ინვესტიციების როლი ეკონომიკის განვითარებაში
ანა კახნიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი
anakakhniashvili1@gmail.com
ანოტაცია
მოცემულ სტატიაში განხილულია ინვესტიციების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ინვესტიციების მოზიდვას, რადგან მათი მეშვეობით შესაძლებელია ეკონომიკური განვითარება და ეფექტიანობის მიღწევა. ისინი ქმნიან ახალ საწარმოებსა და დამატებით სამუშაო ადგილებს, საშუალებას იძლევიან თანამედროვე ტექნოლოგიები დაიხვეწოს და განახლდეს საწყისი კაპიტალი. ინვესტიციების სხვადასხვა სახეები არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება და სხვადასხვა დანიშნულება აქვს და ამავე დროს, ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში განსხვავებული როლი უკავია. ასევე, მნიშვნელოვანია თუ რა გავლენას ახდენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაზე.
Annotation
This article discusses the importance of investments in the development of the country’s economy. It is important for the country’s economy to attract investment, as it enables economic development and efficiency. They create new ventures and additional jobs, allow modern technologies to be refined and upgraded from start-up capital. There are different types of investments that are significantly different and have different purposes and at the same time play a different role in the development of the national economy. Also important is the impact of foreign direct investment on the Georgian economy.
ინვესტიციების ცნება
სიტყვა ინვესტიცია ლათინური წარმოშობისაა (investire – შემოსვა) და ნიშნავს კაპიტალის ხანგრძლივ დაბანდებას ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. ამასთან არსებობს ინვესტიციების მრავალი განმარტება, კერძოდ, უილიამ შარპისა და მისი თანაავტორების აზრით, ინვესტიცია ეს არის „ ფულთან განშორება დღეს, ხვალ უფრო მეტის მიღების მიზნით“. ხოლო რუსი მეცნიერის, ა.ს. სელიშევის განმარტებით ინვესტიციები არის დანაზოგის გამოყენება ძველის აღსადგენად და ახლი საწარმოო სიმძლავრეების და სხვა კაპიტალური აქტივების შექმნის მიზნით.
ინვესტიციად მიიჩნევა ყველა სახის ქონებრივი და ინტელექტუალური ფასეულობა ან უფლება, რომელიც დაბანდდება და გამოიყენება შესაძლო მოგების მიღების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობაში. ასეთი ფასეულობა ან უფლება შეიძლება იყოს როგორც, ფულადი სახსრები, აქციები და სხვა ფასიანი ქაღალდები, ასევე, უძრავი და მოძრავი ქონება – მიწა, შენობა-ნაგებობები, მოწყობილობები და სხვა მატერიალური ფასეულობა; მიწით ან სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უფლება და კანონით აღიარებული სხვა ქონებრივი ან ინტელექტუალური ფასეულობა ან უფლება.
ჩვენ რაც უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ კი არის ის, რომ: ინვესტიციები ხელს უწყობენ საწარმოო, ინოვაციური და სოციალური პროექტების რეალიზაციას, მონაწილეობენ წარმოების მოცულობის ზრდისა და საზოგადოებრივი წარმოების ეფექტიანობის შემდგომი ამაღლების საქმეში. სახელმწიფოს კრიზისის პირობებში ინვესტიციები წარმოადგენენ ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებას სოციალური და საწარმოო პოტენციალის სტრუქტურული გარდაქმნისა და მისი ბაზრისადმი დაქვემდებარების გზაზე.
ნებისმიერი ინვესტირების, მთავარი მოქმედი პირი ინვესტორია. ინვესტორი არის პირი ან კომპანია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, ბიზნესის რომელ სფეროში რა სახის ინვესტირება განახორციელოს. ინვესტორებს განსხვავებული შეხედულებები აქვს ბიზნეს სტრატეგიებზე და ამის გამო ინვესტირების მრავალი სახე არსებობს.
ინვესტირების სახეები და ფორმები
ინვესიციების სახეები:
• რეინვესტირება;
• პირდაპირი ინვესტიციები- ეს ნიშნავს იმას,რომ ინვესტორი დამოუკიდებლად ირჩევს ინვესტირების ობიექტს, აფასებს რისკებს და არსებულ ყველა მასზე დაკისრებულ გადაწყვეტილებას.
• რეალური ინვესტიციები – რეალური ინვესტიციების ქვეშ იგულისხმება დაბანდებანი უშუალოდ წარმოებაში, ანუ ძირითად კაპიტალში და საბრუნავ საშუალებებში
• ფინანსური ინვესტიციები – ფინანსურ ინვესტიციებს მიეკუთვნებადაბანდებანი ფასიან ქაღალდებში, მიზნობრივი ფულადი ანგარიშები, კრედიტები და ა.შ
• ვენჩერული ინვესტიციები – ახალ ან მცირე საწარმოში ინვესტიცია, რომელიც ჩვეულებრივ აქციათა პაკეტის მნიშვნელოვანი წილის ინვესტორის საკუთრებაში გადასვლის სანაცვლოდ ხორციელდება. ვენჩურული კაპიტალის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია დიდი რისკი.
• გრძელვადიანი ინვესტიციები- ხასიათდება ინვესტირებით, რომელიც გრძელდება ერთ წელზე მეტი.
• მოკლევადიანი ინვესტიციები- ხასიათდება ინვესტირების მოკლევადიანი პერიოდით, ჩვეულებრივ, ერთი წლით.
ინვესტიციები ასევე იყოფა ფორმების მიხედვით:
• მატერიალური ინვესტიციები (მიწა, უძრავი ქონება, აღჭურვილობა-ტექნიკა)
• არამატერიალური ინვესტიციები (საავტორო უფლებები, ლიცენზიები)
• ფინანსური ინვესტიციები (ფასიანი ქაღალდები)
ინვესტიციების როლი თანამედროვე ეკონომიკის განვითარებაში ძალიან დიდია. ინვესტიციები მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომერციული საქმიანობის ეფექტური ფუნქციონირებისა და დინამიური განვითარებისათვის.
ინვესტიციები ასევე ხასიათდება ორი ურთიერთდაკავშირებელი პარამეტრით ესენია- რისკი და მოგება. როგორც წესი რაც უფრო დიდია რისკი მით უფრო მაღალია მოსალოდნელი მოგებაც.
საინვესტიციო აქტივობის არსებული მდგომარეობა საქართველოში
სტაბილური ეკონომიკური ზრდის მიღწევის წინაპირობას პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს. საქართველოში საინვესტიციო აქტიურობა 1998 წლიდან იწყება. ცხადია, რომ ღია ეკონომიკა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და მისი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების უმთავრესი ფაქტორებია.
საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად პოზიტიურ გარემოს ქმნის ისეთი დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების არსებობა, როგორიცაა ნავთობის მრეწველობა, შავი (ძირითადად მანგანუმის მადნისა და ფეროშენადნობის წარმოება) და ფერადი მეტალურგია, მანქანათმშენებლობის ცალკეული სახეობები, სამთოქიმიური მრეწველობა (ძირითადად დარიშხანის წარმოება), მტკნარი და მინერალური წყლების ჩამოსხმა, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების წარმოება, მეჩაიეობა, მევენახეობა, მეხილეობა, მეციტრუსეობა, მეაბრეშუმეობა, თამბაქოს წარმოება, მათი პროდუქციის გადამამუშავებელი მრეწველობა და ა. შ მსოფლიოს ენერგეტიკული ბაზრების დიდ ინტერესს იწვევს საქართველოს სრტატეგიული მდებარეობა, რომელიც უზრუნველყოფს ნავთობის მილსადენებით ტრანსპორტირებისათვის მეტად ეფექტიან და უმოკლეს გზას კასპიის, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან შავ ზღვამდე. საქართველო ესაზღვრება იმ ქვეყნებს,რომლებიც ფლობენ ნავთობისა და გაზის უდიდეს მარაგებს, კერძოდ, რუსეთსა და კასპიის ქვეყნებს; მეორე მხრივ, იგი ესაზღვრება თურქეთს,რომელიც ენერგორესურსების მნიშვნელოვანი მომხმარებელია. აქედან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, როგორც ნავთობისა და გაზის მომპოვებელი,ისე აღნიშნული პროდუქტის შემსყიდველი ქვეყნების მხრიდან.
2018-2019 წლის მონაცემებს საქსტატი გვაწვდის. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის I კვარტალში 281.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 6.3 პროცენტით ნაკლებია. შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება პირდაპირ კავშირშია:
• ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკასთან. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება უცხოელი ინვესტორების ნდობისა და მათი ინტერესების შემცირების ერთგვარი სიგნალია. იგი ასახავს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობის ზრდის არაეფექტიან მიდგომებს (ცალკეულ სფეროში);
• სექტორების მიმზიდველობასთან. აღმასრულებელი უწყებები ეფექტიანად ვერ ახდენენ ეკონომიკის სექტორების საინვესტიციო პრომოუშენს, დროულად ვერ ამთავრებენ პროექტებს, აგვიანებენ რეფორმირების პროცესებს. მაგალითად, მსოფლიოში, კავშირგაბმულობის სექტორი, ინტერნეტ სივრცე და ბაზარი არის მომგებიანი და საინვესტიციოდ მიმზიდველი სფერო. საქართველოში, გამომდინარე იმისა, რომ ინტერნეტიზაციის პროექტი ვერ დასრულდა, ქვეყანა კარგავს მნიშვნელოვან შემოსავლებს;
• საპრივატიზაციო ობიექტების რაოდენობასთან. საინვესტიციოდ მიმზიდველი გასაყიდი ობიექტების შემცირებასთან;
• მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ ფონდთან. ქვეყანაში მცირეა საშუალო კლასი, დიდ ნაწილს აქვს დაბალი შემოსავლები ან ვალი. ინვესტორები მხედველობაში იღებენ მცირე ბაზარს, დაბალი მსყიდველობითუნარიანობას და ეკონომიკური პროგრამების სუსტ ეფექტს;
• გეოპოლიტიკურ რისკებთან, პოლიტიკურ გაურკვევლობასთან;
• ეკონომიკური დიპლომატიის მასშტაბებთან
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება 2018 წელს: (geostat.ge-ს მონაცემების მიხედვით)
o აზერბაიჯანი – 19,5%
o გაერთიანებული სამეფო – 16,5%
o ნიდერლანდი – 13,6%
o აშშ – 8,4%
o პანამა – 6,1%
o ჩეხეთი – 5,9%
o ჩინეთი – 5,3%
o კორეა – 5,1%
o რუსეთი – 4,9%
o სხვა ქვეყნები – 14,7%
დასკვნა
საბაზრო მეურნეობის მართვის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია ეფექტიანი საინვესტიციო საქმიანობა. კაპიტალის კვლავწარმოებისა და ინვესტიციური პროცესების აქტივობა არსებითად განსაზღვრავს ეროვნული წარმოების განვითარებას. ინვესტიციები საშუალებას იძლევა, აღმოიფხვრას არსებული სოციალურ– ეკონომიკური პრობლემები, გახდეს დამატებითი იმპულსი საზოგადოებრივი განვითარებისათვის. მიმღები ქვეყნისათვის, ინვესტიციები წარმოადგენენ უმნიშვნელოვანეს წყაროს საწარმოო საქმიანობის განახლებისათვის, კონკურენტუნარიანობის ზრდის ეფექტიანი საშუალებაა, მსოფლიო ეკონომიკაში ქვეყნის პოზიციების გაფართოებისა და გამყარების საუკეთესო წინაპირობაა. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელია, მიზანმიმართული და გააზრებული საინვესტიციო ნაბიჯების გადადგმა. მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანია, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ადგილობრივი და უცხოური კაპიტალის შერწყმა და მათი ეფექტიანი განთავსების ორგანიზაცია, რაც დიდად შეუწყობს ხელს საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების დაბალანსებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ეკონომიკურ ზრდას. ინვესტიციები წარმოადგენენ საბაზრო ურთიერთობების განუყრელ ნაწილს და ყველა ქვეყნისათვის, სწორად განხორციელებული სიანვესტიციო პროექტები, ეკონომიკური ზრდის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დეტერმინანტია. სამაგისტრო ნაშრომის კვლევაში გაანალიზებულია, ის უარყობითი მხარები, რომელიც შესაძლებელია მოჰყვეს უცხოური კაპიტალის უკონტროლო შემოდინებას ქვეყანაში, თუნდაც ინვესტიციების სახით, კერძოდ: 1. გამოდევნოს შიგა ინვესტიციები ბაზრიდან; 2. გააძლიეროს მოსახლეობის შემოსავლების დიფერენციაცია; 3. აამაღლოს უცხოური ინვესტიციების მიმღები ქვეყნის შიგა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ინვესტიციების გამცემი ქვეყნის ჩარევის მასშტაბი. ჩვენი ქვეყნისათვის ინვესტიციების ზრდას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ეკონომიკური ზრდა წარმოუდგენელია წარმოებისა და მომსახურების სფეროების აღმავლობის გარეშე, რასაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები ესაჭიროება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მშპ-ს ზრდაზე, შემოსავლების დონეებსა და განაწილებაზე, დასაქმებასა და ხელფასებზე, სავაჭრო ბალანსზე (ექსპორტ-იმპორტზე), მიმდინარე და კაპიტალურ ანგარიშებზე, გადასახადების შეგროვებაზე, ტექნოლოგიების გადაცემაზე, ცოდნისა და მართვის უნარ–ჩვევებზე. საქართველოსთვის აუცილებელია უცხოური კაპიტალი, რომელიც ქვეყნისათვის ახალი კაპიტალის, მოწინავე ტექნოლოგიებისა და მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვას შეუწყობს ხელს და ასევე შიდა ინვესტიციებს წაახალისებს.
გამოყენებული ლიტერატურა
1. პოლ კრუგმანი-საერთაშორისო ეკონომიკა მეათე გამოცემა
2. www.geostat.ge
3. investopedia.com
4. forbes.ge