უმუშევრობის დაძლევის პოლიტიკა საქართველოში
ავტორის სტილი დაცულია
ანა შენგელია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
ana.shengelia568@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
სტატიის შესავალში საუბარია უმუშევრობაზე, როგორც სოციალურ-ეკონომიკურ კატეგორიაზე, საკითხის აქტუალურობაზე და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. შესავალში ასევე განხილულია უმუშევრობასთან ბრძოლის ორი მეთოდი- აქტიური და პასიური პოლიტიკა, თავიანთი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. სტატიის შემდეგ ნაწილში საუბარია უმუშევრობის განმაპირობებელ მიზეზებზე და სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, მიმოხილულია მიმდინარე ტენდენციები საქართველოს შრომის ბაზარზე. სტატიის ბოლო ნაწილი ეთმობა კოვიდ პანდემიასა და რეკომენდაციებს უმუშევრობასთან დაკავშირებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად. დასკვნით ნაწილში წარმოდგენილია სტატიის მიზანი და ავტორისეული დასკვნა.
Annotation
The introduction of the article talks about unemployment as a socio-economic category, the urgency of the issue and the challenges associated with it. The introduction also discusses two methods of combating unemployment – active and passive policies, with their pros and cons. The next part of the article discusses the causes of unemployment and based on various statistics, reviews the current trends in the Georgian labor market. The last part of the article is devoted to recommendations to address the challenges associated with unemployment. The concluding section presents the purpose of the article and the author’s conclusion.
დღესდღეობით კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე უმუშევრობა საკმაოდ აქტუალური საკითხია. პანდემიური კრიზისი მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს შრომის ბაზარზე – ის გაზრდის როგორც უმუშევრობის დონეს, ისე არაფორმალურ და ფორმალურ დასაქმებებს შორის არსებულ სეგმენტაციას. ძალიან ბევრ კომპანიას უწევს თავიანთი თანამშრომლების სახლში გაშევაბა, რაც გამოიწვევს ამ ადამიანების გადასვლას უმუშევართა რიგებში. ყველაზე მეტად კი არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს შორის გაიზრდება უმუშევრობა და გაუარესდება მათი ფინანსური მდგომარეობა.
მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობა დიდი ხანია დგას ჩვენი ქვეყნის მწვავე ეკონომიკური პრობლემების რიგში, არსებობს სხვადასხვა გზები ამ პრობლემასთან გასამკლავებლად. ექსპერტების ერთი ნაწილი უმუშევრობის მწვავე შედეგების აღმოსაფხვრელად ემხრობა დასაქმების პასიურ პოლიტიკას, მეორე ნაწილი კი აქტიურ პოლიტიკას. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის კლასიფიკაციის მიხედვით აქტიური პოლიტიკის ინსტრუმენტები არის: საჯარო დასაქმების მომსახურებები (Public Employment Services), პროფესიული გადამზადების პროგრამები (Labor Market Training), დასაქმების წახალისება (Employment Incentives), შრომის უნარს მოკლებული სამუშაო ძალის მხარდაჭერა და რეაბილიტაცია (Sheltered and Supported Employment and Rehabilitation), ახალი სამუშაო ადგილების შექმნა (Direct Job Creation),სტარტაპების წახალისება (Start-up Incentives).
ხოლო პასიური პოლიტიკა მოიცავს შემდეგ ინსტრუმენტებს: უმუშევრობის დაზღვევა, ვადამდელი პენსია. [1]
აქედან აქტიური პოლიტიკა მიმართულია უმუშევრობის დონის შემცირებისკენ, პასიური კი უმუშევრობით გამოწვეული მწვავე შედეგების შემსუბუქებისკენ. მაგალითად კოვიდ პანდემიამ საქართველოში უმუშევრობის პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა. მოკლევადიან პერიოდში სახელმწიფო ახორციელებს პასიურ პოლიტიკას და პრობლემის ნეგატიური შედგების შესამსუბუქებლად პირებს, რომლებმაც დაკარგეს საუშაო სთავაზობ სხვადასხვა კომპენსაციებს, რითაც ვერ შეამცირებს უმუშევრობის დონეს მგარამ მოახდენს ნეგატიურ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგების კომპენსირებას.
ასევე აქტიური პოლიტიკის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ შემდეგი ქეისი: თბილისის შემოგარენში უმუშევრობის დაძლევა უნდა მოხდეს ისეთი ნაბიჯების გადადგმით, როგორებიცაა: ქანქარისებული მიგრაციის ოპტიმიზაცია, სოფლის მეურნეობის სფეროში რეფორმების გატარება (ფერმერებისთვის ფინანსური მხარდაჭერა, ცოდნის ამაღლება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, წარმოების თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლა, ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოძიება), ტურიზმის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, გაიხსნას მცირე საწარმოები, აშენდეს ან გაფართოვდეს საბავშვო ბაღები (მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები გადავლენ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რიგებში). კარგი იქნება დაიგეგმოს გარკვეული ღონისძიებები, რომელიც წაახალისებს ადამიანებს – წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი. ამის ერთ-ერთი მასტიმულირებელი შეიძლება იყოს ის, რომ დედაქალაქთან ახლოს მდებარე სოფლებს, ტერიტორიული დაშორების ბარიერების არ არსებობის გამო, გააჩნიათ საკმაოდ დიდი ბაზარი წარმოებული პროდუქციის რეალიზაციისთვის.
მნიშვნელოვანია საზოგადოება კარგად ერკვეოდეს და ინფორმირებლი იყოს სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ პროგრამებში, რომელიც მიზნად ისახავს უმუშევრობის შემცირებას სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით. მაგალითად ასეთ პროგრამას მიეკუთვნება „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც მრავალი პროგრამის განხორციელებაა შესაძლებელი და შედეგად უმუშევრობის შემცირება.
უმუშევრობის არსი
უმუშევრობის გამოწვევა მთელ მსოფლიოში კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად რჩება. რა თქმა უნდა, საქართველოც არის იმ ქვეყნებს შორის, სადაც ეს გამოწვევა განსაკუთრებული სიმწვავით დგას. უმუშევრობა აფერხებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და ხელს უშლის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას. უმუშევრობა არაერთ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემას იწვევს, მათ შორისაა: მუშაკთა დეკვალიფიკაცია, სიღარიბის ზრდა, ადამიანთა ფსიქიკის შერყევა, მორალის დაცემა, თვითმკვლელობა, კრიმინოგენური სიტუაციის გამწვავება, ქორწინებისა და შობადობის შემცირება, განქორწინებულთა რიცხვისა და გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდა და ა.შ. [2]
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებიდან გამომდინარე, ადამიანი უმუშევრად რომ ჩაითვალოს, ერთდროულად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1. იყოს ,,სამუშაოს გარეშე” ე.ი. არ გააჩნდეს ანაზღაურებადი სამუშაო გარკვეული დროის განმავლობაში;
2. ,,მზად იყოს მოცემულ მომენტში მუშაობისათვის” ე.ი. მზად იყოს იმუშაოს დაქირავებით ან თვითონ დასაქმდეს;
3. ,,ეძებდეს სამუშაოს” ე.ი. კონკრეტულ ღონისძიებებს ახორციელებდეს ანაზღაურებადი სამუშაოს მოსაძებნად. [3]
უმუშევართა რაოდენობის დადგენის ორი ძირითადი მეთოდი არსებობს: პირველი, უმუშევრობის მაჩვენებელი დგინდება მოსახლეობის გარკვეული ნაწილის შერჩევითი დაკვირვების საფუძველზე, რაც პერიოდულად ტარდება და მეორე, უმუშევრობის მაჩვენებელი შეიძლება დადგინდეს დასაქმების სახელმწიფო სამსახურებში უმუშევრის სტატუსის მოსაპოვებლად შემოსული განცხადებების საფუძველზე. [3]
უმუშევრობის ზოგადი ანალიზი საქართველოს შრომის ბაზარზე
საქართველოში უმუშევრობაგვევლინება ქვეყანაში სიღარიბის განმაპირობებელ მთავარ ფაქტორად. უმუშევრობა მაღალია როგორც ქალაქად, ისე სოფლად. უმუშევარ მოსახლეობას შორის დომინანტია ახალგაზრდობა, რაც კიდევ უფრო ზრდის სოციალურ რისკებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს. [4]
სიმულაციური ანალიზის მიხედვით, 2019 წელს საშუალოდ უმუშევრობის დონე ქალაქში 25.2 პროცენტი იქნებოდა, რაც 7.8 პროცენტული პუნქტით აღემატება 2019 წლის ფაქტობრივ მაჩვენებელს. სოფლად აღნიშნული მაჩვენებელი 8.8 პროცენტი შეიძლება ყოფილიყო, რაც 3.3 პროცენტული პუნქტით მეტია 2019 წლის ფაქტობრივ დონეზე. მე-2 კვარტალში ქალაქში უმუშევრობის მაქსიმალურად შესაძლებელი დონე 49.6 პროცენტი იქნებოდა, ხოლო სოფლად – 18.3 პროცენტი.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმუშევრობის დონე 2018-2020 წლებში კვარტალების მიხედვით:
გრაფიკი 1: უმუშევრობის დონე 2018-2020 წლებში კვარტალების მიხედვით.
წყარო:https://www.geostat.ge/media/33020/მოსახლეობის-ეკონომიკური-აქტივობის-მაჩვენებლები—II-კვ-2020.pdf
2020 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.3 პროცენტი შეადგინა.
შეგვიძლია უმუშევრობის დონე განვიხილოთ სოფლისა და ქალაქის ჭრილში. უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით გაცილებით დაბალია. 2020 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში გაზრდილია 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით.
გრაფიკი 2: უმუშევრობის დონე სოფლისა და ქალაქის ჭრილში.
წყარო: https://www.geostat.ge/media/33020/მოსახლეობის-ეკონომიკური-აქტივობის-მაჩვენებლები—II-კვ-2020.pdf
2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემების მიხედვით უმუშევრობის დონე მამაკაცებში უფრო მაღალი მაჩვენებლით ფიქსირდება (12,7%), ვიდრე ქალებში (11,8%). 2020 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია როგორც ქალებში ისე კაცებში, შესაბამისად 1.8 და 0.1 პროცენტული პუნქტით. [5]
ქართულ ბაზარზე ერთგვარ პარადოქსს აქვს ადგილი. ერთი მხრივ, არსებობს მაღალი მოთხოვნა კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე, მეორე მხრივ, არსებობს ჭარბი სამუშაო ძალა და მთავარი პრობლემა სწორედ არასათანადო კვალიფიკაციაა. [3]
საქართველოში ძალიან მაღალია იმედდაკარგული მუშახელის წილი, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ვერ იშოვეს სამსახური, ვერ დასაქმდნენ და ხელი ჩაიქნიეს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ახალგაზრდებში (15–დან 30 წლამდე) უმუშევრობის მაჩვენებელი უფრო მაღალია (34%) ვიდრე 45 წელს გადაცილებულ ადამიანებში (8%). ახალგაზრდები სამსახურს აქტიურად ეძებენ, 45 წელს გადაცილებული ადამიანები კი იშვიათად, რადგან მათ სამსახურის შოვნის იმედი გადაწურული აქვთ. [3]
გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის მიხედვით საქართველო შრომის ბაზრის ეფექტურობის მიხედვით 144 ქვეყანას შორის 41–ე პოზიციაზეა. ამ მაჩვენებლით რეგიონში ჩამოვრჩებით ყაზახეთს და აზერბაიჯანს და ვუსწრებთ რუსეთს, სომხეთს, უკრაინას და თურქეთს. შრომის ბაზრის ეფექტურობის 10 კომპონენტიდან საუკეთესო პოზიციები გვაქვს, მუშახელის შემცირების ხარჯების, მუშახელის დაქირავების და დათხოვნის პრაქტიკაში. უარესი პოზიციების ტალანტების მოზიდვა და შენარჩუნება. [6]
უმუშევრობა და პანდემია
მართალია პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ უკვე შეიძლება საუბარი იმაზე, თუ რამდენად მოწყვლადია საქართველოს ეკონომიკა COVID 19-ით პროვოცირებული ეკონომიკური კრიზისის მიმართ. ამის ნათელი დადასტურებაა მშპ-ის მკვეთრი კლება უშუალოდ ანტიპანდემიური შეზღუდვების, მათ შორის, ლოკდაუნის შემოღების შედეგად: საქართველოს ეკონომიკა 2020 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.3 პროცენტით შემცირდა. მესამე კვარტალში, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მშპ-ის კლებისტემპი -5 პროცენტამდე დაეცა.
ანტიპანდემიური შეზღუდვების გავლენა უმუშევრობის მაჩვენებელზე მაქსიმალური 2020 წლის მე-2 კვარტალში იქნებოდა, როდესაც უმუშევრობის დონე ფაქტობრივზე სამჯერ და მეტად მაღალი შეიძლება ყოფილიყო (34.2 პროცენტი, ნაცვლად ფაქტობრივი 11.4 პროცენტისა). მე-3 და მე-4 კვარტალებში შეზღუდვების გავლენა შემცირდებოდა, თუმცა უმუშევრობის დონე, ფაქტობრივთან შედარებით, მაინც მაღალი დარჩებოდა. ამასთან, საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების სავარაუდო ეფექტი, რაც არსებითად შეამცირებდა უმუშევრობის მაქსიმალურად შესაძლებელ დონეს.
ანტიპანდემიური შეზღუდვები 2019 წელს რომ დაწესებულიყო, უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი თბილისში იქნებოდა (31.6 პროცენტი), თუმცა ცვლილება ყველაზე დრამატული აჭარაში შეიძლება ყოფილიყო – 8.8 პროცენტიდან 21.2 პროცენტამდე, რაც სრულიად ბუნებრივია, ვინაიდან შეზღუდვები ყველაზე მეტად ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებზე გავრცელდა. რაც შეეხება უმუშევრობის დონის ზრდის ტემპს, ყველაზე მაღალი გურიის რეგიონში იქნებოდა (თითქმის ოთხჯერადი ზრდა – 2.5 პროცენტიდან 9.7 პროცენტამდე), მაგრამ უმუშევრობის მაქსიმალურად შესაძლებელი 9.7-პროცენტიანი დონე მაინც არ არის ისეთი მაღალი, რომ ის სოციალურ საფრთხედ იქნეს მიჩნეული. საერთო ჯამში, ანტიპანდემიური შეზღუდვების რეგიონებზე უარყოფითი გავლენის მასშტაბის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მათი ურბანულობის ხარისხი და ტურისტული ინდუსტრიის განვითარების დონეა: რაც უფრო მეტად ურბანულია რეგიონი და რაც უფრო მეტადაა განვითარებული ტურიზმის სექტორი, მით უფრო ძლიერია კრიზისის დარტყმა. [7]
რეკომენდაციები
2019 წელს გამოქვეყნებულ სადისერტაციო ნაშრომში სახელწოდებით-„უმუშევრობა და მისი დაძლევის გზები საქართველოში“, ავტორი-დავით ებილაშვილი გამოყოფს ძირითად გზებს უმუშევრობის მაღალი დონის შესამცირებლად. კერძოდ, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ადგილების ძებნის ინსტიტუციონალიზაციის ხარისხის ასამაღლებლად საკმარისი არ არის ინტერნეტ-პორტალების შექმნა, დასაქმების ფორუმებისა და კვირეულების რეგულარულად ორგანიზება.
სტრუქტურულ უმუშევრობასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტიანი გზა არის სახელმწიფოს მხრიდან ტრენინგების კურსის მომზადება და განხორციელება. აღნიშნული ხელს შეუწყობს უმუშევართა კვალიფიკაციის ამაღლებას და მაღალ კონკურენტუნარიანობას. ამ გზით მიიღწევა სამუშაო ძალის პროფესიულკვალიფიციური მომზადების დონის შესაბამისობა სამუშაო ადგილის მოთხოვნებთან. უმუშევრების სტრუქტურის სიღრმისეული ტენდენციების გამოსავლენად აუცილებელია შინამეურნეობათა ინტეგრირებული გამოკვლევების მონაცემთა ბაზების რეგულარული და კომპლექსური ანალიზი. უმუშევრობის უფრო სრულყოფილი კვლევისა და დასაქმების უფრო ქმედითი პოლიტიკის შემუშავების მიზნით საჭიროდ მიგვაჩნია უმუშევრობის დონის, როგორც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტერიუმებით, ისე აგრეგირებული მაჩვენებლით გაანგარიშება, რომელიც მოიცავს ასევე ფარულ უმუშევრობას და არასრულ დასაქმებას. დასაქმების ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებისათვის საჭიროა უმუშევართა და ვაკანსიების რეგულარული რეგისტრაციის სისტემის ჩამოყალიბება. რაც შეეხება ციკლურ უმუშევრობას, მასთან ბრძოლას აუცილებელია ჰქონდეს კომპლექსური ხასიათი. უპირველესად კი, მისი დაძლევა შეიძლება „ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდის უზრუნველყოფით. დღეს-დღეობით ქვეყნების უმეტესობა, სწორედ ამ გზით ცდილობს ციკლური უმუშევრობის შერბილებას.“ მოთხოვნის სტიმულირება სამუშაო ძალაზე – ვინაიდან უმუშევრობის ერთ-ერთი მიზეზი სამუშაო ადგილების ნაკლებობაა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა დარგში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ისევე როგორც კერძო სექტორის წახალისება, რომელიც ხელს შეუწყობს სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ზრდას.
კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მიწოდების ხელშეწყობა – შრომის ბაზრის მოთხოვნასა და სამუშაო ძალის მიწოდებას შორის შეუსაბამობის შემცირება არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი. ამ კუთხით სახელმწიფომ უნდა გაზარდოს განათლების ხარისხის შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დასაქმებისთვის. [2]
სტატიის მიზანს უმუშევრობის არსის განსაზღვრა და საქართველოს ეკონომიკაში მისი როლის წარმოჩენა წარმოადგენს. აღნიშნული საკითხი განსაკუთრების აქტუალური გახდა Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური შედეგების ფონზე. უმუშევრობა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევაა. გარდა იმისა, რომ უმუშევრობა არის მაკროეკონომიკური არასტაბილურობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, იგი იწვევს არა ერთ სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემას, მათ შორის საქართველოსთვის ყველაზე მწვავედ დგას: მატერიალური დოვლათის დანაკარგები, შემოსავლების დანაკარგები, მასობრივი სიღარიბე, გარე შრომითი მიგრაცია, დემოგრაფიული მდგომარეობის გამწვავება, ადამიანის ფსიქიკის შერყევა და ნერვული სისტემის მოშლა, შრომისუნარიანი მოსახლეობის დეკვალიფიკაცია და ა.შ. ხელისუფლება ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებას უნდა ცდილობდეს არა ერთი რომელიმე კონკრეტული მეთოდით, არამედ კომპლექსური ნაბიჯებით.
გამოყენებული ლიტერატურა:
- https://cutt.ly/flja0ND
- უმუშევრობა და მისი დაძლევის გზები საქართველოში (დ.ებილაშვილი; თსუ; თბილისი)
- დასაქმება და შრომის ბაზრის რეგულირება (მ.ცარციძე; თსუ; თბილისი)
- https://forbes.ge/blogs/umushevroba-saqarthvelos-d/#!
- https://www.geostat.ge/media/33020/მოსახლეობის-ეკონომიკური-აქტივობის-მაჩვენებლები—II-კვ-2020.pdf
- https://forbes.ge/blogs/shromis-bazari-saqarthvelo/
- http://library.fes.de/pdf-files/bueros/georgien/17143.pdf