საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის ანალიზი
ავტორის სტილი დაცულია
ქეთი სიდამონიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
qsidamonidze@gmail.com
ანოტაცია
საქართველო მცირე, მაგრამ ღია ეკონომიკის ქვეყანაა. ეკონომიკის ღიაობა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკის ადგილობრივ მოხმარებაში მხოლოდ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია არაა. ასევე, ადგილობრივი წარმოება სხვა ქვეყნის ადგილობრივ მოხმარებას აკმაყოფილებს. შესაბამისად, რაც უფრო ღიაა ეკონომიკა, მით უფრო არსებითი წვლილი გააჩნია ეკონომიკური ზრდაში საგარეო ვაჭრობას. მოცემულ ნაშრომში განაალიზებულია საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 2022 წლის მონაცემებზე დაყრდნობით.
Annotation
Georgia is a small but open economy country. The openness of the economy means that the local consumption of the Georgian economy is not limited to locally produced products.Also, local production meets the local consumption of another country. Consequently, the more open the economy, the more substantial the foreign trade contributes to economic growth. This article analyzes Georgia’s local exports based on 2022 data.
ექსპორტის არსი და მნიშვნელობა
ექსპორტი არის ერთ კონკრეტულ ქვეყანაში არსებული ფირმის მიერ, ამავე ქვეყანაში წარმოებული საქონლის ან სერვისის სხვა ქვეყნის მომხმარებლისთვის მიყიდვა. ექსპორტი გულისხმობს ყოველგვარ საქონელსა და სერვისს, რომლითაც ვაჭრობა ხორციელდება ერთი ქვეყნიდან მეორეში. ექსპორტის ობიექტებია საქონელი, სერვისი და ინტელექტუალური საკუთრება. ტექნიკურად სულაც არ არის აუცილებელი პროდუქციამ ფიზიკურად დატოვოს ქვეყნის ტერიტორია, რომ ექსპორტად ჩაითვალოს. საკმარისია, რომ მას შეეძლოს უცხოური ვალუტის შემოსავლის მოტანა. მაგალითად, ალბათ, არავის შეუხედავს თქვენ გვერდით მერხზე მჯდომი უცხოელი სტუდენტისთვის, როგორც თქვენი ქვეყნის საექსპორტო სტრატეგიის ნაწილისთვის. თუმცა,უმაღლეს განათლებას მაღალი პოზიციები უჭირავს შეერთებული შტატების საექსპორტო სერვისის ტოპ ათეულში.
ისეთი სერვისის შემთხვევაში, როგორიცაა უმაღლესი განათლების მიღება, ცოტა რთულდება საკითხი, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ექსპორტად. საინჟინრო კონტრაქტორები, როგორებიც არიან Bechtel-ი, Skanska AB ან Kajima, სერვისის ექსპორტს ახდენენ, როცა სხვა ქვეყნებში აშენებენ შენობებს, გზებს, კომუნალურ დასახლებებს, აეროპორტებს ან საზღვაო პორტებს. მაგალითად, Mckinkey & Company-ის მენეჯერ-კონსულტანტები ახორციელებენ ექსპორტს, როცა აწვდიან საკონსულტაციო მომსახურებას უცხოელ კლიენტებს. საინვესტიციო ბანკები, მაგალითად Goldman Sachs–ი და UBS–ი, ახორციელებენ ექსპორტს, როცა უცხოელ კლიენტებს ფინანსურ დახმარებას უწევენ. მყიდველი, ნებისმიერ შემთხვევაში, არის იმპორტიორი. და ბოლოს, განვმარტავთ, თუ რა არ მიიჩნევა საექსპორტო სერვისად. მაგალითად, უცხოურ ბაზარზე Starbucks-ის გახსნა, რომელიც, ზოგადად, ითვლება სერვისზე ორიენტირებულ კომპანიად, არ არის სერვისის ექსპორტი. პროდუქციის აქტივების უცხოელი ბიზნესმენის საკუთრებაში ყოფანა მიიჩნევა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად, ხოლო საპატენტო საფასურის გადახდის შემთხვევაში ის სალიცენზიო ხელშეკრულებაა.[1] ,[2]
ექსპორტის სახეები
პირდაპირი ექსპორტი. ამ სცენარით, კომპანია პირდაპირ ყიდის პროდუქციას სხვა ქვეყნის დამოუკიდებელ შუამავალზე, აგენტზე, დისტრიბუტორზე ან საცალო გამყიდველზე, რომელიც, თავის მხრივ, მას საბოლოო მომხმარებელს მიჰყიდის. პირდაპირი ექსპორტი არის ამბიციური მიდგომა. ის კომპანიისგან მოითხოვს, უცხოელი მყიდველისთვის პროდუქციის წარმოებისა და, მარკეტინგის ბევრი ასპექტის გათვალისწინებით, საექსპორტო პროცესების მართვას. ასე, რომ ეს მიდგომა პროცესების დასაწყებად და შემდეგ კი პოზიციების შესანარჩუნებლად საჭიროებს კომპანიის რესურსებსა და აღმასრულებლის დიდ შრომას. მაგრამ თუ ერთხელ მოხერხდა ექსპორტი პირდაპირი გზით, სანდო დისტრიბუტორის მეშვეობით, ეს ასევე გაგრძელდება.
არაპირდაპირი ექსპორტი. ამ სცენარით კომპანია საკუთარ ქვეყანაში ყიდის პროდუქტს დამოუკიდებელ შუამავალზე, რომელიც შემდეგ მიჰყიდის მას უცხოელ აგენტს, რომელსაც მიაქვს პროდუქტი საბოლოო მომხმარებლამდე. თუ კომპანია მარკეტინგის ზედამხედველობაში, გაყიდვების პირობებში, შეფუთვაში, დისტრიბუციაში, საკრედიტო და მოსაკრებელ პროცედურებში ეყრდნობა დამოუკიდებელ შუამავალს, დავუშვათ, გლობალურ საცალო მოვაჭრე კომპანიას, მაშინ ის მიმართავს არაპირდაპირ ექსპორტს. საცალო ვაჭრობისა და გლობალიზაციის ტენდენცების თანაკვეთის პირობებში არაპირდაპირი გაყიდვა განსაკუთრებულად პრაქტიკულია.
პასიური შეკვეთების მიღება ადგილობრივი მყიდველისგან, რომელსაც შემდეგ გააქვს პროდუქტი საექსპორტოდ. გამყიდველის მხრიდან ასეთი ტიპის საერთაშორისო გაყიდვები არ გამოირჩევა ადგილობრივი გაყიდვებისგან. ძირითადად, მყიდველი უკავშირდება კომპანიას, აკეთებს შეკვეთას, იღებს პროდუქციას და შემდეგ გააქვს ის საექსპორტოდ. კომპანია, შესაძლოა, საქმის კურსშიც კი არ იყოს თავისი პროდუქციის საზღვარგარეთ გასვლის შესახებ.
ისეთ ადგილობრივ მყიდველებთან ვაჭრობა, რომლებიც არიან უცხოელი საბოლოო მომხმარებლის წარმომადგენლები. საექსპორტოდ პროდუქტს იძენენ MNE-ები, ძირითადი კონტრაქტორები, უცხოური სავაჭრო კომპანიები, სხვა ქვეყნების მთავრობები, უცხოელი დისტრიბუტორები და საცალოდ მოვაჭრე კომპანიები. ამ მყიდველებს კონკრეტული პროდუქტი სჭირდებათ ან მასზე მოთხოვნას ხედავენ უცხოურ ბაზრებზე. ამიტომაც ისინი ყიდულობენ აქ და გააქვთ იქ. ამ შემთხვევაშიც, მწარმოებელმა კომპანიამ, შეიძლება, არც იცოდეს ექსპორტის შესახებ. [1]
საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის ტენდენციები 2022 წლის მონაცემებზე დაყრდნობით.
დიაგრამა 1- ექსპორტის ტენდენციები საქართველოში 2017-2022 წლების იანვარ-თებერვალში (მლნ. აშშ დოლარი)
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/ka
დიაგრამა 1 -ზე გამოსახულია ექსპორტის ტენდენციები საქართველოში 2017-2022 წლების იანვარ-თებერვალში (მლნ. აშშ დოლარი).2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 760.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 54.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 73.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 51.7 პროცენტით გაიზარდა და 555.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
დიაგრამა 2 – საქართველოდან განხორციელებული ექსპორტი 2017-2022 წლების იანვარ-თებერვალში (მლნ. აშშ დოლარი)
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/ka
დიაგრამა 2 -ზე გამოსახულია საქართველოდან განხორციელებული ექსპორტი 2017-2022 წლების იანვარ-თებერვალში (მლნ. აშშ დოლარი). როგორც ჩანს 2022 წლის თბერვალში 2021 წელთან შედარებით შემცირებია ადგილობრივი ექსპორტი , თუმცა 2020 წელთან შედარებით მაინც მაღალ ნიშნულზე არის. მთლიანი ექსპორტი საკმაოდ არის გაზრდილი 2022 -ში (760,4 მლნ.აშშ დოლარი) 2021 წელთან შედარებით (492,2 მლნ.აშშ დოლარი),თითქმის 1,5 ჯერ.
ცხრილი 1 – საქართველოდან განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტი 2021-2022 წლები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/ka
ცხრილი 1- უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო პოზიციები ადგილობრივ ექსპორტში 2021-2022 წლების იანვარ-თებერვალი. 2022 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 2021 წელთან შედარებით,2022 წელს პროცენტული ცვლილება იანვარში 39,1% უდრიდა ,ხოლო თებერვალში 62,2 % ს.
ცხრილ 2 -ში ასახულია უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო პოზიციები ადგილობრივ ექსპორტში 2021-2022 წლების იანვარ-თებერვალი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/ka
ცხრილ 2 -ში ასახულია უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო პოზიციები ადგილობრივ ექსპორტში 2021-2022 წლების იანვარ-თებერვალი. 2022 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (90.0 მლნ. აშშ დოლარი), ბულგარეთი (83.7 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (80.2 მლნ. აშშ დოლარი).
ცხრილი 3 – უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო პოზიციები ადგილობრივ ექსპორტში 2021-2022 წლების იანვარ-თებერვალში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/ka
ცხრილი 3 -ში ასახაულია უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო პოზიციები ადგილობრივ ექსპორტში 2021-2022 წლების იანვარ-თებერვალში.2022 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 156.3 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 100.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 18.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 58.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.5 პროცენტი).
დასკვნა
საქართველო წარმოადგენს ქვეყანას მცირე ეკონომიკით და ორიენტირებულს ექსპორტზე. საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის მოცულობების გაზრდისა და სტრუქტურის გაუმჯობესებისათვის საჭიროა განვითარდეს საქონლის წარმოება მაღალი დამატებითი ღირებულებით. ნაშრომში მოცემული სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ,რომ 2022 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით როგორც ადგილობრივი ექსპორტის რაოდენობა ,ასევე მთლიანად საქართველოს ექსპორტის მზარდი ტენდენციით ხასიათდება,რაც ძალიან კარგი არის საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის და მოსალოდნელია ,რომ მსგავსი, დადებითი მიმართულება, შენარჩუნებდება მომავალში.
გამოყენებული ლიტერატურა
- ხატია დოლიძე. 2019. ,, საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობები’’, სამაგისტრო ნაშრომი.
- პაპავა ვ. პოსტკომუნისტური საქართველოს ეკონომიკური განვითარების ვექტორის შესახებ. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი, 2013;
- https://mfa.gov.ge/
- https://www.geostat.ge