მინიმალური ხელფასი საქართველოში

ავტორის სტილი დაცულია

ნოდარი შარიქაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიძნესის III კურსის სტუდენტი
nodo.shariqadze@gmail.com

ანოტაცია

ჩვენს ქვეყენაში არის პრობლემა, რომელსაც ქვია ხელფასი. კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ უფრო გაამწვავა ეს პრობლემა და დღის წესრიგში მის მიერ გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგები დააყენა დღის წესრიგში. მან შექმნა პოლიტიკური გამოწვევა, თუ როგორ, და სოციალური დაცვის რა მექანიზმებით უნდა უპასუხონ მთავრობებმა პანდემიით გამოწვეულ სოციალურ კრიზისს. მინიმალური ხელფასი ისტორიულას სოციალური დაცვის იმგვარ მექანიზმს წარმოადგენს, რომელმაც დაბალანაზღაურებადი ოჯახები უნდა დაიცვას სიღარიბისგან. შევეცდები მიმოვიხილო მინიმალური ხელფასის სხვადასხვა ასპექტი.

Annotation

There is a problem in our country, which is called salary. The pandemic caused by Covid-19 exacerebated this problem and put the socio- economic consequences it caused of the agenda.  It created a political challenge on how,  and though what social protection mechanism, governments  should respond to the social crisis caused by the pandemic. The minimum wage has historically been a social protection mechanism that should protect low-income families from proverty. I will try to review various aspects of the minimum wages.

მინიმალური ხელფასის შექმნის ისტორიული კონტექსტი

მოუხედავად იმისა, რომ მინიმალური ხეფასის სტანდარტი ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითდ ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ნორვეგიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში) უკვე არსებობდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნამდე, საერთშორისო შეთანხმების დონეზე მისი ისტორია იწყება 1919 წლიდან. მინიმალური იდეის შემმხარდაჭერებმა, ორგანიზაციის პირველივე კონფერეციაზე წამოაყენეს ინიციატივა, რომ მომდევნო საკონფერენციო სესიას განეხილა მინიმალური ხელფასის დაწესება სხვადასხვა ინდუსტრიული სექტორებისთვის. იდეის ინიციატორებმა ამავე კონფერენციაზე მოითხოვეს შემდეგი პრინციპირ დაფუძნება: „ ადამიანის შრომა არ შეიძლება ჩიათვალოს მხოლოდ გასაყიდ საქონლად და კომერციის იმგვარ ობიექტად, რომელიც ექვემდებარება მოთხოვნა-მოიწოდების კანონს – უმუშევრობის პერიოდებში, შრომა არ უნდა ჩვარდესარასათნადო ანაზღურების რისკის ქვეშ იმ მიზეზით, რომ სამუშაო ძალა ამდროს ჭარბია“

მრავალეტაპიანი კვლევების შემდეგ, 1928 წელ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღო მინიმალური ხელფასის კონვენცია და რეკომენდაცია: ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ სფეროებში სადაც არ არსებობდა სახელფასო განაკვეთის ეფექტური რეგულაციები, და ხელფასები უკიდურესად დაბალი იყო, სახელმწიფოს უნდა განესაზღვრა ხელფასის მინიმალური სტანდარტი. კონვენციამ სახელმწიფოებს მიანიჭა თაისუფლება, თავად განესაზღვრაღ მინიმალური ხელფასის კონკრეტული ოდენობა დასაქმებულთნდა დამსაქმებელთნ კონსულტაციების შედეგად.

თუმცა აქ მთავარი ისაა, რომ მშრომელებს ჰქონოდატ შესაძლებლობა უზრუნველყოთ „ცხოვრების ადეკვატური სტანდარტი“. და ეს არა მარტო იმ  სფეროებში, სადაც მშრომელები ძლიერი ორგანიზების წყალობით აღწევდნენ კარგ კოლექტიურ ხელშეკრულებებს, არამედ იმ სფეროებში, სადაც შრომის ორგანიზება არ დებობა. [1]

რა არის მინიმალური ხელფასი

მინიმალური ხელფასი გაგანსაზღვრავს შრომის ანაზღურების იმ მინიმალურ ოდენობას, რაც დასაქმებულს ქვეყნის, რეგიონის ან ინდუსტრიული სექტორის მასშტაბით.

მინიმალური ხელფასი ამდენად შესაძლოა შემუშავებულ იქნას ზოგადად ეროვნულ, (ანუ ქვეყნის), ცალკეული ინდუსტრიის, ან პროფესიული ჯგუფების (occupational groups) დონეზე კოლექტიური მოლაპარაკების ხელშეკრულების (CBAs) საფიძველზე.

ინდუსტრიის დონეზე შემუშავებული მინიმალური ხელფასი, როგორც წესი, არ უნდა ჩმოუვარდებოდეს ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ მინიმალურ ხელფასს. მინიმალური ხეფასი დღეისთვის ქვეყანათა უმრავლესობაში არსებობს. [1]

მინიმალური ხელფასის ფუნქცია და სამიზნე

მინიმალური ხელფასის მექანიზმი პირველ რიგში, განკუთვნილია დაბალანაზღურებადი შრომის ბაზრისთვის და მიზნად ისახავს იმ დასაქმებულების შრომითი ექსპლუატაციისგან დაცვას, ვინც კაპიტალისტურ ეკონომიკაში ეწევა დაბალანაზღურებად შრომა

თვის მხრივაც კაპიტალისტურ ეკონომიკებს სრულად დასაქმება არ ახასიათებთ და სრული დასაქმებისკენ არც მიისწრაფვიან. ასეთ ეკონომიკებში, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მაინც რჩება არსებული ბაზრისთვის შეუსაბამო და შესაბამისად ეკონომიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღმა ანუ უმუშევარი. [1]

როდესაც დასაქმების ბაზარი იმართება საბაზრო ძალებით, ასეთ როს უმუშევრები საკუთრ სამუშაო ძალას ბაზარზე ჰყიდიან დამკვიდრებულ ფასად. იმ სფეროებში სადაც სამუშაო ძალის ჭარბი მიწოდებაა, კონკურენტულად მოიაზრება არა მხოლოდ კვალიფიციური, არამედ დაბალი ფასის მქონე შრომა. ამგვარ ვითრებაში, საბაზრო პროცესი, და საბაზრო ძალაუფლების მქონე აქტორები, ხელფასს მაქსიმალურად უმცირებენ იმ სამუშაო ძალას, რომელიც ბაზარზე არსებულ დასაქმებულის მოთხოვნას ყველაზე ნაკლებად აკმაყოფილებს, ასეთები არიან: ქალები გამოუცდები მუშახელი ანუ ახალგაზრდები, ნაკლებად კვალიფიცირებული მუშახელი და ა.შ.

თუხელფასის შემცირების დაწესებული მინიმალური ზღვარი არ არსებობს, ხელფასი შესაძლოა უკიდურეს ზღვრამდე შემცირდეს, რა დროსაც დასაქმებული ადამიანის ექსტრემალური სიღარიბის საფრთხე დგება. ამდენად მინიმალური ხელფასის იდეა, ხელფასის ქვედა, მინიმალური ზრვრის დაწესებით,წარმოადგენს შრომის ბაზრის რეგულაციის იმგვარ მექანიზმს, რომელიც მიმართულია იმის უზრუნველსაყოფად, რომ კაპიტალურ ეკონომიკებში დაბალშემოსავლიანმა მუშახელმაც მიიღოს სარგებელი ეკონომიკური ზრდით ანუ საშუალო ხელფასის ზრდასთან გაიზარდოს მისი ხელფასიც. [1]

როგორ ითვლება მინიმალური ხელფასი

მინიმალური ხელფასს სხვადასხვა ქვეყნები განსხვავებულად ითვლიან. უმეტეს შემთხვევაში ქვეყნები მინიმალურ ხელფასს საკანონმდებლო დონეზე რეგულირდება: ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ხეფფასის წარმომქმნელ მექანიზმში ერთვება და კანონით განსაზღვრავს, ხელფასის მინიმალურ ოდენობას. საკანონმდებლო რეგულაცია შესაძლოა შეეხებოდეს ქვეყნის მასშტაბით ყველა სახელფასო შემოსავალის მქონე დასაქმებულს, ან კონკრეტულ პროფესიულ ჯგუფებს. როგორც წესი მინიმალური ხელფასი იზრდება ყოველწლიურად და ის იცვლება ან ეროვნულ დონეზე საკანონმდებლო რეგულაციით, ან ინდუსტრიისა თუ პროფესიული ჯგუფების დონეზე კოლექტიური ხელშეკრულების საფუძველზე.[1]

მინიმალური ხელფასის მნიშვნელობა საქართველოში 

საქართველოს უზენაესი კანონის – საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში განმტკიცებულია სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, რომელიც ისტორიულად ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების მნიშვნელობის გააზრების საფუძველზე და შემდგომში მათი უზრუნველყოფის მიზნით ჩამოყალიბდა.

მინიმალური ხელფასის და საარსებო მინიმუმის განსაზღვრა და მათი რეალური სოციალური და ეკონომიკური ღირებულების დადგენა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თემად გვევლინება . რამდენიმე წლის წინ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დაწესებული მინიმალური ხელფასი არის საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობასთან შეუსაბამოა. ამასთნ, მინიმალური ხელფასი ბევრად ჩამორჩება დაწესებულ საარსებო მინიმუმს, არ უზრუნველყოფს მის ძირითად მიზნებს, დასაქმებულთა ექპლუატაციის პრევენციას, დაბალ ანაზღაურებადი პირისთვის მინიმალური საცხოვრებელი სტანდარტებით უზრუნველყოფას, სამართლიანი სახელფასო სტრუქტურის შეძლებისდაგვარად ჩამოყალიბებას, სიღარიბის აღმოფხვრას, საშუალო ფენის შექმნას.[2]

უცვლელი მინიმალური ხელფასი და დაბალანაზღაურებადი შრომის ბაზარი

2020 წლის 10 სექტემბერს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მინიმალური ხელფასის ოდენობის 500 ლარით განსაზღვრის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო. შესაბამისად ძალაში რჩება 1999 წლის N351 ბრძანება, რომლის მიხედვითაც მინიმალური ხელფასი კერძო სექტორში განსაზღვრულლია 20 ლარის ოდენობით. კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები, ერთი ნაწილი საუბრობს შრომითი უფლებების დარღვევაზე, მეორე ნაწლი კი ფიქრობს, რომ მინიმალური ხელფასის  ზრდა გამოიწვევს გაზრდილ უმუშევრობას, რადგან ეკონომიკის მარტივი თორიები გვასწავლის, რომ თუ პროდუქტის(მომსახურების) ფასი იზრდება მაშინ ადამიანები ცდილობენ, რომ უფრო მცირე რაოდენობით მოიხმარონ ეს პროდუქტი თუ მომსახურება.  კონკურენტულ ბაზარზე ეს თორია კარგად მუშაობს, მაგრამ რა ხდება მაშინ როდესაც საკითხი ეხება შრომის ბაზარს ან უშუალოდ ადამიანს? ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ ბაზარი დაარეგულირებს შრომაზე მოტხოვნას, მიწოდებას და განსაზღვრავს წონასწორულ ფასს (ხელფასს)?  ზოგაად ამ საკითხზე ეკონომისტებში შეჯერებული პასუხი არ არსებობს და კამათი ხშირად იდეოლოგიურ დაპირისპირებამდეც კი მიდის.

მინიმალური ხელფასის ეფექტიანობა რიგი სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორებით იზომება. სოციალური კუთხით არსებობს ნარატივი, რომ მინიმალური ხელფასის ზრდას გარკვეული დადებითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, ვინაიდან იგი სთავაზობს დასაქმებულს „ღირსეულ“ ანაზღაურებას, ამასთან ერთდ არსებობს სტიმული, რომ მეტად ეფექტურად იმუშოს ადამიანმა და შექმნას უფრო მეტი დოვლათი, მინიმალური ხელფასი უზრდის შემოსავალს დასაქმებულს და მას მეტი საშუალება, რესურსი უჩნდება, რაც საშუალებას აძლევს დაზოგოს მეტი და ამ შემთხვევში იზრდება ინვესტიციები, გაზრდილი მოხმარება კი ეკონომიკას უფრო აჯანსაღებს და ავითრებს. ამასთანავე მინიმალური ხელფასის გაზრდის მთვარი მიზეზი არის სიღრიბის შესაძლო შემცირება, ვინაიდან შემოსავალი ეზრდებათ დაბალშემოსავლიან ოჯახებს. ამ ყველაფერს აქვს თავისი „ფასი“ აქვს. როგორც პრაქტიკა აჩვენებს მინიმალურ ხელფასს ყველაზე ხშირად უკავშირებენ უმუშევრობის ზრდას, ვინაიდან როდესაც მინიმალური ხელფასი წონასწორულ ფასს აღემატება  დამსაქმებლები ცდილობენ, რომ კონკრეტულ სამუშაოზე კადრები შეამცირონ, ან დასაქმებულებს გაუზარდონ სამუშაო საათები და ა.შ. შესაბამისად, მინიმალური, ხელფასის განსაზღვრის დროს ვაწყდებით პრობლემას, მაშინ როდესაც ის ბაზარზე არსებულ წონასწორულ ფასს აღემატება, ხოლო თუ წონასწორული ფასის ტოლი ან ნაკლებია ის საერთოდ არანაირ უკუეფექტს არ ახდენს შრომის ბაზარზე. რომ ავიღოთ საქართველოს მაგალითი, მოდი შევთანხმდეთ რომ 20 ლარად ან 20 ლართან მიახლოებული ანაზღაურების სანაცვლოდ არავინ მუშაობს, ამიტომ მინიმალური ხელფასს არანაირი დანიშნულება არ აქვს. საყურადღებოა ის ფაქრიც, რომ მინიმალური ხელფასი სამუშაო ბაზრიდან გამოდევნის ძირითადად ნაკლებად კვალიფიცირებულ კადრებს, რომლებსაც ძირითადად ახალგაზრდები წარმოადგენენ.ნამასთანავე არსებობს ისეთი უკუეფექტებიც, როგორიცაა მცირე მცირე ბიზნესის განვითრების შენელებ, მომატებული საფრთხე იმისა, რომ ბიზნესმენებმა თავი აარიდონ არაკანონიერი გზით რეგულაციას და სხვა.[3]

როგორც უკვე ავღნიშნეთ საქართველოში მინიმალური არის 20 ლარი. ანუ თუ პიროვნება მუშაობს 40 საათიანი სამუშაო განაკვეთით, დამსაქმებელის უფლება აქვს დასაქმებულს გადაუხადოს საათში არანაკლებ 0.13 თეთრისა, ხოლო 48 საათიანი სამუშაო განაკვეთის შემთხვევაში – არანაკლებ 0.10-თეთრისა.

იმის მიუხედავად, რომ რეალურად არსებული ხელფასები 20 ლარს აჭარბებს, საქართველოს შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით, ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც შრომის ანაზღაურება საარსებო მინიმუმზე, ანუ დღეის მდგომარეობით 197 ლარზე, დაბალია. მაგალითვისთვის შეიძლება მოვიყვანოთ 2019 წლის მონაცემებით პირველი სამი თვის განმავლობაში, საქართველოში 200 ლარზე ნაკლებ ხელფასს იღებდა საშუალოდ 6980 ადამიანი. ბევრად მეტია ისეთი დასაქმებულების რაოდენობა, რომლებიც 300-ს, 400-ს ან 500 ლარს ქვემოთ ხელფასს იღებდა.

საინტერესოა ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნების მდგომარეობა: ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების მიხედვით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოში არარსებული მინიმალური ხელფასი არის ყველაზე დაბალი და მინიმუმ 9-ჯერ ჩამორჩება მეზობელი ქვეყნების მინიმალურ ხელსფასს. მაგალითად, აზრბაიჯანში მინიმალური ხელფასი არის 76$, სომხეთში 114$, მოლდოვაში 115$, უკრაინაში 123$, რუსეთში 132$, ხოლო ბელარუსიაში 155$. [1]

მინიმალური ხელფასის მხარდამჭერი და საჭინააღმდეგო არგუმენტები

თუ ეკონომიკურ პოლიტიკას განსაზღვრავენ ე.წ „ნეოკლასიკური პარადიგმით“, მაშინ მინიმალური ხელფასი დასაქმებისთვის საზიანო მექანიზმად წარმოჩინდება ხოლმე. არგუმენტი კი არის, რომ როდესაც შრომის საფასური იზრდება კომპანიები მიდრეკილები არიან ზედმეტ გადასახადს აარიდონ თავი სხვადასხვა გზით. შესაძლებობის შემთხვევაში ისინი ახორციელებენ შრომის ავტომატიზაციას, მოიხმარენ ნაკლებ შრომას, ამცირებენ სამუშაო საათებს, ჯერდებიან ნაკლებ მოგებას, ან შრომითი საქმიანობა გადააქვთ იმ ქვეყანაში სადაც დაქირავებული მუშახელ ნაკლები უჯდებათ. ბიზნესის როგორც რაციონალური ეკონომიკური სექტორის მიერ შესაძლო დანახარჯის თვის არიდების ამგვარი მიდრეკილების გამო მოჰყავთ ხოლმე ხელფასის შემცირების არგუმენტი.

თუმცა, ნეოკლასიკური პარადიგმის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამგვარი მიდგომა მხოლოდ მიწოდების ნაწილზეა ორიენტირებული და მხედველობაში არ იღებს მოთხოვნის ნაწილს და ამდენად, ცალმხრივი ანალიზად უნდა მივიჩნიოთ. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ის არ ითვალისწინებს მინიმალური ხელფასის გაზრდის მიერ წარმოქმნილ მოთხოვნას პროდუქტებზე და მის თანმდევ ეკონომიკურ შედეგებს. ანუ კრიტიკის მიხედვით თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ მინიმალური ხელფასის აწევა ზრდის პროდუქტებზე აგრეგატულ მოთხოვნას, მაშინ უფრო ცხადი ხდება მისი პოზიტიური როლი  და ფუნქცია დასაქმების პროცესში და მთლიან ეკონომიკურ პროცესში.[1]

დასკვნა

მინიმალური ხელფასის დაწესებით გამოწვეული უარყოფითი ეფექტები შედარებით მცირეა, თუ ბაზარზე არ არსებობს სამუშაო ადგილის დეფიციტი და ბაზარზე არსებული კადრების კვალიფიკაცია არის მაღალი. თუ ბაზარზე არის საკმარისი სამუშაო ადგილები, რომ ერთი კონპანიიდან (მინიმალური ხელფაასის დაწესების გამოს გაზრდილი ხარჯებიდან გამომდინარე) გათვისუფლებულმა ადამიანმა მარტივად იპოვოს ახალი სამუშაო ადგილი სხვა კომპანიაში, თუ ბაზარზე არსებულ კადრებს არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია, რომ ერთი სამუშაოს დაკარგვის შემდეგ დაასაქმონ სხვა კომპანიაში, მაშინ მინიმალური ხელფასის დაწესება გაცილებით გაზრდის უმუშევრობის დონეს.

საქსტატის მონაცემბის თამახმად საქართველოში უმუშევრობის დონე არის 17.6% და თუ სახელმწიფო დააწესებს მინიმალურ ხელფასს მაშინ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და მაღალ ნიშნულს მიაღწევს.

იმ მიზნის მისაღწევად რაც უნდა მიაღწიოს მინიმალური ხელფასების კანონმა საჭიროა:
1. ბაზარზე მყოფი მუშახელი უნდა გადამზადდეს და აუმაღლდეს კვალიფიკაცია;
2. ბიიზნესმა უნდა შეძლოს საკადრო და წარმოების ცვლილების ისეთი დაგეგმვა, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს მის ფუნქციონირებას;                                                                             3. დედაქალაქსა და რეგიონებში უნდა დაწესდეს განსხვავებული მინიმალური ხელფასი, რადგან რეგიონების საშუალო ხელფასის ოდენობა ჩმორჩბა დედაქალაქის საშუალო ხელფასის ოდენობას. (მონაცემები მოცემული „ცხრილი 1“-ში)

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/39/khelfasebi

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://1tv.ge/analytics/minimaluri-khelfasi/
  2. http://www.fes-caucasus.org/fileadmin/Publications/2016/Studie_GEO.pdf
  3. https://forbes.ge/blogs/minimaluri-khelphasi-kvlav/#!
  4. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/39/khelfasebi
  5. https://www.geostat.ge/ka