პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ანალიზი

ავტორის სტილი დაცულია

მარიამი მანუკოვი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
III კურსის სტუდენტი
marimanukova24@gmail.com   

ანოტაცია

გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ეკონომიკაში მისი განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს. ისტორიული თვალსაზრისით, არცთუ ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მთავრობებმა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გადამწყვეტი როლი და მნიშვნელობა გააანალიზეს, გამონაკლისი არც განვითარებული და ასევე არც განვითარებადი ქვეყნები ყოფილან.

საქართველოსა და აგრეთვე საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი ოდენობით უცხოური ინვესტიციების მოზიდვას მრავალი მაჩვენებელი განაპირობებს. სწორედ ამიტომ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უდიდეს გავლენას ახდენს თანამედროვე ეკონომიკაზე.

ვფიქრობ, ეს თემა საკმაოდ აქტუალურია თანამედროვე ეკონომიკური სისტემის პირობებში, განსაკუთრებით Covid პანდემიის პერიოდში. მოდით, თვალი გადავავლოთ იმას, თუ რა მდგომარებაა საქართველოში ამ მხრივ და დეტალურად განვიხილოთ ის.

Annotation

In the modern conditions of globalization, attracting foreign investment in the economy due to its special importance is a vital necessity. Historically, not so long ago, after governments analyzed the crucial role and importance of foreign direct investment in a country’s economic development, neither developed nor developing countries were an exception.

Based on Georgia and also international experience, we can say that the attraction of a significant amount of foreign investment is due to many indicators. That is why foreign direct investment has the greatest impact on the modern economy.

I think this topic is quite relevant in the conditions of the modern economic system, especially during the period of the Covid pandemic. Let’s take a look at the situation in Georgia in this regard and discuss it in detail.

შესავალი

სანამ უშუალოდ ვისაუბრებთ ამ საკითხზე უმჯობესია განვმარტოთ, რა არის ზოგადად ივესტიცია, მისი სახეები და მიზნები და შემდეგ უკვე გადავიდეთ  პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე.

ინვესტიცია ეწოდება კაპიტალის დაბანდებას ეკონომიკურ საქმიანობაში მოგების და სოციალური ეფექტის მიღების მიზნით. ინვესტიციების უმრავლესობა წარმოადგენს ფინანსურ უფლებებს  და მათ ფინანსური ინვესტიციები ეწოდება. არსებობს ასევე მატერიალური სახის ინვესტიციები ანუ რეალური ინვესტიციები, უძრავ ქონებაში და თეზავრაციის ობიექტებში. [1]

 ცხრილი 1. ძირითადი ანგარიშები

წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90

ცხრილი 2. დამატებითი ანგარიშები

წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90

რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას, ეს არის  პირდაპირი ინვესტიცია ქვეყნის წარმოებასა და ბიზნესში უცხოური საწარმოს მიერ კომპანიის შეძენით ან არსებული ბიზნესის გაფართოებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციის გარდა არსებობს პორთფელური ინვესტიცია. პორთფელური ინვესტიცია არის პასიური ინვესტიცია სხვა ქვეყნის ფასიან ქაღალდებში, როგორიცაა აქციები და ობლიგაციები. [2]

სტატისტიკური ინფორმაცია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე

ცხრილი 3. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები2013-დან 2021 წლამდე კვარტალების მიხედვით, მლნ. შშ დოლარი

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/191/pirdapiri-utskhouri-investitsiebi

როგორც ცხრილი 3-დან ჩანს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2013-დან 2014 წლამდე გაიზარდა 1039.2-დან 1837.0 მლნ. აშშ დოლარამდე. 2015-2016 წლებში ის შემცირდა და 2016 წლეს შეადგინა 1654.0 მლნ. აშშ დოლარი. 2017 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა პიკს მიაღწია და შეადგინა 1980.8 მლნ. აშშ დოლარი. 2018 წელს ის მნიშვნელოვნად შემცირდა 1317.1-მდე, 2019 წელს კი უმნიშვნელოდ გაიზარდა 1335.8 მლნ. აშშ დოლარამდე. 2020 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა მიაღწია ყველაზე დაბალ მაჩვენებელს – 572.0 მლნ. აშშ დოლარი. 2021 წელს რაც შეეხება, ამ პერიოდში ის გაიზარდა 728.4-მდე.

ცხრილიდან ჩანს ისიც, რომ კვარტალების მიხედვით ინვესტიციებისთვის გარკვეული რყევებია დამახასიათებელი. მაგალითად განვიხილოთ 2021 წელი. ამ წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 131.7 მლნ. აშშ დოლარი. მეორე კვარტალში გაიზარდა 297.7-მდე, ხოლო მესამე კვარტალში – 299.0-მდე. სამწუხაროდ 2021 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემები ჯერჯერობით არ მოგვეპოვება, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ მეოთხე კვარტალშიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაზრდილია.

დიაგრამა 1. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნების მიხედვით 2021 წლის მესამე კვარტალში, მლნ. აშშ დოლარი

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/191/pirdapiri-utskhouri-investitsiebi

ამ დიაგრამიდან ჩანს უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქყევნები 2021 წლის მესამე კვარტალში. ესენია გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ჩეხეთი, აშშ, თურქეთი, მალტა, საფრანგეთი, სეიშელები და რუსეთი. მათ შორის ლიდერობს გაერთიანებული სამეფო 60.9 მლნ. აშშ დოლარი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით. ამ ქვეყნებს შორის ბოლო ადგილზეა რუსეთი, სადაც პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 12.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

 დიაგრამა 2. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით, 2021 წლის მესამე კვარტალში, %

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/191/pirdapiri-utskhouri-investitsiebi

დიაგრამა 2-დან ჩანს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უმსხვილესი ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2021 წლის მესამე კვარტალში. ამ მხრივ ლიდერობს საფინანსო სექტორი – 29.1%, ენერგეტიკა – 23.2% და დამამუშავებელი მრეწველობა – 18.3%. ხოლო ბოლო ადგილს იკავებს სოფლის მეურნეობა და თევზჭერა – 0.8%.

დიაგრამა 3. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საწარმოთა ასაკის მიხედვით 2016-2020 წლებში, მლნ. აშშ დოლარი

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/191/pirdapiri-utskhouri-investitsiebi

დიაგრამა 3-დან ჩანს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საწარმოთა ასაკის მიხედვით 2016-2020 წლებში. ყველა წლის მონაცემებით ლიდერობს 11+ წლის ასაკის საწარმოები. 2016-2019 წლების მონაცემებით ბოლო ადგილზეა უცნობი ასაკის საწარმოები, ხოლო 2020 წლის მონაცემებით – 6-10 წლის ასაკის საწარმოები.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოტივაციები და კანონზომიერებები

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოტივაციებთან დაკავშირებული ტრანსნაციონალიზაციის თეორიების ძირითადი ნაწილი წინა საუკუნის 60-იან და 70- იან წლებში ჩამოყალიბდა, რადგანაც სწორედ ამ დროს უკავშირდება ისეთი გიგანტი ორგანიზაციების მსოფლიო მასშტაბით გააქტიურება, როგორებიცაა: Xerox, IBM, General Electric, Dupont, General Motors, Coca-Cola და მრავალი სხვა. თეორიული ბაზა კი იმისთვის გახდა საჭირო, რომ აეხსნათ, თუ რა გავლენას ახდენდა ამ ტიპის აქტიურობა, ერთი მხრივ, მიმღები ქვეყნის, ხოლო მეორე მხრივ, გამცემი ქვეყნის ეკონომიკაზე, ასევე თავად უცხოური ინვესტიციის განმახორციელებელ კომპანიაზე. ახლა კი მოკლედ განვიხილოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომები, რაც ამ მიმართულებით დღემდე შექმნილა. [3]

ცხრილი 4. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კანონზომიერებების და მოტივაციების განმსაზღვრელი თეორიები

წყარო: https://www.tsu.ge/data/file_db/library/Disertacia%20-%20Charaia.pdf

განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი. „მფრინავი იხვის პარადიგმა“ – ეკონომიკური განვითარების თეორია, რომელიც იაპონელმა მეცნიერმა – კ. აკამაცუმ, XIX – XX საუკუნის იაპონიის საფეიქრო დარგზე დაკვირვებით შექმნა და ცდილობს, ახსნას ეკონომიკის ამა თუ იმ დარგის განვითარება შემდეგი საფეხურების მიხედვით:

  • სტადია I – ეკონომიკის ყველა დარგში ხორციელდება პროდუქციის იმპორტირება;
  • სტადია II – ზრდადი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იქმნება; ადგილობრივი წარმოება, რომელიც ამცირებს საზღვარგარეთიდან იმპორტს;
  • სტადია III – ხდება ჭარბი წარმოების ექსპორტირება;

მიუხედავად კ. აკამაცუს ნაშრომის ორიგინალურობისა, იმ დროისთვის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი ზემოთჩამოთვლილ ეტაპებში მხოლოდ ირიბადაა ნახსენები, რადგანაც ამ ტიპის კვლევა მოცემული თეორიის ფარგლებში არ განხორციელებულა. დამატებით კი აღსანიშნავია ისიც, რომ დღეისთვის ტნკ-ები უცხოურ ბაზარზე შესასვლელად ყოველთვის არ იყენებენ ჯერ ამ ბაზრის ექსპორტის ხარჯზე ათვისების გზას და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების არამხოლოდ იმაზე დაყრდნობით ახორციელებენ, გაიზარდა თუ არა მათი ექსპორტი მოცემულ ქვეყანაში, არამედ – ბევრი სხვა მიზეზიდან გამომდინარეც.

კ. აკამაცუს ორიგნალური თეორიის ნაკლის გამოსწორება მისმა მიმდევრებმა კ. კოჯიმამ და თ. ოზავამ ეკონომიკის ზრდის პროცესების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ტნკ-ების შესაბამისი კვლევების გამოყენებით სცადეს, რაც ნაჩვენებია დაიგრამა 4-ზე. მათი მტკიცებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად განვითარებადი ქვეყნები სულ უფრო აქტიურად იყენებენ იმპორტშემცვლელი დარგების განვითარების პოლიტიკას, იმ იმედით, რომ მომავალში ის ექპორტის მაჩვენებლებსაც წაახალისებს. ამ პროცესში კი მთავარი როლი ტნკ-ებს უკავიათ. [3]

დიაგრამა 4. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კანონზომიერებები

წყარო: https://www.tsu.ge/data/file_db/library/Disertacia%20-%20Charaia.pdf

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოტივაციების თანამედროვე თეორიები შეიძლება ორ ნაწილად დაიყოს, კერძოდ: ა) თეორიები, რომელებიც ცდილობენ გამოიკვლიონ, თუ რა გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მასშტატებზე და ბ) თეორიები, რომელიც ცდილობენ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გავლენის განსაზღვრას მიმღები ქვეყნის ეკონომიკაზე და მის ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე. [3]

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დადებითი და უარყოფითი შედეგები

გლობალიზაციის პროცესი განვითარებად ქვეყნებს სთავაზობს სწრაფი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებს საერთაშორისო ვაჭრობასა და კაპიტალზე წვდომის საშუალებით. შესაბამისად აღნიშნულ პროცესთან ერთად გაზრდილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობაც.

პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს გააჩნიათ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგები. მოკლედ განვიხილოთ ისინი:

  • ეკონომიკა და საგარეო ვაჭრობა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დადებით ეფექტად განიხილება მისი პოზიტიური გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, ეკონომიკური ფაქტორების მთლაინი პროდუქტიულობის და რესურსების ეფექტიანი გამოყენების ზრდის ხარჯზე.  უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში ზრდის კაპიტალის მოცულობას და ამ გზით ხელს უწყობს გამოშვების ზრდას. იგი ასევე ხელს უწყობს მიმღები ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრაციას გლობალურ ეკონომიკაში საგარეო ვაჭრობის ზრდის ხელშეწყობით.
  • ადამიანისეული კაპიტალის განვითარება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ზრდის დასაქმებას და მნიშვნელოვანია ადამიანისეული კაპიტალის განვითარებისთვის. მაღალი პროდუქტიულობის გამო ხშრად ასეთი ტიპის დასაქმება უფრო მაღალ ხელფასებსა და უკეთეს სამუშაო პირობებს გულისხმობს. ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუ და პროგრესული მენეჯმენტი გლობალურ ბაზრებზე ასეთი ტიპის წარმოების თავის დამკვიდრების საშუალებას იძლევა.
  • გადადინებს ეფექტები. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთი უმთავრესი დადებითი ეფექტი მიმღებ ქვეყანაში სხვა სექტორებზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური გადადინების ეფექტია. ადგილობრივ კომპანიებს შეუძლიათ პროდუქტიულობის ზრდა თანამედროვე, გაუმჯობესებულ ტექნოლოგიებზე წვდომის საშუალებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ასევე ზრდის ადგილობრივი კომპაიების R&D ინიცატივებს.
  • კონკურენციის დონე. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ზრდის კონკურენციის დონეს ადგილობრივ ბაზარზე და ამ გზით ხელს უწყობს მაღალ პროდუქტიულობას, ინოვაციებს, შედარებით დაბალ ფასებს და რესურების უფრო ეფექტიან გადანაწილებას.
  • ადგილობრივი ინვესტიციების გამოძევების ეფექტი. უცხოურ ინვესტიციებს შეიძლება ქონდეს ადგილობრივი ინვესტიციების გამოდევნის ეფექტი. ქვეყნებში, სადაც ადგილობრივი ბაზრის ათვისების მიმართულებით ხორციელდება ინვესტიციები ადგილობრივი კომპანიები მნიშვნელოვან კონკურენციას ხვდებიან, რადგან უცხოური ინვესტიციებით შექმნილი კომპანიები დაბალი ზღვრული დანახარჯის გამო ზრდიან წარმოების მოცულობას და იზიდავენ მომხმარებელს. შემცირებული მოთხოვის გამო კი ადგილობრივი მწარმოებლები ამცირებენ წარმოების მოციულობას და მათი ფიქსირებული დანახარჯი ერთ ერთეულ წარმოებაზე იზრდება. მაგრამ თუ ინვესტიცია არის საექტსპორტი წარმოებაზე მიმართული მაშინ ადგილობრივი ინვესტიციების გამოდევნის ეფექტი ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს.
  • მიმდინარე ანგარიშის ბალანსი. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პირდაპირ დაფინანსების წყაროს წარმოადგენს, მას საშუალოვადიან პერიოდში შესაძლოა უარყოფითი გავლენა ქონდეს მიმდინარე ანგარიშზე. უცხოელი ინვესტორის მთავარ მიზანს ინვესტიციიდან მაქსიმალური მოგების მიღება წარმოადგენს. ინვესტიციის მიმღები ქვეყნის ზოგიერთი უპირატესობა (იაფი მუშახელი, ბუნებრივი რესურსები და სხვა) საშუალებას აძლევს ინვესტორს წარმატებული ბიზნესი აწარმოოს. მიღებული შედეგი კი ხშირად გადის ქვეყნიდან განაწილებული მოგების სახით, რაც საგადასახდელო ბალანსზე უარყოფით გავლენას ახდნს. გარდა ამისა უცხოური ინვესტიციები ხშირად ახალისებს იმპორტს და თუ არ არის მიმართული საექსპორტო პროდუქტის წარმოებაზე მაშინ გააუარესებს მიმდინარე ანგარიშის ბალანსს.

მიუხედავად განხილული ურთიერთსაწინააღმდეგო ეფექტებისა ითვლება, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გავლენა მიმღები ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითია, მაგრამ სხვადასხვა ქვეყნები განსხვავებულად სარგებლობენ განხორციელებული ინვესტიციებისგან. პირდაპირი უცხოური ინვესტცია თავისთავად არ წარმოადგენს უპირატესობას ან ნაკლოვანებას, მისი დადებითი ეფექტი დამოკიდებულია მიმღებ ქვეყნაზე. [4]

დასკვნა

აქედან გამომდინარე, დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც მიმღები, ისე გამცემი ქვეყნის ეკნომიკურ მდგომარეობაზე. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მათი გათვალისწინება ამა თუ იმ ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისას და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს, როგორც პოლიტიკოსების, ისე ეკონომისტების მიერ.

თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ისტორიული თვალსაზრისით არც თუ ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მთავრობებმა გააანალიზეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გადამწყვეტი როლი და მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ჭრილში, განსაკუთრებით კი, განვითარებადმა ქვეყნებმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომელიც სტატიაშია განხილული, საქართველოს გააჩნია შესაძლებლობები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და მათ გამოსაყენებლად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. თავისუფალი ენციკლოპედია „ვიკიპედია“. ინვესტიცია
  2. თავისუფალი ენციკლოპედია „ვიკიპედია“. პირდაპირი უცხოური ინვესტიცია
  3. ვ. ჭარაია. „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი და მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისათვის (საქართველოს მაგალითზე)“
  4. რ. გერაძე. „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დადებითი და უარყოფითი შედეგები“. 2020
  5. https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90
  6. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/191/pirdapiri-utskhouri-investitsiebi
  7. https://www.tsu.ge/data/file_db/library/Disertacia%20-%20Charaia.pdf