ფარმაცევტული ბაზრის გამოწვევები საქართველოსთვის
ავტორის სტილი დაცულია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი
სალომე მაისურაძე
salome.maisuradze059@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
ფარმაცევტულ ბაზარს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის. დროთა განმავლობაში ბაზარი ოლიგოპოლიად ჩამოყალიბდა და არაჯანსაღმა კონკურენციამ მოიცვა. გამოიკვეთა რამდენიმე ოპერატორი, რომელსაც ბაზარი გადანაწილებული აქვს ვერბალური შეთანხმებით.ამ შემთხვევაში კი ფაქტობრივად მომხმარებელი არჩევანის გარეშე რჩება, თუ რომელ აფთიაქში შევიდეს წამლის შესაძენად, რადგან ფასები ყველგან ძალიან მაღალია. სტატიის მიზანია განვიხილოთ საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი, ასევე გასული წლის მონაცემები მედიკამენტების იმპორტის შესახებ ქვეყნების მიხედვით, მნიშვნელოვანია აქცენტის გაკეთება ფარმაცევტული ბაზრის ახალ გამოწვევებზე, რომელიც შეეხება თურქული მედიკამენტების შემოტანას.
Annotation
The pharmaceutical market is of great importance for the country. Over time, the market grew into an oligopoly and unhealthy competition arose. Several operators have been identified who have redistributed the market by verbal agreement.
In this case, in fact, the customer is left with no choice as to which pharmacy to go to to buy the medicine, as prices are very high everywhere.The purpose of this article is to review the Georgian pharmaceutical market, as well as last year’s data on medicine imports by country, it is important to focus on the new challenges in the pharmaceutical market related to the introduction of Turkish medicines.
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარის ანალიზი
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის თანახმად, საქართველოს ფარვაცევტული ბაზარი ევროპულ ანალოგთან შედარებით რეგულირების ნაკლებობას განიცდის და იქ ძირითადად ცალკეული პირები და ჯგუფები დომინირებენ. სააგენტოს თქმით, ფარმაცევტული ბაზარი ჰორიზონტალური და ვერტიკალური ინტეგრაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, სადაც კომპანიები იზრდებიან როგორც მიწოდების ჯაჭვში მათი პირდაპირი, ასევე ამ ჯაჭვის იერარქიის ქვედა ან უფრო მაღალ დონეზე მყოფი კონკურენტების შეძენით.დოკუმენტის თანახმად, ბაზრის ამგვარი სტრუქტურა ჰოლდინგურ ჯგუფებს ანიჭებს საბაზრო ძალას, იქონიონ მნიშვნელოვანი გავლენა მედიკამენტების გამოწერაზე პასუხისმგებელ პირებზე.
2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებულია 10 450 დასახელების მედიკამენტი, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მდებარე 3 213 აფთიაქში იყიდება. საერთო ჯამში, სამი უმსხვილესი კომპანია 927 აფთიაქს ფლობს, რაც ბაზრის 30%-ს შეადგენს. [1]
გრაფიკი 1: საქართველოს იმპორტი სამკურნალო საშუალებების მიხედვით (2022 წელი) :
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/638/importi
გრაფიკის მიხედვით იანვრიდან აპრილისკენ შუალედში იმპორტი თანდათან იზრდებოდა.საბოლოოდ, კი მიაღწია 38,702.2 აშშ დოლარს.მაისის თვეში დაიკლო მაჩვენებელმა და გახდა 34,908.4 აშშ დოლარი.ივნისში ისევ მოიმატა და მიაღწია 2022 წელს ყველაზე მაღალ ნიშნულს 41,223.8 აშშ დოლარს. შემდეგ კი ისევ დაიკლო და აგვისტოში ის გაუტოლდა 34,964.90 აშშ დოლარს.
თავდაპირველად,შეგვიძლია ხაზი გავუსვათ სამკურნალო მედიკამენტების მნიშვნელობას ქვეყნისთვის, რომელიც საქართველოს უმსხვილეს 10 სავაჭრო საქონელში შედის. მედიკამენტების იმპორტში 3,5%- იანი წილით, უმსხვილესი საიმპორტო საქონლის ათეულში მეოთხე ადგილი, საექპორტო საქონელში კი 2,3%-იანი წილით მეცხე ადგილს იკავებს.
სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს საქართველომ მედიკამენტების შესაძენად 354.6 მლნ. დოლარი დახარჯა, რაც 2020 წლის იმპორტის ღირებულებაზე 12.6%-ით მეტია.[2]
რაც შეეხება 2022 წელს საქსტატის მონაცემებით წელს 6 თვეში საქართველოში ჯამში 202,367 მლნ აშშ დოლარის მედიკამენტები შემოვიდა, გასულ წელს კი ანალოგიურ პერიოდში შემოსული იყო 179,316 მლნ აშშ დოლარის.ასევე წელს იმპორტირებული მედიკამენტებიდან 7,057 მლნ აშშ დოლარის წამლები დაუფასოებელი იყო, ხოლო 195,310 მლნ აშშ დოლარის – დაფასოებული. [8]
გრაფიკი 2: საქართველოს TOP- 10 მედიკამენტების საიმპორტო ბაზარი (2021 წელი)
წყარო: https://www.geostat.ge/ka
გრაფიკის მიხედვით იმპორტის ღირებულებით პირველ ადგილზეა გერმანია 51.3 მლნ. დოლარით, მეორე ადგილს იკავებს მეზობელი თურქეთი 46.4 მლნ. დოლარით, მესამეზე არის უნგრეთი 36.9 მლნ დოლარით. ბოლო ადგილას კი არის რუსეთი 12.8 მლნ დოლარი. იმპორტის რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზეა უკრაინა 790.7 ტონით, მეორეზე გერმანია 771 ტონა და სამეულს ასრულებს რუსეთი 710 ტონით. ყველაზე მცირე რაოდენობის მედიკამენტი შემოდის გაერთიანებული სამეფოდან, რომლის რაოდენობაც 26 ტონაა.
როგორც აღვნიშნეთ, თურქეთს დიდი წილი უკავია საიმპორტო ბაზარზე და იმპორტის ღირებულებით ის მსხვილ იმპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა.ახლა კი შეგვიძლია განვიხილოთ თურქული ფარმაცევტული ბაზარი.
თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნა საქართველოში
პრემიერ მინისტრისგადაწყვეტილებით,მოსახლეობისთვის მედიკამენტების ტვირთის შესამსუბუქებლად აუცილებელი იყო ახალი, უფრო იაფი ბაზრის გახსნა. ეს ბაზარი სწორედ საქართველოს წამლების იმპორტიორებში მოწინავე ქვეყანასთან,თურქეთთან მოხდა. თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, მედიკამენტების ფასი, საშუალოდ, 60- 80%- ით შემცირდა. მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ თურქეთში დაფუძნებული მწარმოებლებისგან სამედიცინო მედიკამენტების იმპორტმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ხარჯების შემცირებას, აიძულა ფასების შემცირება ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე. ისეთი პროდუქტები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა სამკურნალო საშუალებები, შემცირდა 220 ლარიდან (დაახლოებით $68/€61) 48 ლარამდე (დაახლოებით $14/€13). [3]
მიუხედავად იმისა,რომ თურქული მედიკამენტები არ შეესაბამება ICH სტანდარტებს, თუ წამლებს აქვს დაბალი ფასები. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, რაშიც სახელმწიფოს მონაწილეობა დიდია.ეს ფაქტორებია:
- სახელმწიფოს მიერ წამლების ფასის სუბსიდირება;
- სახელმწიფოს მიერ ეროვნული ვალუტის კურსის სუბსიდირება, რაც ნიშნავს, რომ დევალვაცია თურქეთშიც მაღალია, მაგრამ მედიკამენტებზე კურსი ფიქსირებულია და განსხვავებას კონვენციურ კურსსა და ფიქსირებულ კურსს შორის ფარავს სახელმწიფო ბიუჯეტი;
- თურქეთში მოქმედებს როგორც საბითუმო, ასევე საცალო მედიკამენტებზე ფასნამატის რეგულაცია;
- მოქმედებს ასევე გენერიკული და ბრენდული პრეპარატების ფასთა შორის სხვაობის აუცილებლობა, რათა გენერიკი ნაკლები ღირდეს;
- თურქეთში ადგილზე არსებობს საწარმოები და თურქული ბაზრის 20-25% უკავია ადგილობრივ ბაზარს. [4]
შედარება ახალი და ძველი ფასებით მედიკამენტებს შორის
ცხრილი1: „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის მედიკამენტების ძველი და ახალი ფასები.(2022 წელი)
წყარო: https://batumelebi.netgazeti.ge/news/396618/
როგორც ცხრილიდან ჩანს, საკმაოდ დიდი სხვაობაა ფასებს შორის. მოცემულ წამლებს შორის ყველაზე ძირი ღირდა ქსოლეარი, რომელიც 35.06%-იანი ფასდაკლების შედეგად გახდა 500 ლარი. ყველაზე დიდი ფასდაკლება მოცემულ წამლებს შორის კრესტორმა განიცადა, რომლის ფასიც შემცირდა 114.54 ლარიდან 15.00 ლარზე. ყველაზე იაფი კი გალვუსმენტი გახლდათ, რომლის ფასმაც გაიაფების შემდეგ 40.00 ლარი შეადგინა.
ჯანდაცვის სამინისტრომ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების გაყიდვების მაჩვენებელი შეისწავლა. შედეგად გამოიკვეთა, რომ ფარმაცევტული ბაზრის გახსნიდან დღემდე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები 125 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა, რაშიც 62 მილიონის ლარის ნაცვლად, დაახლოებით 19 მილიონი ლარი გადაიხადა. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში, საქართველოს მოქალაქეებმა წამლებში 43 მილიონ ლარამდე დაზოგეს. [7]
დასკვნა
ზემოთ წარმოდგენილ ინფორმაციის საფუძველზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედიკამენტები სასიცოცხლო მნიშვნელობას წარმოადგენს ადამიანებისთვის, ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა, ისე რომ არცერთი მხარე არ იყოს დაზარალებული. როგორც ანგარიშები გვიჩვენებს თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტმა გააიაფა მედიკამენტების ბაზარი საქართველოში. აქედან გამომდინარე,შეგვიძლია ვთქვათ,რომ ფარმაცევტული ბაზრის ოლიგოპოლიური ძალაუფლების შესუსტებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმევა და საქართველოსთვის დადებითად აისახება ეს გამოწვევები.
გამოყენებული ლიტერატურა:
- https://civil.ge/ka/archives/467448
- https://bm.ge/ka/article/-top-10-qveyana-saidanac-saqartvelom-sharshan-355-milionis-medikamenti-iyida-/100583
- https://agenda.ge/en/news/2022/559
- https://netgazeti.ge/life/586816/?fbclid=IwAR2-zKUIyuvR5CJIajTQ9Nbh9e3MFihzGr0ljAoGKIOtZutz6CByQNj18ac
- https://batumelebi.netgazeti.ge/news/396618/
- https://www.geostat.ge/ka
- https://1tv.ge/news/jandacvis-saministro-turqetis-bazris-gakhsnidan-dghemde-saqartvelos-moqalaqeebma-wamlebshi-43-milioni-lari-dazoges/
- https://exclusivetv.ge/news/business/tsamlebis-importi-gaizarda-saidan-vyidulobt-medikamentebs