ეკონომიკური წესრიგების ინტეგრაცია
ავტორის სტილი დაცულია
ავთანდილ ფურცხვანიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის IVკურსის სტუდენტი
avtia1502@gmail.com
ანოტაცია
სტატიაში განხილულია ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი საკითხი – ეკონომიკური წესრიგების ინტეგრაციის საფეხურები. მისი მრავალასპექტიანი და სასარგებლო საკითხის შესწავლა გვეხმარება ეკონომიკური ინტეგრაციის სარგებლისა და დანაკარგების შეცნობაში. იმისთვის, რომ საკითხი სრულიად გავიგოთ, აუცილებელია სტატიაში შესაბამისი ნიადაგი შევქმნათ ამისთვის. ამიტომაც საკვირველი არ იქნება, თუ თემის ირგვლივ ძირითადად ვისაუბრებთ საერთაშორისო ვაჭრობაზე. ნაშრომში საუბარი იქნება ასევე ეკონომიკური ინტეგრაციის საფეხურების შესახებ. მათზე მსჯელობა კი დაგვეხმარება ავხსნათ თანამედროვე გლობალიზაციური ტენდენციების დადებითი და უარყოფითი მხარეები. შემდეგ კი ვისაუბრებთ საქართველოს ვაჭრობაზე, რომელზეც გარდამტეხი როლი ითამაშა პანდემიამ. საბოლოოდ კი შევაჯამებთ ზემოაღნიშნულ საკითხებს. ნაშრომში ასევე მითითებული იქნება წყაროები და მათგან გამომდინარე გრაფიკები.
Annotation
The article discusses an important issue about Economic discipline integration level. Its diverse and beneficial aspects can define pros and cons of economic integration. To make the issue clear, I will make a little background for the following topic. For that reason, I will try to involve international trade aspects in the article. The article includes a paragraph about economic integration levels. Discussion about the above-mentioned issue will help us to explain advantages and disadvantages of modern trends. Moreover, in the article will be presented international trade of Georgia, which has been made it upside down by the world pandemic. Finally, I will sum up the above-mentioned topics. In addition, you are provided with all the sources I have used for the data of the following article.
ეკონომიკური ინტეგრაციის სარგებელი და ხარჯები
ეკონომიკური ინტეგრაცია ძველი დროიდან შეუცნობლად მიმდინარეობდა სხვადასხვა ქვეყნებში. ამის უმნიშვნელოვანესი ნიშანი, სწორედ საგარეო ვაჭრობა იყო. მაგალითად, ფინიკიელი ზღვაოსნები საკუთარი პროდუქტის სხვა ქვეყანაში ჩატანით, გაყიდვით იღებდნენ ფინანსურ მოგებას. საგარეო ვაჭრობა, რომელიც ვაჭრების ერთ-ერთი არსებობის წყარო იყო, ვითარდებოდა არამხოლოდ საპორტო ქალაქ-სახელმწიფოებსა და დასახლებულ პუნქტებში, არამედ სხვა სახმელეთო ადგილებშიც.
საქართველო, რომელსაც წილად ხვდა საგანძური- შავი ზღვა, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანზიტო დერეფნად იქცა უხსოვარი დროიდან. მასზე მე-12 საუკუნეში გადიოდა საქარავნო გზა, რომელიც ძირითადად ინდო-ჩინელ ვაჭრებს (მწარმოებლებს) აკავშირებდა დასავლეთი და აღმოსავლეთი რომის იმპერიასთან (მომხმარებლებთან) და, პირიქით.
„ოქროს ხანა“ ქვეყნისთვის არა მხოლოდ სამხედრო და პოლიტიკის აღორძინების, არამედ ეკონომიკური ბრწყინვალების ეპოქადაც ითვლებოდა.
ქვეყანაში შემოსული ვაჭრების უსაფრთხო გადაადგილებაზე თავად იმდროინდელი ჯარისკაცები ზრუნავდნენ, რადგან მაშინ მრავლად იყო მეკობრეებისა და ყაჩაღების თავდასხმის ფაქტები. ვაჭრები, რომლებიც საქართველოს „აბრეშუმის გზას“ გამოივლიდნენ, გაჩერდებოდნენ ხოლმე ქვეყანაში და საქონლისა თუ მომსახურეობის შეძენით ძვირფას ლითონებს ხარჯავდნენ, რაც თანამედროვეობაში წმინდა ექსპორტის რაოდენობრივი ზრდის ნიშანია.
დროთა განმავლობაში ფეოდალური სახელმწიფოები დაიშალა და შეიქმნა იმპერიალისტური იდეოლოგიით გამსჭვალული საქართველო, რომელსაც ბატონი მხოლოდ ერთი ჰყავდა.
დამოუკიდებლობის მოპოვებისა და საბჭოთა ანექსიის შემდგომ ეკონომიკური ინტეგრაცია სხვა ქვეყნებთან ფაქტობრივად შეჩერდა. საბჭოთა საქართველოს საშიანო ვაჭრობა იყო მხოლოდ და მხოლოდ 15 რესპუბლიკის საზღვრებს შორის გადაადგილებული ქართული პროდუქცია.
90-იანი წლების დასაწყისში სსრკ დაიშალა, საიდანაც 15 დამოუკიდებელი რესპუბლიკა წარმოიქმნა. რევოლუციური ინსტიტუციების ცვლილებებმა დიდი ეკონომიკური ზიანი მიაყენა ქვეყანას. ამ დროს სრულიად ნულიდან დაიწყო სხვადასხვა ორგანოების და სახელმწიფო წყობილების ჩამოყალიბება. ამას ერთვოდა გაუაზრებელი შიდა ომები, რომლებმაც არათუ გააჩერა, არამედ რამდენიმე ნაბიჯით უკან წაიყვანა ქვეყანის ეკონომიკურ-პოლიტიკური მდგომარეობა.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დღესდღეობით საქართველო მრავალი სავაჭრო შეთანხმების წევრია, რითაც უკვე შეგვიძლია განვიხილოთ ის დადებითი თუ უარყოფითი თვისებები, რაზეც ვახსენე ჯერ კიდევ თემის დასაწყისში.
ეკონომიკური ინსტიტუციების ინტეგრაციამ დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში არც თუ ისე შორი გზა განვლო. ის ვითარდება დღესაც კი. ინტეგრაციის პროცესებს დიდი ხარჯი ახლდა თან, თუმცა მისი სარგებელი საგრძნობლად უფრო დიდია.
ვაჭრობაზე გაწეული ხარჯები, რომელიც საკმაოდ დიდი იყო, თანდათან მცირდება სავაჭრო ინტეგრაციასთან ერთად. რეგიონული სავაჭრო ხელშეკრულებები ქვეყანას მისივე რეგიონში პროდუქციის მრავალფეროვნობის საწინდარია. სახელდობრ, NAFTA აერთიანებს 3 დიდ ჩრდილოამერიკულ ქვეყანას. ზემოხსენებული რეგიონული შეთანხმება ქვეყნების სპეციალიზაციის შემდეგ კი მათი ექსპორტის მოტივატორია. [10] თუნდაც საქართველო აზერბაიჯანი და სომხეთი. სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პროდუქციისა და მომსახურეობის წარმოება საგრძნობლად განსხვავებულია, რადგან ასე თუ ისე სამივე ქვეყანა ცდილობს დასპეციალიზდეს იმ დარგში, რაშიც ის ფლობს შეფარდებით, ან აბსოლუტურ უპირატესობას. [15]
თუ საქონელი და მომსახურება გათავისუფლდება გადასახადისგან, მაშინ ის ნაკლებ ფასში გაიყიდება იმ მეორე ქვეყანაში, რომელიც იმპორტს ახდენს. შესაბამისად, პირველი ქვეყნიდან გასული საქონელი მეორე ქვეყნის მოსახლებას უფრო ხელეწიფება, ცხადია, მსყიდველობითუნარიანობა გაიზრდება, აქედან გამომდინარე, მოხმარება.
ეკონომიკური ინტეგრაციის უფრო ღრმა ეტაპზე ქვეყნებს შესაძლოა არ აკმაყოფილებდეთ მოცემული გახსნილობა და ისინი ცდილობენ უფრო გაამყარონ ეკონომიკური ურთიერთობები. ამ დროს, შესაძლოა, ქვეყნებმა გადაწყვიტონ სამუშაო ძალის შეუზღუდავობა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებიდან გამომდინარე. თუ პირველი ქვეყნის სამუშაო ძალის რაციონალურად მოაზროვნე სეგმენტმა დაინახა შედარებით მაღალი რეალური ხელფასების აღების შესაძლებლობა მეორე ქვეყანაში, მაშინ ის გადაწყვეტს მეორე ქვეყანაში დაიწყოს მუშაობა მიგრაციის საფუძველზე. სამუშაო ძალის მიწოდების შემცირებით კი პირველ ქვეყანაში გაიზრდება ხელფასის რეალური დონე და მაშინ გრძელვადიან თეორიულ პერსპექტივაში ის მეორე ქვეყნის ხელფასის რეალურ დონეს გაუტოლდება. [3]
როგორც საქონლისა და მომსახურების ბაზრის მოცულობა გაიზრდება, ასევე გაიზრდება სამუშაო ძალის საბაზრო მოცულობა. გაერთიანებული ბაზარი შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა კომპანიებსა და სამუშაო ძალას უფრო კონკურენტუნარიან გარემოში ჩამოყალიბდეს საბაზრო ფასი და მოცულობა, მოთხოვნა-მიწოდების მრუდიდან გამომდინარე. [3]
თუ ქვეყნები სამუშაო ძალას გაცვლიან, მაშინ გაიცვლება ტექნოლოგიაც. აღსანიშნავია, რომ ტექნიკა არ უნდა აგვერიოს ტექნოლოგიასთან, რადგან ეს უკანასკნელი არის პროდუქციისა და მომსახურების ეფექტიანი წარმოების განმარტება.
კაპიტალის თავისუფალი გადინება და შემოდინება ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს უკეთეს გარემოში ადაპტირდეს კომპანია ანუ იქ, სადაც მისთვის უკეთესი გარემო იქმნება.
სპეციალიზაცია, შესაძლოა, გახდეს მთლიანი შიგა პროდუქტის გაზრდისა და ინოვაციურ-პროგრესული ტექნოლოგიების ჩამოყალიბების საფუძველი.
ეკონომიკური ინტეგრაციის ფორმები
ეკონომიკური ინსტიტუციების ინტეგრაციის სხვადასხვა ეტაპები გამოხატულია სავაჭრო-ეკონომიკური ინტეგრაციის ფორმებში.
ნახაზი 1
წყარო: W. Charles Sawyer, Richard L. Sprinkle, Applied international economics (New York, NY: Routledge, 2015)
პირველი და მნიშვნელოვანი ეტაპი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებისა არის პრეფერენციული სავაჭრო ზონა. ის გულისხმობს ორ ან რამდენიმე ქვეყანას შორის რამდენიმე პროდუქტზე ტარიფების შემცირებას. როგორც ცნობილია, ტარიფებისაგან მიღებული შემოსავალი, დიახ, ბიუჯეტში მიდის, თუმცა გვაქვს ასევე დანაკარგი, რომელიც სავაჭრო ტარიფების შედეგად წარმოიქმნება. ამიტომაც ვაჭრობის ეფექტიანობისაკენ მისწრაფება ნათელს ხდის ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების შედეგად ტარიფების დაწევას კონკრეტულ საქონელსა თუ მომსახურეობაზე. [1]
საქართველოს პრეფერენციული სავაჭრო ხელშეკრულება (Generalized System of Preferences) გააჩნია 3 მოშორებულ ქვეყანასთან, ესენია: იაპონია, აშშ და კანადა. [5]
მიუხედავად იმისა, რომ აშშ ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამხედრო პარტნიორია, ის სულაც არ არის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორი. ცხადია, ქვყენებს აშორებთ ორივე მხრიდან ოკეანეები და თითო-თითო კონტინენტი (ევროპასა და აზიას თუ სხვადასხვა კონტინენტებად ჩავთვლით).
ყურადსაღებია იაპონიასთან სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებაც, ვინაიდან იაპონიისთვის ქართული პროდუქცია, კერძოდ, ქართული ღვინო, ახალია. იაპონელები, როგორც წესი, არ იყვნენ ღვინის მოყვარული ერი, ამიტომაც ევროპული/ქართული ღვინის ბაზარზე პირველი შესვლა უდიდეს ადგილსა და ნიშას დაიკავებს იაპონურ ბაზარზე. მარკენტინგული მეთოდებით ქართულ ღვინოს აქვს პოტენციალი ბაზრის ლიდერი გახდეს იაპონიაში, თუმცა ეს ხანგრძლივი პროცესია და კრეატიული აზროვნებას მოითხოვს. [9] ის ასევე უდიდეს შანს გვაძლევს ქართული ღვინის ექსპორტის უდიდესი ნაწილი არა რუსეთსა და სხვა მის მონათესავე ერებზე მოდიოდეს, არამედ სხვა მრავალ აზიურ ქვეყანაზე, რომლისთვისაც თავად პროდუქტი და მისი მოხმარება ფაქტობრივად ახალი და უჩვეულოა. [4]
ინტეგრაციის შემდეგ ეტაპს წარმოადგენს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება. პრეფერენციული ვაჭრობისგან განსხვავებით, ის აუქმებს ან ამცირებს სავაჭრო კვოტებსა და ტარიფებს ყველა პროდუქციაზე, რაც კი ქვეყნებს შორის მოძრაობს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მრავალ ქვეყანასთან აქვს დადებული ორმხრივი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება. ცხადია, ეს ქვეყნები არა მხოლოდ საქართველოს მეზობლები (თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი), ასევე შორეული ქვეყნები (ჩინეთი, ყაზახეთი, მოლდოვა, თურქმენეთი, უკრაინა, უზბეკეთი) არიან. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან შევიდა ძალაში. ასევე ევროპის თავისუფალი სავაჭრო ასოციაციის ქვეყნებთან (ისლნადია, ნორვეგია, შვეიცარია, ლიხტენშტაინი) დაიდო თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, თუმცა მისი წილი სავაჭრო ბრუნვაში არც თუ ისე მაღალია. [1]
ნახაზი 2
პირველწყარო: www.geostat.ge
ნახაზი 3
პირველწყარო: www.geostat.ge
ცხრილი 1. საქართველოს იმპორტი 2019 წელი
ნახაზი 2 და ნახაზი 3-დან ჩანს, რომ საქართველოს ვაჭრობის, ცალკე ექსპორტისა და ცალკე იმპორტის, დიდი წილი სწორედაც რომ იმ ქვეყნებზე მოდის, რომლებთანაც ორმხრივი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აქვს დადებული ქვეყანას. [7]
ორმხრივი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება Bilateral FTA | 4950232.7 ათასი $ |
პრეფერენციების გენერალური სისტემა GSP | 953193.7 ათასი $ |
ევროპის თავისუფალი სავაჭრო ასოციაციის ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება EFTA | 74468.2 ათასი $ |
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) | 2407237.343 ათასი $ |
ცხრილი 2. საქართველოს ექსპორტი 2019 წელი
ორმხრივი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება Bilateral FTA | 2350230.8 ათასი $ |
პრეფერენციების გენერალური სისტემა GSP | 147095.5 ათასი $ |
ევროპის თავისუფალი სავაჭრო ასოციაციის ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება EFTA | 83015.6 ათასი $ |
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) | 819,242.40 ათასი $ |
წყარო: www.geostat.ge
ცხრილი 1-დან, საქართველოს იმპორტში 2019 წელს უდიდესი წილი უჭირავს ორმხრივი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ქვეყნებს, აქედან კი მოწინავე ადგილი უჭირავს თურქეთს. [6] ანალოგიურად, 2019 წლის ექსპორტის მოწინავე ადგილს იკავებს აზერბაიჯანი. [7]
ეკონომიკური ინტეგრაციის შემდეგ ეტაპს წარმოადგენს საბაჟო კავშირი. ის ერთ-ერთი გარდამტეხი ეტაპია ორ ან მეტ ქვეყანას შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა. საბაჟო კავშირში მონაწილე ქვეყნები სრულიად აუქმებენ სავაჭრო ბარიერებს, მათ შორის კვტოებსაც, ასევე აუქმებენ საბაჟო გადასახადს. შესაძლოა, სწორედ ეს ეტაპი იქცეს საქართველოსთვის ევროკავშირში ინტეგრაციის შემდეგ ეტაპად, რადგან, როგორც საქართველო, ისე სხვა ახალგაერთიანებული ქვეყნები თანდათან გადიოდნენ სავაჭრო ინტეგრაციის ეტაპებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. [2]
მომდევნო ეტაპი საერთო ბაზარია. სავაჭრო-ეკონომიკური აკრძალვების გაუქმებითა და ეფექტიანი მეთოდებით ქვეყნები ცდილობენ სრულიად გააფართოვონ ეკონომიკური ნამცხვარი. აქედან გამომდინარე, ორზე მეტ ქვეყანას შორის გაფორმებული საერთო საბაზრო კავშირი, რომელშიც მონაწილე ქვეყნები ერთიან საგარეო ტარიფზე თანხმდებიან, საშუალებას იძლევა კაპიტალი და სამუშაო ძალა თავისუფლად გადაადგილდეს. [12] აუცილებლად უნდა აღინიშნოს დევიდ რიკარდოს სპეციალიზაციის თეორიის უკეთესი ვერსია, ჰექშერ-ოლინის მოდელი. მის მიხედვით, სამუშაო ძალისა და კაპიტალის თავისუფლად გადაადგილება სპეციალიზაციის კონცეფციას უფრო აფართოვებს და ნათელს ხდის ქვეყნებმა რა, სად, როგორ აწარმოონ. გრძელვადიან პერსპექტვივაში ხელფასისა და რენტის გათანაბრებულ რეალურ ფასს აყალიბებს კაპიტალისა და სამუშაო ძალის გადაადგილება. [11] მაგალითად, თუ ლიეტუვის რესპუბლიკიდან სამუშაო ძალა მიდიოდა დიდ ბრიტანეთში სამუშაოდ, შესაბამისად, მუშაკთა რაოდენობა მცირდებოდა ანუ სამუშო ძალის მიწოდება მცირდებოდა, რაც, ცხადია ხელფასის რეალურ ფასს გაზრდის, ხოლო დიდ ბრიტანეთში მიგრირებული ლიეტუველი მუშაკების მიწოდება გაიზრდება, რაც ხელფასის რეალურ დონეს შეამცირებს. იმავე პრინციპით შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ კაპიტალთან დაკავშირებით. ეს ორივე კი გრძელვადიან პერიოდში გამოიწვევს ხელფასებისა და რენტის რეალური ფასის გათანაბრებას. ამავდროულად, საბოლოო ჯამში ერთობლივი ეკონომიკური ნამცხვარი იზრდება. [13]
ბოლოს წინა ეტაპი ეკონომიკური ინტეგრაციისა არის ეკონომიკური კავშირი. ორ ან მეტ ქვეყანას შორის გაფორმებული ეკონომიკური კავშირის შეთანხმება, რომელშიც მონაწილეები თანხმდებიან საერთო საგარეო სავაჭრო პოლიტიკაზე, თავისუფალი გადაადგილების საშუალებას აძლევს საქონელს, მომსახურებას, ფულსა და საწარმოო ფაქტორებს. ზემოაღნიშნული ინტეგრაციის ამ ეტაპზე სწორედ შექმნილი ევრაზიული კავშირია, რომელშიც გაერთიანებულია 5 ქვეყანა.
ეკონომიკური ინსტიტუციების დასკვნითი ეტაპი სავალუტო-ეკონომიკური კავშირია. აქ შეგვიძლია გამოვყოთ ევროზონა, რომელშიც გაერთიანებულია 27 ქვეყანა, თუმცა ყველა არ სარგებლობს ერთიანი ვალუტით. ეკონომიკური კავშირის განმარტებიდან გამომდინარე, შესაძლოა დავამატოთ შეთანხმებული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა და დავამატოთ საერთო ვალუტის ცნება. 27 ქვეყნიდან მხოლოდ 19 სარგებლობს ერთიანი სავალუტო სისტემით, ევროთი. [8] მათ გააჩნიათ ერთიანი ცენტრალური ბანკი, ეს უკანასკნელი კი პრაგმატული მონეტარული პოლიტიკის გამტარებელია. [14]
ჩამოთვლილი ექვსივე ეტაპი ნებისმიერი ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანი და სარგებლის მომტანია. ფინალურ ეტაპამდე მისვლა კი, თუ ამის სურვილი ერს გააჩნია, მთავრობისა და მისი პოლიტიკის გააზრებული ქმედითი ნაბიჯებით არის შესაძლებელი.
საქართველოს საგარეო ვაჭრობა პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებში.
ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან. 5 წლის შემდეგ, ცხადია, მას რაღაც დადებითი შედეგი უნდა მოეტანა ქვეყნის საგარეო ვაჭრობაში. თუმცა რადგან გვსურს ჩვენი თემა ეხებოდეს ახალ კორონავირუსამდე და მას შემდეგ გამოწვეულ შედეგებს, ამიტომაც აღარ განვიხილავთ დინამიკაში საქართველოს ექსპორტისა და იმპორტის ზრდის ტემპებს.
ნახაზი 4
წყარო: www.geostat.ge
ნახაზი 4-ზე ასახულია საგარეო ვაჭრობის, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის სეგმენტური განაწილება 2019 წელს. ვხედავთ, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქტების ღირებულება, რომელიც ევროკავშირში გადის, თითქმის მეოთხედი (819 242 400$), ხოლო ევროკავშირიდან იმპორტირებული პროდუქტების ღირებულების მეთხედზე ოდნავ მეტია (2 407 237 300$). [7]
დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტირებული პროდუქტების ღირებულება (2 043 503 300$) ნახევარზე მეტია, ვიდრე ევროკავშირისა და სხვა დანარჩენი ქვეყნების ჯამი. რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნების წილს (26% იგივე 2 440 588 000$) მთლიან იმპორტში საგრძნობლად დაბალია. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სავაჭრო სალდო ნაკლებ დეფიციტურია დსთ-ს ქვეყნებთან (-397 084 700$), ვიდრე, სახელდობრ, ევროკავშირის ქვეყნებთან (-1 587 994 900$). [7]
ნახაზი 4-ზე ნათლად არის საქართველოს დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნებთან ექსპორტისა (935 703 800$ იგივე 25%) და იმპორტის (4 669 085 900$ იგივე 49%) კონტრასტი 2019 წელს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნებში არის ჩვენი ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი, თურქეთი, რომლიდანაც ვახრციელებთ მრავლი პროდუქტის იმპორტს (1 616 938 500$), მაშინ მივხვდებით თუ რატომ არის ასეთი დიდი განსხვავება. [7]
2019 წლის მიწურულს ჩინეთში გამოვლენილი ახალი კორონავირუსისაგან მომდინარე რისკები ნაკლებს თუ ეგონა სერიოზულ ეკონომიკურ და სოციალურ დარტყმას მიაყენებდა თითქმის ყველა ქვეყანას. საქართველოში თებერვლის თვეში შემოღწეული ვირუსის გავრცელება საგრძნობლად გაიზარდა 2020 წლის პირველსა და მეორე კვარტალის მიჯნაზე. სწორედ ამ პერიოდში დაიკეტა, ფაქტობრივად, სრულიად მსოფლიო, ევროკავშირმა საზღვრები ჩაკეტა, რადგან არავინ იცოდა ზუსტად რამდენხანს ან როგორ ვრცელდებოდა ახალი კორონავირუსი. ჩაიკეტა სრულიად საჰაერო სივრცე, გარდა სპეციალური რეისებისა, რომელიც მხოლოდ სამშობლოში მოქალაქეების დაბრუნებას ემსახურებოდა. კორონავირუსიდან მომდინარე რისკების გამო საგრძნობლად შემცირდა წარმოებული პროდუქციის ექსპორტ-იმპორტი, ვიდრე ეს წინა 2019 წლის შესაბამის თვეებში იყო. [7]
ნახაზი 5
პირველწყარო: www.geostat.ge
ნახაზი 6
პირველწყარო: www.geostat.ge
ნახაზი 5 და ნახაზი 6-დან გამომდინარე, ექსპორტი თითქმის სტაბილური, ხოლო იმპორტის შედარებით მზარდი ტენდენცია შეინიშნებოდა იანვრისა და თებერვლის თვეებში. იანვარ-თებერვლის მონაცემებზე დაყრდნობით, თუ ავაგებთ რეგრესიულ განტოლებას ტრენდის საჩვენებლად, შესაძლებელი გახდება დავამტკიცოთ ზემოხსენებული დებულება, თუმცა პანდემიისაგან გამოწვეულმა რისკებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
მარტის დასაწყისიდან ექსპორტი სტაბილურად მცირდება, რადგან პროდუქციის მიმღებმა სახელმწიფოებმა საზღვრები ჩაკეტეს. ჩვენი პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი არის აზერბაიჯანი, სადაც ეპიდემიური აფეთქება უფრო ადრე მოხდა, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში. ამას ჯაჭვური რეაქციით მიჰყვა სხვა დსთ-ს ქვეყნები, რომლებსაც როგორც ვნახეთ, 2019 წელს დიდი წილი ეჭირათ ქართული პროდუქციის იმპორტში. მაშინ, როცა 2019 წლის თებერვლიდან მარტამდე მკვეთრად იზრდებოდა ექსპორტი, 2020 წელს ის, პირიქით, შემცირდა.
რაც შეეხება იმპორტს, ევროკავშირში ეპიდემიური აფეთქების ნიშნები 2020 წლის თებერვალში შეიმჩნეოდა, ხოლო სხვა იმპორტიორმა ქვეყნებმა საზღვრების ჩაკეტვა სწორედ მარტიდან დაიწყეს. ამიტომაც, სულაც არ არის გასაკვირი, რომ იმპორტი მკვეთრად დაეცა აპრილის შუა რიცხვებამდე, შემდეგ კი ის გაიზარდა, რადგან ეკონომიკა სხვა თანაბარ პირობაში ადაპტირდა ეპიდემიურ ვითარებაზე.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სავაჭრო ბრუნვა 2020 წელს გაუმჯობესდებოდა 2019 წელთან შედარებით, რისი საშუალებაც სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს არ მიეცა. თუმცა გრძელვადიან პერიოდში, როგორც ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოგონებაა შესაძლებელი, ისე ეკონომიკას შეუძლია თავისი თავი განკურნოს.
დასკვნა
მოცემულ თემაში ისტორიული მაგალითების განხილვის შემდეგ, შევეხეთ ეკონომიკური თეორიის ელემენტებს, რომლებიც პრაქტიკულ ნაწილში გამოვიყენეთ. ეკონომიკური ინტეგრაციის ეტაპებისა და ფორმების გარჩევით, შევძელით გაგვერკვია, რომელ ეტაპზე იმყოფება და რა სავაჭრო ურთიერთობები გააჩნია საქართველოს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში.
პანდემიამდე და პანდემიის შემდაგ განხილული საგარეო სავაჭრო ბრუნვა, დაგვეხმარა გაგვეანალიზებინა ტრენდი. ამასთანავე, ნახაზებზე ნათლად წარმოვადგინე სხვადასხვა ეკონომიკურ-სავაჭრო გაერთიანებების წილი და როლი საქართველოსთვის.
ვფიქრობ, ნაშრომი ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ საგარეო ვაჭრობისადმი დაინტერესების დაკმაყოფილებასა და შემდგომ მის სხვა ნაშრომებში გამოყენებას.
საქართველოს ეკონომიკური ინსტიტუციების ინტეგრაციის ეტაპები ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის განვლილი, თუმცა, ვიმოდევნებ, აღნიშნული ნაშრომი მის მკითხველს რამდენადმე ჩამოუყალიბებს ამ თემისადმი ინტერესსა და პოზიციას.
გამოყენებული ლიტერატურა
- http://www.dcfta.gov.ge/en/home
- https://corporatefinanceinstitute.com/resources/knowledge/economics/common-market/
- https://investingeorgia.org/en/georgia/free-trade-regimes
- https://agenda.ge/en/news/2018/924
- http://www.economy.ge/index.php?page=economy&s=7
- https://www.efta.int/about-efta/the-efta-states
- geostat.ge
- https://europa.eu/european-union/about-eu/euro/which-countries-use-euro_en
- https://cbw.ge/business/agreement-between-georgia-and-japanese-export-and-investment-insurance-company-nexi-signed
- https://www.investopedia.com/terms/f/free_trade_area.asp
- https://www.britannica.com/topic/economic-integration
- https://corporatefinanceinstitute.com/resources/knowledge/economics/customs-union/
- https://corporatefinanceinstitute.com/resources/knowledge/economics/common-market/
- https://www.investopedia.com/terms/e/emu.asp
- W. Charles Sawyer, Richard L. Sprinkle, Applied international economics (New York, NY: Routledge, 2015)