სიღარიბე – ცხოვრების დონის მნიშვნელოვანი კატეგორია
ავტორის სტილი დაცულია
როხვაძე მარიამი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
mariamrokhvadze12@gmail.com
ანოტაცია
სიღარიბე ეს არის ნორმალურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უუნარობა, ვინაიდან ასეთ ცხოვრებაში ჩართვისთვის უპირველესად საჭიროა ფინანსური რესურსების ფლობა, ღარიბებს კი სამწუხაროდ, ეს რესურსი არ გააჩნიათ. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ სიღარიბე ეს ნომერ პირველი პრობლემაა, რომლის აღმოსაფხვრელად საჭიროა დიდი ძალისხმევა და სწორი სტრატეგიები.
მოცემულ ნაშრომში განხილულია სიღარიბე, როგორც ცხოვრების დონის მნიშვნელოვანი კატეგორია, სწორედ ამიტომ დავიწყე სიზარიბის ზოგადი ანალიზით, განვიხილე მისი მდგომარეობა სტატისტიკური მაჩვენებლით, შემდგომ ეტაპზე საინტერესო იყო მსოფლიოს სიტუაცია, პანდემიის გავლენები და ასევე განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომლეიც ყოველწამიერ ცვლის მსოფლიოში ღარიბი მოსახლეობის მონაცემებს.
Annotation
Poverty Is a state when human being is unable to achieve a normal social life. And to have a normal social life , first of all , it’s necessary to have/ own normal financial condition. But unfortunately , poor people can’t afford it. we all agree that poverty is the number one problem and it takes lots of effort and right vision for deciding making strategies to reduce the poverty.
This article discusses poverty, as an important category of livinig standards, that’s why in the beginning we showed the general picture of the poverty in world and then we discussed its condition with statistic data. On the other hand , it was very interesting to show recent worldwide situation from this side, also the impact of the pandemic . We used a very essential instrument – data processing equipment- which accumulates and stores data and shows how fast the general picture of living poverty can change in seconds all over the world.
სიღარიბე, როგორც ცხოვრების დონის მნიშვნელოვანი კატეგორია
მოსახლეობის ცხოვრების დონე წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სოციალურ ეკონომი¬კურ კატეგორიას. იგი განისაზღვრება საქონლისა და მომსახურების ერთობლიობით, რომელ¬საც ფლობს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი. მოსახლეობის ცხოვრების დონე მოიცავს ცხოვრე¬ბის პირობებს, შრომას, ყოფას, დასაქმებას, დასვენებასა და განათლებას. საერთოდ კი შეიძ¬ლება ითქვას, რომ მასზე მოქმედებს ყველა მოვლენა თუ პროცესი, რასაც ადგილი აქვს ქვეყა¬ნაში ( ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრა, 2017). ცხოვრების თანამედრო¬ვე ეტაპზე, შემოსავლების უთანაბრობა, უმუშევრობა და სიღარიბე საზოგადოების წინაშე მდგა¬რი უმძიმესი პრობლემებია.
შეიძლება გამოვყოთ მოსახლეობის ცხოვრების დონის 4 გაგება: 1. უზრუნველყოფილი ფონი 2. ცხოვრების ნორმალური დონე 3. სიღარიბე 4. სიღატაკე
დიაგრამა 1. ცხოვრების დონის კატეგორიების ზღვარი
წყარო: (ი.მაკალათია, 2014)
(მოცემულ ნახაზს კარგად ასახავს შემდეგი ციტატა: „მწვერვალზე ყოველთვის მოი¬ნახება ადგილი, მაგრამ იქ მოხვედრა ძნელია“) [ (გ.ადეიშვილი, რ.ასათიანი, 1998, გვ. 457)]
სიღარიბე არის შემოსავლების უკმა¬რისობა ადამიანის ფიზიოლოგიური და სულიერი არსებობა-განვითარებისათვის საჭირო მი¬ნი¬მალურად აუცილებელ მატერიალურ და სულიერ ღირებულებათა მოხმარებისათვის. (ბ. გაბიძაშვილი, 2006) ამ განმარტებაში ასახულია ადამიანის როგორც ფიზიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებანი. სიღარიბე რთულ და ამავე დროს მეტად აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს, როგორც განვითარე¬ბადი, ისე განვითარებული ქვეყნებისათვის. ეს კი აუცილებლად მოითხოვს სიღარიბის ფენომენის არსში, წარმოშობის, განვითარების მიზეზებში და დაძლევის საშუალებებში არსებით გარკვევას. (ი.მაკალათია, 2014)
სიღარიბის მაჩვენებლები
ეკონომიკურ ლიტერატურაში განასხვავებენ: სოციალურ და ეკონომიკურ სიღარიბეს.
სოციალური სიღარიბე მოიცავს მოსახლეობის იმ კატეგორიას, რომელსაც გააჩნია ოჯა-ხში კმაყოფაზე მყოფთა დიდი რიცხვი, აქვს არადამაკყოფილებელი ჯანმრთელობა, მარტოხე-ლებია,ხანდაზმულებია და როგორც წესი, ნაკლებად არიან დასაქმებლები.
ეკონომიკურ სიღარიბესთან გვაქვს საქმე, როცა შრომისუნარიან მოსახლეობას სხვადა-სხვა მიზეზის გამო არ შეუძლია შეიქმნას სოციალურად მისაღები ცხოვრების დონე. (ი.მაკალათია, 2014)
ასევე განასხვავებენ აბსოლუტურ და შეფარდებით სიღარიბეს
აბსოლუტური მიდგომის საფუძველზე ღარიბად ითვლება შინამეურნეობა და ის მოქა-ლაქეები, რომელთაც ობიექტურად განსაზღვრულ აბსოლუტურ მინიმუმზე ნაკლები რესუ¬რსები გააჩნიათ.
შეფარდებითი მიდგომით კი ღარიბია მოსახლეობის ის კატეგორია, რომელთაც გააჩ¬ნიათ უფრო ნაკლები მატერიალური უზრუნველყოფის დონე, ვიდრე მოცემულ ქვეყანაში მცხოვრებ უმდიდრეს ფენას. (ი.მაკალათია, 2014)
საქსტატი აბსოლუტური და უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლებს აქვეყნებს. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 21.9% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. 2011-2015 წლებში აბსოლუტური სიღარიბე ყოველწლიურად მცი¬რ¬დებოდა, 2016 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი მცირედით გაი¬ზა¬რდა, ხოლო 2017 წელს სიღარიბის დონე თითქმის იგივე ნიშნულზეა. 2018-2019 წლებში კი კლებას განი¬ცდიდა. ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი, 2012-2015 წლებში, ყოველწლიურად მცირ¬დებოდა. 2016 და 2017 წლებში კი, სიღარიბის დონე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით კი მოსახლეობის ფარდობითი სიღარიბე შემცირდა 20.1% -მდე.
დიაგრამა 1. საქართველოს აბსოლუტური და ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები, 2010-2019 წლებში
წყარო: ( საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური)
სიღარიბის ზრდის გამომწვევი მიზეზები
Unicef-მა სიღარიბის ზრდის გამომწვევ მიზეზებად ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება და ინფლაცია დაასახელა. 2017 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 6.7% იყო, რაც ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს – 4%-ს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. 2017 წელს მაღალი ინფლაციის ერთ-ერთი მიზეზი იყო ლარის კურსის გაუფასურება, რამაც იმპორტირე¬ბუ¬ლი საქონელი გააძვირა. გაზრდილი სამომხმარე¬ბლო ფასების ფონზე, ეკონომიკის დაბალი ზრდის ტემპმა ვერ უზრუნველყო სიღარიბის შემ¬ცი¬რება. რაც შეეხება მოსახლეობის შემოსავლებს, საქსტატის მონაცემებით, 2013-2017 წლებში მოსახლეობის ნომინალური შემოსავლები ყოველთვიურად იზრდება. თუმცა, ინფლაციის გათვალისწინებით, 2017 წელს ოდნავ შემცირდა. ასევე, შემცირდა რეალური ფულადი სახს¬რების ოდენობაც ( საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური)
სიღარიბის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ ფაქტორად რჩება უმუშევრობა. ოფიციალური სტატისტიკით, 2016-2019 წლებში უმუშევრობის დონე 14.1%-დან 13.9%-მდე შემცირდა. თუმცა, უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებლის შემცირება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობის შემცირებითაა გამოწვეული. ამდენად, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობის კლება გვაქვს. აქვე აღსანიშნავია, რომ დასაქმებულების 51.7% თვითდასაქმებულია. დასაქმებულთა დიდი ოდენობის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში დაბალია რაც ადასტურებს რომ თვითდასაქმებულთა საქმიანობა დაბალპროდუქტიული და დაბალშემოსავლიანია. (სიღარიბის ზრდის რეალური მიზეზები – დაბალი ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობა, სამომხმარებლო ფასების მატება, 2018)
მსოფლიო ბანკის შეხედულება სიღარიბეზე და 2019 წლის მონაცემები ჩარტების მიხედვით
მსოფლიო ბანკის ჯგუფის უმნიშვნელოვანესი მიზანია დასრულდეს უკიდეგანო სიღა¬რიბე და ხელი შეეწყოს საერთო კეთილდღეობას. ბოლო ათწლეულების განმავლობაში აღი¬ნი¬შნება პროგრესი სიღარიბის შემცირებაში, რომელიც მსოფლიოში პირველი მიზანია მდგ¬რადი განვითარების. უახლესი მონაცემებით, მსოფლიო მოსახლოების 10%-ის (734 მილიონი ადამიანი) საარსებო მინიმუმი დღეში 1.90 დოლარზე ნაკლები იყო.
COVID-19-ის მსგავსი გლობალური შოკებისა და იმის გამო, რომ უკიდურეს სიღარი¬ბეში დარჩენილ პირებთან მიღწევა საკმაოდ რთულია, ასევე სავარაუდოა რომ 2030 წლისთვის ჯერ კიდევ არ იქნება აღმოფხვრილი უკიდურესი სიღარიბის პრობლემა. უახლესი კვლებების თანხმად, 2030 წლისთვის გლობალური უკიდურესი სიღარიბის 2/3 ნაწილს შეი¬ძლება ჰქონდეთ მყიფე და კონფლიქტებით დაზარალებული ეკონომიკა, რაც ცხადყოფს, რომ ინტენსიური მუშაობის გარეშე, გლობალური სიღარიბის დაძლევა ვერ მოხდება. ექსტრემალური სიღარიბის დასასრულამდე მსოფლიო ჯერ კიდევ შორსაა და მრავალი გამოწვევა რჩება. მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, ზრდის ტემპები ძალიან ნელია, ხოლო ინვეტიციები დამოკიდებულია საშუალო შემოსავლის გაზრდაზე. მრავალი ერისთვის კი სიღარიბის შემცირება შენელებულია.
მონაცემთა დეპრივაცია ართულებს პრობლემის ზომების ზუსტად შეფასებას. 500 მილიონი ადამიანი ცხოვრობს FCS ეკონომიკაში, ასევე არ მოიპოვება ძველი ან თუნდაც მოძვე¬ლებული სიღარიბის მონაცემები. მონაცემთა კრიტიკული დეფიციტის დასაძლევად და დროული საერთაშორისო სიღარიბის შეფასებისთვის, მსოფლიო ბანკმა ბოლოდროინდელ კვლევაში გამოიყენა სტატისტიკური ვარაუდებ ,რის შედეგადაც, აღმოჩნდა რომ კიდევ დამატებით 33 მილიონი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში.
კარგი სკოლების ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვა, ელექტროენერგია, უსაფრთხო წყალი და სხვა მნიშვნელოვანი რესურესები საკმაოდ მიუწვდომელია მრავალი ადამიანისთვის, რაც ხშირად განპირობებულია სოციალურ-ეკონომიკური სტატუსით, სქესით, ეთნიკური ნიშნით და გეოგრაფიით. ეს საკითხები ცხადყოფს იმ სამყაროს, რომელშიც სიღარიბე გაცილებით უფ¬რო ღრმა პრობლემაა. გადამწყვეტ როლს ითამაშებს ამ საკითხების მოგვარების გზის პოვნა რომე¬ლ-საც მსოფლიო ბანკი 2030 წლისთვის ელოდება. (THE WORLD BANK, 2020)
სიღარიბის მიმოხილვა 2019 წლის ბოლოს 8 ჩარტის მიხედვით
1. 15 ქვეყანამ 800 მილიონი ადამიანი გაათავისუფლა უკიდურესი სიღარიბისგან
2. მსოფლიოს ღარიბების 85% ცხოვრობს სამხრეთ აზიასა და სუბ-საჰარის აფრიკაში
3. მსოფლიოს მოსახლეობის 89% -ს ელექტროენერგია აქვს
4. 5 წლამდე ბავშვთა მეოთხედი არ არის დარეგისტრირებული
5. 10 წლის ასაკში მილიონ ადამიანს არ შეუძლია წაიკითხოს მარტივი ტექსტიც კი
6. ლტოლვილთა რიცხვები რეკორდულ დონეზეა
7. წითელას დაავადებებმა გამოავლინა ხარვეზები იმუნიზაციაში რამაც გამოიწვია ღარიბი მოსახლეობის ხშირი სიკვდილიანობა
8. მსოფლიოს უღარიბესმა ქვეყნებმა პროგრესი განიცადეს ბოლო 20 წლის განმავლობაში
(Donne barne ; Divyanshi Wadhwa, 2019)
კორონა ვირუსის გავლენა სიღარიბეზე
მთავრობები და განვითარების საზოგადოებები ცდილობენ ყურადღება გაამახვილონ იმ საფრთხეებზე რასაც COVID-19-ის განვითრება გამოიწვევს. მისი გავლენა სიღარიბის დო¬ნეზე მთელ მსოფლიოში მძმეა, ღატაკებში კი ყველაზე მძიმე. მას აქვს პოტენციალი, რომ ხალ¬ხი სიღარიბის ზღვრის მინიმალურ დონემდე მიიყვანოს. გლობალურ ეკონომიკაზე მისი გავ¬ლენის გამო, ბევრმა ქვეყანამ შეაჩერა წარმოება და დახურა ეკონომიკის განვითარების ყველა სექტორი.
COVID-19-ის მსხვერპლთა უდიდეს ნაწილს მოიცავენ, ხანდაზმულები და ავადმყოფ¬ები. (Poverty and Distributional Impacts of COVID-19: Potential Channels of Impact and Mitigating Policies, 2020) ამ პანდემიას უამრავი უარყოფითი შედეგი აქვს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, და-წყებული სამუშაოს დაკარგვით, ბავშვების განათლების შეჩერებით და სხვა. მსოფლიოში უამრავი ღარიბი ბავშვია, რომლებიც ვერ ახერხებენ სკოლაში სწავლის გაგრძელებას, შესაბა¬მისად, მოკლებულნი არიან საბაზო განათლებას, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახ¬დი¬ნოს სიღარიბის გადალახვის შესაძლებლობებზე. (“Children Are The Hidden Victims of COVID-19”: Out Now Our Webinar On Child Poverty’s Report, 2020)
მიუხედავად იმისა, რომ მარავლმა განვითარებულმა ქვეყანამ ეს პრობლემა დისტანციურის სწავლების მეთოდით მოაგვარა, პრობლემის მოგვარების ამ გზამ ყველა ქვეყანაში არ გა-ამართლა. დისტანციური განათლება მოითხოვს სტაბილურ ინტერნეტ კავშირს და თითოეული ბავშვისთვის ისეთ ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე წვდომას, როგორიცაა კომპიუტერი ან მობილური ტელეფონი, ხოლო საშინაო სწავლება ეყრდნობა მშობლების აკადემიურ შესაძლებლობებს. ასეა თუ ისე, 101 ქვეყნის მასშტაბით, თითქმის 15% , ცხოვრობს ოჯახში, სადაც საშუალო სკოლა არავის დაუმთავრებია. ხოლო მოსახლეობის 17% ზე მეტი ცხოვრობს შინამეურნეობებში, რომლებსაც ელექტროენერგია არ აქვთ. (Estimates of the impact of COVID-19 on global poverty, 2020)
საქართველოში, მიზნობრივი სოციალური დახმარების (TSA) პროგრამა დროებით გაფართოვდება, რათა დამატებით 70,000 ოჯახს გაუწიოს დახმარება. აგრეთვე უზრუნველ¬ყოს დამატებით 100 ლარით (31 აშშ დოლარი) თვეში 21,000 სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელსაც ჰყავს სამი ან მეტი შვილი, 6 თვის განმავლობაში.კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას მთავრობასთან, გაეროს სხვა სააგენტოებსა და ჰუმანიტარული ორგანიზაციებთან. რეაგირების ფარგლებში იუნისეფი ახორციელებს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა: რისკების შესახებ ინფორმირება, ასევე ინფორმაციის მიწოდება სწავლის, თამა¬ში¬სა და პოზიტიური მშობლობის შესახებ; განათლების უწყვეტად ხელმისაწვდომობის ხელ¬შე¬წყობა, ბავშვთა დაცვა და ა.შ (ქურციკიძე, 2020)
მსოფლიო სიღარიბის საათი
„მსოფლიოს სიღარიბის საათი“ (The World Poverty Clock , 2017) არის ინსტრუმენტი, რომელიც აკონტროლებს გლობალური და რეგიო¬ნალური სიღარიბის წინააღმდეგ პროგრესს. იგი უზრუნველყოფს რეალურ დროში სიღარიბის შესახებ მონაცემების ცვლილებას ქვეყნების მიხედვით. „მსოფლიო საღარიბის საათი“ შეიქმნა ვენაში არასამთავრობო ორგანიზაციის, World Data Lab- ის მიერ. იგი ცდილობს განიხილოს გავითარების ხარვეზები, მათ შორის სიღარიბის ზუსტი რიცხვები და ცდილობს შესაბამისობაში მოიყვანოს მა¬თი მაჩვენებლები ეკონომიკურ და დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან, როგორიცაა მთლიანი ში¬და პროდუქტი, მოსახლეობის ზრდა და პროგნოზირება.
„მსოფლიო სიღარიბის საათი“ იყენებს საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებს შემოსავლ¬ის განაწილების, სტრატიფიკაციის, წარმოების და მოხმარების შესახებ, რომლებიც მოცემუ¬ლია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ისინი ადგენენ მონაცემებს, რომლ¬ებიც მათ მიაწოდა თითოეული ქვეყნის მთვარიბებმა. არის შემთხვევები როდესაც მთავ¬რობამ ვერ უზრუნველყო მონაცემების მიწოდება. „მსოფლიო სიღარიბის საათი“ იყენებს სხვადასხვა მოდელებს ამ ქვეყნებში სიღარიბის მაჩვენებლების დასადგენად. იგი ასევე ასახავს, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ინდივიდუალური შემოსავლები დროთა განმავ¬ლობაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ზრდის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდ¬ში.
„მსოფლიო სიღარიბის საათი“ სიღარიბეს 5 სხვადასხვ ჭრილში განიხილავს:
1. ეროვნული სიღარიბის შეფასება
2. სოფლის / ურბანული სიღარიბის შეფასება
3. ასაკობრივი / გენდერული სიღარიბის შეფასება
4. ასაკობრივი / გენდერული სიღარიბის შეფასება დაკარგული მონაცემების მქონე ქვეყნებისთვის
5. სიღარიბის შეფასება ქვეყნებისთვის, კვლევის მონაცემების გარეშე (The World Poverty Clock , 2017)
2020 წლის ზოგადი სიღარიბის მაჩვენებელი საქართველოში
წყარო: (The World Poverty Clock , 2017)
დასკვნა
როგორც უკვე აღინიშნა სიღარიბე დაკავშირებულია მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან რომელიც ადამიანს ესაჭიროება ფიზიოლოგიური და სულიერი განვითარებისთვის, სწორედ ამიტომ იგი დიდ გავლენას ადენს როგორც ცხოვრების დონეზე ისე ადამინის განვითარების შესაძლებლობაზე. ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან შედეგებს გვაჩვენებს სიღარიბის მაჩვენებლები. საქართველოს მაგალითზე, როგორც ვნახეთ, აბსულუტური და შეფარდებითი სიღარიბის მაჩვენებლის 2016-2017 წლის მონაცემებითი სიღარიბის დონე იზრდებოდა. სიღარიბის ზრდის გამომწვევი მიზეზები მრავალია. მათ შორის უმთავრეს ფაქტორს წარმო¬ა¬დ¬გენს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება, ინფლაცია, უმუშევრობა, სამომხ¬მარებლო ფასების მატება და სხვა. აღსანიშნავია, რომ ყოველივე ეს ფაქტორი უფრო მეტად აისახება დაბალშემოსავლიან ოჯახებზე.
საქართველოში სიღარიბის მხრივ წლებია სავალალო მდგომარეობაა,რაც ყველას ყურა-დღებას იპყრობს და საზოგადოების არცერთ წევრს გულგრილს არ ტოვებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბოლო დროს გავრცელებულმა პანდემიამ მეტად გაამწვავა ისედაც მძიმე მდგომარეობა, რომელიც ყველაზე მეტად საზოგადოების სიღატაკის ზღვარზე მყოფ მოსახლეობას შეეტყო და დაამძიმა მათი მდგომარეობა. Unicef-ის კვლევის თანახმად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სავალალო მდგომარეობაა სიღარიბის მხრივ. მათ მიერ გამოკითხულია 4000-ზე მეტი ოჯახი, რომლებიც ფაქტობრივად, შიმშილობენ და მოკ¬ლებული არიან ჯანდაცვის, განათლებისა და მომავლის შექმნის პერსპექტივას.
გამოყენებული ლიტერატურა
1. ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრა. (2017). სტატისტიკა ეკონმიკისა და ბიზნესისთვის -2. თბილისი.
2. საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური. (n.d.). ცხოვრების დონე. Retrieved from საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური: www.geostat.ge
3. “Children Are The Hidden Victims of COVID-19”: Out Now Our Webinar On Child Poverty’s Report. (2020, 06 03). Retrieved from Eurodiaconia: www.eurodiaconia.org
4. Donne barne ; Divyanshi Wadhwa. (2019, 12 20). Year in Review: 2019 in 14 Chart. Retrieved from The World Bank: https://www.worldbank.org/en/news/feature/2019/12/20/year-in-review-2019-in-charts
5. Estimates of the impact of COVID-19 on global poverty. (2020, 04 08). Retrieved from relifweb: reliefweb.int
6. Poverty and Distributional Impacts of COVID-19: Potential Channels of Impact and Mitigating Policies. (2020, 04 16). Retrieved from The World Bank: www.worldbank.org
7. THE WORLD BANK. (2020, 04 16). POVERTY. Retrieved from THE WORLD BANK: https://www.worldbank.org/en/topic/poverty/overview
8. The World Poverty Clock . (2017, 09 01). Retrieved from The World Poverty Clock : worldpoverty.io
9. ბ. გაბიძაშვილი. (2006). სიღარიბის პორტრეტი საქართველოში. თბილისი.
10. გ.ადეიშვილი, რ.ასათიანი. (1998). ეკონომიკური თეორია. თბილისი.
11. ი.მაკალათია. (2014). საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის სტატისტიკური კვლევა. თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა.
12. სიღარიბის ზრდის რეალური მიზეზები – დაბალი ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობა, სამომხმარებლო ფასების მატება. (2018, 01 12). Retrieved from grass factcheck: factcheck.ge
13. ქურციკიძე, მ. (2020, 04 10). გაეროს ბავშვთა ეხმარება საქართველოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ ყველაზე დაუცველ თემებს. Retrieved from Unicef for every child: www.unicef.org