საავტომობილო ინდუსტრიის ანალიზი Ford-ის და GM-ის მაგალითზე

ავტორის სტილი დაცულია
თინათინ გულუაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
II კურსის სტუდენტი
tinatin.guluashvili244@eab.tsu.ge

ანოტაცია

საავტომობილო ინდუსტრია არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრია შემოსავლების მიხედვით. ის მოიცავს კომპანიებისა და ორგანიზაციების ფართო სპექტრს, რომლებიც მონაწილეობენ ავტომობილების დიზაინის შექმნაში, წარმოებაში, მათ განვითარებასა და გაყიდვაში. Ford Motor Company და General Motors Company ორი უდიდესი საავტომობილო ბრენდია შეერთებულ შტატებში. Ford და GM ლიდერები და სასტიკი კონკურენტები არიან გლობალურ საავტომობილო ინდუსტრიაში. სწორედ მათ განვიხილავ ამ სტატიაში.

Annotation

The automotive industry is one of the largest industries in the world in terms of revenue. It covers a wide range of companies and organizations involved in the design, manufacture, development and sale of automobile designs. Ford Motor Company and General Motors Company are the two largest automobile brands in the United States. Ford and GM are leaders and fierce competitors in the global automotive industry. These are the ones I will discuss in this article.

Ford Motor Company

FORD ავტომობილების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც სიდიდით მეოთხეა მანქანების წარმოების მოცულობის მიხედვით. დღესდღეობით მესამეა ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე. 2021 წლის მონაცემებით იკავებს ოცდამეერთე ადგილს „Fortune 500“ -ში შემოსავლების მიხედვით (აშშ-ს მასშტებით) და ამავე წლის „Fortune Global 500“-ში ორმოცდამეშვიდეა მსოფლიოს უდიდესი კორპორაციების სიაში. [3][4] კომპანია მდებარეობს შტატ მიჩიგანში, დორბორნში.

კომპანია დაარსდა 1903 წელს, ჰენრი ფორდის მიერ, რომელის შესაქმნელადაც მან 28 000$ მიიღო ხუთი ინვესტორისგან. კომპანია ფორდმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა 1913 წლის 16 აგვისტოს კლასიკური ავტოამწყობი კონვეირის ამოქმედებისას. კომპანიის პირველი ფართოდ აღიარებული მოდელი იყო „ford model t“, რომელიც 1908-1927 წლებშია გამოშვებული. 2000 წლების შუა პერიოდში, მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე მძაფრი კონკურენციის გამო ფორდი სერიოზულ ფინანსურ კრიზიზს წააწყდა. 2006-ში კომპანიის პრეზიდენტად ალან მალალი დაინიშნა, რომელმაც გაყიდა „Aston Martin“ და „Volvo Cars“-ის განყოფილებები და წამოიწყო ახალი სტრატეგია “One Ford”, რომლის თანახმადაც ფორდმა თანდათანობით უნდა დაიწყოს გლობალური მანქანების წარმოება, რომლებიც საერთო იქნება ყველა ბაზრისთვის. სწორედ ამ ქმედებებმა დაუბრუნეს კომპანიას წარმატება და მოგება.[1]

ფორდმა ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა კეთილდღეობის კაპიტალიზმის იდეა (Welfare Capitalism), რომელიც მიზნად ისახავდა მომუშავეთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და „პერსონალის ბრუნების“ შემცირებას. ფორდის გადაწყვეტილებით, ყურადღება უფრომეტად ეფექტიანობაზე იყო გამახვილებული, ის საუკეთესო თანამშრომელს იყვანდა და ინარჩუნებდა მათ. 1914 წელს ფორდმა მიიღო რადიკალური გადაწყვეტილება და გაზარდა დღიური ხელფასი 5 დოლარამდე (რაც დღევანდელ 130 დოლარს უტოლდება). გადაწყვეტილება საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა. ასევე შემცირდა სამუშაო კვირა, თავდაპირველად 48, შემდეგ კი 40 სააათიანი გახდა.

ამ დროს დეტროიტში ხელფასების მაჩვენებლები უკვე საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ ფორდის ქმედებებმა, საუკეთესო თანამშრომლების შენარჩუნების მიზნით, აიძულა მისი კონკურენტები, რომ მათ კიდევ უფრო გაეზარდათ ხელფასები. ფორდი კი თვლიდა, რომ ასე კომპანია უნაწილებდა მოგებას საკუთარ თანამშრომლებს. საბოლოო ჯამში კი, ამ ქმედებამ დადებითი გავლენა იქონია მთლიან ეკონომიკაზე. მოგების განაწილებაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც კომპანიაში 6 თვეზე მეტი იმუშავეს და ვინც არ არღვევდა კომპანიის კანონებსა და წესებს. დარღვევებში შედიოდა ალკოჰოლიზმი, აზარტული თამაშები, გადაუხდელობა და ა.შ. დეპარტამენტის შტატში იყო 50 სპეციალისტი, რომელიც აკონტროლებდა კორპორაციის სტანდარტების დაცვას. მაგრამ, 1922 წლისთვის ფორდმა უარი თქვა კონტროლის ზოგიერთ ფორმაზე, რაც ახსნა იმით, რომ ადამიანის პირად ცხოვრებაში შეჭრა, თუნდაც მის საკეთილდღეოდ აღარ შეესაბამებოდა იმ დროის მოთხოვნებს. [2]

1992 წლიდან Ford Motor Company ხდება „Lincoln“-ის მფლობელი. 1939 წლიდან Ford Company აარსებს ბრენდ „Mercury“-ის, რომელიც აწარმოებდა საშუალო ღირებულების მანქანებს, მაგრამ მასზე უარი თქვეს და 2010ში ბრენდმა შეწყვიტა არსებობა. Ford Motor Company-ის ასევე ეკუთვნის აქციები სხვა კომპანიებში, ისეთებში როგორებიცაა „Kia Motors Corporation“ და „Mazda Motor Corporation“. 2019 წლის აპრილში კონცერნმა დადო შეთანხმება ახალგაზრდა ამერიკულ კომპანიასთან „Rivian Automotive“, რომელიც აწარმოებდა ელექტრო პიკაპებსა და ჯიპებს, რომელშიც ინვესტორმა დაახლოებით 500 მილიონი დოლარი ჩადო. [1]

ფორდის სტატისტიკა

ფორდი ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილეს დამსაქმებელთა შორის 35-ე ადგილს იკავებს. მისი თანამშრომლების რაოდენობა 199 000 აჭარბებს. გლობალურად მუშაობს 61 ქარხანა. [5]

ცხრილი 1. Ford Motor-ის წლიური შემოსავალი და მოგება 2009-2021 წლებში

წელიFord Motor-ის წლიური შემოსავალი (მილიონი აშშ დოლარი)Ford Motor-ის წლიური წმინდა შემოსავალი (მილიონი აშშ დოლარი)Ford Motor-ის წლიური მთლიანი მოგება
(მილიონი აშშ დოლარი)
2021$136,341$17,937$21,690
2020$127,144$-1279$14,392
2019$155,900$47$21,207
2018$160,338$3677$24,069
2017$156,776$7731$25,455
2016$151,800$4,589$25,605
2015$149,558$7,373$25,112
2014$144,077$1231$19,052
2013$146,917$11,953$26,727
2012$133,559$5613$20,520
2011$135,605$20,213$21,994
2010$128,954$6,561$24,503
2009$116,283$2717$17,417

წყარო: https://www.macrotrends.net/stocks/charts/F/ford-motor/revenue

იხ. ცხრილი 1. Ford Motor-ის წლიური შემოსავალი 2021 წლისთვის იყო $136,341 მილიონი, რაც 7,23%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით. ანუ, ჯაჭვური მატების ტემპი 2021წლისთვის 7,23%-ს შეადგენს. 2020 წლისთვის შემოსავალი $127,144 მილიონია, რაც 18,45%-ით შემცირდა 2019 წელთან შედარებით. (კლების ტემპი 18,45%ია). ანალოგიურად, წლიური წმინდა შემოსავალი, 2021 წელს 1502,42%-ით გაიზარდა 2020 წელთან შედარებით, ანუ, მატების ტემპი 1502,42%-ია. 2020 წლისთვის კი 2821,28%. მთლიანი მოგება კი 2021 წელს 50,71%-ით გაიზარდა 2020 წელთან შედარებით, შესაბამისად მატების ტემპი შეადგენს 50,71%-ს. ხოლო 2020-წელს კლების ტემპი 32,14% შეადგენს.

როგორც ვხედავთ, 2020 წლის მონაცემები საგრძლობლად დაცემულია, ამის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს 2019 წლის ბოლოს მოულოდნელად აბობოქრებული კოვიდ პანდემია, რომელიც ყველა სფეროს მოედო, გამოიწვია კრიზისი და საგრძნობელი ზიანი მიაყენა ეკონომიკას.

General Motors Company

General Motors (GM) არის უმსხვილესი ავტომობილების მწარმოებელი აშშ-ში და ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიოში. 1931 წელს, როდესაც მან გადაუსწრო Ford Motor Company-ს, ის იქცა უმსხვილეს ავტო მწარმოებლად მსოფლიოში, 77 წლის განმავლობაში ის იკავებდა ლიდერულ პოზიციას, 2008 წელს კი, მას Toyota-მ გადაუსწრო. General Motors ოცდამეორეა „Fortune 500“-ის რეიტინგში შემოსავლების მიხედვით (აშშ-ს მასშტებით) და „Fortune Global 500“-ში ორმოცდამეცხრე ადგილს იკავებს.[3][4] მას შვილობილი კომპანიები ჰყავს 35 ქვეყანაში, ხოლო დილერები — 192 ქვეყანაში. კომპანიის შტაბ-ბინა დეტროიტში მდებარეობს.

General Motors Corporation ჩამოყალიბდა რამდენიმე ავტომწარმოებლის გაერთიანების შედეგად. მასში გაერთიანდა 10 სათადარიგო ნაწილების და აქსესუარების მწარმოებელი და 13 ავტომწარმოებელი, როგორიცაა Oldsmobile, Buick, Cadillac, Oakland, Elmore და სხვები. მათგან უძველესი დაარსდა რენსომ ოლდსმა 1892 წელს დეტროიტში, დაარქვა Olds Motor Vehicle Company. საუკუნის ბოლოს, ჰენრი ლელანდმა, რომელიც ადრე მუშაობდა ოლდსის ქარხანაში, დააარსა Cadillac Automobile Company, ხოლო დევიდ ბიუკმა დააარსა Buick Motor Company. კონკურენციის თავიდან აცილების მიზნით, 1903 წელს, Buick-ის დირექტორის უილიამ დურანტის ინიციატივით, შეიქმნა General Motors Corporation, რომელიც მოიცავდა Olds Motor Vehicle Company-ს და Buick-ს, მათ ასევე შეუერთდნენ Cadillac-იც და Oakland. თუმცა 1911 წლისთვის General Motors დაზარალდა ფორდთან კონკურენციის გამო, ბოსტონის აქციონერთა ჯგუფმა კი დურანტი დაადანაშაულა და ხელმძღვანელობიდან ჩამოაშორა.[8] მომდევნო წლებში General Motors-მა შთანთქა რამდენიმე მცირე ავტო მწარმოებელი, ხოლო 1918 წელს Chevrolet-ც გახდა კორპორაციის ნაწილი.

1950-იანი წლები აღინიშნა რიგი ინოვაციებით GM-ის მიერ წარმოებულ ავტომობილებში. 1955 წლიდან რვაცილინდრიანი ძრავები, გაუმჯობესდა მანქანების აეროდინამიკა, ელექტრომომარაგება გადავიდა 6-დან 12 ვოლტამდე, გამოჩნდა საჭე და მუხრუჭები. ასევე კონდიციონერი და უსაფრთხოების ღვედები. თუმცა, 1950-იანი წლების შუა პერიოდიდან ევროპული მანქანები სულ უფრო პოპულარული ხდება შეერთებულ შტატებში, რის გამოც 1956 წელს დეტროიტის საავტომობილო გიგანტების (მაგალითად, GM და Ford) გაყიდვები დაეცა 15%-ით, 1957 წელს აშშ-ში მანქანების იმპორტმა გადააჭარბა მათ ექსპორტს, იმპორტირებულ მანქანებს შეადგენდა აშშ-ს გაყიდვების 8%, ხოლო GM-ის ბაზრის წილი 1959 წელს დაეცა 42%-მდე. 1960-იან წლებში კომპანიების მდგომარეობა გაუარესდა დეტროიტის გაღატაკებულ გარეუბანში მომხდარი არეულობების გამო. GM-მ სირთულეებზე რეაგირება მოახდინა თავისი საქმიანობის სფეროს გაფართოებით: კორპორაციამ დაიწყო საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება, ასევე ლოკომოტივებიც, ელექტრონიკაც, საბანკო და ფინანსური მომსახურებითაც დაკავდა.

1992 წელს GM-ს ხელმძღვანელობდა ჯეკ სმიტი, რომელსაც დაევალა კორპორაციის აღორძინება. უკვე იმავე წელს ცენტრალურ ოფისში დასაქმებულთა რაოდენობა 13500-დან 2300-მდე შემცირდა, 1996 წლისთვის დაიხურა 24 ქარხანა და გაათავისუფლეს 65000 თანამშრომელი, გაიყიდა ნაწილების წარმოების განყოფილებები. ამ ზომებმა, დოლარის გაუფასურებასთან ერთად, 1993 წელს 2,47 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება მისცა 138,22 მილიარდი აშშ დოლარის ბრუნვით, ხოლო 1995 წელს წმინდა მოგება იყო 6,88 მილიარდი დოლარი, რეკორდული შემოსავლით 163,86 მილიარდი აშშ დოლარი.

კომპანიას აქვს საწარმოო ქარხნები 8 ქვეყანაში. მისი ოთხი ძირითადი საავტომობილო ბრენდია Chevrolet, Buick, GMC და Cadillac. ის ასევე ფლობს ინტერესებს ჩინურ ბრენდებში Wuling Motors და Baojun, ისევე როგორც DMAX ერთობლივი საწარმოების მეშვეობით. GM Defense ემსახურება სამხედრო მანქანებს. OnStar უზრუნველყოფს ავტომობილის უსაფრთხოების, უსაფრთხოების და საინფორმაციო სერვისებს. ACDelco არის კომპანიის ავტონაწილების განყოფილება. კომპანია ახორციელებს დაფინანსებას GM Financial- ის მეშვეობით. [7]

GM სტატისტიკა

General Motors აშშ-ის უმსხვილეს დამსაქმებელთა შორის 23-ე ადგილს იკავებს, დასაქმებულთა რაოდენობა 180 ათასს აჭარბებს.[9]

ცხრილი 2. General Motors-ის წლიური შემოსავალიდა მოგება 2009-2021 წლებში

 General Motors-ის წლიური შემოსავალი (მილიონი აშშ დოლარი)General Motors წლიური წმინდა შემოსავალი (მილიონი აშშ დოლარი)General Motors-ის წლიური მთლიანი მოგება (მილიონი აშშ დოლარი)
2021$127,004$9,837$17,878
2020$122,485$6,247$13,672
2019$137,237$6,581$13,972
2018$147,049$7,916$14,095
2017$145,588-3880$$18,231
2016$149,184$9,427$19,031
2015$135,725$9,687$17,426
2014$155,929$2804$13,808
2013$155,427$3770$18,054
2012$152,256$4859$10,813
2011$150,276$7,585$19105
2010$135,592$4668$16,672
2009$104,589$104,690-7606$

წყარო: https://www.macrotrends.net/stocks/charts/GM/general-motors/revenue

იხ. ცხრილი 2. General Motors -ის წლიური შემოსავალი 2021 წლისთვის იყო $127,004 მილიონი, რაც 3.69%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით. ანუ, ჯაჭვური მატების ტემპი 2021წლისთვის 3.69%-ს შეადგენს. 2020 წლისთვის შემოსავალი $122,485 მილიონია, რაც 10.75%-ით მცირეა 2019 წელთან შედარებით. (კლების ტემპი 10,75%-ია). ანალოგიურად, წლიური წმინდა შემოსავალი, 2021 წელს 5,08%-ით გაიზარდა 2020 წელთან შედარებით, ანუ, მატების ტემპი 5,08%-ია. 2020 წლისთვის კი 16,86%. მთლიანი მოგება კი 2021 წელს 17,86%-ით გაიზარდა 2020 წელთან შედარებით, შესაბამისად მატების ტემპი შეადგენს 17,86%-ს. ხოლო 2020-წელს კლების ტემპი 2,15% შეადგენს.

ფორდი და GM. კონკურენცია

Ford Motor Company და General Motors Company, ორი უდიდესი ავტო მწარმოებელი შეერთებულ შტატებში. ორივე, ფორდიც და ჯი-ემიც ლიდერები და სასტიკი კონკურენტები არიან გლობალურ საავტომობილო ინდუსტრიაში. Ford-ის ყველაზე დიდი ბრენდია მისი მოსახელე Ford, ხოლო GM-ის ყველაზე დიდი ბრენდი არის Chevrolet.

მსოფლიო ბაზრის თვალსაზრისით, არც Ford და არც GM არ ლიდერობენ. 2019 წელს Toyota- დაიკავა გლობალური ბაზრის უდიდესი წილი, 10.24%, მას მოჰყვა Volkswagen ჯგუფი 7.59%. ხოლო მესამე იყო Ford 5,59%. GM უფრო პატარა კომპანიაა ვიდრე Ford. Ford Motor-ის წლიური შემოსავალი 2021 წლისთვის $136,341 მილიონი იყო, 7,23%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით. ხოლო, General Motors-ის წლიური შემოსავალი 2021 წლისთვის იყო $127,004 მილიონი, რაც 3.69%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით.

ფორდიც და ჯი-ემიც აღიარებენ საწვავის ეფექტურობის გაუმჯობესებისა და ტექნოლოგიის გამოყენების მნიშვნელობას, რათა შეინარჩუნონ თავიანთი პროდუქციის ხაზი მომხმარებლებში. ბევრ ქვეყანას, მათ შორის შეერთებულ შტატებს, აქვს მკაცრი კანონები, რომლებიც მოითხოვს საწვავის ეფექტურობის გაუმჯობესებას და მანქანების მიერ შექმნილი გარემოს დაბინძურების რაოდენობას. ორივე კომპანიამ საგრძნობლად შეამცირა საწვავის მოხმარება მათი საერთო ფლოტისთვის.

Ford-მა და GM-მა შეუერთდნენ „სრულად“ ელექტრო მანქანების წარმოების მოძრაობას. 2021 წლის ივნისის მდგომარეობით, Ford გთავაზობთ ორ „სრულად“ ელექტრომანქანას: 2021 წლის Mustang Mach-E და 2022 წლის F-150 Lightning. ის ასევე აწარმოებს ექვს ჰიბრიდულ მანქანას. ჰიბრიდული ვერსიები ხელმისაწვდომია კომპანიის სამივე ყველაზე პოპულარული მოდელის: Fusion, Escape და Explorer. GM იყო ერთ-ერთი პირველი ავტომწარმოებელი, რომელმაც ჰიბრიდული ელექტრომობილების ტენდენციაზე გადაინაცვლა, როდესაც მან შექმნა Chevrolet Volt. [11]

COVID-19

ახალი ვირუსისგან თავის დაცვა ვერც ავტომწარმოებლებმა მოახერხეს. Ford Motor-მა, General Motors-მა და Fiat Chrysler Automobiles NV-მა დაკარგეს $69,29 მილიარდი დოლარი, ყველაზე მეტად კი ფორდი დაზარალდა. [12] კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2020 წლის დასაწყისში ფორდმა 2 მილიარდი დოლარი დაკარგა. სამშენებლო მწარმოებელის სიტყვებით კი, იანვარ-მარტის თვეში მისი შემოსავალი თითქმის 15%-ით შემცირდა და $34.3 მილიარდი შეადგინა. [13]

მაგრამ მიუხედავად დიდი ზარალისა კომპანიები ეხმარებიან მსოფლიოს და საკუთარი წვლილი შეაქვთ COVID-19-თან ბრძოლაში. იმის გამო, რომ სკოლებში დისტანციური სწავლა დაიწყო 2019-2020 სასწავლო წლის ბოლოს, ფორდის თანამშრომლებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტეს ბავშვის დღე გაენათებინათ Ford Fund–ის მეშვეობით „წაიკითხე და ჩაწერე“. ამ ვირტუალური პროგრამის საშუალებით შეიქმნა ციფრული ვიდეო ბიბლიოთეკა ფორდის მოხალისეების მიერ, რომლებიც თავიანთ ენაზე კითხულობენ საბავშვო წიგნებს სახლში მყოფი ბავშვებისა და ოჯახის წევრებისთვის. [15] Ford Motor Company, 3M და GE Healthcare გაერთიანდნენ სამედიცინო აღჭურვილობის დასამზადებლად, ფორდისა და ფორდის შვილობილი ქარხნების გამოყენებით მიჩიგანში. Ford ასევე ფინანსურად ეხმარება Thermo Fisher Scientific-ს, რათა სწრაფად გაფართოვდეს COVID-19-ის კოლექციური ნაკრების წარმოება პაციენტების ტესტირებისთვის. [14]

ფორდმა მიჩიგანის პირველი მობილური ტესტირების სერვისის შესაქმნელად გადასცა სატრანსპორტო საშუალებები, კონკრეტულად Lincoln Navigators-სი, მძღოლები Lincoln Personal Driver-ის საპილოტე სერვისიდან. მოამარაგა ისინი კარვებით, სანიტარული მოწყობილობებით, ელექტროენერგიით და Wi-Fi-ით მობილური ტესტირების მხარდასაჭერად. თითოეული მანქანა სრულად არის აღჭურვილი COVID-19 ტესტირებისთვის WSU-სა და ACCESS-ის პერსონალითა და სამედიცინო ნაკრებით. [16]

რაც შეეხება GM-ს, მან აწარმოა 30,000 კრიტიკული მოვლის ვენტილატორი, Ventec Life Systems V+Pro, აშშ-ს ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტთან ხელშეკრულებით. მზარდი კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით არაკომერციული ორგანიზაციები დააფინანსა 3.6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით (საგრანტო დასინანსების სახით).

დაამზადა და გაავრცელა მილიონობით პირბადე, ათასობით ულატექსო სახის ფარი და დამცავი ხალათები ჯანდაცვის სისტემაში დამცავი აღჭურვილობის მწვავე დეფიციტის აღმოსაფხვრელად. გენერალ მოთორსი შეუერთდა სარეკლამო საბჭოსა და COVID-19-ის ვაქცინის საგანმანათლებლო ინიციატივას, რომელიც არის ეროვნული და არაპარტიული კომუნიკაციის მცდელობა, გაზარდოს ნდობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიმართ. როგორც დამფუძნებელმა პარტნიორმა, GM-მა დააფინანსა ეს ინიციატივა. [17]

დასკვნა

ამ ყველაფრის გათვალისწინებით თამამად შეგვიძლია დავრწმუნდეთ იმაში, რომ „Ford Motor Company“ და „General Motors Company“ ორი  საკმაოდ ძლიერი კომპანიაა, რომლებსაც ნებისმიერ რთულ სიტუაციაზე შეეძლოთ მორგება. დაარსების დღიდან კომპანიები მოესწრნენ ომს, პანდემიას და კიდევ სხვა მრავალ პრობლემას, რამაც დიდი კვალი დატოვა მათზე. თუმცა, მსოფლიოში მომხდარი ცვლილებების მიუხედავად, ისინი მაინც ინარჩუნებდნენ წარმატებას, მარცხსა და წარუმატებლობას კი ყოველთვის გამოცდილებად აქცევდნენ და შეცდომების გათვალისწინებით აგრძელებდნენ სვლას. ამას ნათლად ვხედავთ მათი შემოსავლებისა და მოგების ანალიზისას.

ფორდსა და ჯი-ემს უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრიათ გლობალური ავტოწარმოების მომავლის ფორმირებაზე. ვფიქრობ, რომ ფორდის და დიურანტის მემკვიდრეობა კიდევ დიდხანს იქნება მსოფლიო ბაზარზე და თავის მომხმარებელს არაერთ საინტერესო იდეასა და მოწყობილობას შესთავაზებს.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://en.wikipedia.org/wiki/Ford_Motor_Company
  2. https://en.wikipedia.org/wiki/Henry_Ford
  3. https://fortune.com/fortune500/2021/search/
  4. https://fortune.com/global500/2021/search/
  5. https://expandedramblings.com/index.php/ford-statistics-facts/
  6. https://www.macrotrends.net/stocks/charts/F/ford-motor/revenue
  7. https://en.wikipedia.org/wiki/General_Motors
  8. https://ru.wikipedia.org/wiki/Дюрант,_Уильям_Крапо
  9. https://expandedramblings.com/index.php/general-motors-statistics-facts/
  10. https://www.macrotrends.net/stocks/charts/GM/general-motors/revenue
  11. https://www.investopedia.com/articles/markets/123015/ford-vs-chevy-comparing-business-models-and-strategies-f-gm.asp
  12. https://www.interfax.ru/business/723680
  13. https://www.michiganradio.org/auto/2020-04-28/ford-losing-billions-during-covid-19-pandemic
  14. https://www.uschamberfoundation.org/aid-event/corporate-aid-tracker-covid-19-business-action/ford-motor-company-coronavirus-covid-19
  15. https://www.fordfund.org/ford-fund-response
  16. https://corporate.ford.com/articles/products/ford-helps-launch-mobile-covid-19-testing.html
  17. https://www.gm.com/coronavirus