ეკოტურიზმი – ტურიზმის მდგრადი განვითარების საწინდარი
ავტორის სტილი დაცულია
ბექა კერესელიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
beqa.kereselidze@gmail.com
ანოტაცია
მდგრადი ტურიზმის მნიშვნელობის აღიარებამ საფუძველი ჩაუყარა ეკოტურიზმის ცნების აღმოცენებას და მის გავრცელებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ეკოტურიზმი ტურიზმის სეგმენტის ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტია, რომელიც ძირითადად ბუნების დაცვასა და შენარცუნებასთან კავშირში მყოფ მოგზაურობას გულისხმობს. ამ სტატიაში განვიხილავ ეკოტურიზმის წარმოშობის ისტორიას და მის მნიშვენლობას. ასევე, ამ მხრივ ყურადღებას გავამახვილებ საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებას და გავაანაზლიზებ თუ რა პოტენციალი გააჩნია ჩვენს ქვეყანას ეკოტურიზმის განვითარებისთვის.
Annotation
Recognition of the importance of sustainable tourism has laid the foundation for the emergence of the concept of ecotourism and its spread in many countries around the world. Ecotourism is a very important element of the tourism segment, which mainly involves travel related to nature protection and conservation. In this article I will discuss the history of the origin of ecotourism and its significance. Also, in this regard, I will focus on the current situation in Georgia and the world and analyze the potential of our country for its development.
ეკოტურიზმი : ისტორია და მნიშვნელობა
მე-20 საუკუნის ბოლოს სწრაფად მზარდი ურბანიზაციის საპასუხოდ, განვითარებულ ქვეყნებში, ბინებაში დასვენებისა და ადამიანის მიერ ჯერ კიდევ ხელშეუხებელ ადგილებში მოგზაურობის მიმართ მასობრივი ინტერესი გაჩნდა.
ტერმინი „ეკოტურიზმი ― პირველად 1983 წელს დამკვიდრდა მექსიკაში და დღეს მისი განმარტების მრავალი ინტერპრეტაცია არსებობს. ეს ცნება შემოიღო მექსიკელმა ეკონომისტ-ეკოლოგმა ჰექტორ ცებალოს-ლასკურეინმა და მას უწოდებდა – „მოგზაურობას შედარებით ხელუხლებელ და დაუბინძურებელ ბუნებრივ ტერიტორიებზე სპეციფიკური მიზნით, კერძოდ, განათლებისთვის, ბუნების პეიზაჟებით, მცენარეებითა და ველური ცხოველებით აღტაცებისა და ტკბობისთბის, ასევე ამ ტერიტორიების კულტურული თავისებურებების შესასწავლად“. 1
ეკოტურიზმის საერთაშორისო საზოგადოების (TIES)-ის მიხედვით ეკოტურიზმი ეს არის გონივრული მოგზაურობა ბუნებივ გარემოში, რომელიც ხელს უწყობს გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას. ეკოტურიზმი არის მოგზაურობა ტურისტებისა, რომლებსაც გარემოსადმი თავიანთი პასუხისმგებლობა მკაფიოდ აქვთ გათვიცნობიერებული. ასეთი ტურების მიზანია ველურ ბუნებასთან ურთიერთობა, რომელიც ხელს უწყობს დაცული ტერიტორიებისა და რეგიონების მოსახლეობის ეკონომიკური შემოსავლების ზრდას.
ეკოტურიზმი იმგვარი მოგზაურობაა, რომელიც არა მარტო ეკოსისტემის კონსერვაცია ემსახურება, არამედ, ამავე დროს, პატივს სცემს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს.ეკოტურიზმის ძირითადი პრინციპებია : ფიზიკური, სოციალური, ქცევითი და ფსიქოლოგიური ზეგავლენის მინიმიზაცია ; გარემოსა და კულტურასთან დაკვაშირებით ცნობიერების ამაღლება და პატივისცემა ; პოზიტიური გამოცდილების უზრუნველყოფა როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტისთვის; ბუნების დაცვისა და შენახვისთის საჭირო პირდაპირი ფინანსური ბენეფიტები ; ფინანსური სარგებლის მოტანა ადგილობრივი მოსახლეობისა და კერძო ინდუსტრიისთვის; დასამახსოვრებელი გამოცდილების მიწოდება ტურისტისთვის, რომელიც ადგილობრივ ქვეყანას დაეხმარება პოლიტიკური, ბუნებრივი და სოციალური კლიმატის მგრძნობელობის ამაღლებაში ; მკვიდრი მოსახლეობის უფლებებისა და სულიერი რწმენის პატივისცემა, აღიარება-დაცვა და მათთან თანამშრომლობა ; გარემოზე მცირე ზემოქმედების ობიექტების შექმნა, მნშენებლობა და ექსპლუატაცია.3
3ეკოტურიზმის ცნება მოიცავს შემდეგ ელემენტებს: 1. ბუნებრივი გარემო; 2. ეკოლოგიური და კულტურული მდგრადობა; 3. განათლება; 4. ადგილობრივი და ეროვნული შემოსავლის უზრუნველყოფა; ეკოტურიზმისადმი ინტერესი წარმოქმნა საზოგადოების მზარდმა მისწრაფებამ – მოინახულოს და შეიცნოს ბუნებრივი გარემო და შემოიღოს მინიმალური ზემოქმედების პრაქტიკა იმისათვის, რომ შეინარჩუნოს მონახულებული გარემოს ხარისხი. დღეისათვის, როდესაც სულ უფრო მეტი მოგზაური ცდილობს მოინახულოს ხელუხლებელი ბუნება და კულტურული მემკვიდრეობა, ეკოტურიზმი მნიშვნელოვან ზრდას განიცდის.
ეკოტურიზმი ჩვეულებრივ ტურიზმთან შედარებით მცირე კაპიტალს მოითხოვს, ასევე ის უფრო მრავალფეროვანია და უფრო დიდი მოგების მოტანაც შეუძლია სწორი წარმართვის შემთხვევაში.ეკოტურიზმი სამი ძირითად კომპონენტს მოიცავს3:
1) ბუნების შემეცნება – ტურისტების მიერ ბუნების შესწავლა, ახალი ცოდნის და ჩვევების მიღება.
2) ეკოსისტემების შენარჩუნება – გულისხმობს ტურისტული ჯგუფის არამარტო შესაბამის ქცევას მარშუტის დროს, არამედ ტურისტების და ტუროპერატორების მონაწილეობას გარემოს დაცვით პროგრამებსა და ღონისძიებებში.
3) ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების პატივისცემა – გულისხმობს არამარტო ადგილობრივი კანონებისა და ადათ-წესების დაცვას, არამედ ტურიზმის წვლილის შეტანას ტურისტული დანიშნულების ადგილების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.
განარჩევენ ეკოტურიზმის შემდეგ სახეებს4:
- სამეცნიერო ეკოტურიზმი – ეკოტურიზმის ეს სახე იძლევა ნაკლებად შესწავლილი რაიონების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას. ამ საქმიანობით ნაკლები ტურისტია დაკავებული, ვიდრე სხვა ეკოტურიზმის სახეებით.
- შემეცნებითი ეკოტურიზმი – მისი ობიექტია ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ღირსესანისნაობები : გეომორფოლოგიური, ჰიდროლოგიური ობიექტები, ცალკეული ბიოლოგიური სახეობები და ბიოცენოზები. მისი შემადგენელი ნაწილია ბოლო პერიოდში გავრცელებული სპელეოტურიზმი, არქეოკოგიური და პალეონტოლოგიური ტურიზმი.
- რეკრეაციული ეკოტურიზმი – ის მოიცავს დასვენებას, ბალნეო და პელოტრაპიას და გულისხმობს ბუნებრივი გარემოს გამაჯანსაღებელი ფაქტორებით მდიდარ ადგილებში ცხოვრებას, როგორებიცაა ზღვა, სარეკრეაციო ტყეები, მინერალური წყაროები, მდინარეების ნაპირები და სხვა.
- ტურიზმი ბუნებაში – ორიენტირებული ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებაზე. მისი შემადგენელი ნაწილი ბიოტურიზმი, რომლის ობიექტია ცალკეული სახეობები და ბიოცენზები.
- ტურიზმი ველურ ბუნებაში – ეს სახეობა ორიენტირებულია დაცულ ტერიტორიებზე და დასახლებული პუნქტებიდან მოშორებულ, მიუვალ და პირვანდელი სახის მქონე ტერიტორიებზე.
- მწვანე ტურიზმი – ის გულისხმობს ტურიზმს, რომელიც გარემოზე მინიმალური ზემოქმედების მქონე ტექნოლოგიებს იყენებს.
- ეთნო-ეკოლოგიური ტურიზმი – მისი მიზანია კონკრეტულ ტერიტორიაზე გაეცნოს ეთნოსებისა და სუბეთნოსების ბუნებრივ გარემოში ჩამოყალიბების გზებს, მათ ამჟამინდელ ურთიერთკასირებს ბუნებასთან, გაეცნოს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების წესს, კულტურას და ტრადიციებს.
- სარეაბილიტაციო ტურიზმი – ის გულისხმობს იმას, რომ ეკოლოგიური ტურიზმი ხელს უნდა უწყობდეს რეკრეაციაში ჩართული ტერიტორიების დაცვასა და შენარცუნებასთან ერთად მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
- აგროტურიზმი – ეკოტურიზმის ეს სახე უფრო მეტად გავრცელებულია ინდუსტრიულ ქვეყნებში, რაც გამოწვეულია დიდი ქალაქების მცხოვრებთა სურვილით, თვი დააღწიონ მეგაპოლისებს. მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ტურისტები ცხოვრობენ სოფელში, გლეხისა და ფერმერის სახლში, მათ შესაძლებობა ეძლევათ იცხოვრონ იქაური ცხოვრების წესით.
5სტანდარტიზაციის საერთშორისო ორგანიზაციამ (ISO) შეიმუშავა სტანდარტები, რომელიც მნიშვნელოვანია ეკოტურიზმის განვითარებისთვის:
- ISO 20121 ღონისძიებების მდგრადი მენეჯმენტის სისტემა – აღსანიშნავია, რომ ლონდინის 2012 წლის ოლიმპიადა სწორედ ამ სტანდარტის მიხედვით ჩატარდა. ეს სტანდარტი საშუალებას გვაძლევს დავგეგმოთ ტურისტული ღონისძიებები იმდაგვარად, რომ გარემოზე მინიმალური ზემოქმედება მოვახდინოთ.
- ISO 21416 – რაც დრო გადის წყალქვეშ ყვინთვა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, თუმცა სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ დროს ბინძურდება წყალი. ISO 21416 სტანდარტის დახმარებით კი შეგვიძლია ვისიამოვნოთ დაივინგით წყლის დაბინძურების გარეშე.
- ISO 18065 – ბუნებაში მოგზაურობა ტურისტული სექტორის საკმაოდ მზარდი მიმართულებაა. წლიდან-წლამდე იმატებს ისეთი ადამიანების რაოდენობა, ვისაც დასვენება ველურ ბუნებაში ურჩევნია, თუმცა წინა შემთხვევების მსგავსად, შესაძლობა დაბინძურდეს გარემო, საფრთხე შეექმნათ ენდემურ მცენარეთა თუ ცხოველთა ჯიშებს, ასევე წითელ წიგნში შეტანილ სახეობებს. ეს სტანდარტი კი საშუალებას გვაძლევს მსგავსი შემთხვევები ავიცილოთ თავიდან.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მირ გაკეთებული პროგნოზის მიხედვით (Tourism 2020 Vision) დადგენილია XXI-ე საუკუნის ტურიზმის სახეების ყველაზე პერსპექტიული მიმართულებები. მასზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახე იქნება ეკოლოგიური ტურიზმი. დღეისათვის ეკოლოგიური ტურიზმი მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ერთერთ დინამიურად განვითარებად მიმართულებას წარმოადგენს, რომელზეც, სხვადასხვა შეფასებების მიხედვით, ტურისტულ ბიზნესში კაპიტალის მსოფლიო ბრუნვის 7-8% მოდის. 5
ეკოლოგიური ტურიზმის მზარდი პოპულარობა დიდ ინტერესს იწვევს ბუნებრივი გარემოს მიმართ, რომელიც ეყრდნობა მსოფლიოში ადამიანების ეკოლოგიური შემეცნების მაღალ დონეს. ეს თავისთავად ქმნის მოცემული სახეობის განვითარების სტრატეგიული მიდგომების ფორმირების აუცილებლობას.
ეკოლოგიურ ტურიზმს განსაკუთრებულად დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებზე შეუძლია, განავითაროს თავისი ყველა სახეობა, მაგრამ ნაკრძალების რეჟიმი განსაკუთრებულად მკაცრია სხვა სახის დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებთან შედარებით და ეკოტურიზმს გარკვეულ შეზღუდვებს უყენებს. ეკოლოგიური ტურიზმის განვითარება დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებზე, ეს ის მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც რეგიონების ეკონომიკურ მდგომარეობაზე მოქმედებს. მას ქვეყანაში ბუნების დაცვის ხელშეწყობაც შეუძლია. მკაცრად დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებს არამხოლოდ ეკოლოგიური ტურიზმის გაძლიერება, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტების შემოსვლის სტიმულირებაც შეუძლია. ამ მიზნებისთვის დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებს აქვთ უნიკალური ორგანიზებული ტერიტორია, დაცვისა და ეკოლოგიური სისტემების აღდგენის გამოცდილება, მჭიდრო კონტაქტები ეროვნულ ფუნდამენტურ მეცნიერებასთან, საზღვარგარეთ თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, დაცვითი სტრუქტურები; ჰყავთ კომპეტენტური სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალი.
ეკოტურიზმი საქართველოში
საქართველოს კოლოსალური პოტენციალი გააჩნია ეკოტურიზმის განვითარებისათვის, რადგან მას მრავალფეროვანი ბუნებრივი ზონები (მთები, უდაბნოები, ტყეები, მდინარეები,ტბები და ზღვა), ესთეტიკურად მიმზიდველი ლანდშაფტები, ურბანიზაციისა და გაკულტურების პროცესებისაგან ხელუხლებელი უნიკალური ფლორა და ფაუნა, ქართულ და საერთაშორისო წითელ წიგნში შეყვანილი არცთუ ისე ცოტა რაოდენობის რელიქტური და ენდემური სახეობები, ბუნებრივი ტერიტორიების დაცული და განვითარებული ქსელები გააჩნია. საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% გამოცხადებულია როგორც დაცული არეალი.
6ქვეყანაში არის 15 სახელმწიფო ნაკრძალი(ფართობი 139 048 ჰა); 13 ეროვნული პარკი (ფართობი 445 767 ჰა); 23 აღკვეთილი (ფართობი 75 207 ჰა); 40 ბუნების ძეგლი ( 2748,99 ჰა) ; 2 დაცული ლანდშაფტი ( ფართობი 138 327 ჰა). ეკოტურისტებისთვის ქვეყნის განსაკუთრებულ მიმზიდველობას ქმნის ეთნოკულტურის სიმდიდრე, სახალხო დღესასწაულების მრავალფეროვნება, ადათ-წესები, ხელობები, მოსახლეობის ტრადიციული სტუმართმოყვარეობა და თავისებური ქართული სამზარეულო. ყოველივე ზემო აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს, რომელსაც გააჩნია უნიკალური ტურისტული რესურსები, ეკოტურიზმს არ მიუღწევია პოტენციური შესაძლებლობების ადეკვატური დონისათვის.
საქართველო ძალიან კარგი ადგილია ისეთი საქმიანობისა და აქტივობისთვის, როგორიცაა ფრინველებზე დაკვირვება.მრავალფეროვანი ლანდშაფტი უზრუნველყოფს განსხვავებული ჯიშების შესწავლის შესაძლებლობას. ქვეყანაში არსებობს 330 სახეობის ფრინველის, მათგან უმრავლესობა გადასენების პირასაა.7
ქართული მთის სოფლები ძნელია ცხენის გარეშე წარმოიდგინო. კავკასიის მთები არის დიდი ამტანობისა და სილამაზის მქონე ცხენების სახლი. ცხენზე ჯირითი საქართველოს ფერდობებზე არის გამოცდილება და შთაბეჭდილება, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებ.
1მსოფლიოში ტრადიციულად ეკოტურისტული საქმიანობის ორი მოდელია მიღებული: დასავლეთევროპული (გერმანული) და ავსტრალიური. ეკოტურიზმის ფორმირების სტადიაზე მესამე მოდელს შეიძლება ეკოტურიზმის ,,ქართული“ მოდელი ვუწოდოთ. ის ავსტრალიურ მოდელს ჩამოჰგავს, დასავლეთ ევროპული მოდელის რამდენიმე ნიშანიც აქვს და განსაზღვრული სპეციფიკით ხასიათდება.
,,ქართული“ მოდელი, ისევე როგორც ავსტრალიური, განსაკუთრებულად დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებს განიხილავს როგორც ძირითად ობიექტს ეკოლოგიური ტურიზმის განვითარებისათვის. დასავლეთევროპული და ავსტრალიური მოდელებისაგან მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანია სოციალური ფაქტორი, ანუ ეკოტურიზმი ადამიანის ბუნებასთან ურთიერთობის სურვილის დაკმაყოფილებისას მოწოდებულია, მინიმუმამდე დაიყვანოს ანთროპოგენური დატვირთვა, ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას და აამაღლოს როგორც დამთვალიერებლების, ისე ადგილობრივების ეკოგანათლებისა და საერთო კულტურის დონე. ბევრი ქართული განსაკუთრებულად დაცული ბუნებრივი ტერიტორია ეკოლოგიური ტურიზმის განხორციელებისას სწორედ ამ მოდელს იყენებს.
ეკოტურიზმი საქართველოს დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებზე, განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფება. აქ ეკოტურისტები საზღვარგარეთის ეროვნულ პარკებთან შედარებით გაცილებით მცირე რაოდენობით არიან. საღვარგარეთ დაცულ ტერიტორიებს წელიწადში რამდენიმე მილიონი ტურისტი სტუმრობს. ევროპელი და ამერიკელი ეკოტურისტებისთვის ეკოტური მკაცრად დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებზე ყველაზე პოპულარული დასვენების საშუალებაა. საქართველოში კი ეკოტურიზმი შედარებით ახალია და ბევრმა არ იცის, რით განსხვავდება ტურიზმის ეს სახეობა ბუნებაში ჩვეულებრივი დასვენებისაგან.დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებას დიდი წვლილი შეაქვს ტურიზმის და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, იგი განსაკუთრებით დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ყოველწლიურად იზრდება დაცული ტერიტორიების მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურისა და დასაქმებული ადამიანების რაოდენობა.2017 წელს, გერმანელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მხოლოდ 5 დაცული ტერიტორიის ეფექტი საქართველოს ეკონომიკაში 87 მლნ ლარს შეადგენდა.8
2019 – 2020 წლებში ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიების ჩამონათვალი ასე გამოიყურება.
აღნიშნულ დიაგრამებზე კარგად ჩანს ის შედეგი, რაც პანდემიამ მოახდინა ეკოტურიზმსა და საერთად ტურიზმზე. ვიზიტორთა რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია და აღნიშნული მაჩვენებლები ძირითადად მიღებულია შიდა და პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურიზმის მეშვეობით.
მოცემულ დიაგრამაზე ასახული მონაცემები ადასტურებს იმას, რომ უცხოელ ტურისტებში მოგზაურობის მთავარ მიზან დასვენება, გართოვა და რეკრეაცია წარმაოდგენს, რასაც ეკოტურიზმი უზრუნველყოფს. რაც მიგვანიშნებს ამაზე, რომ საქართველო მსოფლიოსთის ცნობილია, როგორც განსაკუთრებული და მრავალფეროვანი ბუნების მქონე ქვეყანა, შესაბამისად ეკოტურიზმს დიდი პერსპექტივები გააჩნია.
ეკოტურიზმი მსოფლიოში
13ეკოტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის გამოკვლევების მიხედვით ტურიზმის ინდუსტრიის შემოსავალი მსოფლიოს მასშტაბით $8.8 ტრილიონი დოლარია, რომლის დაახლოებით 10% მოდის ეკოტურიზმზე ($800 მლრდ. დოლარი – 1 ტრილიონი დოლარი). ეკოტურიზმი ასაქმებს 11 მილიონ ადამიანზე მეტს. მისი წლიური ზრდა 10%-დან 12%-მდე მერყეობს, აქედან გამომდინარე წარმოადგენს ტურიზმის ყველაზე სწრაფად მზარდ სეგმენტს.
გამოკვლევების მიხედვით, ეკოტურისტები უფრო ახალგაზრდები არიან, ვიდრე საშუალოდ ერთი მოგზაური. მათზე მოდის გაცილებით ნაკლები ხარჯები, რომელიც გაიწევა ინფრასტრუქტურაში, ვიდრე სხვა ტიპის მოგზაურებზე.
მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანას აქვს ეკოტურიზმი ან მდგრადი ტურიზმი განვითრებული ქვეყნის ან რეგიონალურ დონეზე. ეს შედეგი გასულ 30 წელში განვითრდა. ამდენად, არცერთი სხვა სახის ტურიზმი ან ინდუსტრია ასეთი სწრაფი ტემპებით არ გამხდარა გლობალური ეკონომიკის ფუნდამენტი.
ეკოტურიზმის ზემოქმედების დადებითი შედეგები : უზრუნველყოფს შემოსავლებს გარემოს დაცვისთვის, მდგრადი ინვესტიციებისა და დაცული ტერიტორიებისთვის ; ეკოტურიზმი ვიზიტორებს უჩვენებს, რომ დანიშნულების ადგილი თავად ზრუნავს თვის რესურსებზე, ეკოტურიზმი ახალისებს ადგილობრივ მოსახლეობას, რომ პატივის სცენ და დააფასონ თავისი კულტურა და არ აძალებს მათ ტურისტების კულტურის გადაღებას; ეკოტურიზმი მხარს უჭერს ურთიერთიერთობებსა და კავიშირებს გარემოსთან, რაც ზრდის დაბრუნებული მოგზაურების რაოდენობას.
მსოფლიოში ეკოტურიზმის მხრივ ბევრი ადგილია პოპულარული და ცნობილი. მათგან ყველაზე წარმატებულები არიან შემდეგი დანიშნულების ადგილები12 :
- გალაპაგოსის კუნძულები – ეს ადგილი ყოველთვისარ იყო მდგრადი ტურიზმის მოდელი, რადგან დეკადის წინ, გალაპაგოსის კუნძულები იყო რისკის ქვეშ ჭარბმოსახლეობისა და ცუდად მართვადი ტურიზმის გამო. იუნესკომ 2007 წელს კუნძულები საფრთხის ქვეშ მყოფი ადგიბის სიაში შეიყვანა. ამჟამად არქიპელაგი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ეკოტურიზმის მქონე დანიშნულების ადგილი. გალაპაგოსის კუნძულების ენდემური ფლორა და ფაუნა მსოფლიოში სხვაგან არ არსებობს. ვიზიტორებისთვის დაწესებულია რაოდენობრივი ლიმიტები და შემოღებულია ვიზიტის გადასახდელი.
- კოსტა-რიკა – ქვეყნის მეოთხედი დაკავებულია ეროვნული პარკებით, დაცული ტერიტორიებითა და ნაკრძალებით. ამ ადგილების უმეტესობა 1970-იან წლებში შეიქმნა. ამან ხელი შეუწყო ბიზნესს აეყვავებინა და დაეცვა გარემო და მოეზიდა ვიზიტორები. ცოტა-რიკის სილამაზე განსაკუთრებით მის ტროპიკულ ტყეებშია, რომლის საუკეთესოდ აღქმა ლაშქროობითა და ფეხით სიარულით არ ის შესაზლებელი.
- ჰავაი – ადგილობრივები იმ იდეის გარშემო ცხოვრობენ, რომელიც გულისხმობს შემდეგ : იზრუნე მიწაზე, რათა მან აღგზარდოს.როგორც საუკეთესო ეკოტურისტული განიშნულების ადგილი, ჰავაიზე, შესაძლებელია ადგილობრივი მოსახლეობის მიწაზე საქმიანობის ნახვა. ასევე ტურები ვიზიტორებს აძლევს საშუალებას დარგონ ხეები და ხელი შეუწყონ ფლორის აღდგენასა და გაუმჯობესებას.
- კოლუმბია – მდგრადი ტურიზმის გარეშე, კოლუმბიის დაკარგული ქალაქი, რომელიც მე-8 საუკუნეში აშენდა, ვერ გადარჩებოდა. ამ ადგილის ახლოს არ არის აეროპორტი და არც საავტომობილო და სარკინიგზო გზები. ერთადერთი გზა ქალაქში შესაღწევად არის ჯუნგლები, რომლის გადალახვისთვის 5 დღიანი ფეხით სიარულია საჭირო. დაკარგული ქალაქის გარდა, კოლუმბია ცნობილია თვისი ეკოტურისტული ატრაქციებით, როგორიცაა ულამაზესი სანაპიროები, ამაზონის რეგიონი, დაცული ტერიტორიები და სხვა.
დასკვნა
როგორც სტატიაში აღვნიშნეთ ეკოტურიზმი ტურიზმის სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია გარემოს დაცვა და შენარჩუნება. იქიდან გამომდინარე, რომ ეკოტურიზმი დიდ საზოგადოებრივ სარგებელსა და ინვესტიციებს უზრუნველყოფს, მიზანშეწონილია ამ მიმართულებით საბიუჯეტო ხარჯების გაზრდა. საქართველოში 2019 წელს 30-მდე ეკოტურისტული ატრაქცია შეიქმნა, რისთვისაც 2 მილიონზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა14. მაგრამ საჭიროა უფრო მეტი ყურადღება გამახვილდეს სამთავრობო დონეზე და სამინისტროებს შორის ჩამოყალიბდეს ინტეგრირებული და შეთანხმებული თანამშრომლობა ეკოტურიზმთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართვა და დაინტერესება ზოგადად ტურიზმით, რათა განხორციელდეს ინვესტიციები და განვითარდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ( ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრები, კოტეჯები და ა.შ.), შენარჩუნდეს გარემო და მოსახლეობამ, ბიზნესმა და სახელმწიფომ მიიღონ ეკონომიკური სარგებელი. 2019 წელს პირველად განხორციელდა კერძო საერთაშორისო ინვესტიციები დაცული ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებაში, რამაც 40 მლნ. ლარზე მეტი შეადგინა14. თუმცა ეს არ არის საკმარისი, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან კიდევ უფრო უკეთესი პირობებისა, საკანონდებლო ბაზის, სტრატეგიისა და ბიზნეს-გარემოს შექმნა, რომელშიც კერძო ბიზნესის საქმიანობა სერიოზულ მოგებას მოიტანს. განვითარების პერსპექტივები არსებობს, რასაც ერთი მხრივ ადასტურებს საქართველოს ბუნების მრავალფეროვნება და სილამაზე, მეორე მხრივ, კი მთვარ ტურისტულ ბაზართან – ევროპასთან გეოგრაფიული სიახლოვე.
გამოყენებული ლიტერატურა :
- http://mastsavlebeli.ge/?p=1084
- გვანცა ყანჩაველი , სამაგისტრო ნაშრომი : ეკოტურიზმი საქართველოში. 90გვ.2019წ.
- https://ecotourism-world.com/
- კარლო ტაბიძე , სამაგისტრო ნაშრომი : ეკოტურიზმის განვითარების პოტენციალი საქართველოში და მისი გავლენა ეკონომიკაზე.74გვ.2019წ.
- https://www.isoconsulting.ge/single-post/%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90
- https://apa.gov.ge/ge/protected-areas
- Ecotourism in Georgia. https://mygeotrip.com/ecotourism-in-georgia
- https://apa.gov.ge/ge/media/News/axal-ekoturistul-obieqtebze-info-turi-gaimarta.page
- https://apa.gov.ge/ge/statistika/vizitorta-statistika/vizitorta-statistika-wlebis-mixedvit
- https://apa.gov.ge/ge/statistika/vizitorta-statistika/2020-wlis-vizitorta-statistika-daculi-teritoriebis-mixedvit
- https://www.geostat.ge/ka/modules/categories/102/utskhoel-vizitorta-statistika
- 8 Best Ecotourism Destinations To Visit In 2020. January 7,2020 By Tara Shubbuck. https://www.skyscanner.com/tips-and-inspiration/best-ecotourism-destinations-to-visit
- https://ace.aua.am/files/2019/09/The-Global-Ecotourism-Market-The-Trends-How-Armenia-Can-Tap-into-Opportunities-Jon-Bruno.pdf
- https://sputnik-georgia.com/tourism/20200130/247615540/ekoturizmi-saqarTveloSi-ra-gakeTda-dargis-ganviTarebisTvis-2019-wels.html