მსოფლიო მოდის ბოსები
ავთო ჩიტიძე
დიდებისა და წარმატებისკენ მიმავალი გზა ია-ვარდით როდია მოფენილი. ადამიანებმა, ვისი სახელებიც მოდის ისტორიაში ოქროს ასოებითაა შესული, რთული და წინააღმდეგობებით სავსე გზა განვლეს. ზოგი მათგანი დიდების გზაზე ბრძოლაში დამარცხდა, ზოგმა კი დიდების ოლიმპზე სამუდამოდ დაიდო ბინა. ხშირად ამა თუ იმ უცნობ დიზაინერს წარმატება და ხელშეწყობა ოჯახიდან მოსდევდა. გაგაცნობთ რამდენიმე ცნობილი დიზაინერის ცხოვრებისეულ დეტალებს.
ჯილბერტ ადრიანი – დაიბადა ოჯახში, რომელიც მოდის ბიზნესთან იყო დაკავშირებული. სწავლის დამთავრების შემდეგ თეატრში მხატვრად დაიწყო მუშაობა.იგი აღმოაჩინა მუნჯი კინოს ვარსკვლავმა, რუდოლფ ვალენტინომ. 1928 წლიდან 1942 წლამდე ჯილბერტ ადრიანი კინოკომპანია “ემჯიემის” წამყვან მსახიობებს აცმევდა. სწორედ მან შექმნა კინემატოგრაფში პირველი ისტორიული კოსტიუმები, თუმცა, პარალელურად ულტრათანამედროვე კოლექციებსაც ქმნიდა. მისი ტანსაცმელი მრავალტირაჟიანი იყო. შექმნა ტანსაცმლის სადა სტილი, ისეთი, როგორიც გრეტა გარბოს მოსწონდა. გარბო თითქმის ყველა ფოტოში ადრიანის სამოსშია გამოწყობილი. დიზაინერის ტანსაცმელს ასევე ეტრფოდა მსახიობი ჯოან კროუფორდი. მისი სამოსი, რომლებიც სხვადასხვა ფილმში იყო გამოყენებული, შემდეგ სპეციალურ მაღაზიაში იყიდებოდა. 1942 წელს საკუთარი მოდის სახლი გახსნა და მოდის ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ არა მშობლების ურთიერთობა მოდის ბიზნესთან, ძალიან გაუჭირდებოდა წარმატების მიღწევა.
კრისტიან დიორი – კრისტიანის მამას სასუქების მწარმოებელი ფირმა ჰქონდა. სწორედ მან აიძულა ვაჟი, სწავლა გაეგრძელებინა პოლიტიკური მეცნიერების განხრით. 1932 წელს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, კრისტიან დიორი უფროსიც და უმცროსიც გაკოტრდნენ. ერთი წლის შემდეგ კრისტიან დიორმა თავისი პირველი ქუდის ესკიზი გაყიდა. აქედან დაიწყო მისი წარმატების ეპოქა. მიებარა ცნობილ დიზაინერ რობერტ პიკეს და მუშაობა დაიწყო “ლიუსენ ლენონის” მოდის სახლში. 1947 წლის 17 თებერვალს პარიზში პირველად წარადგინეს დიორის კოლექცია. მიუხედავად იმისა, რომ დიორის კოლექციას “ქოროლე” ეწოდებოდა, ჟურნალისტებმა “ნიუ ლუქ” – “ახალი ხედვა” – შეარქვეს. “ახალმა ხედვამ” კრისტიან დიორი საქვეყნოდ ცნობილი ადამიანი გახადა. გრძელი, ფაშფაშა ქვედატანები, წელში გამოყვანილი ტანსაცმლის კოლექციები გადატრიალება იყო მსოფლიო მოდაში. დიორის წარმატების საიდუმლო დღემდე ამოუცნობია. დიორმა, დიზაინერებს შორის პირველმა, შექმნა ისეთი კოლექცია, რომელიც მხოლოდ დადებით რეცენზიებს იმსახურებდა. 1954 წელს მან პირველმა აიღო თავის სამოსზე ლიცენზიები და მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო წარმატებულად გაყიდვა. ამავე პერიოდში დაიწყო სუნამოებისა და სხვადასხვა აქსესუარის წარმოება. 1957 წლის ოქტომბერში დიორი გულის შეტევით გარდაიცვალა.
მადლენ ვიონე – მისი ოჯახი იმდენად ღარიბი იყო, რომ 12 წლის ასაკში მომავალი დიზაინერი იძულებული იყო სწავლაზე უარი ეთქვა. სკოლის მიტოვების შემდეგ სამკერვალო ფაბრიკაში განაგრძო მუშაობა, შეგირდად. 1912 წელს, მას შემდეგ, რაც საკმაოდ კარგი კვალიფიკაცია გაიარა დების ჟაკა და კარლა დუსეს მოდის სახლში, შექმნა თავისი პატარა მოდის სახლი. პირველი მსოფლიო ომის დროს იძულებული გახდა სახლი დაეხურა. მისი სტილი გამოირჩეოდა სხეულის მოშიშვლებით. იგი ერთ-ერთი პირველი დიზაინერი იყო, რომელმაც მაქსის სტილი მინად აქცია. მადლენი გათხოვდა რუს ემიგრანტ ნეჩვოლოდოვზე. მეუღლე ფეხსაცმელების დიზაინერი იყო. მათი თანამშრომლობა შემდგომში დიდი წარმატების საწინდარი გახდა.
მარიანო ფორტუნი – ესპანელი მხატვრების ოჯახში დაიბადა. 17 წლიდან მარიანო ვენეციაში ცხოვრობდა. მომავალი დიზაინერი მხატვარი, ფოტოგრაფი, გამომგონებელი, ინჟინერი, კოლექციონერი იყო, ანუ თითქმის ყველა სფეროში მოღვაწეობდა, მოდის გარდა. 1907 წელს შექმნა ერთადერთი კაბა “დელფოს დრეზი”, რომელმაც უკვდავება მოიპოვა. აღნიშნული კაბა აშკარა გადატრიალება იყო კორსეტების ეპოქაში. მსოფლიო მოდა დიდი ინტერესით ელოდება იმ დროს, როცა “დელფოს დრეზი” აუქციონზე იქნება გამოტანილი.
პოლ პუარე – მოდის ერთ-ერთ ბრწყინვალე რეფორმატორად არის მიჩნეული. მან დიდების მწვერვალამდე საკმაოდ მძიმე გზა განვლო. მუშაობა დაიწყო ქოლგების დამამზადებელ საამქროში, შემდეგ – თოჯინების ფაბრიკაში, სადაც მათთვის სამოსს ქმნიდა. პირველი წარმატება მაშინ ეწვია, როდესაც ცნობილი დიზაინერების სახლში ასისტენტად დაიწყო მუშაობა. 1903 წელს შექმნა პირველი სალონი პარიზში, ობერის ქუჩაზე. თავის კლიენტებს ურჩევდა უარი ეთქვათ კორსეტებზე. 1909 წლიდან მის კოლექციებში გამოჩნდა აღმოსავლურ ეგზოტიკური მიმდინარეობა. სწორედ მან შემოიტანა მოდაში კაშკაშა,მყვირალა ფერები, აღმოსავლური ორნამენტები და კონტრასტები. მისმა კოლექციებმა თვით რომის პაპის ყურადღებაც მიიპყრო – მან პუარეს იდეები დაწყევლა. მიუხედავად ამგვარი წინააღმდეგობისა, პოლ პუარემ აქტიურად განაგრძო მუშაობა. მისი მოდის სახლები დღესაც არსებობს ბერლინში, ლონდონსა და ფილადელფიაში. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პუარე მოდას ჩამოშორდა, გაკოტრდა და 1944 წელს სრულ სიღარიბეში გარდაიცვალა.
ტრევის ბენტონი – იმ დიზაინერთა კატეგორიას მიუკუთვნება, რომელთაც კინოსტუდიები ქირაობდნენ. ტრევის ბენტონი კინოკომპანია “პარამაუნტის” კერძო დიზაინერი იყო. იგი მოსავდა თვით მარლენ დიტრიხსაც. სწორედ მან შეაყვარა ცნობილ მსახიობს ბეწვეული. ასევე მან შეურჩია იმიჯი კეროლ ლომბარტსაც. სპეციალურად კლოდეტ კოლბერისათვის შექმნა საყელო, რომელსაც შემდეგ კოლბერის საყელო ეწოდა. დიდებისაკენ გზის გაკვლევაში ოჯახი დაეხმარა. მამა და ბიძა კინოკომპანია “პარამაუნტში” მუშაობდნენ. სწორედ მათ წარუდგინეს მკერავი ბიჭი კომპანიის ხელმძღვანელობას. 1938 წელს ტრევისმა შექმნა საკუთარი ბიზნესი. მოღვაწეობის სფერო გააფართოვა და სხვადასხვა კინოკომპანიასთან გააფორმა კონტრაქტები, რის შემდეგაც მისი სახელი ოქროს ასოებით დამკვიდრდა მოდის ისტორიაში.დღის იყო. ყველაზე მხცოვანი ქალი კი ჯესიკა ტენდია, რომელმაც 80 წლისა და 293 დღის ასაკში მოიპოვა ჯილდო ფილმისათვის “მისის დეიზის მძღოლი”. პარადოქსია – მსახიობმა მერი სმიტმა “ოსკარი” მიიღო როლისათვის, სადაც ის თამაშობს მსახიობს, რომელიც “ოსკარების” ცერემონიალზე მარცხდება. 1933 წელს რიგით მეექვსე დაჯილდოების ცერემონიალზე, როდესაც უილ როჯერსმა კონვერტი გახსნა და დაიძახა – “ფრენკ, მოდი და მიიღე პრიზი!” – ფრენკ ლოიდის ნაცვლად სცენაზე ფრენკ კაპრა ავიდა, პრიზი კი პირველს ეკუთვნოდა.
“ოსკარების” ცერემონიალის ყველაზე ხშირი წამყვანი ბობ ჰოუპია. მან 24 წლის განმავლობაში 18-ჯერ წაიყვანა შოუ. 1998 წელს კი წამყვანმა ვუპი გოლდბერგმა 12-ჯერ გამოიცვალა კაბა.
ერთადერთი ადამიანი, რომელიც “ოსკარის” სეხნიაა და ეს პრიზი აქვს მიღებული, კომპოზიტორი ოსკარ ჰამერშტაინ მეორეა. ანტიოსკარი
სანამ მსახიობები “ოსკარის” ცერემონიალზე თავიანთ გამარჯვებას იზეიმებენ, მანამ მათ ერთი უსიამოვნო ცერემონიალის გადატანა უწევთ. ეს ანტიოსკარად წოდებული “ოქროს ჟოლოა”, რომელიც სანტა მონიკაში ყოველწლიურად ტარდება. წელს “ოქროს ჟოლო” 22-ჯერ შედგა, რომელმაც გასული წლის ყველაზე ცუდი ფილმი,მსახიობები და რეჟისორები გამოავლინა. სხვათა შორის, ეს ის დაჯილდოების ცერემონიალია, რომელსაც არც ერთი ნომინანტი არ ესწრება და ჟიურის წევრები გამარჯვებულ-დამარცხებულებს პრიზებს სახლში უგზავნიან.
წლევანდელი “ოქროს ჟოლოს” ცერემონიალი, როგორც მოსალოდნელი იყო, ტომ გრინის სრული ფიასკოთი დასრულდა. მისი ფილმი, სახელწოდებით “წადი შენი,ფრედი!”, 16 ნომინაციიდან შვიდში გავიდა. ფილმი აღიარეს, როგორც წლის ყველაზე ცუდი ფილმი, უსუსური რეჟისურა, უაზრო მუსიკა, არშემდგარი პარტნიორები და ა.შ. “ემტივის” ცნობილმა წამყვანმა, ტომ გრინმა 2001 წელს წარუმატებელი ნაბიჯები გადადგა სარეჟისორო კუთხით. იგი ერთადერთი ნომინანტი აღმოჩნდა, რომელიც ამ ცერემონიალზე იმყოფებოდა. “ოქროს ჟოლო” როგორც ყველაზე წარუმატებელ მსახიობს, გადაეცა მსახიობ სილვესტერ სტალონეს ფილმისათვის “მრბოლელი”. ყველაზე ცუდ მსახიობ ქალად კი დასახელდა მერაია ქერი. ფილმი “მაიმუნების პლანეტა” წლის ყველაზე ცუდ რიმეიქად აღიარეს. ყველაზე ცუდ მსახიობად კი კვლავ ტომ გრინი დასახელდა. ცუდი მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა ჩარლტონ ჰესტონმა ფილმისათვის “კატები და ძაღლები”. სულ მალე ამ პრიზებს მსახიობები და ფილმის რეჟისორები სახლში მიიღებენ.