ტურიზმის განვითარების თანამედროვე ტენდენციები საქართველოში
ავტორის სტილი დაცულია
მარიამ სამხარაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
mariamsamkharadze16@gmail.com
ანოტაცია
ტურიზმი უდიდეს გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესზე. ის არის ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა, რადგან მასზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მშპ-ს ზრდა და ინვესტიციების წახალისება ინფრასტრუქტურის განვითარებაში. საქართველოსთვის, როგორც გავნითარებადი ქვეყნისთის ტურიზმის განვითარებას სასიცოცხლო მნიშნელობა გააჩნია. ტურიზმი არის შრომის ინტენსიური ინდუსტრია. ის ადამიანთა ფართო სპექტრს აძლევს დასაქმების შესაძლებლობებს, მათ შორის სოფლად მცხოვრებ პირებს, რომელთაც სხვა სამუშაო პერსპექტივები შეზღუდული აქვთ. განსაკუთრებით ეს ეხება მთიან რეგიონებას, სადაც უმუშევრობის დონე საკმაოდ მაღალია. მოცემულ სტატიაში საუბარია საქართველოში ტურიზმის განვითარების დონესა და მის პერსპექტივებზე.
Annotation
Tourism has the greatest impact on the development process of the country’s economy. It is an important driving force of economic growth and development, as GDP growth and investment incentives in infrastructure development largely depend on it. For Georgia, as an important country, the development of tourism has a vital significance. Tourism is a labor intensive industry. It provides employment opportunities to a wide range of people, including those living in rural areas who have limited other job prospects. This is especially true for mountainous regions, where the unemployment rate is quite high. This article talks about the level of tourism development in Georgia and its prospects.
ტურიზმის მნიშვნელობა
ტურიზმს შეუძლია უცხოური ვალუტის შემოტანა საერთაშორისო ტურისტების დანახარჯების ზრდით. ეს ვალუტა შეიძლება იყოს გადამწყვეტი ქვეყნის საგადამხდელო ბალანსისთვის, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის სტაბილიზაციასა და იმპორტის მხარდაჭერას. ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს თავისი ბუნებრივი, გეოგრაფიული, კლიმატური, რეკრეაციული შესაძლებლობებისა და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გამო ტურიზმისა და საკურორტო საქმიანობის დიდი პოტენციალი გააჩნია.
ბოლო წლების განმავლობაში მასშტაბური სახე მიიღო ტურისტული ზონების ზრდამ. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა იმფრასტრუქტურული პროექტები, რამაც გამოიწვია ინტერესის ზრდა უცხოელ ვიზიტორებში.
დიაგრამა 1: 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო წლიური რაოდენობა (2018-2022 წწ.)
წყარო: https://www.geostat.ge
დიაგრამიდან ნათლად ჩანს, რომ 2018 წლიდან 2019 წლამდე ტურისტების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. 2020 წელს, პანდემიის გავრცელებამ, რასაკვირველია, უარყოფითად იმოქმედა ტურისტულ ბიზნესზე. მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ებრძოდა ამ ვერაგ ვირუსს ადამიანები ერიდებოდნენ გადაადგილებას, რასაც შემდეგ დაემატა ისიც, რომ ამ პროცესის დასაძლევად მსოფლიოს მთავრობებმა დააწესეს შეზღუდვების საზღვრების გარეთ ადამიანების გადაადგილებასთან დაკავშირებით. 2020 წლის მეორე კვარტალში, როდესაც დაიწყო პანდემიის პირველი ტალღა ტურისტების რაოდენობა 36.4 ათასამდე შემცირდა, მაშინ როცა წინა წლის იმავე პერიოდში მათი რაოდენობა 632 ათასი იყო. [1]
სასიხარულოა ის ფაქტი რომ პანდემიის დასრულებასთან ერთად ტურისტების რაოდენობამაც საგრძნობლად იმატა. მიმდინარე წლის პირველ კვადრატში მათმა რაოდენობამ 355, 2 ათასს მიაღწია, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 182.8 ათასი ადამიანით მეტია.
გარდა პანდემიისა ტურიზმზე მნიშნელოვანი გავლენა მოახდინა მსოფლიო პოლიტიკურმა პროცესებმა. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ რაკმაოდ გაიზარდა რუსი ტურისტების რაოდენობა საქართველოში. საქართველოს 2022 წელს რუსეთის დაახლოებით 1,1 მილიონი მოქალაქე ეწვია, რაც 2021 წლის მონაცემზე 410,5%-ით მეტია და 26,1%-ით ნაკლები 2019 წლის მაჩვენებელზე. [2] გარდა რუსებისა, საკმაოდ გაიზარდა ტურისტების რაოდენობა სხვა მეზობელი სახელმწიფოებიდან, როგორებიცაა თურქეთი, სომხეთი.
დიაგრამა 2: 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო წლიური რაოდენობის განაწილება მოქალაქეობის ქვეყნების მიხედვით (2022 წ.)
წყარო: https://www.geostat.ge
დიაგრამის მიხედვით 2022 წელს ვიზიტორთა ყევლაზე დიდი ნაწილი მოდიოდა რუსეთზე, თურქეთსა და სომხეთზე. ეს მნიშვნელოვანწილად განპირობებულია ტერიტორიული სიახლოვითაც.
მნიშვნელოვანია, ის ფაქტი რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობის მხრიდან ინტერესი საკმაოდ გაიზარდა. 2022 წელს მათი რაოდენობა 22.7 ათასი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებლის თითქმის გაორმაგებული რაოდენობაა.
ტურისტების რაოდენობის ზრდა იწვევს ფულადი რესურსების რაოდენობის ზრდასაც, რაც ქვეყნის განვითრებისათვის უმნიშვნელოვანესია. ამიტომ, საინტერესოა, როგორ გამოიყურება ხარჯების რაოდენობა და მათი გადანაწილების სტრუქტურა უცხოელ ვიზიტორებში.
დიაგრამა 3: 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო წლიური ხარჯები (2018-2022 წწ.)
წყარო: https://www.geostat.ge
დიაგრამიდან ჩანს, რომ პანდემიის დაწყებასთან ერთად ხარჯებმა საგრძნობლად იკლო. 2021 წლის მონაცემები კი, ფაქტობრივად, არ არსებობს მისი სიმცირიდან გამომდინარე. თუმცა, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ 2022 წელს მისი რიცხვი კვლავ გაიზარდა და ბევრად გადააჭარბა პამდემიამდელ მაჩვენებელს. რაც შეეხება მიმდინარე წელს, პირველ და მეორე კვარტალში არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1792.8 მილიონ ლარს აღწევს, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 563.7 მილიონი ლარით აღემატება. ეს მოცემულობა ძალიან ხელსაყრელია ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისათვის. ტურისტულ ზონებში მეწარმეებს შეუძლიათ განავითაროთ სავაჭრო და მომსახურების სფეროები. ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა სასტუმროების, რესტორნებისა და სხვადასხვა გასართობი სივრცეების რაოდენობა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ცხოვრების დონეს.
საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივები
საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივას, საერთაშორისო ექსპერტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. სხვა უპირატესობებთან ერთად ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ ქვეყნის გეოგრაფიულ სიახლოვეზე მსოფლიოს მთავარტურისტულ ბაზართან-ევროპასთან. გარდა ამისა, „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ მიერ წარმოდგენილი „საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025“ წარმოადგენს გზამკვლევს, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმის მდგრად განვითარებას, მიღებული შემოსავლების გაზრდასა და დარგის მნიშვნელობის ამაღლებას. დოკუმენტში აღწერილია არსებული მდგომარეობა, სამიზნე ინდოკატორები, სტრატეგიული ამოცანები და შესაბამისი აქტივობები. მასში არსებულ მიზნებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალგადახდისუნარიანი ტურისტული ბაზრებიდან საჰაერო მგზავრობის გამარტივება. ასევე, შიდა სატრანსპორტო ქსელების გაუმჯობესება, ქვეყანაში ვიზიტორთა ნაკადების თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფისათვის, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონებისათვის, რომლებშიც ჯერ კიდევ არის ეს პრობლემა. აუცილებელია, გზების მშენებლობა და არსებულის შეკეთება, რაღა თავიდან იქნეს აცილებული სხვადასხვა საფრთხე და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ქვეყნის ღირსშესანიშნაობების გაცნობა უცხოელი დამთვალიერებლებისათვის.
ასევე „საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025“-ის მიხედვით დაგეგმილია: ქვეყნის ცნობადობის გაზრდა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, კერძო სექტორის ზრდის ხელშეწყობა, ტრენინგები, ლექციები, სამუშაო შეხვედრები ტურიზმის სექტორში დასაქმებულთათვის და ა.შ.
ზემოთ აღნიშნული გეგმის მიხედვით საერთაშორისო მოგზაურობები 2025 წელს 11 მილიონს მიაღწევს, შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან 6.6 მილიარდ აშშ დოლარს, ვიზიტორთა საშუალო დანახარჯი 600 აშშ დოლარს, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.178 მილიონ აშშ დოლარს.
დასკვნა
ტურიზმის განვითარება ნებისმიერი ქვეყნისთვის არის მთავარი მიზანი, ვინაიდან მასზე პირდაპირაა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები. საქართველო უძველესი დროიდან გამორჩეული იყო სავაჭრო გზებით და ცხადია ამის გამო წარმოუდგენელი იყო დასასვენებელი ადგილებისა დამოგზაურთა მომსახურებისათვის აუცილებელი, თუნდაც პრიმიტიული ინფრასტრუქტურის გარეშე. სწორედ აქედან იღებს სათავეს ჩვენში სასტუმროების ტიპის სახლების მშენებლობა. გეოგრაფიული მდებარეობა და კულტურული თავისებურებები დღემდე მიმზიდველს ხდის ჩვენს ქვეყანას უცხოელი დამთვალიერებლებისათვის, რასაც ბოლო წლების სტატისტიკაც ცხადყოფს. აქედან გამომდინარე ჩვენი ქვეყნის მთავარ ამოცანას აღნიშნული სფეროს კიდევ უფრო განვითარება წარმოადგენს.
გამოყენებული ლიტერატურა
- https://www.geostat.ge/ka/modules/categories/102/utskhoel-vizitorta-statistika
- http://omedia.ge/inenglish/tools/encodings/
- „საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025“