მდგრადი განვითარების ეკონომიკური ასპექტი

ავტორის სტილი დაცულია

ნათია ხვთისიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
Khvtisiashvilin99@gmail.com

ანოტაცია
განვითარების პრინციპები მოიცავს შემდეგ ძირეულ მიმართულებებს: ეკონომიკა; ჯანდაცვა და კეთილდღეობა; გარემოს დაცვა. მდგრადი განვითარების კონცეფციას მჭიდრო კავშირი აქვს ეკონომიკასთან რადგან მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა მოხმარება და ნარჩენების მართვა, კორპორაციული პასუხისმგებლობა, დასაქმება, ენერგიის ეფექტიანობა და დაზოგვა, სიღარიბის შემცირება. აღნიშნული კონცეფცია გვეხმარება ისე მოვიპოვოთ ეკონომიკური კეთილდღეობა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანდესს გარემო და მეტად ვიზრუნოთ საზოგადოების სოციალურ კეთილდღეობაზე.

Annotation
This article discusses the importance of sustainable development, its essence, goals and principles. The principles of sustainable development include the following main areas: economics; Health and well-being; Environmental protection. The concept of sustainable development is closely related to the economy as it covers issues such as consumption and waste management, corporate responsibility, employment, energy efficiency and savings, poverty reduction. This concept helps us to achieve economic prosperity, less damage to the environment and take more care of the social welfare of the community.

მდგრადი განვითარება გულისხმობს ეკონომიკური ზრდის ისეთ ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების კეთილდღეობას მოკლე, საშუალო და, რაც მთავარია, ხანგრძლივი ვადით. იგი ეფუძნება პრინციპს, რომლის თანახმად, დღევანდელობის მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მომავალ თაობებს. მდგრადი განვითარება გულისხმობს პირობების შექმნას გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის გარემოს დაცვის საკითხების მაქსიმალური გათვალისწინებით. იგი მოიცავს ბიოლოგიური რესურსების ისეთი გზით და სისწრაფით გამოყენებას, რომელიც მომავალში არ გამოიწვევს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შემცირებას და მას მომავალი თაობები საჭიროებების გათვალისწინებით შეინარჩუნებს.

მდგრადი განვითარების კონცეფცია უნდა ემყარებოდეს შემდეგ პრინციპებს:
1. მაქსიმალური ეფექტიანობით გამოყენებულ იქნეს ბუნებრივი რესურსები ბუნებაზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარეშე.
2. ცოცხალი რესურსებით სარგებლობისას არ მიადგეს ზიანი ბიო მრავალფეროვნებას და დასახული იქნას გზები მისი აღწარმოების და გამრავალფეროვნებისა.
3. უნდა მოიცავდეს რესურსების მართვის პრინციპების განვითარებას, რომლის დროსაც გათვალისწინებული იქნება სამომავლო რისკები.
4. არსებული რესურსების ბაზაზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება.
5. ეკონომიკური განვითარების კვალდაკვალ მთავარი პრიორიტებების გაამოყოფა და სრულყოფა.
6. ტრადიციული ენერგორესურსების ნაცვლად ენერგო განახლებადი რესურსებით ჩანაცვლება შესაბამისი ტექნოლოგიების განვითარების გზით. მდგრადი განვითარების ძირითადი მამოძრავებელ ძალად სწორედ განახლებადი ენერგეტიკა უნდა იქნეს მიჩნეული.
7. ბუნებრივი რესურსების კონსევაციის და გამოყენების ჰარმონიზაცია.

მდგრადი განვითარება აერთიანებს ბუნებრივი ეკოსისტემის პროდუქტიულობის საზრუნავს, კაცობრიობის მიმართ სოციალურ გამოწვევასთან ერთად. მდგრადი განვითარების სფერო შესაძლოა კონცეპტუალურად დაიყოს სამ შემადგენელ ნაწილად: ეკოლოგიური მდგრადობა, ეკომონიმიკური მდგრადობა და სოციოპოლიტიკური მდგრადობა.
მდგრადი განვითარების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკაში

ეკონომიკის მდგრადი განვითარების სტრატეგიული გეგმა უნდა ეფუძნებოდეს მდგრადი განვითარების პრინციპებს და უნდა უზრუნველყოფდეს ეკონომიკის განვითარებას ამ პრინციპების დაცვით. ყოველი ეკონომიკური პროექტი წინასწარ უნდა იქნეს შეფასებული მისი ეკონომიკური სარგებლიანობისა და ბუნებაზე მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, მხოლოდ და მხოლოდ მდგრადი განვითარების არსის და პრინციპების დაცვის ფარგლებში.

სტრატეგიული გეგმა უნდა ითვალისწინებდეს მთავარი პრიორიტეტების გამოყოფას, მის ეკონომიკურ და ეკოლოგიურ დასაბუთებას და საბოლოო შედეგებზე ორიენტირებული განხორციელების ოპტიმალური გზების ძიებას. ამ მიმართულებით ერთ-ერთ შედეგიან პრიორიტეტად მიიჩნევა განახლებადი ენერგო რესურსების მაქსიმალური გამოყენება (წყლის, მზის, ქარის, ზღვის ტალღების, გეო თერმული წყლების, ბიო მასის და სხვ). ეს განსაკუთრებით პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისათვის, რამდენადაც მას გააჩნია უზარმაზარი ჰიდრო რესურსები, რომლის გამოყენების კოეფიციენტი დღევანდელი მდგომარეობით ძალიან მოკრძალებულია. ეს საკითხი მნიშვნელოვან აქტუალობას იძენს დღეს ქვეყნის აღმშენებლობის გრანდიოზული მაშტაბებიდან გამომდინარე, რაც შემდგომში აუცილებლად მოითხოვს უფრო მეტ ენერგო რესურსს. აღნიშნული მაგალითი ასაბუთებს განვითარების სტრატეგიის იმ მთავარ მიზანს, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსი. მან ჩაანაცვლოს ეკოლოგიურად არასასურველი პროდუქტი და მიიღოს მაღალი ეკონომიკური სარგებელი. თუმცა გათვალისწინებულ უნდა იქნას უარყოფითი ეფექტებიც და უნდა მოხდეს მათი მინიმიზაცია.
[1.wikipedia]

განვიხილოთ საქართველოს პოტენციალი განახლებადი ენერგო რესურსების არსებობისა და გამოყენების მხრივ.
• საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეებს შორის პირველ ადგილზე წყალი და წყალთან დაკავშირებული რესურსები დგას – ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი (მდინარეები, ტბები, წყალცავები, მყინვარები, მიწისქვეშა წყლები, ჭაობები) ქვეყნის მთლიანი ფართის გათვალისწინებით, მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ჰესების მშენებლობას საქართველოში 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ჰიდროელექტროსადგურები საქართველოს ელექტროენერგეტიკის ხერხემალს წარმოადგენს და მათი წლიური გამომუშავება მთლიანი გამომუშავების დაახლოებით 80%-ია.
• საქართველოსთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს მზის ენერგიის გამოყენება გათბობისა და ცხელწყალმომარაგებისთვის ჰელიოსისტემების გამოყენებით. მზის მიერ გამოსხივებული ენერგია შეიძლება გარდაიქმნას სხვა ფორმის ენერგიებში, როგორიცაა მაგალითად თბური და ელექტრო ენერგიები. მზის ენერგიის გამოყენება დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, მისი ფასი და ტარიფი არაკონკურენტუნარიანია ამჟამად არსებულ და გამოყენებად ენერგიასთან, რის გამოც მან ჯერ ვერ შეძლო თავის დამკვიდრება.
• ქარის ენერგიის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მთლიანად მსოფლიოში, რადგან ის არ აბინძურებს გარემოს და მისი გამოყენება საკმაოდ იაფია.
• სამწუხაროდ ბიომასის გამოყენება საქართველოში არასასურველი მიმართულებით მიმდინარეობს და ძირითადად შეშის მოხმარების სახით გვხვდება, რამაც შესაძლოა ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიგვიყვანოს.და სხვა.
[3. ენერგოეფექტურობა-და-განახლებადი-ენერგიის-წყაროები. aiec.gov.ge]

ეკონომიკური უსაფრთხოება ქვენის სტაბილური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. იგი არის ეკონომიკის ისეთი მდგომარეობა, რომლის დროსაც უზრუნველყოფილია ეკონომიკური ზრდა, მწარმოებლურობის მაღალი დონე, ეკონომიკურ მოთხოვნილებათა ეფექტიანი დაკმაყოფილება, სახელმწიფო კონტროლი ეროვნული რესურსების მოძრაობასა და გამოყენებაზე და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვა საერთაშორისო დონეზე. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის 2020 წლის ზრდის პერსპეტივა სტაბილურია და ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტს შეადგენს.

ეკონომიკური უსაფრთხოების ობიექტია როგორც მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური სისტემა, ისე მისი შემადგენელი სექტორები და ელემენტები. ეკონომიკურ უსაფრთხოებას დიდწილად განაპირობებს ეკონომიკური დამოუკიდებლობა, ამიტომ მნიშვნელოვანია მძლავრი ბიძგი მიეცეს ეროვნულ წარმოებას, რათა შემცირდეს უცხოურ პროდუქციაზე დამოკიდებულება.

როგორც გამოჩენილი ეკონომისტი გრეგორი მენქიუ აღნიშნავს, ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია ის, რომ ,,ვაჭრობას შეუძლია ყველას მდგომარეობა გააუმჯობესოს”. ამისათვის საჭიროა ქვეყანაში არსებულ ბუნებრივ უპირატესობათა დანახვა, დაფასება და გამოყენება. ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია შემუშავებულ იქნეს მდგრადი განვითარების ეროვნული სტრატეგია, რომელიც მიზნად უნდა ისახავდეს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების ფუნქციონირების და ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ჰარმონიზებას, რათა მოხდეს სოციალურად პასუხისმგებელი ეკონომიკის განვითარება, მომავალი თაობებისთვის რესურსული ბაზის შენარჩუნების პირობებში.
[1.wikipedia]

აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის სექტემბერში მიიღო 2030-ის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის. გაერთიანდა 195 ქვეყანა, რომლებიც თვლიან რომ მათ შეუძლიათ სამყარო შეცვალონ უკეთერსობისკენ. ეს კი შესაძლებელია მთავრობის, მედიის, ბიზნესის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებით. მათი ამოცანაა , რომ 2030 წლისთვის გააუმჯობესონ თავიანთი ხალხის ცხოვრება. ამ ამოცანის შესასრულებლად კი დაისახეს შემდეგი მიზნები:
• სიღარიბის აღმოფხვრა;
• შიმშილის აღკვეთა;
• კარგი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დამყარება;
• უზრუნველყოს ხარისხიანი განათლება;
• დაიცვას გენდერული თანასწორობა;
• სუფთა წყლისა და სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება;
• ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგიის ზრდა;
• ღირსეული სამუშაოსა და ეკონომიკური ზრდის შექმნა;
• მრეწველობის, ინოვაციებისა და ინფრასტრუქტურის გაზრდა;
• უთანასწორობის შემცირება;
• მდგრადი ქალაქებისა და თემების მობილიზება;
• გავლენის მოხდენა პასუხისმგებლიან მოხმარებასა და წარმოებაზე;
• კლიმატის მოქმედების ორგანიზება;
• განავითარეთ ცხოვრება წყლის ქვეშ;
• მიწაზე ცხოვრების წინსვლა;
• გარანტია მშვიდობის, სამართლიანობისა და ძლიერი ინსტიტუტების;
• ააშენეთ პარტნიორობა მიზნების მისაღწევად.

ჩამოთვლილი მიზნები საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურება და წარმოუდგენელია სურვილი არ გაგიჩნდეს, წვლილის შეტანის ამ მიზნების განხორციელებაში.
[2. (Sustainable Development Goals )]

დასკვნა

ამრიგად, მდგრადი განვითარების ეკონომიკური ასპექტი პირდაპირ კავშირშია როგორც ეკოლოგიასა და გარემოს დაცვასთან, ისე სოციალურ სოლიდარობასთან. მდგრადი განვითარება არ ნიშნავს, რომ ადამიანი უარს ამბობს იმ სიკეთეებზე, რომლებიც მას ტექნოლოგიურმა თუ ინდუსტრიულმა პროგრესმა მიანიჭა. ის მხოლოდ ცდილობს, ეკონომიკური კეთილდღეობა ისე მოიპოვოს, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დააზიანოს გარემო და მეტად იზრუნოს საზოგადოების სოციალურ კეთილდღეობაზე. მცირე საწარმოების შექმნა, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, გადამუშავებული მასალის (მინა, ქაღალდი) ხელმეორედ გამოყენება წარმოებაში ის მცირე ჩამონათვალია, რითაც ეკონომიკური განვითარება არც შეფერხდება, თუმცა არც მომავალი თაობების ინტერესებს დააზარალებს.
ასევე სტატიაში გამოიკვეტა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, რადგან სათბობ-ენერგეტიკული რესურსების შემოტანა ძირითადად გარედან ხდება, მაგალითად შემოდის მოხმარებული ბუნებრივი აირის მთელი რაოდენობა, ნავთობი და ნავთობპროდუქტების ძირითადი ნაწილი ასევე ელექტროენერგის ნაწილიც, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენს ქვეყანაში არსებული ენერგორესურსების ნახევარსაც კი ვერ ვიყენებთ.

გამოყენებული ლიტერატურა

1. (n.d.). wikipedia.
ka.wikipedia.org
2. (n.d.). Sustainable Development Goals .
worldtop20.org
3. (n.d.). ენერგოეფექტურობა-და-განახლებადი-ენერგიის-წყაროები. www.eiec.gov.ge