საქართველოს ეკონომიკა 2021

ავტორის სტილი დაცულია
ანა დუმბაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
III კურსის სტუდენტი
adumbadze2001@gmail.com

ანოტაცია

ნებისმიერი ადამიანი ყურადღებას აქცევს თავისს მატერიალურ კეთიდღეობას, ეს უკანასკნელი კი მნიშვნელოვად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც.  ის არის ერთიანი მეურნებობა, რომელიც აერთიანებს ისეთ დარგებს, როგორიცაა მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ტრანსპორტი, განათლება, ჯანდაცვა და ა.შ.
საქართველოს ეკონომიკისთვის 2021 ნამდვილად საინტერესო წელი იყო. ვეცდები წარმოვადგინო ის ძირითადი საკითხები, რაც გასულ წელს ეკონომიკის სფეროში მეტად საყურადღებო და საინტერესო გახლდათ.

Annotation

Any person pays attention to his material well-being, which also depends on the economic of the country. It is a unified economy that combines industries such as agriculture, construction, transport, education, healthcare, etc. 2021 was a really interesting year for the Georgian economy. I will try to present the main issues that were very interesting last year.

საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა

როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა, საქართველომაც ასევე განიცადა COVID-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესია. ტურიზმის სექტორმა პანდემიის შედეგად დიდი დარტყმა მიიღო და თითქმის 100 პროცენტით შემცირდა. ამავე დროს,  2021 წლის პირველ კვარტალში რეალური მშპ შემცირდა 4.5 პროცენტით, რაც განპირობებულია არსებული სოციალური დისტანცირების შეზღუდვებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – ქვეყნებს შორის საერთაშორისო მოგზაურობის შემთხვევაში. თუმცა, 2021 წლის აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 44.8 პროცენტი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის აპრილთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 20.8 პროცენტი. მაისის წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 25.8 პროცენტი, რაც დაახლოებით უდრის 8.8 პროცენტიან ზრდას 2019 წლის მაისთან შედარებით. აღნიშნული დადებითი ტენდენცია, მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღება, ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენა 2019 წლის დონეზე, ექსპორტის და ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდა და მოსალოდნელი ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება მაღალ საბაზო ეფექტთან ერთად ქმნის მაღალი ზრდის მოლოდინს. კერძოდ, საბაზო სცენარის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 2021 წლის შემთხვევაში 7.7 პროცენტს შეადგენს.

2021 წლის მეორე კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საშუალოდ გაიზარდა 29.8 პროცენტით. აღნიშნული ზრდა მნიშვნელოვნად გამოწვეულია მაღალი საბაზო ეფექტით, რადგან 2020 წლის მეორე კვარტალში მოხდა ეკონომიკური აქტივობის მკვეთრი შემცირება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონში COVID-19 პანდემიის პირველადი გავრცელების გამო. ამავე დროს, 2021 წლის მეორე კვარტალში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წლის მეორე კვარტალთან შედარებით შეადგინა 13 პროცენტი საშუალოდ. აღნიშნული ზრდა განპირობებული იყო სოციალური დისტანცირების შეზღუდვების მოხსნით და რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობის გააქტიურებით. კერძოდ, მეორე კვარატლში ექსპორტი წლიურად გაიზარდა 47.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი წლიურად გაიზარდა 44.8 პროცენტით. ამავე დროს, 2019 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, ექსპორტი გაიზარდა 10.9 პროცენტით, ხოლო იმპორტი გაიზარდა 1.3 პროცენტით.

ეკონომიკური ზრდის საერთო კლების მიუხედავად, რიგ საქმიანობაში გამოვლინდა ეკონომიკური ზრდა. კერძოდ, მნიშვნელოვანი წვილილი ზრდაში შეიტანა შემდეგმა საქმიანობებმა: სამთომოპოვებითი მრეწველობა (50.3% წ/წ, 0.6 პ.პ. წვლილი ზრდაში), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (24% წ/წ, 1.5 პ.პ.), ინფორმაცია და კომუნიკაცია (16.8% წ/წ, 0.6 პ.პ.), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (13.3% წ/წ, 0.6 პ.პ.). ხოლო კლებაში მნიშნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა სექტორებმა: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა (-54% წ/წ., -2.2 პ.პ.), ხელოვნება, გართობა და დასვენება (-25.4% წ/წ, -1 პ.პ.), მშენებლობა (-19.4% წ/წ, -1.1 პ.პ.), ტრანსპორტი და დასაწყობება (-9% წ/წ, -0.5 პ.პ.), უძრავი ქონება (-6.4% წ/წ, -0.9 პ.პ.). 2021 წლის განმავლობაში ზრდა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სოციალური დისტანცირების შეზღუდვების შერბილებაზე და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობაზე, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ვაქცინაციის პროცესზე, რომელიც დაიწყო მარტში, თუმცა მიმდინარეობს ნელი ტემპებით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პროგნოზის მიხედვით, 2022 წლიდან ეკონომიკა გააგძელებს საშუალოდ 5.7 პროცენტიან ზრდას, 2022-2025 წლებში.[1]

რაც შეეხება დიაგრამაზე არსებულ მონაცემებს, ის ნათლად ასახავს 2017-2021 წლებში მშპ-ს დინამიკას. ადვილი შესამჩნევია ისიც, რომ ყოველწლიურად გვაქვს ამ უკანასკნელის ზრდა (მიმდინარე ფასებში). რაც შეეხება რეალური მშპ-ს ცვლილებას, 2020 წლისთვის გვქონდა მკვეთრდი ვარდნა, თუმვა 2021 წელს ის 3,5% გახდა.

დიაგრამა 1: მშპ და ეკონომიკური ზრდა

წყარო: https://www.mof.ge/mshp_ekonomikuri_zrda

ინფლაცია

საქართველოს ეკონომიკისთვის პანდემიამ ერთი მხრივ იმოქმედა ერთობლივი მოთხოვნის მხარეს ტურიტული მომსახურების ექსპორტის კლების, ხოლო მეორე მხრივ, მობილობის შემცირების გამო შეაფერხა სამომხმარებლო პროდუქტების მიწოდების არხები, რამაც პანდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე ინფლაციის ზრდა გამოიწვია. ანალოგიური ტენდენცია იყო მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. მოგვიანებით, ივნისი- ივლისიდან, მოთხოვნის შემცირების ეფექტმა გადააჭარბა მიწოდების ეფექტს. შედეგად ინფლაციის მაჩვენებელმა შემცირება დაიწყო. თუმცა 2021 წლის მარტში მოხდა წლიური ინფლაციის მნიშვნელოვანი ზრდა 3.6 პროცენტიდან 7.2 პროცენტამდე. აღნიშნული მკვეთრი ზრდა იყო განპირობებული ზოგიერთ პროდუქტზე მთავრობის სუბსიდირების პროგრამის შეწყვეტით. მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა 2021 წლის შემდგომ თვეებშიც: აპრილი 7.2 პროცენტი, მაისი 7.7 პროცენტი, ივნისი 9.9 პროცენტი. მაღალი წლიური ინფლაციის ფონზე, სეზონურად მოსწორებული თვიური  ინფლაცია შემცირდა, რაც გამოწვეულია გამკაცრებუილი მონეტარული პოლიტიკის ასახვით ფასებზე. თუმცა, წლიურ ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლა დამოკიდებულია მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე გაზრდილი ფასებისა (მათ შორის ნავთობის ფასები) და წინა პერიოდში გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე, რაც ზრდის ინფლაციის მაჩვენებელზე იმპორტული საქონლისა და სურსათის ფასების გავლენას. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ კომუნალური გადასახადების სუბსიდიის საბაზო ეფექტი წლიური ინფლაციის მაჩვენებელს 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში დამატებით დროებით გაზრდის. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, და იმ მოლოდინით, რომ წლის განმავლობაში მოხდა ეკონომიკური აქტივობის ზრდა, რაც ქმნის დამატებით წნეხს ინფლაციურ პროცესებზე, ცხადია, რომ წლის განმავლობაში საშუალო ინფლაცია იყო მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი და საბაზო სცენარით გაუტოლდა 7.5 პროცენტს, ხოლო 2022 წლის განმავლობაში დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს.[2]

გრაფიკი 1:  წლიური ინფლაციის დონე საქართველოში

შენიშვნა: მოცემულია წინა წლის შესაბამის თვესთან პროცენტული ცვლილება

წყარო:https://www.geostat.ge/media/42539/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98—%E1%83%93%E1%83%94%E1%83%99%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-2021.pdf

სახელმწიფო ბიუჯეტი

ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მეტყველებს სახელმწიფო ბიუჯეტიც, რომელიც უმნიშვნელვანესი ფინანსური მხარეა.  მაგალითისთვის წარმოგიდგენთ სახელწიფო ბიუჯეტის შემოსულობებს 5 წლის მანძილზე. 2021 წლის ამ მაჩვენებელთან მიმართებით კი იმის თქმა შეიძლება, რომ 2020 წელთან შედარებით შემცირებულია.

დიაგრამა 2: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები

წყარო; https://www.mof.ge/analitikuri_monacemebi/saxelmwifo_biujeti

ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად ყურადღებას აქცევენ ხარჯებსაც.  ერთმანეთს უნდა შევადაროთ კონკრეტული პერიოდის ხარჯები და შემოსავლები. მაგალითისთვის აქ გრაფიკზე გვაქვს 2021 წლის 11 თვის შემოსავლები და ხარჯები.იანვრისა და აგვისტოს გარდა ყველლა თვეში ხარჯები აღემატება შემოსავლებს.

დიაგრამა 3: სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლები, 2021

წყარო:https://www.geostat.ge/media/42531/%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90_11.2021.pdf

ეს რიცხვები ცხადია იმაზე მეტყველებს, რომ გვაქვს დეფიციტი.  მისი დინამიკის შესამჩნევად კი აქვეა გრაფიკი, სადაც ასახულია ბოლო 5 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის მდგომარეობა პროცენტებში.

გრაფიკი 2: სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი GFSM-2001 %-ლად მშპ-სთან

წყარო: https://www.mof.ge/biujetis_deficiti

წლის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

2021 წელი პოლიტიკური დაძაბულობის თუ პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების პარალელურად, ეკონომიკური მოვლენებითაც გამორჩეული იყო. წარმოგიდგენთ წლის ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს:

  • ინფლაცია 10-წლიან მაქსიმუმზე

წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევა 10-წლიან მაქსიმუმამდე დაჩქარებული ინფლაციაა. ნოემბერში წლიური ინფლაცია 12.5%-მდე დაჩქარდა, რაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს 4-ჯერ აღემატებოდა. რეკორდულად მაღალი ფასების საერთო დონის საპასუხოდ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ვიხილეთ. დეკემბერში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5%-მდე გაზარდა, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თავის მხრივ, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ლარის სესხების მნიშვნელოვანი გაძვირების წინაპირობა გახდა.

  • ფულადი გზავნილები ისტორიულ მაქსიმუმზე

2021 წელს საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილები ისტორიულ მაქსიმუმზე იყო. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 11 თვეში უცხოეთიდან გადმორიცხულმა თანხამ $2.1 მილიარდს გადააჭარბა, რაც აღემატებოდა როგორც პანდემიური 2020 წლის ($1.88 მილიარდი), ასევე 2019 წლის წლიურ მონაცემსაც ($1.7 მილიარდი). აღნიშნული ზრდის ერთ-ერთ მიზეზად სპეციალისტები პანდემიის გამო გადაადგილების შეზღუდვას და ქეშის სახით შემოსული ფულის გადმორიცხვებში გადანაცვლებას ასახელებენ.

  • ევრობონდების ემისია

წელს საქართველომ $500 მილიონის ევრობონდები წარმატებით გამოუშვა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 5-წლიანი ბონდების საპროცენტო განაკვეთი 2.75% იყო. ახალი ევრობონდებით ქვეყანამ 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების ძირი თანხა – $500 მლნ დაფარა.

  • ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

2021 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ორნიშნა იყო, რაც მაღალი ინფლაციისგან განსხვავებით, ნამდვილად პანდემიას უკავშირდება. იანვარ-ნოემბერში ქვეყნის ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა და სწორედ  ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი ლოქდაუნების მოხსნის, საზღვრების გახსნის და სხვა პანდემიასთან დაკავშირებული ეფექტებითაა განპირობებული და ნაკლებად ითარგმნება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში[3]

საქართველო ეკონომიკური ზრდის რეიტინგში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2021 წლის 6 აპრილს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის მიხედვით, საქართველო 192 ქვეყანას შორის 101-ე ადგილზეა. 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 3.5%-ით გაიზარდა. 3.5%-ზე მაღალი ზრდა 100 ქვეყანას ექნება. 2020 წლის ოქტომბერში გაკეთებული პროგნოზის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით უნდა გაზრდილიყო და ზრდის ტემპით მსოფლიოში მე-60 იქნებოდა, თუმცა  საქართველოში პანდემია იმაზე მძიმედ და ხანგრძლივად გავრცელდა, ვიდრე ამას გასული წლის ოქტომბერში მოელოდნენ, რამაც ქვეყნის ეკონომიკაში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები გაახანგრძლივა.[4]

გრაფიკი 3: ადგილი რეიტინგში

წყარო: https://forbes.ge/blogs/saqarthvelo-ekonomikuri-zrdis-reitingshi/

პროგნოზი: საქართველოს ეკონომიკა 2022

ADB-ის მთავარი ყოველწლიური ეკონომიკური პუბლიკაციის აზიის განვითარების 2021 პროგნოზის მიხედვით, საქართვეოს ეკონომიკის ზრდა 2022 წელს კიდევ 6.5% არის მოსალოდნელი. ანგარიშში ხაზგასმულია ეკონომიკის ძლიერი აღდგენა გასული წლის 6.2%-იანი უკუსვლის შემდეგ, რასაც 2021 წლის პირველ ნახევარში 12.7%-იანი ზრდა მოჰყვა ბიზნესებისა და ოჯახების მიმართ მთავრობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და განვითარების პარტნიორების მოცულობითი დახმარების შედეგად.

დიაგრამა 4: პროგნოზი

წყარო: https://www.adb.org/ka/news/georgian-economy-forecast-grow-8-5-2021-and-6-5-2022-adb

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკის ზრდას 2022 წელს 6,5%-ით პროგნოზირებს.[5]

 „მსოფლიო ბანკის“ განახლებული პროგნოზით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება. ანგარიშის თანახმად, 2021 წლის ზრდა 10.5%, ხოლო 2023 წლისთვის 5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

“მსოფლიო ბანკის” შეფასებით, ომიკრონის სწრაფი გავრცელება მიუთითებს, რომ პანდემია ახლო მომავალში სავარაუდოდ გააგრძელებს ეკონომიკური საქმიანობის ხელის შეშლას. ამასთან ერთად, წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ზრდის მნიშვნელოვანი დამუხრუჭება, აშშ-ს და ჩინეთის ჩათვლით,  უარყოფით გავლენას იქონიებს საგარეო მოთხოვნაზე ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში.

„იმ დროს, როდესაც ბევრ განვითარებად ქვეყანაში მთავრობებს არ აქვთ მანევრირების შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკური საქმიანობის მხარდასაჭერად, COVID-19 -ის ახალი შტამების გამოჩენას, მიწოდების ჯაჭვში არსებულ პრობლემებს, ინფლაციის წნეხს და მომატებულ ფინანსურ მოწყვლადობას მსოფლიოს დიდ ნაწილში ვარდნის რისკის ზრდა შეუძლია“,- აღნიშნულია ანგარიშში.[6]

დასკვნა

ეკონომიკის პერიოდული მიმოხილვა მოგვცემს საშუალებას მოვახდინოთ მიმდინარე გამოწვევების იდენტიფიცირება და ხელი შევუწყოთ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზრდას. არსებული შესაძლებლობების გამოვლენა დაგვეხმარება უფრო მეტად მოვახდინოთ კონცენტრირება ქვეყნისათვის საჭირო ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაზე და გავზარდოთ საჯარო პოლიტიკის ეფექტურობა, რომელიც საჭიროა მოსახლეობის და ბიზნესის მხარდასაჭერად, რომ დავძლიოთ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური გამოწვევები.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეკნომიკური ტენდეციების კვარტალური მიმოხილვა, 2021
  2. საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ, თ. გ.
  3. 2021 წლის მთავარი ეკნომიკური მოვლენები, 2021
  4. საქართველო ეკონომიკური ზრდის რეიტინგში, 2021
  5. აზიის განვითრების ბანკი საართველოს ეკნომიკის ზრდას პროოგნოზირებს, 2021
  6. წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება, 2022
  7. https://www.mof.ge/mshp_ekonomikuri_zrda
  8. https://www.geostat.ge/media/42539/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98—%E1%83%93%E1%83%94%E1%83%99%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-2021.pdf
  9. https://www.mof.ge/analitikuri_monacemebi/saxelmwifo_biujeti
  10. https://www.geostat.ge/media/42531/%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90_11.2021.pdf
  11. https://www.mof.ge/biujetis_deficiti
  12. https://forbes.ge/blogs/saqarthvelo-ekonomikuri-zrdis-reitingshi/
  13. https://www.adb.org/ka/news/georgian-economy-forecast-grow-8-5-2021-and-6-5-2022-adb