წყლის დაბინძურების პრობლემა საქართველოში და მისი გავლენა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე
ავტორის სტილი დაცულია
მარიამი მანუკოვი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
III კურსის სტუდენტი
marimanukova24@gmail.com
ანოტაცია
წყალი უნიკალური და უპირველესი, სასიცოცხლო მნიშვნელობის, ადამიანის, ცხოველთა სამყაროს და მცენარეული საფარის არსებობისათვის აუცილებელი ბუნებრივი რესურსია. ის წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლის უპირველეს მოთხოვნილებას ჰაერის შემდეგ და სწორედ ამიტომაც ითვლება უნიკალურ რესურსად. ყოველი ჩვენთაგანის მიერ ამ ფაქტის გაცნობიერების მიუხედავად, დედამიწაზე წყლის რესურსების უმეტესი ნაწილი დაბინძურებულია. წყლის დაბინძურება არის ზოგადი ანთროპოგენური ცვლილება, რომელიც გავლენას ახდენს წყლის ხარისხზე, აბინძურებს და საფრთხეს უქმნის ადამიანებს, ცხოველებს და ეკოსისტემებს მთელ დედამიწაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პლანეტა 70% წყლით არის დაფარული, მისი უმეტესი ნაწილი შესაფერისი არ არის ადამიანის გამოყენებისთვის. კერძოდ, მკვლევარების მიერ შეფასებულია, რომ დედამიწაზე წყლის საერთო მოცულობიდან მხოლოდ 3% არის სუფთა წყალი. სწრაფი ინდუსტრიალიზაცია, მწირი წყლის რესურსების ბოროტად გამოყენება და მრავალი სხვა ფაქტორი თამაშობს როლს წყლის დაბინძურების პროცესში. მაგალითად, ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 400 მლრდ ტ ნარჩენი წარმოიქმნება. ამ ნარჩენების უმეტესობა კი წყლის ობიექტებში ჩაედინება.
აქედან გამომდინარე, წყლის დაბინძურება არის პრობლემა, რომელიც აწუხებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც. ეს პრობლემა გადამწყვეტ გავლენას ახდენს ქვეყნის არა მხოლოდ ეკოლოგიურ და სოციალურ, არამედ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც, რაზეც ამ სტატიაში ვისაუბრებ.
Annotation
Water is a unique and, above all, vital resource essential for the existence of human, animal and plant cover. It is the most basic necessity of human life after air and that is why it is considered a unique resource. Despite each of us realizing this fact, most of the earth’s water resources are polluted. Water pollution is a general anthropogenic change that affects water quality, pollutes and poses a threat to humans, animals and ecosystems around the earth. Although our planet is 70% covered by water, most of it is not suitable for human use. In particular, researchers estimate that only 3% of the total volume of water on Earth is clean water. Rapid industrialization, misuse of scarce water resources and many other factors play a role in the process of water pollution. For example, about 400 billion tons of waste are generated worldwide each year. Most of this waste will be discharged into water bodies.
Therefore, water pollution is a problem that affects almost all countries of the world, including Georgia. This problem has a decisive impact not only on the ecological and social, but also on the economic situation of the country, which I will talk about in this article.
მსოფლიოს წყლის რესურსების ამჟამინდელი მდგომარეობის მიმოხილვა
ანგარიში „მსოფლიოს მიწისა და წყლის რესურსების მდგომარეობა საკვებისა და სოფლის მეურნეობის წარმოებისთვის“ (СОЛАВ 2021) შეიცავს ახალ ინფორმაციას მიწის, ნიადაგისა და წყლის რესურსების მდგომარეობისა და ფაქტების შესახებ, რომელიც გარემოს მენეჯმენტის ცვალებად და შემაშფოთებელ ტენდენციებს ამტკიცებს. ერთად აღებული, ისინი აჩვენებენ, რომ მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, ვიდრე ათი წლის წინათ. ხმელეთის და წყლის ეკოსისტემები ყველაზე დიდი წნეხის ქვეშ არიან და ბევრი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
SDG 6.4.2 კომპოზიტური ინდიკატორი გამოიყენება როგორც წყლის ფიზიკური დეფიციტის უნივერსალური მაჩვენებელი (ყველა სექტორში), რაც ახასიათებს წყლის სტრესის დონეს. გლობალურ დონეზე, SDG 6.4.2 საშუალოდ 18%-ს შეადგენდა 2020 წელს, მაგრამ ეს საშუალო მნიშვნელოვან რეგიონულ განსხვავებებს მალავს. ევროპაში წყლის სტრესის დონე დაბალია (8,3%). შედარებისთვის, აღმოსავლეთ და დასავლეთ აზიაში ის 45-დან 70%-მდე მერყეობს, ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში 70%-ზე მეტია, ჩრდილოეთ აფრიკაში კი 100%-ზე მეტია. არატრადიციული წყაროების სასოფლო-სამეურნეო გამოყენება, როგორიცაა წყლის ხელახალი გამოყენება და გაუვალობა, ჯერ კიდევ დაბალია, მაგრამ იზრდება, განსაკუთრებით წყლის მწირ რაიონებში, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთი-დასავლეთ აზია.
წყლის სტრესის დონე მაღალია ყველა აუზში, სადაც ინტენსიური სარწყავი სოფლის მეურნეობაა და სადაც არის მჭიდროდ დასახლებული ქალაქები, რომლებიც კონკურენციას უწევენ ერთმანეთს წყლისთვის, განსაკუთრებით იქ, სადაც მტკნარი წყლის რესურსები მწირია კლიმატური პირობების გამო. უზები, სადაც წყლის სტრესის დონე მაღალია ან კრიტიკულია, მდებარეობს მაღალი წყლის სტრესის რეგიონებში, როგორიცაა ჩრდილოეთ აფრიკა, ჩრდილოეთ ამერიკა, ცენტრალური და სამხრეთ აზია და ლათინური ამერიკის დასავლეთ სანაპირო.
წყლის სტრესის მაღალი დონის მქონე ქვეყნებში სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ამ პრობლემას. ცენტრალურ აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში, წყლის ამოღება სოფლის მეურნეობისთვის შეადგენს წყლის მთლიანი ამოღების მნიშვნელოვან ნაწილს. სასოფლო-სამეურნეო აბსტრაქციის შედეგად გამოწვეული წყლის სტრესი ასახავს ნილოსისა და სხვა მდინარის აუზების კრიტიკულ მნიშვნელობას არაბეთის ნახევარკუნძულზე და სამხრეთ აზიაში. [1]
საინტერესოა განვიხილოთ წყლის გამოყენება მსოფლიოს შინამეურნეობებში ერთ სულ მოსახლეზე 2016-2021 წწ-ში. აღნიშნული მაჩვენებლები მოცემულია დიაგრამაში 1. დიაგრამიდან ჩანს, რომ წყლის გამოყენება შინამეურნეობებში ერთ სულ მოსახლეზე 2016-2020 წწ-ში შემცირდა დაახლოებით 5%-ით. 2020-2021 წწ-ში კი შეინიშნება მცირე ზრდა ისევ დაახლოებით 5%-ით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ შიანმეურნეობებისთვის ამ ერთი წლის განმავლობაში წყლის რესურსები უფრო ხელმისაწვდომი გახდა. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მომავალში მოსალოდნელია ერთ სულ მოსახლეზე წყლის მთლიანი მოხმარების შემცირება ნაწილობრივ წყლის პროდუქტიულობის გაზრდის გამო, მათ შორის სოფლის მეურნეობისთვის, და ნაწილობრივ წყლის დეფიციტის გავრცელების გამო, რომელიც გამოწვეულია ხანგრძლივი მშრალი პერიოდებით მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვის ადგილებში.
დიაგრამა 1. წყლის გამოყენება მსოფლიოს შინამეურნეობებში ერთ სულ მოსახლეზე 2016-2021 წწ-ში, მ3
წყარო: www.geostat.ge
ანგარიშში ასევე საუბარია მსოფლიოში წყლის დაბინძურების გამომწვევ ფაქტორებზე. ესენია: სამრეწველო ნარჩენები, ტემპერატურის მომატება, პესტიციდების გამოყენება სოფლის მეურნეობაში, ნავთობის დაღვრა და ა.შ. განვიხილოთ ერთ-ერთი მათგანი, მაგალითად, პესტიციდების მოხმარება მსოფლიოში 2016-2021 წწ-ში, რაც გამოსახულია დიაგრამაზე 2. დიაგრამიდან ჩანს, რომ პესტიციდების მოხმარება 2016-2021 წწ-ში დაახლოებით 2,11-ჯერ გაიზარდა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პესტიციდების მოხმარების ზრდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირ კავშირშია წყლის დაბინძურების დონის ზრდასთან და ამ პრობლემის გამომწვევი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
დიაგრამა 2. პესტიციდების მოხმარება მსოფლიოში 2016-2021 წწ-ში, ტ
წყარო: www.geostat.ge
წყლის რესურსების მართვა საქართველოში და მისი სოციალურ-ეკონომიური შედეგები
საქართველო წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება. ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში საშუალოდ 15832 მ3 განახლებადი მტკნარი წყლის რესურსი მოდის. თუმცა, ეს მაჩვენებელი გაცილებით ჩამორჩება წყლის რესურსებით ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყნებს, როგორიც არის მაგალითად, ისლანდია და ნორვეგია, სადაც ეს მაჩვენებელი შესაბამისად 524691 მ3 და 77563 მ3-ია წელიწადში. ამავდროულად, გაცილებით აღემატება წყლის რესურსებით უკიდურესად ღარიბი ქვეყნების მაჩვენებლებს, როგორიც ქუვეითია, სადაც ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში მხოლოდ 10 მ3 მტკნარი წყლის რესურსი მოდის.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინიციატივით 2021 წელს განხორციელდა კვლევა „საქართველოს ბუნებრივი რესურსები და გარემოს დაცვა“. კვლევამ ცხადყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო წყლის რესურსებით მდიდარ ქვეყანად მიიჩნევა, ამ რესურსის სწორად გამოყენების საკითხი მაინც აქტუალურია. მთავარ პრობლემებს წყლის გადანაწილება და დაბინძურება წარმოადგენს. საქართველოში წყლის რესურსი ბუნებრივად არათანაბრად არის გადანაწილებული და ძირითადად თავმოყრილია საქართველოს დასავლეთ ნაწილში მაშინ, როდესაც აღმოსავლეთის რეგიონები ხშირად წყლის ნაკლებობას განიცდიან. აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მდინარე ქმნის მტკვრის ერთიან სისტემას და ჩაედინება კასპიის ზღვაში, დასავლეთ საქართველოს მდინარეები კი დამოუკიდებლად ერთვიან შავ ზღვას. მდინარის ეკოსისტემაზე მოქმედ ფაქტორთაგან დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყლის ხარჯვის პრობლემას, რამდენადაც წყლის რესურსების სამეურნეო გამოყენების, განსაკუთრებით კი დაუბრუნებელი წყალმოხმარების (მორწყვითი მელიორაციის) შედეგად ადგილი აქვს წყლის დონის დაწევას, ე.ი. წყლის რესურსების შემცირებას. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პრობლემატურია ჰიდროსფეროსა და მისი გარემოს (ატმოსფერო, ლითოსფერო) მზარდი დაბინძურება. წყლის რესურსების ხარისხობრივი გაუარესების მთავარი წყალსამეურნეო მიზეზებია: ირიგაცია, მლაშე ნიადაგების მელიორაცია, ჩამდინარე წყლები, წყალსაცავების ქვაბულის არასწორი ორგანიზაცია და ხე-ტყის დაცურება.
წყლის რესურსების მართვა საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, შემდეგი უმთავრესი მიზნების მიღწევას ემსახურება:
- წყალმოსარგებლეებს წყალი მიაწოდოს საკმარისი ოდენობით, ადეკვატური ხარისხით და საჭირო დროს;
- სამართლიანად გაანაწილოს წყლის რესურსები ყველა წყალმოსარგებლეს შორის;
- საკმარისი ოდენობის და ხარისხის წყლის რესურსებით უზრუნველყოს ეკოსისტემები, მათი სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის.
ამ მიზნების მისაღწევად ქვეყანას ესაჭიროება:
- წყლის რესურსების მართვის სტრატეგია და საკანონმდებლო ბაზა, რომელიც განსაზღვრავს ქვეყანაში წყლის რესურსებით სარგებლობის გრძელვადიან მიზნებს და ადგენს წესებს რესურსების დეგრადაციისაგან დასაცავად;
- წყლის რესურსების მონიტორინგის ქსელი, რათა ქვეყანას ჰქონდეს ინფორმაცია წყლის რესურსების მდგომარეობის შესახებ;
- ფინანსური რესურსები, ასევე მატერიალურ-ტექნიკური და საკადრო (სპეციალისტების) ბაზა წყლის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად და მათი ოპერირებისათვის.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა ასრულებდეს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. [2]
საინტერესოა განვიხილოთ წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების ძირითადი მაჩვენებლები საქართველოში 2018-2021 წწ-ში. ეს მაჩვენებლები ნაჩვენებია ცხრილში 1. ცხრილი მიუთითებს, რომ ხუთივე მაჩვენებელი 2018-2020 წწ-ში შემცირდა, თუმცა 2020-2021 წწ-ში გაიზარდა. ცხრილიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ისევე როგორც მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის, საქართველოს მოსახლეობისთვისაც 2020-2021 წწ-ში წყლის რესურსები უფრო ხელმისაწვდომი გახდა. კერძოდ, ამ პერიოდში წყლის გამოყენება საქართველოში გაიზარდა 27,8%-ით და ასევე გაიზარდა ბრუნვითი და მეორადი მიმდევრობითი წყალმომარაგება 10,7%-ით. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შეიმჩნევა დანაკარგების ზრდა წყლის ტრანსპორტირებისას დაახლოებით 5%-ით და ჩამდინარე წყლის ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების ზრდა 20%-ით, რაც ზედაპირული წყლის დაბინძურების ერთ-ერთ ფაქტორად შეგვიძლია დავასახელოთ.
ცხრილი 1. წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების ძირითადი მაჩვენებლები საქართველოში 2018-2021 წწ-ში, მლნ მ3
წყარო: www.geostat.ge
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სამეცნიერო დასკვნა ცხადყოფს, რომ სასმელ წყალში არსებული ქიმიური და ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მრავალფეროვანია და შეიძლება გამომჟღავნდეს როგორც ფიზიოლოგიური ძვრებისა და წინაპათოლოგიური მდგომარეობის, ასევე დაავადებების სახით. უხარისხო სასმელი წყლის მოხმარებასთან დაკავშირებული ქიმიური და ბიოლოგიური რისკები შეიძლება იყოს მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი. [3]
ასევე შეგვიძლია დეტალურად განვიხილოთ წყლის დაბინძურებით გამოწვეული ერთი კონკრეტული დაავადება, მაგალითად ავიღოთ წყლისმიერი ინფექციური დიარეა. დიაგრამა 3 გვიჩვენებს საქართველოში წყლისმიერი ინფექციური დიარეების შემთხვევებს 2019-2021 წწ-ში. დიაგრამიდან ჩანს, რომ 2019-2020 წწ-ში წყლისმიერი ინფექციური დიარეების შემთხვევები საქართველოში უმნიშვნელოდ, დაახლოებით 1%-ით გაიზარდა. ხოლო 2020-2021 წწ-ში უფრო მაღალ ზრდას აქვს ადგილი – დაახლოებით 20%. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში წყლის დაბინძურების დონემ საქართველოში მნიშვნელოვნად იმატა, რამაც გაზარდა წყლისმიერი ინფექციური დიარეების შემთხვევები.
ბუნებრივია, წყლის დაბინძურების პრობლემა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასაც აუარესებს, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ის იწვევს უამრავ დაავადებას, რაც ამცირებს მოსახლეობის მწარმეოებლურობას და, შესაბამისად, მწარმოებლურობის დონეს ქვეყანაში. თუ გადავხედავთ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებლებს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წყლის დაბინძურების დონის ზრდასა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას შორის პირდაპირპროპორციული კავშირია. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია მის ეკოლოგიურ მდგომარეობასთან.
დიგრამა 3. წყლისმიერი ინფექციური დიარეების შემთხვევები საქართველოში 2019-2021 წწ-ში
წყარო: www.geostat.ge
დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ირკვევა, რომ საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, წყლის დაბინძურება საკმაოდ მწვავე პრობლემაა. ის უარყოფით ზემოქმედებას ახდენს არა მარტო დაბინძურებული წყალსატევის ბინადრებზე, არამედ ადამიანების ჯანმრთელობაზეც და, ზოგადად, ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. სწორედ ამიტომ, მეტად მნიშვენლოვანია წყლის დაბინძურების თავიდან აცილება ანუ პრევენცია. აუცილებელია საზოგადოების მეტად ინფორმირებულობა წყლის დაბინძურების შედეგებისა და მისი პრევენციის შესახებ, რის შედეგადაც საზოგადოებას შეეძლება: პესტიციდებისა და სასუქების მოხმარებაზე უარის თქმა ან მათი ზომიერი მოხმარება; დეტერგენტების შემცველი პროდუქციის მოხმარების შემცირება; წყლის ობიექტებში ან მათთან ახლოს სისუფთავის შენარჩუნება, კერძოდ, ნარჩენების გადაყრის აღმოფხვრა; წყლის დაზოგვა; პლასტმასის გამოყენებისგან თავის შეკავება; ავტონომიური საკანალიზაციო სისტემის გამართულ მდგომარეობაში მოყვანა და სხვა. ასევე საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მეტად გამართული მარეგულირებელი სისტემის ჩამოყალიბება და წყლის ხარისხის ასამაღლებელი ღონისძიებების გატარება, როგორიცაა მაგალითად: წყლის ფილტრის დაყენება; ჯარიმების დაწესება; მდინარეების გასუფთავება და ნარჩენების გადაყრის ალტერნატიული გზების გამონახვა; ნარჩენების გადამუშავება; ფაბრიკა-ქარხნების გარემოზე ზემოქმედების კონტროლი; საკანალიზაციო სისტემის გამართვა და სხვა.
ვფიქრობ, თუ მოხდება ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინება, ეს ხელს შეუწყობს წყლის დაბინძურების პრობლემის გადაჭრას საქართველოში, რაც გააუმჯობესებს როგორც მთლიანად საზოგადოების, ასევე ცალკეული ინდივიდების ჯანმრთელობას, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მდგომარეობას.
გამოყენებული ლიტერატურა:
- Продовольственная и сельскохозяйственная организация Объединенных Наций. „Состояние мировых земельных и водных ресурсов для производства продовольствия и ведения сельского хозяйства“. Сводный доклад. Рим. 2021
- USAID. Georgia’s Environmental Outlook (GEO). „წყლის რესურსების მართვა საქართველოში“
- მ. ლაშხაური, მ.გრძელიშვილი. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო. სამეცნიერო დასკვნა (მეცნიერთა მოსაზრება). „სასმელ წყალთან დაკავშირებული რისკი“
- www.geostat.ge