ტურიზმის გავლენა ეკონომიკაზე

ავტორის სტილი დაცულია

თორნიკე კოხრეიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი

tornike.kokhreidze598@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

ტურიზმი, წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკის აღიარებულ სექტორს და საერთაშორისო მომსახურებით ვაჭრობის ლიდერს. ამ დარგის ფუნქციონირების ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული ფაქტორების ანალიზს, განვითარების თავისებურებისა და ტენდენციების შეფასებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეროვნული ეკონომიკის განვითარებისათვის. ტურიზმის ეკონომიკური ანალიზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი როლის განსაზღვრა ქვეყნის ეკონომიკაში, ქვეყნის შემოსავლების ზრდაში.

ამიტომ მოცემულ ნაშრომში განვიხილავ მის გავლენას ეკონომიკაზე, რა დადებითი და უარყოფითი მოვლენები თან ახლავს ტურიზმს და ბოლოს, აღვწერ მის ეკონომიკურ გავლენას მსოფლიოსა და საქართველოზე.

Annotation

Tourism is a recognized sector of the world economy and a leader in international service trade. The analysis of the economic, legal and organizational factors of the functioning of this field, the assessment of the peculiarities and trends of development is of special importance for the development of the national economy. For the economic analysis of tourism, it is very important to determine its role in the economy of the country, in the growth of the country’s income.

Therefore, in this work, I will discuss its impact on the economy, what positive and negative events accompany tourism, and finally, I will describe its economic impact on the world and Georgia.

ტურიზმის ეკონომიკური ასპექტები

ტურიზმის გავლენა ეკონომიკაზე მრავალმხრივია, თუმცა ამ გავლენის კლასიფიკაცია შესაძლებელია, როგორც დადებით მხარეებად და უარყოფით.

თავდაპირველად განვიხილავთ დადებით მხარეს:

  • იძლევა დასაქმების შესაძლებლობას;
  • წარმოშობს უცხოური ვალუტის გაცვლის მარაგს;
  • ზრდის შემოსავალს.
  • ქმნის მზარდ მთლიან შიდა პროდუქტს.
  • ტურიზმში შეიძლება გამოყენებული იქნას უკვე არსებულ ინფრასტრუქტურა.
  • ასტიმულირებს სხვა ადგილობრივი პროდუქტების წარმოებასა და გასაღებას.
  • ეხმარება ეკონომიკის დივერსიფიკაციას.
  • ხელს უწყობს სხვა ეკონომიკურ აქტივობებს.
  • ზოგადად ზრდის ეკონომიკის განვითარების ტენდენციას
  • ზრდის სახელმწიფო  შემოსავლებს.

ტურიზმმა შეიძლება რამდენიმე პრობლემა წარმოქმნას, განსაკუთრებით, მისმა გადაჭარბებულად განვითარებამ:

  • ითხოვს დიდი რაოდენობის რესურსებს;
  • ქმნის სეზონთან დაკავშირებულ პრობლემებს.
  • წარმოქმნის ინფლაციას.
  • შედეგად მოაქვს ეკონომიკის დაუბალანსებელი განვითარება.
  • ხელს უწყობს ეკონომიკურ რყევებს.

ტურიზმის ინდუსტრიას უნიკალური სტრუქტურა გააჩნია. იგი წარმოადგენს დიდი რაოდენობის ძალიან მცირე ერთეულების ერთობლიობას, რომელიც მოიცავს მომსახურებების პროდუქტებით ვაჭრობის დიდ მრავალფეროვნებას – მცირე, თუ დიდი რესტორნები, მოტელები, სასტუმრო სახლები, სამრეცხაოები, სუვენირების მაღაზიები და ა. შ. ამგვარად, მთავრობის მიერ ინფრასტრუქტურაში და ზოგჯერ ძვირ ობიექტებში ინვესტირება სტიმულს აძლევს კაპიტალდაბანდებებს მცირე ბიზნესში.

ტურისტების დანახარჯები მასპინძელ ქვეყანაში ზრდის საგადასახადო ბაზას მასპინძელი მთავრობისათვის.  ჩვეულებრივი გაყიდვებზე გადასახადის გარდა, ტურისტები ხანდახან იხდიან გადასახადებს არაპირდაპირი გზით. აეროპორტის გადასახადები, ქვეყანაში შესვლის მოსაკრებლები, საბაჟო მოსაკრებელი, ვიზის გაცემის მოსაკრებელი – ეს არის ტურისტების დაბეგვრის მაგალითები. თუმცა ამგვარი სპეციალური გადასახადების დაკისრება მოთხოვნის შემცირებას იწვევს. საქართველოს მთავრობას ტურიზმის სტიმულირების მიზნით მთელი რიგი მიზნობრივი ბაზრების მიმართ გაუქმებული აქვს ისეთი გადასახადები, როგორიცაა: ქვეყანაში შესვლის მოსაკრებლები, საბაჟო მოსაკრებელი, ვიზის გაცემის მოსაკრებელი.[1]

ტურიზმის ეკონომიკური გავლენა მსოფლიოზე

COVID-19-ის პანდემიამდე, მოგზაურობისა და ტურიზმის გლობალური სექტორის ზრდის ტემპი ზედიზედ ცხრა წლის განმავლობაში აჭარბებდა გლობალური ეკონომიკის ზრდას. გლობალურ ეკონომიკაში დარგის წვლილის დამანგრეველი 50.4%-იანი შემცირების შემდეგ, მოგზაურობა და ტურიზმი 21.7%-ით აღდგა 2021 წელს. შედარებისთვის, გლობალური ეკონომიკა მხოლოდ 6.7%-ით აღდგა. მოგზაურობისა და ტურიზმის აღდგენის ტემპი შენელდა „Omicron“-ის შტამის გავრცელების გამო, რამაც აიძულა მთავრობები აღედგინათ საერთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვები.

ცხადია, რომ ტურიზმის მახასიათებლები განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, ტაილანდი, სინგაპური და საბერძნეთი 2019 წელს დიდად იყვნენ დამოკიდებული საერთაშორისო ვიზიტორებზე, მაგრამ მათი აღდგენა 2021 წელს მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ტაილანდის მოგზაურობისა და ტურიზმის წვლილი მშპ-ში 70%-ზე მეტი იყო 2019 წლის მაჩვენებელზე დაბალი, მაშინ როცა საბერძნეთის სექტორი მხოლოდ დაახლოებით 30%-ით დაბალი იყო პანდემიამდელ დონეზე. აღდგენის ტემპში ეს განსხვავება ხაზს უსვამს საერთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვების გავლენას, რომლებიც უფრო შემზღუდავი იყო აზია-წყნარ ოკეანეთში, რადგან მთავრობებმა კონტროლის უფრო მკაცრი ზომები მიიღეს. მოგზაურობასა და ტურიზმში მშპ-ს მხრივ მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყნებია ეთიოპია (+48.6%), ეკვადორი (+ 21.6%), ქ ეგვიპტე (+ 16.5%) და თურქეთი (+ 15.0%). [2]

2019 წელს ტურიზმში დასაქმებული იყო 333 მილიონი ადამიანი, ანუ ყოველი 10 კაციდან 1. მიუხედავად მთავრობის შენარჩუნების სქემებისა, როგორიცაა შვებულება და სხვა, რომლებიც მხარს უჭერდნენ დასაქმებას, 2020 წელს 62 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგა (- 18.6% კლება) პანდემიის გამო. ვინაიდან სექტორის წვლილი გლობალურ ეკონომიკაში 2021 წელს 21.7%-ით გაიზარდა, მას თან ახლდა მოგზაურობისა და ტურიზმის სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდა 18.2 მილიონი სამუშაო ადგილით (6.7%). მოგზაურობისა და ტურიზმის წვლილის ცვლილება სამუშაო ადგილებზე უფრო ნელია, ვიდრე მშპ-ში წვლილის ცვლილება, რადგან სამუშაო ადგილები ნაკლებად ელასტიურია და, შესაბამისად, ნაკლებად ცვალებადი. ეს იმის გამო ხდება, რომ არსებული პერსონალის გათავისუფლებისა და ახალი პერსონალის გაყვანის პროცესს დრო სჭირდება.

ტურიზმის ეკონომიკური გავლენა საქართველოზე

ტურიზმი წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორს. უცხოელი ვიზიტორების დანახარჯებს ქვეყანაში დიდი გავლენა აქვს საქართველოს საგადამხდელო ბალანსზე. ქვეყნის სერვისის ექსპორტის შემოსავლიდან დაახლოებით 71% ტურიზმზე მოდის. მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში კი 6.4%-ს შეადგენს. საქართველოში (2021 წლის მონაცემებით) ყოველი 11 კაციდან 1 დასაქმებულია ტურიზმის სექტორში.[3]

ცხრილ 1-ზე წარმოდგენილია შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურობებიდან აშშ დოლარებში (2017-2022 წლებში კვარტლების მიხედვით)

ცხრილი 1: შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურობებიდან (2017-2022წწ)

201720182019202020212022*
2,704,3403,222,0743,268,654541,6871,244,9422,517,184
425,673550,730578,442427,69953,551393,708
629,854809,969877,62628,842246,123748,822
1,078,2741,210,5611,126,77142,534565,9811,374,653
570,538650,814685,81442,611379,2870

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

როგორც ცხრილიდან ჩანს, შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურობებიდან ზრდადი ტენდეციით ხასიათდებოდა 2020 წლამდე. პანდემიის გამო საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ რეკორდულად მცირე მაჩვენებელს მიაღწია 1,747,110 (-81,3%), რითაც გაუტოლდა 2011 წლამდე არსებულ მონაცემს. შესაბამისად ეს ნეგატიურად აისახა ეკონომიკაზე, ასე, შემოსავალმა უცხოელების მოგზაურობიდან საქართველოში შეადგინა დაახლოებით 542 მილიონი დოლარი (კლება -83.4%). თუმცა 2021 და 2022 წლებში იგი კვლავ ზრდის მიმართულებით იცვლება. კერძოდ, საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 2021 წელს 1,244,942 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დინამიკა 2019 წელთან შედარებით ყოველთვიურად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს – 2021 წელს აღდგენილია შემოსავლების 38% პროცენტი.[4]

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, 2020 წელთან შედარებით 7.7%-ით გაიზარდა. 2021 წელს ქვეყანაში 1.9 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა.[5]

დასკვნა

ამგვარად, ტურიზმსა და ეკონომიკას შორის მჭიდრო კავშირია. ტურიზმის პრობლემებს უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაზე. ტურიზმის განვითარება შეუძლებელია ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის არარსებობის, ქვეყნის მდგრადი სოციალური და ეკონომიკური მდგომარების და ზრდის გარეშე. ქვეყანაში საჭიროა შეიქმნას გამართული ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო გარემო, სრულყოფილი საბანკო და სადაზღვევო სისტემა.

საქართველოში ტურიზმის განვითარება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად მიიჩნევა. კორონა პანდემიის და სხვა მრავალი დაბრკოლების მიუხედავადაც კი, საქართველოს რეალურად აქვს პოტენციალი განავითაროს ტურისტული ბიზნესი მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარეტების შესაბამისად. ამის საშუალებას უნიკალური გარემო, ტრადიციები, კულტურა, სამზარეულო, ქართული ღვინო და მინერალური წყლები გვაძლევს. ამასთან ისეთი სპეციკური გადასახადების არარსებობა, როგორიცაა: ქვეყანაში შესვლის მოსაკრებლები, საბაჟო მოსაკრებელი, ვიზის გაცემის მოსაკრებელი.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ქართულენოვანი რიდერი მომზადებული ნანა კაციტაძის მიერ 2020 წ;
  2. https://wttc.org/research/economic-impact
  3. https://gnta.ge/ge/სტატისტიკა/
  4. საქართველოს ეროვნული ბანკი
  5. https://bm.ge/ka/