ასიმეტრიული ინფორმაციის როლი ეკონომიკური ხარჯების განსაზღვრაში

ქეთევან ღარიბაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტი
ketato97@gmail.com

Abstract
In contract with economics, information asymmetry deals with the study of decisions in transactions where one party has more or better information than the other. This asymmetry creates an imbalance of power in transactions, which can sometimes cause the transactions to go away, a kind of market failure in the worst case. Examples of this problem are adverse selection, moral hazard, and monopolies of knowledge.
რეზიუმე
ეკონომიკასთან კავშირში, ინფორმაციული ასიმეტრიულობა ეხება გადაწყვეტილების მიღებას ხარჯებთან დაკავშირებით, როდესაც ერთი მხარე ფლობს მეტ ინფორმაციას მეორესთან შედარებით. ეს ასიმეტრია ქმნის დისბალასს, იწვევს ხარჯების ზრდას და უკიდურეს შემთხვევაში შესაძლოა ბაზრის ფიასკოც გამოიწვიოს. ამ პრობლემას თან ახლავს წამგებიანი გადაწყვეტილების მიღება, მორალური რისკი, მონოპოლიური ძალაუფლების გამყარება და სხვ.

დღეს რომ ინფორმაციულ ერაში ვცხოვრობთ, სადაც ზუსტი, დროული და სრული ინფორმაცია ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია, ამას ბევრი მტკიცება არ უნდა. ჯერ კიდევ ტალეირანი წინასწარეტყველებდა – „ვინც ფლობს ინფორმაციას – ის ფლობს მსოფლიოს“ და ამ პრინციპს მუდმივად ატარებდა პრაქტიკაში, სწორედ ამის დამსახურებით აღწევდა გასაოცარ წარმატებებს, თუნდაც ვენის კონგრესზე. წარმოიდგინეთ დღესდღეობით, როდესაც ინფორმაციული ნაკადების მასშტაბები ყოველგვარ რაციონალურ საზღვრებს ცდება, თუ რა ძნელი იქნება ინფრომაციის „ფლობა“. მითუმეტეს, რომ ეს ნაკადები სავსეა ასიმეტრიული ხასიათის ცნობებით, რომელიც საბოლოოდ თავდაყირ ააყენებს ყველაფერს და განუსაზღვრელობის საბურველში ხვევს.

ასიმეტრიული ინფორმაციის ქვეშ გულისხმობენ სიტუაციას, როდესაც გარიგების მონაწილე ერთი მხარე ფლობს სრულ ინფორმაციას პროდუქტის შესახებ, ან სხვა სახის ინფორმაციას, ხოლო მეორე მხარე ნაკლებ ინფორმირებულია. მაგალითად გამყიდველებმა კარგად იციან როგორ პროდუქტს ყიდიან, ხოლო მყიდველებს ზუსტი ინფრომაცია არ აქვთ. მუშებმა უკეთესად იციან თავიანთი შესაძლებლობები, ვიდრე იმ ფირმებმა რომლებიც მათ ქირაობენ. ასიმეტრიული ინფორმაცია გვაძლევს შესაძლებლობას ავხსნათ თუ რატომ აქვს ერთსა და იმავე პროდუქტს განსხვავებული ფასი, გარანტია და ა.შ. ასიმეტრიული ინფორმაცია გვხვდება შემდეგ ბაზრებზე: პროდუქტის, დასაქმების, დაზღვევის, საკრედიტო და ა.შ.

ამ საკითხთან დაკავშირებით მე-20 საუკუნეში რამდენიმე მოსაზრება წარმოიშვა ეკონომისტებს შორის. ნეოკლასიკოსები არ აღიარებენ ინფორმაციაული ბაზრის არსებობას. მათი მოწინააღმდეგები კი მიიჩნევენ, რომ ინფორმაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გარიგების დადებისათვის. ის ფირმები, რომლებიც ფლობენ სრულ ინფორმაციას, იღებენ მაღალ მოგებას და აქვთ შესაძლებლობა, რომ მიიღონ მონოპოლიური მოგება.

ნეოკლასიკური თეორია ეყრდნობა იმ მოსაზრებას, რომ ბაზარზე არსებობს სრულყოფილი კონკურენცია, რეალურ ცხოვრებაში კი მათი მოსაზრება არ მართლდება. ფასი ყოველთვის კონკურენციის შედეგად არ ყალიბდება და ბაზარზე არსებობს არასაფასო ხასიათის ფაქტორები. ამასთან დაკავშირებით მრავალმა ეკონომისტმა გამოთქვა თავისი მოსაზრება, რომელთა შორისაც არიან: ჯონ ნეში (ალბათ ყველასათვის ცნობილია ნეშის წონასწორობა), ჯორჯ აკერლოფი, მაიკი სპენსი, ჯოზეფ სტიგლიცი და ა.შ.

ასიმეტრიული ინფორმაციის თეორიის შემუშავებისთვის ჟორჟ აკერლოფმა, ჯოზეფ სტიგლიცმა და მაიკლ სპენსმა 2001 წელს ნობელის პრემია დაიმსახურეს. ჩვენ კი სწორედ მათი ნაშრომებიდან განვიხილავთ პატარ-პატარა ფრაგმენტებს, რაც დაგვეხმარება გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ ამ საკითხის ირგვლივ.

ვისაც ოდესმე ეკონომიკასთან შეხება ჰქონია, შეუძლებელია არ გაეგოს“ თამაშთა თეორიის” შესახებ, სადაც უმთავრესი დასაყრდენი “ნეშის წონასწორობაა.„თამაშთა თეორია არის მათემატიკური ეკონომიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს კონფლიქტურ სიტუაციებს სუბიექტებს შორის და მათ სტრატეგიებს. მისი გამოყენება ეკონომიკას სცილდება და შეიძლება სხვა ნებისმიერი სფერო მოიცვას. პირველად მის შესახებ საუბარი მე-18 საუკუნეში იყო, ხოლო მათემატიკური აპარატი და ეკონომიკური თეორიის გაერთიანება შემოგვთავაზეს ჯონ ნეიმანმა და ოსკარ მორგენშტერმა წიგნში „თამაშთა თეორია და ეკონომიკური ქცევა“.50-ანი წლების დასაწყისში ჯონ ნეშმა დახვეწა ეს თეორია და შემოგვთავაზა ახალი ანალიზის მეთოდი, რომელსაც „ნეშის წონაწორობა უწოდეს“. წონასწორობა ეწოდება ისეთ სიტუაციას, როდესაც მოთამაშეებს არ შეუძლიათ გაიუმჯობესონ სიტუაცია მისი კონკურენტის მდგომარეობის ცვლილების გარეშე. ნეშის აზრით ადამ სმითის მიდგომა, როდესაც ყველა თავისთვის მოქმედებს არაოპტიმალურია. უმჯობესია სიტუაცია, როდესაც სუბიექტი სხვისი მდგომარეობის ცვლილებით უკეთეს მდგომარეობაში ხვდება.

შემდეგი ეკონომისტია ჯორჯ აკერლოფი. 1970 წელს აკერლოფმა გამოიწვია მინი-სენსაცია ეკონომიკურ მეცინერებაში, როცა გამოაქვეყნა სტატია”ლიმონების ბაზარი”. სტატიის თემა ეხებოდა, როგორც ნახმარი ისე დეფექტური ავტომობილების(პირობითად ლიმონები) ბაზრის პრობლემას. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ბაზრის ფაისკოს გამომწვევ პოტენციურ მიზეზებზე, რასაც ადრე არ აქცევდნენ ყურადღებას.

აკერლოფის მსჯელობის არსი ასეთია: ვთქვათ არის 2 სახის ესკორტის მარკის ნახმარი”ფორდები”. ექსპლუატაციის პროცესში ზოგ მათგანს კარგად უვლიდნენ და ფაქიზად ეპყრობოდნენ.

მფობელები მათ 2000 დოლარზე ნაკლებად არ გაყიდიან, ხოლო პოტენციური მყიდველები მზად იქნებიან მასში გადაიხადონ 2400 დოლარამდე. სხვა მფლობელები თავიანთ მანქანებს ბარბაროსულად იყენებდნენ, ისე რომ არ არის იმის გარანტია, რომ ეს მანქანები საიმედოდ მოგემსახურებიან. ლიმონების მფლობელები მოხარულები იქნებოდნენ, თუკი მათგან განთავისუფლდებოდნენ ნებისმიერ ფასად, რომელიც 1000 დოლარზე მეტი იქნებოდა.

მყიდველები კი რამდენადაც იციან რას ყიდულობენ, არავითარ შემთხვევაში არ გადაიხდიდნენ 1200 დოლარზე მეტს. თუკი იქნებოდა სხვადასხვა ბაზარი წესიერი მანქანებისთვის და „ლიმონებისთვის“, არც პრობლემა იქნებოდა, მაგრამ ეს ასე არ არის. გამყიდველებმა იციან ”ლიმონია”თუ არა მათი მანქანა, მყიდვეელბმა კიარა. რაც გზას უხსნის „ლიმონების“ გამყიდველებს. ასიმეტრიული ინფრომაცია აკეთებს თავის შავ საქმეს. გამყიდველი, რომელმაც არ იცის რა არის სინამდვილეში, იძულებულია იქონიოს შემთხვევითობის იმედი. ბაზარზე, რომ ცუდი და კარგი მანქანების თანაბარი რაოდენობა იყიდებოდეს, მყიდველის შანსი შეიძინოს კარგი მანქანა იქნებოდა 50%. მაქსიმუმი, რასაც ისინი გადაიხდიდნენ უცნობი ხარისხის მანქანაში იქნებოდა 1800 $. მაგრამ კარგი მანქანის პატრონები ამ ფასად ავტომობილებს უბრალოდ არ გაყიდიან და თვითონ ივლიან. ამის გამო ბაზარზე თანდათან დარჩება მხოლოდ „ლიმონები“. მყიდველები მათში გადაიხდიან 1800 დოლარამდე. ე.ი. ფასს, რომელიც სავსებით აძლევს ხელს გამყიდველს. ამგვარად”ლიმონები” მთლიანად დაიპყრობენ ბაზარს. ეს არის ბაზრის ფიასკოს მკაფიო მაგალითი.

მაიკლ სპენსის თეორია მიუთითებს განათლების, როგორც შრომის ბაზარზე მწარმოებლურობის სიგნალის მნიშვნელობაზე. გასათვალისწინებელია, რომ სიგნალის გადაცემა შეიძლება წარუმატებელი იყოს, თუ”გადამგზავნების” ანუ სამუშაოს მაძიებელთა სიგნალის გადაცემის ღირებულება საკმაოდ არ განსხვავდება ერთმანეთისგან.დამქირავებელი ვერ შეძლებს განასხვავოს სამუშაოს მაღალმწარმოებლური მაძიებელი ნაკლებად მწარმოებლურისგან, თუ პირველი ნააკლებ ღირსეულად თვლის განათლების მიღებას, ხოლო უკანასკნელი აირჩევს განათლების დაბალ დონეს.

ანუ უფრო გასაგებად, რომ ვთქვათ. ფირმა დაინტერესებულია, რომ მისი მომავალი კადრი იყოს გამოცდილი და განათლებული. ვაკანტური ადგილის პრეტენდენტები, არიან თუ არა ასეთები მსგავს სიგნალებს მაინც ავრცელებენ, რამაც შეიძლება შეცდომაშიშეიყვანოს დამქირავებელი.

ასეთისიგნალებისგადაცემისმაგალითებიუმარავია:
– ძვირადღირებულურეკლამადაშორსმიმავალიგარანტიები, როგორცმწარმოებლურობისსიგნალები.
– ფასებისაგრესიულიშეკვეცა, როგორცბაზრისძლიერებისსიგნალი
– დაფინანსებავალითდაარაახალიაქციებისგამოშვებით, როგორცმომგებიანობისსიგნალი
– რეცესიულ–გენერაციულიმონეტარულიპოლიტიკა, როგორცჯიუტადმაღალიინფლაიისშემცირებისუკომპრომისოვალდებულებისსიგნალი.
ჯოზეფ სტიგლიცი – „არასასურველი შერჩევა“

არასასურველი შერჩევა საბაზრო პროცესია, რაც იწვევს ნეგატიურ შედეგებს. ამის ერთ-ერთი საუკთესო მაგალითია – ჯანმრთელობის დაზღვევა . სადაზღვევო კომპანიის მომხმარებლები პირობითად დავყოთ ორ კატეგორიად – 1) კარგი ჯანმრთელობის მქონე ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად ნაკლებ რისკს შეიცავენ ვიდრე 2) მაღალი რისკის ზონაში მყოფი – შესაბამისად სუსტი ჯანმრთელობის მქონე მომხმარებლები.. მათგან პირველები ბუნებრივია ნაკლებ მომსახურებას საჭიროებენ და სადაზღვევო ხარჯებიც ნაკლებია, მაგრამ როგორც წესი სუსტი ჯანმრთელობის ადამიანების რაოდენობა დაზღვევის განხორციელებისას მნიშვნელოვნად სჭარბობს „პირველთა“ რიცხვს, რაც დაკავშირებულია უფრო მეტ დანახარჯებთან.

სადაზღვევო კომპანიამ არ იცის მისი ყველა მომხმარებლის ჯანმრთელობის სტატუსი (თუმცა ისინი ყველაფერს აკეთებენ ამის დასადგენად), ამიტომაც ისინი „სადაზღვევო პრემიის“ გაზრდის მეშვეობით, ახდენენ რისკის მინიმიზებას.

სადაზღვევო პრემია – სადაზღვევო პოლისში მითითებული დამზღვევის მიერ ერთჯერად ან მზღვეველთან შეთანხმებული გრაფიკით ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით გადასახდელი დაზღვევის საფასურისა დაფარვის უზრუნველყოფისათვის.

მზღვეველი – შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია.

დამზღვევი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც დადო დაზღვევის ხელშეკრულება სადაზღვევო კომპანიასთან და რომელიც არის პასუხისმგებელი პრემიის გადახდაზე.

გაზრდილი სადაღვევო პრემია კი აიძულებს „პირველი“ სახის მომხმარებლებს უარი თქვან ასეთ პირობებზე“ შესაბამისად შეწყვიტონ მათი სადაზღვევო ხელშეკრულებები. რის შედეგადაც ხდება რა–სადაზღვევო კომპანიას ხელში შერჩება უფრო მაღალი რისკის მქონე მომხმარებლები, სადაზღვევო კიდევ ეცდება რისკის მინიმიზებას, ეს ყველაფერი სპირალურ ხასიათს მიიღებს და საბოლოო ჯამში შემდეგ სურათს მივიღებთ–სადაზღვევო კომპანიას თითქმის აღარ დარჩება ”პირველი” კატეგორიის მომხმარებლები, სადაზღვევო პრემიის ფასი კი იმხელა იქნება, რომ მის გადახდას ვერც მეორე კატეგორიის მომხმარებლები შეძლებენ. ეს კი უკვე კოლოფასია.
სადაზღვევო კომპანიებს მოვლენების ამ სცენარით განვითარებისაგან მათდა საბედნიეროდ იცავთ სახელმწიფო- სავალდებულოსა და ზღვევის პროგრამები, დამქირავებელები, რომლეთა მოთხოვნითაც დასაქმებულები მუდმივად სარგებლობენ სადაზვევო ხელშეკრულბით (დამქირავებლების უმრავლესობა ვადლებულია თავისი პერსონალი დააზღვიოს), რაც სადაზღვეობს ეხმარებათ შეინარჩუნონ ბალანსი ”დაბალი” და ”მაღალი” რისკის მომხმარებლებს შორის.

ამ თემას ასევე შეეხო ფრანგი ეკონომისტი ჟან ტიროლი, რომელმაც 2014 წელს აიღო ნობელის პრემია. ჟან ტიროლს დიდი წვლილი მიუძღვის აგრეთვე მიკროეკონომიკური ანალიზის განვითარებაშიც. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაშრომია – კოლექტიური რეპუტაციის თეორია, რომელიც წარმოადგენს ასიმეტრიული ინფორმაციით განსაზღვრული ბაზრების შესახებ აკერლოფის მოდელის კონცეფციის დამუშავებულ ვარიანტს. ეს თეორია ფორმალიზებას ახდენს და მათემატიკური მოდელის სახით გამოხატავს ისეთ ცნებებს, როგორიცაა: რეპუტაცია, ხარისხი, დაა.შ. ჟან ტიროლის მიერ შემოთავაზებული კონცეფციის ბაზას ეფუძნება სხვადასხვა ავტორების ახალი ნაშრომები მსგავს თემებზე, როგორიცაა: კორუფციის დონე საზოგადოებაში და სხვ.