დასაქმების პოლიტიკა საქართველოში
ავტორის სტილი დაცულია
თამარ ბაგაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
tamaribagashvili13@gmail.com
ანოტაცია
მოცემულ ნაშრომში განხილულია დასაქმების პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოში შრომის ბაზრის განვითარება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული და საქართველოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის 2019-2023 წლების სტრატეგია. სტატიაში მოცემულია შრომის ბაზარზე ის ძირითადი პრობლემები, რომელთა აღმოფხვრაც აუცილებელია. ასევე, ბოლო პერიოდში ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გავლენა დასაქმების სფეროზე.
Annotation
This paper discusses the employment policy implemented by the Government of Georgia together with the relevant organizations, the development of the labor market in Georgia since the 90s of the last century and the strategy of labor and employment policy of Georgia for 2019-2023. The article gives the main problems in the labor market, which need to be eliminated. Also, the impact of the recent severe epidemiological situation in the country on the field of employment.
დასაქმების პოლიტიკა
დასაქმება ეს არის სოციალურ-ეკონომიკურ, დემოგრაფიულ და ფსიქოლოგიურ მოვლენა, რომლის დარეგულირება შესაძლებელია გარკვეული ღონისძიებების გატარებით. დასაქმების პოლიტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ მასზეა დამოკიდებული მოსახლეობის ცხოვრების დონე, სოციალური განვითარება და სხვა.
საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა აღირიცხება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ შინამეურნეობების გამოკითხვით. დასაქმებულად – მიიჩნევა 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში მუშაობდა სულ მცირე 1 საათი მაინც შემოსავლის ხელფასის, მოგების, ნატურალური შემოსავლის მიღების მიზნით, ან ეხმარებოდა უსასყიდლოდ სხვა შინამეურნეობების წევრებს, ან რაიმე მიზეზის გამო არ იმყოფებოდა სამუშაოზე მაგრამ ფორმალურად ირიცხება მომუშავედ. ეს განმარტება შემუშავებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის მიხედვით. [4]
სამუშაო ძალის ბაზარზე სახელმწიფო შეიძლება ჩაერიოს და განახორციელოს აქტიური ან პასიური პოლიტიკა.
ქვეყანაში რომ დაჩქარდეს ეკონომიკური განვითარება და გაუმჯობესდეს სოციალური მდგომარეობა ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება დასაქმების აქტიურ პოლიტიკას და მის განხორციელებას. დასაქმების აქტიური პოლიტიკა ეს არის სახელმწიფოს მიერ გატარებული ორგანიზაციული, სამართლებრივი და ეკონომიკური ღონისძიებების სისტემა, რომელიც მიმართულია სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და შრომითი საქმიანობის სფეროს გაფართოებისაკენ, უმუშევრობის შემცირებისა და ეფექტიანი დასაქმების ზრდისაკენ. სახელმწიფომ ძირითადად უნდა განახორციელოს დასაქმების აქტიური პოლიტიკა და მინიმუმამდე დაიყვანოს პასიური პოლიტიკის ღონისძიებები. [3]
შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა მოიცავს: დასაქმების საჯარო სამსახურზე გაწეულ ხარჯებს, სპეციალურ პროგრამებს ახალგაზრდებში დასაქმების წახალისებისთვის, უმუშევრებისთვის სამუშიაოს პოვნაში დახმარებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სპეციალური პროგრამების შეთავაზებას. ეს პოლიტიკა ძირითადად მიზანმიმართულია მოსახლეობის შემდეგ ჯგუფებზე: უმუშევრები, დასაქმებულები – სამუშაოს დაკარგვის მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პირები, ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა, რომელსაც სამუშაოს დაწყება სურთ.
საქართველოში შრომის ბაზარზე მიმდინარე საკითხებს და შესაბამის პოლიტიკას ახორციელებს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და აგრეთვე მის ქვეშ დაქვემდებარებული სსიპ- დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.
დასაქმების აქტიურ პოლიტიკის უპირატესობას მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები აღიარებენ, რადგან ასეთი პოლიტიკა სტიმულს აძლევს მოსახლეობას, ხელს უწყობს კადრების მომზადებასა, უმუშევართა სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესებას, ახალი ადგილების შექმნას და არსებული ადგილების შენარჩუნებას, ვაკანსიების ბანკის შექმნას, ადამიანებისთვის შესაბამისი სამუშაო ადგილების შემუშავებას და სხვა.
დასაქმების აქტიური პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს: შრომის ბაზრის სრულყოფა, სამუშაო ძალაზე მოთხოვნა მიწოდების გაწონასწორება და დასაქმების სამსახურების ფუნქციონირების გაუმჯობესება. გრძელვადიან პერიოდში ამ პოლიტიკის მიზანია სიღარიბის დონის შემცირება, ადამიანების შრომით საქმიანობაში ჩაბმა, რაც საბოლოოდ მოსახლეობის ცხოვრებს დონეს გააუმჯობესებს.
აქტიური პოლიტიკისგან განსხვავებით, დასაქმების პასიური პოლიტიკის მიზანს არ წარმოადგენს სამუშაო ბაზრის ეფექტიანობის ამაღლება. პასიური პოლიტიკა ორიენტირებულია არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩენილი უმუშევრების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ამ დროს გამოიყენება ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა: უმუშევრობის დაზღვევა, ვადამდელ პენსიაზე გასვლის უზრუნველყოფა, აუნაზღაურებადი შვებულების მიცემას და სხვა.
დასაქმების პასიური პოლიტიკის დროს სახელმწიფო არ ერევა შრომით ურთიერთობებში. უმუშევრობის დაზღვევის მექანიზმის დროს სახელმწიფო დაზღვევის სქემაში მონაწილე ადამიანს შეზღუდული პერიოდის განმავლობაში უხდის გარკვეულ თანხას.
ვადამდელი პენსიის პროგრამები ძირითადად გათვლილია ასაკოვან ადამიანებზე, რომელთაც დასაქმების ძალიან დაბალი შანსები აქვთ ან მათი ჩანაცვლება ახალგაზრდა სამუშაო ძალებით ხდება.
საბოლოოდ, თუ შევაფასებთ დასაქმების აქტიური და პასიური პოლიტიკის ინსტრუმენტებს, ვნახავთ, რომ აქტიური პოლიტიკის ინსტრუმენტები მიმართულია უმუშევრობის გამომწვევი გარემოებების აღმოფხვრისკენ. პასიური პოლიტიკის ინსტრუმენტები კი მიმართულია უმუშევრობის შედეგების გარკვეული ხასიათით და პერიოდულობით შეემსუბუქებისკენ. აქედან გამომდინარე სახელმწიფოს არჩევანი, ქვეყანამ გაატაროს აქტიური თუ პასიური პოლიტიკა, ხშირად განპირობებულია ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ფაქტორებით.
საქართველოში შრომის ბაზრის განვითარება
საქართველოში შრომის ბაზარი სრულყოფილი სახით ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. 1990-იანი წლებიდან ქვეყანაში ძალიან მძიმე სიტუაცია შეიქმნა, განვითარედა უარყოფითი მოვლენები: უმუშევრობა, კორუფცია, სამოქალაქო დაძაბულობა, ეკონომიკური კრიზისი, ხელფასების გაუცემლობა და სხვა. ამ ყველაფერმა უარყოფითად იმოქმედა დასაქმების სფეროზე, განავითარა ეკონომიკის არაფრომალური სექტორი და არაფორმალური დასაქმება.
საქართველოში 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დასაქმების პოლიტიკას სხვადასხვა ორგანიზაციები ახორციელებდნენ. 1991-2000 წლამდე ქვეყანაში დასაქმების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებდა – შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2000 წლიდან ეს სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროს შეუერთდა და გახდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2000-2005 წლებში შრომის საკითხებს აღარ ექცეოდა ყურადღება, რადგან შრომის სამინისტრომ დაკარგა თავის ფუნქციები და ამ თანამდებობაზე ძირითადად ექიმები ინიშნებოდნენ, რომლებიც არ აქცევდნენ ყურადღებას არსებულ პრობლემებს დასაქმების სფეროში. [6]
გარდა ამისა, 1991 წლიდან 2006 წლის ივლისამდე საქართველოში ფუნქციონირებდა დასაქმების სახელმწიფო სამსახური მართალია მას სახელი ხშირად ეცვლებოდა, მაგრამ მისი ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა – სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა, საშუამავლო მომსახურების გაწევა, უმუშევართა პროფესიული მომზადება გადამზადება, უმუშევრებითვის შემწეობების დანიშვნა და სხვა. მართალია ეს სამსახური უნაკლოდ არ ფუნქციონირებდა, მაგრამ მაინც ახორციელებდა თავის ფუნქციებს.
საქართველოში პირველად კანონი „დასაქმების შესახებ“ მიიღეს 1991 წელს. 2001 წელს ეს კანონი შეიცვალა, მაგრამ არ განხორციელებულა ამ კანონში ძირეული ცვლილებები.
2006 წელს დასაქმების სამსახური გაუქმდა, 2001 წელს მიღებული „კანონი დასაქმების შესახებ“ კი ძალადაკარგულად გამოცხადდა. მის ბაზაზე შეიქმნა „სოციალური სუბსიდირების სახელმწიფო სააგენტო“. ამ ყველაფერმა საბოლოოდ უარყოფითად იმოქმედა დასაქმების ბაზარზე აღარ ხდებოდა უმუშევართა აღრიცხვა, მათი მომზადება და გადამზადება.
2010 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „შრომის კოდექსი“. მისი გაიგივება „დასაქმების კანონთან“ არასწორია, რადგან „შრომის კოდექსი“ ძირითადად განსაზღვრავს: შრომით ურთიერთობებს, მონაწილე სუბიექტებს, შრომით ხელშეკრულებას, შრომის შინაგან წესებს, უქმე დღეებს, სამუშაო დროის ხანგრძლივობა, უსაფრთხო გარემოს შექმნა და სხვა.
დღეს საქართვლოში დასაქმების პოლიტიკას ახორციელებს და აკონტროლებს -საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და აგრეთვე მის ქვეშ დაქვემდებარებული სსიპ- დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტომ 2020 წლის 1 იანვრიდან დაიწყო ფუნქციონირება. ამ სააგენტოს ძირითადი ფუნქციაა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების განხორციელება, პროფესიული უნარების განვითარება, მომზადება გადამზადება, სტაჟირება, კარიერულ დაგეგმვა.
კანონი დასაქმების შესახებ, რომელიც 2006 წელს გაუქმდა ეს ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო რადგან არ შეგვიძლია შრომის კოდექსი და კანონი დასაქმების შესახებ ერთმანეთთან გავაიგივოთ. ეს ორივე დოკუმენტი ერთმანეთს ავსებს და ხელს უწყობს შრომის ბაზრის გაუმჯობესებას. 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა და მიიღო კანონი „დასაქმების შესახებ“.
ამ კანონის რეგულირების სფეროს წარმოადგენს დასაქმებასთან დაკავშირებული სახელმწიფო საქმიანობა, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა და დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე პასუხისმგებელი ინსტიტუციები.
დასაქმების კანონის მიხედვით დასაქმების პოლიტიკა ასე განიმარტება: „დასაქმების ხელშეწყობის განვითარებისთვის აუცილებელი სტრუქტურების, ღონისძიებებისა და ქმედებების ერთობლიობა, რომელიც შრომის ბაზრის აქტიურ პოლიტიკას ეფუძნება.“ [1]
მუხლი 3. კანონის მიზნები
- ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებას, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების თანაბარ ხელმისაწვდომობას.[1]
საქართველოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის 2019-2023 წლების ეროვნული სტრატეგია
შრომისა და დასაქმების პოლიტიკის ეროვნული სტრატეგია 2019-2023 წლებში წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ხედვას შრომისა და დასაქმების სფეროში მომდევნო 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი სისტემური და სტრატეგიული რეფორმებისა და ღონისძიებების შესახებ. [2]
საქართველოში შრომის ბაზრი არასაკმარისად არის განვითარებული, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა უმუშევრობა, სიღარიბე, უთანასწორობა, არალეგალური შრომითი მიგრაცია. სახელმწიფოს მიზნია შრომის ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა და მისი გაუმჯობესება, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს სტრატეგია.
2023 წლამდე თუ რა რეფორმები და სამოქმედო გეგმა აქვს სახელმწიფოს სწორედ ამ სტრატეგიაში მოცემული. პირველ რიგში ეს ყველაფერი რომ განხორციელდეს საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური გარემოს შექმნა, აგრეთვე გამოიყოს საჭირო ფინანსები. ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა სამინისტროები, მთავრობა, საზოგადოება, პარტნიორები და სხვა ორგანიზაციები.
განვიხილოთ ის ძირითადი მიზნები და ამოცანები, რომელებიც უნდა გადაჭრას საქართველომ 2023 წლამდე შრომისა და დასაქმების სტრატეგიის მიხედვით:
დასაქმების ხელშეწყობა:
- შრომის ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის შეუსაბამობის შემცირება
- შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გაძლიერება
- მიზნობრივი სოციალური და ინკლუზიური დასაქმების პოლიტიკით შრომის ბაზარზე ქალების და მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობა.
შრომის ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა:
- სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის აღსრულების სისტემის გაუმჯობესება
- შრომითი მიგრაციის მართვის გაუმჯობესება [2]
სტრატეგია წარმატებულად რომ ჩაითვალოს საჭიროა შემდეგმა მაჩვენებლებმა 2023 წლისთვის შემდეგ დონეს მიაღწიონ:
ცხრილი 1: ძირითადი სამიზნე მაჩვენებლები 2023 წლისთვის[2][4]
ინდიკატორი | 2016 | 2017 | 2018 | 2019 | სამიზნეები2023 წლისთვის |
უმუშევრობის დონე (%) | 14.0 | 13.9 | 12.7 | 11.6 | <12 |
დასაქმების მაჩვენებელი ქალებში (%) | 50.6 | 50.8 | 49.3 | 49.0 | >53 |
შრომის ბაზარზე მონაწილეობის მაჩვენებელი ქალებში (%) | 56.7 | 58.2 | 55.6 | 54.5 | >63.2 |
აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი (%) | 22.0 | 21.9 | 20.1 | 19.5 | <18 |
ჯინის კოეფიციენტი (მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით) | 0.39 | 0.40 | 0.37 | 0.37 | <0.35 |
გენდერული სახელფასო სხვაობა | 35% | 36% | 36% | – | <30% |
წყარო: საქართველოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის 2019-2023 წლების ეროვნული სტრატეგია
შრომისა და დასაქმების სტრატეგიის მიხედვით საქართველოში ხელი უნდა შეეწყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, არსებული შრომის ბაზრის განვითარებას, სოციალურ ფენებს შორის თანსაწორობის გაზრდას, რაც საბოლოოდ დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, სიღარიბის დაძლევაზე.
დასაქმების პრობლემები საქართველოში
გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა უარყოფითად იმოქმედა დასაქმების სფეროზე, განავითარა ეკონომიკის არაფრომალური სექტორი და არაფორმალური დასაქმება.
არაფორმალურ დასაქმებას ძირითადად თვითდასაქმებულთა უმეტესობა ეწევა, რაც დაურეგისტრირებელ საქმიანობას გულისხმობს. მისი ზრდა და მასშტაბების გადიდება წარმოადგენს მოსახლეობის რეაქციას დასაქმების პირობების გაუარსებაზე, უმუშევრობის ზრდაზე, ცხოვრეის დონის დაცემაზე და სხვა.
თუ გადავხედავთ ოფიციალურ სტატისტიკას საქართველოში 2019 წლის მონაცემებით დასაქმებულთა თითქმის 50% მოდის თვითდასაქმებულებზე. ეს ყველაფერი უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოში შრომის ბაზრის ფუნქციონირებაზე.
საქართველოში განვითარებულია არაფორმალური საქმიანობის შემდეგი სახეები: სამშენებლო და სარემონტო, საშუამავლო საქმიანობა, ოჯახებში დამლაგებლად, აღმზრდელად მუშაობა, რეპეტიტორობა, სამედიცინო მომსახურება, ქუჩის ვაჭრობა და სხვა. არაფორმალური დასაქმება არ წარმოადგენს მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემას ის მთელ მსოფლიოში აქტუალური პრობლემაა.
ცხრილი 2: არაფორმალურად დასაქმებულთა წილი არასასოფლო-სამეურნეო სფეროს დასაქმებულებში საქართველოში 2017-2019 წლებში [4]
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური – https://www.geostat.ge/ka
როგორც ცხრილი 2-დან ჩანს საქართველოში ეკონომიკის არაფორმალური სექტორი საკმაოდ განვითარებულია, განსაკუთრებით მამაკაცები არიან ამ სექტორში დასაქმებულები. იმდენად დიდი მასშტაბები აქვს არაფორმალურ დასაქმებას საქრთველოში შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ის ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანების შრომით ცხოვრებაზე, ცხოვრების დონეზე და სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
თუ გადავხედავთ ოფიციალურ სტატისტიკას 2016-2019 წლებში ვნახავთ, რომ 2018 წლიდან დაქირავებით დასაქმებულთა რაოდებობამ გადაასწრო თვითდასაქმებულებს. თუმცა თვითდასაქმებულთა წილი მაინც მაღალ დონეზე ნარჩუნდება.
ნახაზი 1 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური –https://www.geostat.ge/ka
უმუშევრობის მაღალი და ცხოვრების დაბალი დონე აიძულებს მოსახლეობას, დატოვოს სამშობლო და უცხო ქვეყანაში ეძებოს სამუშაო. ამით კი უზრუნველყოს საკუთარი და ოჯახის მატერიალური მდგომარეობა. საქართველოში დასაქმების უიმედობა და დაბალი ანაზღაურება მნიშვნელოვნად განაპირობებს მიგრაციას უცხოეთში.
საქართველოში მართალია ადგილი აქვს ეკონომიკურ ზრდას, მაგრამ ეს მაინც ვერ ახდენს გავლენას უმუშევრობის შემცირებაზე. 2019 წელს უმუშევრობის დონემ ქვეყანაში შეადგინა 11,6%, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მაგრამ უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ თვითდასაქმებულთა როცხოვნობა ბევრად მეტია. სოფლად მცხოვრები ყველა ადამიანი თვითდასაქმებულად ითვლება. თუმცა მათი შემოსავალი დაბალი და არასტაბილურია. მიუხედავად იმისა, რომ მაღალია აგრალურ სექტორში დასაქმება, მათ მიერ შეტანილი წვლილი მთლიან სამამულო პროდუქტში მაინც დაბალია.
ადამიანების მიერ უმუშევრობის აღქმა ხშირად არ ემთხვევა ოფიციალური სტატისტიკური მეთოდოლოგიით განსაზღვრულ უმუშევრობას. ძალიან ბევრი ინდივიდი ვინც თავის პროფესიით არ არის დასაქმებული თვლის, რომ უმუშევარია მაგალითად: საცალო ვაჭრობით დაკავებული პირები, სოფლის მეურნეობაში საკუთარ მიწაზე დასაქმებულები, მაგრამ ოფიციალური სტატისტიკით ისინი მაინც დასაქმებულად ითვლებიან.
საქართველოში უამრავი რეფორმის გატარების მიუხედავად, მოსახლეობის ცხოვრების დონის მაჩვენებლები მკვეთრად არ უმჯობესდება. განსაკუთრებით დასაქმების და სიღარიბის მაჩვენებლები. სიღარიბის პრობლემა დღევანდელი აქტუალური თემაა. მისი მოგვარება დამოკიდებულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე და შრომის ანაზღაურებაზე.
პანდემიის გავლენა დასაქმებაზე
2020 წელს COVID-19 პანდემიამ მსოფლიო მოულოდნელი და ძალზედ მწვავე პრობლემების წინაშე დააყენა. ცხადია, პირველი მნიშვნელოვანი საკითხი ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნებაა. ეს კი მნიშვნელოვანი შეზღუდვების შემოღებას მოითხოვდა, რამაც ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ეკონომიკურ საქმიანობას.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში უმუშევრობის პრობლმემა უფრო მწვავედ დადგა. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამუშაოები განსაკუთრებით: ტურიზმის სექტორში დასაქმებულებმა. სახელმწფომ მართალია გაატარა გარკვეული ღონისძიებები, რომ ეს დარტყმა ასე თუ ისე შეემსუბუქებინა. პანდემიის პირველი ტალღის დროს დაქირავებით დასაქმებულმა ადამიანებმა რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან გავიდნენ უხელფასო შვებულებაში მიიღეს 6 თვის განმავლობაში 200 ლარიანი დახმარება. თვითდასაქმებულებმა კი ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით.
მეორე ტალღის დროსაც გაატარა სახელმწიფომ ეს ღონისძიებები. რა თქმა უნდა, ეს დახმარება დანაკარგებთან შედარებით ძალიან მიზერულია. მოსახლეობის ძალიან დიდი ნააწილი დაზარალდა განსაკუთრებით არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები, აგერთვე ის პირები ვინც დროებით მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებლებსაც უწევს გარკვეულ შეღავათებს სახელმწიფო მაინც მაღალია უმუშევრად დარჩენილი ადამიანების წილი.
დასკვნა
ამგვარად განვიხილეთ დასაქმება, როგორც სოციალურ-ეკონომიკური მოვლენა. ვნახეთ, რომ სახელმწიფოს შეუძლია განახორციელოს აქტიური ან პასიური პოლიტიკა. დასაქმების აქტიური პოლიტიკა მიმართულია სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და შრომითი საქმიანობის სფეროს გაფართოებისაკენ, უმუშევრობის შემცირებისა და ეფექტიანი დასაქმების ზრდისაკენ. პასიურ პოლიტიკა ძირითადად ორიენტირებულია არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩენილი უმუშევრების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ორივე პოლიტიკას აქვს თავისი ნაკლოვანებები და უპირატესობები.
2020 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა დასაქმების სფეროში. პირველი შეიქმნა და დაიხვეწა კანონმდებლობა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სამსახურის შექმნაც ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
საქართველოს დასაქმების სფეროში განვითარებულია შემდეგი პრობლემები: არაფორმალური დასაქმება, უმუშევრობის მაღალი დონე, თვითდასაქმებულთა დიდი რაოდენობა.
პანდემიამ მსოფლიო მოულოდნელი და ძალზედ მწვავე პრობლემების წინაშე დააყენა. ჩვენი ქვეყნის მთავრობამ გაატარა გარკვეული ღონისძიებები, მაგრამ უმუშევრობის პრობლემა მაინც მწვავედ დადგა და მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის.
მიუხედავად განხორციელებული ღონისძიებებისა, საქართველოს შრომის ბაზარი ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი სახით ჩამოყალიბებული და ძალიან ბევრი ნაკლოვანება გააჩნია. პანდემიის დასრულების შემდეგ სახელმწიფოს მოუწევს მთელი რიგი ღონისძიებების გატარება ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისა და შესაბამისად უმუშევრობის დაძლევის მიზნით.
გამოყენებული ლიტერატურა:
- საქართველოს კანონი „დასაქმების შესახებ“ – 2020 წელი
- საქართველოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის 2019-2023 წლების ეროვნული სტრატეგია
- „დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში“ – 2017 წელი
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური – https://www.geostat.ge/ka
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – https://www.moh.gov.ge/
- „კანონი „დასაქმების შესახებ“ – ადამიანური რესურსების მართვის საკანონმდებლო ბაზის მნიშვნელოვანი კომპონენტი“ – მირონ ტუღუში, 2018 წელი.