ბითკოინმა ახალი რეკორდი მოხსნა

ავტორის სტილი დაცულია

გვასალია ანი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი
ani.gvasalia99@gmail.com

ანოტაცია

  ბოლო თვეებია ბითკოინის ფასი რეკორდულად იზრდება.ბითკოინი არის სრულიად დამოუკიდებელი კრიპტოვალუტა,რომელიც არ კონტროლდება ხელისუფლებების და ფინანსური ინსტიტუტების მიერ.თავიდან დავაკვირდებით ისტორიულ ჭრილში მის განვითარებას.ასევე,სტატიაში განვიხილული იქნება ბითკოინის არსი,მისი მნიშვნელობა ეკონომიკისთვის და ის,თუ რა სარგებლობას და რა უარყოფით მოვლენებს მოგვიტანს მისი კონცენტრაციის ზრდა ფინანსურ სექტორში.ასევე გამახვილებულია ყურადღება იმაზე,თუ რამ გამოიწვია ბითკოინის ფასის ზრდა და,თუ როგორ რეაგირებენ ფინანსური ბაზრები და ინსტიტუტები ამ მოვლენებზე და როგორია ინვესტორების დამოკიდებულება ამ პროცესებთან მიმართებაში.მოყვანილია მაგალითები იმ ყველასთვის ცნობილი კომპანიებისა,რომლებმაც დანერგეს კრიპტოვალუტებით ანგარიშწორების მექანიზმები.და ბოლოს,განვიხილავთ რამდენიმე სხვა კრიპტოვალუტას.გავაანალიზებთ თუ,როგორ მოქმედებს ბითკოინის ფასის ასეთი სწრაფი ტემპით ზრდა მათ საბაზრო ფასზე.

Annotation

At this last months bitcoin hits news records. Bitcoin is a decentralized digital currency, without a central bank or single administrator.At the start of the article we analyse development of bitcoin during the last decade.The important part of the work is about meaning of bitcoin,its importance for economy and what are the benefits and disadvantages of its spreading concentration through the financial institutions.In this article we can find the answer of the question:,,what is the leading factor of increasing the price of bitcoin” and how financial insitutes react.You can find the examples  of the famous businesses,who set up new mechanism of payment with cryptocurrency.An the least,there are offered examples of different kind of cryptocurrency.

ისტორიული რაკურსი

ბითკოინი პირველად 2008 წელს გამოჩნდა,ხოლო 2009 წლიდან ის უკვე ჩაშვებულ იქნა კომპიუტერულ ქსელში.ის წარმოადგენს ეროვნული ბანკებისგან და ფინანსური ისტიტუტებისგან დამოუკიდებელ კრიპტოვალუტას,რომლის გამოყენება შესაძლებელია გადახდის საშუალებად.მისი მიმოქცევის სისტება P2P პრინციპით ფუნქციონირებს.ეს პრინციპი გულისხმობს იმას,რომ ორ კომპიუტერულ სისტემას შეუძლია ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლა,მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე,მთავარი სერვერის გვერდის ავლით.ამ პრინციპით განხორციელებული ტრანზაქციები ინახება მონაცემთა ბაზაში(ბლოკჩეინში).ბითკოინის გადაცვლა შეიძლება სხვადასხვა ვალუტაზე,მომსახურებასა თუ პროდუქციაზე.მას აქტიურად გამოიყენებენ ინვესტირებისთვის.ფულის ფუნქციებს წარმოადგენს: ფასეულობის შენახვა,გაცვლის საშუალება,ანგარიშის ერთეული.საინტერესოა,რომ ყველა ამ ფუქნციას ითავსებს ბითკოინი.[1]

  2009 წლიდან მოყოლებული 2014 წლამდე  მერყეობის ძალიან დიდი დიაპაზონით გამოირჩეოდა ბითკოინის ფასი და ეს მერყეობა შვიჯერ უფრო დიდი იყო ვიდრე ოქროს ფასის ცვლილება,რვაჯერ უფრო მეტი ვიდრე the S&P 500-ს და თვრამეტჯერ უფრო მეტი,ვიდრე აშშ დოლარს.[1]

  ბითკოინის ფასის მკვეთრი ზრდა დაიწყო 2011 წელს,როდესაც ის 0,30$-დან 32$-მდე გაიზარდა.2012-2013 წლებში ადგილი ჰქონდა კვიპროსის კრიზისს,რომლის პარარელურად ისევ და ისევ იზრდებოდა ბითკოინის ფასი,ბოლოს,მოხდა ისე,რომ 2013 წელს,10 აპრილს,ერთი ბითკოინი 266$ ღირდა.ამავე წლის 29 ნოემბერს მისმა ღირებულებამ 1242$  მიაღწია.შემდეგი წლები იყო მისი ფასის შემცირების ეტაპი.2014წლის აგვისტოში ერთი ბითკოინის ფასი 600$ ღირდა.ეს ტენდენცია გაგრძელდა 2015 წელსაც და მიაღწია ყველაზე დაბალ ნიშნულს 2013 წლის შემდეგ.2016 წლისთვის მისი ფასი უფრო სტაბილური გახდა.2017 წლის 3 მარტს,კი მისმა ღირებულებამ გადააჭარბა  უნცია ოქროს საბაზრო ფასს.[1]

ნახ.1 [1]

შემდეგ წლებშიც გააგრძელა მისმა ფასმა მერყეობა.2018 წლის იანვარში მისი ფასი 15000%-ს გადასცდა.2019 წელს ისევ დაეცა მისი ფასი 8000$-მდე.

გასულ წელს კი მისმა ღირებულებამ ყველა ადრე არსებული რეკორდი მოხსნა და 2020 წლის 30 დეკემბერს ის 28599$ ღირდა. ეს იყო 295%-იანი ზრდა.რამაც ინვესტორების დიდი ყურადღება მიიბყრო,მასზე მოთხოვნა მსხვილი ამერიკელი ინვესტორების მხრიდან დღითიდღე იზრდება.ეს ყველაფერი კი კიდევ უფრო რეალურს ხდის მოლოდინს,იმის შესახებ,რომ ის მთავარი გადახდის საშუალება გახდება. [2]

ბითკოინის გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები

ბითკოინის ფასი განისაზღვრება მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე.მასზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად იზრდება მისი ფასი.

ბითკოინების რაოდენობა ეკონომიკაში შეზღუდულია,ხოლო ახალი ბითკოინები იქნმება პროგნოზირებადი და კლებად ტემპით.ბითკოინის გამოყენების უპირატესობებია:

  • ძალიან დაბალი გადასახადი,ანუ მასზე გადასახადი,ან საერთოდ არ არის დაწესებული,ან ძალიან დაბალია.ის გაცილებით ნაკლებია მაგალითად ფეიფალის ან საკრედიტო ბარათის გადასახადებთან შედარებით.
  • გადახდის თავისუფლება გულისხმობს,რომ ნებისმიერს ინდივიდს,ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას შეუძლია მიიღოს ფულის სასურველი რაოდენობა.
  • ნაკლები რისკი ვაჭრებისთვის.ბითკოინით ვაჭრობა არის დაცული და ანონიმური.
  • ბითკოინით ტრანზაქციის შესრულება შეიძლება პირადი ინფორმაციის გაავრცელების გარეშე.[3]

  ბითკოინის ნაკლოვანებები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • როგორც ზემოთ აღვნიშნე,ბითკოინის ფასი ძალიან მერყევია.სწორედ ამიტომ,ბითკოინს,ფულისგან განსხვავებით,დაკარგული აქვს ღირებულების შენახვის ფუნქცია.ასევე,ის მეტად შეზღუდულია და გამოიყენება,როგორც გაცვლის საშუალება.მაგრამ მეცნიერები ამტკიცებენ,რომ ბითკოინის გავრცელებასთან ერთად მისი მერყეობაც შემცირდება.
  • ბითკოინების გამოყენება ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია არალეგალურ აქტივობებთან და კიბერდანაშაულთან.European Banking Authority-ისა და ფედერალური ბიუროს განცხადების მიხედვით,ბითკოინი შეიძლება გამოყენებული იყოს ფულის გათეთრებისთვის.[3]

2021 წლის ბუმი

  2021 წლის 29 იანვრის მონაცემებით,ბითკოინის ფასი 14%-ით იყო გაზრდილი,კერძოდ,მისმა ღირებულებამ 36901$ აშშ დოლარი შეადგინა.Reuters-ის მიხედვით,ბითკოინის ფასი მას შემდეგ გაიზარდა,რაც Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა,ილონ მასკმა ბითკოინი თავის Twitter-ის პორსტში მოიხსენია.[5]

   16 თებერვლის მონაცემებით,ბითკოინის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს,50000$ აშშ დოლარს,მიაღწია.სულ უფრო და უფრო იზრდება Wall Street-ის ინტერსები ბითკოინის მიმართ,ეს ტენდენცია კიდევ უფრო ამყარებს მისი ღირებულების ზრდის ტემპს.2021 წლის მაჩვენებლით ის დაახლოებით 70%-ით გაიზარდა.

ნახ.2 [4]

  ასეთი მაღალი ზრდის ტემპის განმაპირობებელი გახდა 8 თებერვალს ილონ მასკის გადაწყვეტილება 1.5$მილიარდი აშშ დოლარის ბითკოინში ინვესტირების შესახებ.Tesla-ს ამ ნაბიჯის შემდეგ უკვე ავტომობილების შეძენს კრიპტოვალუტით შესაძლებელი გახდა.

  Tesla-ს ასეთი ნაბიჯის შემდეგ, Uber-ის CEO-მ,დარა კოსროვშაშიმ, განაცხადა,რომ თვითონაც ფიქრობდნენ კლიპროვალუტებში თანხის დაბანდებას და სულ მალე გადადგამენ ასეთ ნაბიჯსაც.[6]

  19 თებერვლის მონაცემებით კი,კიდევ ახალი რეკორდი დამყარდა.მისი ღირებულება გადაცდა 54000$ აშშ დოლარს.ბოლო კვირაში 11%-ზე მეტი ზრდა დაფიქსირდა.ამ ბუმის გამომწვევია Mastercard-ისა და  BNY Mellon-ისინვესტიციები ბითკოინში.[8]

  ექსპერტემა დაასკვენს,რომ ბითკოინის ფასის ზრდას სწორედ ასეთი დიდი კომპანიების მხარდაჭერა განაპირობებს,რადგან მოლოდინებზე  მათი ასეთი ქმედებები დადებითად მოქმედებს,ეს კიდევ უფრო ამყარებს სტაბილურობის განცდას და ზრდის ბითკოინზე მოთხოვნას. ინვესტორები ფიქრობენ რომ, მას შემდეგ, რაც ბიტკოინების მარაგი ამოიწურება, კრიპტოვალუტის ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება.ბიტკოინის ფასის ზრდის ფონზე, დიდი კომპანიები კრიპტოვალუტას იმარაგებენ და უფრო მეტად უჭერენ მას მხარს, რაც მისი საფასურის გაზრდის ერთ-ერთ მიზეზსაც წარმოადგენს.

  საინტერესოა,თუ რატომ იქცევს ბითკოინი ინვესტორების მხრიდან ასეთ დიდ ყურადღებას.ანალიტიკოსები უფრო და უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმის შესახებ,რომ კრიპტოვალუტები ინვესტირების საუკეთესო საშუალება და ამ მიმართულების მომავალია.ამ აზრს ამყარებს შემდეგი არგუმენტები:[7]

  • მიუხედავად იმისა,რომ კრიპტოვალუტები დიდი რისკის მატარებელია,დროის ამ მოკლე პერიოდმა დაამტკიცა,რომ სწორედ მასში ინვესტირებით არის შესაძლებელი 100%-იანი მოგების მიღება.
  • ბლოქჩეინ სისტემები უშუალო კავშირშია თანამედროვე ტექნოლოგიებთან.ადამიანები კი მუდმივად ცდილობენ ინოვაციური მეთოდოლოგიებისა და პროცესების დანერგვით მიიღონ ახალი გადაწყვეტილებები,შექმნან ახალი პლატფორმები,რომელბიც ხელს შეუწყობენ ინვესტორებს კრიპტოვალუტების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში და მათ შესახებ სწორი პროგნოზების გაკეთებაში.
  • იმ ფაქტის მიუხედავად,რომ კრიპტოვალუტების ფასები ძალიან მერყევია,ინვესტორები ირწმუნებია,რომ მათ არაერთხელ შეძლეს ამ ფაქტის სათავისოდ გამოყენება.
  • ასევე ინვესტორებისთვის მიმზიდველია ის ფაქტი,რომ კრიპტოვალუტები მთავრობებისგან დამოუკიდებელია და მასზე არ ვრცელდება არანაირი რეგულაციები.
  • მნიშვნელოვანი კრიპტოვალუტების უპირატესობა ფულთან შედარებით არის ის,რომ კრიპტოვალუტების რაოდენობა შეზღუდულია,ეს კი ინფლაციის შანსებს ამცირებს,განსაკუთრებით კრიზისის პერიოდებში.
  • მიმზიდველია ისიც,რომ ისინი მაღალი ლიკვიდურობით გამოირჩევიან.

    ამ ყველაფრის მიუხედავად,ბევრი ანალიტიკოსი და ინვესტორი ისევ რჩება სკეპტიკურად განწყობილი კრიპტოვალუტების მიმართ.ისინი ამბობენ,რომ ბითკოინის ფასი ზედმეტად გაზვიადებულია და იმაზე მეტია,ვიდრე მისი რეალური ღირებულება.

ტოპ 3 კრიპტოვალუტა ბითკოინის შემდეგ

  ბითკოინი ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტაა,მაგრამ მის გარდა ათასზე მეტი კრიპტოვალუტა არსებობს.განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

  • ეთერიუმი (ETH)-სმარტ კონტრაქტების კრიპტოვალუტა

  ეთერიუმი შემოთავაზებული იქნა  ვიტალიკ ბუტერინის მიერ 2013 წლის ბოლოს, ქსელში ჩაერთო 30 ივლის,2015 წელს.ეთერიუმი ამარტივებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვას და გამოყენებას და ამიტომაც დიდ ყურადღებას იპყრობს არამარტო სტარტაბებისგან,არამედ დეველოპერულიკომპანიებისგანაც, როგორებიცაა მაიქროსოფთ(Mictosoft) და IBM. ინტერესი ასევე გამოიჩინა ავიაკომპანიებმა,Lufthansa და S7, ასევე საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციამ UNICEF-მა.[9]

ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაცია 42 მილიარდ აშშ დოლარამდე აღწევს.2021 წლის 19 თებერვლის მონაცემებით მისი ფასია 1,870.66 აშშ დოლარი.[10]

  • რიპლი(XRP)

  რიპლი აღიარებულია ყველაზე სწრაფ კრიპტოვალუტად.ეთერიუმისგან განსხვავებით,რომელიც ბითკოინის კოდში მცირე ცვლილების საფუძველზე ჩნდება,რიპლის შემთხვევაში კოდი ახლიდან იწერება.მისი შექმნის მიზანია ტრანზაქციების სიჩქარის გაზრდა და ხარჯების დაზოგვა.ამერიკის ბანკი მას უკვე იყენებს.საინტერესოა ის ფაქტი,რომ რიპლის მაინინგი ბითკოინისა და ეთერიუმისგან განსხვავებით,არ ხდება.

  მისი საბაზრო ღირებულებაა 0.558413$ აშშ დოლარი.[11]

  • ლაითკონი(LTC)

  Charles Lee-მ,გუგლის ყოფილმა ინჟინერმა, 2011 წელს შექმნა ლაითკონი.ეთერიუმის მსგავსად ტრანზაქციები ბითკოინზე სწრაფია.მაშინ როდესაც ბითკოინის ბლოკები ყოველ 10წუთში იქმნება,ლაითკონის შემთხვევაშ ეს პროცესი უფრო სწრაფია და ხდება 2,5 წუთში.ამიტომაც ლაითკონს უფრო მერი ტრანზაქციის განხორციელება შეუძლია.ლაითკონის რაოდენობა შეზღუდულია და 84 მილიონს ვერ გადააჭარბებს.

დღევანდელი მონაცემებით ერთი ლაითკონის ყიდვა 235 აშშ დოლარად არის შესაძლებელი.[11]

დასკვნა

  საერთო ჯამში,შეიძლება ითქვას,რომ პირველი კიბერვალუტა,ბითკოინის სახით,საკმაოდ წარმატებულია და ბოლო პერიოდში საკმოად დიდი პოპულარობით სარგებლობს.მისი ღირებულება 2009 წლიდან მოყოლებული მკვეთრი მერყეობით გამოირჩეოდა,თუმცა მისი ცვლილების ტემპები ზრდისკენ უფრო იყო მიმართული.2020-2021 წელს კი,ის მკვეთრად იზრდება.ანალიტიკოსები ამ ტენდენციას დიდი კომპანიების მიერ ბითკოინებზე ყურადღების მიპყრობას  მიაწერენ და ამბობენ,რომ სწორედ ეს იძლება სტაბილურობის განცდას და პოზიტიურ პროგნოზებს მომავალი ტენდენციის მიმართ.როგორც ზემოთ აღვნიშნე,ბითკოინს გააჩნია როგორც დადებითი,ასევე უარყოფითი მხარეები,რომელთა ანალიზიც,ასევე,დიდი ინფორმაციის მომცემია.2007-2008 წლების ფინანსური კრიზისების ფონზე  იზრდებოდა ბითკოინის პოპულარობა.დღეს იმავე რეალობის წინაშე დაგვაყენა კოვიდ-პანდემიამ და ეს პროცესი,რა თქმა უნდა,ისევ კავშირშია ბითკოინების ბუმთან.ნამდვილად,საინტერესოა,გააგრძელებს თუ არა ბითკოინის ფასი ზრდის ტენდენციას და რამდენად არის რეალური ის,რომ  ჩვეულებრივი ვალუტა შეიცვალოს მისით.

 გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98
  2. https://forbes.ge/bithkoinis-phasma-morigi-rekordi-mokhsna-da-28599-99-s-miaghtsia/
  3. https://www.nbg.gov.ge/bankjournal/index.php?m=115&blog_id=79
  4. https://www.coindesk.com/price/bitcoin
  5. https://www.reuters.com/article/us-crypto-currencies/bitcoin-soars-14-after-elon-musk-namecheck-on-twitter-idUSKBN29Y0ZX
  6. https://blog.mycoins.ge/uncategorised/%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-btc-%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%98-50000-%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%aa%e1%83%93%e1%83%90/?fbclid=IwAR2qpI9XbRjJbXeuRzDe3jpa3-lSHH6e5Xnt3cNfZ5ZStmQ_9Zel2KLT-n0
  7. https://blog.mycoins.ge/news/6-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%96%e1%83%94%e1%83%96%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%aa-%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9e%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a2%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90/
  8. https://www.reuters.com/article/us-crypto-currency-bitcoin/bitcoin-steams-to-new-record-and-nears-1-trillion-market-cap-idUSKBN2AJ0GC
  9. https://ka.wikipedia.org/wiki/Ethereum
  10. https://www.coindesk.com/price/ethereum
  11. https://www.coindesk.com/price/xrp
  12. https://www.coindesk.com/price/litecoin