საგარეო ვაჭრობა საქართველოში და მისი გამოწვებები დღევანდელ სამყაროში
ავტორის სტილი დაცულია
ქეთი სიდამონიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
qsidamonidze@gmail.com
ანოტაცია
მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაციის პროცესი, სულ უფრო მეტად ღრმავდება თანამედროვე მსოფლიოს გლობალიზაციის ფონზე.საგარეო სავაჭრო ურთიერთობების არსისა და თავისებურებების შესწავლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგარეო სავაჭრო მოვლენებისა და პროცესების დონის, დინამიკისა და განვითარების ტენდენციების დადგენაში, ასევე არსებული მდგომარეობის ანალიზისა და შეფასების საკითხებში.მოცემულ ნაშრომში განხილულია საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, გაანალიზებულია სტატისტიკური მონაცემები ,შეფასებულია COVID-19 -ისდა რუსეთ-უკრანის ომის გავლენა საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე.
Annotation
The process of integration of the Georgian economy in the world economic space is deepening more and more against the background of the globalization of the modern world. The study of the essence and peculiarities of foreign trade relations is especially important in determining the level, dynamics and development trends of foreign trade events and processes, as well as in the analysis and evaluation of the current situation. This article discusses Georgia’s trade and economic relations, analyzes statistics, and assesses the impact of the COVID-19 and the Russia-Ukrainian War on Georgia’s foreign trade.
საქართველოს სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა
საქართველოსათვის მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარება და განმტკიცება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ურთიერთ ინტერესებზე დამყარებული სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებას, ასევე, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას.
საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან – აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და კულტურის სფეროებში. ქვეყნის წინაშე არსებული მიზნების მისაღწევად, მნიშვნელოვანი იქნება მხარეებს შორის ვიზიტების ურთიერთგაცვლის არსებული აქტიური დინამიკის შენარჩუნება და ძალისხმევის გააქტიურება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის დასრულების მიზნით.
მნიშვნელოვანია მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელება შავი ზღვის რეგიონში საქართველოს მოსაზღვრე ბულგარეთის რესპუბლიკასთან და რუმინეთთან. მათთან ურთიერთობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და სავაჭროეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობას, მათ შორის სატრანსპორტოენერგეტიკული სატრანზიტო დერეფნის განვითარებასა და ერთობლივი ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების განხორციელებას.
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კეთილმეზობლური ურთიერთობების გაგრძელება ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან, რომლის როლი ძალზედ მნიშვნელოვანია, რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. [1]
საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული, ოთხი მიმართულების გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს უსაფრთხოებასა და თავდაცვას; ეკონომიკას, ვაჭრობასა და ენერგეტიკას; დემოკრატიულ მმართველობასა და სამოქალაქო საზოგადოებას; ხალხთაშორის და კულტურულ კონტაქტებს.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონი დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური კვანძია – ამ რეგიონში განვითარებული პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში ხელშესახები წინსვლა. საქართველო სასიცოცხლოდაა დაინტერესებული მის უშუალო სამეზობლოში არასტაბილურობის აღმოფხვრით და მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას გადადგას ეფექტური ნაბიჯები კონფლიქტის მოგვარებისთვის, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ძალადობის შეწყვეტისა და ადამიანთა ღირსების, უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. [2]
საქართველო ესწრაფვის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც მსოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკას წარმოადგენს და შედის საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში. საქართველოს ამოცანაა ჩინეთთან პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარება, მათ შორის ჩინეთის ბაზარზე საქართველოს პროდუქციის ექსპორტის მოცულობისა და ქართულ ბაზარზე ჩინური ინვესტიციების მოცულობის გაზრდის კუთხით.
ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებაა ასევე თანამშრომლობა „ახალიაბრეშუმის გზის“ პროექტის აღორძინების კუთხით, რათა სრულად იქნას გამოყენებული საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ტრადიციული სატრანზიტო დერეფნის პოტენციალი. [3]
დიაგრამა 1 საქართველოს საგარეო ვაჭრობის ტენდენციები 2017-2022 წლების იანვარ-თებერვალი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/ka
დიაგრამა 1 -ზე ჩანს,რომ 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 539.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 49.2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 760.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (54.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 778.9 მლნ. აშშ დოლარი (47.0 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-თებერვალში 1 018.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1 პროცენტი შეადგინა.
დიაგრამა 2 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 2022 * წლის იანვარში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/ka
დიაგრამა 2 -ზე გამოსახულია უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 2022 * წლის იანვრის მონაცემებით,როგორც ჩანს პირველ ადგილს ბულგარეთი იკავებს (15%),მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი (14.1%) და მესამე ადგილზეა რუსეთი (12.9 %).
დიაგრამა 3 უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების წილი საქართველოს მთლიან იმპორტში 2022 * წლის იანვარში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/ka
დიაგრამა 3 -ზე გამოსახულია უმსხვილესი საიპორტო ქვეყნების წილი საქართველოს მთლიან იმპორტში 2022 * წლის იანვრის მონაცემებით,როგორც ჩანს პირველ ადგილს თურქეთი იკავებს (18.1%),მეორე ადგილზეა რუსეთი(11.0%) და მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი (9.6 %).
COVID-19-ის გავლენა საქართველოს ვაჭრობის ტენდენციებზე
COVID-19-მა როგორც საქართველოს ,ისე მსოფლიო ეკონომიკაზე დიდი გავლენა მოახდინა,შესაბამისად ქვეყნის სავაჭრო ტენდენციები წინა წლებთან შედარებით საკმაოდ განსხვავებული იყო.სტატისტიკურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით 2019 წელთან შედარებით 2020 წლის საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო შემცირდა,ვინადაინ პანდეემის გამო საზღვრები ჩაკეტილი იყო და შესაბამისად ვერ ხერხდებოდა დიდი რაოდენობით პროდუქტების როგორც იმპორტი,ასევე ექსპორტი,თუმცა 2021 წელს შედარებით გაუმჯობესდა პანდეემის პირობები და საზღვრებიც გაიხსნა,ამიტომ ქვეყანაში საკმაოდ დიდი რაოდენობით იმპორტი შემოვიდა რამაც უარყოფითი საგარეო ვაჭრობის სალდო ,კიდევ უფრო გაზარდა.
ცხრილი 1 – საქართველოს ექსპორტ-იმპორტი 2019-2022* წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით (მილიონი აშშ დოლარი)
2019 | 2020 | 2021* | 2022* იანვარი–თებერვალი | |
საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი (FOB) | 3 798,4 | 3 343,4 | 4 242,3 | 760,4 |
საქონლის რეგისტრირებული იმპორტი (CIF) | 9 519,2 | 8 052,9 | 10 077,0 | 1 778,9 |
საგარეო ვაჭრობის სალდო | – 5 720,8 | – 4 709,4 | – 5 834,7 | -1 018,5 |
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/ka
ცხრილ 1 ასახავს საქართველოს ექსპორტ-იმპორტის მონაცემებს 2019-2022* წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით,როგორც კორონავირუსის ფონზე ,საზღვრების ჩაკეტვის გამო 2020 წელს იმპორტი არის შემცირებული და საგარეო ვაჭრობის სალდოც უფრო მეტია ,ვიდრე 2019 წელს,თუმცა 2021 წელს ეს მდგომარეობა უფრო უარესდება და კვლავ სალდო უფრო მეტად უარყოფითი ხდება.2022 წლის წინასწარ მონაცემებს თუ დავუჯერებთ იმპორტი საკმაოდ მეტია ექსპორტზე, იმედია,რომ ეს სხვაობა შემცირდება და საგარეო ვაჭრობის სალდო დადებითი მიმართულებისკენ დაიწყებს სვლას.
გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE-ს) მიერ მიმდინარე წლის იანვარი-თებერვალში ჩატარდა კვლევა და მომზადდა ანგარიში „COVID -19-ის გავლენა საქართველოს ვაჭრობასა და სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე.“ კვლევაში დადებითადაა შეფასებული საქართველოს მთავრობის მიერ პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად განხორციელებული ღონისძიებები. [5]
კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს უჭირავს წამყვანი ადგილი რეგიონში სავაჭრო რეფორმატორთა შორის, ხოლო შეფასებამ აჩვენა, რომ „მთავრობამ გადააჭარბა მოლოდინს მიწოდების ჯაჭვის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მხრივ. მან მინიმუმამდე დაიყვანა სავაჭრო შეზღუდვები; სწრაფად გააფართოვა და ხელმისაწვდომი გახადა საწარმოებისთვის ვაჭრობის გამარტივებისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი და შეიმუშავა დახმარების ზომები მოსახლეობის დაუცველი ფენებისთვის, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებთათვის, და ასევე მძიმედ დაზარალებული სექტორების დასახმარებლად“.
ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისათვის. მასში ხაზგასმულია ვაჭრობის წვლილის გაზრდის მნიშვნელობა COVID-19 პანდემიის შემდეგ ძლიერი და მდგრადი ეკონომიკის მშენებლობაში.
კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული მთავრობის მიერ გატარებულ შემდეგ ზომებზე:
- ვაჭრობაში გამჭვირვალობის ეფექტიანი უზრუნველყოფა, განსაკუთრებით სავაჭრო საქმიანობასთან დაკავშირებული ახალი მარეგულირებელი და პროცედურული ზომების გამოქვეყნებით.
- სავაჭრო დოკუმენტების ონლაინ გაცემა;
- შესაბამისმა უწყებებმა გაზარდეს ძალისხმევა ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის სხვადასხვა სახის საჭირო დოკუმენტების დაჩქარებულ რეჟიმში გასაცემად;
- სასაზღვრო კონტროლი ხორციელდებოდა ეფექტიანი რისკზე დაფუძნებული ინტეგრირებული საზღვრის მართვის სისტემით.
- სასაზღვრო კონტროლის პუნქტების განტვირთვის მიზნით განხორციელდა ტვირთების ფიზიკური ინსპექტირების რეალოკაცია.
- საბაჟო და გადასახადების გადახდა გაგრძელდა ონლაინ რეჟიმში, რასაც დაემატა გადასახადის დაბრუნების გამარტივებული პროცედურა.
- ტრანზიტული მოძრაობა კვლავ ეფუძნებოდა რეგიონული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პირობებს და მეზობელ ქვეყნებთან მონაცემთა ელექტრონულ მიმოცვლას.[5]
რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე
თანამედროვე მსოფლიოს ახალი გამოწვევა არის რუსეთ-უკრაინის ომი,რომელმაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს მეზობელი ქვეყნების ეკონომიკაზე და მათ შორის საქართველოზეც.
ბოლო ათწლეულია რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია 2021 წელს 10.2%-იანი წილით, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, თურქეთის შემდეგ. გასულ წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ „საქსტატის“ მონაცემებით, $610 მილიონს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ რუსეთზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის 14.4% მოდის 2021 წლის მონაცემებით. საქართველოს ძირითად საექსპორტო პროდუქციის, კერძოდ ღვინის 59%, მტკნარი და მინერალური წყლების 43%, სპირტიანი სასმელების 26% და ფეროშენადნობების 35% სწორედ რუსეთში იყიდება.2022 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებზე დაყრდნობით კი ,რუსეთის ექსპორტის წილი 14,4 %-დან 11 % -მდე არის შემცირებული.ექსპორტის ეს შემცირება სწორედაც ,რომ არსებული ომით არის გამოწვეული ,რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობაზე.[4]
დასკვნა
საქართველოსათვის მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარება და განმტკიცება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ურთიერთ ინტერესებზე დამყარებული სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებას, ასევე, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას.
COVID-19-მა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე.პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მთავრობამ განახორციელა გარკვეული ღონისძიებები,რომლებიც განხილულია მოცემულ ნაშრომში. გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით საქართველოს უჭირავს წამყვანი ადგილი რეგიონში სავაჭრო რეფორმატორთა შორის. მნიშვნელოვანია ვაჭრობის წვლილის გაზრდა COVID-19 პანდემიის შემდეგ ძლიერი და მდგრადი ეკონომიკის მშენებლობაში.
რუსეთ-უკრაინის ომის ძალიან დიდ გავლენას ახდენს საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე,ვინაიდან რუსეთი ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია .ეს დაძაბული ვითარება 2022 წლის წინასწარ მონაცემებზე არის ასახული და იმედია ,რომ ეს ყოველი კიდე უფრო არ დააზარალებს ექსპორტ-იმპორტს. საბოლოოდ კი შეგვიძლია დავასკვნათ,რომ 2022 იანვარ-თებერვლის წინასწარი მოანცემებით კვლავ ისევ უარყოფითი საგარეო ვაჭრობის სალდო გვაქვს და ექსპორტი კვლავ მეტია იმპორტზე.
გამოყენებული ლიტერატურა
- ხატია დოლიძე. 2019. ,, საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობები’’, სამაგისტრო ნაშრომი.
- პაპავა ვ. პოსტკომუნისტური საქართველოს ეკონომიკური განვითარების ვექტორის შესახებ. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი, 2013;
- https://mfa.gov.ge/
- https://www.geostat.ge
- http://www.economy.ge/?page=news&nw=1580