სიფრთხილის კრემაცია
მოამზადა ნინო არველაძემ
პოლონეთის ლიდერი ვალუტის გაცვლითი კურსის შემცირებას იწყებს, შემდეგ კი ავიაკატასტროფაში იღუპება. არავინ იცის, არსებს თუ არა ამ ორ მოვლენას შორის დამაკავშირებელი რგოლი, მაგრამ დროში დამთხვევა ინტერესს აღვიძებს.
ათი აპრილიდან ვარშავისა და პოლონეთის სხვა ქალაქების ეკლესიები გლოვამ მოიცვა, პოლონეთის პრეზიდენტი და ქვეყნის მმართველი ელიტა დაასაფლავეს, მაგრამ კითხვებზე პასუხები კვლავ ბურუსითაა მოცული. რატომ მოხდა, რომ პოლონეთის მთელი ელიტა, პრეზიდენტი და მისი მეუღლე ავიაკატასტროფაში იღუპებიან? მედია და პოლიტიკური ოპონენტები ხმამაღალი განცხადებებისგან მაინც თავის შეკავებას ამჯობინებენ, რაც დიდიხანს ვერ გაგრძლება, რადგან კითხვა, თუ რამ აიძულა გამოცდილი პილოტი ნისლით დაფარულ სმოლენსკის მიწაზე დაშვება გადაეწყვიტა, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.
პოლიტიკოსები მალე ალაპარაკდებიან
იყო თუ არა ეს მხოლოდ პილოტის უბრალო გადაწყვეტილება? მოახდინა თუ არა კაჩინსკიმ პილოტზე ზეწოლა? შესაძლებელია ამ კითხვებზე პასუხი არასოდეს გაიცეს.
მესამე კითხვაა, იყო თუ არა ავიაკასტროფაში ტრაგიკულად დაღუპული კაჩინსკი კრაკოვის იმ საკათედრო ტაძარში დაკრძალვის ღირსი, სადაც გმირებს ასაფლავებენ?
ამ კითხვებზე პასუხს სხვა კითხვის პასუხის განსაზღვრა შეუძლიათ: ვინ გაიმარჯვებს ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში? იაროსლავ კაჩინსკი, განსვენებული პრეზიდენტის ტყუპისცალი ძმა პოლონეთის მომავალ პრეზიდენტად ნაკლებად მოიაზრება.
ლეხ კაჩინსკის მეტოქე, ბრონისლავ კომოროვსკი საზოგადოებრივ გამოკითხვას ხელმძღვანელობს, კონსტიტუციის მიხედვით კი, ის უკვე მოქმედი პრეზიდენტია (სეიმის სპიკერი).
ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი რუსეთთან ურთიერთობაა. პოლონეთის მმართველი ელიტისა და პრეზიდენტის ხელოვნური თუ შემთხვევითი დაღუპვა ყველა შემთხვევაში ხელს აძლევს რუსეთს და ახალ იმედებს უსახავს.
პოლონეთის ტრაგედია
ავიაკატასტროფას ცუდ ამინდს და დაშვების სამ უშედეგო მცდელობას მიაწერენ, მაგრამ როგორც ჩანს, პილოტმა იგნორირება გაუკეთა მოსკოვს და დაშვება მაინც სცადა. ზოგიერთი მოწმე აცხადებს, რომ თვითმფრინავმა საწვავი დაცალა, რითაც აიხსნება მისი აფეთქების მცირე ძალა, მაგრამ გამოძახებული არ იყო სასწრაფო დახმარება.
პოლონეთის პრეზიდენტი ბოლო პერიოდში სადავო ფიგურად იქცა, ბევრი აცხადებდა, რომ მისი კამპანია და ქცევა ამერიკის მიერ იყო ნაკარნახევი და ის რუსეთის მტრად მოიაზრებოდა. ამის საწინააღმდეგო მოსაზრებაა, რომ ლეხ კაჩინსკი სწორად აზროვნებდა და პოლონეთს დიდი დახმარება გაუწია.
ზლოტის გაცვლითი კურსი
პოლონეთის მთავრობა და ეროვნული ბანკი, “ერთიანობის იშვიათ შემთხვევაში””, შეთანხმდნენ პოლონეთის ვალუტის, ზლოტის გაცვლითი კურსის დაწევაზე. გადაწყვეტილების მიზანი იყო სავაჭრო პარტნიორების ხარჯზე პოლონეთის ექსპორტიორების მოგების ზრდა. ქვეყნის მთავარ სავაჭრო პარტნიორს, სხვებთან ერთად, ევროპის კავშირი წარმოადგენდა. მომდევნო დღეს ავიაკატასტროფის შედეგად (2010 წლის 10 აპრილი) პოლონეთის პრეზიდენტისა და ქვეყნის ეროვნული ბანკის ტრაგიკულად დაღუპვა მოჰყვა.
2010 წლის 9 აპრილს “უოლ სტრით ჯოურნალმა”” შემდეგი შინაარსის სტატია გამოაქვეყნა:
“ერთიანობის იშვიათი შემთხვევის გამოვლინებისას, პოლონეთის ეროვნული ბანკი და პოლონეთის მთავრობა პოლონური ეროვნული ვალუტის, ზლოტის გაცვლითი კურსის დაწევის საჭიროებაზე შეთანხმდნენ, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მის წინა-კრიზისულ ნიშნულს მიუახლოვდა.
ვალუტის გამყარება ახლა ეკონომიკის გაჯანსაღების საფრთხედ განიხილება. დეკადის განმავლობაში პირველად, ცენტრალური ბანკი ზლოტის კურსის დადგენაში ფულით ჩაერია. ერთი დღით ადრე კი, ბანკის ხელმძღვანელობამ გაფრთხილების სახით, განცხადება გააკეთა, რომ სავალუტო ბაზარი “ტექნოლოგიურად და ფსიქოლოგიურად”” მომზადებულად ხვდება ხელოვნურ ჩარევას, რათა მოხდეს “ზლოტის გადაჭარბებული გამყარების”” პრევენცია. აღნიშნულ გადაწყვეტილებას თან ახლდა მთავრობის ოფიციალური პირების განცხადებები, რომ “მყარი ზლოტი”” ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, ხოლო ცენტრალური ბანკის ქმედების შემდეგ კი, აღნიშნეს, რომ მთლიანად მხარს უჭერენ ზლოტის გაიაფებას.
ზლოტის გაიაფებისკენ სწრაფვით, პოლონეთის ხელმძღვანელობა პოლონელი ხალხის ინტერესებს ევროპის ერთიანობაზე მაღლა აყენებს, რომელსაც ევროპის კავშირი ეწოდება.””
აპრილი 9 (“ბლუმბერგი””) – 1998 წლის შემდეგ პირველად, პოლონეთის ცენტრალურმა ბანკმა ზლოტის გაიაფების მიზნით, უცხოური ვალუტა შეიძინა. ინვესტორებისთვის ცხადი გახდა, რომ მთავრობა ეროვნული ვალუტის გამყარებით ეკონომიკური ზრდის ზიანის შეჩერებას ცდილობდა. გადაწყვეტილების განხორციელების შედეგად, ზლოტის გაცვლითი კურსი ევროსთან მიმართებაში 1.2%-ით დავარდა, რაც ორი თვის განმავლობაში უმაღლესი მაჩვენებელია. პოლონეთის ეროვნულმა ბანკმა სავარაუდოდ 50 მლნ ევრო შეიძინა.
პოლიტიკოსები ზლოტის გამყარების შეჩერებას ცდილობენ, 2010 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ზლოტის გაცვლითი კურსი ევროსთან მიმართებაში 6.4%-ით მაღალი გახდა, რადგანაც რეცესიის თავიდან ამცილებელი ქვეყანა ინვესტორებისთვის მიმზიდველი იყო.
თამაშის შემცვლელი
პოლონეთის გადაწყვეტილებამ, 1990 წლის შემდეგ პირველად ვალუტის გაცვლითი კურსის დადგენის მიმართ თავისუფალი მიდგომა შეცვალოს, შესაძლებელია, რეგიონში სხვა ცენტრალურ ბანკებს უბიძგოს მათი თავისუფლად-მცურავი მოდელი აზიური სტილის ინტერვენციის მიდგომით ჩაანაცვლონ.
მსგავსმა გადაადგილებამ, შესაძლებელია, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფო დავალიანება მოკლევადიან პერიოდში შეამციროს, რადგანაც ვალუტის ყიდვა ცენტრალური ბანკის რეზერვებს გაზრდის და ექსპორტს წაახალისებს, ასევე გაზრდის გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებს, რადგანაც შესუსტებული ვალუტა ინფლაციას გაზრდის. თუმცა, ექსპერტები მაინც თავს იკავებენ პოლონეთი თამაშის წესების შემცვლელად დაასახელონ.
ცხადია, გადადგმული ნაბიჯების გამო მსოფლიოს ახალ წესრიგში პოლონეთი “გუნდის მოთამაშედ”” აღარ მოიაზრებოდა.
პოლონეთის პრეზიდენტი გლობალურმა ელიტამ მოკლა?
12 აპრილი, 2010, დამიან ტომპსონი (“ტელეგრაფის”” ბლოკის რედაქტორი), “დეილი ტელეგრაფისთვის””წერს და აცხადებს, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ტრაგიკულად დაღუპვას მრავალი თეორია მოჰყვება შეთქმულების თაობაზე.
“ფაქტი, რომ პოლონეთის პრეზიდენტი და პოლონეთის ელიტა რუსეთს სტუმრობდა, შესაძლებელია, ფანტასტიკის სფეროშიც გადაიჭრას. თეორიები ყველაზე მეტად დამნაშავედ რუსებს, ებრაელებს, ამერიკელებსა და თავისუფალ მასონებს დაადანაშაულებს.
თეორიებში არ განიხილება ერთი: საერთაშორისო საბანკო კარტელი (საერთაშორისო ბანქსტერის კარტელი).
ამერიკელი ექსპერტები მას გლობალური ფინანსისტების ელიტის ხროვის მისწრაფებას უწოდებენ, რომლებსაც მსოფლიო კონტროლის მიღწევა სურთ. მათი მიზანია შექმნან ფინანსური კონტროლის მსოფლიო სისტემა, რომელიც კერძო, საიდუმლო ხელში იქნება მოქცეული და თითოეული ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას წარმართავს მსოფლიოში. სისტემის კონტროლი მსოფლიო ცენტრალური ბანკების მიერ ფეოდალური წყობის მოდელზე იქნება დაფუძნებული, რომლებიც ერთობლივად სადუმლო შეთანხმებების თანახმად იმოქმდებენ, ისინი, უბრალოდ საერთაშორისო ბანკირები არიან და ყურადღებას არ აქცევენ რასას, რელიგიასა და ეროვნებას. მათ მხოლოდ ერთი ვნება გააჩნიათ – ადამიანებზე კონტროლის დამყარება. მათი წარმატების მთავარი გასაღები ის არის, რომ სურთ აკონტროლონ ერების ფულის სისტემა, მანიპულაცია მოახდინონ და ხალხის მასას დაანახონ, რომ ამ ყველაფერს მთავრობა აკეთებს.
პოლონეთმა არა მხოლოდ უარი განაცხადა გამხდარიყო ბანკსტერული სესხის “ზვიგენური” ოპერაციების მსხვერპლი, არამედ, პოლონეთის ცენტრალური ბანკს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჰქონდა აუდიენცია, რათა შეეთავაზებინა სესხი “გლობალური კრიზისის უარყოფითი გავლენის დასაძლევად სხვა ქვეყნებისათვის””.
პოლონეთი ევროპის კავშირის წევრი 27 ქვეყნიდან ერთადერთი იყო, რომელმაც 2009 წელს ეკონომიკის ზრდა დააფიქსირა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მისი ეკონომიკა 2010 წელს 2.75%-ით გაიზრდება, 2011 წელს კი 3.25%-ით.
პოლონეთის ზლოტის გაცვლითი კურსი 2009 წელს 1.7%-ით გაიზარდა, ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკა კი, საშუალოდ 4.1%-ით შემცირდა.”პოლონეთმა თავიდან აიცილა ევროპის ყველაზე უარესი სესხები. კაჩინსკიმ მისი რამდენიმე ოპონენტი გააოცა, როდესაც ევროსადმი სწრაფვით თავი არ გამოიჩინა, წერდა “დეილი ტელეგრაფი””.
აპრილის დასაწყისში, ჩეხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-მოადგილემ მოჯმირ ჰამფლმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღმოსავლეთ ევროპის კრიზისი გაამწვავა ისეთი მდგომარეობის შექმნით, რომელმაც აიძულა რეგიონის სახელმწიფოები დახმარება გლობალისტი სესხების”ზვიგენური” ოპერაციებისთვის ეთხოვათ. “ჰოთნიუსის”” ინფორმაციით, “მან განაცხადა, რომ ინსტიტუტებმა, რომლებმაც უნგრეთს, ლიტვას, უკრაინასა და რუმინეთს დახმარება შესთავაზეს, ზოგიერთი ფაქტები არასწორად გაიგეს, რადგანაც ისინი ხელმძღვანელობის ცვლილების გამო ახალ კლიენტებს ეძებენ”.
ახლა ეს სინამდვილეს შეესაბამება, რადგან პოლონეთში რეალურად შეიცვალა ხელმძღვანელობა და მოსალოდნელია, რომ პრო-ევროპელმა ლიდერმა კაჩინსკი ჩაანაცვლოს. სააგენტო “ბლუმბერგის”” ინფორმაციით, “პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, რონალდ ტუსკის პრო-ევროპული სამოქალაქო პლათფორმის პარტია 2010 წლის ივნისში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მის ძალაუფლებას განამტკიცებს”.
ლეხ კაჩინსკი წინააღმდეგობას უწევდა ტუსკის მცდელობას ევროს მიღების საკითხში. “კაჩინსკი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ცდილობდა დაებლოკა მთავრობის მცდელობა, მოეხდინა ვალებით აღსავსე პოლონეთის ჯანდაცვის სისტემისა და საპენსიო სისტემის მოდერნიზაცია, ის ასევე იყო ევროპის კავშირის უკანასკნელი ლიდერი, ჩეხეთის რესპუბლიკის ვაცლავ კლაუსის შემდეგ, რომელმაც ხელი მოაწერა ლისაბონის შეთანხმებას და წინაამღდეგობას უწევდა ტუსკის ევროს შემოღებისაკენ მიმავალ პოლიტიკას.
დამატებით, კაჩინსკის ევროსადმი სკეპტიკურად განწყობილი მოკავშირე, სლაუმირ სკრზიპეკი, ცენტრალური ბანკის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დააყენა.
ახლა, პოლონეთს ისღა დარჩენია, ევროს გაშლილი ხელებით შეეგებოს.
ფაქტია, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ევროს მიღების მაქსიმალურად გაჭიანურებას ცდილობდა და ამიტომ ეჭვგარეშეა, რომ ევროპის საზოგადოება მას “გუნდის მოთამაშედ” არ მიიჩნევდა და მსოფლიოს ახალ წესრიგში გუნდის არაწევრი ლიდერების ადგილი არ არის. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი რუსეთთან ურთიერთობაა. პოლონეთის მმართველი ელიტისა და პრეზიდენტის ხელოვნური თუ შემთხვევითი დაღუპვა, ყველა შემთხვევაში, ხელს აძლევს რუსეთს და ახალ იმედებს უსახავს.