გრინსპენის ერა
მოამზადა ნინო არველაძემ
ეს მსოფლიო საბანკო სისტემის მეტრი და ჯადოქარი, ადამიანი რომელსაც ვაშინგტონში დაცემინებისას ხეირს ტოკიოდან ეუბნებოდნენ, რომელიც მსოფლიო საფინანსო ოკეანში 19 წელი ბატონობდა. ვინ იყო ის და რატომ იყო გრინსპენი გრინსპენი?
ალან გრინსპენი, კაცი რომელიც ფედერალურ რეზერვს 19 წელი ხელმძღვანელობდა. ის, თითქმის ყველა ცვლილების წინაშე წარსდგა, რომელთა განხორციელებაც ეკონომიკაში შეიძლებოდა. თვალი გადავავლოთ აშშ-ის ცენტრალურ ბანკში მის მოღვაწეობას.
პრეზიდენტ რეიგანის სურვილით, გრინსპენმა პოლ ვოლქერი შეცვალა. რამდენიმე თვეში ის პირველი გამოცდის წინაშე აღმოჩნდა. 1987 წლის ოქტომბერში ეკონომიკური კრიზისის გამო სააქციო ბაზარზე პრობლემებმა იჩინეს თავი. ფედერალებმა პრობლემის მოსაგვარებლად საპროცენტო განაკვეთების შემცირება არჩიეს. ამით მათ თავიდან აიცილეს დოლარის კურსის მკვეთრი დაცემაც. ეს მისია ძლიერ დაეხმარა ალან გრინსპენს Wall Street-ზე დასამკვიდრებლად.
1988 წლის ზაფხულისათვის ინფლაციის გასაკონტროლებლად ფედერალებმა საპროცენტო განაკვეთების ზრდა დაიწყეს. ამ ნაბიჯის მიუხედავად, ფასები მაღლა მიიწევდა. 1989 წლისთვის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი უთავბოლოდ გამოიყურებოდა. 1990 წლის აგვისტოში კი გალფის ომი გართულდა. ბალანსისათვის გაძვირდა ენერგომატარებლები. ფედერალური რეზერვის შემტევმა პოლიტიკამ გაამართლა და ინფლაციის მაჩვენებელი დაეცა. ცენტრალურ ბანკს უკვე საპროცენტო განაკვეთების შემცირება შეეძლო, 1991 წლის მეორე ნახევარში საპროცენტო განაკვეთები მკვეთრად შემცირდა – 6%-დან 4%-მდე.
1992 წლის ოქტომბრამდე საპროცენტო განაკვეთების შემცირება გრძელდება. ფედერალური რეზერვის ფონდის ტარიფი კი 3%-ია, რაც 16 თვის განმავლობაში შენარჩუნებულია. ინფლაცია კვლავ უკან იხევს და 1992 წელს, 3%-ს შეადგენს. სესხების მონეტარული პოლიტიკის წყალობით ეცემა უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელიც. 1993 წლამდე იგრძნობა ეკონომიკის სერიოზული გაუმჯობესება. 1994 წლის თებერვალში ფედერალები კვლავ მზარდი ფასებისა და ინფლაციის ზრდის საშიშროების წინაშე არიან. ისინი კვლავ საპროცენტო განაკვეთებს ზრდიან. სესხების პროცენტი 3%-დან 6%-მდე იზრდება, ინფლაცია კი ეკონომიკის ზრდისა და უმუშევრობის მაჩვენებლის კლების ფონზე მცირდება.
ფედერალური რეზერვის ამ ნაბიჯმა კიდევ ერთი ცვლილება გამოიწვია. ისინი თავდაუზოგავად ცდილობენ უფრო მკაფიო სტილი ჰქონდეთ და ყოველი შეხვედრის შემდეგ ფონდის დასახულ ამოცანას ასახელებენ. ცვლილება იმას მიანიშნებდა, რომ ცენტრალური ბანკის ერთ დროს საიდუმლოებით მოცული პროცედურები, ბაზრისა და საზოგადოებისთვის უკეთ გასაგები იქნებოდა.
ინფლაციის ბოქლომიც და გასაღებიც ფედერალებს ებარათ. მომდევნო ეტაპი ხანგრძლივი ტექნოლოგიური ბუმი იყო. ეკონომისტები იმედოვნებდნენ, რომ ტექნოლოგიის გაუმჯობესება წარმოებას დაეხმარებოდა, სადაც 1970 წლიდან შეფერხება იგრძნობოდა. წარმატებამ არ დააყოვნა და 1996-2000 წლებში მწარმოებლურობა წელიწადში საშუალოდ 2.4%-ით გაიზარდა. იზრდება ხელფასებიც, სტიმული ეძლევა მოთხოვნას, იზრდება კომპანიების შემოსავალები და წილის ღირებულებაც. “მწარმოებლურობის საოცრებამ” განამტკიცა აზრი, რომ ინფლაცია მკაცრად კონტროლდებოდა. მაგრამ, არსებობდა ამ თავბრუდამხვევი წარმატების ბნელი მხარეც. გრინსპენმა მას “ირაციონალური სიუხვე” უწოდა. ფედერალები არჩევნის წინაშე აღმოჩნდნენ – მონეტარული პოლიტიკის გაგრძელება თუ ტარიფების შევიწროება, რასაც შეიძლება დაღმასვლა გამოეწვია. 1996-1999 წლებში ფედერალური რეზერვის წარმომადგენლები ცოტას თუ ფიქრობდნენ ტარიფებზე, 2000 წელს ფონდის ტარიფი 6.5% იყო. ეკონომიკის ზრდა გრძელდებოდა და ფედერალებიც თავს სტაბილურად გრძნობდნენ.
2001 წელს ეკონომიკის აღმასვლა ფერხდება. ნათელი გახდა, რომ უამრავმა ბიზნესმა ზედმეტად იბეჯითა და შესაძლებლობები გაზარდა. მომხმარებლები უფრო წინდახედულნი გახდნენ და დანახარჯებში ზომიერებას იცავდნენ. 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმამ ეკონომიკაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა. შეირყა მომხმარებელთა ნდობა. ოქტომბერ-ნოემბერში დაიკარგა 800 000 სამუშაო ადგილი. დეკემბერში ფედერალებმა საპროცენტო განაკვეთები 1.75%-მდე შეამცირეს. პოლიტიკის შემქმნელებმაც შეამცირეს ფონდის ტარიფი – 1%-მდე. 2002-2003 წლებში ეკონომიკის გაუმჯობესება შეიმჩნეოდამ მაგრამ, კრიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ტარიფების შემცირებამ, მიუკერძოებელი ერთი ფასიანი ქაღალდი, უბრალოდ, ჩაანაცვლა მეორე, საცხოვრებელი სახლების ფასიანი ქაღალდებით. 2004 წელს ფედერალური რეზერვი ტარიფების ზრდას იწყებს. მაგრამ, არ იზრდება გრძელვადიანი სესხების საპროცენტო განაკვეთები, რაც ეკონომისტებს აშფოთებდათ.
გრინსპენის პოსტს ბენ ბერნენკი იკავებს. ძალიან ცოტა მინიშნება არსებობს, რომ ფედერალური რეზერვი პოლიტიკურ კურსს შეიცვლის. პროგნოზებისა და ბაზრის ექსპერტების თანახმად, ფედერალები საპროცენტო განაკვეთების ზრდას გააგრძელებენ. წლის დასაწყისში ფედერალური რეზერვის ფონდის ტარიფი 4.25%-ს გაუტოლდება. ივნისისათვის 4.5% გახდება. პოლიტიკის შემქმნელებმა ნათლად განმარტეს, რომ მათი მთავარი თავსატეხი ინფლაციის ზრდაა და არა ეკონომიკის ზრდის ხანმოკლე შეფერხება.