ექსპორტი, როგორც საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების უმარტივესი ფორმა – საქართველო-თურქეთის მაგალითზე

ავტორის სტილი დაცულია
ირაკლი კვანტალიან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
Irakli.kvantaliani800@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

თანამედროვე ეტაპზე გლობალური ბიზნესის მასშტაბები სწრაფად იზრდება. ყველა ჩამოყალიბებული სახელმწიფოს მიზანია, გამართოს საბაზრო ეკონომიკა, რისთვისაც მისი მთავარი ამოცანაა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები დაამყაროს სხვადასხვა სახელმწიფოებთან. საქართველოში ნელ-ნელა ვითარდება ეკონომიკური სფეროები. ქვეყნისთვის მთავარი მიზანი არსებული პრობლემების ეფექტურად გადაჭრა და მაღალგანვითარებული ქვეყნების ცხოვრების დონესთან მიახლოებაა. საქართველოს ნამდვილად გააჩნია დიდი საექპორტო რესურსი, გამორჩეული პროდუქცია და დარგები, რომელიც მას განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის მთელ მსოფლიოში. რესურსული მაჩვენებლის გაუმჯობესებისკენ უმოკლესი გზა კარგ სავაჭრო პოლიტიკაზე ორიენტირებული ღონისძიებების გახორციელებაა, ამის სადავეები კი სახელმწიფოს ხელში. მოცემალურ ნაშრომში განხილულია საქართველო-თურქეთის საგარეო სავაჭრო პოლიტიკის თანამედროვე ტენდენციები და  განალიზებულია იგი უახლოეს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით.

Annotation

At the modern stage, the scale of global business is growing rapidly. The goal of every established state is to maintain a market economy, for which its main task is to establish trade and economic relations with different states. Economic fields are slowly developing in Georgia. The main goal for the country is to effectively solve existing problems and approach the standard of living of highly developed countries. Georgia really has a large export resource, outstanding products and industries, which makes it particularly interesting all over the world. The shortest way to improve the resource index is the implementation of measures focused on a good trade policy, and the reins of this are in the hands of the state. In this article, the modern trends of Georgia-Turkey foreign trade policy are discussed and analyzed based on the nearest statistical data.

საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზოგადი მიმოხილვა

საქართველოს საექსპორტო პროდუქტები ძირითადად ნედლეულით შემოიფარგლება. სამწუხაროდ, დაუმუშავებელი ნედლეულის ექსპორტზე გატანით ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურს კარგავს. ქვეყანაში წარმოების დეფიციტია და ისეთი სანედლეულო რესურების სხვა ქვეყანაში გატანით, როგორიცაა სპილენძის მადნები, ჯართი, ოქრო, სხვადასხვა სახუქები, ფეროშენადნობები და ა.შ ფაქტობრივად ფინანსური მოგების და შემოსავლის პოტენციალს ვკარგავთ.

ქართული ეროვნული ეკონომიკის ზრდა განსაზღვრულია ექსპორტით, კერძოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციითა და ნედლეულით, რომლებსაც დაბალი დამატებითი ღირებულება აქვთ. საგარეო ვაჭრობის სტატისტიკური ინფორმაციის გაანალიზება უმნიშვნელოვანესი საფუძველია საქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის, რაც იმას გულისხმობს, რომ გადაიდგას იმგვარი პოლიტიკურეკონომიკური ნაბიჯები, რომლებიც ქვეყნის პროგრესისა და ფინანსური სტაბილურობის მომტანი იქნება. გარდა ამისა, აუცილებელია საზოგადოების მოთხოვნების დაკმაყოფილება. როგორც განვითარებული, ასევე განვითარებადი ქვეყნები იძულებულნი არიან აქტიურად ჩაერთონ საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში. რადგან ცალკე, ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში, დღეს შეუძლებელია ქვეყნის არათუ წინსვლა, არამედ სტაბილურობა და არსებული საჭიროებების დაკმაყოფილება. მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ პარამეტრებში შედის საგარეო ვაჭრობის ბრუნვის მაჩვენებელი, რომელიც საჭიროებს ანალიზს, მინიმუმ ექსპორტისა და იმპორტის დონეზე. მათი შესწავლა სხვა მნიშვნელოვან პარამეტრების შესწავლისა და ანალიზის საშუალებას გვაძლევს. რის შემდეგაც შეიძლება მოვიძიოთ პრობლემები და ვიმსჯელოთ მათი გადაჭრის გზებზე.

საერთაშორისო ეკონომიკურ სუბიექტებს გლობალურ ბაზარზე გააქვთ კონკრეტული საქონელი თუ მომსახურება. ცხადია მათთვის ხელსაყრელი პირობებით. ამის ფონზე არსებობენ განვითარებადი ქვეყნები, რომელთა მწარმოებლობაც შესამჩნევად ჩამოუვარდება წარჩინებულ ქვეყნებს. ამ ქვეყნებში შედის საქართველოც და მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მისი სამომავლო განვითარება, რისთვისაც აუცილებელია პოტენციური შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგების სტიმულირებით. ქვეყანას ნამდვილად გააჩნია დიდი საექპორტო რესურსი, გამორჩეული პროდუქცია და დარგები, რომელიც მას განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის მთელ მსოფლიოში. რესურსული მაჩვენებლის გაუმჯობესებისკენ უმოკლესი გზა ექსპორტზე ორიენტირებული ღონისძიებების გახორციელებაა, ამის სადავეები კი სახელმწიფოს ხელში.

სავაჭრო ურთიერთობებში აქტიური ჩართვა სხვადასხვა პრობლემის მოგვარების თუ საკითხის გადაჭრის გზაა. რესურსების მოპოვებისა და მათი დასაკუთრების სურვილი არც თუ იშვიათად იყო დიდი კამათისა და გაუგებრობის მიზეზიც. საქართველოს ყოველთვის ჰქონდა პოტენციალი, მოხვედრილიყო საკმაოდ წარმატებული ქვეყნების სიაშიც, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო ქვეყანა ამ შანსს სათანადოდ ვერ იყენებდა. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ქვეყნები მუდმივად ამყარებენ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. ყველა ქვეყანა ცდილობს მიიღოს ეკონომიკური სარგებელი, რაც მათ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება. ეს კი აისახება ქვეყნის თითოეულ მაცხოვრებელზეც. დღევანდელი მსოფლიო გამოცდილებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმსხვილესი ეკონომიკის მქონე წამყვანი ქვეყნებიც ქმნიან გაერთიანებებს, რათა მეტი ძალების გამოყენება შეძლონ. საქართველოს ამ მხრივ ევროპასთან შედარებით მცირე გამოცდილება აქვს. თუმცა ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ურთიერთობებში და იზიარებს სხვა ქვეყნების გამოცდილებასაც.

საქართველოს საექსპორტო პოლიტიკაში ასევე მნიშნელოვანი წილი უჭირავს აზერბაიჯანს, სომხეთს და რუსეთსაც. ამ უკანასკნელთან საქართველოს არაერთი მწარე გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით ბოლო წლებში ერთ-ერთი მძიმე ფაქტი გახლდათ ემბარგოს დაწესება რუსეთის მხრიდან ქართულ პროდუქტზე,რასაც საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰქვა ჩვენი ქვეყნისთვის, ფაქტობრივად ჩაიკეტა უმსხილესი ბაზარი ქართული საექსპორტო პროდუქტებისთვის. ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა, მათთან ინტეგრაციის პროცესების დაჩქარება. რაც ერთგვარ ბარიერს ქმნის კონკრეტული წევრი ქვეყნის მიერ ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღებისას.[1]

საქართველოს საექსპორტო სავაჭრო პოლიტიკა თურქეთთან

საქართველოს საექსპორტო მაჩვენებლები და საექსპორტო პროდუქციის ნომეკლატურა არც ისე სახარბიელოდ გამოიყურება. მაგრამ აღნიშნული საექსპორტო მაჩვენებლით თურქეთს ლიდერი პოზიცია უჭირავს. თურქეთი საქართველოს მეზობელი ქვეყანაა ,შესაბამისად მასთან კარგი სავაჭრო პოლიტიკის დამყვარება ძალიან მომგებიანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის.თურქეთ-საქართველოს შორის წლების განმავლობაში არსებობდა ორხმრივი თანამშრომლობისა და თანამეგობრობის სურვილი. 

თურქეთის განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს მიმართ განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით:

1. თურქეთისთვის საქართველო საკუთარი ადგილობრივი პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილის გასაღების ბაზარს წარმოადგენს;

2. საქართველო თურქული გამოთავისუფლებული კაპიტალის საინვესტიციო სივრცეა;

3.თურქეთისთვის საქართველო წარმოადგენს სატრანზიტო დერეფანს ცენტრალური აზიის ქვეყნებისკენ;

საქართველოს ინტერესი თურქეთის მიმართ განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით:

1.თურქეთი პროდუქციის უდიდესი გასაღების ბაზარს წარმოადგენს, განსაკუთრებით კი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულები გაფორმების შემდგომ;

2. თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა.

3. აღსანიშნავია ყოველწლიურად პირდაპირი თურქული ინვესტიციების მოცულობა და მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთის;

4. თურქეთი საქართველოსთვის ევროპის ბაზრებისკენ მიმავალი სატრანზიტო დერეფანია

5. თურქეთი უდიდეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანასთან ერთად, ასევ მთავარი პარტნიორი ქვეყანაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და სხვა მეგაპროექტებშიც[3]

დიაგრამა 1- საქართველოს ექსპორტი თურქეთში 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში (ათასი აშშ დოლარი)

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/ka

დიაგრამა 1- ზე გამოსახულია  საქართველოს ექსპორტი თურქეთში 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში (ათასი აშშ დოლარი). როგორც დიაგრამაზე ჩანს საქართველოს ექსპორტში თურქეთის წილიც საკმაოდ დიდია. I კვარტალში ექსპორტის რიცხვი 99208,6 ათასი აშშ დოლარია,   II კვარტალში ექსპორტის რიცხვი 154666 ,ხოლო III კვარტალში ექსპორტის რიცხვი 99362. 2022 წლის სამი კვარტლის მონაცემებით ყველაზე დიდი საექსპორტო მაჩვენებელი მაისსა (64214,9 ათასი აშშ დოლარი) და ივნისის (61195,6 ათასი აშშ დოლარი) თვეში დაფიქსირდა.

ცხრილი 1-საქართველოს მთლიანი ექსპორტი, ექსპორტი თურქეთში და თურქეთის ხვედრითი წილი მთლიან ექსპორტშ

წელისაქართველოს მთლიანი ექსპორტისაქართველოს ექსპორტის თურქეთშითურქეთის ხვედრიტი წილი მთლიან ექსპორტში
2017       2 745 667,1      216 662,7         7,89
2018       3 379 720,2      241 376,0         7,14
2019       3 798 394,4      202 340,9         5,33
2020       3 344 474,0      190 571,0         5,70
2021       4 242 653,1      322 761,3         7,61
2022*       4 545 999,3      379 176,9         8,34

2022* – იგულისხმება მონაცემები 2022 წლის იანვარი-ოქტომბრის მდგომარეობით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/ka

ცხრილ 1 -ში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ექსპორტი წლების მანძილზე ძირითადად ცვალებადი ტენდენციით ხასიათდება. რაც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო მაქსიმალურად არ იყენებს  თავის საექსპორტო პოტენციალს და შესაძლებლობებს მეზობელ ქვეყანასთან, მიუხედავად არსებული ურთიერთთანამშრომლობისა. 2022 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით საქართველოს ექსპორტი თურქეთში  379176,9 ათასი აშშ დოლარია,რაც 2021 წელთან შედარებით(322761,3) საკმაოდ გაზრდილია მიუხედავად იმისა რომ 2022 წლის მონაცემები ბოლომდე არ არის არსებული. როგორც ჩანს საქართველოს ექპორტში თურქეთის ხვედრითი წილი 2019 წლის შემდეგ ისევ მზარდი ტენდენციით ხასიათდება. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ, საქართველოს საგარეო ვაჭრობის 2017, 2018 და 2019 (იანვარ-სექტემბერი)წლის, ანგარიშებში ასახულია ამავე წლებში ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მონაცემები.კერძოდ 2017 წელს, თურქეთმა მესამე ადგილი დაიკავა (7.9%) მთლიან ექსპორტში. 2017 წელს, თურქეთში ექსპორტი შემცირდა შემდეგ პროდუქციაზე: სიგარეტი (87%- ით), აზოტოვანი სასუქები (7%-ით), თევზის ფქვილი 24%-ით, თევზის ცხიმი 9%-ით. სამრეზველო პროდუქციიდან ელექტროენერგია 9%-ით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დამუშვებული ტყავი 25 %-ით, ტრიკოტაჟს ნაწარმი მამაკაცისთვის 5%-ით ექსპორტი წინა წელთან შედარებით გაიზარდა ფეროშენადნობებზე – გაიზარდა 109%-ით. მომდევნო წელს წმინდა ექსპორტი გაიზარდა 11 %-ით, მან წინა წლებთან შედარებით მაქსიმუმს მიაღწია და შეადგინა 2 297 მლნ აშშ დოლარი. [2]

2018 წელს თურქეთში გატანილი პროდუქცია გაიზარდა და ესენია: თევზის ცხიმები 62%-ით, ფეროშენადნობები 33%-ით. ხოლო ექსპორტი შემცირდა შემდეგ პროდუციაზე: ოქრო 60%-ით, ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან – ექსპორტმა 2018 წელს შეადგინა 22.6 მლნ.აშშ დოლარი, რომელიც სრულად განხორციელდა თურქეთში და იგი წინა წელთან შედარებით შემცირდა 15%-ით. თურქეთში განხორციელდა ექსპორტი შემდეგ პროდუქციაზე (მლნ აშშ დოლარი):

  • მაისურები და თბილი კვართები – 40.5 ( 17.5 %);
  • ფეროშენადნობები – 32.5 ( 14% );
  • ნახშირბადიანი ფოლადის ნახევარფაბრიკატები- 22.6 ( 9.7 %);
  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 18.5 ( 8 % );
  • ელექტროენერგია -13.8 ( 6 % );
  • მამაკაცის კოსტიუმები და კომპლექტები – 11.0 (4.7%);
  • თევზის ფქვილი – 9.6 ( 4.1% );
  • ციანიდები, ოქსიდციანიდები – 7.8 ( 3.4% );
  • შავი ლითონის ნარჩენები და ჯართი – 7.1 (3.1%);
  • თევზის ცხიმები – 6.9 (3.0%);
  • დაუმუშავებელი ტყვია – 4.7 (2%). [2]

დიაგრამა 2- უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში 2022* წლის იანვარ-ოქტომბერში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/ka

დიაგრამა 2- უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში 2022* წლის იანვარ-ოქტომბერში.2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ხუთეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (607.5 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (541.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (530.3 მლნ. აშშ დოლარი),სომხეთი 441.5 მლნ. აშშ დოლარი) და  თურქეთი (379.1 მლნ.აშშ დოლარი)

დასკვნა

საქართველომ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის რთული პროცესი, ახალი პარტნიორი ქვეყნების დახმარების წყალობით გადაიტანა. ისეთი პარტნიორების როგორიცაა: თურქეთი, ევროკავშირი და აშშ. მათ დახმარების ხელი გამოუწოდეს ჩვენს ქვეყანას და ურთულეს ვითარებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩვენი ქვეყნის გადარჩენაში. საქართველომ თავისი ადგილი ნაწილობრივ უკვე დაიმკვიდრა გლობალურ სამყაროში.საქართველოს მეზობელ, აწ უკვე სტრატეგიულ სავაჭრო პარტნიორ, თურქეთთან რამდენიმე ათწლიანი მეგობრული ურთიერთ-თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. ურთიერთობები, რომლებიც ემყარება ორივე მხარის თავისუფალ ნებას და რომლის კიდევ უფრო გაღრმავების საფუძველი საერთო ინტერესები და ტერიტორიული სიახლოვეა. ქვეყნებს შორის თითმის ყველა ბარიერი გადაილახა თანამშრომლობით, ღიაობისა და თავისუფალი ნების საფუძველზე.თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებამ, საქართველოს ეკონომიკის რთულ სიტუაციიდან გამოყვანის შესაძლებლობები მისცა. საქართველო-თურქეთის საექსპორტნო ვითარებას თუ შევაჯამებთ, მიუხედავად იმისა ,რომ ბოლო წლებში თურქეთის ხვედრითი წილი მთლიან ექსპორტში შედარებით მცირდება,იგი მაინც დღემდე რჩება საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი საექსპორტო პარტნიორი.

გამოყენებული ლიტერატურა

1. მირანდა სხილაძე 2020. ,, საქართველო-თურქეთის ბიზნეს ურთიერთობები და მისი განვითარების პერსპექტივები’’, სამაგისტრო ნაშრომი.

2. 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია;

3.ურთიერთობები საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის; https://mfa.gov.ge/

4. https://www.geostat.ge