ტურიზმის ეკონომიკური ზეგავლენა
ავტორის სტილი დაცულია
ანი ოთარაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი
რეზიუმე
ტურიზმი, იმ სახით, როგორითაც ჩვენ ვიცნობთ დღეს, მე-20 საუკუნის ფენომენს წარმოადგენს. ისტორიკოსების ვარაუდით მასობრივი ტურიზმის ჩამოყალიბება ემთხვევა ინგლისის ინდუსტრიალიზაციის პროცესს, რომელმაც თავის მხრივ ხელი შეუწყო საშუალო კლასის ჩამოყალიბებას და შედარებით იაფი სატრანსპორტო საშუალებების განვითარებას. კომერციული ავიახაზების ინდუსტრიის შექმნამ, რომელიც მოიტანა გასული საუკუნის 50-იან წლებში რეაქტიული თვითმფრინავების წარმოების განვითარებამ, გამოიწვია საერთაშორისო მოგზაურობის სწრაფი ზრდა. ამ ზრდას თავის მხრივ მოჰყვა ახალი დიდი ინდუსტრიის – ტურიზმის განვითარება.დღეისათვის მოგზაურობა და ტურიზმი საგრძნობლად გაიზარდა როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური მნიშვნელობით და როგორც განვითარებული ასევე განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში გახდა ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკური სექტორი.
მოცემულ სტატიაში განხილულია ტურიზმის დარგი და მისი ეკონომიკური ზეგავლენა. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ინდუსტრიის პოზიტიური როლი ეკონომიკაში განსაკუთრებით თვალშისაცემია დასაქმების და ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. ტურიზმი ერთ-ერთი მოწინავე ინდუსტრიაა მსოფლიოში, რომელიც ყოველწლიურად სტაბილურად ქმნის სამუშაო ადგილებს.
ტურიზმი – დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან ბიზნეს მიზნებით მოგზაურობას ნიშნავს. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ტურისტებს შემდეგნაირად განმარტავს: „ხალხი, რომელიც ტოვებს თავის ჩვეულ გარემოს და მიემგზავრება სხვა ადგილას ერთ თანამიმდევრულ წელზე ნაკლები ხნით, დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან სხვა მიზნებით. [1]
Resume
Tourism, as we know it today, is a 20th century phenomenon. Historians suggest that the rise of mass tourism coincided with the process of industrialization in England, which in turn contributed to the formation of the middle class and the development of relatively cheap means of transportation. The creation of the commercial airline industry, brought about by the development of jet aircraft production in the 1950s, led to the rapid growth of international travel. This growth in turn was followed by the development of a new large industry – tourism. Today, travel and tourism have grown significantly in both economic and social importance and have become the fastest growing economic sector in both developed and developing countries.
This article discusses the field of tourism and its economic impact. It is noteworthy that the positive role of the tourism industry in the economy is particularly striking in terms of attracting employment and investment. Tourism is one of the leading industries in the world, creating stable jobs every year.
Tourism – means leisure, leisure or business travel. The World Tourism Organization defines tourists as follows: “People who leave their usual environment and travel to other places for less than one consecutive year for leisure, leisure or other purposes. [1]
ტურიზმის დარგი საქართველოში
საქართველოში ტურიზმი ეკონომიკის პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს და მის განვითარებას ექცევა განსაკუთრებული ყურადღება. ბოლო წლებში მისი განვითარების დინამიკა შეიცვალა. ტურიზმი დიდ გავლენას ახდენს საზოგადოების სტაბილურ განვითარებაზე, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. მისი განვითარებისთვის აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს შესაბამისი პირობები. ტურისტული ბიზნესი ხელს უწყობს სუსტად განვითარებული, შედარებით ჩამორჩენილი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლას. ამ რეგიონების მოსახლეობისათვის ტურიზმის განვითარება დამატებითი შემოსავლის წყაროა. საქართველო საჭიროებს ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობის და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე ორიენტირებულ სტრატეგიას, რომლის რეალიზება ტურისტული რესურსის რაციონალურ გამოყენებას შეუწყობს ხელს. [2]
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2020-2021 წლების პირველ კვარტალებში ვიზიტორებისა და მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურ რაოდენობებს. 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 094.4 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1 234.6 ათასი ვიზიტი. თუ შევადარებთ 2020 წლის მონაცემებს ვნახავთ, რომ აღნიშნულ 2021 წელს ვიზიტორების რაოდენობა 23.4 პროცენტით მეტია 2020 წლის პირველი კვარტალის შესაბამის მონაცემზე. [9]
გრაფიკი 1. 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორებისა და მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
გრაფიკი 2. 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობის განაწილება ვიზიტის ტიპის მიხედვით
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
აღსანიშნავია, ისიც, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 554.0 ათასით განისაზღვრა, რაც 28.8 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. (იხ.დიაგრამა2)[9]
ტურიზმის სახეობები
როგორც ჩვენთვის ცნობილია, არსებობს ტურიზმის სხვადასხვა სახეობები. მათ შორის უნდა გამოვყოთ: აგროტურიზმი, ეკოტურიზმი, სოციალური ტურიზმი, დავახასიათოთ თითოეული მათგანი.
აგროტურიზმი გულისხმობს მოგზაურობასა და დასვენებას სოფლებში. აგროტურიზმი ევროპაში მე-20 საუკუნის 70-იან წლებში გამოჩნდა. 1971 წელს საფრანგეთში დაფუძნდა ასოციაცია – „ტურიზმი სოფლად“. ევროპის აგროტურიზმის ფედერაციის (EuroGites) მონაცემებით, ევროპის 27 სახელმწიფოში განთავსებულია 100 000-ზე მეტი ტურისტული ობიექტი. [3]
ეკოტურიზმი გულისხმობს იმ ტურისტების მოგზაურობას, რომლებსაც გარემოსადმი თავიანთი პასუხისმგებლობა მკაფიოდ აქვთ გათვიცნობიერებული. ასეთი ტურების მიზანია ველურ ბუნებასთან ურთიერთობა. [4]
სოციალური ტურიზმი – ევროპის ქვეყნებში, იგი ასოცირებულია დაბალი
შემოსავლების მქონე იმ კლიენტებთან, რომლებიც მოკლებულნი არიან მაღალი
ხარისხის ტურისტული მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობას.
მოქალაქეების ეს კატეგორია საჭიროებს სოციალური ხასიათის შეღავათებს. მათ მიეკუთვნება მრავალშვილიანი ოჯახები, ობოლი ბავშვები, საბავშვო სახლისა და ინტერნატის აღსაზრდელები, მოსწავლე და დაბალანაზღაურებადი მომსახურე აღსაზრდელები, პენსიონერები და მცირე მატერიალური შესაძლებლობების მქონე მოქალაქეები. [5]
ტურიზმი და ინფლაცია
კავშირი ტურიზმსა და ინფლაციას შორის კომპლექსური, დროებითი და ადგილობრივია. ტურისტთა დიდმა ნაკადმა სეზონის განმავლობაში შესაძლოა გამოიწვიოს ფასების ზრდა ბევრ საქონელსა და მომსახურებაზე მოცემულ რეგიონში. დიურანი გვარწმუნებს, რომ ქალაქებსა და ტურისტულ ადგილებში ფასები საქონელსა და მომსახურებებზე ზოგადად უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქებსა და რეგიონებში, სადაც ტურიზმი მწირია, ან საერთოდ არ არის. ასევე, სააგარაკე კურორტებზე ფასები ტურისტულ მომსახურებებზე უფრო მაღალია პიკურ სეზონზე, ვიდრე წლის დანარჩენ პერიოდში. ფასების ასეთი მატება უფრო დიდია ღარიბ, ვიდრე შეძლებულ რეგიონებში. ტურისტებს აქვთ საშუალება შეიძინონ საქონელი უფრო მაღალ ფასად, რის გამოც საცალო ვაჭრობა ზრდის ფასებს არსებულ პროდუქტზე და ახდენს უფრო ძვირი საქონლის მიწოდებას. ამ პროცესს ორი შედეგი მოსდევს: 1) ადგილობრივ მაცხოვრებლებს უწევთ მეტის გადახდა საქონელში და 2) საცალო ვაჭრებს, რომლებიც ტურისტებს მიჰყიდიან საქონელს უფრო ძვირად, ექმნებათ საშუალება გადაიხადონ არენდასა და გადასახადებში უფრო მეტი, რაც შემდგომ ვრცელდება მომხმარებლებზე. [7]
საგადასახდელო ბალანსი და ტურიზმი
ხანგრძლივი დროის განმავლობაში უცხოური ვალუტის შემოდინება ითვლებოდა საერთაშორისო ტურიზმის უმთავრეს სარგებლად. ბევრი განვითარებადი ქვეყნისათვის მყარი ვალუტის შემოსავლებს აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა და ტურიზმი წარმოადგენს სწორედ ასეთი სავალუტო შემოსავლის წყაროს. მათ ეს ვალუტა ესაჭიროებათ აუცილებელი იმპორტის დასაფინანსებლად. ამ კუთხით, ტურიზმს ნაკლები მნიშვნელობა აქვს განვითარებული ქვეყნებისათვის. [7]
საერთაშორისო ლიკვიდურობის პოზიციაში ტურიზმის როლის უკეთ გასაგებად საჭიროა სექტორის ადგილის წარმოჩენა საგადასახდელო ბალანსში. იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ტურიზმის ანგარიშით. საგადასახდელო ბალანსი წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც აჩვენებს ქვეყნის ფინანსურ ტრანსაქციებს დანარჩენ მსოფლიოსთან. იგი აჩვენებს ვალუტის შემოდინებასა და გადინებას. იგი წარმოადგენს ოფიციალურ განაცხადს, რომელიც აღრიცხავს ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული მთელი საქონლის, მომსახურების, უცხოური დახმარებების, კაპიტალური სესხების და ოქროს (წარსულში) ღირებულებას და მათ ურთიერთკავშირს.
რამდენად აღდგა 2021 წელს ტურიზმის შემოსავლები წინა წლებთან შედარებით?
გრაფიკი 3. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019-2021 წლებში (მილიონი დოლარი)
წყარო: ეროვნული ბანკი
ზემოთ მოცემულ გრაფიკზე ნაჩვენებია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019-2021 წლებში. 2021 წელს საქართველომ ტურიზმიდან 1,244,941,717 დოლარის შემოსავალი მიიღო. ამ პერიოდში საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა სწრაფი ტემპით გამოირჩეოდა, როგორც შემოსავლების, ასევე მოგზაურების კუთხით.
ცხრილი 1. 10 ქვეყანა, საიდანაც 2021 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, 2020 წელთან შედარებით 7.7%-ით გაიზარდა. 2021 წელს ქვეყანაში 1.9 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა. 2021 წელს კი 1.9 მილიონი. [10]
გასულ 2021 წელს საქართველოში ყველაზე მეტი (326,494) ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზე რუსეთია 212,979 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 164,979 ვიზიტორით.(იხ.ცხრილი1)
ტურიზმის აღდგენის დინამიკა
2021 წელს საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 1,2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
როგორც აღვნიშნეთ, 2021 წელი საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა სწრაფი ტემპით გამოირჩეოდა, როგორც შემოსავლების, ასევე მოგზაურების კუთხით.
საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 2021 წელს 1,244,941,717 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დინამიკა 2019 წელთან შედარებით ყოველთვიურად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს – 2021 წელს აღდგენილია შემოსავლების 38% პროცენტი. რაც შეეხება დეკემბრის თვეს, აღდგენის მაჩვენებელმა 58%-ი შეადგინა. 2020 წელთან შედარებით კი შემოსავლების ზრდა 130 %-ს აღემატება.
2021 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების უმეტესი რაოდენობა საჰაერო საზღვრით განხორციელდა. კერძოდ, ვიზიტების 51%-ი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების საშუალებით შესრულდა. აღდგენამ კი 2019 წელთან შედარებით 48%-ია შეადგინა. [6]
მიმდნინარე, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით მოსალოდნელია ტურიზმის აღდგენის გაცილებით მაღალი მაჩვენებელი. 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტებით მიღებული შემოსავლები, 2019 წელთან შედარებით 80%-ით, დატვირთულობა 80%-ით, საშუალო დღიური ფასი კი 90%-ით აღდგება. შიდა ტურიზმი 2022 წელსაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
დასკვნა
ამგვარად, ტურიზმი 21-ე საუკუნის დასაწყისისათვის მსოფლიო კულტურასა და ეკონომიკაში მდგრადი განვითარების დარგად ჩამოყალიბდა, რომელმაც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა გლობალურ ეკონომიკურ სტრუქტურაში. ტურიზმმა რომ ეკონომიკური მოგება მოუტანოს ქვეყანას, ქალაქს, მისი განვითარება უნდა ატარებდეს მდგრად ხასიათს. განვითარების თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განახლების სისტემას, დასახლებათა ტრადიციულ არქიტექტურას და ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას.
საქართველოში ტურიზმის განვითარება ბოლო წლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად მიიჩნევა. მიუხედავად ამისა ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის კარგად შეფასებული ამ დარგის როლი სახელმწიფოს ეკონომიკის ზრდაში. საქართველოში ტურიზმის კვლევის მიმართულებით არსებული ბევრი პრობლემა იყო და არის: ეროვნულ ტურიზმში არსებული ვითარების შესწავლამ და მისი როლის დადგენის მცდელობამ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში გამოავლინა, რომ მიუხედავად საქართველოს წარმატებებისა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეიტინგებში, ქვეყნის ტურიზმის სექტორი საერთაშორისო არენაზე არც თუ ისე მიმზიდველად გამოიყურებოდა.
ტურიზმის განვითარება შეუძლებელია ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის არარსებობის, ქვეყნის მდგრადი სოციალური და ეკონომიკური მდგომარების და ზრდის გარეშე. ქვეყანაში საჭიროა შეიქმნას გამართული ინფრასტრუქტურა, შეიქმნას უსაფრთხო გარემო, სრულყოფილი საბანკო და სადაზღვევო სისტემა. საჭიროა სოფლის მეურნეობის, კავშირგაბმულობის, მომსახურების სფეროების მოწესრიგება და განვითარება.
გამოყენებული ლიტერატურა:
- UNWTO technical manual: Collection of Tourism Expenditure Statistics (PDF). World Tourism Organization (1995).
- საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025
- https://ka.wikipedia.org/wiki/აგროტურიზმი
- https://ecotourism.org
- https://www.tandfonline.com/doi/abs/10.1080/13683500.2011.568051?journalCode=rcit20
- https://gnta.ge/ge/category/statistics/
- ტურიზმის ეკონომიკა, ქართულენოვანი სალექციო კურსი, 2019
- https://www.mof.ge/images/File/2021-publikaciebi/24-08-2021/Outlook%202021Q2_GEO.pdf
- https://www.geostat.ge/ka/modules/categories/100/turizmis-statistika
- https://bm.ge