თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

მარიამ ქსოვრელი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტი
mariam.qsovreli7@gmail.com

რეზიუმე

ვაჭრობას ძალზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საერთაშორისო ურთიერთობაში. ის უდიდეს გავლენას ახდენს საერთაშორისო პოლიტიკაზე, ვინაიდან ქმნის მჭიდრო საქმიან კავშირებს ქვეყნებს შორის. საერთაშორისო ვაჭრობა წარმოიშვა მსოფლიო ბაზრის ჩამოყალიბების პროცესში, XVI-XVIII საუკუნეებში. მისი განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საბაზრო ეკონომიკის განვითარებისთვის. ტერმინი – „საერთაშორისო ეკონომიკა“ პირველად გამოიყენა იტალიელმა მეცნიერ-ეკონომისტმა ანტონიო მარგარეტიმ, რომელიც სხვადასხვა ეკონომიკური ტრაქტატის ავტორია.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურპოტენციალის ზრდის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გვევლინება ლიბერალური, ღია ეკონომიკური სისტემის განუყოფელ ნაწილად და მისი განვითარების კატალიზატორად. უცხოური ინვესტიციების შემოდინება ხელს უწყობს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების და კონკურენტუნარიანი სახელფასო გარემოს წარმოქმნას; მართვაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას; ქმნის ქვეყანაში უცხოური ვალუტის მოზიდვის კარგ შესაძლებლობას და სხვ. მოცემულ ნაშრომში ძირითადად განხილულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (შემდგომში პუი) ზეგავლენის საკითხი საქართველოს ეკონომიკაზე.

Abstract

Trade is a very important place in international relations. It has great influence over international politics, as it creates close business ties between countries. International trade has emerged in the formation of the world market in the XVI-XVIII centuries. Its development is one of the most important factors for the development of market economy. The term “international economy” was first used by Italian scientist Antonio Margaret, who is the author of various economic treatments.

It is widely known that one of the key factors of economic growth of any country is to attract investments in the country. Direct foreign investments are an integral part of the liberal, open economic system and a catalyst for its development. The influx of foreign investments contributes to the creation of new jobs and competitive wage environment in the country; Introduction of new technologies in management; Creates a good opportunity to attract foreign currency in the country and so forth. In this paper, the issue of direct foreign investments (hereinafter Pui) affects Georgia’s economy.

შესავალი

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურპოტენციალის ზრდის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გვევლინება ლიბერალური, ღია ეკონომიკური სისტემის განუყოფელ ნაწილად და მისი განვითარების კატალიზატორად. უცხოური ინვესტიციების შემოდინება ხელს უწყობს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების და კონკურენტუნარიანი სახელფასო გარემოს წარმოქმნას; მართვაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას; ქმნის ქვეყანაში უცხოური ვალუტის მოზიდვის კარგ შესაძლებლობას და სხვ. მოცემულ ნაშრომში ძირითადად განხილულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (შემდგომში პუი) ზეგავლენის საკითხი საქართველოს ეკონომიკაზე.

პუი-ს შეუძლია დამატებითი ფინანსების უზრუნველყოფა, ტექნოლოგიისა და ნოუ-ჰაუს შემოტანის სტიმულირება და საექსპორტო ბაზრებში შეღწევის გაადვილება. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების წარმოების საკმაოდ წარმატებული რესტრუქტურიზაცია ძირითადად უცხოური ინვესტიციების შემოდინებას მიეწერება. ხშირად აღნიშნავენ, რომ წარმოებაში დაბანდებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მწარმოებლურობის ზრდას და ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლებას იწვევს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საკმაოდ ნათელ წარმოდგენას გვიქმნის, თუ რა ოდენობის თანხები განთავსდება ქვეყნის ძირითად კაპიტალში, რამდენად მიმზიდველია ქვეყანა საინვესტიციოდ, რომელ დარგებშია მაღალი მოგების მიღების შესაძლებლობები.
ამრიგად, უცხოური ინვესტიციების დინამიკა და სტრუქტურა ქვეყნის განვითარების ძალზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია. მით უფრო, საქართველოს პირობებში, როდესაც განვითარებისთვის შიგა რესურსები მწირია: ბიუჯეტის რესურსები შეზღუდულია, ხოლო ეკონომიკური სუბიექტების დანაზოგები ინვესტირებისათვის ძალზე მცირე.

საქართველოში მოქმედი ძირითადი სავაჭრო რეჟიმები

მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნების მსგავსად საქართველოც ჩაბმულია საერთაშორისო ვაჭრობაში. ჩვენი ქვეყნის წარმატებულ ურთიერთობებზე საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა სახელმწიფოებთან ნათლად მიუთითებენ საქართველოში მოქმედი ძირითადი სავაჭრო რეჟიმები:

• უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (Most-Favored-Nation)
საქართველოს სავაჭრო პარტნიორების უმეტესობა არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) წევრი და შესაბამისად, ვმო-ს წევრ ქვეყნებთან (158 ქვეყანა) სავაჭრო ურთიერთობები ხორციელდება “უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის” (MFN) საფუძველზე.

• ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
საქართველოს ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს შემდეგ ქვეყნებთან: რუსეთის ფედერეცია, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, თურქეთი.

• ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)
DCFTA საქართველოს აძლევს საშუალებას ეტაპობრივად მიიღოს ევროკავშირის შიდა ბაზრის ოთხი თავისუფლებიდან სამი: საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება. მეოთხე თავისუფლებას – ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას ხელს უწყობს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი.

• პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა (Generalized System of Preferences – GSP)
პრეფერენციების განზოგადებული სისტემის (GSP) ძირითადი არსია ბენეფიციარი ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე საბაზო საიმპორტო ტარიფის შემცირებული განაკვეთების დაწესება, რაც აადვილებს განვითარებადი ქვეყნების საქონლის შეღწევას განვითარებული ქვეყნების ბაზარზე. საქართველო არის შემდეგი ქვეყნების პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის რეჟიმის ბენეფიციარი: ევროკავშირი, აშშ, იაპონია, კანადა, შვეიცარია და ნორვეგია.

უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები საქართველოს ექსპორტში

ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად პრინციპს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისა.

საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ იქნა როგორც სატარიფო პოლიტიკის, ასევე ტექნიკური რეგულირების სფეროს რეფორმა, რის შედეგადაც საქართველოს დღეისათვის გააჩნია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს გამარტივებულ საგარეო ვაჭრობის რეჟიმსა და საბაჟო პროცედურებს, დაბალ საიმპორტო ტარიფებსა და მინიმალურ არასატარიფო რეგულირებას.

2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 285 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18%-ით მეტია.
• ექსპორტი 30%-ით გაიზარდა და 577 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა
• იმპორტი 15%-ით გაიზარდა და 1 708 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-მარტში 1 132 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50% შეადგინა, ამასთან, 2015 წელთან შედარებით 6%-ით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 4%-ით გაუმჯობესდა. 2017 წლის იანვარ – მარტში, 2012 წლიდან მოყოლებული იანვარ-მარტის ექსპორტის ზრდის მაქსიმალური მაჩვენებელი – 30% დაფიქსირდა.

2017 წლის იანვარ – მარტში, ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 468 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 32% ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

1

2

ევროკავშირში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტმა 2017 წლის იანვარ-მარტში 30.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-ით და 10.8 მლნ. აშშ დოლარით ნაკლებია, ხოლო სამრეწველო პროდუქციის ექსპორტმა შეადგინა 128.5 მლნ. აშშ დოლარი – 86%-ით და 59.4 მლნ. აშშ დოლარით მეტი.

ექსპორტი გაიზარდა შემდეგი სასაქონლო პოზიციების ხარჯზე:
სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია:
სპირტიანი სასმელები – ექსპორტი 5.6 მლნ. აშშ დოლარი (87% და 2.6 მლნ. აშშ დოლარით მეტი). ძირითადი ექსპორტი განხორციელდა: საფრანგეთში (45%), ნიდერლანდებში (32%), ესპანეთში (11%);.
• ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები – ექსპორტი 1.6 მლნ. აშშ დოლარი (141% და 0.9 მლნ. აშშ დოლარით მეტი). ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: გერმანია (29%), სლოვაკეთი (27%), იტალია (22%); • ღვინო – ექსპორტი 3.1 მლნ. აშშ დოლარი (8%-ით და 0.2 მლნ. აშშ დოლარით მეტი). ძირითადი ექსპორტი განხორციელდა: პოლონეთში (40%), ლატვიაში (21%), გერმანიაში (10%); ესტონეთში (40%-ით). • მინერალური წყალი – ექსპორტი 3.5 მლნ. აშშ დოლარი (29%-ით და 0.8 მლნ. აშშ დოლარით მეტი). ძირითადი ექსპორტი განხორციელდა: ლიტვაში (97%);

სამრეწველო პროდუქცია:

• სპილენძის მადნები და კონცენტრატები – ექსპორტი 54.8 მლნ. აშშ დოლარი. ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: ბულგარეთი (55%), ესპანეთი (29%), რუმინეთი (15%);
• აზოტოვანი სასუქები – ექსპორტი 17.2 მლნ. აშშ დოლარი (86%-ით და 7.9 მლნ. აშშ დოლარით მეტი). ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: ბულგარეთი (23%), რუმინეთი (22%), პოლონეთი (17%), ლიტვა (16%);
• ფეროშენადნობი – ექსპორტი 7.6 მლნ. აშშ დოლარი (2-ჯერ და 5.0 მლნ. აშშ დოლარით მეტი). ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: ესპანეთი (24%), საბერძნეთი (18%), ლუქსემბურგი (18%);

საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები

2017 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66% შეადგინა. პირველ ადგილზეა თურქეთი (331 მლნ. აშშ დოლარი 14.5%), მეორე ადგილზეა რუსეთი (255 მლნ. აშშ დოლარი და 11.2%), ხოლო მე- 3 დგილზე აზერბაიჯანი (207 მლნ. აშშ დოლარი და 9.1%).

3

თავისუფალი ვაჭრობა თურქეთთან

როგორც ზემოთ განვიხილეთ, ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობის ყველაზე ოპტიმალური ფორმაა თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც გულისხმობს შეზღუდვებისა და ტარიფების მოხნსას, საქონლისა და სამუშაო ძალის თავისუფალ მიმოსვლას. ჩემი აზრით, ამ კუთხით საინტერესო იქნება, თუ განვიხილავთ საქართველოსა და თურქეთის თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობას. რაც ნათლად დაგვანახებს მის უპირატესობას ჩვენი ქვეყნისთვის, და არა მარტო.

საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2007 წლის 21 ნოემბერს გაფორმდა და ძალაში შევიდა 2008 წლის 1 ნოემბრიდან. შეთანხმების მიხედვით, ორ ქვეყანას შორის აღარ არსებობს საბაჟო ტარიფები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. მთავრობა დიდ იმედებს ამყარებდა საქართველო-თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებაზე. ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მიიჩნევდნენ, რომ თურქეთთან თანასწორობისა და ურთიერთსარგებლობის საფუძველზე ვაჭრობა ხელს შეუწყობდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასა და საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, ასევე წაახალისებდა მეწარმეებს მხარეთა ბაზარზე შეღწევადობის თვალსაზრისით.

თუმცა რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. შემოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტი საკმაოდ დაბალი ხარისხისაა და ფალსიფიცირებულია, გაჯერებულია ნიტრატებით და არაჯანსაღ კონკურენციას უწევს ადგილობრივ წარმოებას. უმეტეს შემთხვევაში აგრარულ ბაზრებსა და სუპერმარკეტებში ვნახავთ, რომ პომიდორი, რომელიც იწარმოება საქართველოში და რომლის წარმოების რესურსებიც არსებობს ქვეყანაში, არის თურქული. სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია დაკავებული აქვს უცხოურ სეგმენტს. ამან მოსახლეობის ნაწილში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია და საჭირო გახდა ბარიერების დაწესება დაბალფასიან პროდუქტზე. ყველა ქვეყანა იცავს თავის ბაზარს. დაავადებული პროდუქტის იმპორტის არსებობას არავინ დათანხმდება. თურქეთი ასეთ პროდუქტს არ მოიხმარს შიდა ბაზარზე. საქართველოც ვალდებულია დაიცვას მოსახლეობის ინტერესები. ეს ყველაფერი რეგულირდება კანონით. დამატებით უნდა გაკეთდეს ის, რომ დავიცვათ სავაჭრო ორგანიზაციების დადგენილი წესები. როცა პროდუქცია დაავადებული და გენმოდიფიცირებულია, ჩვეულებრივი პროცედურაა, როგორც კი შემოვა, საზღვარზევე იქნეს შეჩერებული. შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2012 წლის განმავლობაში საქართველოში თურქეთიდან 23 ათას ტონაზე მეტი კარტოფილი შემოვიდა და აქედან ფიტოსანიტარული კონტროლის განხორციელებისას არც ერთმა აღებულმა ნიმუშმა არ აჩვენა დადებითი შედეგი.

ამა წლის იანვარ-ივნისის მონაცემების მიხედვით ექსპორტი შეადგენს 109,352,7 ათასი აშშ დოლარი, იმპორტი- 646,347,2 ათასი აშშ დოლარი, სავაჭრო ბრუნვა კი – 755,699,9.

თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება სამრეწველო საქონლით ვაჭრობის სრულ ლიბერალიზაციას ითვალისწინებს და სერიოზულ შეღავათებს სთავაზობს სოფლის მეურნეობის სფეროს. კერძოდ, შესაძლებელი გახდა ყოველწლიურად თურქეთში საბაჟო გადასახადის გარეშე ერთ მილიონ ბოთლზე მეტი ღვინის ექსპორტირება, რომელიც აქამდე 70 პროცენტიანი გადასახადით იბეგრებოდა. ასევე, 50 პროცენტზე მაღალი საბაჟო გადასახადების გადახდა აღარ მოუწევს საქართველოდან ექსპორტირებულ 4 ათას ტონა მანდარინსა და ფორთოხალს.

ვიმედოვნოთ, რომ სამომავლოდ აღნიშნული პრობლემები მოგვარდება და კიდევ უფრო გაღრმავდება ეკონომიკური ურთიერთობები მეზობელ თურქეთთან. რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ეს ხელს შეუწყობს ჯანსაღ კონკურენციას ადგილობრივ ბაზარზე, ასტიმულირებს მეწარმეებს გააუმჯობესონ თავიანთი წარმოება და დაიმკვიდრონ ადგილი თურქეთის ბაზარზე.

საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მსურს ყურადღების გამახვილება, არის საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობები. თავისუფალი ვაჭრობა ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობის ზრდას და დივერსიფიცირებას

შვეიცარიის შემდეგ, საქართველო მეორე ევროპული ქვეყანა გახდა, რომელთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (FTA) ხელშეკრულება გააფორმა.

მოლაპარაკება ორ ქვეყანას შორის 2015 წლის მარტში დაიწყო და ბოლო, 7 თვიანი ინტენსიური დიალოგის შემდეგ, საბოლოო შეთანხმება 13 მაისს პეკინში გაფორმდა.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან (მოიცავს ასევე ჰონგკონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რაიონს) ქართული ექსპორტისთვის მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარს ხსნის, რომელიც 1,373 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს. საბაჟო გადასახადისგან, ქართული საექსპორტო პროდუქციის, დაახლოებით 94% თავისუფლდება.

მათ შორის: ღვინო, ლუდი, მინერალური წყლები, წვენები, თხილი, თაფლი, ჯემები, ჩაი, თევზი და ზღვის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული, შოკოლადის ნაწარმი, მარცვლეული, სამკურნალო საშუალებები, აზოტოვანი და მინერალური სასუქები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია და სხვა.
თუ 2012 წელს, ჩინეთში მხოლოდ 25 მილიონ 674 ათასი აშშ დოლარის ქართული საექსპორტო პროდუქცია შევიდა, უკვე 2016 წელს, ამ ციფრმა 169 მილიონ 586 ათასი დოლარი შეადგინა, ანუ ექსპორტი თითქმის, 7-ჯერ გაიზარდა.

საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ აქცენტს ღვინოზე აკეთებს, 2017 წლის იანვარ აპრილში, ჩინეთში 2 391 981 ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 207%-ით მეტია.

ამ მაჩვენებლით ჩინურმა ბაზარმა უკვე გადაასწრო ისეთ ტრადიციულ ღვინის ბაზრებს, როგორებიც უკრაინა-პოლონეთია და რუსეთის შემდეგ (11 076 015 ბოთლი) მეორე ადგილზეა.

საქართველოს საინვესტიციო გარემოს შეფასება

უცხოურ ინვესტიციათა მნიშვნელოვანი მოცულობის მიღწევისათვის არსებით როლს ქვეყნისათვის ეფექტიანი საინვესტიციო გარემოს ქონა წარმოადგენს.

საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით საქართველოში ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ჩვენმა ქვეყანამ საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს იკავებს.

Doing Business-ის 2017 წლის რეიტინგში საქართველო მე-16 ადგილზეა. მსოფლიო ბანკმა “Doing Business 2017 „თანასწორი შესაძლებლობები ყველასათვის” კვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა.

კვლევის შედეგების თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო მესამე ადგილზეა უმაღლესი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის – მაკედონიის (ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა) და ლატვიის შემდეგ. საქართველო, ასევე, იმ მოწინავე 10 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს საკუთარი მაჩვენებლები გლობალური მასშტაბით.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველომ აამაღლა ელექროენერგიით უზრუნველყოფის საიმედოობა მიმწოდებელი კომპანიებისთვის ჯარიმების დაწესებით ენერგიის წყვეტის საშუალო ხანგრძლივობის ინდექსის (SAIDI) და სისტემის გათიშვის საშუალო სიხშირის (SAIFI) ინდექსის წინა წელთან შედარებით გაუარესებისთვის. ასევე, სავალდებულო გახდა კომპანიის მიერ მომხმარებლის ინფორმირება ელექტროენერგიის დაგეგმილ გათიშვასთან დაკავშირებით.

ელექტრონული დამუშავების სისტემის გაუმჯობესებით შესაძლებელი გახდა ექსპორტის და იმპორტის დოკუმენტების უფრო სწრაფი წარდგენა. ასევე, დაინერგა წინასწარი ელექტრონული დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობა. გადასახადების გადახდის სფეროში საქართველომ გააუქმა მოგების გადასახადის დეკლარაციის დამატებითი დანართი და გააუმჯობესა დღგ-ის დეკლარაციების წარსადგენად გამოყენებული ონლაინ სისტემის ეფექტიანობა.

Doing Business 2017 ბიზნეს საქმიანობის ხელისშემწყობ და შემზღუდველ რეგულაციებს იკვლევს. კვლევაში წარმოდგენილია რაოდენობრივი მაჩვენებლები, რომლებიც 190 ქვეყანაში მოქმედი ბიზნესის რეგულაციებისა და საკუთრების უფლების დაცვის ხარისხის შედარების საშუალებას იძლევა. ბიზნესის წარმოება, ასევე, აფასებს კანონმდებლობის იმ ასპექტებს, რომლებიც 11 სფეროში ახდენს ბიზნესის ქმედითუნარიანობაზე გავლენას. ამ თერთმეტი სფეროდან, ათი წლევანდელ ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეიტინგშია წარმოდგენილი. ესენია: ბიზნესის წამოწყება, მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული საქმიანობა, ელექტრო ენერგიის მიღება, ქონების რეგისტრაცია, კრედიტის აღება, მინორიტარი ინვესტორების უფლებების დაცვა, გადასახადების გადახდა, საერთაშორისო ვაჭრობა, კონტრაქტების შესრულება, გადახდის უუნარობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა.

დასკვნები და რეკომენდაციები

საქართველომ გარკვეულ წარმატებებს უკვე მიაღწია უცხოური ინვესტიციების მოზიდვით კუთხით.

სტაბილური ეკონომიკური განვითარება, ლიბერალური და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკური პოლიტიკა, მხოლოდ 6 გადასახადი და შემცირებული საგადასახადო განაკვეთები, ლიცენზიებისა და ნებართვების მცირე რაოდენობა, ადმინისტრაციული პროცედურების სიმარტივე, პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმები მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, კარგად განვითარებული და ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემა, განათლებული კვალიფიციური და კონკურენტული სამუშაო ძალა და სხვა მრავალი ფაქტორი წარმოადგენს მყარ საფუძველს საქართველოში ბიზნესის დაწყებისა და მისი წარმატებული განვითარებისათვის.

ვინაიდან ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოში უმეტესწილად უცხოური ინვესტიციების ზრდის მოლოდინს ემყარება, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით საჭიროა დამატებით რიგი ღონისძიებების განხორციელება: მხადამჭერი აქტიური სამთავრობო პოლიტიკის შემუშავება, მაკროეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევა, ფისკალური კრიზისების არარსებობა, ფინანსური ინსტიტუტების (მაგ. საქართველოს საფონდო ბირჟა) განვითარებისათვის ხელშეწყობა, უცხოელი ინვესტორებისათვის საგადასახადო პრივილეგიების დაწესება, აქციონერთა დაცვისადმი მიმართული კანონმდებლობის დახვეწა.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ყუფარიძე გ., საგადასახადო პოლიტიკა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, თბ. 2013
2. Impact of Foreign Direct Investment and Trade on Economic Growth Shiva S. Makki The
World Bank
3. ,,ევროკავშირის შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ და საქართველო’’-ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი,2014
4. http://www.economy.ge/uploads/files/2017/foreign_trade/2017_3_month_trade_turnover.pdf
5. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, www.geostat.ge
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, http://www.mof.ge/
7. fortuna.ge
8. www.amerikiskhma.com