამკლავება კვლავ რჩება ჩვენი ქვეყნისა და მთლიანად მსოფლიოს მთავარ ამოცანად. 2019 წლიდან დღემდე მუდვივად გვიწევს ბრძოლა ამ ვისრუსთან და მის მავნე შედეგებთან. მსოფლიოს მოსახლეობას ეკონომიკა ასულდგმულებს. თუ არ იქნება მიღწეული მსოფლიოში ეკონომიკური სტაბილურობა, წარმოების მსხვილი მასშტაბები, მომარაგების არხების გამართული მუშაობა და ასე შემდეგ, მსოფლიოს ეკონომიკა ვერ შეძლებს დაეწიოს გაზრდილ მოთხოვნას, აღმოფხვრას დეფიციტი და აღადგინოს წონასწორობა მოთხოვნა-მიწოდების ბაზარზე. ვაქცინაცია წარმატებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო. პირველი ვაქცინის გამოჩენის დღიდან დაიწყო ეკონომიკამ აღმავლობა. როგორც ეპიდემიოლოგები იუწყებიან ახალი ომიკრონ შტამი კორონა პანდემიის დასასრულის დასაწყისია. ეს იმედია ყველასთვის, რომ ერთ დღესაც შევძლებთ დავუბრუნდეთ ნორმალურ, ჩვეულ ცხოვრებას, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი ვისწავლეთ, ღირებულებები გადავაფასეთ, მსოფლიო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო, მაგრამ ამაში არაფერია საგანგაშო, პირიქით ამ პანდემიამ დააჩქარა პროგრესი, რომელიც გამოიხატა სამეცნიერო-ტექნიკური და სამედიცინო სფეროს სწრაფ განვითარებაში. დღეს მსოფლიო იბრძვის იმისათვის, რომ აღსდგეს სტაბილურობა. ამ გზაზე უნდა მოველოდეთ არაერთჯერად რყევებს, მცირე კრიზისებს, საბაზრო ჩავარდნებს, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია. საბოლოოდ ადამ სმიტის „უხილავი ხელი“ კვლავ აღადგენს მოთხოვნა-მიწოდებას შორის წონასწორობას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. „ინფლაცია საქართველოში 2021 წლის ოქტომბერში“, 2021 წლის 3 ნოემბერი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, https://www.geostat.ge/media/41402/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98—%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-2021.pdf
  2. ლარის კურსის სტატისტიკა, 2021 წლის 18 თებერვალი https://www.lari.ge/index.php?do=currency/chart&code=USD
  3. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) https://www.geostat.ge/ka/modules/categories/92/monetaruli-statistika
  4. ჩინეთის ეკონომიკური განვითარების ისტორია და საქართველოსთან ვაჭრობა, 2020 წელი, 28 ივნისი, ბიზნეს მედია https://bm.ge/ka/article/chinetis-ekonomikuri-ganvitarebis-istoria-da-saqartvelostan-vachroba-/59342
  5. „Inflation has risen around the world, but the U.S. has seen one of the biggest increases,“ 2021 წლის 24 ნოემბერი, დრიუ დესილვერი  https://www.pewresearch.org/fact-tank/2021/11/24/inflation-has-risen-around-the-world-but-the-u-s-has-seen-one-of-the-biggest-increases/
  6. What would happen if financial markets crashed?, 2022 წლის 12 თებერვალი, ჟურნალი „The Economist” https://www.economist.com/leaders/2022/02/12/what-would-happen-if-financial-markets-crashed