ექსპორტ იმპორტის მნიშვნელობა. ადგილობრივი ექსპორტი

ავტორის სტილი დაცულია

მარიამ თოფჩიევა                                                                                                              

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის III კურსის სტუდენტი                                              
topchieva888@gmail.com 

ანოტაცია

საერთაშორისო ვაჭრობა, ექსპორტ-იმპორტი ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნის განვითარებისათვის, რა თქმა უნდა საქართველოსთვისაც. საერთაშორისო ვაჭრობის საშუალებით შეგვიძლია ვაწარმოოთ , ის რაც ყველაზე უკეთ გამოგვდის და მოვიხმაროთ სხვა ქვეყნებში წარმოებული თითქმის ყველა სახის საქონელი და მომსახურება. სხვა ქვეყნებთან  ვაჭრობით (ღია ეკონომიკით) შეგვიძლია  ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუმჯობესება.საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ ყველაზე წარმატებული არიან ის ქვეყნები, რომლებიც ახორციელებენ როგორც ექსპორტს ასევე იმპორტს. ამ სტატიაში მე მაქვს განხილული პირველი, ანუ ექსპორტი და იმორტი. კერძოდ განხილულია: ექსპორტისა და იმპორტის არსი; ექსპორტის მაჩვენებლები საქართველოში, ადგილობრივი ექსპორტი ღვინო, და ბოლოს რომელ პროდუქტებს აქვთ ექსპორტის პერსპექტივა.

Annotation

International trade, export-import is very important for the development of all countries, of course also for Georgia. Through international trade, we can produce the best we can and consume almost all goods and services produced in other countries.  By trading with other countries (open economy) we can improve the standard of living in the country. International research shows that the most successful are the countries that perform both export and import.. In this article I have discussed the first, i.e. export and import. In particular, the following are discussed: the essence of exports; export indicators in Georgia ; Local exports wine, and finally which products have an export perspective.

ექსპორტ-იმპორტის არსი

ღია ეკონომიკაში ექსპორტი და იმპორტი ის ფაქტორებია ,რომლის საშუალებითაც ხორციელდება საქონლისა და მომსახურების ყიდვა-გაყიდვა მსოფლიო ბაზარზე.

  • ექსპორტი – არის იმ საქონლისა და მომსახურების ერთობლიობა, რომელიც წარმოებულია ქვეყნის შიგნით და გაყიდულია ქვეყნის გარეთ,სხვა ქვეყნებში.
  • იმპორტი კი პირიქით, იმ საქონლისა და მომსახურების ერთობლიობაა, რომელიც წარმოებულია სხვა ქვეყანასი და გაყიდულია ქვეყნის გარეთ.
  • წმინდა ექსპორტი- ეს არის ქვეყნის ექსპორტის ღირებულებისა და იმპორტის  ღირებულების სხვაობა.

შედარებით რთული აღსარიცხია მომსახურების  ექსპორტი და იმპორტი, რადგან ამ შემთხვევაში აუცილებელი არ არის, მომსახურებამ საზღვარი გადაკვეთოს.მაგალითად ჩვენი ქვეყნის მოქალაქე საზღვარგარეთ თუ მიიღებს განათლებას, ან იმკურნალებს ეს უკვე მომსახურების იმპორტად ითვლება. როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფება საქართველოში და იღებს განათლებას ან მკურნალობს ეს უკვე მომსახურების ექსპორტად ითვლება.გლობალიზებულ სამყაროში მომსახურების ექსპორტ-იმპორტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს მსოფლიო ეკონომიკის 65%-მდე მომსახურების სექტორზე მოდის. [6]

ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლები საქართველოში

საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 2016 წლიდან 2021 წლამდე (წინასწარი მონაცემებით 21.06.2021- სთვის). 2021 წლის იანვარ-მაისში (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 538.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.4 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 73.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26.6 პროცენტით გაიზარდა და 1 123.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

თუმცა თუ ჩავეძიებით, რა არის ჩვენი საექსპორტო საქონლის ლიდერი პროდუქტები- სპილენძის მადნები და კონცენტრატერბი, ფეროშენადნობები და ღვინო (შეგნებულად არ ვასახელებ ამ სამეულში მსუბუქ ავტომობილებს, რადგან ეს რეალურად 100% ით რეექსპორტია.) გამოდის რომ რკინეულობის გარდა ნაწარმს ლიდერობს ღვინო და მისი წილი მთლიან ექსპორტში სულ რაღაც 5.5 % ია. ამის გათვალისწინებით არ არის გასაკვირი სავაჭრო პარტნიორების სიმცირე. ჩვენი საექსპორტო პროდუქცია არ არის მრავალფეროვანი. ჩემი პირადი აზრით რთულია უწოდო ლიდერ 2 პროდუქტს ნაწარმი. რეალურად ეს ქვეყნიდან გატანილი ჯართია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა ძალიან მცირე ოდენობის ან უხარისხო პროდუქციას აწარმოებს რაც არ არის საინტერესო წინადადება სხვა ქვეყნების ბაზრებისთვის.

საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორთა სია ასე გამოიყურება :

1. თურქეთი — ექსპორტი $105 მილიონი, იმპორტი — $491 მილიონი;

2. რუსეთი — ექსპორტი $160 მილიონი, იმპორტი — $317 მილიონი;

3. ჩინეთი — ექსპორტი $199 მილიონი, იმპორტი — $227 მილიონი;

4. აზერბაიჯანი — ექსპორტი $152 მილიონი, იმპორტი — $183 მილიონი;

5. აშშ — ექსპორტი $38 მილიონი, იმპორტი — $181 მილიონი;

6. უკრაინა — ექსპორტი $98 მილიონი, იმპორტი — $121 მილიონი;

7. სომხეთი — ექსპორტი $54 მილიონი, იმპორტი — $149 მილიონი;

8. გერმანია — ექსპორტი $19 მილიონი, იმპორტი — $135 მილიონი;

9. ბულგარეთი — ექსპორტი $86 მილიონი, იმპორტი — $41 მილიონი;

10. იტალია — ექსპორტი $10 მილიონი, იმპორტი — $73 მილიონი. [4]

ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა.

2021 იანვარ-ივნისში საქართველოს ექსპორტმა 1.88 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 25%-ით აღემატება. საქსტატის ანგარიშის თანახმად, საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან 9 დასახელების პროდუქტის ექსპორტი გაზრდილია. საქონლის რეიტინგში ექსპორტის ყველაზე მაღალი 81% და 89% ზრდები თხილის და სამკერვალო ნაწარმის ექსპორტში დაფიქსირდა. ფეროშენადნობები – $186.3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 58%; მინერალური და მტკნარი წყლები – $66.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 34.6%. [1]

ღვინო – წმინდა ექსპორტის ერთ-ერთი ფლაგმანი.

როგორც უკვე ავღნიშნე ღვინოს ქართულ წმინდა ექსპორტში მესამე ადგილი უჭირავს, (წმინდა ექსპორტის 8.4 %) თუმცა პერსპექტივებით შესაძლოა პირველი გახდეს.

საქართველოს ღვინის წარმოების 8000 წლიანი ისტორია აქვს, თუმცა ამის შესახებ ჩვენ ვიცით, მსოფლიო კი ამის შესახებ მხოლოდ ახლა იგებს. ამაზე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების მარკეტოლოგებს მოუწიათ აქტიური ზრუნვა 2006-2013 წლებში ბაზრის უმსხვილესი მოთამაშის-რუსეთის პოლიტიკური მიზნებით დადებული ემბარგოს გამო. ამ პერიოდში ახალი ბაზრების პოვნის დრო დადგა და დღესდღეისობით საქართველოს 50-ზე მეტ ქვეყანაში გააქვს თავისი ღვინის ნაწარმი და მსოფლიოში 23-ე ადგილზეა უმსხვილეს ექსპორტიორებს შორის. 2013 წლიდან ემბარგოს მოხსნის შემდეგ რუსეთმა კვლავ დაიკავა ლიდერის პოზიციები და ღვინის ექსპორტი ისევ გაიზარდა.

ნახაზი №1 ღვინის ექსპორტის მაჩვენებლები მსოფლიო ბაზარზე და რუსეთის ბაზრის წილი

წყარო : https://factcheck.ge/ka/story/39170 [6]

ეს მთლიანად ექსპორტისთვის კარგია, თუმცა ცუდია დამოკიდებულება 1 პოლიტიკურად არასტაბილურ ბაზარზე, რომელსაც ბოლო 5 წელია სტაბილურად უჭირავს მთლიანი ბაზრის 57-64 %. არავინ არის დაზღვეული მორიგი ემბარგოს და პოლიტიკური დაძაბულობისგან. შესაბამისად უკვე დაწყებული ღვინის პოპულარიზაცია მსოფლიო ბაზარზე გაორმაგებული ძალებითაა გასაგრძელებელი და რუსეთის გავლენისგან ნელ ნელა გამონთავისუფლება.

მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ბოლო წლების ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია:  პოლონეთი – 31% (2864152), ჩინეთი – 10% (2762922), ლიეტუვა – 38% (245940), ლატვია- 2% (809106), აშშ – 35% (502353), გერმანია – 4% (364459), ესტონეთი – 3% (348538) და დიდი ბრიტანეთ –  60% (283 830). 
2021 წლის 6 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 56 ქვეყანაში  46,4 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13%-ით მეტია. ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 104 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ  მონაცემზე 7%-ით მეტია. ეს მაჩვენებელი ასევე აღემატება პანდემიამდე  პერიოდის მონაცემებს – 2019 წლის 6 თვეში საქართველოდან ექსპორტირებული იყო 98 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 40,5 მლნ ბოთლი ღვინო.
მიმდინარე წელს ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: კანადა – 87% (149290), შვედეთი – 48% (61972), ყაზახეთი – 61% (1911844), ისრაელი – 63% (273860), აზერბაიჯანი – 41% (133391), თურქეთი 115% (30930), უკრაინა – 15% (5259909), რუსეთი – 8% (28027286), მონღოლეთი – 261% (232920) და ა.შ.  [7]

ჩემი აზრით მსოფლიოს უმსხვილეს ღვინის იმპორტიორ ქვეყნებზე არის აქცენტი გასაკეთებელი. ლიდერი ათეული ასე გამოიყურება :

                            ქვეყანა                                             მილიარდი დოლარი

1აშშ6.5
2გაერთიანებული სამეფო4.4
3გერმანია3.1
4ჩინეთი2.9
5კანადა2.0
6იაპონია1.7
7ჰონგ კონგი1.5
8ნიდერლანდები1.4
9შვეიცარია1.2
10ბელგია1.2
11საფრანგეთი1.1
12რუსეთი1.1

ამ კუთხით სწორი მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, რომლის აქტიური ჩარევითაც რეგულარულად მიმდინარეობს აშშ-სა და ჩინეთში ექსპერტების ჩარევით პროფესიონალურ დონეზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია. პანდემიის პერიოდში დეგუსტაციები ონლაინაც კი ხდებოდა. ყველაზე დიდ წარმატებას ჯერჯერობით ქართული ღვინო შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ბაზრებზე იხვეჭს (ეს 2 ქვეყანა ჯამში წლიურად 8.4 მილიარდი დოლარის ღირებულების სხვადასხვა ღვინოს იძენს).

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists – AAWE) მონაცემებით, 2020 წელს, აშშ-ში ღვინის იმპორტის საერთო მაჩვენებელი, 2019 წელთან შედარებით, 9.4%-ით შემცირდა. იმპორტის შემცირების პირობებში, საქართველო  წინსვლას და იმპორტის ზრდას აგრძელებს, – აღნიშნულია ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (AAWE) ინფორმაციაში. 
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, ღვინის კერძო ინდუსტრიასთან თანამშრომლობით, თანმიმდევრული მარკეტინგული სტრატეგია ხორციელდება. შედეგად,  ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე ბოლო 6 წელია სტაბილურად მზარდია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან  ექსპორტირებული იყო 912 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 34%-ით აღემატებოდა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. [7]

ყველაფრის გათვალისწინებით ღვინო ქართული წმინდა ექსპორტის ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე პროდუქტია, რომელსაც შესწევს ძალა სწორი მარკეტინგის პირობებში გაუწიოს კონკურენცია მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ფრანგულ და იტალიურ ბრენდებს. ბოლო წლების ზრდადი ექსპორტის ტენდენცია ამის იმედს ნამდვილად იძლევა. წმინდა ეკონომიკური ფაქტორების გარდა ღვინო საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია და ამავდროულად ეროვნული პროდუქტიც, ამგვარად მისი საექსპორტო წილის გაზრდა პრიორიტეტად მიმაჩნია.

პერსპექტივები

ჩემი აზრით ქართულ ატამსა და ვაშლატამას აქვს ევროპულ ბაზარზე გასვლის პერსპექტივები. ამ მოსაზრებას წლევანდელი ექსპორტის სტატისტიკაც ამყარებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტზე 18.9 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა, რომლის ღირებულებამ 16.9 მლნ დოლარი შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 6.3 ათასი ტონით, ხოლო ღირებულება – 5.9 მლნ დოლარით გაიზარდა.
უწყების ცნობით, ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთსა (11,935) და სომხეთში (5,872 ტონა), პროდუქტი მცირე რაოდენობით აზერბაიჯანში (269 ტონა), უკრაინაში (493 ტონა) ბელარუსში (99 ტონა), ყაზახეთში (95 ტონა), მოლდოვასა (116 ტონა) და სლოვენიაში (38 ტონა) გავიდა. [8] რაც თითქმის 70 % იან ზრდას გულისხმობს. არანაკლები პერსპექტივები აქვს მაყვალსაც.  განსაკუთრებით ადრეული ჯიშის მაყვალს რომელიც ძალიან მომგებიანია ფერმერებისთვის მისი ფასიდან გამომდინარე (1 კგ 20 ლარამდე) თუმცა აქ კახეთის რთული მეტეოროგიული პირობები სერიოზულ დაღს ასვამს კარგი მოსავლის აღებას. მიზანმიმართული ხელშეწყობის პირობებში ქართულ მაყვალს აქვს შანსი ევროპულ ბაზარზე გასვლისა. [9]

უეკლო მაყვლის შანსები ევროკავშირში

საქართველოდან ევროკავშირში ჯერ მაყვლის ექსპორტის პრეცენდენტი არ არსებობს, ამიტომ რთულია ჯერ იმის თქმა, რამდენად მოახერხებს ქართული მაყვალი ევროკავშირის ბაზარზე შეღწევას და დამკვიდრებას. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ლოჯისტიკის სწორად აწყობის შემთხვევაში, ქართულ მაყვალს შეუძლია ევროკავშირის ბაზრის ძირითად მოთამაშეებს კონკურენცია გაუწიოს.

ევროკავშირის ბაზარზე, ახალ მაყვალზე მოთხოვნა მზარდია. ის ხილისა და ბოსტნეულის ყველაზე სწრაფად მზარდ პროდუქტებში მეოთხე ადგილს იკავებს. ქართული მაყვალი მაღალი შაქრიანობით ხასიათდება და კარგი გემოვნური თვისებები აქვს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, შესაძლებელია, რომ როდესაც ესპანეთში მაყვლის მოსავალი მოილევა და სანამ სერბეთსა და პოლონეთში მოსავალი შევა სიმწიფეში, იმ პერიოდში ბაზარი ქართველმა ფერმერებმა მოამარაგონ.

ევროკავშირის ქვეყნებში ახალი მაყვლის მიწოდების ფასი საშუალოდ 12-14 ლარია, რაც საკმაოდ მიმზიდველია ქართველი ფერმერებისა და ექსპორტიორებისთვის. ახალი პროდუქტის გარდა, ევროკავშირის ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა გაყინულ მაყვალზეც. თუმცა, ფასი ახალ მაყვალთან შედარებით ბევრად დაბალია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თუ ქართული კომპანიები კილოგრამი მაყვლის საექსპორტოდ გამზადებას 3-4 ლარად შეძლებენ, მაღალი ხარისხის შემთხვევაში, ქართული გაყინული მაყვალი ევროკავშირის ბაზარზე კონკურენტუნარიანი იქნება.

[10]

დასკვნა

დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ ეკონომიკის განვითარებისათვის ორივე, ექსპორტიც და იმპორტიც ძალიან მნიშვნელოვანია, მხოლოდ ექსპორტზე ორიენტაცია პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან იმისათვის, რომ ვაწარმოოთ რაიმე პროდუქტი საექსპორტოდ, ყველა შემთხვევაში გვჭირდება რაღაცის შემოტანა სხვა ქვეყნებიდან. თუმცა სალდოს ბალანსის დაჭერა უმნიშვნელოვანესია და ამ ორი კომპონენტის მაქსიმალურ გათანაბრებაზეა აქცენტი გასაკეთებელი. იმპორტზე ზედმეტად დამოკიდებული ქვეყანა ყოველთვის აძლევს სხვა ქვეყნებს დამატებით ბერკეტებს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ზეწოლისთვის. განსავითარებელი და წამახალისებელია ეროვნული პროდუქტები, ქვეყნის იმიჯის და საექსპორტო პროდუქციის ხარისხის აწევა უმსხვილეს ბაზრებზე მოსახვედრად და საერთაშორისო სტანდარტების სერტიფიკატების დაკმაყოფილება, რაც დღევანდელ რეალობაში არ ან ვერ ხორციელდება. უფრო დიდი ყურადღებაა მისაქცევი დიდი პოტენციალის მქონე პროდუქტებზე, რომლებსაც ამავდროულად ეროვნული ხასიათიც აქვთ (მაგალითად ღვინო) რადგან მათ ყველაზე მეთად შეუძლიათ მისცენ ბიძგი ეკონომიკის განვითარებისათვის.

ამისათვის ქვეყანამ უნდა წაახალისოს მცირე და საშუალო ბიზნესი და შექმნას ბიზნესის განვითარების, სოფლის მეურნეობის და სხვა პროგრამები, რათა ქვეყანამ შეძლოს აწარმოოს კონკურენტუნარიანი და ხარისხიანი პროდუქტი, რომელსაც შესაძლებლობა ექნება ფეხი მოიკიდოს ჯერ შიდა ბაზარზე (რაც იმპორტის აუცილებლობას შეამცირებს), შემდგომში კი მეზობელ და ევროკავშირის ქვეყნებშიც. ეკონომიკის ათი პრინციპიდან ერთ-ერთი როგორც ვიცით საერთაშორისო ვაჭრობაზეა: „ვაჭრობას შეუძლია ყველას მდგომარეობის გაუმჯობესება.“

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://www.geostat.ge/media/39014/%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98-2021-%E1%83%AC.-%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98.pdf
  2. ექსპორტის მენეჯმენტის საფუძვლები http://www.enterprisegeorgia.gov.ge/ka/export-management-fundamentals
  3. https://on.ge/story/82117-%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D
  4. საერთაშორისო ვაჭრობა (რიდერი)
  5. https://factcheck.ge/ka/story/39170
  6. https://wine.gov.ge/Ge/News/33799
  7. https://wine.gov.ge/Ge/News/33760
  8. https://bm.ge/ka/article/eqsporti-25-it-gaizarda—ra-saqoneli-gaaqvs-saqartvelos-eqsportze-/87504
  9. https://bm.ge/ka/article/3-tveshi-saqartvelodan-eqsportze-169-milionis-atami-da-vashlatama-gavida/88087
  10. http://eugeorgia.info/ka/article/794/vin-iyidis-qartul-mayvals-/?fbclid=IwAR2w_OTWTr7cTTCQiMyc4c2mFYLylxz-mJ_SIK5Mx9TUgG24JyABfqUgN_A