რომელი ვალუტით შევინახოთ დანაზოგი და დავდოთ გარიგება
ემზარ ჯგერენაია
საფინანსო ბაზარზე ვითარება ძალიან აირია. ყველა ვალუტის გაცვლით კურსს მოციმციმე არითმია დაემართა – ძალიან ხშირად იცვლებიან და ამასთან ტრენდებიც იცვლება, ზოგჯერ აღმავალი ხარის ტრენდია, ზოგჯერ დაღმავალი დათვის. ასეა ევრო-დოლარიც, რომელიც მიმდინარე წელს 1.4755-1.6055 დიაპაზონში იცვლებოდა. ეს მეტად შემაშფოთებელია ინვესტორებისა და ჩვეულებრივი ადამიანებისათვის, რადგან 1.6-მდე ასული ევრო აპრილის ბოლოს 1.555-მდე ჩამოვარდა და იმან, ვინც ევროზე გააკეთა არჩევანი და დაუჯერა ექსპერტებს – ევრო 1.6500 გახდებაო, ყოველ 1000 ევროში 50 დოლარი დაკარგა და ყოველ 100 000-ში – 5000. დამეთანხმებით, დიდი დანაკარგია. როგორც წესი, როცა სავალუტო კურსზე საუბრობენ, განიხილავენ შემდეგ სქემას:
ძირითადად ნორმალურ ვითარებაში ვაჭრობისა და ინვესტირების დროს pips-ებზე მიდის საუბარი, მაგრამ როცა რამდენიმე კვირაში და თუ გნებავთ დღეში იცვლება გაცვლით კურსებზე დიდი ციფრები – “big figer”, მაშინ ეს ვალუტა არასტაბილურია, ანუ ევრო არასტაბილური ვალუტაა და ის, რომ მისი კურსი გაზრდილია დოლართან მიმართებაში და 2008 წლის მეორე კვარტალში, ანუ მოკლევადიან პერსპექტივაში აუცილებლად 1.6500 გახდება, არაფერს ნიშნავს შორეული სტრატეგიისთვის, რადგან აშშ-ის ეკონომიკა სირთულეებიდან უფრო ნაკლები დანაკარგებით გამოდის, ვიდრე ამას ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობდა. უკვე აპრილში აშშ-ში დასაქმების მაჩვენებლები გაუმჯობესდა და რაც ყველაზე მთავარია, პირველად ამ კრიზისულ პერიოდში იზრდება ბინებზე გასაყიდი ფასი. ამასთან აშშ-ის წარმოება, განსაკუთრებით საექსპორტო გაყიდვების მაჩვენებელი დოლარის ასეთი დაბალი გაცვლითი კურსი გამო გაიზარდა და შემცირდა სავაჭრო ბალანსის დეფიციტი, მიმდინარე ბალანსის დანაკარგები კი ექსპორტის სალდომ გადაარჩინა, ანუ კომპენსაცია მოხდა. კიდევ ერთი ნიშანი – მიუხედავად მილიარდობით დანაკარგისა, საფინანსო სექტორი ამ კრიტიკული ზოლიდან გამოდის. აპრილის თვეში გამოქვეყნდა ბევრი მაჩვენებელი, კერძოდ, კორპორატიული უმსხვილესი ფირმებისა, რომელიც დადებითი, ოპტიმისტური და მაკროეკონომიკური იყო, ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული. ისე კიდევ ერთი-ორჯერ მოუწევს ბენ ბერნანკეს და ჩვენს მეგობარს და მასწავლებელს მიშკინს სააღრიცხვო პროცენტის მაჩვენებლის დაწევა, მაგრამ ეს იქნება შემობრუნების წერტილი და შემდგომი წლის ბოლოსათვის სიტუაცია აშშ-ში და საერთოდ დოლარის ირგვლივ გაუმჯობესდება. ევრო-დოლარის წყვილის კურსი 1.25-1.3000 მიუახლოვდება. ამას ხელს ევროპული ეკონომიკის ზრდის ტემპიც შეუწყობს, რომლის ერთ-ერთი მიზეზი, სხვა ფაქტორებთან ერთად, გამყარებული ევროა და ეს ბევრ სიტუაციაში ევროპის ცენტრალური ბანკის სიჯიუტით უფრო ხდება, ვიდრე ეკონომიკური მაჩვენებლების ზეგავლენით – ბრიუსელის სიჯიუტემ ევროპული საქონელი მთელს მსოფლიოში ყველაზე ძვირი გახადა. ამასთან, მიუხედავად ანტიინფლაციური სქემებისა, ევროზონაში სერიოზული ინფლაცია მძვინვარებს და წლის მეორე ნახევარში ამას აუცილებლად მოყვება ეკონომიკის ზრდის შემცირება და შემდგომში ევროს კურსის ვარდნა დოლართან მიმართებაში. ის მიუღებელი და უაზროდ ძვირი სავაჭრო პარტნიორია ვალუტის კურსის გამო. მათ შორის საქართველოშიც იქნება ეს მსუბუქი მანქანები,სამშენებლო მასალები, თუ სამედიცინო პრეპარატები. ევროზე კონტრაქტი ყველა ქართული ბიზნესისათვის უკვე წამგებიანია და ბუნებრივია, ყველა ცდილობს ევროპის ბაზარი ჩაანაცვლოს ან აშშ-თი ან მექსიკით ან ჩინეთით და საერთოდ აზიურით, რაც ყველაზე მომგებიანია, უფრო მეტიც, ყველა ქართველ ბიზნესმენს ურჩევნია დოლარით იყიდოს საქონელი, ვიდრე ევროთი და ეს სიტუაცია სააგენტო რეიტერის ცნობით ყველგან არის. მიუხედავად დოლარის კურსის ვარდნისა, Fadwier და Chips სისტემებში ტრანზაქციების რაოდენობა არ შემცირებულა.
საკმაოდ საინტერესო სიტუაციაა საქართველოშიც, სადაც ლარი არა მარტო დოლარის მიმართ გამყარდა 1.4455-მდე, არამედ ევროსაც ავიწროებს, რაც სრულიად გაუგებარია და ის მოძრაობს 2.4155-2.2744 ფარგლებში და არ ემორჩილება არავითარ გათვლებს. ამის მიზეზია ის, რომ სავალუტო ბირჟა, რომელიც აკონტროლებს საქართველოს სავალუტო გარიგებების 55%-ს და ჩემი აზრით, არ უნდა ჰქონდეს მოთხოვნა-მიწოდების დაფიქსირების უფლება, მხოლოდ დოლარის სესიებს ატარებს და შემდგომ, დილის სესიის კურსით კროს-კურსით აცხადებს ევროს კურსს. ეს მიუღებლად მიმაჩნია და უნდა შეიცვალოს ეს პრაქტიკა, რაც ბიზნესს ორმაგად აზიანებს.
ამრიგად, დოლარისა და ევროს მოკლევადიანი პროგნოზი არის 1.6500 და გრძელვადიანი პროგნოზით კი დოლარი დაიბრუნებს პოზიციებს – 1.2500-1.300. რაც შეეხება ლარს, მისი კურსის კორექტირება წლის მეორე ნახევარში მოხდება შესუსტების კუთხით, მიუხედავად ევრო ობლიგაციებით მოტანილი სავალუტო ნაკადისა და ის გაუფასურდება.
ინფლაცია ამერიკისა და ევროზონის ეკონომიკებისათვის ისევ დიდ პრობლემად რჩება. ევროზონაში, Eurostat-ის მონაცემებით, სამომხმარებლო ინფლაცია მიმდინარე წლის მარტში წლიური გაანგარიშებით 3,6%-ით გაიზარდა.
მსგავსია აშშ-ისა და ევროზონის ინფლაციის ფაქტორები – მისი ძირითადი სამიზნე გახდა ენერგიისა და საკვები პროდუქტების ფასები.
აღსანიშნავია, რომ ევროზონაში ბოლო თვეების მანძილზე გამოიკვეთა ინფლაციური ზეწოლის ზრდა, რაც შესაძლოა დაკავშირებულია რეგიონში შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპებთან.
მარტში ინფლაციის გამო ფასები გაიზარდა ფართო მოხმარების საქონელსა და მომსახურებაზე. წლიური გაანგარიშებით, საკვებ პროდუქტებზე ფასი 6,2%-ით, ხოლო ენერგიაზე 11,2%-ით გაიზარდა. ევროპის მონეტარული ხელისუფლებისაგან ახლო მომავალში სააღრიცხვო განაკვეთის შემცირება ნავარაუდევი არ არის, პირიქით, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა შეიძლება განაკვეთი ინფლაციის შესაკავებლად არასაკმარისად მაღალი ჩათვალოს და ის გაზარდოს კიდეც.
მსგავსმა ქმედებამ შეიძლება შეაჩეროს ევროპის ეკონომიკის ზრდა, ასევე ამან შესაძლოა ევროს კურსის კიდევ უფრო მეტად გამყარება გამოიწვიოს.