აზარტული თამაშები და მისი როლი საქართველოს ეკონომიკაში

ავტორის სტილი დაცულია

მარიამ პაიკიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
Paikidzemari2000@gmail.com

ანოტაცია

აზარტული თამაშების ბიზნესი ქვეყნის ბიზნეს სექტორისა და ზოგადად ეკონომიკის სპეციფიკური სეგმენტია, რომლის მიმართაც ორმხრივი დამოკიდებულება არსებობს. სათამაშო ბიზნესი ქმნის ეკონომიკაში განსაზღვრულ დამატებულ ღირებულებას და, ამავე დროს, მისი ფუნქციონირება სოციალურ დანაკარგებთან არის დაკავშირებული. სწორედ იმის გამო, რომ ეს თემა საკმაოდ აქტუალურია, მოცემული სტატიაც სწორედ აზარტული თამაშების შესახებ იქნება. სტატიაში ვისაუბრებ აზარტული თამაშების ორ მხარეზე, აზარტული თამაშების წილზე ბიუჯეტში. ბოლოს ვისაუბრებ საქართველოში არსებული აზარტული თამაშების კომპანიებზე და მათ შემოსავლებზე.

Annotation

Gambling business is a specific segment of the country’s business sector and economy, toward which there is a reciprocal attitude. The gambling business creates definite added value in the economy and, at the same time, its functioning is linked to social losses. Precisely because this topic is quite relevant, this article will also be about gambling business. In the article I will talk about the two sides of gambling, the share of gambling in the budget. Finally I’m going to talk about gambling companies in Georgia and their incomes.

აზარტული თამაშების ორი მხარე

აზარტული თამაშები ის სფეროა, რომელზეც არასდროს არსებობს ერთიანი აზრი: ერთი მხრივ, ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური შემოსავლის, მათ შორის, ბიუჯეტის წყაროა, სხვისთვის კი – დაკანონებული დამოკიდებულება თამაშზე, რომელიც ძალიან მძიმედ აისახება ადამიანთა ბედზე. [1]

ბოლო ათწლეულში აზარტული თამაშები ქართული ეკონომიკისა და საზოგადოების ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად იქცა. აზარტული თამაშებისგან გამოწვეული პრობლემები წლიდან წლამდე მწვავდება, თუმცა საგანგაშო სტატისტიკისა და ფაქტების ზრდის მიუცედავად, ქვეყნის ხელისუფლება სიტუაციის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს. ბუკმეიკერული კომპანიები საქართველოს ეკონომიკის პარაზიტებად იქცნენ. ისინი ქვეყნის ეკონომიკიდან ყოველწლიურად მილიარდობით თანხებს ისრუტავენ, საიდანაც ბიუჯეტში მინიმალური თანხები მიემართება. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული მოსახლეობის რაოდენობის მასშტაბებიდან გამომდინარე, გემბლინგმა ქართული საზოგადოების თითქმის ყველა ასაკობრივი კატეგორია მოიცვა, თუმცა პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით ახალგაზრდებში ვლინდება.[2]

თუმცა, მეორე მხრივ, როგორც აღვნიშნეთ, ბიზნესი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი შემომტანია და, გარდა ამისა, მისი მნიშვნელოვანი ირიბი ეკონომიკური ეფექტი დაკავშირებულია ტურიზმის ხელშეწყობასთან.

სწორედ აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ექსპერტთა აზრი ამ ბიზნესის შენარჩუნებისკენ იხრება. მათი რეკომენდაციით, – ვნაიდან აზარტული თამაშების ბიზნესი მჭიდროდაა დაკავშირებული ტურიზმის განვითარებასთან, ტურიზმი კი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია, – საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ამ დარგის მიმართ ლიბერალური პოლიტიკა,ოღონდ, აუცილებელია მეტი გააკეთოს აზარტული თამაშებიდან მომდინარე პოტენციური სოციალური რისკების შესასწავლად და აღმოსაფხვრელად. გარდა ამისა, რეკომენდაციებს შორისაა: დარგის უკეთ შესწავლა და მკაფიო სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება; ონლაინ თამაშების ვებგვერდებზე რეგისტრაციის დახვეწა; საეჭვო ფინანსური ტრანზაქციების კონტროლის გაუმჯობესება.[1]

აზარტული თამაშების წილი ბიუჯეტში

საქრთველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-მარტში, გასული წლის ანალოგიურპერიოდთან შედარებით, აზარტული თამაშებიდან ბიუჯეტში შემოსული თანხა შემცირდა. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში 6 452 669 ლარს გაუტოლდა, წინა წელს კი დროის იმავე მონაკვეთში 6 727 038 ლარს.

2021 წლის იანვარ-მარტში სათამაშო აპარატებიდან 1 170 715 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან 1 522 503 ლარი; სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან 3მლნ. ლარი, სამორინეს მაგიდიდან 734 475 ლარი.

საქართველოში ბოლო დროს აზარტული თამაშების საწინააღმდეგო კამპანია გააქტიურდა. მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა აზარტული თამაშების წინააღმდეგ 10 000 ხელმოწერა შეაგროვა პეტიციაზე და ხალხის სახელით მიმართა მთავრობას, შეეზღუდა აზარტული თამაშების საქმიანობა. ზოგი მის აკრძალვასაც მოითხოვდა. ფინანსისტებისა და ეკონომისტების უმრავლესობა კატეგორიულდ ეწინააღმდეგებოდა სათამაშო ბიზნესის აკრძალვას. მათი თქმით, ინდუსტრია ბიუჯეტში გადასახადის მსხვილი შემტანია და მისი აკრძალვა კატეგორიულად მიუღებელია.

2020 წელს სათამაშ ბიზნესის მიერ ბიუჯეტში შეტანილი მოსაკრებლის მოცულობა 6,6-ჯერ შემცირდა. სათამაშო ბიზნესმა ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით გასული წლის იანვარ-დეკემბერში 19 261 560 ლარი შეიტანა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 128 401 198 ლარი. მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის მიერ გაჩერებული ბიზნესისა, 2020 წლის იანვარ-დეკემბერში ბიუჯეტში სისტემურ ელექტრონული ფორმის თამაშობებიდან წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 50 000 ლარით მეტი შევიდა.[3]

ცხრილი 1: ბიუჯეტში შესული ფულადი საშუალებები აზარტული თამაშების მიხედვით (2019-2020 წლები)

ავტორისეული გამოთვლები მონაცემების წყარო: https://report.ge/economics/azartuli-tamashebidan-biujetis-shemosavlebi-shemtsirda/

2019 წელს იანვარ-დეკემბრის მონაცემებით სათამაშო აპარატებიდან 69 455 619 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან 5 704 959ლარი,  კლუბის მაგიდიდან 1 239 209ლარი, ხოლო სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესიდან კი 237 436ლარი. 2020 წლის ანალოგიური მაჩვენებლები შემდეგნაირია: სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში შევიდა 584 439ლარი, რაც იმის მანიშნებელია რომ წინა წელთან შედარებით ამ თანხამ საგრძნობლად იკლო. წამახალისებელი გათამაშებიდან 5 769 555ლარი შევიდა ბიუჯეტში. ამ მაჩვენებელში მცირედი ზრდის ტენდენცია ფიქსირდება.  კლუბის მაგიდიდან 58 024ლარი შევიდა ბიუჯეტში, რაც თითქმის განახევრებულია წინა წლის რიცხობრივ მაჩვენებელთან შედარებით. და ბოლოს, სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესიდან კი 471 902ლარი, თითქმის გაორმაგებული რიცხვი წინა წელთან შედარებით. 

აზარტული თამაშების კომპანიები საქართველოში

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა აზარტული თამაშებით დაკავებული საწარმოების 2020 წლის ბრუნვის მოცულობის შესახებ სტატისტიკა გამოაქვეყნა. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, პანდემიისა და მძიმე ეპიდემიოლოგიურო მდგომარეობის მიუხედავად, რის გამოც ქვეყანაში არაერთი შეზღუდვა საკმაოდ ხანგრძლივი დროით იყო დაწესებული, 2020 წელს ამ სექტორის ბრუნვამ 32 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 7 მილიარდი ლარით მეტია. [5]

ცხრილი 2: აზარტული თამაშების საქმიანობებით დაკავებული საწარმოების ბრუნვის მოცულობა (2006-2020 წლები)

წყარო:https://www.geostat.ge/ka/modules/categories/622/azartuli-tamashebis-dziritadi-ekonomikuri-machveneblebi

ბოლო რამდენიმე წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ნათლად დავინახავთ, რომ ამ ბიზნესის ბრუნვის მოცულობას ყოველწლიური მზარდიტენდენცია ახასიათებს, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განსაკუთრებულად მკვეთრი მატება 2018 წელს დაიწყო. ხოლო რაც შეეხება 2020 წელს, ამ დროს აზარტული თამაშების საქმიანობებით დაკავებული საწარმოების ბრუნვის მოცულობამრეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

საქართველოში ყველაზე მეტი მომხმარებელი აზარტული თამაშების მსხვილ ბრენდებს ჰყავთ, რომლებიც საკუთარ თავში აერთიანებენ, როგორც ფიზიკურ კაზინოებს, სლოტ კლუბებსა და ტოტალიზატორებს, ასევე ონლაინ-კაზინოებსა  და ონლაინ-ტოტალიზატორებს. ამ კომპანიების ფინანსური ანგარიშებიდან ირკვევა ისიც, რომ ზოგიერთ მათგანს საკუთარი ბრენდი სხვა  სლოტ კლუბებისა და კაზინოებისთვის ფრენჩაიზის ხელშეკრულებითაც აქვთ გადაცემული. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ბაზრის ყველა მთავარ მოთამაშეს საკუთარი ფინანსური ანგარიშები საჯაროდ აქვს გამოქვეყნებული. ამ დოკუმენტების თანახმად, კომპანიების შემოსავლებისა და მფლობელების შესახებ ინფორმაცია ასეთია: [4]

Adjarabet:

  • შემოსავალი 2020 წელს – 406 მილიონი ლარი, მატება 43%;
  • წმინდა მოგება 2020 წელს – 101,4 მილიონი ლარი, მატება 38%;
  • კომპანიის აქტივები 2020 წელს – 121 მილიონი ლარი.


კრისტალბეთი:

  • შემოსავალი 2020 წელს – 363,3 მილიონი ლარი, მატება 39%;
  • წმინდა მოგება 2020 წელს – 177 მილიონი ლარი, მატება 87%;
  • კომპანიის აქტივები 2020 წელს – 89,6 მილიონი ლარი.


Betlive ორი ძირითადი კომპანიისგან შედგება, ესენია:

  1. შპს „დეიდრიმ უნივერსალ საქართველო“
  2. შემოსავალი 2020 წელს – 64,7 მილიონი ლარი, კლება 78%;
  3. წმინდა ზარალი 2020 წელს – 2,8 მილიონი ლარი;
  4. კომპანიის აქტივები 2020 წელს – 7,2 მილიონი ლარი.
  5. შპს „ბეთლაივი“
  6. შემოსავალი 2020 წელს – 89 მილიონი ლარი, მატება 9%;
  7. წმინდა მოგება 2020 წელს – 17,4 მილიონი ლარი;
  8. კომპანიის აქტივები 2020 წელს – 8,8 მილიონი ლარი.[4]

აზარტული თამაშების სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მეტად რეგულირებადი სექტორია. სფერო გადასახადებს იხდის, როგორც ცენტრალურ ბიუჯეტში, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებშიც, რაც აზარტული თამაშების საქმიანობის მოსაკრებელს წარმოადგენს.

BMG-იმ ნაერთი ბიუჯეტის ანგარიშის და სადეპუტატო კოთხვის პასუხზე დაყრდნობით გამოთვალა, მთლიანობაში რა გადასახადებს იხდიან აზარტული თამასების კომპანიები. გამოთვლის მიხედვით, სექტორის მიერ გადახდილი გადასახადები მაქსიმალუეი 2019 წელს იყო და ის 420.4 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2020 წელს პანდემიის გამო 302.1 მილიონამდე შემცირდა. კლების მიზეზი ფიზიკური კაზინოების მიმართულებით დაფიქსირებული შემცირება იყო. 2021 წლის პირველ ნახევარში კი სექტორმა 194.3 მილიონი ლარის გადასახადები გადაიხადა. ფიზიკური კაზინოების გადასახადები, სავარაუდოდ კვლავ 400 მილიონ ლარს დაუბრუნდება.[6]

დიაგრამა1: აზარტული თამაშების კომპანიების მიერ გადახდილი  გადასახადები 2016-2021 წლებში

წყარო:https://infogram.com/2ae18fbd-99b0-4356-bda3-6d7328242db3

დასკვნა

ამ ნაშრომიდან ასე თუ ისე გავეცანით  აზარტულ თამაშებს. გავიგეთ თუ რა ნაწილი ეთმობა აზარტული თამაშებიდან შემოსულ თანხას ბიუჯეტში და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ეკონომიკისთვის. როგორც სტატიიდან დავინახეთ, აზარტული თამაშები საკმაოდ დიდ და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქვეყნის ეკონომიკაში.

სტატიიდან გავიგეთ ისიც, რომ აზარტული თამაშების ორი მხარე არსებობს. ერთის მხრივ ის შეიძლება დადებითად მივიჩნიოთ, რადგან ბიუჯეტის მნიშვნელოვანი შემომტანია და, გარდა ამისა, მისი მნიშვნელოვანი ირიბი ეკონომიკური ეფექტი დაკავშირებულია ტურიზმის ხელშეწყობასთან. მეორე მხრივ კი ის შეიძლება უარყოფითად იქნეს აღქმული, რადგან ბევრი დამოკიდებული ხდება აზარტულ თამაშებზე და ეს ძალიან მძიმედ აისახება მათ ცხოვრებაზე.

გავეცანით ასევე საქართველოში არსებულ იმ აზარტული თამაშების კომპანიებს, რომლებიც მოწინავე ადგილს იკავებენ აზარტული თამაშების ბიზნესში. გავიგეთ მათი შემოსავლების, მოგებისა და აქტივების შესახებ ინფორმაცია.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://www.radiotavisupleba.ge/a/azartuli-tamashebis-ori-mkhare/27167229.html
  2. http://regional-dialogue.com/gambling/
  3. https://report.ge/economics/azartuli-tamashebidan-biujetis-shemosavlebi-shemtsirda/
  4. https://bm.ge/ka/article/ra-shemosavali-aqvt-azartuli-tamashebis-kompaniebs—betlive-s-crystalbet-sa-da-adjarabet-s/94659
  5. https://report.ge/economics/azartuli-tamashebis-biznesis-brunvam-32-miliardi-lari-sheadgina/
  6. https://bm.ge/ka/article/ramdeni-milionis-gadasaxadebs-ixdian-azartuli-tamashebis-kompaniebi—statistika/95956