გეოპოლიტიკურ რუკაზე კარტები კვლავ გადათამაშდა

დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, მთავარ საბრძოლო იარაღად ენერგომატარებლები იქცა. ზოგი მასზე დამოკიდებულების შემცირებას, ზოგიც კი სამომხმარებლო ბაზრის დივერსიფიცირებას ცდილობს. ბოლო 1 თვის განმავლობაშ გაზის განაწილება-გადანაწილების რუკაზე მნიშვნელოვანი სიახლეები მოხდა, რომელიც მომავალში ბევრი პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველი შეიძლება გახდეს.

სამხრეთის ნაკადი

მიმდინარე წლის 21 აპრილს ევროპარლამენტმა „სამხრეთ ნაკადის“ შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და ევროკავშირს მოუწოდა, უკრაინას რუსეთთან გაზის საკითხში არსებულ დავაში დაეხმაროს. ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელსაც სტრასბურგში უყარეს კენჭი, აღნიშნულია, რომ „ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ გაზსადენი „სამხრეთის ნაკადი“ არ უნდა აშენდეს და ხელმისაწვდომი უნდა იყოს მიწოდების სხვა წყაროებ.
გარდა ამისა, ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის დახმარება უკრაინისადმი გაზით უზრუნველყოფაში და ევროკავშირთან აქტური ურთიერთკავშირები კიევს უსაფრთხოს გახდის პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისგან.

ბულგარეთმა თავის ტერიტორიაზე გაზსადენის „სამხრეთ ნაკადის“ იმ მილების დემონტაჟიც განახორციელა, რომელიც 2013 წელს რუსული „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან ერთად დამონტაჟდა, როგორც „სამხრეთ ნაკადის“ დაწყების სიმბოლო.

მიუხეადავად იმის, რომ სპეციალისტები დიდი ხანია მოუწოდებენ ევროპას შეამციროს დამოკიდებულება რუსულ გაზზე და ამ ქვეყანასთან მოლაპარაკებები არა ინდივიდუალურად ქვეყნებმა არამედ ბლოკის სახით აწარმოონ, როგორც ჩანს, ქვეყნებმა ყურად არ იღეს. ავსტრია რუსეთთან მოლაპარაკებებს გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით ევროკომისიის გვერდის ავლით მართავს.

სამხრეთის ნაკადის (რომელიც შავი ზღვის გავლით ბულგარეთსა და ცენტრალურ ევროპას დაუკავშირდება) მშენებლობასთან დაკავშირებული მოპალარაკებები, აჩვენებს, რამდენად რთულია ევროპისთვის საერთი ენერგოპოლიტიკაზე შეთანხმება, უკრაინის კრიზისის მიუხედავადაც კი.

მაშინ როდესაც ოფიციალური პირები მოუწოდებენ ევროპას შეამციროს დამოკიდებულება რუსულ გაზზე, კერძო, ისევე როგორც სახელმწიფო კომპანიები, პოლიტიკოსთა მახრადეჭირით კიდევ უფრო აფართოებენ ურთიერთობის მასშტაბებს და ახალ გარიგებებს დებენ.

ავსტრიულმა ენერგო კომპანია OMV, მიაღწია შეთანხმება რუსულ გაზპრომთან სამხრეთის ნაკადის მიერთების შესახებ ავსტრიის ბაუმგარტენის გაზის ჰაბთან. ამ „ბრძოლაში“ ავსტრიამ იტალია დაამარცხა, რომელიც ასევე ცდილობდა სამხრეთის ნაკადის დაბოლოება მის ტერიტორიაზე ყოფილიყო.

გარიგებით, სავარაუდოდ, კმაყოფილია ავსტრიის მეზობელი გერმანიაც, რადგან ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ გაზის მომხმარებლებს ახლა გაცილებით ახლოს ექნებათ გაზის წყარო. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ როდესაც საქმე ბუნებრივ აირს ეხება, ევროპის ყველა ქვეყანა საკუთარ პირად ინეტესებზე ახდენს კონცენტრირებას და სულ უფრო რთული ხდება ევროკავშირის ერთიან მიზნებზე შეჯერება.

ეს ახალი გარიგება აშკარად კონტექსტიდანაა ამოვარდნილი. გარიგების დადებას რუსეთის სახელმწიფო გიგანტ კომპანიასთან მაშინ როცა ევროკავშირი კრემლს ეკონომიკური სანქციებით ემუქრება უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, პარადოქსია.

ევროკომისიამ რუსეთთან მოლაპარაკებები მარტში, რუსეთის ყირიმში შეჭრის შემდეგ შეაჩერა და იმედი ქონდა, რომ ამ ნაბიჯით პუტინის ინტერვენციულ პოლიტიკას შეაჩერებდა. მაგრამ ავსტრიამ და რუსეთმა გამოაცხადეს რომ ეს არის ორმხრივი მოლაპარაკება ორ ქვეყანას შორის და არა მრავალმხრივი მოლაპარაკებები რუსეთსა და ევროკავშირს შორის.

სამხრეთის ნაკადის მთავარი მიზანი, ისევე როგორც გერმანია-რუსეთის ჩრდილეოთის ნაკადისა, არის გაზის ტრანსპორტირების გზების დივერსიფიცირება. ახლა ევროპას რუსული გაზი ძირითადად უკრაინის გავლით მიეწოდება. სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნაკადის გაშვების შემდეგ კი ევროპა რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებზე აღარ იქნება დამოკიდებული.

„თუ ევროპა სამხრეთის ნაკადზე დათანხმდება ეს იმას ნიშნავს რომ ევროპა ყიდის იმ თოკს, რომელზეც რუსეთი უკრაინის ჩამოხრჩობას აპირებს. ამასთანავე, ევროპა ამ ნაბიჯით კიდევ უფრო ზრდის თავის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე“ – მიიჩნევენ ევროპელი ანალიტიკოსები.

წარსული მარცხი ახალი ხელშეკრულების მოტივატორებია

ავსტრია განსაკუთრებით იყო მოტივირებული ამ გარიგების დადებით, რადგან გასულ წელს ის დამარცხდა იტალიასთან ბრძოლაში, გაზსადენის პროექტში, რომელიც გაზის ევროპაში აზერბაიჯანიდან ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. OMV-ის ნაბუქოს გაზსადენი შეწყდა ტრანს-ადრიატიკის გაზსადენის სასარგებლოდ, რომელშიც იტალიაა ჩართული. ავსტრიას ამით წლების განმავლობაში ლობირებული პროექტი ჩაეშალა, ნაბუქოს აზერბაიჯანული გაზი ცენტრალურ ევროპამდე უნდა მიეტანა.

„ამჟამინდელი საერთაშორისო განვითარების ტენდენციები გვიჩვენებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ არამხოლოდ გაზის მომწოდებლების დივრესიფიცირება უნდა მოვახდინოთ, არამედ მარშუტებისაც – განაცხადა ავსტრიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრმა რეინოლდ მიტერლენერმა „ის რომ სამხრეთის ნაკადი დასრულდება ბაუმგარტენში ამ მიზანთან უფრო გვაახლოებს“. გაზპრომის წარმომადგენელთა განცხადებით კი ინტენსიური მოლაპარაკებები ავსტრიასთან 2 კვირის განმავლობაში იმართებოდა და გადაწყვეტილება მაქსიმალურად სწრაფად მიიღეს მხარეებმა.

გაზპრომისა და OMV-ის მიზანია დარჩენილი ფორმალობები წლის ბოლომდე მოაგვარონ და გაზის მიწოდება სამხრეთის ნაკადით უკვე 2017 წლისთვის გახდეს შესაძლებელი.

„ეს პროექტი არის მკაფიო სიგნალი რუსეთისა უკრაინის მიმართ რომ მომავალში ეს ქვეყანა ვეღარ შეძლებს გაზის გატარება-არ გატარებით რუსეთთან მოლაპარაკებებში უპირატესობის მოპოვებას. ევროკავშირის რეგულაციები რუსეთს წესით პროექტის განხორციელებას გაურთულებს, მაგრამ 2010 წელს მიღწეული მრავალმხრივი შეთანხმებები ამ პრობლემასაც მოაგვარებს“ – წერენ დასავლელი ანალიტიკოსები.

„ერთსულოვანი“ ბრიუსელი

რუსეთ-ავსტრიის გარიგება არის რუსული სტრატეგიის გაგრძლება რომლის მიხედვითაც ის ცდილობს ენერგო გავლენის შენარჩუნებას. სამაგიეროდ ძირს უთხრის ევროპული ენერგოდამოუკიდებლობის მიზნებს.
გარიგებას, სამხრეთის ნაკადთან დაკავშირებით, მხარი დაუჭირა ბულგარეთმაც, რომელიც გაზის უდიდეს ნაწილს რუსეთიდან იღებს. მიუხედავად ევრკომისიის წევრი ქვეყნების გაფრთხილებისა რომ არ შესულიყვნენ ორმხრივ გარიგებაში გაზპრომთან. „სამხრეთის ნაკადი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია. ახლა მათ (ევროპარლამენტი და ევროკომისია) სურთ სამხრეთის ნაკადის შეჩერება. მაგრამ დღევანდელი კრიზისი და არსებული სიტუაცია გვიჩვენებს რომ გაზის მოწოდების სხვა უფრო უსაფრთხო წყაროები არ არსებობს ბულგარეთისთვის“ – განაცხადა ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა დრაგომირ სტოინევმა.

ევროკავშირის პატარა წევრ ქვეყნებს, როგორიცაა ავსტრია და ბულგარეთი, წყნადარ უჭერს მხარს გერმანია. მართალია მისი წარმომადგენელები ხმამაღლა აცხადებენ, რომ რუსეთი გაზის საიმედო მომწოდებელი არაა, მაგრამ გერმანია გაზპრომის კვლავ უმსხვილეს კლიენტად რჩება. გერმანია რუსეთისგან წელიწადში 15 მილიარდი დოლარის ბუნებრივ აირს ყიდულობს. გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შროდერის ლობირებამ შედეგი გამოიღო და 2011 წელს ექსპლუატაციაში ჩრდილოეთის ნაკადი შევიდა.

შროდერი ამჟამად ჩრდილოეთის ნაკადის ბორდის თავმჯდომარეა და მკვეთრად გააკრიტიკა დასავლეთის მიერ რუსეთის დიპლომატიური იზოლირების გადაწყვეტილება. რის გამოც შროდერმა გერმანული პრესის დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

download

2 500 კილომეტრიანი სამხრეთის ნაკადი რუსეთიდან შავ ზღვას გაივლის, შემდეგ კი ბულგარეთს, სერბეთს, უნგრეთსა და ავსტრიას. მსოფლიოს უმსხვილესი ქიმიური მრეწველობის გერმანული კომპანია BASF არის სამხრეთის ნაკადის პარტნიორი მისი შვილოილი კომპანია Wintershall-ის სახით. BASF-ის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი იგერტ ვოჩეროუ არის ჰენინგ ვოჩეროუს ძმა, რომელიც არის სამხრეთის ნაკადის ბორდის დირექტორი და შროდერის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცნობილი პოლიტიკური სახე. როგორც გერმანიის მთავრობიდან გამოსული კულვარული ინფორმაცია გავრცელდა პრესაში, გერმანია ძალიან კმაყოფილია ახალი გარიგებით, რადგან გერმანიის ინდუსტრიისთვის სამხრეთის ნაკადის ავსტრიაში და არა იტალიაში დაბოლოება გაცილებით სასარგებლო იქნება გერმანული ინდუსტრიითვის.

რუსეთმა ჩინეთთან საოცნებო გარიგებას მოაწერა ხელი

ბრიუსელური სანქციებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, რუსეთი ჩინეთს შეუთანხმდა, რომ წელიწადში მილიარდობით კუბურ გაზს მიაწვდის მომდევნო 30 წლის განმავლობაში. ამ შეთანხმებით რუსეთის სახელმწიფო მონოპოლისტმა კომპანია „გაზპრომმა“ თავისი არსებობის ისტორიაში უდიდესი კონტრაქტი გააფორმა. 2018 წლიდან 30 წლის განმავლობაში ჩინეთი რუსეთიდან მიიღებს წელიწადში 38 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს. ამ კონტრაქტზე 21 მაისს შანხაიში გაკეთდა განცხადება.

კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელ ალექსეი მილერს კმაყოფილება არ დაუმალავს: „ეჭვგარეშეა, რომ ეს არის ისტორიული მოვლენა. გაზის სფეროში ჩინეთთან ჩვენს ურთიერთობებში ახალ ეტაპზე გადავედით. ჩინეთის ბაზარი, უბრალოდ, უზარმაზარია. ეს არის „გაზპრომის“ ისტორიაში უდიდესი კონტრაქტი: 38 მილიარდი კუბური მეტრი გაზი! ასეთი კონტრაქტები არც ერთ კომპანიასთან არ გვაქვს. ეს არის მართლაც უზარმაზარი მოცულობის მომარაგება“ – ამბობს „გაზპრომის“ ხელმძღვანელი.კონტრაქტი ნაწილობრივ გასაიდუმლოებულია. არ ამხელენ, მაგალითად, გაზის ფასს, რომელსაც ალექსეი მილერმა „კომერციული საიდუმლო“ უწოდა. თუმცა მილერმა დაასახელა კონტრაქტის მთლიანი ღირებულება, 400 მილიარდი დოლარი.

კონტრაქტს ხელი სახელმწიფო კომპანიებმა რუსულმა „გაზპორმმა“ და ჩინურმა CNPC-მა მოაწერეს.
რუსეთის პრეზიდენტმა, რომელიც ამ კონტრაქტის გაფორმებას რამდენიმე წელია აქტიურად ცდილობს უწოდა მას „საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ისტორიაში გაზის სფეროში მიღწეული ყველაზე დიდი შეთანხმება“.
ამ ფაქტს უკვე მოყვა დასავლელი ანალიტიკოსების შეფასება. მათი გათვლებით, ევროპელი მომხმარებლებისთვის ეს გარიგება გაზის ფასს გაზრდის რადგან რუსულ გაზს სხვა მომხმარებელიც გამოუჩნდა, ევროპის დამოკიდებულება რუსულ გაზზე კი ჯერ კიდევ მაღალია.

„რუსეთის ახალი გაზსადენი ჩინეთის მიმართულებით 2018 წლიდან გაზრდილი კონკურენციის გამო, გაზის ფასს ევროპაში გაზრდის. ამიტომაც ახლა უფრო მნიშვნელოვანია ევროპისთვის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება“ – წერს გარდიანი.

ცნობილი გახდა, რომ ჩინეთმა მიაღწია სასურველ ფასს და კონტრაქტში იმაზე ნაკლები ფასი დაფიქსირდა რაც რუსეთს სურდა. თუმცა ვაშინგტონში დაფუძნებული ბრუკინგზის ინსტიტუტის თანამშრომელი, რუსეთის ეკონომიკის ექსპერტი კლიფორდ გედი როგორც აღნიშნავს, რუსეთ-ჩინეთის კონტრაქტი იმდენ კომპონენტს მოიცავს, რომ ბევრს არაფერს იძლევა ცალკეული მაჩვენებლის, თუნდაც გაზის ფასის ცოდნა.

„თუ ვისაუბრებთ, დავუშვათ, ფასზე, ვისაუბრებთ, დავუშვათ, კრედიტის საპროცენტო განაკვეთსა და კრედიტის მოცულობაზე ან ავანსის გადახდაზე, ნებისმიერი ასეთი ცალკული მონაცემი სინამდვილეში არაფერს გვეუბნება, თუ არ გვაქვს ინფორმაცია ამ გიგანტური კონტრაქტის პირობების მთელ კომპლექსზე“, – აღნიშნავს ექსპერტი.

მაგრამ რუსეთს სხვა გზა არ ქონდა. ნათელია, რომ გარიგების ასეთი მყისიერი დადება ევროპის სანქციების პასუცხი იყო, რომელიც დასავლეთმა რუსეთს უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო დაუწესა. ამ შემთხვევაში კრემლს გაუმართლა როცა ჩინეთმა დასავლეთისათვის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა და ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა. ჩინეთის ხელისუფლებაზე გავლენა ვერ მოახდინა აშშ-ს ზეწოლამ დაეწესებინათ ეკონომიკური სანქციები რუსეთისთის.

„პუტინი მზადაა გაზის სამომხმარებლო ბაზრის დივერსიფიცირება ნებისმიერ ფასად მოახდინოს, რადგან ეს გეოპოლიტიკური უსაფრთხოების საკითხია“ – წერენ დასავლელი ანალიტიკოსები.

თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთმა ჩინეთს წელიწადში 38 მილიარდი კუბომეტრი აირი უნდა მიაწოდოს, 1000 კუბომეტრის ფასი 350 დოლარი გამოდის, მაშინ როცა გაზპრომისთვის სასურველი ფასი 400 აშშ დოლარი იყო. გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ რუსეთის გაზის მოხმარების წლიური მაჩვენებელი 60 მილიარდ კუბომეტრამდე გაიზრდება.

შგახსენებთ, რომ 2013 წელს ევროპა რუსეთისაგან 1000 კუბურ მეტრ გაზს 380.50 აშშ დოლარად ყიდულობდა. ევროპა საკუთარი მოხმარების 24%-ს რუსეთიდან იღებს.

რაც შეეხება ახალი გაზსადენის მშენებლობას, მან ვლადივასტოკიდან გაზი ჩინეთში უნდა ჩაიტანოს. მისი საერთო სიგრძე 4000 კილომეტრი იქნება. პუტინის განცხადებით, საჭირო ინვესტიციებიდან 55 მილიარდ აშშ დოლარს რუსეთი განახორციელებს, ჩინეთი კი 20 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს პროექტში.
ამ ციფრების გათვალისწინებით ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ხელშეკრულების საწყისი წლები ზარალიანი იქნება რუსეთისთვის, დასახელებული რიცხვები ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას რომ ეს საბოლოო და კარგად დათვლილი ხარჯევია, ამხელა გაზსადენის ექსპლუატაციითვის რუსეთს გაცილებით მეტი თანხები შეიძლება დასჭირდეს.
ახალი კონტრაქტით, ჩინეთისთვის გაზის მიწოდება 2018 წელს უნდა დაიწყოს, თუმცა არ გამორიცხავენ, ვადამ გადაიწიოს, თუ მხარეები დეტალებზე ვერ შეთანხმდებიან.

რას მოასწავებს რუსეთიდან წელიწადში 38 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ჩინეთში გაგზავნა რუსეთის გაზის ევროპასა და უკრაინაში ექსპორტისათვის?

ამ შეკითხვის საპასუხოდ, ექსპერტები ამბობენ, რომ უშუალო გავლენა მოსალოდნელი არ არის, რადგან ჩინეთისთვის განკუთვნილი გაზის მოპოვებას აღმოსავლეთ ციმბირში მდებარე საბადოებიდან აპირებენ, მაშინ როცა ევროპაში, უმეტესწილად, დასავლეთ ციმბირში მოპოვებული გაზი მიდის.

0521_china_russia_gas_970-630x420

კლიფორდ გედი მაინც არ გამორიცხავს, რომ ჩინეთთან კონტრაქტმა გავლენა მოახდინოს ევროპაში საექსპორტო გაზის ფასებზე: რუსეთი, ჩინეთში ალტერნატიულ ბაზარზე გასვლის შემდეგ, უფრო ძლიერი პოზიციიდან დაელაპარაკება დასავლელ კლიენტებს.

მოსკოვისათვის იოლი ამოცანა არ აღოჩნდა ჩინეთთან კონტრაქტის გაფორმება. მხარეები 10 წელიწადზე მეტხანს აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, ფასზე ვერ რიგდებოდნენ. საყურადღებოა, რომ ვიდრე 21 მაისს ჩინეთთან კონტრაქტს გააფორმებდა, მოსკოვი უკრაინას დაემუქრა გაზის ექპორტის შეწყვეტით, თუ კიევი წინასწარ არ გადაიხდის ბუნებრივი აირის საფასურს.

„აშკარად, რუსები უფრო ძლიერი ზეწოლის ქვეშ არიან შეთანხმების ბოლომდე მისაყვანად. ეს პროპაგანდისთვის სჭირდებათ. ეს სურთ კონკრეტული მიზნებისთვის – დივერსიფიკაციისათვის, დასავლეთზე დამოკიდებულების მოსახსნელად, რაც არ ნიშნავს, რომ (კონტრაქტი) უსამართლოა, არ ნიშნავს, რომ ჩინელები ბოროტად სარგებლობენ რუსების ამ მდგომარეობით. და თუ ასეა, – თუ არსებობს დამატებითი საფასური, რომელსაც რუსები ამ კონტრაქტით იხდიან, – მათთვის მისაღებია ამის გაკეთება, რადგან ეს მათთვის ამ მომენტშია მნიშვნელოვანი“, ამბობს ექსპერტი. ამ მომენტში იმიტომ, განმარტავს კლიფორდ გედი, რომ მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია ევროპელები, ზოგადად, დასავლეთი მივიდეს დასკვნამდე, რომ რუსეთს – მის ენერგოსექტორს – ბევრს ვერაფერს დააკლებს თავისი სანქციებით.