დიდ ბრიტანეთში ინფლაცია არ ნელდება

დიდ ბრიტანეთში ინფლაცია ბოლო ათი თვის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. სამომხმარებლო ფასებმა მარტში თებერვლის ზრდის ტემპი გააგრძელა და წლიურ გამოხატულებაში 2,8%-ით გაიზრდა. მართალია, თვიურ გამოხატულებაში ინფლაცია ორჯერ შემცირდა _ თებერვლის 0,7%-იანი ზრდის შემდეგ მარტში ზრდამ 0,3% შეადგინა. თუმცა, წლიური ინფლაციის მიზანი, რომელიც ინგლისის ბანკის მიერ არის დადგენილი 2,0%-ის დონეზე, ბევრად ნაკლებია სამომხმარებლო ფასების ზრდის რეალურ წლიურ ტემპთან შედარებით, რაც ნისლიანი ალბიონის მცხოვრებლებზე სერიოზულ ზეწოლას ახდენს.

ბრიტანელებისთვის ფასების ზრდა ორმაგად საგრძნობია, რადგან სახელმწიფო ხარჯები უპრეცენდენტოდ შემცირებულია მინისტრთა კაბინეტის პოლიტიკის თანახმად და, როგორც ირკვევა, მონეტარული ხელისუფლება არ აპირებს გამოსასყიდი აქტივების მოცულობის ზრდას უახლოესი ორი თვის განმავლობაში. ამით ინფლაციური ზეწოლა დიდ ბრიტანეთში მხოლოდ გაძლიერდება.

მიუხედავად ამისა, ფასების მოქნილი პოლიტიკა სხვადასხვა სახის სეზონური ფასდაკლებების სახით ინგლისელებს საშუალებას აძლევს ძალიან არ შეიზღუდონ საყიდლებისას.

დიდ ბრიტანეთში ინფლაცია გასული წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ოთხი თვის მანძილზე ინფლაცია სტაბილურად იყო 2,7%-ის ფარგლებში (წლიურ გამოხატულებაში) _ 2012 წლის ოქტომბრიდან მიმდინარე წლის იანვრამდე. თებერვალში ინფლაცია 2,8%-მდე გაძლიერდა, პირველ რიგში, ენერგომატარებლებზე (გაზი და ელექტროენერგია) გაზრდილი ფასების გამო. დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატიკური სამსახურის მონაცემებით, მარტის სტატისტიკაში ინფლაციური ზეწოლის გაძლიერებაში უდიდესი წვლილი შეიტანა დასვენებისა და გართობისთვის განკუთვნილი საქონლის ფასებმა, ისეთები, როგორებიცაა ციფრული კამერები, DVD დისკები. მოიმატა ავტომობილების დაზღვევის ღირებულებამაც. ამის პარალელურად შემცირდა ავეჯის, ტრანსპორტისა და ალკოჰოლის ფასები. სამომხმარებლო ფასების ინდექსი, რომელშიც არ შედის ენერგომატარებლების, კვების პროდუქტების, ალკოჰოლისა და თამბაქოს ნაწარმის ფასები (Core CPI) მიმდინარე წლის მარტში გაიზარდა 2,4%-ით წლიურ გამოხატულებაში თებერვლის 2,3%-იანი ზრდის შემდეგ.

გაიზარდა საცალო ფასების ინდექსიც (RPI) _ თებერვლის 3,2%-დან 3,3%-მდე. სწორედ RPI-ს იღებენ შრომის ანაზღაურების ინფლაციაზე ინდექსაციის საფუძვლად.

3

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დიდ ბრიტანეთში ბოლო თვეებში ინფლაციური ზეწოლის გაძლიერება გამოწვეულია არა მხოლოდ ენერგომატარებლების ფასების ზრდით, არამედ ბრიტანული ეროვნული ვალუტის შესუსტებითაც, იმდნად რამდენადაც ახლა ინფლაცია ბევრად აღემატება წლიური 2%-იანი კომფორტული ნიშნულის ზღვარს, ბრიტანეთის მონეტარულ ხელისუფლებას საშუალება ექნება თავს უფლება მისცეს მოქნილობა გამოიჩინოს და ეკონომიკურ ზრდას დაუჭიროს მხარი. მერვინ კინგის უწყებას შეუძლია ეკონომიკის მხარდაჭერა გააძლიეროს, მით უფრო, რომ ექსპერტების პროგნოზით, ინფლაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება მიმდინარე წლის უმეტეს პერიოდში. Barclays-ის ანალიტიკოსების შეფასებით, 2013 წელს CPI-ის ზრდა 2,8%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო Goldman Sachs შაცჰს ინდექსის უფრო დიდ ზრდას ვარაუდობს _ 2,9%. HSBC Holdings-ში მიაჩნიათ, რომ სამომხმარებლო ინფლაცია 3,0% იქნება. ეს უკანასკნელი ემთხვევა ინგლისის ბანკის მოლოდინებს.

ჯერჯერობით ინგლისის ბანკმა უცვლელი დატოვა როგორც საბაზისო განაკვეთი 0,5%-ის დონეზე, ასევე ”რაოდენობრივი ლიბერალიზმის” პროგრამა (QE). უკანასკნელი ცვლილება პროგრამაში გასული წლის დეკემბრის დასაწყისში იქნა მიღებული: გამოსასყიდი აქტივების მოცულობა კიდევ 50 მილიარდი ფუნტ სტელინგით გაიზრდა და შეადგინა 375 მილიარდი ფუნტ სტერლინგი. თუმცა, მეორე მხრივ, ეკონომიკის მხარდაჭერის გაძლიერება, ეროვნულ ვალუტას დაასუსტებს, რაც უფრო გაზრდის ქვეყანაში იმპორტირებული ნედლეულის ღირებულებას, რომელიც ბრიტანულ მწარმოებლებს სჭირდებათ. ნათელია, რომ მონეტარული ხელისუფლების წინაშე ძველებურად საკმაოდ რთული ამოცანა დგას _ ერთდროულად მხარი დაუჭირონ ეკონომიკას და ეროვნულ ვალუტას.