საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასება 2022 წლის მონაცემებზე დაყრდნობით

ავტორის სტილი დაცულია
ქეთი სიდამონიძე            
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
qsidamonidze@gmail.com

ანოტაცია

ნებისმიერი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მიზანია – ეკონომიკური ზრდა. ეკონომიკური ზრდა გულისხმობს – ქვეყანაში უფრო ხარისხიანი და მეტი რაოდენობის პროდუქციის წარმოებას, შესაბამისად, ცხოვრების უფრო მაღალი დონის მიღწევას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდა ხდებოდეს რესურსების, მაქსიმალურად, ეფექტიანად გამოყენებით.თანამედროვე დროში ის წარმოადგენს კეთილდღეობის ზრდის საფუძველს და მისი განმსაზღვრელი ფაქტორების ანალიზი საშუალებას გვაძლევს ავხსნათ ქვეყნის ტემპი და განვითარების დონე დროის სხვადასხვა მონაკვეთში.საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური ზრდის ეფექტურობისა და ხარისხის პრობლემებს. მოცემულ ნაშრომში განხილულია საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2022 წლის მონაცემების საფუძველზე.

Annotation

One of the main goals of any state is economic growth. Economic growth means – producing better quality and more products in the country, thus achieving a higher standard of living.In addition, it is important for economic growth to take place using resources as efficiently as possible. In modern times it is the basis for the growth of prosperity and the analysis of its determinants allows us to explain the pace of the country and the level of development in different periods of time. Problems of economic growth efficiency and quality are of special importance for Georgia. This article discusses Georgia’s economic growth based on 2022 data.

ეკონომიკური ზრდის არსი

ეკონომიკური ზრდა საქონლისა და მომსახურების წარმოების ზრდაა დროის კონკრეტულ პერიოდში. მისი განსაზღვრის მრავალი მიდგომა არსებობს. ის შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ქვეყანაში წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობის გრძელვადიანი ზრდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში (ჩვეულებრივ წელიწადში).

ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას, წარმოების განვითარებასა და მშპ-ს ზრდას. იგი ასახავს ეროვნული ეკონომიკის უნარს დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნილებები, შექმნას მისთვის საჭირო სარგებელი და ცხოვრების დონე აამაღლოს. ეკონომიკური ზრდა შეიძლება მივიჩნიოთ სახელმწიფოს განვითარების მთავარ ინსტრუმენტად შემდეგი მიზეზების გამო:

  • ის ზრდის პროდუქციისა და მომსახურების წარმოების მოცულობას;
    • საზოგადოებაში ცხოვრების რეალურ დონეს ამაღლებს;
    • შეუძლია ეკოლოგიის, განათლების, ჯანდაცვისა და სიღარიბის პრობლემების უფრო რაციონალური გადაწყვეტა ცხოვრების დონის შემცირების გარეშე;
    • ამცირებს წარმოების ხარჯებს და ზრდის შრომის პროდუქტიულობას.

კონომიკურ ზრდაზე მოქმედი პირობები და ფაქტორები

მრავალფეროვანი ფაქტორები გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე, წარმოების მოცულობაზე, მის სიჩქარესა და ეფექტურობაზე. ზემოქმედების მიხედვით ფაქტორები არსებობს ორი სახის – პირდაპირი და არაპირდაპირი (ირიბი).

პირდაპირი ფაქტორები იგივე მიწოდების ფაქტორები განსაზღვრავენ ეკონომიკური ზრდის ფიზიკურ შესაძლებლობებს და ხელს უწყობენ ეკონომიკის განვითარებას.

პირდაპირ ფაქტორებში შედის:

  • შრომითი რესურსი არის ყველა ადამიანი, რომელსაც თავისი შესაძლებლობებისა და უნარების წყალობით შეუძლია ჩაერთოს სოციალურად სასარგებლო საქმიანობებში. უფრო მეტიც, რაც უფრო მაღალია შესაძლებლობები და უნარები, განათლება და კვალიფიკაცია, მით უფრო მაღალია მათ მიერ შექმნილი საქონლისა და მომსახურების ხარისხი.
  • ბუნებრივი რესურსები (წიაღისეული, ფლორა, ფაუნა, წყალი და ა.შ.) არათანაბრადაა განაწილებული დედამიწაზე, რის გამოც ზოგიერთი ქვეყანა მოკლებულია ამ ფაქტორს, ზოგს კი უხვად აქვს.  ქვეყანას უფრო მეტი პოტენციალი აქვს ეკონომიკური ზრდისთვის, როდესაც მისი ბუნებრივი რესურსების რაოდენობა დიდია. ამის მაგალითია ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები: კატარი, საუდის არაბეთი, ქუვეითი.
  • ძირითადი კაპიტალის მოცულობა და ხარისხი. ძირითადი კაპიტალის შემადგენლობაში შედის შრომის ის საშუალებები, რომლებიც წარმოების პროცესში რამდენჯერმე გამოიყენება. რაც მეტია ძირითადი კაპიტალის რაოდენობა, მით მეტი პროდუქტის წარმოებაა შესაძლებელი.
    • ტექნოლოგიების განვითარების დონე ეფუძნება სახელმწიფოს პოლიტიკურ და ფინანსურ მდგომარეობას. ტექნოლოგიური მიღწევები გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე.
  • წარმოების ორგანიზაცია, ეს არის წარმოების პროცესის რაციონალურად ორგანიზების უნარი, სარგებლის ეფექტური გამოყენება. ქვეყანაში მეწარმეთა წიგნიერებას შეუძლია ხელი შეუწყოს მაქსიმალურ ეკონომიკურ ზრდას და წარმოების ეკონომიკურ ეფექტურობას.

არაპირდაპირი ფაქტორები იგივე მოთხოვნის ფაქტორები განსაზღვრავენ რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს. [3]

არაპირდაპირ ფაქტორებში აერთიანებენ:

  • ბაზრის მონოპოლიზაცია. თანამედროვე ბაზარზე ხშირად ჩნდება სიტუაცია, როდესაც ერთი ან რამდენიმე ფირმა მთლიანად აკონტროლებს პროდუქციას. ეს საშუალებას აძლევს ფირმებს, დააწესონ მონოპოლიური ფასები,  რაც ძირს უთხრის ეკონომიკურ ზრდას, ამცირებს წარმოების საერთო ეფექტურობას და აფერხებს სამეცნიერო და ტექნოლოგიურ პროგრესს.
  • საგადასახადო მდგომარეობა ქვეყანაში. გადასახადები ყველაზე დიდ გავლენას ახდენს წარმოების პროცესსა და შესაბამისად ეკონომიკურ ზრდაზე. გადასახადების ზრდა იწვევს მწარმოებლების ინტერესის შემცირებას წარმოებისადმი, რადგან ის იძულებულია გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის უმეტესი ნაწილი გადასცეს სახელმწიფოს, რაც მისთვის წამგებიანია. ამიტომ აუცილებელია ქვეყანაში საგადასახადო სისტემის გაუმჯობესება.
  • საწარმოო რესურსების ფასები. რაც უფრო დაბალია ფასები ნედლეულზე, მით უფრო მეტი მწარმოებლს უნდა შეძენა, ამიტომ ისინი ეძებენ რესურსებს ყველაზე დაბალ ფასებში, რათა მაქსიმალურად გაზარდონ თავიანთი მოგება.
  • საკრედიტო და საბანკო სისტემის განვითარება. ნებისმიერ ქვეყანაში მშპ-ს მოცულობის გასაზრდელად საჭიროა წარმოების პროცესში სულ უფრო მეტი ადამიანის ჩართვა. თუმცა, ყველა  მეწარმეს არ აქვს ბიზნესის წამოწყების საშუალება, რის გამოც ისინი მიმართავენ ბანკებს სესხის მისაღებად. მაგრამ ბანკის მიერ დადგენილი პირობები ყოველთვის არაა მისაღები მეწარმეებისთვის. ამიტომ, სახელმწიფოს უბრალოდ სჭირდება საბანკო სისტემის გაუმჯობესება და სესხების მიღების შესაძლებლობების გაფართოება.
  • ინვესტიციები გავლენას ახდენს სახელმწიფოს ეკონომიკაზე. ქვეყნები ინვესტირებას ახდენენ ინოვაციურ პროექტებში, რაც იწვევს წარმოებისა და მშპ-ს ზრდას.

ამრიგად, ეკონომიკური ზრდის ფაქტორები შეიძლება გავიგოთ როგორც პროცესების ერთობლიობა, რომლებიც გავლენას ახდენენ წარმოების მოცულობაზე, მის სიჩქარესა და ეფექტურობაზე. [3]

ეკონომიკური ზრდა და ზრდის ტენდენციები

იმისათვის, რომ შევაფასოთ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ტენდენციები და გამოწვევები, საჭიროა გავაანალიზოთ ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. მიმოხილვა დავიწყოთ რეალურ სექტორში მომხდარი ცვლილებებით და ეკონომიკური ზრდით.

დიაგრამა 1 ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით (%)

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური – https://www.geostat.ge/   

დიაგრამა 1 -ზე გამსოახულია ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით (%).როგორც ჩანს 2022 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 18.0 პროცენტი შეადგინა.

2022 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა და სამთომოპოვებითი მრეწველობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში.

დიაგრამა 2 ზე გამოსახულია საქართველოს საქონლით ვაჭრობის მონაცემები 2021-2022 წლების იანვრის მონაცემები.როგორც ჩანს ,წინა წელთან შედარებით იმპორტის რაოდენობა კიდევ უფრო გაზრდილია ,რაც არც თუ ისე კარგად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე.რაც შეეხება ექსპორტს ,წინა წელთან შედარებით გაზრდილია ,თუმცა არა იმ სხვაობით როგორც იმპორტი,ამიტომ სავაჭრო სალდო ისევ უარყოფითი მიმართულებით მიისწრაფვის,რაც პირდაპირ პროპორციულად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე.

დიაგრამა 2- საქონლით საგარეო ვაჭრობა (მლნ.აშშ დოლარი)

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური – https://www.geostat.ge/   

ცხრილი 1 სამეწარმეო სფეროს სტატისტიკის მაჩვენებლები 2022 წლის იანვრის მაჩვენებლის მიხედვით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური – https://www.geostat.ge/   

ცხრილი 1 -ის მიხედვით სამეწარმეო სფეროს მდგომარეობა წინა წელთან შედარებით არის გაუმჯობესებული,რაც კარგად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე.ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღფ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 39.8 % ია ,რაც ნამდვილად,რომ კარგი მაჩვენებელია

დიაგრამა 3 სახელმწიფო ბიუჯეტი  2021-2022 იანვრის მაჩვენებლების მიხდვით (მლნ. ლარი)

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – https://www.mof.ge/

დიაგრამა 3 ზე გამოსახული სახელმწიფოს ბიუჯეტის მაჩვენებლების მიხედვით ჩანს ,რომ 2022 წლის იანვრის მდგომარეობით წინა წელთან შედარებით ქვეყანაში გაგვეზარდა როგორც ხარჯი,ისე შემოსავლებიც.შემოსავლები მეტად არის გაზრდილი ,ვიდრე ხარჯები ,რაც ძალიან კარგი არის ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის და იმედია ,რომ ეს შემოსავლების მეტოდა კიდევ უფრო მეტად გაგვეზრდება და ბიუჯეტის მაჩვენებლები დადებითი მიმართულებით იქნება გაზრდილი.

საქართველოს პოლიტიკაში ეკონომიკური ზრდის სამთავრობო პროგრამა

დაიგეგმა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა 2021-2024 წლების განმავლობაში, სადაც გამოიკვეთა ბიზნეს და საინვესტიციო გარემოსა და ინფრასტრუქტურის  განვითარება.

დასაქმების მიმართულებით დაგეგმილია ბიზნესის ხელშეწყობა, დასაქმებულთა უფლებების დაცვა, შრომის ბაზრის მომსახურებების (სტაჟირება, პროფესიული უნარების განვითარება, მომზადება-გადამზადება) განვითარება,  შრომის ბაზრის დეტალური კვლევა და ა.შ.

მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურის სფეროს განსავითარებლად განხორციელეუბლია 20 მილიარდამდე ლარის ინვესტირება. დაგეგმილია 200 კილომეტრამდე ავტობანი, 200-მდე ხიდი და 70-მდე გვირაბი, სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმართულებით ავტომაგისტრალები, ასევე პროგრამის დასრულებამდე საქართველოს მოსახლეობის 77%-ს ექნება გამართული წყალმომარაგება.

2021-2024 წლებში, აგროპოლიტიკა ყურადღებას დაუთმობს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდასა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას. მოხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაცია, ამასთანავე 10 ჰა-მდე იჯარით აღებული მიწები პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცემა. სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის მილიარდ ლარზე მეტი ფინანსური რესურსია გამოყოფილი.

პანდემიის შედეგად ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ინდუსტრიაა. საქართველოს მთავრობა მიზნას ისახავს პანდემიამდე არსებული შედეგების აღდგენასა და ტურიზმის სექტორის შემდგომ განვითარებას. მოხდება „ღვინის გზის“ პროგრამის გაფართოება ახალი ხარისხის სტანდარტით. პროექტი მოიცავს ქვეყნის მასშტაბით არსებულ ღვინის იმ საოჯახო მარნებსა და საწარმოებს, რომლებიც ეწევიან მასპინძლობას ღვინის ტურიზმის ფარგლებში. სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, თეთნულდი და ჰაწვალი) განვითარების მიზნით, განხორციელდება სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარება და „4 სეზონის“ ტურისტული პროდუქტების შექმნა. [6]

დასკვნა

ეკონომიკური ზრდა ასახავს ეროვნული ეკონომიკის უნარს დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნილებები, შექმნას მისთვის საჭირო სარგებელი და ცხოვრების დონე აამაღლოს. 2022 წლის იანვრის მაჩვენებლებზე დაყრდნობით ეკონომიკური ზრდა ნამდვილად შეინიშნება,როგორც საბიუჯეტო მაჩვენებზე დაყრდნობით,ასევე ეკონომიკური ზრდის პროცენტული მახასიათლის კუთხით. საბოლოოდ კი შეგვიძლია დავასკვნათ,რომ თუ ასე გაგრძელდა არსებული მონაცემები და დადებითი კუთხით დაიწყო სვლა,ქვეყნის ეკონომიკა ნამდვილად უკეთ მდგომარეობაში იქნება,ვიდრე მანამდე იყო.

გამოყენებული ლიტერატურა

1.https://ourworldindata.org/economic-growth
2.https://studfiles.net/preview/3580013
3.https://smallbusiness.chron.com
4. https://www.gov.ge/files/382_42949_233871_400-1.pdf
5. https://www.geostat.ge
6.https://www.gov.ge/files/68_78117_645287_govprogramme2021-2024.pdf
7. https://www.mof.ge/